განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 050100118002497926
საქმე №1/ბ-225-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ი----ი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის _ მ------ ნ--------ის,ადვოკატების - მ----–-- კ-------ის, ა-–---------- ნ-------ას,მსჯავრდებულების - ნ-----–---- ჩ----–---–ის, ნ------- ჩ----–---–ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1. ნ-----–---- გ----ს ძე ჩ----–---–ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 21 ა-----–ს, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამარ-თლობის მქონე, რეგისტრირებული: ლ--------ი, ი---- ნ----–---–----–-- ქუჩა N8, ფაქტობრივად მცხოვრები: ლ--------ი, უ----–---- ქუჩა N 6;
2. ი-–-- გ----ს ძე ჩ----–---–ის მიმართ, დაბადებული 198- წლის 17 ი----ს, პ/ნ 2----------, საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ლ--------ი, უ----–---- ქუჩა N 6;
3. ნ------- გ----ს ძე ჩ----–---–ის მიმართ, დაბადებული 199- წლის 11 ი----ს, პ/ნ 6----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ლ--------ი, უ----–---- ქუჩა N 6;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
1.ნ-----–---- ჩ----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;
ასევე, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
2.ი-–-- ჩ----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ხულიგნობის აღმკვეთი სხვა პირის მიმართ;
3. ნ------- ჩ----–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით;
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 23 მარტს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ. ლ--------ში, ნ-–---------ას ქ.N136-ში მდებარე შპს მ-----–--ას ლ--------ის სამედიცინო ცენტრის მისაღებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ძმებმა ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ებმა, ეპილეფსიური შეტევით მიიყვანეს ლ-–- ც--–--ე. ამ დროს ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ებმა გამოიჩინეს ძალადობა და ძალადობის მუქარა, უხეშად დაარღიეს საზოგადოებრივი წესრიგი და მედპერსონალს არ აძლევდნენ ლ-–- ც--–--ესთან მისვლის და სამედიცინო დახმარების გაწევის საშუალებას, ხმამაღლა დაუწყეს მათ გინება უცენზურო სიტყვებით, რითაც გამოხატეს შენობაში მყოფი მედპერსონალისა და სხვა მოქალაქეების მიმართ აშკარა უპატივცემულობა. ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ების ყვირილზე და ხმაურზე მათთან მივიდა ექიმი მ-----– ბ-------ე, რომელმაც მოუწოდა სიმშვიდისკენ, რომ შეეწყვიტათ გინება და უცენზურო სიტყვებით ყვირილი, რაზეც კიდევ უფრო განაწყენდნენ ძმები - ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ები, გამოიჩინეს ძალადობა ხულიგნობის აღმკვეთი მ-----– ბ-------ის მიმართ და დაუწყეს მას ცემა თავისა და სხეულის სხვადასხვა ადგილებში, რითაც მიაყენეს მსუბუქი ხარისხის დაზიანება. ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ების მხრიდან ხულიგნური ქმედება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რა დროსაც შეფერხდა შპს ,,მ-----–--ას’’ ლანჩუთის სამედიცინო ცენტრის მუშაობა.
ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ებისათვის ცნობილი იყო, რომ 2018 წლის 23 მარტს, ქ.ლ--------ში შპს ,,მ-----–--ას’’ სამედიცინო ცენტრში მ-----– ბ-------ის ცემის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა ზ----- ი------ე. 2018 წლის 10 მაისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ლ--------ში, ნ-–---------ას ქუჩაზე მდებარე კაფე-რესტორან ,,თ---------- 2-ის’’ გვერდით, ძმებამა - ნ------- და ნ-----–---- ჩ----–---–ებმა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, გარეთ გამოიხმო პოლიციელი - შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი ზ----- ი------ე, რომელსაც დაუწყეს საუბარი მ-----– ბ-------ის ცემის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, რა დროსაც, საუბრისას განაწყენდნენ ზ----- ი------ეზე და პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანო-ბასთან დაკავშირებით თავს დაესხნენ გამომძიებელ ზ----- ი------ეს და დაუწყეს ცემა, რა დროსაც იძახდნენ -,,მ-----– ბ-------ე გასალახი იყო და ჩ----–---–ებს თავი დაგვანებეთო’’. ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ების და გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ თავდასხმის შედეგად ზ----- ი------ემ მიიღო სხეულის სხვადასხვა არეში ჯანმრთელობის დაზიანება.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენით:
ნ-----–---- ჩ----–---–ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით; სსკ-ის 365 მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ნ-----–---- ჩ----–---–ს, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლი-ობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----–---- ჩ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნ-----–---- ჩ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან- 2018 წლის 10 მაისიდან.
ი-–-- ჩ----–---–ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე. ი-–-- ჩ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა -2500 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 14 მაისიდან 2018 წლის 21 მაისამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ი-–-- ჩ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
ნ------- ჩ----–---–ის ქმედება, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და ცნობილ იქნა დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ------- ჩ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნ------- ჩ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი მ------ ნ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენში ცვლელბის შეტანას იმ მიმართებეით, რომ ი-–-- ჩ----–---–ი ნაცვლად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილისა, დამნაშავედ იქნას ცნობილი სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნტებით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. ნ-----–---- ჩ----–---–ი ნაცვლად სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 365-ე მუხლის მესამე ნაწილისა, დამნაშავედ იქნას ცნობილი სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნტებით და სსკ-ის 353 1-ე მუხლის მეორე ნაწილით და დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განესზღვროს სასჯელი (ნ-----–---- ჩ----–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშულის რეციდივის გათვალისწინებით), ხოლო ნ------- ჩ----–---–ი ნაცვლად სსკ-ის 365-ე მუხლის მესამე ნაწილისა, დამნაშავედ იქნას ცნობილი სსკ-ის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით და დაენიშნოს შესაბამისი სასჯელი (ასევე ნ------- ჩ----–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით), უნდა შემდეგ გარემოებათა გამო: პირველი ინსტანციის განაჩენი არის დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს საქმეზე სასამართლო პროცესზე გამოკვლეულ მტკიცებულებებიდან. ბრალდების მხარის მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც არის ეჭვის გამომრიცხავი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გვაძლევს ი-–--, ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველს იმ კვალიფიკაციით, რითაც წარედგინათ ბრალდება ბრალდების მხარის მიერ. სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან და მსჯავრდებულთა ქმედებებს არასწორი კვალიფიკაცია მიეცათ.
აპელანტი - მსჯავრდებულების ნ------- ჩ----–---–ის და ნ-----–---- ჩ----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატები მ----–-- კ-------ი და ა-–---------- ნ-------ა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვენ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და ნ------- ჩ----–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, ხოლო ნ-----–---- ჩ----–---–ის მიმართ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ ნ-----–---- ჩ----–---–ის ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 365-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 4000 ლარის ოდენობით, შემდეგ მოტივებზე მითითებით: პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ნ-----–---- ჩ----–---–ის მიმართ სასჯელის ნაწილში არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა შეიცვალოს კანონით გათვალისწინებული უფრო მსუბუქი სასჯელით, ხოლო ნ------- ჩ----–---–ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო, დაუსაბუთებელი და უსამართლო. 2018 წლის 9 მაისს, ღამის საათებში, ლ--------ში, რესტრონ ,,თ---------თან’’ მართლაც მოხდა ნ-----–---- ჩ----–---–სა და დაზარალებულ ზ----- ი------ეს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ნ------- ჩ----–---–ს კი ამ დაპირისპირებაში ზ----- ი------ის მიმართ არანაირი უკანონო ფიზიკური ძალადობა არ განუხორციელებია, იგი შეესწრო უკვე დაწყებულ კონფლიქტს და მასში მისი როლი და მონაწილეობა, ზ----- ი------ის მეუღლის თხოვნით, გამოიხატა მხოლოდ მოჩხუბართა გაშველებაში. ნ------- ჩ----–---–ი როგორც გამოძიების სტადიაზე, ასევე სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას კატეგორიულად და დამაჯერებლად უარყოფდა მის მიერ ზ. ი------ის მიმართ ფიზიკურ ძალადობას. რაც შეეხება ნ-----–---- ჩ----–---–ს, მან დაზარალებულ ზ----- ი------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში თავი სცნო დამნაშავედ, მან ასევე აღიარა ქალაქ ლ--------ში სამედიცინო კლინიკა ,,მ-----–--აში’’ ექიმ ბ------ესთან ფიზიკური დაპისპირების ფაქტი და აღნიშნა, რომ ზ----- ი------ესთან კონფლიქტი პროვოცირებული იყო თვით დაზარალებულის მხრიდან. საპროცესო კანონმდებლობით სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, აღნიშნულის გათვალისწინებით ნ-----–---- ჩ----–---–ის მიმართ გამოყენებული სასჯელი 04 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა ზედმეტად მკაცრია და მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას ისეთი სასჯელი, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს მ------ ნ--------ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
აპელანტებსს - მსჯავრდებულებს ნ-----–---- ჩ----–---–ს, ნ------- ჩ----–---–ს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს მ----–-- კ-------ის და ა-–---------- ნ-------ას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს მათ მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულების ნ-----–---- ჩ----–---–ის, ნ------- ჩ----–---–ის და ი-–-- ჩ----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობ-ლიობით, კერძოდ:
დაზარალებულმა ზ----- ი------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ის აწარმოებდა გამოძიებას შპს ,,მ-----–--აში’’ მ-----– ბ-------ის ცემის ფაქტზე. მისთვის ცნობილია, რომ შპს ,,მ-----–--აში’’ მიყვანილი იყო პაციენტი ლ-–- ც--–--ე, რომლისთვისაც გამოძახებულ იქნა ნერვოპათოლოგი მ-----– ბ-------ე. ლ-–- ც--–--ეს ახლდნენ ძმები - ნ-----–---- და ი-–-- ჩ----–---–ები, რომლებიც (რაც მოწმეთა განმარტებებიდან გახდა მისთვის ცნობილი, და რაც დადასტურდა კიდეც ალკოტესტით შემოწმებისას.) იმ მომენტში იყო ნასვამ მდგომარეობაში, აღნიშნულს ადასტურებდნენ ასევე მედპერსონალიც და აღნიშავდნენ თავიანთ ჩვენებებში, რომ ძმები (ნ-----–---- და ი-–-- ჩ----–---–ები) უწევდნენ წინააღმდეგობას თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში. თავის სამუშაო კაბინეტში მყოფ მ-----– ბ-------ეს დაუკავშირდა დაცვის თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ საჭირო იყო პაციენტის ნახვა. მ-----– ბ-------ეს, სანამ მისაღებში შევიდოდა, შემოესმა ხმაური და მისაღებში შესვლის შემდეგ იქ მყოფ ჩ----–---–ებს მოუწოდა სიწყნარისკენ, რომელთაც საპასუხოდ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. მ-----– ბ-------ის მიმართ ჩატარებული იქნა ექსპერტიზა და დადასტურდა, რომ მას ნამდვილად ქონდა მიყენებული ფიზიკური დაზიანებები.
ზ----- ი------ის განმარტებით აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 2018 წლის 09 მაისს მოხდა სხვა ინციდენტი, რაც უშუალოდ მას შეეხო. კერძოდ, მისი მეგობრები და მეუღლე იმყოფებოდნენ ქალაქ ლ--------ში, ჟ---------ას ქუჩაზე, პოლიციის წინ მდებარე რესტორან -,,თ---------ში’’, თვითონ კი მოგვიანებით შეურთდა სუფრას. პოლიციის ფორმა არ ეცვა და არც იარაღი ქონდა თან. რესტორანში იგი მივიდა დაახლოებით 23:30 საათისთვის, სადაც პირდაპირი შესასვლელით შევიდა. დაახლოებით 10-15 წუთში მასთან მივიდა ნ------- ჩ----–---–ი, რომელიც დაინტერესებული იყო თავისი ძმეების მიმართ წარმოებული სს საქმის გამოძიებით. უპასუხა რომ აღნიშნულ საქმესათან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება არ იყო მიღებული და შეეძლო ადვოკატისთვისაც მიემართა, რის შემდეგ ისინი მშვიდობიანად დაშორდნენ ერთმანეთს. ოცი წუთის შემდეგ სუფრასთან ყოფნის დროს მასთან მივიდა ნ-----–---- ჩ----–---–ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარებაში და სასაუბროთ გარეთ გაიხმო, აღნიშნული პირისთვის აგრესია და მის მიმართ რაიმე კონფლიქტური დამოკიდებულება არ შეუნიშნავს. პირველ სართულზე ჩასვლისას შეჩერდნენ გვერდით გასასვლელთან. ზ----- ი------ის განმარტებით იქ იმყოფებოდა ნ------- ჩ----–---–ი და მისთვის უცნობი კიდევ ერთი პირი. მან ძმებს უპასუხა, რომ აღნიშნული საქმე იქ გასარკვევი არ იყო და ამის შესახებ სამსახურში ესაუბრათ, რა დროსაც, ნ-----–---- ჩ----–---–მა უთხრა, რომ მ-----– ბ-------ე საცემი იყო და ამიტომ ვცემეო და ხელი დაარტყა, რადგან ძლიერად არ იდგა, წაიქცა და თავი დაარტყა ძირს. ამის შემდეგ ნ-----–---- ჩ----–---–ი შესდგა ზემოდან და ცემა დაუწყო, რომელსც დაეხმარნენ ნ------- ჩ----–---–ი და იქვე მყოფი მისთვის უცნობი ერთი პიროვნება. რა დროსაც ჩავიდა მისი მეუღლე, რომელმაც ვერ მოახრეხა მათი გაშველება. იგი შეეცადა წამომდგარიყო, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან თავი ქონდა დაზიანებული, როცა მეორედ შეეცადა წამოდგომას, ისევ შესდგა მასზე ნ-----–---- ჩ----–---–ი, ხოლო მან კისერში მოუჭირა ხელი, რომ წამომდგარიყო. მისი მეუღლე, თ----- და ს-------- კ-------–-ები და მ------ ჩ----ე ცდი-–--ბდნენ მათ გაშველებას. უცნობი პიროვნება წამოვიდა მისკენ დანის დარტყმის მიზნით, ხოლო მისმა მეუღლემ ხელი კრა და ააცილა დანის დარტმას. შემდეგ პოლიციის თანამშრომლებიც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. პიროვნება, რომელსაც დანა ჰქონდა, გაიქცა, ხოლო პოლიციამ დააკავა ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ები, თავად კი, ვინაიდან დაზიანებები აღენიშნებოდა, საავადმყოფოში იქნა გადაიყვანილი.
დაზარალებულმა მ-----– ბ-------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, განმარტა, რომ 2018 წლის 23 მარტს, საღამოს 22:00 საათზე იყო მის სამუშაო კაბინეტში შპს ,,მ-----–--აში’’, სახლში წასვლას აპირებდა, როდესაც დაურეკეს და უთხრეს, რომ პაციენტი ლ-–- ც--–-ე იყო მიყვანილი და უნდა ენახა. კიბეებზე ჩასვლისას მოესმა ხმაური. შევიდა მისაღებში და დახვდა ხალხმრავლობა. მარცხენა მხარეს, ტახტთან იდგა ერთი ახალგაზრდა მელოტი თმით, რომლიც აგინებდა მედპერსონალს. იქ იყვნენ ექიმები - ვ------- პ--------ა, მ--- ჩ----ე და სხვები. მან მოუწოდა ახალგაზრდებს შეეწყვიტათ გინება, რა დროსაც დაარტყა ი-–-- ჩ----–---–მა მას უკანა მხრიდან, იგი წაიქცა და პირქვე დემხო საწოლზე, მეორე წვერიანმა ახალგაზრდამ - ნ-----–----მა, მას უკბინა წარბზე და იგრძნო ტკივილი თვალის არეში. შემდეგ გამოიძახეს პოლიცია და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენება მისცა გამოძიებას.
ნ---- ჭ---------ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ ზ----- ი------ის მეუღლე. 2018 წლის 10 მაისს, მეზობლებთან ერთად კაფე ,,თ---------ში’’ ქონდათ სუფრა. მეუღლე - ზ----- ი------ე გვიან შეუერთდა მათ. დაახლოებით 23:30 საათზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ნ------- ჩ----–---–მა ( რომლის ვინაობაც მისი მეუღლისაგან გაიგო), მოაკითხა მის მეუღლეს და უთხრა გარეთ გაყოლოდა, ვინაიდან იყო მისი ძმის საქმის გამომძიებელი. ზ-----მა უარი უთხრა გარეთ გაყოლაზე. შემდეგ მოაკითხა მეორე პიროვნებამ, რომელმაც უხეში ტონით მიმართა მის მეუღლეს და თხოვა გარეთ გაყოლა, ზ-----ი დათანხმდა და გარეთ გავიდნენ. ვინაიდან არ მოეწონა ის პიროვნება, თვითონაც გაყვა ზ-----ს და როცა ქვემოთ ჩავიდა, დაინახა, რომ მის მეუღლეს ცემდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამი პიროვნება. მან დაინახა ნ------- და ნ-----–---- ჩ----–---–ები და მესამე უცნობი პიროვნება, რომელსაც ჰქონდა დანა და აპირებდა მისი მეუღლისთვის დარტყმას. იგი ჩადგა შუაში და მის მეუღლეს ააცილა დანის დარტყმა. შემდეგ მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავა ის პიროვნებები, ხოლო ის პირი, ვისაც დანა ჰქონდა, გაიქცა. მისი მეუღლე გადაიყვანეს საავადმყოფოში. ზ-----ს სუფრაზე ალკოჰოლი არ მიუღია, ასევე ფორმით და იარაღით არ იყო მისული. ახსოვს, რომ ნ-----–---- ჩ----–---–ი შემთხვევის დროს ხელით გუდავდა მის მეუღლეს და არ ეგონა ზ-----ი ცოცხალი თუ იყო. შემდეგ მასაც მოუქნია ხელი ნ------- ჩ----–---–მა და წააქცია. ზ-----ი სისხლით იყო მოსვრილი. პოლიციის მოსვლის შემდეგ ბრალდებულები მათ მიმართ კვლავ აგრძელებდნენ შეურაცხყოფას, ასევე იძახდნენ ლ--------ი ჩვენიაო. პოლიციას არ უცემია ისინი და არც ძალა არ გამოუყენებია მათ მიმართ.
2018 წლის 10 მაისის გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნებულ იქნა სასამართლო სხდომაზე) - ს-------- კ-------–-ას მიერ განმარტებულია, რომ 2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თვითონ, მისი და თ-------- კ-------–-ა, ასევე თანასოფლელები, მათ შორის ზ----- ი------ის მეუღლე - ნ---- ჭ---------ა იმყოფებოდნენ, ქ.ლ--------ში, ჟ---------ას ქუჩაზე მდებარე კაფე-რესტორან ,,თ----------2-ში", დაახლოებით 23:30 საათზე, მათ სუფრას შეურთდა ნ---- ჭ---------ას მეუღლე ზ----- ი------ე. ზ----- ი------ის მისვლიდან დაახლოებით ხუთ-ათ წუთში მას სუფრასთან მიაკითხა მისთვის უცნობმა საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ მის წარმოებაში არსებულ მისი ძმების საქმიდან გამომდინარე მასთან საუბარი სურდა და გარეთ გასვლა სთხოვა. თუმცა ზ----- ი------ძე არ გაყვა და უთხრა, ნასვამი იყო, წასულიყო და სხვა დროს ესაუბრა მასთან. ამის შემდეგ, უკვე დაახლოებით 00:20 საათზე, როდესაც სუფრის წევრები უკვე იშლებოდნენ, ზ----- ი------ეს მიაკითხა უფრო სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც ასევე უთხრა გარეთ გაყოლოდა სასაუბროდ მისი ძმის საქმესთან დაკავშირებით. ზ----- ი------ე და აღნიშნული პიროვნება მართლაც გავიდნენ რესტორნიდან, რომელთაც უკან გაყვა ზ-----ის მეუღლე ნ---- ჭ----------ა და თ-------- კ-------–-ა, ხოლო ასევე მალე გაყვნენ თვითონ და მ------ ჩ----ეც. რა დროსაც რესტორნის გვერდით მდებარე სკვერში, რომელიც განათებული იყო, დაინახა, რომ ზ----- ი------ეს სიტყვიერ და ფიზკურ შეურაცხყოფას აყენებდა სამი პიროვნება, რა დროსაც ზ-----ის მეუღლე ნ---- ჭ---------ა, თ-------- კ-------–-ა და მ------ ჩ----ე მივიდნენ მათთან და დაიწყეს მათი გაშველება, რადგან სამივე მათგანი სცემდა ზ----- ი------ეს, ურტყამდნენ ხელებსა და ფეხებს, ხმამაღლა აგინებდნენ დედის მისამართით, ეუბნებოდნენ მ-----– ბ-------ე საცემი იყო და ჩ----–---–ებს თავი დაანებო. მ-----– ბ-------ის ცემის საქმეზე ი-–-- აღარ დაიბაროო. ერთ-ერთმა მათგანმა ზ----- ი------ეს მოუქნია გაშლილი დანა, მაგრამ გადაეფარა ზ-----ის მეუღლე ნ---- ჭ---------ა და არ მისცა ზ-----თან ახლოს მისვლის საშუალება, ამ დროს გამოჩნდა ლ--------ის ცენტრის მხრიდან მათთკენ მიმავალი პოლიციის ავტომანქანა, რომლის დანახვაზე ის პირი, ვისაც დანა ჰქონდა, გაიქცა, ხოლო დარჩენილი ორი პიროვნება აგრძელებდა ზ-----ის ცემას და ძლიერად ურტყამდნენ თავისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ხოლო ისინი ყვიროდნენ და ითხოვდნენ შველას. პოლიციის ავტომანქანიდან გადავიდნენ მასში მჯდომი ორი პოლიციელი, რომლებსაც ასევე შეუერთდნენ კიდევ ორი პოლიციელი, თუმცა თავდამსხმელები არ ემორჩილებოდნენ პოლიციას და იწევდნენ ზ----- ი------ისკენ საცემად. მათ პოლიციელთა მიმართაც გამოხატეს აგრესია და უქნევდნენ ხელებსა და ფეხებს დასარტყმელად და ეძახდნენ ძაღლებს, უყვიროდნენ ლ--------ი ჩვენია და ვის რა უნდა დაუშავოთო. საბოლოოდ პოლიციის მუშაკებმა ორივე მათგანი დააკავა, რომლებიც როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი იყვნენ ძმები- ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ები. დაკავებულებს პოლიცელებმა განუმარტეს უფლებები და გადაყვანილი იქნენ პოლიციის სამმართველოში.
2018 წლის 10 მაისის გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნებულ იქნა სასამართლო სხდომაზე)- მ------ ჩ----ის მიერ გადმოცემულია შემედგი ინფორმაცია, 2018 წლის 09 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თანასოფლელები, მათ შორის ზ----- ი------ის მეუღლე ნ---- ჭ---------ა იმყოფებოდნენ, ქ. ლ--------ში, ჟ---------ას ქუჩაზ მდებარე კაფე-რესტორან ,,თ----------2-ში, სადაც მეორე სართულზე მედბარე დარბაზში დასხდნენ სუფრასთან. დაახლოებით 23:30 საათზე, მათ სუფრას შეურთდა ნ---- ჭ---------ას მეუღლე ზ----- ი------ე. ზ----- ი------ის მოსვლიდან დაახლოებით ხუთ-ათ წუთში მას სუფრასთან მოაკითხა მისთვის უცნობმა საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა მამკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ მისი ძმების საქმიდან გამომდინარე მასთან ქონდა სასაუბრო და გარეთ გასვლა თხოვა. ზ----- ი------ძე არ გაყვა და უთხრა სხვა დროს ესაუბრათ. ამის შემდეგ, დაახლოებით 00:20 საათზე, როდესაც სუფრის წევრები უკვე იშლებოდნენ, ზ----- ი-----ეს ამოაკითხა უფრო სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამკაცმა, რომელმაც უთხრა მისი ძმის საქმესთან დაკავშირებით გარეთ გაყოლოდა სასაუბროდ. ზ-----ი და აღნიშნული პიროვნება გავიდნენ რესტორნიდანრომელთაც უკან გაყვა ზ-----ის მეუღლე ნ---- ჭ----------ა და თ-------- კ-------–-ა, ასევე თვითონაც გავიდა გარეთ, ხოლო სხვა დანარჩენები დარჩნენ დარბაზში. როდესაც იგი ჩავიდა პირველ სართულზე, გარედან გაიგონა ნ---- ჭ----------ას ყვრილის ხმა, რომელიც ითხოვდა შველას. იგი მივიდა მათთან და დაიწყეს მოჩხუბრების გაშველება, რადგან სამი პიროვნება ხელებით და ფეხებით ცემდა ზ----- ი-----ეს. ერთმა მათგანმა, რომელსაც პირველად ხედავდა, ზ----- ი------ეს მოუქნია გაშლილი დანა, მაგრამ მას გადაეფარა ზ-----ის მეუღლე ნ---- ჭ----------ა და მისცა ზ-----ისთან ახლოს მისვლის საშულება. ამ დროს გამოჩნდა ცენტრალურ საავტომბი-–-- გზაზე მომავალი პოლიციის ავტომანქანა, რომლის შუქის მონათებაზე ის პიროვნება, რომელსაც დანა ეკავა გაიქცა, ხოლო დარჩენელი ორი პიროვნება კვლავ აგრძელებდნენ ზ-----ის ცემას. წააქციეს იგი ძირს და ურტყავდნენ ხელებსა და ფეხებს თავის, სახის და სხეული სხვადასხვა მიდამოში. საბლოოდ პოლიციის მუშაკებმა ორივე მათაგანი დააკევს, რომლებიც როგორც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი, იყვნენ ძმეები ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ები. დაკავებულებს პოლიცელებმა განუმარტეს უფლებები და წაიყვანეს საავტომობი-–-- გზის მეორე მხარეს პოლიციის შენობაში.
2018 წლის 10 მაისის გამოკითხვის ოქმით (გამოქვეყნებულ იქნა სასამართლო სხდომაზე) - თ-------- კ-------–-ას მიერ გადმოცემულია შემედგი ინფორმაცია, 2018 წლის 09 მაისის, დაახლოებით 20:00 საათზე, თანასოფლელები, მათ შორის ზ----- ი------ის მეუღლე ნ---- ჭ---------ა იმყოფებოდნენ, ქ.ლ--------ში, ჟ---------ას ქუჩაზე მდებარე კაფე-რესტორან ,,თ----------2-ში’’, დაახლოებით 23:30 საათზე, მათ სუფრას შეურთდა ნ---- ჭ---------ას მეუღლე ზ----- ი------ე. ზ----- ი------ის მისვლიდან დაახლოებით ხუთ-ათ წუთში, ზ-----ს მიაკითხა მისთვის უცნობმა საშუალო აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც უთხრა, რომ ვინაიდან იგი მისი ძმეების საქმეს იძიებდა, აღნიშნულ საკითხთთან დაკავშირებით მასთან საუბარი სურდა და თხოვა გარეთ გაყოლოდა. ზ----- ი------ე არ გაყვა მას და უთხრა, რომ სხვა დროს ესაუბრათ. ამის შემდეგ, დაახლოებით 00:20 საათზე, როდესაც სუფრის წევრები უკვე იშლებოდნენ, ზ----- ი------ეს მიაკითხა უფრო სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც ასევე უთხრა მისი ძმების საქმიდან გამომდინარე ქონდა სასაუბრო მასთან და თხოვა გარეთ გაყოლა. ზ-----ი და აღნიშნული პიროვნება მართლაც გავიდნენ რესტორნიდან, რომელთაც თან გაყვნენ ზ-----ის მეუღლე ნ---- ჭ---------ა, თვითონ, მისი და -ს-------- კ-------–-ა. როდესაც პირველ სართულზე ჩავიდნენ, რესტორნის გვერდით მდებარე სკვერში, რომელიც განათებული იყო, დაინახა ზ----- ი------ეს აგინებდა და ცემდა სამი მამაკაცი, ორი მათგანი იცნო, რომლებაც ზ----- ი------ეს სუფრასთან მიაკითხა, ხოლო მესამე პირი ვერ იცნო. ისინი მივიდნენ მათთან და დაიწყეს გაშველება, რადგან სამივე მათგანი ხელებით და ფეხებით ცემდნენ ზ----- ი------ეს, თან იძახდნენ - ,,ჩ----–---–ებს თავი დაანებე, მ-----– ბ-------ის ცემის საქმეზე ი-–-- აღარ დაიბაროო’’. ამ დროს უცნობმა პიროვნებამ ზ----- ი------ეს მოუქნია გაშლილი დანა, მაგრამ მას გადაეფარა ზ-----ის მეუღლე ნ---- ჭ----------ა და არ მისცა ზვიდთან ახლოს მისვლის საშუალება. ამ დროს გამოჩნდა ცენტრალურ საავტომბი-–-- გზაზე მომავალი პოლიციის ავტომანქანა, რომლის შუქის მონათებაზე ის პიროვნება, რომელსაც დანა ეკავა, გაიქცა, ხოლო დარჩენლი ორი პიროვნება, კვლავ აგრძელებდნენ ზ-----ის ცემას თავის, სახის და სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ის, ნ---- ჭ---------ა, ს-------- კ-------–-ა და თ-------- კ-------–-ა ხმამაღალი ძახილით ითხოვდნენ შველას. პოლიციის ავტომანქანიდან გადავიდნენ მასში მყოფი ორი პოლიციელი, რომლებასაც ასევე შეუერთდა ქვეითად, სირბილით მოსული კიდევ ორი პოლიციელი, თუმცა თავდამსხმელები მათ არ ემორჩილებოდნენ და იწევდნენ ისევ ზ----- ი------ისკენ საცემად. მათ პოლიციელთა მიმართაც გამოხატეს აგრესია, ეძახდნენ ,,ძაღლებს’’ და უყვიროდნენ - ,,ლ--------ი ჩვენია და ვის რა უნდა დაუშავოთო’’. საბოლოოდ პოლიციის მუშაკებმა ორივე მათგანი დააკავა, რომლებიც როგორც შემდეგ გაიგო იყვნენ ძმები - ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ები. დაკავებულებს პოლიციელებმა განუმარტეს უფლებები და გადაყვანილი იქნენ სამმართველოში.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- ც--–--ემ განმარტა, რომ იყო სტუმრად ნ------- ჩ----–---–თან, სადაც დალია 3 ჭიქა ღვინო, ეზოში გამოსული გახდა ცუდად და ბიჭებმა წაიყვანეს საავადმყოფოში. ესმოდა, რომ ბიჭები ეუბნებოდნენ ექიმს ყურადღება მიექციათ მისთვის და გაეწიათ სათანადო დახმრება, რაზედაც ექიმები გაბრაზდნენ და უთხრეს - თუ რამდენჯერ უნდა მიეყვანათ ც--–--ე საავადმყოფოში. ბიჭებმა ექიმების ქმედებაზე გამოხატეს აგრესია და თავიანთ პრეტენზიას გამოთქვამდნენ ხმამაღლა. საავადმყოფოში მიყვანის დროს არ იყო გამოსული მდგომარეობიდან, ხოლო შემდეგ გამოფხიზლდა და დაინახა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. ნ-----–----სა და ექიმ ბ-------ეს შორის მოხდა შელაპარაკება. ექიმებმა ყურადღება რომ არ მიაქციეს მას, ის გადმოვარდა საწოლიდან და ბიჭებმა კვლავ დააწვინეს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ის გამოძიებას არ დაუკითხია. შემდეგ მასთან ოჯახში პოლიცია იყო მისული ღამის 3 საათზე და დღემდე შეშინებული არიან მისი ოჯახის წევრები. პოლიცია მას ეძებდა და მისი ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ გამოჩენისთანავე დასჯიდნენ მას. ლ-–- ც--–--ის განმარტებით მას შპს ,,მ-----–--აში’’ ცემის ფაქტი არ დაუნახავს. იგი მეორე დილით გავიდა საავადმყოფოდან, მოიკითხა ამბავი და უთხრეს, რომ ყველაფერი კარგად იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ მ--- ჩ----ის განმარტებით მუშაობს შპს ,,მ-----–--აში’’ და სასწრაფოში ექიმად. 2018 წლის 23 მარტს გამოძახებით გავიდნენ უ----–---- ქუჩაზე, სადაც ასფალტის საფარზე ახალგაზრდა მამაკაცი იყო წაქცეული, რომლის დახმარებას ორი პიროვნება ცდი-–--ბდა. წაქცეული პიროვნება აღმოჩნდა ლ-–- ც--–--ე, რომელსაც იცნობდნენ, იგი ეპილეფსიით იყო დაავადებული. ბიჭები მისთვის ქვედა ყბის გაღებას ცდი-–--ბდნენ, რის გამოც მან შენიშვნა მისცა ბიჭებს, რამაც მათი გაღიზიანება გამოიწვია. შემდეგ ბიჭებმა შეაყვანინეს სასწრაფოში ლ-–- ც--–--ე, სადაც გაუკეთეს ნემსი და გადაიყვანეს ,,მ-----–--აში’’. საავადმყოფოში მიყვანისას ც--–--ე ისევ კრუნჩხვში იყო, ვინაიდან წამლის მოქმედებისათვის დრო იყო საჭირო. ც--–--ის თანმხლებმა ბიჭებმა მათი მისამართით დაიწყეს შეურაცხყოფის მიყენება უშვერი სიტყვებით. მიმღებში ექიმ მ-–---- ბ-------ის მისვლის შემდეგ უკვე მის მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას. ახალგაზრდების მხრიდან ხმამაღალი საუბარი, გინება, მუქარა და შეურაცხყოფა 10-15 წუთი მიმდინარეობდა. ექიმების მისამართით, კი ამბობდნენ, რომ მათ არაფერი არ იცოდნენ და სერთიფიკატიც უნდა ჩამოერთვათ მათთვის. მიმღებში მყოფი სხვა პაციენტი ხმაურის გამო სხვა ოთახში იქნა გადაყვანილი. ახსოვს, რომ მ-–---- ექიმს ერთმა ახალგაზრდამ წაუბიძგა, მეორემ წააქცია და დაუწყეს ცემა. მიმღებში მყოფნი, ცდი-–--ბდნენ მათ გაშველებას, მაგრამ ვერ ახერხებდნენ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ გ------- ჭ-------–-ს განმარტებით არის დაცვის თანამშრომელი შპს ,,მ-----–--აში’’. 2018 წლის 23 მარტს შპს ,,მ-----–--აში’’, საღამოს 22:00 საათზე შეიყვანეს პაციენტი, რომელსაც თან ახლდა ორი პიროვნება და რომლებიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში. ახალგაზ-რდები იყვნენ აგრესიულები, იგინებოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველას 15-20 წუთის განმავლობაში. ექიმმა ვ------- პ--------ამ მას უთხრა, რომ დაერეკა მ-----– ბ-------ისათვის, რათა გაესინჯა პაციენტი, რომელიც იყო უგონო მდგომარეობაში. როდესაც მ-----– ბ-------ე შევიდა მიმღებში, იქ მყოფებს მოუწოდა სიმშვიდისკენ, რაზედაც განაწყენებული ძმები გადავიდნენ მ-----– ბ-------ის ცემაზე, რომელსაც სდიოდა სისხლი. ის ორი პიროვნება ყველას მიმართ გამოხატავდა აგრესიას. ხმაურის გამო მიმღებში მყოფი სხვა პაციენტი დაყოვნების ოთახში გადაიყვანეს. შემდეგ პოლიციაც მივიდა. ის პიროვნებები ექიმებს არ აძლევდნენ ლ-–- ც--–--ისათვის დახმარების უფლებას, გამოხატავ-დნენ უკმაყოფილებას მედ-პერსონალის მიმართ და იგინებოდნენ მათი მისამართით. პაციენტს რეაქცია არ ქონდა და არც სუბრობდა. დაცვის პოლიცია მის მიერ იქნა გამოძახებული. პაციენტ - ლ-–- ც--–--ის საწოლიდან ჩამოვარდნა მას არ დაუნახავს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ვ------- პ--------ას ჩვენებით მუშაობს შპს ,,მ-----–--აში’’ ექიმად. 2018 წლის 23 მარტს იყო მორიგე ექიმი. საღამოს საათებში სასწრაფომ შეიყვანა პაციენტი, რომელსაც თან ახლდა ორი პირი, რომლებიც იყვნენ ნასვამები და ხმაურობდნენ. სასწრაფოს ექიმმა უთხრა, რომ პაციენტს გაკეთებული ქონდა ,,დიაზეპამი’’ და გაწეული ქონდა პირველადი დახმარება. მან ახალგაზრდებს მოუწოდა სიმშვიდისკენ, რომლებიც მას და იქ მყოფ მედ-პერსონალს უწოდებდნენ უცოდინრებს. შემდგომ მის მიერ გამოძახებულ იქნა ნევროპათოლოგი მ-----– ბ-------ე, რომელსაც ხუთი წუთიც არ დაგვიანებია. მიმღებში იყო სხვა პაციენტიც, რომელიც ხმაურის გამო სხვა ოთახში იქნა გადაყვანილი. ახალგაზრდები ყველას მიმართ იყვნენ აგრესიულები, იგინებოდნენ და მუქარით მიმართავდნენ იქ მყოფებს. მიმღებში შესულმა მ-----– ბ-------ემ მოუწოდა მათ სიწყნარისკენ და განუმარტა, რომ პაციენტს მიხედავდა. ერთმა ხალგაზრდამ ხელი კრა მ-----–ს და ორივენი დაეცნენ საწოლზე. შემდეგ მეორემაც დაუწყო ცემა ექიმს. ყველა ცდი-–--ბდა მათ გაშველებას, მაგრამ ვერ აკავებდნენ ახალგაზრდებს. შემდეგ გამოიძახეს პოლიცია. ხმაური და ჩხუბი 15-20 წუთი გრძელდებოდა. მისთვის შემდეგ გახდა ცნობილი იმ პიროვნებების ვინაობა. ისინი ექიმებს მიმართავდნენ არ მიკარებოდნენ პაციენტს, ვინაიდან არ ქონდათ სათანადო ცოდნა. ახსოვს, რომ ნ-----–----ი უფრო აქტიურობდა. მიშა ბ-------ეს სახიდან სისხლი სდიოდა. პოლიციის თანამშრომელბა მოახდინეს მათი დაწყნარება. შემდგომ პოლიციის თანამშრომლების მიერ ოქმებიც იქნა დაწრილი, მაგრამ რა დაწერეს, მისთვის უცნობია. იგი მეორე დღეს იქნა გამოკითხული გამომძიებელ გ------- გ------–---–ის მიერ.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ რ--------- კ-----–---ს ჩვენებით იგი არის შპს მ-----–--აში მიმღების ექთანი. 2018 წლის 23 მარტს პაციენტი იქნა შეყვანილი შპს მ-----–--აში, რომელსაც ახლდა ორი ახალგაზრდა და რომლებიც იყვნენ ნასვამები, აღგზნებულები. შემდეგ გამოძახებულ იქნა ექიმი მ-----– ბ-------ე, რომელსაც შემოსვლითანავე დაარტყეს ხელი. ერთი ახალგაზრდა იყო წვერით, ხოლო მეორე იყო მელოტი. ორივე ცემდა მ-----– ბ-------ეს. გაიძახოდნენ თქვენ არაფერი არ იცით, ვინ მოგცათ დიპლომიო და თან იგინებოდნენ. მათი ძალისხმევის მიუხედავად ხელი ვერ გააშვებინეს მ-----– ბ-------ისათვის, რომელსაც ერთმა უკბინა და სისხლიც სდიოდა სახიდან. როგორც მისთვის გახდა ცნობილი სასწრაფოს ექიმს მიაყენეს შეურაცხყოფა და ამიტომ იყვნენ აღგზნებულები. მეორე დღეს იგი გამოკითხა გამომძიებელმა გ------- გ------–---–მა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- გ-------–---–მა, განმარტა, რომ არის მიმღების სანიტარი. ლ-–- ც--–--ე შპს ,,მ-----–--აში’’ შეიყვანა სასწრაფოს ეკიპაჟმა, რომლის თანმხლები პირები აგრესიულად იქცეოდნენ. ექიმს უწევდნენ წინააღმდეგობას და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ. მიმღების ექიმმა დაავალა დიაზეპამის მიტანა. ხმაურის გამო ერთი პაციენტი გადაიყვანეს მეორე ოთახში. ნახევარი საათი გაგრძელდა ხმაური ლ-–- ც--–--ის თანმხლები პირების მიერ. მ-–---- ექიმს შემოსვლისთანავე დაარტყა ერთმა და წაიქცნენ საწოლზე. მ-----– ბ-------ეს სისხლი მოდიოდა სახეზე. ექიმებს არ აძლევდნენ საშუალებას პაციენტთან მიახლოების.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კ--- რ-----–---–მა, განმარტა, რომ მან შეიყვანა სასაწრაფოს საკაციდან ლ-–- ც--–--ე შპს მ-----–--აში. მ-----– ბ-------ეს პირველი დარტყა ი-–-- ჩ----–---–მა. ჩ----–---–ები ხმაურობდნენ და აგინებდნენ სამედიცინო პერსონალს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ---- ფ-----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფოზე. გამოძახება იყო უ----–---- ქუჩიდან. ადგილზე მისულებს დახვდათ ლ-–- ც--–--ე, რომელსაც აქვს ეპილეფსია. ბიჭები ახლდნენ ლ-–- ც--–--ეს. ექიმმა უთხრა მათ, რომ პაციენტისათვის არ იყო საჭირო პირის გაღება, რის გამოც ბიჭებმა შეურაცხყოფა მიაყენეს ექიმს. შემდეგ ლ-–- ც--–--ე გადაიყვანეს მ-----–--აში. ბიჭებიც წამოყვნენ მათ. იქაც გააგრძელს ექიმების შეურაცხყოფა. შემდეგ მოვიდა მ-----– ბ-------ე და ბიჭებს თხოვა დამშვიდებულიყვნენ და მიეშვათ პაციენტთან, მაგრამ ბიჭებმა იგი ცემეს, პირველმა ი-–-- ჩ----–---–მა მოუქნია ხელი. მ-----– ბ-------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები და მარცხენა წარბიდან სდიოდა სისხლი, ასევე ყური ქონა დაზიანებული. ბ-------ე თავს ვერ იცავდა, რადგან კისერში ქონდათ ხელი მოჭერილი. ახალგაზრდები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ყველს. აღნიშნული ქმედება 20-30 წუთი გაგრძელდა. ადგილზე იყვნენ: მ--- ჩ----ე ვ------- პ--------ა, რ--------- კ-----–---, ნ---- გ-------–---–ი, მ-----– ბ-------ე, პაციენტები და სხვა პიროვნებები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა მ-----– დ------მ მოწმის სახით დაკითხვის დროს სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან გამოკითხა ზ----- ი------ე და განუმარტა უფლებები. ზ-----მა გამოკითხვისას უჩვენა, რომ მ-----– ბ-------ის ცემის ფაქტიდან გამომდინარე მიაყენეს შეურაცხყოფა. დაადასტურა შედგენილი ოქმების სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ -გამომძიებელმა გ--------- ხ---------ა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გამოკითხა ი-–-- ჩ----–---–ი და განუმარტა უფლებები. დაადასტურა შედგენილი ოქმების სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა დ----- ს--------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იგი აწარმოებდა გამოძიებას ზ----- ი------ის ცემის ფაქტზე და მის მიერ გამოკითხულ იქნენ მოწმეები. დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელმა მ-----– ჩ----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 14 მაისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა საცხოვრებელი სახლის ეზოში ი-–-- ჩ----–---–ი. მას რ----- გ--------–--ემ წარუდგინა სასამართლო განჩინება, განუმარტა უფლებები და შემდეგ მოხდა დაკავება, რაც დადასტურებულ იქნა ი-–-- ჩ----–---–ის ხემოწერით. დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ------- კ------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 23 მარტს იყო სამსახურში ი-–-- მ–---------ესთან ერთად, რა დროსაც შევიდა შეტყობინება შპს ,,მ-----–--ადან’’, რომ ვიღაც პიროვნებები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს. პოლიციის უფროსის მოადგილესთან - ბ---- ა------ესთან და ი-–-- მ–---------ესთან ერთად მივიდნენ შპს მ-----–--აში და ნახეს, რომ ეს პიროვნებები იყვნენ ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ები. იქვე იყო ექიმი მ-----– ბ-------ეც, რომელსაც სახეზე ეტყობოდა ცემის კვალი. მათ ჩახვაშვლებს მოუწოდეს სიმშვიდისკენ. მიმღებში ასევე იყვნენ ექიმებიც და პაციენტებიც. მათ ჩახვაშვლები გაიყვანეს გარეთ, რომელთაც წინააღმდებობა არ გაუწევიათ და პოლიციის მაქანით გადაიყვანეს პოლიციაში. შემეეგ მოახდინეს მათი ალკოტესტით შემოწმება და დაუდგინდათ ალკოჰოლური თრობა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-–-- მ–---------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ბ---- ა------ესთან და გ------- კ------–--ესთან ერთად პოლიციაში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ შპს მ-----–--აში. ნახეს, რომ ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ები ხმაურობდნენ, იგინებოდნენ ხმამაღლა და ექიმი მ-----– ბ-------ე იყო ნაცემი. მათ ჩ----–---–ებს მოუწოდეს შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება და გაყოლოდნენ მათ. ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ და ისინი გადაყვანილ იქნენ პოლიციის შენობაში. ი-–-- მ–---------ის განმარტებით მან 2018 წლის 14 მაისს დააკავა ი-–-- ჩ----–---–ი რ----- გ--------–--ესთან და მ-----– ჩ----ესთან ერთად. გამომძიებელმა გადასცა ი-–-- ჩ----–---–ს სასამართლო განჩინების ასლი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსმა დ----- ი----ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, 2018 წლის 10 მაისს ღამით ბ---- ა------ესთან ერთად იყო პოლიციის სამმართველოს შენობაში. გ--–- წ--–---ანმა შეატყობინა რაციით, რომ პოლიციის წინ მდებარე სკვერში ზ----- ი------ეს ცემდნენ. ის და ბ---- ა------ე წავიდნენ ფეხით შემთხვევის ადგილისკენ. განათებული ადგილი იყო და ქუჩის გადაკვეთამდეც ხედავდნენ ჩხუბის მიმდინარეობას. როცა მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, ერთი პიროვნება გაქცეული დახვდათ, ადგილზე კი ნახეს ძმები-ჩ----–---–ები. მან და ვ------- ი--------მა დააკავეს ნ------- ჩ----–---–ი, ბ---- ა------ემ და გ--–- წ--–---ანმა-ნ-----–---- ჩ----–---–ი. მათი მისვლის შემდეგაც გრძელდებოდა ჩხუბი და ხმაური. ისინი აგინებდნენ და ურტყავდნენ ზ----- ი------ეს და ეუბნებოდნენ შეშვებოდა იმ საქმეს, რომელიც მას ქონდა გამოძიებაში ბ-------ის ცემის ფაქტზე. გადმოცემით იცის, რომ ჩ----–---–ებთან ერთად იყო მესამე პიროვნებაც, რომელსაც ეკავა დანა და უნდოდა ი------ისთვის დარტყმა, მაგრამ ი------ის მეუღლემ შეუშალა ხელი. ზ----- ი------ეს მთელ სხეულზე ეტყობოდა დაზიანებები და იყო დასისხლიანებული. დაკავებულებს კი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. დაკავების ოქმი შედგენილ იქნა პოლიციის შენობაში. დაკავებულების შეყვანა პოლიციის შენობაში მოხდა შენობის წინა მხრიდან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--–- წ--–---ანმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ იცნობს ბრალდებულებს - ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ებს მ-----– ბ-------ის ცემის ფაქტიდან გამომდინარე. ნ------- ჩ----–---–ი კი რამოდენიმეჯერ არის ნასამართლევი. 2018 წლის 9 მაისს, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იმყოფებოდა შემოვლაზე ვ------- ი--------თან ერთად და მოძრაობდნენ ქალაქის ცენტრიდან პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც პოლიციის მოპირდაპირედ, კაფე-ბარ ,,თ----------ს’’ გვერდით დაინახეს ზ----- ი------ეს ფიზიკურად უსწორდებოდა სამი პიროვნება. ასევე დაინახეს, რომ დანით შეიარაღებული ერთი პიროვნება გაიქცა. ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ები ცემდნენ ი------ეს და ეუბნებოდნენ შეშვებოდა მათ ძმას - ი-–--ს და თან აგინებდნენ. როცა მივიდნენ ახლოს, დამხმარე ჯგუფიც მივიდა. ჩ----–---–ებმა მათ მიმართაც გამოხატეს აგრესია, აყენებდნენ შეურაცხყოფას და უწევდნენ წინააღმდეგობას. მან დააკავა ნ-----–---- ჩ----–---–ი, განუმარტა უფლებები და შემდეგ გადაიყვანეს პოლიცია-ში. ნ-----–----ს აღენიშნებოდა ნაკაწრები. ადგილზე იყვნენ ზ-----ის მეუღლე და ზ-----ის მეზობელი სამი ქალბატონი. მისთვის ცნობი-–--, რომ ექიმ მ-----– ბ-------ის ცემის ფაქტზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით გაუსწორდნენ ი------ეს. დაკავების ოქმი შედგა პოლიციაში. იცის, რომ ნ-----–----ს შუა თითზე აღენიშნებოდა დაზიანება. დაკავებულები პოლიციაში წინა მხრიდან იქნენ შეყვანილნი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ------- ი--------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას აგანმარტა, რომ 2018 წლის 9 მაისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა შემოვლაზე გ--–- წ--–---ანთან ერთად. მოძრაობდნენ ქალაქის ცენტრიდან პოლიციის მიმართულებით, რა დროსაც დაინახეს ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ებს წაქცეული ყავდათ ზ----- ი------ე და სცემდნენ სახის და სხეულის სხვადასხვა არეში, აგინებდნენ და თან ეუბნებოდნენ დაენებებინა ი-–-- ჩ----–---–ისათვის თავი. ასევე ამბობდნენ, რომ ბ-------ე საცემი იყო და ამიტომ ვცემეთო. რესტორან ,,თ----------ს’’ გვერდით ხდებოდა შემთხვევა. მათ მიერ რაციით იქნა გამოძახებული დამხმარე ძალა. გამოძახების შემდგომ ადგილზე მივიდნენ ბ---- ა------ე და დ----- ი----ე. სანამ შემთხვევის ადგილს მიუახლოვდებოდნენ, მათ შორიდან ესმოდათ ქალების ყვირილის ხმა და ხედავდნენ სამ პიროვნებას, ხოლო როცა მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს, დაინახეს, როგორ გარბოდა მესამე პიროვნება, რომელსაც რაღაც ეჭირა ხელში, სავარუდოდ დანა. ჩ----–---–ების დაკავება მოხდა იქვე, ხოლო დაკავების ოქმი შედგენილ იქნა სამმართველოს შენობაში. დაკავებულებს გარეგნულად არ ემჩნეოდათ დაზიანებები. ზ----- ი------ეს პოლიციის ფორმა არ ეცვა, მაგრამ ტანსაცმელი დახეული და დასვრილი ჰქონდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გმომძიებელმა-გ------- გ------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გამოკითხა ი-–-- ჩ----–---–ი და მ-----–--ას თანამშრომლები-ვ------- პ--------ა და რ--------- კ-----–---. ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ების მიმართ ხულიგნობის ფაქტზე გამოძიებას აწარმოებდა ზ----- ი------ე. გამიკითხვის ოქმებიდან მისთვის ცნობილი იყო, რომ ზ----- ი------ე ცემა ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ებმა. დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს მორიგე-ოპერატორმა ე-–----- ბ------–--მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 23 მარტს გ--–- წ--–---ანმა და ვ------- ი--------მა რაციიდან გადმოსცეს, რომ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ ზ----- ი------ეს. იგი პოლიციის შენობიდან ხედავდა კაფე თ----------ს გვერდით მომხდარ სიტუაციას. შემდეგ მის მიერ დფიქსირებულ იქნა დაკავებულების პოლიციაში მიყვანის ფაქტი. მათ გარეგნულად დაზიანების კვალი არ ეტყობიდათ. ახსოვს, რომ ერთ დაკავებულს ხელზე ქონდა რაღაც დაზიანება. ზ----- ი------ეს კი აშკარად ეტყობოდა დაზიანებები.
ლ-–-რელა ჩ----ემ, საპატრულო პოლიციის გურიის მთავარი სამმართველოს გამომძიებელმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 24 ა-----–ს შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი მ-----– ბ-------ის მონაწილეობით, ასევე შეადგინა ნ------- ჩ----–---–ის დაკავების ოქმი. ნ------- ჩ----–---–ის გამოკითხვის დროს მან უთხრა, რომ მისი დაკავება მოხდა ძველი პოლიციის წინ და არა შემთხვევის ადგილზე. დაადას-ტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა რ----- გ--------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, უჩვენა, რომ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი ზ----- ი------ის მონაწილეობით, დაკავების ოქმები შეადგინა ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ების მიმართ, გამოკითხა მოწმეები. იცის, რომ ზ----- ი------ესთან კონფლიქტის მიზეზი იყო მის წარმოებაში არსებული სს საქმე შპს ,,მ-----–--აში’’ ხულიგნობის ფაქტთან დაკავშირებით. დაადასტურა მის მიერ შედგენილი ოქმების სისწორე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ც--–--ემ უჩვენა, რომ 2018 წლის 23 მარტს სახლიდან გადაიყვანეს შპს ,,მ-----–--აში’’ და უკეთებდნენ გადასხმას. მიმღებში იყო თავიდან, შემდეგ მოხდა მისი გადაყვანა პალატაში, სადაც ესმოდა ხმაურის და გინების ხმა. შემდეგ დაუკეტეს კარები და აღარ აწუხებდა ხმაური. პაციენტის - ლ-–- ც--–--ის მიმღებში შეყვანის დროს იგი მიმღებში არ იყო, გადასხმას უკეთებდნენ სხვა ოთახში.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის, ლ--------ის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსის მოადგილის- ბ---- ა------ის ჩვენებით 2018 წლის 23 მარტს, ღამის საათებში შეტყობინება შევიდა სამმართველოში ცემის ფაქტზე. მან წაიყვანა ი-–-- მ–---------ე და გ------- კ------–--ე და მივიდნენ შპს მ-----–--აში, სადაც ნ-----–---- და ი-–-- ჩ----–---–ები იგინებოდნენ და ილანძღებოდნენ. მ-----– ბ-------ე იყო ნაცემი. შენობის პირველივე ოთახში იყვნენ შესულები, ხალხიც იყო შეკრებილი. როგორც მისთვის გახდა ცნობილი ერთი პაციენტი სხვა ოთახში ყავდათ გადაყვანილი ხმაურის გამო, მიმღებში მყოფი პაციენტი კი უგონო მდგომარეობაში იყო. ჩ----–---–ებს მათ მოუწოდეს სიწყნარისკენ და შემდეგ გადაიყვანილ იქნენ შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს შენობაში.
2018 წლის 10 მაისს, ღამის საათებში სამსახურში ყოფნის დროს გ--–- წ--–---ანმა რაციით გადასცა, რომ ზ----- ი------ეს აყენებდა შეურცხოფას 3 პიროვნება. ის და დ----- ი----ე წავიდნენ შემთხვევის ადგილზე და ნახეს, რომ ორ პიროვნებას ყავდათ წაქცეული ზ----- ი------ე და ეუბნებოდნენ ჩვენს ძმას დაანებე თავიო, ბ-------ე საცემი იყოო და ლ--------ი ჩვენიაო. ეტყობოდათ, რომ ისინი იყვნენ ნასვამები. იქ დახვდათ გ--–- წ--–---ანი და ვ------- ი--------ი სამსახურებრივი ავტომანქანით, იყვნენ ქალებიც. მესამე პიროვნება არ დაუნახია. იცის, რომ ის პიროვნება გაიქცა. ზ----- ი------ე საავადმყოფოში იყო თუ არა, არ იცის. მან მიიღო ნ-----–----ის დაკავებაში მონაწილეობა. როგორც თანამშრომლებიდან გახდა მისთვის ცნობილი, დაკავების ოქმი რ----- გ--------–--ემ შეადგინა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 4 ა-----–ს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით მ-----– ბ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და უსწოროკიდეებიანი ჭრი-–--ბის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 10 ა-----–ს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 5--------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ნ-----–---- ჩ----–---–ს აღენიშნებოდა დაზიანება ნაჭდევების სახით. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღის.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 10 ა-----–ს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 5--------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ი-–-- ჩ----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და უსწორო-კიდეებიანი ჭრი-–--ბის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, უსწოროკიდეებიანი ჭრი-–--ბა იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო სხვა დანარჩენი დზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 4 ი----ს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 5--------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ზ----- ი------ეს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების და ნაჭდევების სახით, დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღის.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 15 მაისს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 5--------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ნ-----–---- ჩ----–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევების და უსწოროკი-დეებიანი ჭრი-–--ბის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი- ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 21 მაისს გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის N 5--------- დასკვნით, პირადი შემოწმების მონაცემებით ნ------- ჩ----–---–ს სხეულზე გარეგნულად, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
ნ-----–---- ჩ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ნაწი-–--ბრივ ცნო და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2018 წლის 23 მარტს აღნიშნავდნენ მისი ძმის ნ------- ჩ----–---–ის ციხიდან გამოსვალს და სუფრა ქონდათ სახლში გაშლილი, სადაც ლ-–- ც--–--ეც იმყოფებოდა. რამდენიმე ჭიქა თეთრი ღვინო დალიეს, ხოლო შემდეგ დაახლოებით 10 წუთით გადავიდა თავის მეზობელთან გვერდით სახლში, ხოლო როდესაც დაბრუნდა, დაინახა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთი მიწაზე ეგდო, ხოლო მეორე თავზე ადგა. ნახა, რომ ლ-–- ც--–--ე იყო უგონო მდგომარეობაში და მისი ძმა ცდი-–--ბდა მის დახმარებას. თვითონაც დაეხმარა, პირიც გააღებინეს და ენა ამოუღეს, რა დროსაც მის ძმას-ი-–-- ჩ----–---–ს თითზე უკბინა ლ-–- ც--–--ემ. შემდეგ გამოიძახეს სასწრაფო დახმარება და გადაიყვანეს შპს მ-----–--აში. შესასვლელში არავინ არ დახვდათ და ისევ თავიანთი ძალებით მოუწიათ ლ-–- ც--–--ისთვის სასწარფო დახმარების მანქანიდან საავადმყოფოში გადაყვანა. როდესაც შეიყვანეს ლ-–- ც--–--ე, ექიმიც შეყვა და იქ მყოფ ქალებთან ერთად დაიწყო საუბარი. 10-15 წუთის განმავლობაში ლ-–- ც--–--ეს ყურადღებას არ აქცევდნენ, რის გამოც მიმართეს ექიმს, ყურადღება გამოეჩინა პაციენტისადმი. იქ მყოფმა ექიმმა-ვ------- პ-------ამ უპასუხა, რომ ავადმყოფი ლ-–- ც--–---ე 10- ჯერ მაინც არის ნამყოფი საავადმყოფოში და მათ უკეთ იცოდნენ, თუ როგორ უნდა მიეხედათ მისთვის. ამის შემდეგ მისმა ძმამ - ი-–-- ჩ----–---–მა მიმართა ექიმს, რომ დაზიანებული ქონდა თითი და გაეწიათ სამედიცინო დახმარება, რაზედაც უპასუხეს, რომ არ დაეხმარებოდნენ, ვინაიდან ის არასწორად მოიქცა ქუჩაში, როდესაც ლ-–- ც--–--ეს გაუწია პირველადი დახმარება. ასევე უთხრეს, რომ თუ ასე კარგათ იცოდა პირველადი დახმარების გაწევა, თვითონვე შეეხვია თითი. ამის შემდეგ ისინი აპირებდნენ პალატიდან გასვლას, რა დროსაც ლ-–- ც--–--ე გადმოვარდა საწოლიდან, გაუსკდა წარბი და სდიოდა სისხლი. მათ აიყვანეს ლ-–- ც--–--ე და დააწვინეს საწოლზე. ც--–--ეს ისევ ქონდა კრუნჩხვები, რის გამოც ის თავს უმაგრებდა, ხოლო მისი ძმა- ფეხებს. ამ დროს მიმღებში შევიდა ვიღაც პიროვნება და მის ძმას თავი მიადო თავზე, ხოლო მისმა ძმამ - ი-–-- ჩ----–---–მა ხელის მოძრაობით უკან გასწია იგი. შემდეგ მიმღებში შევიდა ჭაღარა პიროვნება, რომელიც როგორც შემდეგ მისთვის გახდა ცნობილი, იყო მ-----– ბ-------ე, რომელიც დაეტაკა მას და ორივენი გადავარდნენ მეორე ლოგინზე, თვითონ დაეცა ხერხემლით. ექიმებმა დაიწყეს კივილი და ერთ-ერთი მათგანი რაღაც საგანს ურტყამდა თავში. შემდეგ შემოვიდა დაცვის პოლიცია, რომლებმაც გააშველეს ისინი. იმ დროს ი-–-- ჩ----–---–ი პალატაში არ იმყოფებოდა, გარეთ იყო გასული და ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა. პოლიციის მსვლის შემდეგ ისინი გაყვნენ მათ. პოლიციის შენობაში ჯერ მისი ძმა შეიყვანეს ოთახში, თვითონ კი დერეფანში ელოდებოდა, სადაც ესმოდა მისი ძმის ყვირილი თუ რატომ ართმევდნენ ტელეფონს. ამის შემდეგ თვითონაც შეიყვანეს ოთახში და ნახა, რომ ეს ოთახში მყოფი პიროვნება იყო ზ----- ი------ე. შემდეგ აიყვანეს მესამე სართულზე, დაკითხეს და გადაიყვანეს ექსპერტიზაზე.
2018 წლის 09 მაისის შემთხვევასთან დაკავშირებით ნ-----–---- ჩ----–---–მა განმარტა, რომ საღამოს ხანს, ვინაიდან სიგარეტი არ ქონდა, გავიდა საყიდლად. რესტორან ,,თავდურ 2 -თან’’ მდაბერე მაღაზიაში და შეხვდა ი-–-- გ--–-----ეს, რომელმაც უთხრა რომ მის ძმასთან ერთად დალია რამდენიმე ჭიქა და ისიც დაპატიჟა რესტორანში. სუფრასთან იმყოფებოდა დაახლოებით ნახევარი საათი, რა დროს დაინახა ზ----- ი------ე ადიოდა მეორე სართულზე, თვითონაც აყვა. ი------ემ რომ დაინახა, წამოდგა ფეხზე, მიესალმა და მის შეკითხვაზე- თუ რა ხდებოდა მის საქმესთან დაკავშირებით, უპასუხა რომ ქვემოთ ჩასულიყვნენ და იქ ესაუბრათ. კიბებზე როდესაც ჩავიდნენ, რესტორანსა და საცხობს შორს გაჩერდნენ. მის შეკითხვაზე- თუ რატომ გაგრძელდა ასე თავისი და მისი ძმის საქმის გამოძიება, ზ----- ი------ემ უწმაწურად უპასუხა და უთხრა, რომ ჯერ შენი ძმა მელაპარაკა ორი საათის წინ და ახლა შენო და დაუწყო შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართვა და უბიძგა ხელი. შემდეგ თვითონც შეყვა კამათში და დაიწყეს ჭიდავი. მისი განმარტებით ხელის დარტყმა არ ყოფილა. დახლოებით ორი წუთი კოტრიალებდნენ მიწაზე და შემდეგ მათთან მივიდა ორი ქალბატონი, რომლებიც მათ გაშველებას ცდილობდნენ და ასევე ითხოვდნენ დახმარებას. ვიღაც პიროვნებამ ზ-----ი გაიყვანა გვერდით, ხოლო თვითონ ჩქარი სიარულით წავიდა სახლში. გზაზე დაინახა მისი ძმა - ნ-------ი და როდესაც წასვლა დააპირეს, ორი პოლიციის მანქანა მივიდა მათთან, ზ----- ი------ე გადმოხტა მანქანიდან, შეახტა მას ზურგიდან და ორთავე დაეცა მიწაზე. ამ დროს მივიდნენ პოლიციელები და გადაიყვნეს პოლიციის შენობაში. მისი ძმა შეიყვანეს პირდაპირ მდებარე ოთახში, ხოლო ვიღაც მაღალმა პიროვნებამ, რომელიც გორიდან იყო მივლინებული, დაუწყო ცემა. შემდეგ ჩაიყვანეს ქვემოთ, პირველ სართულზე სარდაფში, ხოლო დილის 0400-0500 საათი იქნებოდა, როდესაც ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. ექსპერტმა შეამოწმა და ზუსტად აღწერა თუ რა დაზიანებები ქონდა. დახლოებით 0700 საათისთვის დაბრუნდნენ ისევ პოლიციის შენობაში და დაახლოებით ცხრის ნახვერისთვის მოათავსეს დროებითი დაკავების იზოლატო-რში. ხოლო მეორე დღეს მასთან მივიდა გამომძიებელი, რომელმაც ბრალი წაუყენა.
ი-–-- ჩ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2018 წლის 23 მარტს, მის ოჯახში ქეიფობდნენ, სადაც ლ-–- ც--–--ეც იმყოფებოდა. როდესაც აცილებდნენ ლ-–- ც--–--ეს, ის გახდა ცუდად და დაეცა მიწაზე. მისი განმარტებით იგი კარგად ერკვევა სამედიცინო საკითხებში, რადგან აქვს სხვადასხვა კურსები გავლილი და შესაბამისი სერთიფიკატებიც გააჩნია. ი-–-- ჩ----–---–ის განმარტებით გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, მანამდე კი თვითონ ცდილობდა ლ-–- ც--–--ისთვის პირველადი დახმარების გაწევას, თუმცა მარტო ვერ ახერხებდა. ამ დროს მივიდა მასთან მისი ძმა - ნ-----–---- ჩ----–---–ი. ნ-----–----მა თავი დაუჭირა, მან კი შეძლო ლ-–- ც--–--ისთვის ენის ამოღება, რის შედეგადაც ლ-–- ც--–--ემ ამოისუნთქა. შემდეგ მივიდა სასწრაფო დახმარება და დაეხმარნენ კრუნჩხვაში მყოფი ლ-–- ც--–--ის მოთავსებაში სასწრაფო დახმარების მანქანაში. საავდმყოფოში შეყვანის დროს ლ-–- ც-–---ეს ქონდა კრუნჩხვები და ღრიალებდა. ექიმი კი რაღაცას ავსებდა და ლ-–- ც--–--ეს არ აქცევდა ყურადღებას. მათ მიმართეს ექიმს, რომ პაციენტისათვის გაკეთებინა ნემსი, ხოლო ექიმმა უპასუხა რომ ერთი ნემსი უკვე ქონდა გაკეთებული და მეორეს რომ მიიტანდნენ, შემდეგ გაუკეთებდნენ. ექიმმა მ--- ჩ----ემ მათ უთხრა, რომ დაკავებინათ ლ-–- ც--–--ისთვის ხელი და ფეხი, რომ არ გადმოვარდნილიყო. ვინაიდან ექიმს დააგვიანდა ნემსის გაკეთება, მათ კითხვაზე - თუ რატომ აგვიანებდნენ, უპასუხეს, რომ საერთოდ არ უნდა გაეწიათ ლ-–- ც--–--ისთვის პირველადი დახმარება, რადგან იმ წელში იგი უკვე მეოთხეჯერ ყავდათ იქ მოთრეული. ასევე, როდესაც მან მიმართა ექიმს დახმარებისათვის, რადგან როდესაც ც--–--ეს უწევდა პირველად დახმარებას, თითი დაუზიანდა, ქალბატონმა მ--- ჩ----ემ უპასუხა, რომ თუ ასე შეეძლო ადამიანებისთვის პირველადი დახმარების გაწევა, თვითონვე გაეწია დახმარება თავისი თავისთვის. ასეთი საუბრის შემდგომ მათ გადაწყვიტეს წასულიყვნენ სახლში, მაგრამ როდესაც გარეთ გადიოდნენ ლ-–- ც--–--ე გადმოვარდა საწოლიდან, რის გამოც ისევ მიბრუნდნენ, წამოაყენეს ავადმყოფი, რომელსაც შეტევები უფრო გაძლიერებული ქონდა და კვლავ ღრილებდა. მისი განმარტებით, იმ დროს მათ არავისთვის არ მიუყენებიათ შეურაცყოფა, თვითონ ლ-–- ც--–--ეს მიმართავდნენ, რომ მოსულიყო გონზე. ლ-–- ც--–--ეს გადმოვარდნის დროს დაუზიანდა ტუჩი და წარბი. ასევე იგი იმ მომენტისათვის არ ყოფილა გათიშული, პირიქით აქტიური იყო და უჭირდათ დაკავება. იმ დროს მიმღებში ვიღაც შევიდა, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, იყო გ------- ჭ-------–- - დაცვის თანაშრომელი, რომელმაც უბიძგა მას. ის და ჭ-------–- გამოვიდნენ დერეფანში, მაგრამ მათ შორის არანაირი კოფლიქტი არ მომხდარა. შემდეგ შემოვიდა მ-----– ბ-------ე, რომელიც ექიმის ფორმაში არ იყო გამოწყობილი და რომელიც დაეტაკა ნ-----–---- ჩ----–---–ს, რის შედეგად ორივე წაიქცა საკაცის მარჯვენა მხარეს.ხოლო ამ დროს მ--- მის ძმას- ნ-----–---- ჩ----–---–ს არტყამდა ცოცხს თუ რაღაც ნივთს, რომელიც კარგათ ვერ გაარჩია. მან მის გვერდით მდგომ ვ------- პ--------ას მიმართა გამოეძახა პოლიცია. ვ------- პ-------ამ აიღო ტელეფონო და დარეკა პოლიციაში. მისი განმარტებით თვითონ არ შესულა პალატაში და მონაწლეობა არ მიუღია ჩხუბში, ხოლო ნ-----–---- ჩ----–---–მა, რათა თავიდან მოეშორებინა მ-----– ბ-------ე, წარბზე უკბინა მას, თუმცა იმ დროს ნ-----–---- ჩ----–---–ს წარმოდგენაც არ ქონდა თუ ვინ იყო ბ-------ე. ამის შემდეგ მისი ძმა გამოვიდა პალატიდან და მის გვერდით დადგა დერფანში. ასევე მ-----– ბ-------ეც გავიდა პალატიდან. შემდეგ თვითონაც გავიდნენ საავადმყოფოდან, რა დროსაც მათთან მივიდა პოლიციის თანამშრომლები და გადაიყვანეს განყოფილებაში, რა დროსაც მათ არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. პოლიციის შენობაში შეამოწმეს ალკოტესტზე, შემდეგ კი გამოკითხეს.
ი-–-- ჩ----–---–მა ასევე აღნიშნა, რომ ის არ აპირებდა მიმალვას და საზღვარზე გადასვალს. მისი განმარტებით ის უკვე დიდი ხანია იმყოფებოდა საზღვარგარეთ და დროებით იყო ჩამოსული საქართველოში. მას გასამგზავრებელი ბილეთები ქონდა აღებული აღნიშნულ ინციდენტამდე, 12 მარტს, თუმცა არ გაუშვეს საზღვარზე. ასევე განმარტა, რომ ხშირად ჰქონდა კომუნიკაცია ზ----- ი------ესთან თავის საქმესათან დაკავშირებით და ეუბნებოდა, რომ სურდა საზღვარგარეთ წასვლა და თუ შესაძლებლი იყო შემდეგ დაბრუნდებოდა. მან ასევე განმარტა, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ გამომძიებელს დაებარებინოს და ის არ მისულიყო მის გამოძახებაზე. მას ბრალი წაუყენეს მისი დაკავების დღეს, ხოლო მანამდე იკითხებოდა მოწმის სახით.
ნ------- ჩ----–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2018 წლის 09 მაისს იმყოფებოდა რესტორან ,,თ--------- 2-ში’’, დაახლოებით სამი ჭიქა დალია ი-–-- გ--–-----ესთან ერთად. მისი განმარტებით სუფრაზე საუბრობდნენ მანქანასთან დაკავშირებით, რა დროსაც რესტორანში შევიდა ზ----- ი------ე. ერთ-ერთმა სუფრის წევრმა თქვა, რომ ეს ზ----- ი------ეაო და მან კარგათ იცის აღნიშნული საკითხიო. მისი სუფრის წევრები მივიდნენ ზ----- ი------ესთან და ესაუბრებოდენ მანქანასთან დაკავშირებით. შემდეგ იგი თვითონ ავიდა მეორე სართულზე, მივიდა ზ----- ი------ესთან და თხოვა მისი ძმის საქმესთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაცია მიეწოდებინა მისთვის. ი------ე და ის შემდეგ ჩავიდნენ ქვემოთ. ი------ეს თან ახლდა თავისი ნათესავი ვინმე ზაური. მან დაუსვა რაღაც კითხვები ი------ეს, რაზედაც მიიღო პასუხი, რისთვისაც გადაუხადა მადლობა და დაშორდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ მალე დატოვა რესტორანი, რადგან მისი განმარტებით ,,გვიმბალაურის’’ სასულიერო სკოლასთან ვიღაც პიროვნებას უნდა შეხვედროდა. იგი წავიდა, შეხვდა იმ პიროვნებას და შემდეგ დაბრუნდა სახლში. ვინაიდან სიგარეტი არ ქონდა, გავიდა გარეთ მის შესაძენად. იგი უნივერმაღის უკან მხრიდან გავიდა და აღმოჩნდა ზუსტად რესტორან ,,თ----------ს’’ წინ. შევიდა პირველივე სუპემარკეტში და შეიძინა სიგარეტი. ამ დროს გაიგონა ხმა, რომ ორი ქალბატონი ითხოვდა შველას. იგი წავიდა რესტორან ,,თავდურ ორ-ის’’ გვერდით, სადაც მცირე ადგილი იყო განათებული და სადაც იმყოფებოდა ორი ქალბატონი და კიდევ ორი პიროვნება, რომლებიც ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ. მივიდა, გამოსწია ერთი პიროვნება და როდესაც სახეზე შეხედა, იცნო რომ იყო ზ----- ი------ე, ხოლო მეორე პიროვნება გაიქცა ეკლესიის მიმართულებით. ნ------- ჩ----–---–ის განმარტებით იგი წამოვიდა და ძველ ბიბლიოთეკასთან შეხვდა თავის ძმას - ნ-----–---- ჩ----–---–ს, რა დროსაც გაიგონა ფეხის ხმა, რომ ვიღაც მოსდევდა, ხოლო როდესაც მოტრიალადა, დაინახა რომ პოლიციის ავტომობილები იდგა და ვიღაც პიროვნება შეახტა ნ---–---- ჩ----–---–ს, რის შედეგადაც ორივე პიროვნება წაიქცა ძირს. იგი შეეცადა მათ გაშველებას, თუმცა მასთან მივიდა პოლიციის ერთ-ერთი თანშრომელი - ი----ე, რომელმაც კისერში მოკიდა ხელი, ცალი ხელი ამოუტრიალა და გააჩერა. შემდეგ მათთან მივიდა ორი პოლიცელი, ერთმა ი------ე გაიყვნა, ხოლო მეორემ ნ-----–---- ჩ----–---–ს დაადო ბორკილები. ნ------- ჩ----–---–ის განმარტებით ის და ნ---–---- ჩ----–---–ი მოათავსეს ერთ ავტომანქანაში, ხოლო ზ----- ი------ე და სხვა პოლიციელები მოყვებოდა უკან სხვა ავტომანქანით და შემდეგ გადაყვანილ იქნენ პოლიციის შენობაში, სადაც დახვდათ პოლიციის უფროსი. შენობაში მათთან მივიდა ვიღაც საშუალო ასაკის ადამიანი, რომელიც უწმაწური სიტყვებით მიმართავდა მათ. ამ დროს ნ-----–---- ჩახავაშვილი ჩამოიყვანეს კიბეებიდან და ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნულმა უცნობმა პირმა განაგრძო გინება. ნ-----–----ის მიმართვაზე პოლიციის უფროსისადმი, გაეკონტროლებინა თავისი თანამშრომლების ქცევა, ისინი გაღიზიანდნენ და ნ-----–---- ჩ----–---–ს ფიზიკურად გაუსწორდა შუახნის პოლიციელი. როდესაც მან წამოდგომა სცადა სკამიდან ძმის დასახმარებლად, მას თავში მიაყენეს დაზიანება, რომლის თაობაზეც საჩივარიც აქვს დაწერილი და რაზედაც მიმდინარეობს გამოძიება. შემდეგ ნ-----–---- ჩ----–---–ი ჩაიყვანეს პირველ სართულზე, თვითონ ის გადაიყვანეს სხვა ოთახში. გამომძიებელმა მას გამოართვა ოჯახის წევრის, კერძოდ დედის ტელეფონის ნომერი, რომელსაც დაუკავშირდნენ და შემდეგ გადაიყვანეს ქუთაისში ექსპერტიზაზე. როდესაც ერთ-ერთმა პოლიციელმა განუმარტა, თუ რომელი მუხლით ედებოდა ბრალი, დაახლოებით ორი საათი იმყოფებოდა კიდევ პოლიციის შენობაში, ხოლო დროებით დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს პოლიციის შენობაში მიყვანიდან დაახლოებთ 7 - 8 საათის შემდგომ.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის მოტივაციას ი-–-- ჩ----–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ნ-----–---- ჩ----–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით და ნ------- ჩ----–---–ის ქმედების სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ და ვერ დაეთანხმება ბრალდების მხარისა და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საერთოდ არ დასტურდება მსჯავრდებულების ნ-----–---- და ი-–-- ჩ----–---–ების მიერ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ხულიგნობის ჩადენის ფაქტი, აღნიშნული დანაშაულის უპირველესი ნიშანი არის საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა. ეს არის შეფასებითი კატეგორია. კანონმდებლის მხრიდან აღნიშნული ცნების კონკრეტული საზღვრების დადგენა გაუმართლებელი იქნებოდა, რადგან შეუძლებელია ყველა მოსალოდნელი სიტუაციის გათვალისწინება. აქედან გამომდინარე, იმის დადგენა, მოხდა თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის უხეში დარღვევა, უნდა განისაზღვროს თითოეული საქმის გარემოებათა გამოკვლევის შედეგად. ასევე აუცილებელია საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემლობის გამოხატვა. აქ უნდა განვასხვავოთ ორი მომენტი: თავად პირის შეგნება იმისა, რომ მისი ქმედება აშკარად არ ჯდება ეთიკის ნორმებში და შეურაცხმყოფელია საზოგადოებისადმი და საზოგადოების მხრივ ფაქტობრივი გარემოების შეცნობა, საქმეში წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ები უკმაყოფილო იყვნენ და აგრესიას გამოხატავდნენ ექიმების მიმართ, მათ მიერ საავადმყოფოში მიყვანილი პაციენტის (ლ-–- ც--–--ის) მიმართ გამოხატული უყურადღებობით, ისინი მოქმედებდნენ კონკრეტული მიზნით, რაც არ შეესაბამება ხულიგნობისათვის დამახასიათებელ ნიშნებს.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ი-–-- და ნ-----–---- ჩ----–---–ების ქმედების საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან:
- მ-----– ბ-------ის განმარტებით მას უკანა მხრიდან დაარტყა ი-–-- ჩ----–---–მა, იგი წაიქცა და პირქვე დემხო საწოლზე, ნ-----–----მა, კი მას უკბინა წარბზე;
- ლ-–- ც--–--ის განმარტებით ესმოდა, რომ ბიჭები ეუბნებოდნენ ექიმს ყურადღება მიექციათ მისთვის და გაეწიათ სათანადო დახმარება, რაზედაც ექიმები გაბრაზდნენ.
- მ--- ჩ----ის განმარტებით მ-–---- ექიმს ერთმა ახალგაზრდამ უბიძგა, მეორემ წააქცია და დაუწყეს ცემა.
-გ------- ჭ-------–-ს განმარტებით განაწყენებული ძმები გადავიდნენ მ-----– ბ-------ის ცემაზე,-ვ------- პ--------ას ჩვენებით ერთმა ხალგაზრდამ ხელი ჰკრა ექიმს და ორივენი დაეცნენ საწოლზე. შემდეგ მეორემაც დაუწყო ცემა.
-რ--------- კ-----–---ს ჩვენებით ექიმს მ-----– ბ-------ეს შემოსვლითანავე დაარტყეს ხელი.
რაც შეეხება ბრალდების მხარის აპელაციას მსჯავრდებულების ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ების ქმედების, ნაცვლად საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მესამე ნაწილისა, საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მეორე ნაწილით დაკვალიფიცირების შესახებ, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ნ-----–---- და ნ------- ჩ----–---–ების მიერ გამომძიებლის ზ----- ი------ის მიმართ ძალადობა განხორციელდა მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან (ნ-----–---- და ი-–-- ჩ----–---–ების მიმართ) დაკავშირებით, რაც წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებას.
ასევე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელაციას მსჯავრდებულ ნ------- ჩ----–---–ის საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, ვინაიდან ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულ ნ------- ჩ----–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ამასთან, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულებს (ნ-----–---- ჩ----–---–ს, ნ------- ჩ----–---–ს და ი-–-- ჩ----–---–ს) დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ი-–-- ჩ----–---–ის, ნ-----–---- ჩ----–---–ის და ნ------- ჩ----–---–ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ მ------ ნ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულების ნ-----–---- ჩ----–---–ის, ნ------- ჩ----–---–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის მ----–-- კ-------ის და ა-–---------- ნ-------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 04 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ი-–-- ჩ----–---–ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ი-–-- ჩ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა - 2500 ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2018 წლის 14 მაისიდან 2018 წლის 21 მაისამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და საბოლოოდ, ი-–-- ჩ----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ი-–-- ჩ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია. მსჯავრდებულ ი-–-- ჩ----–---–ის მიმართ შეფადებული აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში, დაყადაღებული ნ---- ჩ----–---–ის (პირადი ნომერი 2----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, ლ--------ი, ს.მგ--–-ძის N---–-----------------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის ნაწილში განაჩენის აღსრულება დაევალოს სააღსრულებოს ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნ-----–---- ჩ----–---–ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა" და ,,ბ" ქვეპუნქტებით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველ ნაწილზე, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
ნ-----–---- ჩ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
-საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
-საქართველოს სსკ-ის 365 მუხლის მე-3 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ-----–---- ჩ----–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა" და ,,დ" ქვეპუნქტებით დანიშნული პირობითი მსჯავრი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, ნ-----–---- ჩ----–---–ს, განაჩენთა და დანაშაულთა ერთობლი-ობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-----–---- ჩ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნ-----–---- ჩ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან- 2018 წლის 10 მაისიდან.
ნ------- ჩ----–---–ის ქმედება, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილზე.
ნ------- ჩ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 365-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ------- ჩ----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნ------- ჩ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 10 მაისიდან.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გორგოძე