განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.06.2019
საქმის ნომერი
080210019001855566
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080210019001855566

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე № 2\ბ-324-2019 წ.

19 ივნისი 2019 წელი ქ.ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები : თამარ სვანიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),სიმონ ჩხაიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი _ ბექა გიორგაძე

აპელანტი: ჯ----– კ--–-----ე, ნ---- კ--–-----ე

წარმომადგენელი: ლ---- დ------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე: თ----- კ--–-----ე, ნ---- შ---------ე

წარმომადგენელი: ფ-------- ბ----–---, ა-–---------- გ--------

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება

სააპელაციო პალატამ გამოარკვია:

1. ჯ----– კ--–-----ემ და ნ---- კ--–-----ემ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხედ თ----- კ--–-----ე და ნ---- შ---------ე მიუთითეს და სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანა, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ ცნობა მოითხოვეს.

 

2. მოსარჩელეების განმარტებით: 1952 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელეების ბაბუა თ---------- დ--------ს ძე კ--–-----ე, ხოლო 1990 წლის 24 ნოემბერს მოსარჩელეთა მამა ა-–---------- თ----------ს ძე კ--–-----ე. ა-–----------ს დარჩა სამი მემკვიდრე - ნ--------, ჯ----– და ნ---- კ--–-----ეები. მამა-პაპისეული სახლი (მდებარე ქ. ქ-------ში დ-----ის და კ-------------ს ქ. N-) 1990 წლისათვის დაყოფილი იყო ორ ნაწილად და ირიცხებოდა ბაბუის - თ---------- კ--–-----ის და მამის - ა-–---------- კ--–-----ის საკუთრებად. მათი გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეები (სამივე მემკვიდრე) სრულად დაეუფლენ სამკვიდრო ქონებას, კერძოდ, ჯ----– კ--–-----ე სრულად დაეუფლა მამის კუთვნილ ოთახს, სადაც დღემდეა განთავსებული მის მიერ რუსეთში შეძენილი საძინებლის გარნიტური, სხვა საყოფაცხოვრებო და პირადი ნივთები. ასევე მემკვიდრეებს შორის არსებული ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მამის სამკვიდროდან ნ---- კ--–-----ე ყოველთვიურად ღებულობდა და დღემდე ღებულობს განსაზღვრულ თანხას, აღნიშნულ სახლში ასევე განთავსებულია მისი პირადი ნივთები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯ----– და ნ---- კ--–-----ეები იმთავითვე, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლენ სამკვიდრო ქონებას, 2016 წლის მაისში, ძმის ნ-------- კ--–-----ის მოსახსენიებელ სუფრაზე მომხდარი შელაპარაკების დროს, მათთვის ცნობილი გახდა, რომ მათი ძმის ნ-------- კ--–-----ის მეუღლე - თ-----ი კ--–-----ე სრულად დაუფლებია თ---------- და ა-–---------- კ--–-----ეების სამკვიდრო ქონებას.

ჯ----– და ნ---- კ--–-----ეებმა საჯარო რეესტრიდან გამოითხოვეს არქივში დაცული მასალები, სადაც აღმოჩნდა 1----–-–--------------ს სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელეთა ძმას, ნ-------- კ--–-----ეს ფარულად აღუდგენია მემკვიდრეობა ბაბუას და მამის დანაშთ ქონებაზე. ხოლო 2000 წელს, ნ-------- კ--–-----ის გარდაცვალების შემდეგ, ნ--------ის მეუღლეს მოპასუხე თ----- კ--–-----ეს მიუღია მემკვიდრეობა.

2017 წლის 12 აპრილს, მოპასუხე თ----- კ--–-----ემ ყველასაგან ფარულად გაასხვისა საცხოვრებელი სახლი თავის ახლობელზე შვილიშვილის დედამთილზე ნ---- შ---------ეზე. ეს გარიგება თვალთმაქცურია რადგან გასხვისების მიუხედავად, იგი დღემდე ცხოვრობს სადაო ბინაში ოჯახთან ერთად, რაც ადასტურებს, რომ 2----–-–------------–-- ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია, იგი ემსახურებოდა მემკვიდრეებისათვის მოსარჩელეებისათვის სამკვიდროს მიღებაში ხელის შეშლას.

3. მოპასუხეების პოზიცია: მოპასუხეებმა არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. მათი განმარტებით, მოსარჩელეები სადავო ქონებას არ დაუფლებიან ფაქტობრივი ფლობით. ამასთან, განმარტეს, რომ თ---------- კ--–-----ე გარდაიცვალა 1952 წელს, მას დარჩა შვილი ა-–---------- კ--–-----ე, რომელიც წარმოადგენდა თ---------- კ--–-----ის პირველი რიგის მემკვიდრეს, რომელმაც მიიღო კიდევაც ფაქტიური ფლობით მამის მემკვიდრეობა. ამიტომ სამკვიდრო ქონებაზე მოსარჩელეთა პრეტენზია დაუსაბუთებელია.

მოსარჩელეთა მამა ა-–---------- კ--–-----ე გარდაიცვალა 1990 წელს, ამ დროისათვის მოქმედი 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით მემკვიდრეები სამკვიდროს უნდა დაუფლებოდნენ 6 თვეში. ვინაიდან ჯ----– კ--–-----ე ცხოვრობდა რუსეთში, ხოლო ნ---- კ--–-----ე თბილისში, ისინი არ დაუფლებიან სამკვიდრო ქონებას, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ არ აქვთ.

ამასთან, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, ვინაიდან როგორც იმ დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 75-ე მუხლის შესაბამისად, ასევე ამჟამად მოქმედი კოდექსის 1450 მუხლით, გასულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით გათვალისწინებული საერთო ხანდაზმულობის ვადაც.

პირველი სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა მეორე მოთხოვნაც.

2000 წელს თ----- კ--–-----ემ სწორად მიიღო გარდაცვლილი მეუღლის სამკვიდრო, თუმცა ამ ნაწილშიც მოთხოვნა ხანდაზმულია.

უსაფუძვლოა მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზეც, ნ---- შ---------ეს ნასყიდობის თანხა სრულად აქვს გადახდილი, ასევე იგი იხდის კომუნალურ გადასახადებს და არის კეთილსინდისიერი შემძენი.

 

4. სასამართლოს დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

4.1. ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით ჯ----– კ--–-----ის და ნ---- კ--–-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4.2. _ დადგენილ იქნა და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ 1952 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა თ---------- დ--------ს ძე კ--–-----ე, ხოლო 1990 წლის 24 ნოემბერს მისი შვილი ა-–---------- თ----------ს ძე კ--–-----ე, რომელსაც დარჩა სამი მემკვიდრე - ნ--------, ჯ----– და ნ---- კ--–-----ეები. მამაპაპისეული სახლი (მდებარე ქ. ქ-------ში დ-----ის და კ-------------ს ქ. N-), 1990 წლისათვის დაყოფილი იყო ორ ნაწილად და ირიცხებოდა მხარეთა ბაბუის თ---------- კ--–-----ის და მამის ა-–---------- კ--–-----ის საკუთრებად.

4.3. _ 1994 წლის 03 აგვისტოს ნოტარიუსმა თ-----------მ გამოსცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც 1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი ა-–---------- თ--------ს ძე კ--–-----ის და 1952 წლის წლის 22 იანვარს გარდაცვლილი თ-------- დ--------ს ძე კ--–-----ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ქ-------ში ლ----–--ის ქ. N--ში მიიღო ნ-------- ა-–----------ს ძე კ--–-----ემ. 2000 წლის 10 მაისს ნოტარიუსმა თ-----------მ გამოსცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც თ----- კ--–-----ემ, როგორც ნ-------- კ--–-----ის მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო უძრავი ქონება - მდებარე ქ. ქ-------ი დ----- და კ-------------ს ქ--- (ყოფილი ლ----–--ის ქუჩა).

4.4. _ 2017 წლის 12 აპრილს თ----- კ--–-----ეს და ნ---- შ---------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ.ქ-------ი დ----- და კ-------------ს ქ----. ნასყიდობის თანხა ხელშეკრულებაში მითითებულია 50000 ლარი.

სასამართლომ დადგენილ სადავო ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია:

4.5. _ თ----- კ--–-----ე 2011 წლიდან 2016 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით ნ---- კ--–-----ეს უგზავნიდა სხვადასხვა ოდენობის თანხას. კერძოდ, 2011 წელს გაგზავნილი აქვს 400 ლარი, 2012 წელს - 500 ლარი, 2013 წელს - 700 ლარი, 2015 წელს - 700 ლარი, 2016 წელს - 1300 ლარი.

4.6. _ ჯ----– კ--–-----ეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2007 წლის 12 ოქტომბერს, 2008 წლის 05 თებერვალს იგი დარეგისტრირდა მისამართზე ქ. ქ-------ი დ----- და კ-------------ს ქ. N-. ნ---- კ--–-----ე კი მითითებულ მისამართზე არასოდეს არ ყოფილა რეგისტრირებული, მისი რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი.

4.7. _ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებმა ვერ შეძლეს დაედასტურებინათ, რომ ისინი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას კანონით განსაზღვრულ ექვსთვიან ვადაში.

4.8. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოსარჩელეები, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში დაეუფლენ მამის და ბაბუას სამკვიდროს, მათი მტკიცების ვალდებულებაა. აღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები: ჯ------- ჯ----–--ე, ნ-----–- ბ------–---–ი, ა-–---- დ-----იანი, რ------ მ--–---ე, ა------ ჭ------.

4.9. სასამართლომ შეფასა რა დასახელებულ მოწმეთა ჩვენებები მიიჩნია რომ მოსარჩელის მოწმეების ჩვენებებში იყო გარკვეული წინააღმდეგობა, ასე მაგალითად: ჯ----– და ნ---- კ--–-----ეების მიერ დაკავებული ოთახების მდებარეობასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ნ---- და ჯ----– კ--–-----ეები, პერიოდულად, მცირე ხნით სტუმრობდნენ მამისეულ სახლს, რაც ვერ ჩაითვლება სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებად. მათივე ჩვენებით, ოთახები, სადაც ჩამოდიოდნენ მოსარჩელეები არ ყოფილა დაკეტილი, პირიქით, მოპასუხეები სარგებლობდნენ ამ ოთახებით, როგორც საკუთარით და უთმობდნენ მოსარჩელეებს მათი სტუმრობის პერიოდში. ვერცერთმა მოწმემ ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელეთა მიერ დაკავებულ ოთახებში იყო განთავსებული მოსარჩელეთა მიერ შეძენილი ან მათი პირადი ნივთები, ვერ დაადასტურეს მამკვიდრებლის კუთვნილი რომელიმე ნივთის დაუფლება მემკვიდრეების მიერ, მითუმეტეს სამკვიდროს მიღებისათვის განსაზღვრულ ექვსთვიან ვადაში. მხოლოდ მოწმე ნ-----–- ბ------–---–მა განმარტა, რომ ნ---- კ--–-----ემ წაიღო წიგნები და მამის ოქროს ნივთები, თუმცა ზუსტად როდის და ვინ გადასცა ეს ნივთები ნ---- კ--–-----ეს ვერ განმარტა, ასევე არ მიუთითებია მოწმეს ამ ნივთების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, რაც დაარწმუნებდა სასამართლოს, რომ ისინი შედიოდნენ სამკვიდრო მასაში.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია და განმარტა, რომ:

4.10. 1952 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა მოსარჩელეების ბაბუა თ---------- დ--------ს ძე კ--–-----ე, მას დარჩა ერთი შვილი ა-–---------- კ--–-----ე, რომელიც ფაქტობრივი ფლობით დაუფლა მამის სამკვიდრო ქონებას და ეს გარემოება მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, 1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი ა-–---------- კ--–-----ის სამკვიდრო ქონებაში შედიოდა მისი მამის თ---------- კ--–-----ის სამკვიდრო ქონებაც, რაც მოსარჩელეთა მოთხოვნას, თ---------- კ--–-----ის სამკვიდროდან წილის მიკუთვნების შესახებ უსაფუძვლოს ხდის.

4.11. 1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილ ა-–---------- კ--–-----ეს, დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილები: ნ---- კ--–-----ე, ჯ----– კ--–-----ე და ნ-------- კ--–-----ე. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მამის გარდაცვალების დროისათვის ნ---- კ--–-----ე ცხოვრობდა ქ. თბილისში, ჯ----– კ--–-----ე ქ. მოსკოვში და იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ხოლო ნ-------- კ--–-----ე ცხოვრობდა ქ. ქ-------ში დ-----ის და კ-------------ს ქ. N--ში, ანუ სამკვიდრო მასაში შემავალ უძრავ ქონებაში.

4.12. მოსარჩელეთა მოთხოვნა ამ სამკვიდრო ქონებიდან თითოეულისათვის 1/3 წილის გამოყოფის თაობაზე გამომდინარეობს იმ საფუძვლიდან, რომ ისინი ნ-------- კ--–-----ესთან ერთად იყვნენ მამკვიდრებლის შვილები, ანუ პირველი რიგის მემკვიდრეები.

4.13. სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების მოთხოვნის წარმოშობას უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს და სამკვიდრო მასის არსებობას, არამედ ადგენს სამკვიდროს მიღების წესს.

4.14. მოცემულ შემთხვევაში, ჯ----– და ნ---- კ--–-----ეებს ნოტარიუსისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის თხოვნით არ მიუმართავთ, ხოლო ნ-------- კ--–-----ე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდრო ქონებას (რაც მოსარჩელეებს სადავოდ არ გაუხდიათ) და მის სახელზე 1----–-–--------------ს ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა.

4.15. სასამართლოს მითითებით იმისათვის რომ დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა, უნდა გაირკვეს, ნამდვილად მოხდა თუ არა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაეუფლება ჯ----– და ნ---- კ--–-----ეების მიერ და განხორციელდა თუ არა აღნიშნული მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან ექვსი თვის ვადაში, რაც მათ მიერ დადასტურებული ვერ იქნა.

4.16. სასამართლომ მიუთითა ასევე მოსარჩელეთა მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც. მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მისთვის უფლების დარღვევის თაობაზე ცნობილი გახდა 2016 წლის მაისში, ძმის ნ-------- კ--–-----ის მოსახსენებელ სუფრაზე, როცა შეიტყო, რომ რძალი თ----- კ--–-----ე სრულად დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. სწორედ ამის შემდეგ გამოითხოვეს საჯარო რეესტრის არქივში დაცული მასალები და აღმოჩინეს სადავო სამკვიდრო მოწმობები. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ პირველ რიგში მიუთითა, რომ სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2017 წლის 23 მარტს, ხოლო როდის მიიღეს მოსარჩელეებმა გამოთხოვილი მასალები საჯარო რეესტრიდან, უცნობია.

