განაჩენი

სისხლის სამართლის 05.08.2019
საქმის ნომერი
180100115002827823
ინსტანცია
თარიღი
05.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 180100115002827823

საქმე №1ბ/221-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - თ----------------–---–ის, გ-------------–---–ის,ადვოკატ - დ---------------–---–ის,მსჯავრდებულ - გ----------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ----------------ის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ გ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ----------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და მცხოვრები: ქ------–----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:

 

გ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდა 5000 (ხუთიათას) ლარამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე, გ----------------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - ნ-----–------–--------------ას (პ/ნ 3----------) სახელზე რეგისტრირებული - დ--–-----------------------–---------–ი მდებარე, 430 კვ.მ. ფართობის საკადასტრო კოდით: 7----------- და 470 კვ.მ ფართობის საკადასტრო კოდით: 7----------- მიწის ნაკვეთები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

გ----------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

გ----------------ემ გადაწყვიტა თაღლითურად - მოტყუებით მიეღო საკუთრების უფლება დ--–-----------------------–---------–ი მდებარე დიდი ოდენობით ღირებულების მიწის ნაკვეთზე. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად გ----------------ემ 2014 წლის 29 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში შეიტანა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთებზე გ----------------ის სახელზე არსებული უფლების დამდგენი საარქივო ამონაწერის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და ცნობა-დახასიათება, რომელთა შინაარსობრივი მონაცემები საერთოდ არ ეხებოდა და არავითარ კავშირში, შემხებლობაში არ იყო იმ მიწასთან, რომლის დარეგისტრირებაც გადაწყვიტა გ----------------ემ და წარადგინა ამ მიწის ზემოაღნიშნული საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია. გ----------------ემ მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მომხდარიყო საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 900 კვ.მ ფართობის, საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული შესაბამისი კოორდინატებისა და ადგილმდებარეობის, დ--–-----------------------–---------–ი მდებარე მიწის ნაკვეთზე. გ----------------ეს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე არანაირი უფლება არ გააჩნდა, რადგან აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც ადრე ეკუთვნოდა ვ--–-------------------------------–---–--ს, წარმოადგენდა სახელმწიფოს კუთვნილს, ხოლო გ----------------ის მიერ წარდგენილი საარქივო ამონაწერის ნოტარიალურად დამოწმებული საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს დუშეთის არქივის მიერ გაცემული N5- საარქივო ამონაწერის (გაცემული 24.07.2009 წ.) ქსეროასლი ადასტურებს, რომ დუშეთის რაიონის ა--------- საკრებულოს 2000-2005 წლების ბინის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მეპატრონეების წიგნში (ე.წ. საკომლო ჩანაწერებში) სიორიძე გიორგი გიორგის ძე აღრიცხულია სოფ. ა-------–ი ბინის მეპატრონედ, მასზე ირიცხება საცხოვრებელი ვაგონი, საცხოვრებელი ბინა და 1 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული მიწის ნაკვეთი გ----------------ეს მიღებული აქვს დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, რომლის მიხედვით მოსარჩელე გ----------------ემ ნებაყოფლობით ჩააბარა მისთვის 1996 წლის 20 აგვისტოს გამოყოფილი და მიღებული 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ მას ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა 1 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ძველი სასაფლაოს მოშორებით, ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე. ხსენებული ნაკვეთი კი მდებარეობს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმ მიწის ნაკვეთისაგან, რომელიც გ----------------ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლის 9 ივნისს საკუთრებაში იქნა დარეგისტრირებული და ცნობა-დახასიათება, რომლის საფუძველი არის ტექნიკური პასპორტი, (27.07.1993) გაცემული გ----------------ის სახელზე, ეხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ასევე სხვა მიწას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლამდე ადრე ეკუთვნოდა სოფელ ა--------- მაცხოვრებელს ს-------–---------------ს და რომლისგანაც უკვე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება ზეპირი მოლაპარაკების გზით, ს-------–------------------ან შეიძინა გ----------------ემ. ამასთან, გ----------------ეს უკვე მიღებული ჰქონდა სხვა მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, 2014 წლის 02 ივნისს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. შესაბამისად, გ----------------ეს ეცნობა, რომ განცხადებას თანდართულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მოცემული უძრავი ნივთის (მიწის ნაკვეთის) კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმით განსაზღვრულ მიწის კონფიგურაციას და წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მარეგისტრირებლის მოთხოვნის პასუხად, გ----------------ემ 2014 წლის 3 ივნისს დამატებით შეიტანა განცხადება, რომლითაც განმარტა, რომ საინვენტარიზაციო გეგმაში მოცემული ნახაზის დარღვევა გამოწვეული იყო მისასვლელი გზის გამო და მის მიერ წარდგენილი იქნა ახალი აზომვითი ნახაზი, კონფიგურაციის ცვლილებით. აღნიშნული დოკუმენტების და დამატებით შეტანილი განცხადების შემდეგ, გ----------------ემ მოატყუა რა მარეგისტრირებელი ორგანო, 2014 წლის 9 ივნისს, გ----------------ეს საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა 900 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დ--–-----------------------–---------–ი მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 31 883 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 7-----------. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მიღებული ჰქონდა რა მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით საკუთრების უფლება, გ----------------ემ დანაშაულებრივი ქმედების შესანიღბად, თაღლითურად დაუფლებული მიწის ნაკვეთი 2014 წლის 13 ივნისს, ფიქტიურად, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა თავის ყოფილ მეუღლეს, ნ-----–------–--------------ას. ამ უკანასკნელმა კი 2014 წლის 17 ივნისს ზემოხსენებული მიწის ნაკვეთი, იგივე საკადასტრო კოდით, დაირეგისტრირა საკუთრებაში. ნ-----–------–--------------ამ 2014 წლის 30 სექტემბერს, N7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის დაყოფის მიზნით, განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, რის საფუძველზეც, 2014 წლის 03 ოქტომბერს ზ/ხსენებული მიწის ნაკვეთი დაყოფილი იქნა 430 კვ.მ (საკადასტრო კოდით: 7-----------) და 470 კვ. მ (საკადასტრო კოდით: 7-----------) ფართობის მქონე ორ მიწის ნაკვეთად.

 

მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ----------------ემ და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის პროკურორმა გ----------------–---–მა.

 

დაცვის მხარემ მოითხოვა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. აპელანტის განმარტებით, მის მიმართ წარდეგნილი ბრალდება არის უსაფუძვლო, სასამართლოს განაჩენი კი არ ემყარება მოწმეთა მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს და ასევე იგნორირებულია ყველა ის სამართლებრივი აქტი, რის საფუძლეზეც მას გააჩნდა სადავო მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების უფლებამოსილება. ასევე, მსჯავრდებულის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ სოფელი ძველი ა-------ი, სადაც მას ჰქონდა სახლი, არასოდეს არ იყო დატბორილი. აღნიშნული სოფელი ისევ ფუნქციონირებს და ადრე ვისაც ჰქონდა მიწის ნაკვეთები და აშენებული სახლები, დღეისათვის თავიდან ირეგისტრირებენ სათანადო დოკუმენტების საფუძველზე. რაც შეეხება სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, იგი ჩატარებულია არა მისი, არამედ სხვა მიწის ნაკვეთზე. იქ, სადაც გადაღებულია სურათები და ჩანს ა--------- ხედები, ვერ იქნა ნანახი მის მიერ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. ასევე, ბრალდების მხარეს არ აქვს ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზა მის სარგებლობა-მფლობელობაში არსებულ 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და გ----------------ის მიმართ ძირითადი სასჯელის სახით ვადიანი თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. პროკურორის განმარტებით, სასამართლომ გ----------------ის მიმართ გამოიყენა მსუბუქი სასჯელი ჯარიმის სახით. მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა გ----------------ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გ----------------ემ ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული, იგი არაერთხელ უკანონო მეთოდებით ცდილობდა დაუფლებოდა რო-----–---–---ს ყოფილ ქონებას, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელთა არაერთგზის შეცდომაში შეყვანით, საბოლოოდ მაინც მოახერხა. ასევე, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გ----------------ეს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე არ უღიარებია მის მიერ ჩადენილი დანაშაული, არ გასჩენია სინანულის გრძნობა, პირიქით ის მუდმივად, ჯიუტად იმეორებდა, რომ არ დათმობდა დაუფლებულ მიწას და სადაც უნდოდა იქ დაირეგისტრირებდა მას. ყოველივე აღნიშნული კი აშკარად მეტყველებს მის პიროვნებაზე და ცალსახად ადასტურებს, რომ ჯარიმის სახით განსაზღვრული მსუბუქი სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ----------------ემ, მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ---------------–---–მა და პროკურორმა თ----------------–---–მა მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში გ----------------ის ბრალეულობა; ამასთან, მის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა გ------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრში უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე. მისთვის ცნობილია, რომ გ----------------ე ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტის - 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის გამოყენებით, 2014 წლის 9 ივნისს თაღლითურად დაეუფლა დ--–-----------------------–---------–ი მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ N7----------- საკადასტრო კოდის მქონე, 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა 31 883 (ოცდათერთმეტი ათას რვაას ოცდაცამეტი) ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ხსენებული უძრავი ქონება ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობის გამო გადავიდა სახელმწიფო მფლობელობაში და იქ მცხოვრებ პირებს სანაცვლოდ გამოეყოთ სხვა მიწის ნაკვეთები დუშეთის რ-ნის სოფ. ა--------- ე.წ „ახალ დასახლებაში“. შესაბამისად, გ----------------ე ხსენებული უძრავი ქონების შეძენას ვერავისგან ვერ განახორციელებდა და მათ შორის დადებული ნებისმიერი შეთანხმება უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს. ამასთან, კიდევ ერთი საფუძველი, თუ რატომ არ უნდა მომხდარიყო ამ ტერიტორიის კერძო პირებზე რეგისტრაცია, იყო ის, რომ ტერიტორია წარმოადგენდა მოქალაქეთათვის საშიშ ტერიტორიას, ვინაიდან ხშირად იტბორებოდა. შესაბამისად, გ----------------ის მიმართ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრს“ გააჩნია პრეტენზია და იგი, როგორც დაზარალებულის წარმომადგენელი, მოითხოვს სახელმწიფოზე მიყენებული ქონებრივი ზიანის სრულად ანაზღაურებას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ---------------------ა განაცხადა, რომ 1998 წლის 23 დეკემბრიდან, 2007 წლის ნოემბრის თვის ჩათვლით მუშაობდა დუშეთის რაიონის სოფელ ა--------- თემის რწმუნებულის თანამდებობაზე. დაიბადა და გაიზარდა დუშეთის რაიონის, სოფელ ა-------–ი მდებარე მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლში, რომლის მეზობლადაც მდებარეობდა რობერტ და ვ--–----------------–---–ების ოჯახის საცხოვრებელი სახლი. ხსენებულ საცხოვრებელ სახლს ქონდა დიდი ეზო და ბაღი, საერთო ჯამში დაახლოებით 2 500 კვ. მეტრამდე ფართობის, რომელსაც აღნიშნული ოჯახი ამუშავებდა და მოყავდა სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული. 1975-1984 წლებში ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებასთან და ახალი სამხედრო გზის გაყვანის გამო გატარდა შესაბამისი სამუშაოები. გზაზე, სადაც მშენებლობა წარმოებდა, ხორციელდებოდა კლდის გაჭრა აფეთქებების გზით, ყოველივე ამის შედეგად ვ--–-------------------------------–---–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაიფარა ნაშალი კლდით, ხოლო საცხოვრებელი სახლის კედლები დაიბზარა. ხსენებული ვითარების გამო რო-----–---–---ს ოჯახს, კუთვნილი უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადასცა დაახლოებით 1200 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა დ--–-----------------------–---------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“. შესაბამისად, ვ--–-------------------------------–---–-ს ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული მამაპაპისეული შენობა-ნაგებობით, რომელიც მოყვა დატბორვის ზონაში, გადაეცა სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ 1983 წლიდან ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სახლმწიფო, ვ--------------–---–ი 1994 წლამდე ცხოვრობდა იქ და ამუშავებდა მას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2014 წლის 9 ივნისს, საკადასტრო კოდით N 7-----------, გ----------------ეს საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე დუშეთის რაიონი, სოფელი ა-------ი, წარმოადგენს იმ უძრავი ქონების ნაწილს, რომელიც 1983 წელს ვ--–-------------------------------–---–-ს ოჯახმა გადასცა სახელმწიფოს. აღნიშნული მისთვის ცნობილი გახდა მას შემდგომ, რაც 2014 წლის ივნისის თვის ბოლოს მასთან მივიდა ა-------------–---–ი (ბ---------) და სთხოვა ენახა, ხომ არ იყო მათი კუთვნილი მიწის ნაკვეთი ვინმეზე დარეგისტრირებული. რაც შეხება გ----------------ეს, მოწმის განმრტებით, იგი პირველად დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი. მან ს-------–--------------ისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი სახლთან ერთად, რომელიც ყვებოდა დატბორვის ზონაში. ამის ნაცვლად კი სახელმწიფომ მას გამოუყო 1500 კვადრატული მეტრი ტერიტორია ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც მან ჩადგა ვაგონი, დაახლოებით 1996 წელს. ვინაიდან, აღნიშნული სასაფლაოს ტერიტორიაც ყვებოდა ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში, გ----------------ემ სასამართლოს წესით, სანაცვლოდ მოითხოვა მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელე გ----------------ემ ნებაყოფლობით ჩააბარა 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ მას სოფ. ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ძველი სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე, რაც დღეის მდგომარეობითაც იმყოფება გ----------------ის მფლობელობაში. ხსენებული ნაკვეთი მდებარეობს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმ მიწის ნაკვეთისაგან, რომელიც გ----------------ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლის 9 ივნისს საკუთრებაში იქნა დარეგისტრირებული.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ვ--–----------------–---–მა განაცხადა, რომ იგი დაიბადა და გაიზარდა დუშეთის რაიონის, სოფელ ა-------–ი მდებარე მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული სახლი აშენებულია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, პაპის - საბა რ-------–---–-ს და მამის - კ-----------------------–---–ის მიერ. მისმა დედამ ვ-----------–-–---–მა, ნაკლები ქონების გადასახადის გადახდის მიზნით, საკუთრებაში დაიკანონა 2 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 1 700 კვ.მ, თუმცა რეალურად ფლობდა და ამუშავებდა 2 500 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთს. 1975-1984 წლებში ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებასთან და ახალი სამხედრო გზის გაყვანის გამო გატარდა შესაბამისი სამუშაოები. გზაზე, სადაც მშენებლობა წარმოებდა, ხორციელდებოდა კლდის გაჭრა, აფეთქებების გზით, ყოველივე ამის შედეგად მისი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაიფარა ნაშალი კლდით, ხოლო საცხოვრებელი სახლის კედლები დაიბზარა. ამის გამო მის ოჯახს, ზემოხსენებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადასცა 1 199 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“. შესაბამისად, მათი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული მამაპაპისეული შენობა-ნაგებობით, რომელიც მოჰყვა დატბორვის ზონაში, გადასცეს სახლმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ 1983 წლიდან ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სახელმწიფო, დედამისი ვ-----------–-–---–ი 1994 წლამდე ცხოვრობდა იქ და ამუშავებდა მას. დღეის მდგომარეობით, ზ/აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ისევ დგას მამაპაპისეული სახლი, ხოლო მიწის ნაკვეთზე დგას სხვადასხვა ჯიშის ხილი, რომლის მოსავალსაც დღემდე იღებს თვითონ და მისი მეუღლე ა-------------–---–ი (ბ---------). ბრალდებულმა გ----------------ემ საჯარო რეესტრში ყალბი დოუმენტების წარდგენის გზით თაღლითურად დაირეგისტრირა სწორედ მათი მამაპაპისეული მიწის ნაწილი - 900 კვ.მ, რომელიც 1983 წელს მისმა ოჯახმა გადასცა სახელმწიფოს. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ გ----------------ე პირველად დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი. მან მიიტანა საცხოვრებელი ვაგონი, განათავსა ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე და გარშემო მდებარე 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დაეუფლა. ვინაიდან, აღნიშნული სასაფლაოს ტერიტორიაც ყვებოდა ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში, გ----------------ემ სასამართლოს წესით, სანაცვლოდ მოითხოვა მიწის ნაკვეთი. დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გ----------------ემ ნებაყოფლობით ჩააბარა 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ მას ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ძველი სასაფლაოს მოშორებით, ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე. ხსენებული ნაკვეთი კი მდებარეობს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით იმ მიწის ნაკვეთისაგან, რომელიც გ----------ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლის 9 ივნისს საკუთრებაში იქნა დარეგისტრირებული. რაც შეეხება 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებულ ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტს, მოწმემ განმარტა, რომ იგი გ----------------ეს გადასცა მისი მეუღლის ძმამ - ს-------–---------------მ, რომელმაც თვაის მხრივ თავისი მამაპაპისეული საკუთრება მიყიდა გ----------------ეს. სწორედ ეს დოკუმენტი გამოიყენა გ----------------ემ, რათა თაღლითური გზით დაუფლებოდა სახელმწიფოს კუთვნილ იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც მანამდე მისი ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. ხსენებული მიწის ნაკვეთი (900 კვ.მ) თავდაპირველად საკუთარ სახელზე დაურეგისტრირებია გ----------------ეს, ხოლო შემდეგ ყოფილ მეუღლეს ნ-----–------–--------------ასთვის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადაუცია, თუმცა რეალურად მას ამ დრომდე გ----------------ე ფლობს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა ა-------------–---–მა, ვახტანგ როსტიაშვილმა და რ------------------–---–მა დაადასტურეს ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები. ამასთან, რ------------------–---–მა დამატებით განმარტა, რომ 2014 წლის მაისის თვის ბოლოს ს-------–--------------- მივიდა მის საცხოვრებელ სახლში და გადასცა გ----------------ის დანაბარები. კერძოდ, გ----------------ე, 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, სთავაზობდა, რომ მის ოჯახს (ძმასა და რძალს) აღარ ეცადა ხსენებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში დარეგისტრირება და იგი დაეთმოთ მისთვის, რაზედაც მისგან მიიღო კატეგორიული უარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ე-–--------–--–---–-ა განაცხადა, რომ მისი ბაბუის ა-–---------------–--–---–ის მამაპაპისეული სახლი მდებარეობდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი. აღნიშნულ სახლში წლის განმავლობაში დაახლოებით 4-5 თვე უწევდა ცხოვრება, შესაბამისად, მისი ცხოვრების თითქმის ნახევარი გატარებული აქვს დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი. მისი ბაბუის სახლის გვერდით მდებარეობდა რ------------------–---–სა და ვ--–----------------–---–ის საცხოვრებელი სახლი. ახსოვს, რომ აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდნენ ბ----------------–---–ის ბებია - ვ---------------–---–ი (მ-----–-–---–ი), ვ--–----------------–---–ი და მისი მეუღლე ა-------------–---–ი. ხსენებულ საცხოვრებელ სახლს ქონდა დიდი ეზო და ბაღი, დაახლოებით 2 500 კვ. მეტრამდე ფართობის, რომელსაც აღნიშნული ოჯახი ამუშავებდა და მოყავდა სხვადასხვა სახის ხილი და ბოსტნეული. 1975-1984 წლებში ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებასთან და ახალი სამხედრო გზის გაყვანის გამო გატარდა შესაბამისი სამუშაოები, რამაც გამოიწვია რო-----–---–---ს საცხოვრებელი სახლის დაზიანება. ამის გამო 1983 წელს მათი კუთვნილი უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ როსტიაშვილებს გადასცა დაახლოებით 1 200 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“. შესაბამისად, ვ--–-------------------------------–---–-ს ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული მამაპაპისეული შენობა-ნაგებობით, რომელიც მოყვა დატბორვის ზონაში, გადაეცა სახლმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ 1983 წლიდან ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სახელმწიფო, ვ--------------–---–ი 1994 წლამდე ცხოვრობდა იქ და ამუშავებდა მას. მანვე განმარტა, რომ გ----------------ე არ არის სოფ. ა--------- მკვიდრი. როგორც მისთვის ცნობილია, იგი პირველად დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი, რომელსაც საკრებულომ გამოუყო მხოლოდ და მხოლოდ გამოუყო 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ე.წ „ჯოთირების“ ტერიტორიაზე. ხსენებული ნაკვეთი კი მდებარეობს რამდენიმე კილომეტრის მოშორებით რო-----–---–---ს ყოფილი სახლიდან. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისმა პაპამ - ს-------------–--–---–მა მისი კუთვნილი სახლი დაახლოებით 200 კვადრატული მეტრი და მის გარშემო მყოფი მიწის ნაკვეთი 100 კვადრატული მეტრი, მიყიდა გ----------------ეს, რაც ამ უკანასკნელმა დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში. სახლი დგას ქუჩის მხარეს და შესვლა შესაძლებელია ქუჩიდან, თუმცა ქუჩიდან მანქანით ვერ შეხვალ ვერც წინა მხრიდან და ვერც უკანა მხრიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ---------–--–---მ განაცხადა, რომ დაიბადა დუშეთის რაიონის, სოფ. ბულაჩაურში მდებარე მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლში. ვინიდან მისი უფროსი და ეფემია ოდიშელიძე (რ-------–---–-) ცხოვრობდა სოფ. ა-------–ი, ბავშვობისა და ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი გატარებული აქვს ხსენებულ სოფელში. იგი მეგობრობდა ვ--–-------------------------------–---–--თან და ყოველდღიურად უწევდა მათ ოჯახში სტუმრობა. შესაბამისად, მისთვის ცნობილია, რომ სოფელ ა-------–ი მდებარე მათ საცხოვრებელ სახლს ქონდა დიდი ეზო და ბაღი, დაახლოებით 2 500 კვ. მეტრამდე ფართობის, რომელსაც მათი ოჯახი ამუშავებდა. 1975-1984 წლებში ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებასთან და ახალი სამხედრო გზის გაყვანის გამო გატარდა შესაბამისი სამუშაობი, რის შედეგადაც ვ--–-------------------------------–---–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაიფარა ნაშალი კლდით, ხოლო საცხოვრებელი სახლის კედლები დაიბზარა. ამის გამო 1983 წელს რო-----–---–---ს ოჯახს აღნიშნული უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადასცა დაახლოებით 1 200 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“. ვ--–-------------------------------–---–-ს ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი კი, მასზე განთავსებული მამაპაპისეული შენობა-ნაგებობით, რომელიც მოყვა დატბორვის ზონაში, გადაეცა სახლმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ 1983 წლიდან ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სახლმწიფო, ვ--------------–---–ი (მ-----–-–---–ი) 1994 წლამდე ცხოვრობდა იქ და ამუშავებდა მას. მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2014 წელს, გ----------------ემ თაღლითურად დაირეგისტრირა წარსულში რო-----–---–---ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი 900 კვ.მ, რაც იმ დროისათვის უკვე სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა---------–----–---–მა განაცხადა, რომ დაიბადა და გაიზარდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი მდებარე მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლში. მისი საცხოვრებელი სახლის მეზობლად (მოპირდაპირედ) მდებარეობდა რ------------------–---–სა და ვ--–----------------–---–ის საცხოვრებელი სახლი. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად უწევდა მათ ოჯახში სტუმრობა და თითქმის მთელი ბავშვობა გატარებული აქვს მათთან. მისთვის ცნობილია, რომ რო-----–---–---ს საცხოვრებელი სახლი აშენებულია მე-19 საუკუნის 50-იან წლებში. ხსენებულ საცხოვრებელ სახლს, ჰქონდა დიდი ეზო და ბაღი, დაახლოებით 2 500 კვ. მეტრამდე ფართობის, რომელსაც მათი ოჯახი ამუშავებდა. 1975-1984 წლებში ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებასთან და ახალი სამხედრო გზის გაყვანის გამო გატარდა შესაბამისი სამუშაობი, რის შედეგადაც ვ--–-------------------------------–---–--ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი დაიფარა ნაშალი კლდით, ხოლო საცხოვრებელი სახლის კედლები დაიბზარა. ამის გამო 1983 წელს რო-----–---–---ს ოჯახს აღნიშნული უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადასცა დაახლოებით 1 200 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“. ვ--–-------------------------------–---–-ს ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული მამაპაპისეული შენობა-ნაგებობით კი, რომელიც მოჰყვა დატბორვის ზონაში, გადაეცა სახლმწიფოს. მოწმისათვის მეზობლებისაგან გახდა ცნობილი, რომ გ----------------ე ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ მიწის ნაკვეთის ნაწილს ( 900 კვ.მ.), რომელიც ადრე ეკუთვნოდათ როსტიაშვილებს. ა---------–----–---–მა ასევე განმარტა, რომ გ----------------ე პირველად დაახლოებით 90-იანი წლების დასაწყისში გამოჩნდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი, მოიტანა საცხოვრებელი ვაგონი და განათავსა ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე, რის შემდგომ, როგორც ახსოვს 1996 წელს, ვაგონის შემოგარენში მდებარე 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დაეუფლა. ვინაიდან, აღნიშნული სასაფლაოს ტერიტორიაც ყვებოდა ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში, გ----------------ემ სასამართლოს წესით, ნებაყოფლობით ჩააბარა 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ მას სოფ. ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ძველი სასაფლაოს მოშორებით, ე.წ „ჯოთირების“ ტერიტორიაზე, რაც დღეის მდგომარეობითაც გ----------------ის მფლობელობაში იმყოფება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა გ--------------–---–მა და შ--------–----მ დაადასტურეს ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე ა-–-------------------–-–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც, იგი რეგისტრირებული იყო და ცხოვრობდა ა-------–ი ოჯახთან ერთად. დუშეთის რაიონის ა--------- თემის (საკრებულოს) მდივნის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მის ძირითად უფლება-მოვალეობას წარმოადგენდა ა--------- თემში მცხოვრებ მოსახლეობაზე რიცხული ქონების აღწერა, რის თაობაზეც აწარმოებდა ე.წ საკომლო ჩანაწერების წიგნებსა და ბინის მეპატრონეთა საკომლო ჩანაწერების წიგნებს. გ----------------ე პირველად დაახლოებით 1992 წელს გამოჩნდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი. იმ დროს აღნიშნულმა პიროვნებამ მოიტანა საცხოვრებელი ვაგონი და განათავსა ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე, 1996 წელს კი ვაგონის შემოგარენში მდებარე 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დაეუფლა. ვინაიდან, აღნიშნული სასაფლაოს ტერიტორია ყვებოდა ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში, გ----------------ემ სასამართლოს წესით, ნებაყოფლობით ჩააბარა 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- ყოფილი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ მას სოფ. ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მისგან მოშორებით, ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ამჟამად ისევ განთავსებულია ზ/ხსენებული საცხოვრებელი ვაგონი და გ----------------ის მფლობელობაში იმყოფება, თუმცა რეგისტრაცია არ განუხორციელებია. საკომლო წიგნებში დაფიქსირებული ინფორმაცია გ----------------ის შესახებ გაკეთებულია მის მიერ. ასევე, ა-–-------------------–-–---–ი განმარტავს, რომ მისი საქმიანობიდან გამომდინარე, მისთვის ცნობილია, რომ 1970 წლიდან, 1994 წლამდე პერიოდში ვ--------------–---–ს (მ-----–-–---–ი), რობერტ და ვ--–----------------–---–ებს გააჩნდათ საცხოვრებელი სახლი სოფ. ა-------–ი, ძველი სკოლიდან დაახლოებით 50 მეტრში, რომელიც 1983 წელს ჟინვალის წყალსაცავისა და ახალი სამხედრო გზის მშენებლობის გამო, გადაეცა სახელმწიფოს, ხოლო ზ/ხსენებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ რო-----–---–---ს ოჯახს გადასცა დაახლოებით 1 200 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი, ე.წ „ახალ დასახლებაში“. გამომძიებლის მიერ წარდგენილ 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც გ------------------------------ს საკუთრებას წარმოადგენს 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 903 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლით და 30,89 კვ.მ ფართობის მქონე სარდაფით, - მოწმემ აჩვენა, რომ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება იმ უძრავი ქონების ინფორმაციას, რომელიც გ----------ემ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა. ამიტომ 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტის საფუძველზე მარეგისტრირებელ ორგანოს არ უნდა განეხორციელებინა რეგისტრაცია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ-----------–-----–---–მა განაცხადა, რომ 2007 წლიდან მუშაობს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და ამჟამად უკავია გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობა ა-------–ი. იგი დაიბადა და გაიზარდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი მდებარე მამაპაპისეულ საცხოვრებელ სახლში. მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში მდებარეობდა რობერტ და ვ--–----------------–---–ების ყოფილი საცხოვრებელი სახლი, სადაც ცხოვრობდნენ ვ---------------–---–ი (მ-----–-–---–ი), ბ----------------–---–ი, ნინო რ-------–---–-, რობერტ და ვ--–----------------–---–ები და მათი მეუღლეები. 1983 წელს ზ/ხსენებულ ჟინვალის წყალსაცავისა და ახალი სამხედრო გზის მშენებლობის გამო, რო-----–---–---ს ოჯახს, ხსენებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადასცა დაახლოებით 1 200 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“. შესაბამისად, ვ--–-------------------------------–---–-ს ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული მამაპაპისეული შენობა-ნაგებობით, რომელიც მოჰყვა დატბორვის ზონაში, გადაეცა სახელმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ 1983 წლიდან ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სახელმწიფო, ვ--------------–---–ი (მ-----–-–---–ი) 1994 წლამდე ცხოვრობდა იქ და ამუშავებდა მას. თანამდებობიდნ გამომდინარე მისთვის ცნობილი გახდა, რომ 2014 წლის 9 ივნისს, გ----------------ის მიერ, მისსავე სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული იქნა 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, კერძოდ იმ უძრავი ქონების ნაწილი, რომელიც 1983 წელს ვ--–-------------------------------–---–-ს ოჯახმა გადასცა სახელმწიფოს და ეკუთვნოდა ამ უკანასკნელს. მოწმის ჩვენებით, გ----------------ე პირველად დაახლოებით 1992 წელს გამოჩნდა დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი. იმ დროს აღნიშნულმა პიროვნებამ მოიტანა საცხოვრებელი ვაგონი და განათავსა ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე, 1996 წელს კი ვაგონის შემოგარენში მდებარე 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს დაეუფლა. ვინაიდან, აღნიშნული სასაფლაოს ტერიტორია ყვებოდა ჟინვალის წყალსაცავის დატბორვის ზონაში და ადგილობრივი მოსახლობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ყოფილი სასაფლაოს ტერიტორის, კერძო პირის მიერ, დაუფლების გამო, გ----------------ემ სასამართლოს წესით, ნებაყოფლობით ჩააბარა 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- ყოფილი სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ მას სოფ. ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მისგან მოშორებით, ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ამჟამად ისევ განთავსებულია ხსენებული საცხოვრებელი ვაგონი და გ----------------ის მფლობელობაში იმყოფება, თუმცა რეგისტრაცია არ განუხორციელებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს-------–---------------მ განაცხადა, რომ დაიბადა, გაიზარდა და ცხოვრობს დუშეთის რაიონის, სოფ. ა-------–ი. 1971 წელს მისი და აზა ბ--------- (რ-------–---–-) დაქორწინდა მისი სოფლის მკვიდრზე - ვ--–----------------–---–ზე, რომელსაც ჰქონდა დაახლოებით 2 500 კვ. მეტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთი. 1983 წელს ჟინვალის წყალსაცავისა და ახალი სამხედრო გზის მშენებლობის გამო ა--------------ს (რ-------–---–-ს) ოჯახს, ზ/ხსენებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადასცა 1 199 კვ. მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, რომელიც მდებარეობდა დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი, ე.წ „ახალ დასახლებაში“. შესაბამისად, მათი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული მამაპაპისეული შენობა-ნაგებობით, რომელიც მოჰყვა დატბორვის ზონაში, გადაეცა სახლმწიფოს. მიუხედავად იმისა, რომ 1983 წლიდან ხსენებული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო სახლმწიფო, ა-------------–---–ის დედამთილი ვ-----------–-–---–ი (რ-------–---–-) 1994 წლამდე ცხოვრობდა იქ და ამუშავებდა მას. მანვე აღნიშნა, რომ იმავე პერიოდში, ვინიდან მისი მამაპაპისეული სახლიც ყვებოდა დატბორვის ზონაში, მისმა ოჯახმა მიწის ნაკვეთი გადასცა სახელმწიფოს, რის სანაცვლოდაც დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“ მიიღო 1 200 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით. მოწმის განმარტებით, 2014 წლის ივნისის თვეში, გ----------------ეს სახელზე საკუთრების უფლებით დარეგისტრირებული 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე დუშეთის რაიონი სოფელი ა-------ი, წარმოადგენს სწორედ იმ უძრავი ქონების ნაწილს, რომელსაც ვალერიან და ა-------------–---–ების ოჯახი ფლობდა და რომელიც 1983 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა. გ----------------ის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციისათვის წარდგენილ 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებულ ინდივიდუალურ საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტთან დაკავშირებით კი ს-------–---------------მ განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არის მისი მამაპაპისეული სახლისა და ეზოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აღნიშნული სახლი მიუხედავად იმისა, რომ მოყვა დატბორვის ზონაში და შესაბამისად მასზე საკუთრების უფლება მან და მისმა ოჯახმა გადასცა სახელმწიფოს და მასზე არანაირი უფლება აღარ გააჩნდა, ზეპირი მოლაპარაკების გზით, დაახლოებით 90-იან წლებში მიყიდა გ----------------ეს, რაშიც მან გადაუხადა 2 000 მანეთი. მან გ----------------ეს მიყიდა სახლის ნაწილი, ხოლო მიწა არ მიუყიდია. მიწა სახელმწიფოს ეკუთვნოდა და ვერანაირად ვერ მიყიდიდა. მალევე სახლი და ტერიტორია დაიტბორა წყლით და გ----------------ე გადავიდა სასაფლაოს ტერიტორიაზე. მოწმემ დაადასტურა, რომ 2014 წლის მაისის თვის ბოლოს ნამდვილად მივიდა რ------------------–---–თან დუშეთის რ-ნი, სოფ. ა-------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“ და მას გადასცა გ----------------ის დანაბარები. კერძოდ, გ----------------ე, 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ სთავაზობდა მას, რომ მის ოჯახს აღარ ეცადათ ზ/ხსენებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში დარეგისტრირება და იგი დაეთმოთ გ----------------ესთვის, რაზედაც რ------------------–---–მა განუცხადა კატეგორიული უარი. ასევე, 2014 წლის ივნისის ბოლოს მის საცხოვრებელ სახლში, მდებარე დუშეთის რ-ნი, სოფ. ა-------ი, ე.წ „ახალ დასახლებაში“, ერთმანეთს შეხვდენენ მისი და - ა-------------–---–ი, სიძე - ვ--–----------------–---–ი და გ----------------ე. ამ უკანასკნელმა 2 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ მათ შესთავაზა, რომ აღარ ეცადათ ხსენებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საკუთრებაში დარეგისტრირება და იგი დაეთმოთ მისთვის, რაზედაც მათგან ასევე მიიღო კატეგორიული უარი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე შ----------------მ განაცხადა, რომ 2009 წლის დეკემბრის თვიდან მუშაობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. იგი, როგორც რეგისტრატორი, ვალდებულია, რომ დეტალურად გადაამოწმოს უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და მხოლოდ მათი სრულყოფილების შემთხვევაში მოახდინოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. უფლების რეგისტრაციის დროს მასზე დაკისრებულ მოვალეობას-რეგისტრაციას ახორციელებს დამოუკიდებელად, პირადი შეხედულებითა და გამოცდილებით, ასევე, კანონმდებლობით დადგენილი ნორმების გათვალისწინებით. 2014 წლის 27 მაისის T----------- ცნობა-დახასიათებაზე, რომლის თანახმადაც, გ----------------ეს სოფ. ა-------–ი საკუთრებაში ერიცხება 903 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი 1994 წლამდე, რომელსაც საფუძვლად უდევს გ------------------------------ს სახელზე, 1993 წლის 27ივლისს, გაცემული ტექნიკური პასპორტი, 2014 წლის 29 მაისით დათარიღებული სსიპ საჯარო რეესტრის N9------ განცხადებაზე, რომლის თანახმად, დაინტერესებული პირი, გ----------------ე (პ/ნ 0----------) ითხოვს, წარმოდგენილი დოკუმენტის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, მდებარე: დუშეთის რაიონის, სოფელ ა-------–ი, სადაც ხსენებული განაცხადის დაინტერესებული პირის გრაფაში ფიქსირდება გ----------------ის სახელით შესრულებული ხელმოწერა და განცხადებას თან ახლავს შემდეგი დოკუმენტები: დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, N5- საარქივო ამონაწერი (24/07/2009 წ.), 900 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი საინფორმაციო ფურცელთან ერთად და ელ. ვერსია, - განმარტა, რომ ხსენებული დოკუმენტები შემდგომში მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციის განსახორციელებლად დააწერა მას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთზე და ცალკე უფლების ობიექტზე რეგისტრაციის განყოფილების უფროსმა. წარმოდგენილი დოკუმენტების ელექტრონულ ვერსიაზე განახორციელა შემდეგი პროცედურები: თავდაპირველად შეამოწმა გ----------------ეს ხომ არ ჰქონდა რეგისტრირებული რაიმე სახის უფლება, შემდგომ შეამოწმა - შესაბამისობაში იყო თუ არა ცნობა დახასიათებაში არსებული ინფორმაცია წარმოდგენილ სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტებში არსებულ ინფორმაციასთან. ასევე, მის მიერ გადამოწმების მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ერვნული სააგენტოს ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან გამოთხოვილი იქნა გ----------------ის მიერ წარმოდგენილი ცნობა-დახასიათება. იქიდან გამომდინარე, რომ გ----------------ის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე არსებულ კონფიგურაციას, ამასთან, ტექნიკური აღრიცხვის ბარათზე მიწასთან ერთად დაფიქსირებული იყო საცხოვრებელი სახლიც, ხოლო საკადასტრო-აზომვით ნახაზზე არ იყო მითითებული უძრავი ქონება, გ----------------ეს შეუჩერა სარეგისტრაციო წარმოება. შემდეგ, გ----------------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი იქნა განცხადება, რომ საინვენტარიზაციო გეგმაში მოცემული ნახაზის დარღვევა გამოწვეული იყო მისასვლელი გზის გამო და წარადგინა ახალი აზომვითი ნახაზი კონფიგურაციის ცვლილებით. იმის გათვალისწინებით, რომ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში გ----------------ის უფლების დამდგენი დოკუმენტი დაცული იყო 1994 წლამდე, აღნიშნული შესაბამისობაში იყო კანონმდებლობასთან. შესაბამისად, ვინაიდან ხელისშემშლელი ფაქტორი არ არსებობდა, 2014 წლის 9 ივნისს საკადასტრო კოდით N7----------- გ----------ეს საკუთრების უფლებით დაურეგისტრირა დ--–-----------------------–---------–ი მდებარე 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. მანვე განმარტა, რომ ვინაიდან მიწის ნაკვეთი 1994 წლამდე იყო სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში აღრიცხული, 2014 წლის მდგომარეობით შესაძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელებულიყო. აქედან გამომდინარე, აღნიშული არ წარმოადგენდა მისი კვლევის ობიექტს, ამასთან, არ ეკისრება ვალდებულება ხსენებული გადაემოწმებინა. იმ შემთხვევაში, თუ ეცოდინებოდა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწა მდებარეობდა სხვა ადგილას და ნახაზით კოორდინატები მითითებული იქნა სხვა ადგილას, იგი არავითარ შემთხვევაში არ მოახდენდა რეგისტრაციას. აღნიშნულზე სრულად არის პასუხისმგებელი სარეგისტრაციო დოკუმენტების წარმდგენი განმცხადებელი, რომელიც მის მიერ არასწორად დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში თავად აგებს პასუხს კანონის წინაშე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ნ----------–---–მა განაცხადა, რომ 2014 წელს მან გასცა საგამოძიებო ორგანოდან მიმართვის საფუძველზე წერილი და საკომლო წიგნების ჩანაწერები გ----------------ესთან დაკავშირებით. საკომლო ჩანაწერების მიხედვით, გ----------------ე ირიცხებოდა სეზონურ მაცხოვრებლად, ბინის მესაკუთრედ და ერიცხებოდა 1500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი. მის (ნ----------–---–ის) მიერ გადასინჯული იქნა 1951 წლიდან, 2005 წლის ჩათვლით ა--------- საკომლო წიგნები და აღნიშნულ წიგნებში გ----------------ე ფიქსირდება 1996-2000 წწ. საკომლო წიგნების პერიოდიდან, კერძოდ: ა--------- საკრებულოს 1996-2000 წწ. სოფელ ა--------- საკომლო წიგნში ოჯახის უფროსად და კომლის ერთადერთ წევრად ჩაწერილია გ-----------------------------ე (სეზონური მცხოვრები). მოწმის განმარტებით, სეზონური მცხოვრები ნიშნავს, რომ ბინის მესაკუთრე ა-------–ი არ იყო ჩაწერილი, სხვაგან იყო რეგისტრირებული, მაგრამ ქონებას ფლობდა ა-------–ი, სახლს ან მიწის ნაკვეთს. მოწმემ განმარტა, რომ ჩანაწერის მიხედვით, კომლს პირად საკუთრებაში ერიცხება: საცხოვრებელი ვაგონი 27 კვ.მ., 1996-2000 წწ. მიწა სულ 0,15. გამოყოფილია 20.09.96.წ. ასევე, ა--------- საკრებულოს 2001-2006 წწ. სოფელ ა--------- ბინის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მეპატრონე - მესაკუთრის საკომლო წიგნში ოჯახის ერთადერთ უფროსად და ერთადერთ წევრად ჩაწერილია გ-----------------------------ე. მას ერიცხება საცხოვრებელი ვაგონი. 2001-2002 წწ. - საცხოვრებელი სახლი აგებულია 1996 წელს, საერთო ფართობი 30, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 20; 2001-2002 წწ. 2003-2005 წწ. - საცხოვრებელი სახლი აგებულია 1996 წელს, საერთო ფართობი 20, მათ შორის საცხოვრებელი ფართი 20; 2001-2005 წწ. მიწა სულ 0,15, მათ შორის სახნავი 0,15. მოწმემ ამასთან განმარტა, რომ 1996-2000 წწ. გ----------------ე საკომლო წიგნში გატარებულია როგორც სეზონური მაცხოვრებელი და არ არის გატარებული როგორც ბინის მეპატრონე. ის დაეყრდნო წერილის გაცემის დროს საკომლე წიგნების ჩანაწერებს. ნ----------–---–ის განმარტებით, 2006 წლის შემდგომ მისადმი დაქვემდებარებულ სამსახურში აღარ არსებობს საკომლო ჩანაწერები კომლის მდგომარეობისა და ბინის მეპატრონეთა მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული, განპირობებულია იმით, რომ 2006 წლიდან საკომლო წიგნებისა და ბინის მეპატრონეთა წიგნების წარმოება გაუქმებული იქნა, ხოლო 2005 წლის წიგნებში დაცული ინფორმაცია კომლის მდგომარეობის ანდა შემადგენლობის შესახებ არის საბოლოო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაიკითხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს თანამშრომელი ტ--------------–---–ი, რომელმაც ისაუბრა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დეტალებზე და გამოვლენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ასევე დაიკითხნენ დაცვის მხარის მოქმეები, მათ შორის: კ------------------–--------------------------------------–-ძე, რომლებიც ადასტურებენ, რომ გ----------------ე სოფელ ა-------–ი ნამდვილად ფლობდა მიწის ნაკვეთს, სადაც ასევე ჩადგა ვაგონი. მათთვის ცნობილია, რომ გ----------------ეს სახელმწიფოსაგან ჰქონდა გამოყოფილი კონკრეტული ფართობის ტერიტორია და სარგებლობდა. თუმცა სადავო მიწის ნაკვეთი გ----------------ემ როგორ და რა ფორმით დაირეგისტრირა, მოწმეები ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. მათ გ----------------ის გადმოცემით იციან, რომ იყიდა ის ტერიტორია და შესაბამისად, ყველაფერი დაურეგისტრირეს.

 

2014 წლის 03 დეკემბრის N0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ დუშეთის რაიონში, სოფელ ა-------–ი მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ( საკ. კოდი N 7-----------) 1 კვ. მ-ის ღირებულება 2014 წლის ივნისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 20 აშშ დოლარს, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის გათვალისწინებით - 35.2 ლარს. შესაბამისად, მთლიანი 900 კვ. მ-ის ღირებულება შეადგენდა 31 833 ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ------------------მ და დამატებით განმარტა, რომ მის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასებულია შედარების მეთოდით, რაზედაც ადგილზე კვლევისა და ინტერნეტ-საიტების მეშვეობით მოძიებულ იქნა რამოდენიმე შესაბამისი ობიექტი, მდებარე დუშეთის რაიონი სოფ. ა-------–ი. ამასთანავე, მის მიერ გამოყენებულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ე.წ „უძრავი ქონების გაყიდვების ბაზა“. შეფასებისას გამოყენებული შესაბამისი ანალოგები დაკორექტირდა და მიღებულ იქნა საბაზრო, საშუალო ღირებულება მოცემული ნაკვეთისათვის შესაბამისი თარიღით.

 

2014 წლის 03 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტების ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღებული იქნა გ----------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია 33 ფურცლად და 2 CD დისკი. ამოღებული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ 2014 წლის 24 მაისს გ----------------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია სოფელ ა-------–ი. მას თან ერთვოდა 2014 წლის 30 აპრილით დათარიღებული 900 კვადრატული მეტრი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზი; 2009 წლის 24 ივლისით დათარიღებული საარქივო ამონაწერი, რომლის მიხედვითაც გ----------------ეს 2000-2005 წლის მონაცემებით ერიცხებოდა საცხოვრებელი ვაგონი, საცხოვრებელი სახლი და 0.15 ჰ. ფართობის მიწის ნაკვეთი ა-------–ი; დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს განჩინება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე გ----------------ემ ნებაყოფლობით ჩააბარა მისთვის 1996 წლის 20 აგვისტოს გამოყოფილი და მიღებული 1 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ მას ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა - 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი სასაფლაოს მოშორებით, ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე; 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებული ტექნიკური პასპორტი, რომელსაც თან ახლავს მიწის ნახაზი (კონფიგურაცია), მასზე არსებულ სახლთან ერთად. ნახაზზე მიწა არის მართკუთხედი ფორმის და აშკარად განსხვავდება გ----------------ის მიერ წარდგენილ 2014 წლის 30 აპრილის საკადასტრო ნახაზზე არსებული კონფიგურაციისაგან. სახლის ფართობად კი მითითებულია 44.3 კვადრატული მეტრი; 2014 წლის 09 აგვისტოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება, რითაც შეჩერებული იქნა სარეგისტრაციო წარმოება და გ----------------ეს ეცნობა, რომ მის მიერ წარდგენილი საკადასტრო-აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ საინვენტარიზაციო გეგმით განსაზღვრულ კონფიგურაციას; გ----------------ის 2014 წლის 09 მაისს განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც იგი უთითებს, რომ კონფიგურაციის ცვლილება გამოწვეული იყო მისასვლელი გზის გამო და ითხოვდა მიწის ნაკვეთის რეგისტაციას; 2014 წლის 09 მაისის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ; N7----------- სკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის ამონაწერი; 2009 წლის 29 ივნისის გ----------------ის განცხადება საჯარო რეესტრისადმი, მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები, წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან ნახაზით განსაზღვრული მიწის ნაკვეთი ფარავდა რეგისტრირებულ მონაცემებს და შესასწორებელიყო ნახაზი.

 

2014 წლის 08 დეკემბერს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან დოკუმენტების ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ამოღებული იქნა გ----------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია, კერძოდ: 1993 წლის 27 ივნისით დათარიღებული ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი - 4 ფურცლად.

 

2014 წლის 25 ნოემბრის საკომლო ჩანაწერების დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ დათვალიერებულ იქნა სსიპ ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს დუშეთის რეგიონალურ არქივში დაცული სოფელ ა--------- კომლების შესახებ არსებული ინფორმაციით 39 (ოცდაცხრამეტი) წიგნი. კერძოდ: 1) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1951-1953 წლების საკომლო წიგნი N5 და N6; 2) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1954-1956 წლების საკომლო წიგნი N7; 3) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1955-195- წლების საკომლო წიგნი (უნომრო); 4) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1958-1960 წლების საკომლო წიგნები - ორ ეგზემპლარად; 5) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1961-1963 წლების საკომლო წიგნები: N1 და N2 ; 6) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1964-1966 წლების საკომლო წიგნები: N1 და N2; 7) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1967-1970 წლების საკომლო წიგნები: N1 და N2; 8) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1971-1973 წლების საკომლო წიგნები: N1 და N2; 9) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1973-1975 წლების საკომლო წიგნები: N1, N2, N7; 10) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1976-1979 წლების საკომლო წიგნები: N1 და N2; 11) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1980-1982 წლების საკომლო წიგნები: N1 და N2; 12) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1983-1985 წლების საკომლო წიგნები: N1, N2 და N5; 13) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1986-2000 წლების საკომლო წიგნები: N1, N2 და N3; 14) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1996-2000 წლების საკომლო წიგნი N1; 15) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 2001-2006 წლების საკომლო წიგნი N1; 16) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1980-82 წლების ბინის მეპატრონეთა საკომლო წიგნი N10; 17) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1983-85 წლების ბინის მეპატრონეთა საკომლო წიგნები: N9, N10 და N11; 18) დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1986-2000 წლების ბინის მეპატრონეთა საკომლო წიგნები: N1, N2, N3, N4, N5 და N12. ზემოაღნიშნული საკომლო წიგნების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ არც ერთ მათგანში გარდა ორი საკომლო წიგნისა, გ------------------------------ს კომლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. კერძოდ, დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1996-2000 წლების საკომლო წიგნ N1-ის დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ 101-ე ფურცელზე განთავსებულია ჩანაწერი გ------------------------------ს კომლის, როგორც სეზონური მცხოვრების, შესახებ. როგორც ჩანაწერიდან დგინდება, ამ დროისთვის გ------------------------------ს კომლი შედგება ერთი პიროვნების - გ------------------------------საგან (ოჯახის უფროსი), დაბადებული 25.03.1953 წელს; „საკრებულოს ტერიტორიაზე ჩამოსულ პირთა გრაფაში“ აღნიშნულია, რომ გ----------------ე ჩამოვიდა, 1993 წლის ივნისის თვეში, ქ. თბილისიდან, ხოლო 1996-2000 წლების მდგომარეობით მის კომლს საკუთრებაში ერიცხება 0,15 ჰ. ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფ. ა-------–ი. აღნიშნული მიწა გამოყოფილი იქნა 20/09/1996 წელს. ამასთან, ამ დროისთვის გ----------------ეს საკუთრებაში ერიცხება 27 მ2 ფართობის მქონე საცხოვრებელი ვაგონი. ასევე, დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 2001-2006 წლების საკომლო წიგნ N1-ის დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ პირველ ფურცელზე განთავსებულია ჩანაწერი გ------------------------------ს კომლის, როგორც სეზონური მცხოვრების, შესახებ. აღნიშნულის დათვალიერებით ირკვევა, რომ ამ დროისთვის გ------------------------------ს კომლი შედგება ერთი პიროვნების - გ------------------------------საგან (ოჯახის უფროსი), დაბადებული 25.03.1953 წელს; „საკრებულოს ტერიტორიაზე ჩამოსულ პირთა გრაფაში“ აღნიშნულია, რომ გ----------------ე ჩამოვიდა 1993 წლის ივნისის თვეში ქ. თბილისიდან, ხოლო 2001-2005 წლების მდგომარეობით მის კომლს საკუთრებაში ერიცხება 0,15 ჰ. მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფ. ა-------–ი. ამასთან, გ----------------ეს კომლს 2001-02 წლების მდგომარეობით საკუთრებაში ერიცხება საცხოვრებლი სახლის საერთო ფართი - 30 მ2, მათ შორის საცხოვრებელი ფართი - 20 მ2 , ხოლო 2003-05 წლებში საცხოვრებლი სახლი საერთო ფართი - 20 მ2, მათ შორის საცხოვრებელი ფართი - 20 მ2. აღნიშნული საცხოვრებელი სახლის აგების თარიღად მითითებულია 1996 წ.

 

2014 წლის 26 ნოემბრის ელექტრონული დოკუმენტაციის დათვალიერების ოქმით დადგენილი იქნა, რომ დათვალიერებულ იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის სპეციალისტის ფრიდონ კბილცეცხლაშვილის სამსახურებრივ პერსონალურ კომპიუტერში არსებულ პროგრამა „napr web“-ში (უძრავ ქონებებზე უფლებათა რეგისტრაციის ელექტრონული წიგნი) ელექტრონული სახით ჩაწერილი გ------------------------------ს (პ/ნ 0----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (საკ. კოდი N7-----------) რეგისტრაციასთან დაკავშირებული პროცედურები და შესაბამისი დოკუმენტაცია. დათვალიერებით ირკვევა, რომ ფრიდონ კბილცეცხლაშვილის სამსახურებრივ კომპიუტერში არსებულ პროგრამა „napr web“-ში (უძრავ ქონებებზე უფლებათა რეგისტრაციის ელექტრონული წიგნი) დაფიქსირებულია გ----------------ის (პ/ნ 0----------) მიერ 2014 წლის 29 მაისს, 13:27 საათზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შეტანილი განცხადება NW9------ (განცხადების რეგისტრაციის ნომერი 8-----------) თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, რომელშიც ეს უკანასკნელი ითხოვდა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე: 1) დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 2) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია; 3) საარქივო ამონაწერი ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 4) ცნობა დახასიათება, საკუთრების უფლების რეგისტრაციას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე: რაიონი დუშეთი, სოფელი ა-------ი, ზონა: დუშეთი, სექტორი: ა-------ი და შესაბამისი საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემას. აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელმა დავით ნოზაძემ იმავე დღეს 13:30 საათზე შეადგინა განცხადების მიღების ბარათი, რომელიც შესასრულებლად, მისი შემდგომი რეგისტრაციის მიზნით დაეწერა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთზე და ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტარციის განყოფილების რეგისტრატორს შ----------------ს. ამ უკანასკნელმა კი 2014 წლის 02 ივნისს 17:01 საათზე მიიღო გადაწყვეტილება N8------------03 (02.06.2014) სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ. სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების საფუძველს წარმოადგენდა განცხადებას თანდართული საკადასრო აზომვითი ნახაზზე მოცემული უძრავი ნივთის/მიწის კონფიგურაციის შეუსაბამობა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ/საინვენტარიზაციო გეგმით განსაზღვრულ მიწის კონფიგურაციასთან, რაც ეცნობა გ----------------ეს და „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოსადგენად ვადად განისაზღვრა 30 კალენდარული დღე. 2014 წლის 03 ივნისს, 15:24 საათზე გ----------------ის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. რის შემდგომაც, 2014 წლის 09 ივნისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N8------------05 (09.06.2014) რეგისტრაციის შესახებ, რომელშიც აღნიშნულია შემდეგი: „დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა განცხადება (No. 8-----------; 29 მაი 2014; განმცხადებელი: გ----------------ე, მისამართი: თბილისი ნ------------------). განცხადებით მოთხოვნილია საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, მდებარე დუშეთის რაიონი, სოფ. ა-------ი [ზონა: დუშეთი, სექტორი: ა-------ი]“. რის შედეგადაც გ----------------ეს (პ/ნ 0----------) დაურეგისტრირდა 900 (ცხრა ასი) კვ.მ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 7-----------, მდებარე დუშეთი, სოფელი ა-------ი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის ნაკვეთზე და ცალკე უფლების ობიექტზე საკუთრების უფლების რეგისტარციის განყოფილების რეგისტრატორს შორენა კაპანაძის მიერ მომზადდა შესაბამისი მიწის ნაკვეთზე საკადასტრო გეგმა და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ასევე დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 13 ივნისს ხსენებული უძრავი ქონება ჩუქების ხელშეკრულებით გადაცემული და დარეგისტრირებულ იქნა ნ-----–------–--------------ას (პ/ნ 3----------) სახელზე. ასევე დათვალიერებით დადგენილი იქნა, რომ 2014 წლის 30 სექტემბერის ნ-----–------–--------------ას (პ/ნ 3----------) განცხადების საფუძველზე, ხსენებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით 7-----------, დაყოფილ იქნა 430 კვ.მ (საკ. კოდი 7-----------) და 470 კვ.მ (საკ. კოდი 7-----------) ფართობის მქონე უძრავ ქონებებად, რომელიც დღეის მდგომარეობით ირიცხება ნ-----–------–--------------ას (პ/ნ 3----------) სახელზე. დათვალიერების შემდეგ ამობეჭდილი იქნა ზემოაღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი ფოტოცხრილი და დოკუმენტები, ჯამში სულ 48 (ორმოცდარვა) ფურცლად, რომლებიც დათვალირების დასრულების შემდგომ დაერთო მოცემულ ოქმს.

 

2015 წლის 24 მარტის, ნ--------------------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ნ---------------------ა მიუთითა საჩვენებელ ობიექტზე - 1500 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე, მდებარე სოფელ ა-------–ი, ე.წ. „ჯოთერების“ ტერიტორიაზე. ობიექტი დახვდათ შემოღობილ მდგომარეობაში, შეინიშნებოდა მისი მფლობელობის კვალი (დამუშავების ნიშნები ფიქსირდებოდა), ამასთან მასზე განთავსებული იყო საცხოვრებელი ვაგონი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ნ--------------------ის მიერ ჩატარებული იქნა სათანადო საკადასტრო-აზომვითი სამუშაოები, GPS ხელსაწყოს მეშვეობით. მიღებული მონაცემები მონიშნული იქნა ნ--------------------ის მიერ, რომელიც შემდგომ შეყვანილ იქნა მის სამუშაო კომპიუტერში ჩაწერილი დააფიქსირა „GISI“-ში და დადგენილი იქნა გ----------------ის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის კოორდინატები. ასევე ნ---------------------ა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირები მიიყვანა ს-------–--------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებასთან, რა დროსაც ნ---------------------ა ჩაატარა „GPS“-ის ხელსაწყოს გამოყენებით საკადასტრო - აზომვითი სამუშაოები იმავე პროცედურების გზით, დამზადდა შესაბამისი საკადასტრო - აზომვითი ნახაზი, ელ-ვერსიასთან ერთად.

 

2015 წლის 24 მარტის გ------------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, გ------------–---–მა მიუთითა გ----------------ის მიერ თაღლითურად დაუფლებული 900 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და ასევე ს-------–--------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთზე, რომლებიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. აღნიშნული მიწის ნაკვეთები დაშორებულნი არიან ერთმანეთისგან დაახლოებით 100-150 მეტრით. მათი ადგილზე ნახვის შედეგად გ------------–---–მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ N 7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია განხორციელდა მისთვის ე.წ „პლაჟის“ მოწყობის გამო, რომელიც უნდა განეხორციელებინა სოფელ ა--------- ტერიტორიულ ორგანოს. ამასთანავე, დადგენილი იქნა, რომ გ----------------ის მიერ 2014 წლის ივნისის თვეში N 7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი, რომელიც ამჟამად რეგისტრირებულია გ----------------ის ყოფილ მეუღლეზე ნატალია ბელობორდოვაზე (ორ ნაკვეთად) მდებარეობს დაახლოებით 100-150 მეტრის მოშორებით N 7----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთიდან, ხოლო ორივე მიწის ნაკვეთი კი მდებარეობს დაახლოებით 3-4 კმ-ის მოშორებით იმ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც 1999 წლის 27 აგვისტოს განჩინებით გადაეცა გ----------------ეს საკუთრებაში.

 

გ----------------ის მიერ წარმოდგენილი ხელწერილით დადგენილია, რომ ს-------–---------------მ დადო ხელწერილი მასზედ, რომ გ----------------ეს მიყიდა მისი კუთვნილი სახლი ეზოთი, რომ ამ სახლთან დაკავშირებით არავის პრეტენზია არ გააჩნია, ასევე არ არსებობს სამოქალაქო დავა.

 

ა--------- საკრებულოს 1996 წლის 20 აგვისტოს N2-- გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ გ----------------ეს, როგორც ბინის მეპატრონეს, სოფელ ა--------- ტერიტორიაზე დაუკანონდა 0.15 ჰა ფართობი მიწა.

 

გ----------------ემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ 1990 წელს ს-------–--------------ისგან, ზეპირი მოლაპარაკების გზით შეიძნა 900 კვ.მ. ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით. აღნიშნულზე შედგა ხელწერილი, რომელსაც 11 კაცი აწერდა ხელს. 1993 წელს უძრავი ქონება გატარებული იქნა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში, რაზეც ტექნიკური ბიუროს მიერ, 1993 წლის 27 ივლისს, გაცემული იქნა ინდივიდუალური საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკური პასპორტი. ამის შემდეგ იგი აღმოჩნდა სოფელ ა--------- საკომლო წიგნში, როგორც ს-------–--------------ის ყოფილი სახლის მესაკუთრე და ამიტომ წერია ის საკომლო წიგნის ჩანაწერში, როგორც სახლის მეპატრონე. 1996 წელს, როდესაც შეიტყო, რომ ს-------–------------------ან შეძენილი უძრავი ქონება ყვებოდა დატბორვის ზონაში, მიმართა დუშეთის გამგეობას და გამოუყვეს ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო სახლის აშენების სანაცვლოდ, მისი თხოვნის საფუძველზე, სიტყვიერად უთხრეს, რომ როცა ყველაფერს გაასწორებდნენ, ისევ ს-------–--------------ისგან ნაყიდი უძრავი ქონების მიმდებარედ, წყლის პირას მისცემდნენ 900 კვ.მ. მიწას, სადაც აპირებდა საკუთარი სახსრებით სახლის აშენებას. მან სახლი დაშალა, ხოლო იმისათვის, რომ სადმე ეცხოვრა, 1997 წელს ჩაიტანა საცხოვრებელი ვაგონი და დადგა ს-------–--------------ის ყოფილ მიწაზე. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან 1996 წელს ჩააბარა მისთვის გამოყოფილი და მიღებული 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ საკრებულომ გამოუყო სხვა 1500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, ძველი სასაფლაოსაგან მოშორებით, ე.წ. „ჯოთერების“ ტერიტორიაზე, სადაც გადაიტანა ვაგონიც. ამ გადაწყვეტილებაში არსად წერია იმის შესახებ, რომ მას სახლის სანაცვლოდ აქვს მიცემული 1500 კვ.მ., მას მისცეს მხოლოდ ნაკვეთის სანაცვლოდ 1500 კვ.მ., ხოლო სახლის აშენების სანაცვლოდ, როგორც შეთანხმდნენ, მას 900 კვ.მ.-ს შემდეგში მისცემდნენ იმავე ტერიტორიაზე. ამის შემდეგ გადაწყვიტა, რომ დაერეგისტრირებინა ს-------–--------------ის ყოფილი მიწის ნაკვეთი - 900 კვ.მ. ფართის, რომელიც ეკუთვნოდა. როდესაც ნახა, რომ ს-------–--------------ის ყოფილი სახლი იყო სახელმწიფოს სახელზე, ასევე ამ მიწის გვერდით იყო თავისუფალი ადგილი, რაც არავის არ ქონდა დარეგისტრირებული, გადაწყვიტა, დაერეგისტრირებინა მისი ახალი - ს-------------–--–---–ისაგან ნაყიდი სახლის გვერდით არსებული, სახელმწიფოს სახელზე დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომლითაც ის სარგებლობდა მაინც და სახელმწიფოს მისთვის უნდა მიეცა ადრე სიტყვიერად მიცემული შეთანხმების საფუძველზე, ს-------–------------------ან ნაყიდი სახლის სანაცვლოდ, რომელიც მას დაუნგრიეს. მან შეადგინა ამ მიწის ნახაზი, მაგრამ თავიდან არ დაურეგისტრირეს, რადგან ეს მიწის ნაკვეთი იყო სხვა ფორმის, ხოლო ს-------–------------------ან მის მიერ ნაყიდი მიწის ნაკვეთი იყო სხვა ფორმის, რაზეც მან განუმარტა, რომ მისასვლელი გზის გამო იყო შეუსაბამობა, რის შემდეგაც დაურეგისტრირეს. სახელმწიფოს ქონდა მის მიმართ ვალდებულება, რომ მის სახელზე საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა 2400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მან კი მოახდინა მხოლოდ 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება, რის გამოც მას დანაშაული არ ჩაუდენია; საჯარო რეესტრში არ წარუდგენია ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტები; ეს ცნობები აღებული აქვს არქივიდან და ასევე, გამომძიებელმაც დოკუმენტები საჯარო სამსახურებიდან გამოითხოვა.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ უნდა შეაფასოს მსჯავრდებულ გ----------------ის ქმედებაში ქონდა თუ არა ადგილი დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ, ჩაიდინა თუ არა მან ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

 

პალატა განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობით, განზრახ დანაშაულს წარმოადგენს თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინაარმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების სუბიექტური მხარე პირდაპირი განზრახვით ხასიათდება, რა დროსაც პირს შეგნებული აქვს, რომ იგი მოტუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია დადგინდეს სუბიექტის განზრახვა - მოტყუებით და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლოს სხვის ნივთს, ან მიიღოს ქონებრივი უფლება. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან თაღლითობა გამოირჩევა მისი ჩადენის ხერხით, რადგან ამ შემთხვევაში მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ქონების დაუფლება ხდება არა ფარულად ან ძალადობის გამოყენებით, არამედ დაზარალებულის მოტყუებით, ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის გზით, რის შედეგადაც ქონების გადაცემა დაზარალებულის მხრიდან ხდება ნებაყოფლობით. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში (დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, სსკ-ის 177-ე-1891-ე მუხლები), დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გულისხმობს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დადგენილი ფაქტია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია სწორედ ის დანაშაულებრივი ქმედება, რისთვისაც იგი ბრალდებულად იქნა ცნობილი და რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

 

წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალებით უტყუარად დადგენილი გარემოებაა, რომ დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, გ----------------ემ ნებაყოფლობით ჩააბარა მისთვის 1996 წლის 20 აგვისტოს გამოყოფილი და მიღებული 1 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი სოფ. ა--------- სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო სანაცვლოდ მას ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა 1 500 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი ძველი სასაფლაოს მოშორებით, ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ფლობს და მისით დღემდე სარგებლობს გ----------------ე. ასევე, დადგენილია, რომ ხსენებული ნაკვეთი რამდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს იმ მიწის ნაკვეთისაგან, რომელიც იმყოფებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში და რომელიც გ----------------ის მიერ, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეშვეობით, 2014 წლის 9 ივნისს საკუთრებაში იქნა დარეგისტრირებული. თავის მხრივ, ამ ნაკვეთიდან რამდენიმე მეტრის დაშორებითა განთავსებული, წარსულში ს-------–--------------ის ოჯახის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. განსახილველ შემთხვევაში სადავო გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი - კონკრეტულად დ--–-----------------------–---------–ი მდებარე, 900 კვ.მ ფართობის, მიწის ნაკვეთზე, რომელიც ადრე ეკუთვნოდათ ვ--–-------------------------------–---–--ს და რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას, გააჩნდა თუ არა რაიმე უფლება გ----------------ეს და საიდან წარმოეშვა მას ამ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების სამართლებრივი საფუძვლები.

 

სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა გ------------–---–მა განაცხადა, რომ გ----------------ე ყალბი მონაცემების შემცველი დოკუმენტის გამიყენებით დაეუფლა დ--–-----------------------–---------–ი მდებარე სახელმწიფოს კუთვნილ N7----------- საკადასტრო კოდის მქონე, 900 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს. ხსენებული უძრავი ქონება ჟინვალის წყალსაცავის მშენებლობის გამო გადავიდა სახელმწიფო მფლობელობაში და შესაბამისად, გ----------------ე მის შეძენას ვერავისგან ვერ განახორციელებდა და არანაირი შეთანხმება უძრავი ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით არ წარმოშობდა სამართლებრივ შედეგს. მოწმემ ნათლად დაადასტურა, რომ როგორც ს-------–--------------ის, ასევე რო-----–---–---ს კუთვნილი უძრავი ქონება წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას და დაუშვებელი იყო მათი შესყიდვა ან სხვაგვარი რეგისტრაცია, გარდა კანონით განსაზღვრული ფორმებისა.

 

ის გარემოება, რომ გ----------------ის მიერ დარეგისტრირებული 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი 1983 წლამდე ეკუთვნოდან რო-----–---–---ს ოჯახს, ხოლო შემდგომ გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, დადასტურებულია საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით, რომლებიც დაიბადნენ და გაიზარდნენ სოფელ ა-------–ი, მჭიდრო კავშირი გააჩნდათ სოფელთან და კარგად იცნობენ რო-----–---–---ს ოჯახს. კერძოდ, მოწმეებმა: ნ---------------------ა, ვ--–----------------–---–მა, ა-------------–---–მა, ვ-----------------–---–------------------------–---–მა, ს-------–---------------მ, ე-–--------–--–---–-ა, გ---------–--–---მ, ა--------–----–---–-ა, გ--------------–---–მა, შ--------–----მ და გ-----------–-----–---–მა აშკარად და ერთმანეთის იდენტურად დაადასტურეს, რომ დუშეთის რაიონის, სოფელ ა-------–ი მდებარე გ----------------ის მიერ დარეგისტრირებული 900 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყო რო-----–---–---ს ოჯახის კუთვნილება. მასზე მე-19 საუკუნის 50-იან წლებში იქნა აშენებული სახლი, სადაც ცხოვროვდნენ ვ--–-------------------------------–---–--ის წინაპრები და შემდგომ თვითონაც ოჯახებთან ერთად. აღნიშნულ ტერიტორიაზე მთლიანობაში ისინი ფლობდნენ და ამუშავებდნენ 2 500 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთს. 1975-1984 წლებში ჟინვალის წყალსაცავის დაგუბებასთან დაკავშირებით და ახალი სამხედრო გზის გაყვანის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად ხსენებული მიწის ნაკვეთი დაიფარა ნაშალი კლდით, ხოლო საცხოვრებელი სახლის კედლები დაიბზარა. ამის გამო რო-----–---–---ს ოჯახს, ზემოხსენებული უძრავი ქონების სანაცვლოდ, სახელმწიფომ გადასცა 1 199 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა-ნაგებობით, დუშეთის რაიონის სოფ. ა-------–ი ე.წ „ახალ დასახლებაში“. მათი ოჯახის კუთვნილი მიწის ნაკვეთი კი მასზე განთავსებული მამაპაპისეული შენობა-ნაგებობით, გადასცეს სახლმწიფოს.

 

გარდა აღნიშნულისა, მოწმეებმა თავიაანთ ჩვენებებში გამორიცხეს, რომ გ----------------ეს ხსენებული მიწის ნაკვეთი როდისმე ჰქონოდა სარგებლობაში და რაიმე ფორმით განეკარგა იგი. მათი განმარტებით, მიუხედავად რო-----–---–---ს მიერ უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემისა, ვ-----------–-–---–ი 1994 წლამდე ცხოვრობდა იქ და ამუშავებდა ნაკვეთს. ამ მიწის ნაკვეთზე დღეის მდგომარეობით, ისევ დგას მამაპაპისეული სახლი, ასევე სხვადასხვა ჯიშის ხილი, რომლის მოსავალსაც დღემდე იღებს ვ--–----------------–---–ი და მისი მეუღლე - ა-------------–---–ი. მოწმეთა ჩვენებებით ნათლად გამოიკვეთა, რომ გ----------------ეს არანაირი კავშირი მის მიერ დარეგისტრირებულ ქონებასთან არ გააჩნდა, გარდა იმისა, რომ აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობდა მის მიერ შეძენილი, ა-–---------------–--–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გვერდით.

 

მოწმე ს-------–---------------მ სასამართლოს მოახსენა, რომ რო-----–---–---ს სახლისა და მიწის ნაკვეთის მგავსად, დ--–-----------------------–---------–ი მდებარე მისი მამაპაპისეული სახლი და ეზოც მოყვა დატბორვის ზონაში, შესაბამისად მასზე საკუთრების უფლება გადასცეს სახელმწიფოს, თუმცა მან ზეპირი მოლაპარაკების გზით, დაახლოებით 90-იან წლებში სახლის ნაწილი მიყიდა გ----------------ეს, რაშიც მან გადაუხადა 2 000 მანეთი. ს-------–--------------ის განმარტებით, გ----------------ისათვის ცნობილი იყო, რომ ხსენებული მიწის ნაკვეთი უკვე ეკუთვნოდა სახელმწიფოს, თუმცა იგი მაინც თანახმა იყო მსგავსი სახის შეთანხმებაზე. როგორც ს-------–--------------ის, ასევე მოწმეების ნ--------------------ის, ალ-------------------–-–---–--------------------–--–ის ჩვენებებით დასტურდება, რომ გ----------------ეს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩდა ს-------–--------------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ვინაიდან მის მიერ შეძენის დროს ქონება უკვე სახელმწიფოს საკუთრებაში იმყოფებოდა და მხოლოდ ს-------–---------------სთან არსებული შეთანხმება მისთვის არანაირ შედეგს არ წარმოშობდა.

 

ა--------- საკრებულოს 1996 წლის 20 აგვისტოს N2-- გადაწყვეტილებით დგინდება, რომ სახელმწიფომ გ----------------ეს, როგორც ბინის მეპატრონეს სოფელ ა--------- ტერიტორიაზე დაუკანონა 0.15 ჰა ფართობი მიწა. ხოლო მოგვიანებით დუშეთის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 27 აგვისტოს განჩინებით, გ----------------ემ ნებაყოფლობით ჩააბარა ხსენებული 0.15 ჰა ფართობი მიწა და სანაცვლოდ მას სოფ. ა--------- საკრებულომ გამოუყო სხვა, 1 500 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი ძველი სასაფლაოდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე. ამასთან, დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 1996-2000 წლების საკომლო წიგნი N1-ის თანახმად, მითითებული წლების მდგომარეობით გ----------------ის კომლს საკუთრებაში ერიცხებოდა 0,15 ჰ. ფართობის მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფ. ა-------–ი. ასევე, 27 მ2 ფართობის მქონე საცხოვრებელი ვაგონი. დუშეთის რაიონის სოფ. ა--------- 2001-2006 წლების საკომლო წიგნი N1-ის მონაცემების შესაბამისად, გ----------------ეს 2001-2005 წლების მდგომარეობითაც კვლავ ერიცხება მხოლოდ 0,15 ჰ. მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფ. ა-------–ი, 2001-2002 წლების მდგომარეობით - საცხოვრებლი სახლის საერთო ფართი - 30 მ2, ხოლო 2003-2005 წლებში საცხოვრებლი სახლის საერთო ფართი - 20 მ2 (ვაგონი). ამდენად, აშკარაა, რომ გ----------------ეს დ--–-----------------------–---------–ი საკუთრებაში გადაეცა მხოლოდ ერთი 0.15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი ჯერ სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო შემდგომ ამ ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ, იგივე ფართობის მიწის ნაკვეთი - ე.წ. „ჯოთერების“ ტერიტორიაზე. სხვა არანაირი უძრავი ქონება, არც მიწის ნაკვეთი და არც ცალკე საცოვრებელი სახლი გ----------------ეს რაიმე ქონების დათმობის სანაცვლოდ ან რეფორმის შედეგად დ--–-----------------------–---------–ი არ გადაცემია. რაც შეეხება ე.წ „ჯოთერების“ ტერიტორიაზე მდებარე მიწის ფართობს, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ მას გ----------------ე დღესაც ფლობს და იქ დღემდე უდგას ვაგონი, თუმცა ეს ნაკვეთი ყველა მხრიდან ემიჯნება მის მიერ დარეგისტრირებულ 900 კვმ ფართის მიწის ნაკვეთს, მასთან არაფერი საერთო არ აქვს და ისინი მდებარეობენ ერთმანეთისაგან კილომეტრების დაშორებით.

 

ყოველგვარ დასაბუთებას და სამართლებრივ მსჯელობას მოკლებულია მსჯავრდებულ გ----------------ის განმარტება, რომ 1996 წელს, მან ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიაზე 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მიიღო მხოლოდ ს-------–------------------ან შეძენილი მიწის ნაკვეთის და არა სახლის სანაცვლოდ. რაც შეეხება მასზე არსებულ სახლს, რომლითაც იგი ვეღარ ისარგებლებდა, სიტყვიერად უთხრეს, რომ როცა ყველაფერს გაასწორებდნენ, ისევ ს-------–--------------ისგან ნაყიდი უძრავი ქონების მიმდებარედ, წყლის პირას მისცემდნენ 900 კვ.მ. მიწას. ს-------–---------------მ ნათლად დაუდასტურა სასამართლოს, რომ მან მხოლოდ სახლის ნაწილი მიყიდა გ----------------ეს, რის სანაცვლოდაც მას 1996 წელს სახელმწიფომ გამოუყო 0.15 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი სასაფლაოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქმის არსებით განხილვისას არ ყოფილა წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც მიანიშნებდა, რომ გ----------------ესა და სახელმწიფოს წარმომადგენლებს შორის იყო რაიმე სახის შეთანხმება მოგვიანებით დამატებთ 900 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთის გადაცემაზე, მით უფრო, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაიკითხა არაერთი მოწმე, რომლებსაც სამსახურებრივად ევალებოდათ დუშეთის რაიონ სოფ. ა-------–ი მცხოვრები მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური, მათ შორის მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ გ----------------ის ჩვენების გაზიარების შემთხვევაშიც, ზეპირსიტყვიერი შეთანხმების არსებობა მასსა და სახელმწიფოს შორის, რა თქმა უნდა, არ აძლევდა მას უფლებას, საკუთარი სურვილისამებრ აერჩია სოფელ ა-------–ი არსებული ნებისმიერი სახელმწიფოს ბალანზე რიცხული მიწის ნაკვეთი და მოეხდინა მისი დარეგისტრირება.

 

რაც შეეხება გ----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხერხს - მოტყუებას, როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტებით და ელექტრონული დოკუმენტების დათვალიერების ოქმით დადასტურდა, რომ 2014 წლის 29 მაისს, გ----------------ემ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში შეიტანა განცხადება, რომელშიც ეს უკანასკნელი ითხოვდა უძრავი ქონების რეგისტრაციას მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე. კერძოდ, მან უძრავი ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; 900 კვ.მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია, რომელიც მოიცავდა წარსულში რო-----–---–---ს და 1983 წლიდან სახელწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილს; 2009 წლის 24 ივლისით დათარიღებული საარქივო ამონაწერი, რომლის მიხედვითაც გ----------------ეს 2000-2005 წლის მონაცემებით ერიცხებოდა საცხოვრებელი ვაგონი, საცხოვრებელი სახლი და 0.15 ჰ. ფართობის მიწის ნაკვეთი ა-------–ი და ცნობა-დახასიათება, რომლის საფუძველი არის 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებული ტექნიკური პასპორტი, რომელსაც თან ახლავს მიწის ნახაზი (კონფიგურაცია), მასზე არსებულ სახლთან ერთად. ნახაზზე მიწა არის მართკუთხედი ფორმის და აშკარად განსხვავდება გ----------------ის მიერ წარდგენილ 2014 წლის 30 აპრილის საკადასტრო ნახაზზე არსებული კონფიგურაციისაგან. ტექნიკური პასპორტი ეხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწას, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლამდე ეკუთვნოდა სოფელ ა--------- მაცხოვრებელს ს-------–---------------ს და რომლისგანაც უკვე სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონება, ზეპირი მოლაპარაკების გზით, ს-------–------------------ან შეიძინა გ----------------ემ. მოწმე ს-------–---------------მ 1993 წლის 27 ივლისით დათარიღებულ ინდივიდუალურ საბინაო ფონდის საცხოვრებელი სახლის ტექნიკურ პასპორტთან დაკავშირებით განმარტა, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არის მისი მამაპაპისეული სახლისა და ეზოს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, აშკრაა, რომ გ----------------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიწის ნაკვეთის დარეგისტრირების მიზნით, წარადგინა ერთი უძრავი ქონების აზომვითი ნახაზი, მეორე უძრავი ქონების ტექნიკური პასპორტი და სულ სხვა ადგილას მდებარე და სხვა ფართობის მქონე უძრავი ქონების მის საკუთრებაში აღრიცხვის დამადასტურებელი 2009 წლის 24 ივლისით დათარიღებული საარქივო ამონაწერი. თუმცა გ----------------ის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლების შეცდომაში შეყვანა არ შემოიფარგლა მხოლოდ აღნიშნულით და მას შემდეგ, რაც შეჩერებული იქნა სარეგისტრაციო წარმოება იმის გამო, რომ წარსულში რო-----–---–---ს სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის საკადასტრო-აზომვითი ნახაზის კონფიგურაცია არ შეესაბამებოდა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ, წარსულში ბეკუაძეების ოჯახზე რიცხული ქონების საინვენტარიზაციო გეგმით განსაზღვრულ კონფიგურაციას, გ----------------ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართა ხელახალი განცხდებით, სადაც იგი კვლავ ცრუობს და უთითებს, რომ კონფიგურაციის ცვლილება გამოწვეული იყო მისასვლელი გზის გამო და დამატებით წარდგენილი იქნა კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. მოწმე შ----------------მ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწა და აზომვითი ნახაზის კოორდინატები რომ უნდა შეესაბამებოდეს ერთმანეთს, აღნიშნულზე სრულად არის პასუხისმგებელი სარეგისტრაციო დოკუმენტების წარმდგენი განმცხადებელი, რომელიც მის მიერ არასწორად დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში თავად აგებს პასუხს კანონის წინაშე, ვინაიდან სწორედ განმცხადებლის პასუხისმგებლობას წარმოადგენდა სწორი მონაცემების წარმოდგენა საჯარო რეესტრში.

 

ამდენად, საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გიორიგ სიორიძეს არ გააჩნდა არანაირი სამართლებრივი საფუძველი დაერეგისტრირებინა დ--–-----------------------–---------–ი მდებარე 900 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, სახელმწიფოს კუთვნილი 31 883 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 7-----------.

 

მიუხედავად, ამისა გ----------------ემ თაღლითურად, დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღებისა მიზნით, 2014 წლის 29 მაისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში შეიტანა განცხადება, რომელსაც თან ერთვოდა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ელ. ვერსია, ასევე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთზე გ----------------ის სახელზე არსებული უფლების დამდგენი საარქივო ამონაწერის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი და ცნობა-დახასიათება, რომლის შინაარსობრივი მონაცემები საერთოდ არ ეხებოდა და არავითარ კავშირში არ იყო იმ მიწასთან, რომლის დარეგისტრირებაც გადაწყვიტა გ----------------ემ და აზომვითი ნახაზიც წარუდგინა საჯარო რეესტრს. აღნიშნული დოკუმენტების და დამატებით შეტანილი განცხადების შემდეგ, გ----------------ემ მოატყუა რა მარეგისტრირებელი ორგანო, 2014 წლის 9 ივნისს, მას საკუთრების უფლებით დაურეგისტრირდა 900 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, დ--–-----------------------–---------–ი მდებარე სახელმწიფოს კუთვნილი 31 883 ლარად ღირებული მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით: 7-----------.

 

ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას იმის თაობაზე, რომ გ----------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ასევე, საქმეში არსებული მტკიცებულებებით სახეზეა თაღლითობის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა. პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდეულ გ----------------ის პოზიციას ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის შედეგების ეჭვის ქვეშ დაყენების შესახებ, ვინაიდან ის გარემოება, რომ გ----------------ის მიერ დარეგისტრირებული სადავო მიწის ნაკვეთის ღირებულება 2014 წლის ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 31 883 ლარს, დადასტურებულია დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენებით, 2014 წლის 03 დეკემბრის N0-------- სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ გ-----------------ის ჩვენებით. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ მას წარედგინა სწორედ გ----------------ის სახელზე, 2014 წლის 09 ივნისს დარეგისტრირებულ 900 კვ.მ ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე დუშეთის რაიონი, სოფ. ა-------იში, საკადასტრო კოდი N7-----------; მის მიერ აღნიშნული მიწის ნაკვეთი შეფასებულია შედარების მეთოდით და მიღებული შედეგი, თუ რა თანხით განისაზღვრა მისი ღირებულება, არის 2014 წლის ივნისის თვის მდგომარეობისათვის სრულიად რეალური.

 

ამდენად, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებების და წერილობითი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გ----------------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. მოცემულ შემთხვევაში უტყუარად იქნა დადასტურებული ხსენებული დანაშაულის შემადგენელი ყველა ობიექტური და სუბიექტური ნიშნების არსებობა. პალატა ასევე უთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით სახეზეა თაღლითობის მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა. შესაბამისად, სახეზე არ არის დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ გ----------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას და განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მისი მისწრაფება აანაზრაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა და სრულყოფილად შეაფასა გ----------------ის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, რაზეც აპელირებს ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში, ასევე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასაკი, მისი დადებითად დახასიათება, წარსულ ცხოვრება და ჩათვალა, რომ გამოყენებული სასჯელი თანაზომიერი და პროპორციულია მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ არ არსებობს ბრალდების მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და გ----------------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდბეულის მხრიდან დანაშაულის აღიარება და მონანიება, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს მის მიმართ პასუხისმგებლობის შემსუბუქებას, ხოლო მსგავსი ხასიათის მაპრივილეგირებელი გარემოებების არარსებობა, არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს დამამძიმებელ გარემოებად და გახდეს მის მიმართ დანიშნული სასჯელის დამძიმების წინაპირობა. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ გ----------------ის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის, განზრახი დანაშაული, პალატა განმარტვას, რომ გ----------------ის მიმართ ბრალად წარდეგნილი ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სასჯელის სახით ითვალისწინებს, როგორც თავისუფლების აღკვეთას, ასევე ჯარიმას და მის მიმართ სასჯელი დანიშნულია ბრალად წარდგენილი ქმედების სანქციის ფარგლებში.

 

ამდენად, პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ გ----------------ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი - ჯარიმა 6000 (ექვსიათასი) ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა 5000 (ხუთიათას) ლარამდე, დამატებით სასჯელთან ერთად, არის კანონიერი და სამართლიანი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას.

 

ამდენად, სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს და მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი გ----------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი;

 

გ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, შეუმცირდეს 5000 (ხუთი ათას) ლარამდე.

 

გ----------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 52-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება - ნ-----–------–--------------ას (პ/ნ 3----------) სახელზე რეგისტრირებული - დ--–-----------------------–---------–ი მდებარე, 430 კვ.მ. ფართობის საკადასტრო კოდით: 7----------- და 470 კვ.მ ფართობის საკადასტრო კოდით: 7----------- მიწის ნაკვეთები.

 

გ----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და ასევე გაუქმდეს გირაოს უზრუნველსაყოფად გ----------------ის (პირადი N01030023658) სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა - მდებარე თბილისი, რუსთაველის გამზირი N20, საკადასტრო კოდი 01.15.05.010.007.01.531 – 40 000 (ორმოცი ათასი) ლარის ექვივალენტურ წილზე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 4 ცალი CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე