განაჩენი

სისხლის სამართლის 29.07.2019
საქმის ნომერი
080100118002660041
ინსტანცია
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080100118002660041

საქმე №1/ბ-494-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 ივლისი, 2019წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - მარინა სირაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ ო-–----ს ძე გ--–--ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრაციის მისამართი: ქუთაისი, ხ------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქუთაისი, კ-----------------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ გ--–--ემ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

1.3 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ;

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

1.1 2018 წლის 7 სექტემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ქუთაისში ქ. მ--------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–--ემ სიტყვიერი შელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს- ნ---- ხ--–--ეს. ხელი დაარტყა სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის შედეგად ნ---- ხ--–--ე ასევე დაეჯახა კედელს.

 

1.2 2018 წლის 27 აგვისტოს ქუთაისში კ-------------------- -ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–--ემ სიტყვიერი შელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილის (მ---- ბ--------ის) თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - ნ---- ხ--–--ეს. რამდენჯერმე მოქაჩა თმებში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3. 2018 წლის 26 აგვისტოს ქუთაისში ქ----------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ------ გ--–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის შვილს, არასრულწლოვან მ---- ბ--------ეს. ხელი დაარტყა სახეში ორჯერ, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენით გ------ გ--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვის) თვის ვადით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ გ--–--ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 სექტემბრიდან.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - მსჯავრდებული გ------ გ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ცვლილება შევიდეს გასაჩივრებულ განაჩენში და იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არ არის ნასამართლევი, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, არის პატიოსანი და მშრომელი ადამიანი და ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით.

 

პროკურორს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლის სამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:

ა) ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ შეურაცხყოფა, შანტაჟსა და დამცირებაში;

ბ) მართლსაწინააღმდეგო შედეგში - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის.

 

სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით კი სახეზეა განზრახი დანაშაული. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით ან შეგნებულად უშვებს ან/და გულგრილია ასეთი შედეგის მიმართ.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლებას.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ გ------ გ--–--ის მიერ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულების ნ---- ხ--–--ის, მ---- ბ--------ის ჩვენებებით, მოწმეების: ირინა დოგრაშვილის, ილია კოხრეიძის, გიორგი შალიკიანის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით და სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ გ------ გ--–--ის ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261 -ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

გ------ გ--–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 200-დან 400 საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

მოცემულ შემთხვევაში სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------ გ--–--ის მხრიდან მეუღლის მიმართ ფიზიკური ძალადობის ორი ეპიზოდი განხორციელდა არასრულწლოვნის თანდასწრებით, რაც ფსიქიკურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს ნებისმიერ ადამიანში (მით უფრო არასრულწლოვანში) და წარმოადგენს ბავშვების ნორმალური განვითარებისა და აღზრდის ხელშემშლელ წინაპირობას. ასევე, მან ფიზიკურად იძალადა მეუღლის ნ---- ხ--–--ის არასრულწლოვან შვილზე, მ---- ბ--------ეზე.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, გარდა ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებისა, მსჯავრდებულ გ------ გ--–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სასჯელის მიზნების განსახორციელებლად მიზანშეწონილად ჩათვალა გ------ გ--–--ისათვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა, მუხლის სანქციის ფარგლებში.

 

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედებების, მისი პიროვნების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------ გ--–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და არ არსებობს მისი შემსუბუქების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ------ გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 28 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

 

გ------ გ--–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 7 სექტემბრის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ------ გ--–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

გ------ გ--–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 07 სექტემბრიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ერთ ცალ დისკად, (რაც ერთვის საქმეს), შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე