განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.05.2019
საქმის ნომერი
100310018002760999
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №100310018002760999

საქმე №3/ბ-112-2019წ.

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 მ---ი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე

 

აპელანტი _ ზ---------–--ე

 

მოწინააღმდეგე მხარე _ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია

 

დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

2018 წლის 10 დეკემბერს ზ---------–--ის წარმომადგენელმა გ---------------–მა სარჩელით მიმართა საჩხერის რაიონული სასამართლოს მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანის 9 250 (ცხრაათას ორასორმოცდაათი) ლარის ანაზრაურება.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2012 წლის დეკემბრიდან მოსარჩელე ზ---------–--ე პირდაპირი დანიშვნის წესით დაინიშნა საჯარო სამსახურში - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯ--–-------ის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო გამოცდაში და კომისიამ გაუგრძელა მუშაობის ვადა, რის შემდეგაც შეძლო ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად გასულიყო გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართა 2015 წლის 15 მ---ს, სადაც გაირა გასაუბრება, მაგრამ უარი ეთქვა ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე იმ მოტივით, რომ მან ვერ გადალახა გასაუბრების ეტაპი. ამის შემდეგ მოსარჩელემ თანამდებობა დატოვა.

 

2015 წლის 02 ი--–--ს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 15 მ---ის N6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილება მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნ--------ს გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მ---ის N6 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად ნ----------------ის წარდგენის შესახებ. ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის განჩინებით დატოვებულ იქნა ძალაში.

 

მოსარჩელე თვლის რომ მოპასუხე, ადმინისტრაციულმა ორგანომ 2015 წლის 15 მ---ის N6 სხდომის ოქმით მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაცია სქესის საფუძველზე, არ გაითვალისწინა მისი ეკონომიური მდგომარეობა და დატოვა უმუშევარი, რითაც მოსარჩელე ზ---------–--ემ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის უკანონო გადაწყვეტილებით განიცადა 9250 (ცხრაათასორასორმოცდაათი) ლარის მატერიალური ზიანი, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ზიანი არის იძულებითი მოცდენით მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალით.

 

მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით ზ---------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

სასამართლომ დაადგინა, რომ ზ---------–--ე 2012 წლის 07 ნ--------დან 2015 წლის 01 ივნისამდე მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად.

 

2015 წლის 01 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. თანამადებობიდან გათავისუფლებისას მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარს.

 

2014 წლის დეკემბრის თვეში მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო გამოცდაში და კომისიამ გაუგრძელა მუშაობის ვადა.

 

2015 წლის 15 მ---ს ზ---------–--ემ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც გაირა გასაუბრება, მაგრამ უარი ეთქვა ვაკანტური თანამდებობის დაკავებაზე იმ მოტივით, რომ მან ვერ გადალახა გასაუბრების ეტაპი და 2015 წლის 01 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

 

2015 წლის 02 ი--–--ს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის 2015 წლის 15 მ---ის N6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით მოსარჩელის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნ--------ს გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მ---ის N6 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად ნ----------------ის წარდგენის შესახებ.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11 ი--–--ის N5------ ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 ივნისის N5----- ბრძანება ნ----------------ის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ“ 2016 წლის 11 ი--–--იდან და ნ----------------ე გათავისუფლდა ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან.

 

2016 წლის 13 ი--–--ის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ნ----------------ე დაინიშნა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წლის 13 ი--–--იდან.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართთველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის 2016 წლის 12 ოქტომბრის N6 ოქმით გადაწყვიტა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტის ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგზარდულ საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი განათლების დარგში - გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარება.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა ხელახალი გასაუბრების ეტაპი, აღნიშნულ ეტაპზე მოწვეულ იქნა ყველა აპლიკანტი. ხელახალ გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა ზ---------–--ეც. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახლა გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ზოია გეგშიძემ, ნ----------------ემ, ამირან ნოზაძემ, მარეხი ნოზაძემ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მიერ ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატად დასახელდა - ნ----------------ე. ზ---------–--ეს კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ზ---------–--ეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში ეცნობა 2016 წლის 27 ოქტომბრის კომისიის გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ. ასევე ეცნობა გასაჩივრების შესახებ. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ არ ყოფილა გასაჩივრებული.,მოსარჩელემ 2018 წლის 07 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, რომლითაც მოითხოვა დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 ი--–--ის წერილით ზ---------–--ეს განემარტა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიამ აღასრულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 02 ნ--------ს გადაწყვეტილება, კერძოდ ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ნ----------------ე და ვაკანტურ თანამდებობაზე 2016 წლის 19 ოქტომბერს ჩაატარა ხელახალი გასაუბრების ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა ზ---------–--ეც როგორც ერთერთი კონკურსანტი და 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნაზე. აღნიშნულის შესახებ მოსაჩელეს ეცნობა კანომდებლობით დადგენილი წესით. ამდენად საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ ზ---------–--ისათვის ზიანი არ მიუყენებია.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად. (2015 წლის 02 ნოემბრამდე რედაქცია) ამავე კანონის 31-ე საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით. 33-ე მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

 

ამავე კანონის 361-ე მუხლის შესაბამისად მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის (შემდგომში წესი). წესის მე-3 მუხლის შესაბამისად კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა. წესი ასევე აწესრიგებს კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პირობებს.

 

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41-ე დადგენილებით დამტკიცდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში დებულება), რომელშიც მოწესრიგებულია კონკურსის გამოცხადების, ჩატარების და ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი. დებულების მე-13 მუხლში მითითებულია კონკურსის ჩატარების ეტაპები.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნ--------ს გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მ---ის N6 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად ნ----------------ის წარდგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის N ბს -84-83 (კ-16) განჩინებით.

 

ქუათაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 02 ნ--------ს გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 01 ივნისის N5----- ბრძანება ნ----------------ის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ“ 2016 წლის 11 ი--–--იდან და ნ----------------ე გათავისუფლდა ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართთველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის 2016 წლის 12 ოქტომბრის N6 ოქმით დღის წესრიგით განსაზღვრა და მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარების შესახებ. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა ხელახალი გასაუბრების ეტაპი, აღნიშნულ ეტაპზე მოწვეულ იქნა ყველა აპლიკანტი. ხელახალ გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა ზოია გეგშიძეც. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახლა გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ზ---------–--ემ, ნ----------------ემ, ამირან ნოზაძემ, მარეხი ნოზაძემ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მიერ ხუთი წევრის შემადგენლობით (კომისიის თავმჯდომარე - მ.ბაზაძე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ე.-----ე, კომისიის წევრები: ო.ო----ე, ბ. ფ--–-------–---–ი, ლ.ბ-–--ე) ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატად დასახელდა - ნ----------------ე. ზ---------–--ეს კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. კომისიის ოქმით ირკვევა, რომ გასაუბრების ეტაპი გიარა ზ---------–--ემ. კომისიამ ინდივიდუალურად განიხილა თითოეული კონკურსანტის კანდიდატურა და განხილვისთანავე მოაწყო ღია კენჭისყრა. კომისიის თავმჯდომარემ, კომისიის წევრებთან აზრთა ურთიერთგაზიარების შემდეგ, კენჭისყრაზე დააყენა ზ---------–--ის კანდიდატურა. ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე ზ---------–--ემ მიიღო უარყოფითი ხმა -5, დადებითი არცერთი.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ზ---------–--ის სარჩელში მითითებულ საფუძვლებზე, კერძოდ დისკრიმინაციაზე. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად 1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. 2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 3. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 4. მრავალი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია არის დისკრიმინაცია ორი ან მეტი ნიშნის გამო. მოცემული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ---------–--ის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. 3. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ სახეზეა რამდენიმე პირობა: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი.

 

რაიონულმა სასამართლომ ჩათვალა, რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მოცემული პირობები არ არსებობდა.

 

გარდა აღნიშნულისა საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს - თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით. იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს განმარტება ასეთია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლის თანახმად, „სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება“.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან ან განთავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობასთან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნ--------ს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზოია გეგშიძის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მ---ის N6 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ნ----------------ის დასანიშნად წარდგენის შესახებ.

 

საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თავის მხრივ აღასრულა ქუათაისის სააპელაციო სასამრთლოს 2015 წლის 02 ნ--------ს გადაწყვეტილება. ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ნ----------------ე და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პირის თანამდებობაზე დასანიშნად ჩაატარა ახალი გასაუბრების ეტაპი. ზ---------–--ეს კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. შესაბამისად იგი არ ყოფილა დანიშნული ხსენებულ თანამდებობაზე. გარდა ამისა დადგენილია, რომ მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო კონკურსში 2015 წლის 15 მ---ს, სადაც გაირა გასაუბრება, მაგრამ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობის დაკავებაზე იმ მოტივით, რომ მან ვერ გადალახა გასაუბრების ეტაპი. 2015 წლის 01 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოცემული ბრძანება დღესაც ძალაშია და გაუქმებული არ არის. დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებით მოცდენას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად მოსარჩელეს ამ დასაბუთებითაც უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ამდენად რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი იყო უსაფუძვლო და არ დააკმაყოფილა.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ---------–--ის წარმომადგენელმა გ---------------–მა რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას არ იხელმძღვანელა იმ მუხლებით, რომელიც უნდა გამოეყენებინა, საერთოდ არ მიუთითა და არც იმსჯელა საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველ - მეორე პუნქტებზე,ამავე კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტზე და 44-ე მუხლის მოთხოვნებზე.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას საერთოდ უგულვებელყო ადამიანთა საერთაშორისო უფლებების მოთხოვნები: კერძოდ: 1997 წლის ამსტერდამის ევროკავშირის ძირითადი უფლებათა ქარტია, დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (21)მ; ქალთა მიმართ 1993 წლის ვენის დეკლარაციის მოთხოვნები ,,ქალების და გოგონების" შესახებ; 1997 წლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული დეკლარაცია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ. 1979 წლის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული კონვენცია ქალების მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ (GEDAW); 1980 წლის კოპენჰაგენის რეზოლუცია ქალთა უფლებების შესახებ; 1995 წლის პეკინის ქალთა მე-4 კონფერენციის რეზოლუცია ქალთა უფლებების შესახებ; 1979 წლის გენერალური ასამბლეის მერ მიღებული ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის კონვენციისა. დამატებითი ოქმით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სოფლად მცხოვრები ქალების უფლებებს.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ მიუხედავად იმისა, რომ აშკარად დარღვეული იყო მოქალაქის ინტერესი და პროცესში უნდა დაეცვა მისი ინტერესი, შეგროვებული მტკიცებულებები გამოიყენა ადმინისტრაციული ორგანოს სასარგებლოდ და რომ სასამართლო ვალდებული იყო კანონის მე-4 მუხლით დადგენილი წესი ,,უფლებამოსილია ჩაატაროს დამატებითი გამოკვლევა ადმინისტრაცილ საქმეზე’’ შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ მოქალაქის, დაჩაგრული მხარის სასარგებლოდ.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტის მოთხოვნით, რომ დამსაქმებლის ბრალით გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი ან გადაუხადოს კომპენსაცია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ზ---------–--ის წარმომადგენელმა გ---------------–მა დააზუსტა სააპელაციო საჩივარი, მოხსნა დისკრიმინაციის მსხვერპლად აღიარების შესახებ მოთხოვნა და მხოლოდ დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანის 9 250 (ცხრაათას ორასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება მოითხოვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. 3. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

პალატა განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ სახეზეა რამდენიმე პირობა: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს - თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლის თანახმად, „სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება“. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან ან განთავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობასთან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 31 ი--–--ის № 2/3/630 გადაწყვეტილებით განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო მოხელე თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. შესაბამისად, საჯარო მოხელის გათავისუფლების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა, როდესაც არსებობს გათავისუფლების აქტის ბათილობის საფუძველი.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნ--------ს გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მ---ის #6 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯ--–-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად ნ----------------ის წარდგენის შესახებ.

 

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის Nბს -84-83 (კ-16) განჩინებით დარჩა უცვლელი.

 

კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსულების მიზნით საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩაატარა ახალი გასაუბრების ეტაპი და ზ---------–--ეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N8 საოქმო გადაწყვეტილებით კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ზ---------–--ეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, ამასთან ეცნობა მისი გასაჩივრების წესი და ვადა, თუმცა მოსარჩელეს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N8 საოქმო გადაწყვეტილება სადაოდ არ გაუხდია.

 

,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოხელეზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მოქმედება ვრცელდება ამ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

ამდენად საჯარო სამსახურში იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან ან განთავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობასთან.

 

დადგენილია, რომ ზ---------–--ე 2015 წლის 01 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის N53411 ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. ზემოაღნიშნული ბრძანება დღესაც ძალაშია და გაუქმებული არ არის.

 

ამდენად პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ შემთხვევაში სახეზე არ არის დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული მოცდენა, რადგანაც ზ---------–--ის სამსახურიდან დათხოვნა, ასევე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2016 წლის 27 ოქტომბრის N8 საოქმო გადაწყვეტილება არ არის ცნობილი უკანონოდ (ბათილად), რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

6. სასამართლო ხარჯები

ზ---------–--ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ზ---------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.უცვლელად დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება;

 

3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი