განაჩენი

სისხლის სამართლის 31.07.2019
საქმის ნომერი
340100108002547291
ინსტანცია
თარიღი
31.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340100108002547291 -1ბ/900-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

26 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაი- თეთრაული

მურმან ისაევი

სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე

სხდომის სახე: ღი- სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ს-----------------–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: გ------–---–---–---------------–-------–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ-----------------------------–---------–--

 

ადვოკატი: ნ---------------–---–-

 

კვალიფიკაცი-: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცი-: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა;

 

კვალიფიკაცი-: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

დისპოზიცი-: ქურდული სამყაროს წევრობა;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცი-:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ------–---–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ---------------–--ლმა და ითხოვეს ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგომა.

 

ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად:

 

გ------–---–---–ი არის ქურდული სამყაროს წევრი, აღი-რებს ქურდული სამყაროს პრინციპებსა და აქტიურობს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მოქმედებს ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესებით. იგი აქტიურად არჩევდა ქურდულად სადაო საკითხებს და მოქმედებდა ქურდული წესების შესაბამისად, რომლის მიზანიც იყო დაშინება, მუქარა, იძულება და ქურდული გარჩევების გზით ფინანსური სარგებლის მიღება. ასევე, მონაწილეობდა „საერთოს“ ანუ „ობში-კის“ შეგროვებასა განაწილებაში. პროპაგანდას უწევდა ქურდულ იდეოლოგი-ს.

 

გ------–---–---–ი არის რა ქურდული სამყაროს წევრი, აქვს ურთიერთობები და სატელეფონო საუბრები ქურდული სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან, მათთან ერთად არჩევდა ქურდულად საქმეებს და როგორც ქურდულ სამყაროში ავტორიტეტულ პიროვნებას ქურდული სამყაროს სხვა წევრები რჩევებსაც ეკითხებოდნენ, მოქმედებდნენ თუ არა ისინი ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესებით.

 

გ------–---–---–ი დაახლოებული არის კანონიერ ქურდებთან: თავის ბიძაშვილთან ზა------–---შვილთან, აწ გარდაცვლილ ბი--------------–---–თან, მეტსახელად „--------------------- ტ------------------თან, მეტსახელად „ღ------------- ასრულებდა მათ მითითება-დავალებებს. ასევე, დაახლოებული არის ქურდული სამყაროს ავტორიტეტებთან: ოთ------–--------–---–----, მეტსახელად „ჭ-------------- გ------------–-------–-–---–----- მეტსახელად „ბუ----------ნ“, ნო----------------სთან, მეტსახელად „ო-------ან“, ბე----------–--ლთან, მეტსახელად „დ----–-----ნ“ ასევე, რაიონის გარეთ მცხოვრებ ქურდული სამყაროს სხვა ავტორიტეტებთან და ე.წ ქურდულად საქმის გარჩევებით და ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვით იღებდა ფინანსურ სარგებელს.

 

გ------–---–---–ი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუკავშირდა ასევე, გამოძიებით დაუდგენელ ვინმე გი-ს, რომელსაც მოელაპარაკა და შეუთანხმდა, რომ მისთვის გამოეგზავნა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

 

2007 წლის 25 ივლისს 12:25 საათზე გ------–---–---–ს მობილურ ტელეფონზე 8------83 დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ვინმე გი- მობილური ტელეფონით, რომლის ნომერი- 8-------- და მი-ნიშნა, რომ უგზავნიდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ დ----------–--ლის წითელი ფერის „მერსედესის“ ფირმის მიკროავტობუსით, რომლის სახელმწიფო ნომერი- „რ--------- და ჰკითხა თუ ვინ დახვდებიდა ძირკოკის „ბირჟაზე“, რადგანაც მიკროავტობუსი 14:15 საათზე ადგილზე იქნებოდა, რაზეც გ------–---–---–მა უპასუხა, რომ 14:15 საათზე „ბირჟაზე“ ძირკოკის ხიდის ქვეშ გამოსვლისთანავე მაღაზიებთან მითითებულ ადგილას დახვდებოდა შავი ფერის ჯიპით, სო-------------–-–---–ი.

 

აღნიშნული საუბარი ცნობილი გახდა რა შსს გ----------------------–--------------–--ს თანამშრომლებისთვის, მათ მიერ გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იო-------------–-შვილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დ----------–--ლის მიერ ცელოფნის პარკის გადაცემის შემდეგ დაკავებული და გაჩხრეკილი იქნა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკში ჩადებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული მოყვითალო-მოყავისფრო კრისტალური ნივთიერება, რომელიც 2007 წლის 26 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0,0423 გრამს.

 

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა:

 

გ------–---–---–ი არის ქურდული სამყაროს წევრი, აღი-რებს ქურდული სამყაროს პრინციპებსა და აქტიურობს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად, მოქმედებს ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესებით. იგი აქტიურად არჩევდა ქურდულად სადაო საკითხებს და მოქმედებდა ქურდული წესების შესაბამისად, რომლის მიზანიც იყო დაშინება, მუქარა, იძულება და ქურდული გარჩევების გზით ფინანსური სარგებლის მიღება. ასევე, მონაწილეობდა „საერთოს“ ანუ „ობში-კის“ შეგროვებასა განაწილებაში. პროპაგანდას უწევდა ქურდულ იდეოლოგი-ს.

 

გ------–---–---–ი არის რა ქურდული სამყაროს წევრი, აქვს ურთიერთობები და სატელეფონო საუბრები ქურდული სამყაროს სხვა წარმომადგენლებთან, მათთან ერთად არჩევდა ქურდულად საქმეებს და როგორც ქურდულ სამყაროში ავტორიტეტულ პიროვნებას ქურდული სამყაროს სხვა წევრები რჩევებსაც ეკითხებოდნენ, მოქმედებდნენ თუ არა ისინი ქურდული სამყაროს მიერ დადგენილი წესებით.

 

გ------–---–---–ი დაახლოებული არის კანონიერ ქურდებთან: თავის ბიძაშვილთან ზა------–---შვილთან, აწ გარდაცვლილ ბი--------------–---–თან, მეტსახელად „--------------------- ტ------------------თან, მეტსახელად „ღ------------- ასრულებდა მათ მითითება-დავალებებს. ასევე, დაახლოებული არის ქურდული სამყაროს ავტორიტეტებთან: ოთ------–--------–---–----, მეტსახელად „ჭ-------------- გ------------–-------–-–---–----- მეტსახელად „ბუ----------ნ“, ნო----------------სთან, მეტსახელად „ო-------ან“, ბე----------–--ლთან, მეტსახელად „დ----–-----ნ“ ასევე, რაიონის გარეთ მცხოვრებ ქურდული სამყაროს სხვა ავტორიტეტებთან და ე.წ ქურდულად საქმის გარჩევებით და ბიზნესმენებისგან ფულის გამოძალვით იღებდა ფინანსურ სარგებელს.

 

გ------–---–---–ი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში დაუკავშირდა ასევე, გამოძიებით დაუდგენელ ვინმე გი-ს, რომელსაც მოელაპარაკა და შეუთანხმდა, რომ მისთვის გამოეგზავნა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“.

 

2007 წლის 25 ივლისს 12:25 საათზე გ------–---–---–ს მობილურ ტელეფონზე 8------83 დაუკავშირდა გამოძიებით დაუდგენელ ვინმე გი- მობილური ტელეფონით და მი-ნიშნა, რომ უგზავნიდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ დ----------–--ლის წითელი ფერის „მერსედესის“ ფირმის მიკროავტობუსით, რომლის სახელმწიფო ნომერი- „რ--------- და ჰკითხა თუ ვინ დახვდებიდა ძირკოკის „ბირჟაზე“, რადგანაც მიკროავტობუსი 14:15 საათზე ადგილზე იქნებოდა, რაზეც გ------–---–---–მა უპასუხა, რომ 14:15 საათზე „ბირჟაზე“ ძირკოკის ხიდის ქვეშ გამოსვლისთანავე მაღაზიებთან მითითებულ ადგილას დახვდებოდა შავი ფერის ჯიპით, სო-------------–-–---–ი.

 

აღნიშნული საუბარი ცნობილი გახდა რა შსს გ----------------------–--------------–--ს თანამშრომლებისთვის, მათ მიერ გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად იო-------------–-შვილი სამარშრუტო ტაქსის მძღოლის დ----------–--ლის მიერ ცელოფნის პარკის გადაცემის შემდეგ დაკავებული და გაჩხრეკილი იქნა, ჩხრეკის სედეგად ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკში ჩადებული ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული მოყვითალო-მოყავისფრო კრისტალური ნივთიერება, რომელიც 2007 წლის 26 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით 0,0423 გრამს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადგენილი გ------–---–---–ის ქურდული სამყაროს წევრობის და მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე რ-------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 1998 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. ინფორმაციის თანახმად, გ------–---–---–ი მიკროავტობუსის მძღოლს ატანდა ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც უნდა გადაეცა სხვა პირისთვის. პიროვნება დააკავეს ნარკოტიკული საშუალების გადაცემის დროს. ხოლო, რაც შეეხება ქურდულ სამყაროს წევრობას, გ------–---–---–ს ჰქონდა კავშირი კრიმინალურ სამყაროს წევრებთან. კერძოდ: მისი ბიძაშვილი ზა------–---შვილი იყო კანონიერი ქურდი, ასევე კავშირი ჰქონდა საგარეჯოში მცხოვრებ კ-------ან, რომელიც არის ქურდი, სიღნაღის რაიონში მცხოვრებ ხ-----–---–----- ასევე აწგარდაცვლილ ზურაბაშვილთან. გ------–---–---–ს გურჯაანში ჰქონდა კავშირი ოთ------–--------–---–----, ა---–-------–-–---– გ-------სთან, ასევე ბე----------–---–----- მჭიდრო კავშირი გამოიხატებოდა „გარჩევებში“ მონაწილეობის მიღებით. ხოლო, კონკრეტული ფაქტები არ ახსოვს.

 

მოწმე ალ------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2007 წელს მუშაობდა ინსპექტორ გამომძიებელად. იცნობს გ------–---–---–ს, როგორც ნარკოტიკების მომხმარებელს. გ------–---–---–ი მეგობრობდა ელ--------–---–--ან, ჯ-----–---–--ან, მისი ბიძაშვილი ზა------–---შვილი იყო კანონიერი ქურდი. აგროვებდნენ „ობში-კებს“ და ასრულებდნენ სხვადახვა დავალებებს შავი სამყაროს წარმომადგენლებისგან. კონკრეტული რაიმე ფაქტი, რომ სცოდნოდა გ------–---–---–თან მიმართებაში დააკავებდა და მისცემდა პასუხისმგებლობაში.

 

მოწმე დ----------–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობდა მიკროავტობუსის მძღოლად და მოძრაობდა თბილისი-გურჯაანის მიმართულებით. თბილისიდან გამოდიოდა, როდესაც მასთან მივიდა ერთი პიროვნება, რომლისთვის არც შეუხედავს, სთხოვა წამლის წაღება და უთხრა, რომ შავი ჯიპით დახვდებოდნენ. მივიდა დანიშნულ ადგილას, ავტომანქანიდან გადმოვიდა პიროვნება და მი-წოდა წამალი, რა დროსაც მივიდა ორი ავტომანქანა, პოლიციის თანამშრომლებმა გადმოიყვანეს მიკროავტობუსიდან და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. გ------–---–---–ს არ იცნობს.

 

მოწმე გ-----–------–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თბილისიდან მიდიოდა გურჯაანში მიკროავტობუსით. თბილისიდან სანამ მიკროავტობუსი წამოვიდოდა მძღოლთან მივიდა პიროვნება და სთხოვა ბავშვის წამლის წაღება, ხოლო უშუალოდ ის პიროვნება არ დაუნახავს.

 

მოწმე იო-------------–-შვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დაურეკა გ------–---–---–მა, რომელიც მის სახლში იმყოფებოდა და სთხოვა მიკროავტობუსს დახვედროდა. მივიდა გაჩერებასთან და მი-წოდეს „რაღაცა“, ამ დროს შემოვარდა ა/მანქანა და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. პარკი გახსნეს და უჩვენეს, არ იცის შიგნით რა იდო.

 

მოწმე მ-----–-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ცხოვრობს გურჯაანში. პოლიციის უფროსმა დაიბარა და ჰკითხა ვინ და როდის ისროლა მის სახლში. ე-–---–---–----აქმეზე არ იცის არაფერი. გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება არ შეესაბამება სინამდვილეს, ვინაიდან დაშინების შედეგად დააწერინეს.

 

2007 წლის 25 ივლისის ეჭვმიტანილის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის თანახმად, იო-------------–-შვილისაგან ამოღებული იქნა მოთეთრო პოლიეთილენის პარკში ჩალაგებული 10 აბი-ნი ორი ცალი ფირფიტა, რომელშიც ელაგა მოყვითალო, მოსერო ფერის წამლის აბები.

 

2007 წლის 26 ივლისის ქიმიური ექსპერტიზის N40/სქ დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მოყვითალო-მოყავისფრო ფერის ნივთიერება როგორც ფხვნილის, ასევე გრანულების სახით, საერთო წონით 0,0705 გრამი, წარმოადგენს კუსტარული წესით მიღებული ნარკოტიკული საშუალება -ჰეროინის ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება -ჰეროინის წონა შეადგენს - 0,0423 გრამს, ხოლო დანარჩენი არანარკოტიკული მინარევები-.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქარხნული შეფუთვუს 20 ცალი მოყავისფრო ფერის აბი, წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს - „КДЕЛК-ს“, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშულებებს.

 

ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქარხნული შეფუთვის 2 ცალი მოთეთრო ფერის აბი, წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატ - „რელადორმის“ აბებს, რომელიც არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშულებებს.

 

2007 წლის 2 აგვისტოს გ------- ე-–---–---–----აცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, პირველი სართულზე განთავსებული იყო რკინის ყუთში ჩადებული შავი ფერის ლითონის ი-რაღის საწმენდი „პენალი,“ სადდაც ალაგი- სამი ცალი მოგრძო ზომის ი-რაღის საწმენდი რკინის საგნები. ასევე, პირველი სართულის სამზარეულოს ოთახში მდგარი ჭურჭლის შესანახი კარადიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი თოფის ვაზნა, პირველი სართულის საძინებელ ოთახში მდგარი ე.წ „ტრილი-ჟის“ უჯრიდან ამოღებული იქნა ი-რაღის ჩასადები, შავი ფერის „კაბურა“. ასევე, საწოლის ქვეშიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ვიდეოს კასეტა, რომელზეც მიკრული- ქაღალდი და ზედ აწერი- „გ-------“.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

იგივე შინაარსის მატარებელი- საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის კოდექსი, რომლითაც სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სასამართლოში განხილვისას) მე-10 მუხლი, რომლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა შეფასება ხდება იმ მიზნით, რომ გაირკვეს: მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), დაცული იყო თუ არა საპროცესო კანონი მათი შეკრებისას (დასაშვებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების - ქურდული სამყაროს წევრობა განმარტებული- ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ‘‘ საქართველოს 2005 წლის 20 დეკემბრის კანონში. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის თანახმად (ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის დროს მოქმედი რედაქციით), ქურდული სამყარო არის პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც მოქმედებს მათ მიერ დადგენილი/აღი-რებული სპეცი-ლური წესების შესაბამისად და რომლის მიზანი- დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით, ქურდული გარჩევის გზით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით ან დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზებით მისი წევრებისათვის ან სხვა პირებისათვის სარგებლის მიღება. ქურდული სამყაროს წევრი არის ნებისმიერი პირი, რომელიც აღი-რებს ქურდულ სამყაროს და აქტიურად მოქმედებს ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად. ამასთან, ქურდული სამყაროს მიზნებისთვის აქტიური მოქმედება გულისხმობს ისეთი ქმედებების ჩადენას, როგორიცაა დაშინება, მუქარა, იძულება, პირების გამოძებნა და წაქეზება დანაშაულისკენ, ქონების ამოსაღებად შესაბამისი ობიექტის მოძიება და სხვა ქმედებები.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე არ ყოფილა წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად მიუთითებდა გ------–---–---–ის მიერ ქურდული სამყაროს წევრობაზე.

 

მოწმე რ-------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ გ------–---–---–ს ჰქონდა ურთიერთობები კანონიერ ქურდებთან და ასევე, მისი ბიძაშვილი ზა------–---შვილიც კანონიერი ქურდი იყო.

 

პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ქურდთან ნათესაური კავშირი არ წარმოადგენს დანაშაულს, ხოლო რაიმე კონკრეტული საქმის გარჩევაში, ქურდული სამყაროს სასარგებლოდ ფულის აკრეფვაში და ა.შ გ------–---–---–ის მონაწილეობის შესახებ რაიმე პირდაპირი მტკიცებულება ბრალდების მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი. უფრო მეტიც, ერთ-ერთმა მოწმემ, ინსპექტორ-გამომძიებელმა ალ------------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ კონკრეტული ფაქტი, რომ სცოდნოდა დააკავებდა გ------–---–---–ს და პასუხისგებაში მისცემდა. იცოდა მხოლოდ ის, რომ მეგობრობდა კანონიერ ქურდებთან და „შავი სამყაროს“ წარმომადგენლებთან. ხოლო, კონკრეტულად რაში გამოიხატა გ------–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა სასამართლოს ვერ მოახსენეს.

 

პალატა მიუთითებს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართული- მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში.

 

მოცემულ შემთხვევაშიც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეებით ვერ დადგინდა, რომ ნარკოტიკული საშუალება შეინახა გ------–---–---–მა. კერძოდ, მიკროავტობუსის მძღომა დ----------–--ლმა სასამართლოს მოახსენა, რომ მას თბილისიდან ერთ-ერთმა პიროვნებამ გამოატანა წამალი და უთხრა, რომ დახვდებოდნენ. თბილისიდან უკვე გამოდიოდა და ამიტომაც მისთვის არც შეუხედავს. მოწმემ კატეგორიულად განაცხადა, რომ ვერ ამოიცნობს იმ პიროვნებას, რომელმაც მას წამალი გადასცა, ხოლო რაც შეეხება გ------–---–---–ს განმარტა, რომ პირველად სასამართლო სხდომის დარბაზში ნახა.

 

მოწმე გ-----–------–---–-აც დაადასტურა ის გარემოემა, რომ მიკროავტობუსის მძღოლთან მივიდა პიროვნება და ბავშის წამალი გაატანა. ხოლო, იო-------------–-შვილმა განმარტა, რომ გ------–---–---–მა სთხოვა დახვედროდა მიკროავტობუსს, რომელმაც „რაღაცა“ მი-წოდა, რა დროსაც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა.

 

მოწმე მ-----–-------–-–---–მა კი სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოცემულ საქმესთან დაკავშირებით არაფერი იცის და გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება ძალით დააწერინეს, რასაც არ ეთანხმება.

 

პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ გ------–---–---–ი ნარკოტიკულ საშუალებას არ დაუფლები-, იოსებ სოლნღულაშვილის პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული იყო ასევე მედიკამენტები, რომლებიც არ წარმოადგენდნენ ნარკოტიკულ საშუალებას. ამასთან სასამართლოში წარმოდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ მოსამართლის სხვადასხვა ბრძანებაში გ------–---–---–ის მობილური ტელეფონის ნომრები სხვადასხვაა მითითებული, მათ შორის ერთ-ერთი ნომერი- 87----------, რომელზეც ხორციელდებოდა ფარული მოსმენა-მიყურადება.

 

ამავე კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად „მტკიცებულებად სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები-: „კ“ „ნებისმიერი სახის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, რომლის მოპოვებისას ადგილი არ ჰქონი- პირადი ცხოვრების საიდუმლოების დარღვევას. ამ შემთხვევაში ფარული გადაღების მწარმოებელი პირი დაკითხული უნდა იქნეს სასამართლოში მოწმის სახით ფარული ჩანაწერის წარმომავლობასთან დაკავშირებით“.

 

პალატა აღნიშნავს რომ საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტი მოწმის სახით დაკითხვას ითვალისწინებს მხოლოდ ვიდეო გადამღები პირის, შესაბამისად პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარეს ფარული მოსმენა მიყურადების ამსახველი კრეფსების დაუშვებლად მიჩნევის შესახებ, თუმცა პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ფარული მოსმენა მიყურადების შესახებ კრეფსებით 2007 წლის 25 ივლისს ზემოთ აღნიშნულ ნომერზე განახორციელა ზარი ვინმე გი-მ, რომელიც გამოძიების მიერ არ არის დადგენილი და გ------–---–---–ს თბილისიდან გამოუგზავნა ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება უტყუარად, რომ ეს ნომერი ეკუთვნოდა გ------–---–---–ს და 2007 წლის 25 ივლისს სწორედ გ------–---–---–სა და ვინმე გი-ს შორის შედგა საუბარი. ამასთან 2007 წლის 25 ივლისის ფარული საგამოძიებო მოქმედების კრებსში მითითებული- ტელეფონის ნომერი 57------30, რომელიც არ ემთხვევა მოსამართლის ბრძანებაში მითითებულ ტელეფონის ნომერს 8------83, რის შესახებაც სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ რაიმე განმარტება არ გაკეთებულა.

 

გარდა ამისა იმის გათვალისწინებით, რომ არ არის დადგენილი ნარკოტიკული საშუალების გამომგზავნი პირი, იმის მტკიცება, რომ გ------–---–---–ის განზრახვა მოიცავდა ნარკოტიკული საშუალების შეძენას, მაშინ როცა პოლიეთილენის პარკში მოთავსებული იყო სხვა მედიკამენტებიც, რომლებიც არ შეიცავდნენ ნარკოტიკულ საშუალებას წარმოდგენილი მტკიცებულებებით შეუძლებელი-.

 

1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: მტკიცებულება დაუშვებლად მიიჩნევა, თუ იგი მიღებული-: ა) იმ თანამდებობის პირის ან ორგანოს მიერ, რომელიც უფლებამოსილი არ არის შეკრიბოს მტკიცებულებანი ამ საქმეზე; ბ) კანონით გაუთვალისწინებელი წყაროდან; გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევით, აგრეთვე ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შანტაჟის, პიროვნების აბუჩად აგდების ან სხვა უკანონო მეთოდის გამოყენებით; დ) პირისაგან, რომელმაც დაარღვი- კანონი ან რომელსაც არ შეუძლი- მიუთითოს, რა წყაროდან, სად, როდის და როგორ გამოვლინდა მის მიერ წარმოდგენილი მონაცემები.

 

პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა რომლის მიხედვითაც იგი მთელი რიგი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას, უნდა შეფასდეს იმ საფუძვლებიდან გამომდინარე რაც მითითებული- საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლში. პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობის მე-20-23-ე პუნქტებში მითითებული მტკიცებულებების წარმომავლობის წყარო არ არსებობს მათ შესაფასებლად, (არ არის წარმოდგენილი საქმის მასალებში), შესაბამისად დაუშვებელი- და მათი გაზი-რება პალატის მხრიდან ვერ მოხდება. რაც შეეხება შუამდგომლობაში მითითებულ სხვა მტკიცებულების დაუშვებლობას, პალატას მი-ჩნი-, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს მათი დაუშვებლად ცნობის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლში მითითებული რომელიმე საფუძველი, მათი შინაარსიდან გამომდინარე, მათი დამოკიდებულება საქმისადმი (შესახებობა), მათი უტყუარობა და საკმარისობა დანაშაულის ჩადენის შესახებ დასკვნისათვის, არასაკმარისი- და რიგ შემთხვევაში არ შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყო კანონიერი, დასაბუთებული და სამართლი-ნი. სასამართლოს დასკვნა უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისი უნდა იყოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

 

ზემოაღნიშნული ნორმებით დადგენილი- გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებელ მტკიცებულებათა ერთობლიობის არსებობის ვალდებულება. ამასთან, ეს მტკიცებულებები უნდა იყოს უტყუარი. საქმის განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, რომელთაგან გ------–---–---–ის წარდგენილ ბრალთან მიმართებით არცერთი არ არის კატეგორიული და წონადი, უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რაზეც მითითებული- საბრალდებო დასკვნაში, რომ გ------–---–---–ი ცნობს და აღი-რებს ქურდულ სამყაროს, ეთანხმება მის მიზნებს, გამოხატავს ქურდული სამყაროსა და წესებისადმი მხარდაჭერას ასევე, მან უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილისა და 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გ------–---–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, არ არსებობს მტკიცებულებითი სტანდარტი, რომელიც საკმარისი იქნებოდა გ------–---–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის. ამდენად, გ------–---–---–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებებში.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 124-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს, ხოლო ,,გ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, ნადგურდება.

 

ამავე კოდექსის 122-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულება, რომელიც არ ნადგურდება და ან მესაკუთრესა თუ მფლობელს არ უბრუნდება, ინახება სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 0,0423 გრამი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 536, 538 და 550-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ------–---–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ---------------–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

გაუქმდეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 30 ივნისის განაჩენი გ------–---–---–ის მიმართ.

 

გ------–---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ------–---–---–ის მიერ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებული- და იგი დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება: ნარკოტიკული საშუალება“ჰეროინი“ 0,0423 გრამი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გ------–---–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზი-ნის ანაზღაურება.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

მ. ისაევი