4.17. შესაბამისად, სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2016 წლის მაისიდან, რაც ადასტურებს, რომ კანონით გათვალისწინებული ორთვიანი ვადა დაცული არაა. ასევე, გასულია 1997 წლის სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადაც. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ ლოგიკურად შეუძლებელია სამკვიდროს გახსნის (1952 წელი და 1990 წელი) შემდეგ, 2017 წლამდე, აღნიშნულ ქონების სამართლებრივი მდგომარეობა არ შეცვლილიყო, რაც გონივრული წინდახედულობის პირობებში, მოსარჩელე მხარეს უნდა ევარაუდა, სცოდნოდა და მიეღო ზომები თავისი მემკვიდრეობითი უფლების რეალიზაციის მიზნით.

4.18. ამდენად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოთხოვნა 1994 წლის 3 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის თაობაზე, და მოთხოვნა 2----–-–---------------ს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის და სამკვიდრო ქონებიდან 1/3 წილის მოსარჩელეების სახელზე რეგისტრაციის თაობაზე.

4.19. რაც შეეხება 2017 წლის 12 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას,განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, სახეზეა მოჩვენებითი გარიგება, რადგან ჯ----– და ნ---- კ--–-----ეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს 2017 წლის 23 მარტს, იგი პირადად ჩაბარდა თ----- კ--–-----ეს 2017 წლის 01 აპრილს, 2017 წლის 12 აპრილს კი მან სადაო ქონება სასწრაფოდ მიყიდა ოჯახის ახლობელს ნ---- შ---------ეს (თ----- კ--–-----ის შვილიშვილი ბ--- ხ-------ე არის ნ---- შ---------ის შვილის ნ----- ი-–---–ის მეუღლე). ცხადია, ეს ქმედება მიმართული იყო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად და მიზნად არ ისახავდა რეალური შედეგის დადგომას. მიუხედავად ამისა, სარჩელი მითითებულ ნაწილში სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რადგან სასამართლოს მოსაზრებით სახეზე იყო აღიარებითი სარჩელი, რომლის დაკმაყოფილებითაც მოსარჩელეები ვერ მიიღებდა სასურველ შედეგს.

4.20. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 128-130-ე, 1307-ე, 1319-ე, 1320-ე, 1136-ე, 1421-ე, 1424-ე, 1450-ე, 1507-ე მუხლებზე, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე, 180-ე მუხლებზე.

 

5. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი საფუძვლები

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჯ----– და ნ---- კ--–-----ეების მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება ითხოვეს.

 

აპელანტების განმარტება:

5.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ აპელანტები კანონით დადგენილ 6 თვიან ვადაში არ დაუფლებიან სამკვიდროს. საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა პირებმა ცალსახად დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ჯ----–ი კ--–-----ე მამის გარდაცვალებამდე იმყოფებოდა საქართველოში (მოწმე რ------ მ--–---ის განმარტება). გარდაცვალების შემდეგ დარჩა ორი კვირა, მონაწილეობა მიიღო დასაფლავების პროცესებში და ხარჯებიც თავად გაიღო, რადგან ფინანსურად ჰქონდა ამის საშუალება. მოწმეების ჩვნებებებით დადასტურდა ისიც, რომ ჯ----–ი კ--–-----ე მამის ორმოცზედაც იყო ჩამოსული, ორმოცამდე უზრუნველყო მამის საფლავის მოწყობა და როგორც ამისათვის საჭირო ხარჯები, ისე ორმოცის ხარჯები მან პირადად გაიღო.

მოწმე ა------ ჭ------ს განმარტებით დადასტურდა, რომ ჯ----–ი კ--–-----ე ფინანსურად შეძლებული პიროვნება იყო და ოჯახს სისტემატიურად უგზავნიდა თანხებს, რითაც არსებით მონაწილეობას ღებულობდა მამის დანაშთი სამკვიდრო ქონების შენახვასა და მოვლა-პატრონობაში.

მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტიც, რომ დედ-მამიშვილებს შორის რაიმე დავა სამკვვიდრო ქონებაზე არ ყოფილა და მათ სამაგალითო ძმობა ჰქონდათ. ჯ----–ის ჩამოსვლის დროს თავისუფლდებოდა მისი კუთვნილი ოთახი, სადაც მეგობრები იყრიდნენ თავს. მისი წასვლის შემდეგ კი ოთახს ისე იყენებდნენ ოჯახის წევრები, რომ ჯ----–ის პირადი ნივთები ხელუხლებლად იყო შენახული (მოწმე რ------ მ--–---ის განმარტება).

აღნიშნული გარემოებების მიუხედავად, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ ჯ----– კ--–-----ე მამის გარდაცვალებიდანვე ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა სამკვიდროს, ცხოვრობდა მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში, ფლობდა და საკუთარი შეხედულებისამებრ, წლის ნებისმიერ დროს განკარგავდა სახლში მდებარე საძინებელ ოთახსა და მასში მდებარე პირადი მოხმარების ნივთებს, ასევე სისტემატიურად იღებდა სოლიდურ თანხებს სამკვიდროს შესანახად. ის ფაქტი, რომ ძმებს შორის სამკვიდროზე არანაირი დავა არ არსებობდა და ისინი დაუფლებული ქონების შეთანხმებულ ნაწილებს ისე განკარგავდნენ როგორც საკუთარს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ძმები შეთანხმდნენ სამკვიდროს გაყოფაზე და ჯ----–ი კ--–-----ემ ფაქტობრივი ფლობით მიიღო სამკვიდრო.

მამის გარდაცვალების დღიდან სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ნ---- კ--–-----ეც. მოწმეებმა დაადასტურეს, რომ იგი იმყოფებოდა მამის გარდაცვალებისა და ორმოცზე და ძმასთან ერთად ცხოვრობდა მამისეულ სახლში. მოწმე ნ-----–- ბ------–---–ის განმარტებით დადასტურებულია, რომ ნ---- კ--–-----ემ მამის გარდაცვალების შემდეგ სახლიდან წაიღო მამისეული ბიბლიოთეკა და ოქროს ნივთები, რაც როგორც წესი, ძმებთან შეთანხმებისა და ზოგადად დედ-მამიშვილების ურთიერთშეთანხმების გარეშე არ შეიძლება მომხდარიყო. მისივე განმარტებით, ნ--------ი კ--–-----ე სიცოცხლეში, ხოლო შემდგომ მოპასუხე თ-----ი კ--–-----ე ნ---- კ--–-----ეს ყოველთვიურად უგზავნიდა 100 ლარს, რაც წარმოადგენდა მამისეული სახლის პირველი სართულის გაქირავებიდან მიღებული თანხის ნაწილს. თანხის ყოველთვიურად გადაგზავნის ფაქტი დაადასტურეს სხვა მოწმეებმაც.

საქმეში წარმოდგენილია საბანკო ამონაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ თ----- კ--–-----ე ყოველთვიურად უგზავნიდა ნ---- კ--–-----ეს თანხებს. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ ნ---- კ--–-----ემ მამის გარდაცვალებიდანვე მიიღო სამკვიდროდან კუთვნილი წილი ფაქტობრივი ფლობით. რაც შეეხება სასამართლოს მითითებას მასზედ, რომ საბანკო ამონაწერები 2011 წლიდანაა წარმოდგენილი და ამიტომ არ იზიარებს მას, პროცესზე განმარტეს და ცნობაც წარმოდგენილია მასზედ, რომ 2011 წლამდე ინფორმაცია ბანკს განადგურებული ჰქონდა და ვერ მიაწვდიდა.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ აპელანტები საცხოვრებლად სახლში ჩამოდიოდნენ მცირე ხნით და მათი სტუმრად ჩამოსვლა არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო სამკვიდროს დაუფლებად. მოწმეების ჩვენებით საპირისპირო დადასტურდა. ჯ----–ი კ--–-----ე ყოველწლიურად ჩამოდიოდა საქართველოში და რჩებოდა რამოდენიმე თვე, რაც არ შეიძლება სტუმრობად ჩაითვალოს. მისი ჩამოსვლისა და ხანგრძლივად ყოფნის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთხოვილმა და საქმეში არსებულმა ინფორმაციამ მის მიერ საზღვრის კვეთის შესახებ.

დაუსაბუთებელია სასამართლოს მითითება მასზედ, რომ თითქოს აპელანტებს შეუძლებელია არ სცოდნოდათ ინფორმაცია 1990 წლიდან 2017 წლამდე სადაო უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. კერძოდ ის ფაქტი, რომ სამკვიდრო ქონება თ----- კ--–-----ის მიერ მის საკუთრებად იყო აღრიცხული. საქმეში არსებული მტკიცებულებებით ჯერ ნ-------- კ--–-----ე, ხოლო შემდეგ თ----- კ--–-----ემ მალულად აღიდგინა მემკვიდრეობა მთელ სამკვიდროზე, თუმცა საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონება საკუთრებად არ დაურეგისტრირებიათ. შესაბამისად ვინაიდან კანონისმიერი მემკვიდრეები ფაქტობრივი ფლობით დაუფლებული იყვნენ სამკიდროს და ჩვეულ რიტმში აგრძელებდნენ მამისეულ სახლში ცხოვრებას, აზრადაც არ მოსვლიათ, რომ უძრავი ქონების სამართლებრივი მდგომარეობა მათ საწინააღმდეგოდ მალულად შეიცვალა სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ. თ----- კ--–-----ემ მხოლოდ სარჩელის სასამართლოში შეტანის შემდეგ, 2017 წლის აპრილში, განახორციელა უკანონოდ სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე ქონების საკუთრებაში რეგისტრაცია და იმავე დღეს დაჩქარებული წესით საჯარო რეესტრში მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრება გადაუფორმა ოჯახის ახლობელს - შვილიშვილის სიდედრს - ნ---- შ---------ეს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჯ----–ი კ--–-----ემ ორმაგი მოქალაქეობა მოიპოვა 2008 წელს და იგი ქ-------ში მდებარე მამისეულ სახლში საცხოვრებლად ჩაეწერა. (დაბადებიდან აქ იყო ჩაწერილი, თუმცა რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო ამოეწერა) აღნიშნულზე მას ვინმეს, მით უფრო თ----- კ--–-----ის თანხმობა არ დასჭირვებია, რადგანაც ეს უკანასკნელი ამ დროისათვის ქონების მესაკუთრე არ ყოფილა. აღნიშნული ადასტურებს მას, რომ აპელანტებმა მართლაც 2007 წელს ძმის სულის მოსახსენიებელ საღამოზე გაიგეს სამკვიდროს მალულად აღდგენის ფაქტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს თავიანთი დარღვეული უფლებებისათვის დავა.

 

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

6.1. სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა წარმომადგენლების განმარტებები, შეამოწმა 1-ლი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით და თვლის, რომ ჯ----– კ--–-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნ---- კ--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს ქ-------ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება ჯ----– კ--–-----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება; ჯ----– კ--–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს; ბათილად იქნას ცნობილი 1----–-–--------------ს და 2----–-–---------------ს სამკვიდრო მოწმობები (რეგისტრაციის თარიღები №1408 და №ად-370) 1/3 ნაწილში და ა-–---------- კ--–-----ის დანაშთი ქონების მდ. ქ-------ი, დ-----ის და კ-------------ს ქ. №-, ს/კ 0-----------) 1/3 ნაწილში მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილი იქნას ჯ----– კ--–-----ე; ბათილად იქნას ცნობილი 2017 წ. 12 აპრილს ნ---- შ---------ესა და თ----- კ--–-----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/3 ნაწილში და სადავო ქონების, მდ. ქ-------ი, დ-----ის და კ-------------ს ქ. №- (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ 1/3 ნაწილში აღირიცხოს ჯ----– კ--–-----ე;

 

6.2. პალატა დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

6.3. _ დადგენილია და მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ, რომ 1952 წლის 22 იანვარს გარდაიცვალა თ--------- დ--------ს ძე კ--–-----ე, ხოლო 1990 წლის 24 ნოემბერს მისი შვილი ა-–---------- თ----------ს ძე კ--–-----ე, რომელსაც დარჩა სამი მემკვიდრე - ნ--------, ჯ----– და ნ---- კ--–-----ეები. მამაპაპისეული სახლი (მდებარე ქ. ქ-------ში დ-----ის და კ-------------ს ქ. N-), 1990 წლისათვის დაყოფილი იყო ორ ნაწილად და ირიცხებოდა თ---------- კ--–-----ის და ა-–---------- კ--–-----ის საკუთრებად;

6.4. _ 1994 წლის 03 აგვისტოს ნოტარიუსმა თ-----------მ გამოსცა კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც 1990 წლის 24 ნოემბერს გარდაცვლილი ა-–---------- თ--------ს ძე კ--–-----ის და 1952 წლის წლის 22 იანვარს გარდაცვლილი თ-------- დ--------ს ძე კ--–-----ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ქ-------ში ლ----–--ის ქ. N--ში მიიღო ნ-------- ა-–----------ს ძე კ--–-----ემ (ტომი 1, ს/ფ 16);

6.5. _ 2000 წლის 10 მაისს ნოტარიუსმა თ-----------მ გამოსცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვითაც თ----- კ--–-----ემ, როგორც ნ-------- კ--–-----ის მეუღლემ და პირველი რიგის მემკვიდრემ, მიიღო უძრავი ქონება - მდებარე ქ. ქ-------ი დ----- და კ-------------ს ქ--- (ყოფილი ლ----–--ის ქუჩა) (ტომი 1, ს/ფ 17);

6.6. _ საქმეში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით ირკვევა, რომ 17.08.2011 წლიდან 17.10.2016 წლამდე ნ-------- და თ----- კ--–-----ეები ნ---- კ--–-----ეს ურიცხავდნენ გარკვეული რაოდენობის თანხებს, თუმცა რა დანიშნულებით ამ ამონაწერებიდან არ ჩანს (ტომი 1, ს/ფ 19-23);

6.7. _ ჯ----– კ--–-----ეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2007 წლის 12 ოქტომბერს, 2008 წლის 05 თებერვალს, თ----- კ--–-----ის თანხმობით, იგი დარეგისტრირდა მისამართზე ქ. ქ-------ი დ----- და კ-------------ს ქ. N-. ნ---- კ--–-----ე კი მითითებულ მისამართზე არასოდეს არ ყოფილა რეგისტრირებული, მისი რეგისტრაციის ადგილია ქ. თბილისი (ტომი 1, ს/ფ 166-170);

6.8. _ საქმეში წარმოდგენილი შსს-ოს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯ----– კ--–-----ე 1998 წლიდან 2018 წლამდე თითქმის ყოველწლიურად, ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამოდენიმეჯერ, რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა საქართველოში (ტომი 1, ს/ფ 172-176);

6.9. _ 2017 წლის 12 აპრილს თ----- კ--–-----ეს და ნ---- შ---------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქ-------ი დ----- და კ-------------ს ქ----. ნასყიდობის თანხა ხელშეკრულებაში მითითებულია 50000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 13.04.2017წ. სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ნ---- შ---------ის საკუთრებაში (ტომი 1, ს/ფ 67-69);

6.10._ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ჯ------- ჯ----–--ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ნ--------ი კ--–-----ე იყო მისი შვილის ნათლია, ოჯახთან ჰქონდა ახლო ურთიერთობა. მას არასოდეს მოუსმენია მემკვიდრეებს შორის სამკვიდროს გაყოფის თაობაზე საუბარი ან უკმაყოფილება. ა-–---------- რომ გარდაიცვალა, არ იცის მემკვიდრეები რამეზე თუ შეთანხმდნენ. ჯ----–ი მამის დაკრძალვაზე იყო, თუმცა ხარჯები ვინ გაიღო არ იცის. ნ--------ის დაკრძალვის ხარჯები, როგორც გაიგო, ჯ----–იმ გაიღო. ჯ----–ი როდესაც ქ-------ში ჩამოდიოდა ყოველთვის ბინავდებოდა მამისეულ სახლში, ერთი და იგივე საძინებელში, „ზალიდან“ მარჯვენა მხარეს. მისთვის ცნობილია, რომ თ----- კ--–-----ე ნ---- კ--–-----ეს ყოველთვიურად უგზავნიდა 100 თუ 80 ლარს, თუმცა რისი იყო ეს ფული არ იცის. სახლის პირველ სართულზე ნ--------ის გარდაცვალების შემდეგ კომერციული მიზნებისათვის გაქირავებული არის ფართი, მანამდე ამ ადგილას იყო მარანი და იწურებოდა ღვინო. ................... (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 05.12.2018 წ.);

6.11. _ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა-–---- დ-----იანის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ძმებს - ჯ----– და ნ-------- კ--–-----ეებს ისეთი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ, რომ მისთვის წარმოუდგენელია მათ შორის მემკვიდრეობაზე დავა. ჯ----–ი ცხოვრობდა და მუშაობდა მოსკოვში, უზრუნველყოფილი იყო მატერიალურად. როდესაც მამა გარდაეცვალა მეორე დღესვე ჩამოვიდა ქუთაისში და დაფარა დაკრძალვის ყველა ხარჯი. დარჩა დაახლოებით 2 კვირა. ქონების გაყოფის თაობაზე ძმებს შორის თუ რა შეთანხმება იყო არ იცის. ნ--------ის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახის წევრებმა გააქირავეს სახლის პირველ სართულზე მდებარე ფართი, თუმცა იქედან მიღებულ შემოსავალს იღებდა თუ არა ვინმე გარდა ოჯახისა, არ იცის. როდესაც ნ---- და ჯ----– კ--–-----ეები ჩამოდიოდნენ ქ-------ში, რჩებოდნენ ერთი და იგივე ოთახებში, რომელიც მდებარეობდა სახლის მარჯვენა მხარეს, სხვა დროს ამ ოთახში ნ--------ის შვილები იყვნენ. ხოლო ისინი რომ ჩამოდიოდნენ, ამ ოთახებს უთმობდნენ. ჯ----–ი მამის ორმოცზეც ჩამოსული იყო, ძმებმა ერთად მოაწყვეს საფლავი და ყველა ხარჯს ერთად იღებდნენ. ერთი-ორჯერ თ-----ის დავალებით, თანხა გადაუგზავნა ნ---- კ--–-----ეს, თუმცა რისი თანხა იყო, არ იცის (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 05.12.2018 წ.);

6.12. _ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე რ------ მ--–---ის ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ ა-–---------- კ--–-----ე იმ დროს გარდაიცვალა როცა ჯ----–ი მოსკოვიდან იყო ჩამოსული ქ-------ში მეგობრის დასაფლავებაზე. ჯ----–მა გაიღო მამის დაკრძალვის ხარჯები, ნ--------იც ღებულობდა მონაწილეობას, მაგრამ ზუსტად ვინ რა გადაიხადა არ იცის. ძმებს შორის დავა არ ყოფილა. ჯ----–ი რა თქმა უნდა როგორც თავის სახლში ისე იყო ჩამოსული, თავისი ოთახიც ჰქონდა, მეორე სართულზე მდებარე საძინებელი. ჯ----–ი რომ ჩამოდიოდა მთელი ზაფხულს - 3 თვეს იქ ატარებდა და ამაზე არანაირი უკმაყოფილება არ სმენია (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 26.12.2018 წ.);

6.13. _ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ა------ ჭ------ს ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ იგი 45 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მოდავე მხარეების მეზობლად, მას მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ჯ----–თან. ჯ----–ი ა-–----------ს გარდაცვალების დროს იმყოფებოდა საქართველოში, მეგობრის დაკრძალვაზე და დარჩა 2 კვირა, შემდეგ ჩამოვიდა ორმოცზე. ნ--------ის გარდაცვალებაც რომ გაიგო, ჩამოვიდა და დაფარა დაკრძალვის ხარჯები. ნ---- კ--–-----ეს ძმები ეხმარებოდნენ ფინანსურად. ჯ----–ის გადმოცემით იცის, რომ ავეჯი რომელიც საძინებელში იყო განთავსებული მისი ნაყიდი იყო. როგორც მისთვის ცნობილია, ნ--------ს ჰქონდა ჯ----–ის ვალი, რომელიც ვერ დააბრუნა და ამის გამო ნ--------ს უნდოდა სახლის გაყიდვა, მაგრამ ჯ----–იმ არ გააყიდინა. ის ჩამოდიოდა როგორც საკუთარ სახლში და არა სტუმრად, პირიქით მასთან მოდიოდნენ სტუმრები და ამ სახლში იშლებოდა სუფრები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 26.12.2018 წ.);

 

7. სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. უკეთებს რა სამართლებრივ შეფასებას დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, პალატა მიიჩნევს, შემდეგს:

7.2. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ ქ. ქ-------ში დ-----ის და კ-------------ს ქ. N--ში მდებარე მამისეულ ქონებას - სახლ-კარს მამის სიცოცხლეში და მის შემდგომაც უწყევეტად ფლობდა ერთ-ერთი მემკვიდრე ნ-------- კ--–-----ე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე თ----- კ--–-----ე. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მხარეთა შორის სადავოა ის გარემოება, ჯ----– და ნ---- კ--–-----ეები ნ-------- კ--–-----ესთან ერთად დაეუფლნენ თუ არა კანონით დადგენილი წესით მამის დანაშთ ქონებას, რის საფუძველზედაც ითხოვენ სადავო უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობას.

7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1504-ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 25 ნოემბრიდან.

7.4. სამოქალაქო კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე (1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის რედაქციის 540-ე მუხლი).

7.5. დადგენილია, რომ ა-–---------- კ--–-----ე გარდაიცვალა 1990 წლის 24 ნოემბერს, შესაბამისად, ამ დროს გაიხსნა მისი სამკვიდრო მასაც. ა-–----------ს საკუთრებას წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონება მდებარე, ქ. ქ-------ში დ-----ის და კ-------------ს ქ. N--ში.

7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით (1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის რედაქციის 539-ე მუხლი).

7.7. ამავე კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ პირები, რომელნიც ცოცხალნი იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის (1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის რედაქციის 542-ე მუხლი).

7.8. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები (1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის რედაქციის 544-ე მუხლი).

7.9. დადგენილია, რომ ა-–---------- კ--–-----ეს გარდაცვალების მომენტისათვის დარჩა კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები, შვილები: ნ--------, ჯ----– და ნ---- კ--–-----ეები. მაგრამ კანონმდებლობა მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების წარმოშობას, უკავშირებს არა მხოლოდ ნათესაურ კავშირს, არამედ ადგენს 1336-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სამკვიდროს მიღების წესს 1421-ე და 1424-ე მუხლებით (1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსის რედაქციის 556-ე მუხლი).

7.10. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ხოლო მესამე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

7.11. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამდენად მითითებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილი) სამკვიდროს მიღებას უკავშირებს ასევე სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც უნდა მოხდეს სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ფლობა და მართვა უნდა მიუთითებდეს იმაზე, რომ მემკვიდრემ ამით განახორციელა მესაკუთრის ბატონობა და აქედან გამომდინარე, იკისრა მესაკუთრის ყველა უფლება და ვალდებულება.

7.12. აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად მემკვიდრეობის სამართალი სამკვიდროს მიღების ორ ფორმას იცნობს, რაც გარკვეული ვადითაა შეზღუდული. მემკვიდრეობის მიღება ხდება უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვით, ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. უფლებამოსილ თანამდებობის პირთან ნების გამოხატვა შეზღუდულია დროით. საჭიროა - ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა - სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება. ამ მოქმედების განხორციელების შედეგად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრემ სამკვიდრო უკვე შეიძინა, იგი არის მისი მესაკუთრე.

7.13. თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე - სამკვიდროს მიღების შესახებ. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას, ან არ მიიღებს ზომებს ამ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს ვერ მოახდენს გავლენას სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა.

7.14. სამკვიდროს გახსნიდან - ექვსი თვის განმავლობაში, მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას, ან მართოს იგი. ასეთად კი მიიჩნევა - მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრის ცხოვრება იმავე საცხოვრებელ სახლში, ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა, შენახვა; სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურდება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს გადასახადების გადახდაში, ქონების მართვასა და მოვლა პატრონობაში, მამკვიდრებლის ქონებაზე დამქირავებლისათვის ქირის გადახდევინებაში, თხოვებაში და ა.შ.

7.15. ამდენად, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების დროს განმსაზღვრელია იურიდიული მნიშვნელობის მქონე კომპონენტები - სამკვიდროს მართვა-დაუფლებისკენ მიმართული ნება და ამგვარი ნების მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვეში გამოვლენა. ფაქტობრივი ფლობისკენ მიმართული ნებისმიერი მოქმედებიდან აშკარად უნდა იკვეთებოდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების სურვილი, მემკვიდრის ნება (სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომლისთვისაც, ჩვეულებრივ, აუცილებელია ნების ნამდვილობა). მემკვიდრის ყველა ამგვარი მოქმედების შედეგს უნდა წარმოადგენდეს სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა (მაგალითად: მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში ცხოვრება, მამკვიდრებლის ნივთების, როგორც საკუთარის მიღება და განკარგვაც, სამკვიდროს ფაქტობრივი მართვა, მოვლა, პატრონობა და სხვა).

7.16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადგენილად მივიჩნიოთ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი, აუცილებელია მემკვიდრემ მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

7.17. კონკრეტულ განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ჯ----– და ნ---- კ--–-----ეებს მამის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე განაცხადი სანოტარო ორგანოში არ შეუტანიათ და არც სამკვიდრო მოწმობა მიუღიათ.

7.18. მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ნ---- კ--–-----ე არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამის დანაშთ ქონებას, რადგან მის მიერ ვერანაირი სარწმუნო მტკიცებულება აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ვერ იქნა.

7.19. პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სადავო გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საყურადღებოა, რომ ჩამოთვლილთაგან სასამართლოსათვის წინასწარ დადგენილი ძალა არცერთს არ გააჩნია. ერთადერთი საგამონაკლისო ნორმა, რომელიც მტკიცებულებათა შეფასების ამ სტანდარტისგან განსხვავდება, 106-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი და პრეიუდიციუილი ფაქტებია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, არცერთი მათგანი ნ---- კ--–-----ის შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს.

7.20. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ 105-ე მუხლი).

7.21. პალატა აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად დასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხოლოდ მხარის - მოსარჩელე ნ---- კ--–-----ის ახსნა-განმარტების საფუძველზე დადგენილად ვერ მიიჩნევს მოპასუხის მიერ სადავოდ გამხდარ ფაქტობრივ გარემოებას მამის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი გარემოებები საქმეში წარმოდგენილი სხვა სარწმუნო მტკიცებულებით არ დასტურდება. სამკვიდრო ქონების მიღების (დაუფლების) ფაქტის დაუდასტურებლობა კი, სამკვიდროს მიღების უფლებას გამორიცხავს, რაც სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1433-ე და 1499-ე მუხლების თანახმად, მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველა (ამ კატეგორიის საქმეებზე ასევე იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-482-455-2012, 31.05.2012წ);

7.22. კონკრეტულ შემთხვევაში, ნ---- კ--–-----ემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ ძმასათან - ნ-------- კ--–-----ესთან ერთად სამკვიდროს დაუფლების ფაქტს. პალატა ფაქტობრივი ფლობის დასადასტურებლად სათანადო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს საბანკო ამონაწერებს, რომლიდანაც არ ირკვევა ნ---- კ--–-----ეს რა დანიშნულებით ერიცხებოდა ფულადი გზავნილები, მით უმეტეს, რომ აღნიშნული ამონაწერებით დასტურდება 17.08.2011 წლიდან თანხების ჩარიცხვები, ხოლო ა-–---------- კ--–-----ე გარდაიცვალა 1990 წელს, რაც ცხადია ვერანაირად ვერ დაადასტურებს მის მიერ მამის გარდაცვლებიდან 6 თვის ვადაში სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის გარემოებას.

7.23. სამკვიდროს დაუფლების ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად ნ---- კ--–-----ის მიერ წარმოდგენილი იქნა კიდევ ერთი მტკიცებულება მოწმე ნ-----–- ბ------–---–ის სახით, რომელმაც განმარტა, რომ ნ---- კ--–-----ე არის მისი ბავშვობის მეგობარი, რამოდენიმეჯერ არის მასთან ნამყოფი ქ-------ში და იცნობს მისი ოჯახის წევრებს. მოწმის განმარტებით, ნ---- კ--–-----ემ მამისეული სახლიდან მგონი ბიბლიოთეკის ნაწილი და ოქროს ნივთები წაიღო-მგონი მამისეული, როგორც მისთვის ცნობილია ნ----ს უგზავნიდნენ სამკვიდროდან წილს 100 ლარამდე (სასამართლო სხდომის ოქმი 2018. 26. 12.).

7.24. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება მითითებული მოწმის ჩვენების შეფასებაში 1-ლი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს,რომ ვერცეთი მოწმის ჩვენებით, და ვერც რამე სხვა მტკიცებულებით ნ---- კ--–-----ის მიერ კანონით დადგენილი წესით სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების ფაქტი-ვერ დასტურდება.

7.25. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, ნ---- კ--–-----ეს სწორად არ მიაკუთვნა გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების ნაწილი.

7.26. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ---- კ--–-----ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7.27. რაც შეეხება ჯ----– კ--–-----ის სასარჩელო მოთხოვნას, პალატას საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მოთხოვნა საფუძვლიანად მიაჩნია და თვლის, რომ არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

7.28. სასამართლოზე სხდომაზე დაკითხული მოწმეების - ჯ------- ჯ----–--ის, ა-–---- დ-----იანის, რ------ მ--–---ის, ა------ ჭ------ს ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ ჯ----– კ--–-----ე მამის გარდაცვალების დროს იმყოფებოდა საქართველოში და დარჩა ერთი თუ ორი კვირა, მან ძმასთან ერთად გაიღო დაკრძალვის ყველა ხარჯი, ასევე საფლავის მოწყობის ხარჯი, შემდეგ ჩამოვიდა ორმოცზე. მამის სახლში ჰქონდა მისი ოთახი, სადაც შეიძინა და განათავსა ავეჯი. მამის გარდაცვალების შემდეგ ხშირად ჩამოდიოდა სადავო სახლში, რჩებოდა ზაფხულობით(2-3 თვე). აღნიშნულზე არანაირი უთანხმოება მხარეებს შორის არ ყოფილა. ის ჩამოდიოდა როგორც საკუთარ სახლში და არა სტუმრად, პირიქით მასთან მოდიოდნენ სტუმრები და ამ სახლში იშლებოდა სუფრები. სწორედ ჯ----–ის დიდი მონდომებით და ძალისხმევით გაკეთდა სახლზე მამის მემორიალური დაფა. ნ--------ს ჰქონდა ჯ----–ის ვალი, რომელიც ვერ დააბრუნა და ამის გამო ჯ----–ს უნდოდა სახლის გაყიდვა, მაგრამ ჯ----–იმ არ გააყიდინა.

7.29. საააპელაციო სასამართლომ მოისმინა 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები. რომლებიც დაკითხულ იქნენ როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის შუამდგომლობით.

7.30. მოწმე ა-–---- დ-----იანის ჩვენებით: მამა რომ გარდაიცვალა ჯ----–ი მუშაობდა მოსკოვში ,,მ---–--------ს“ ღვინის ქარხანაში. შეძლებული ბიჭი იყო. ნ---- (კ--–-----ე) თბილისში ცხოვრობდა, რომ ჩამოდიოდნენ ამ სახლში ცხოვრობდნენ. საძინებლად ჯ----–ი ყოველთვის ერთ ოთახს იყნებდა. მაღაზია, რომელიც გაქირავდა სახლის 1-ლ სართულზე გაკეთდა ნ--------ის გარდაცვალების შემდეგ.

7.31. მოწმე რ------ მ--–---ე-კ--–-----ეები ორივენი ჯ----–იც და ნ--------იც ჩემი ბავშვობის მეგობრები იყვენენ. მამა რომ გარდაეცვალათ ჯ----–ი აქ იყო ყველაფერი გააკეთა რომ მამა ღირსეულად დაეკრძალათ. მერე საქმეები ქონდა და წავიდა. ძმებს შორის არავითარი დავა არ იყო. ჯ----–ი როგორც თავის სახლში ისე ჩამოდიოდა. მეორე სართულზე თავისი პატარა საძინებელი ოთახიც ქონდა. 1 მისაღები და 1 საძინებელი. ჯ----–ი ეხმარებოდა დას. რომ ჩამოდიოდა მთელი ზაფხული 3 თვე რჩებოდა. არასოდეს უკმაყოფილება არ გამიგია.

7.32. მოწმე ა------ ჭ------ს ჩვენებით-მეზობლები იყვნენ ის და კ---–-----ეები 45 წელი და მეგობრები. ცნობილი ოჯახი იყო, მამის ა-–----------ს გარდაცვალების დროს ჯ----–ი აქ იყო. ყველაფერი გააკეთა, 1 კვირა დარჩა, მერე წავიდა და 40-ზე ჩამოვიდა ნ--------ის გარდაცვალების დროსაც რა თქმა უნდა აქ იყო, ყველაფერმა ჯ----–ის ზურგზე გადაიარა. 400 კაციანი სუფრა. ბალახვანში გადაიხადა. ერთ-ერთ ჩამოსვლაზე ჩვენ 2-3 დღე ვირბინეთ რომ დაფა რომ არის გამოკრული(მემორიალური დაფა) ის გაეკეთებინა. ფული ჯ----–იმ გადაიხადა. ნ--------ისთანაც ვმეგობრობდი. იმ სახლში მაქვს გათენებული ყოველი მეორე დღე. ნ---------ს ნერვიულობა შეხვდა ვალის გამო, მას ჯ----–ის ვალი ქონდა. ფული ვერ დაუბრუნა. ნ--------ის უნდოდა ქ-------ის სახლის გაყიდვა. ჯ----–იმ არ გააყიდინა-წინაპრების ნაქონი სახლია და ეს არ გაიყიდებაო უთხრა. მე გავყიდი მოსკოვში სახლსო და გაყიდა იქ ყველაფერი. იგი ყოველთვის ჩამოდიოდა აქ როგორც საკუთარ სახლში და არა სტუმარი. მასთან მოდიოდნენ სტუმრები მთელი ქუთაისიდან, იშლებოდა სუფრები....“

7.33. მოწმე ჯ------- ჯ----–--ის ჩვენებით: ,,ნ--------ი რომ ჩამოდიოდა რჩებოდა ერთი და იგივე ოთახში, მამის დაკრძალვაზე იყო, დარჩა, ზაფხულობით ყოველთვის ჩამოდიოდა“.

7.34. ამ ჩვენებათა შეფასებით სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა, რომ ჯ----– კ--–-----ეს სადაო სამკვიდრო ქონება თავისადაც მიაჩნდა ამ ქონებას ეპყრობოდა და უვლიდა როგორც საკუთარს, დაგულვებული ქონდა თავისადაც და სწორედ ამით იყო განპირობებული ის, რომ იგი ჩამოდიოდა და რჩებოდა მამისეულ სახლში 2-3 თვით (და არა რამდენიმე დღით, რომელიც მის ჩამოსვლას და დარჩენას უფრო სტუმრობას დაამსგავსებდა,) ამ სახლში იმართებოდა ჯ----–ის მეგობრების შეხვედრები, სუფრები, ეს სახლი იყო ჯ----–ის მეგობრების (რომელიც ქალაქში ცნობილი და კოლორიტული პიროვნება იყო), თავშეყრის ადგილი, რაც ცხადია სტუმრად მისული ადამიანისათვის სრულიად უჩვეულო ვითარებაა. ერთ-ერთი მოწმის ჩვენებით ნ--------ის ქონდა ჯ----–ის ვალი, და უნდოდა მამისეული სახლის გაყიდვა, მაგრამ ჯ----–მა არ გააყიდინა. აღნიშნული გარემოება პალატის მოსაზრებით ერთის მხრივ შესაძლოა მიჩნეულ იქნეს ძმის სულგრძელ დამოკიდებულებად მოვალე ძმის მიმართ, თუმცა პალატა მიიჩნევს, რომ უფრო მეტად ეს ვითარება ადასტურებს იმას, რომ ჯ----– კ--–-----ე რომელსაც თავისადაც ქონდა დაგულვებული მამის სამკვიდრო ქონების ნაწილი არ იყო თანახმა ამ ქონების გასხვისებაზე.

7.35. დადგენილია, რომ ჯ----– კ--–-----ეს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 2007 წლის 12 ოქტომბერს, 2008 წლის 05 თებერვალს კი იგი დარეგისტრირდა მისამართზე ქ. ქ-------ი დ----- და კ-------------ს ქ. N-.

7.36. საქმეში წარმოდგენილი შსს-ოს მომსახურების სააგენტოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ჯ----– კ--–-----ე 1998 წლიდან 2018 წლამდე თითქმის ყოველწლიურად, ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამოდენიმეჯერ, რუსეთის ფედერაციიდან შემოდიოდა საქართველოში.

7.37. აღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად პალატას სარწმუნოდ მიაჩნია ჯ----– კ--–-----ის მიერ მამის დანაშთი ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღების გარემოება.

7.38. ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია ჯ----– კ--–-----ის მიერ, ნ-------- კ--–-----ესთან ერთად მამის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლება, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული წარმოდგენს, სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, და 1433-ე მუხლების შესაბამისად, ა-–---------- კ--–-----ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ნაწილზე (სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად -1/3 ნაწილზე), მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს.

7.39. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

7.40. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ნ-------- კ--–-----ის და შემდგომში თ----- კ--–-----ის მიერ, ა-–---------- კ--–-----ის და შემდგომში ნ-------- კ--–-----ის მთელ სამკვიდრო ქონებაზე მოწმობის მიღება და ამ ქონების საკუთრებაში აღრიცხვა სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად არასწორია. შესაბამისად, სადავო სამკვიდრო მოწმობები 1/3 ნაწილში ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

7.41. დადგენილია, რომ 2017 წლის 12 აპრილს თ----- კ--–-----ეს და ნ---- შ---------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ქ-------ი დ----- და კ-------------ს ქ----. ნასყიდობის თანხა ხელშეკრულებაში მითითებულია 50000 ლარი. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე 13.04.2017წ. სადავო უძრავი ქონება აღირიცხა ნ---- შ---------ის საკუთრებაში.

7.42. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

7.43. მოჩვენებითი გარიგების დროს ორი მხარის შეთანხმებით რომლებიც ხშირად ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ერთი მხარისაგან მეორე მხარის საკუთრებაში ფორმალურად გადადის ქონება, რაც მიზნად ისახავს ერთ-ერთი მხარის ქონებრივი ინტერესების დაცვას მესამე პირის საზიანოდ, რათა მხარემ თავიდან აიცილოს მოსალოდნელი ქონებრივი პასუხისმგებლობა და იგი ატარებს მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ მოჩვენებით ხასიათს იურიდიული შედეგების დადგომის გარეშე.

7.44. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სწორედ მოჩვენებითი გარიგება, რადგან ჯ----– და ნ---- კ--–-----ეებმა სასამართლოში სარჩელი აღძრეს 2017 წლის 23 მარტს, იგი პირადად ჩაბარდა თ----- კ--–-----ეს 2017 წლის 01 აპრილს, 2017 წლის 12 აპრილს კი მან სადაო ქონება სასწრაფოდ მიყიდა ოჯახის ახლობელს ნ---- შ---------ეს (თ----- კ--–-----ის შვილიშვილი ბ--- ხ-------ე არის ნ---- შ---------ის შვილის ნ----- ი-–---–ის მეუღლე). ცხადია, ეს ქმედება მიმართული იყო მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად და მიზნად არ ისახავდა რეალური შედეგის დადგომას, რის გამოც სადავო გარიგება 1/3 ნაწილში ბათილად უნდა იქნას ცნობილი.

7.45. ეს ვითარებაც და მყიდველის არაკეთილსინდისიერებაც მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე სავსებით მართებულად შეაფასა 1-ლი ინსტანციის სასამართლომ, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ დადგენილად არ მიიჩნია ჯ----– კ--–-----ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი (განსხვავებით სააპელაციო სასამართლოსაგან) იურიდიული ინტერესის არ არსებობის გამო-სარჩელი ამ ნაწილში არ დააკმაყოფილა.

7.46. 1-ლი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა არა ერთმა მოწმემ (რომლებიც თავიდან თ----- კ--–-----ის შუამდგომლობით იქნენ დაკითხული დაადგინეს, რომ ამ წუთასაც ამ სახლში კ--–-----ეების ავეჯი დგას (მოწმე თ----–- გ--------ე) და იქ ხშირად მიდის თ----- კ--–-----ე და მარინა (მოწმე ი---- ს---------ე).

7.47. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ჯ----– კ--–-----ის მოთხოვნა, დადგენილი იქნას, აწ გარდაცვლილი მამის, ა-–---------- კ--–-----ის სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღება, ასევე ბათილად იქნას ცნობილი ნ-------- კ--–-----ეზე და შემდგომში თ----- კ--–-----ეზე გაცემული სამკვიდრო მოწმობები 1/3 ნაწილში, ასევე 2017 წ. 12 აპრილს ნ---- შ---------ესა და თ----- კ--–-----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/3 ნაწილში და ჯ----– კ--–-----ე ცნობილი იქნას ქ.ქ-------ში დ-----ის და კ-------------ს ქ. N--ში (ს.კ.0-----------.) მდებარე უძრავი ქონების 1/3 ნაწილის მესაკუთრედ (1/3 ნაწილში) დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები:

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

8.2. მოცემულ შემთხვევაში, თ----- კ--–-----ეს და ნ---- შ---------ეს ჯ----– კ--–-----ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1226,50 ლარი;

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დაადგინა:

 

1. ჯ----– კ--–-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, ნ---- კ--–-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება ჯ----– კ--–-----ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ჯ----– კ--–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. ბათილად იქნას ცნობილი 1----–-–--------------ს და 2----–-–---------------ს სამკვიდრო მოწმობები (რეგისტრაციის თარიღები №1408 და №ად-370) 1/3 ნაწილში და ა-–---------- კ--–-----ის დანაშთი ქონების მდ. ქ-------ი, დ-----ის და კ-------------ს ქ. №-, ს/კ 0-----------) 1/3 ნაწილში მემკვიდრედ ცნობილი იქნას ჯ----– კ--–-----ე;

5. ბათილად იქნას ცნობილი 2017 წ. 12 აპრილს ნ---- შ---------ესა და თ----- კ--–-----ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება 1/3 ნაწილში და სადავო ქონების, მდ. ქ-------ი, დ-----ის და კ-------------ს ქ. №- (ს/კ 0-----------) მესაკუთრედ 1/3 ნაწილში აღირიცხოს ჯ----– კ--–-----ე;

6. გაუქმდეს გადაწყვეტილების მესამე პუნქტი და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - დარჩეს უცვლელი;

7. დაეკისროს თ----- კ--–-----ეს და ნ---- შ---------ეს ჯ----– კ--–-----ის სასარგებლოდ 1226,50 ლარი;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

10. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.

11. გადაწყვეტილების შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-8-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

 

თავმჯდომარე: /თამარ სვანიძე/

 

მოსამართლეები: /სიმონ ჩხაიძე/

 

/ლაურა მიქავა/