განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100216700091259
№1/ბ-77-2016 წელი
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემადგენლობით:
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: მარინა სირაძე
ვერა დოლიძე
სხდომის მდივანი - მ-----ა მაკარიძე,ლალი მსხილაძე, თეონა ქიმერიძე.
სახელმწიფო ბრალმდებლების – დ----- ლ-------ის, ქ------- თ--–-----ის, რ----- თ----------ს, დ----- ც-------ის.
ადვოკატების – ი---- ბ-----–--ის, ა---------– ბ----ის, რ----- ჩ-----–--ის და მ----- ჩ-------ის, ზ---- მ----ს, გ------ი გ--------ს.
მსჯავრდებულების – შ----- შ----ის, გ------ი ს-----–---–ის და ლ---- მ----–------–---–ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შ----- ა-----–ის ძე შ----ის დაბადებული 1--- წლის 18 მაისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–--–----------------------------------–---------------------–-------------------–--–----------------------ში.
გ------ი ჯ----–ის ძე ს-----–---–ის დაბადებული 1987 წლის 01 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, განქორწინებული, მცხოვრები ქ------–--–-----–----------------–--
ლ---- დ-----ის ძე მ----–------–---–ი დაბადებული 1--- წლის 11 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, დაუოჯახებელი, მცხოვრები ქ.თბილისში, მ---–----–---------------------ში.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად შ----- შ----ეს ბრალი ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, გ------ი ს-----–---–ს - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, ხოლო ლ---- მ----–------–---–ს -ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ჩადენილი ჯგუფურად, განსაკუთრებული სისასტიკით, არაერთგზის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით შ----- შ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; საქართველოს სსკ-ის 19-109 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით; ასევე საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და განაჩენთა ერთობლიობით მიესაჯა თავისუფლების აღკეთა 33 წლის და 25 დღის ვადით. ამავე სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 30 წლით, 06 თვით და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 23 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი შეუმცირდა და განესაზღვრა 27 წლით და 03 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 04 დეკემბრის განაჩენით კი განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განაჩენით ლ---- მ----–------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 10 წლით და 06 თვით თავისუფლების აღკვეთა. 2009 წლის 11 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ლ---- მ----–------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (ორი დამოუკიდებელი ეპიზოდი) და მიესაჯა 06 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენებით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განესაზღვრა 12 წლით და 10 დღით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით და საბოლოოდ განესაზღვრა 07 წლით, 02 თვით და 07 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 მაისის განაჩენით გ------ი ს-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მიესაჯა 05 წლით და 09 თვით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით და საბოლოოდ განესაზღვრა 04 წლით, 03 თვით და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.
2014 წლის 12 თებერვალს, სად-ის N6 დაწესებულებიდან N14 დაწესებულებაში ეტაპირებული მსჯავრდებულები შ----- შ----ე და ლ---- მ----–------–---–ი შესახლებულ იქნენ მეექვსე სარეჟიმო კორპუსის N322 საკანში, სადაც სასჯელს იხდიდნენ მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირები - გ--- ფ---------ე და გ------ი კ-------ა. 2014 წლის 27 თებერვალს სად-ის N6 დაწესებულებიდან ეტაპირებული მსჯავრდებული გ------ი ს-----–---–ი, ასევე შესახლებული იქნა N322 საკანში. 2014 წლის 04 მარტს, დაახლოებით 02:20 საათზე, N322 საკანში განთავსებულ მსჯავრდებულებს - შ----- შ----ეს, ლ---- მ----–------–---–ს და გ------ი ს-----–---–ს დაუდგენელი მიზეზით წარმოეშვათ კონფლიქტი თანასაკნელ გ--- ფ---------ესთან, რაც შემდგომში ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შ----- შ----ემ, გ------ი ს-----–---–მა და ლ---- მ----–------–---–მა, მოქმედებდნენ რა ერთიანი განზრახვით, ჯგუფური ძალადობით შეძლეს გ--- ფ---------ის იატაკზე წაქცევა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა დაკარგა გონება და ხელმყოფელთა მოგერიება აღარ შეეძლო. ნაცვლად იმისა, რომ შეეწყვიტათ ძალადობა, შ----- შ----ე ჩაიმუხლა და ორივე ხელით თმებში ჩაჭიდებული, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებების მიყენების მიზნით, გ--- ფ---------ეს თავს, თხემითა და კეფით მრავალჯერადად არტყმევინებდა საკნის ბეტონის იატაკზე. პარალელურად, ლ---- მ----–------–---–ი და გ------ი ს-----–---–ი ფეხებს ურტყამდნენ წინააღმდეგობის გაწევის უუნარო გ--- ფ---------ეს გულმკერდის, სახის, კისრისა და თავის არეში. შ----- შ----ის, ლ---- მ----–------–---–ის და გ------ი ს-----–---–ის მხრიდან გ--- ფ---------ის მიმართ ძალადობით გამოწვეული ხმაური და გინების ხმა გაიგონეს სად-ის N14 დაწესებულების მეექვსე სარეჟიმო კორპუსის მესამე სართულზე განაწილებულმა უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა მ--–---- ბ--–-------ემ და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორმა რ---- კ------ემ, რომლებმაც ინციდენტის დაუყოვნებლივ აღმოსაფხვრელად გააღეს N322 საკნის კარი და მოძალადეებისადმი მოწოდებით, შეეწყვიტათ გ--- ფ---------ის ცემა, შეეცადნენ შიგნით შესვლას, მაგრამ მათ კარებში გადაეღობათ მსჯავრდებული გ------ი ს-----–---–ი, რომელიც აქტიური მოქმედებით, დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში არ აძლევდათ საკანში შესვლის საშუალებას და ხელს უშლიდათ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაში. გ------ი ს-----–---–ის მიერ თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევის პარალელურად, შ----- შ----ეს და ლ---- მ----–------–---–ს არ შეუწყვეტიათ გონებადაკარგულ გ--- ფ---------ეზე სხეულის დაზიანების მიყენება. მათ ძალადობა მხოლოდ მ--–---- ბ--–-------ის და რ---- კ------ის მიერ გ------ი ს-----–---–ის წინააღმდეგობის დაძლევის და კონფლიქტში აქტიური ჩარევის შედეგად შეწყვიტეს. მათ მიერ განხორციელებული ხელყოფით გ--- ფ---------ეს სხეულზე განუვითარდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ სისხლნაჟღენთები მარცხნივ და მარჯვნივ თხემ-კეფის საზღვარზე, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. ასევე ნაკლებ მძიმე ხარისხის დაზიანებები - მრავლობითი სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოში, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა, კისრის რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები, ასევე უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები ორთავე თვალბუდის სკლერებზე. გ--- ფ---------ე გადაყვანილი იქნა სად-ის N14 დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, თუმცა გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად დაახლოებით 03:25 საათზე გონზემოუსვლელად გარდაიცვალა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2014 წლის 14 მარტის N0-------- დასკვნის თანახმად, გ--- ფ---------ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენით შ----- შ----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
შ----- შ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა განაჩენით - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული, ამნისტიის გამოყენების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 04 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 05 (ხუთი) წლით, 08 (რვა) თვით და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილობრივ დაემატა - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ----- შ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
გ------ი ს-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ------ი ს-----–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლი---დ დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------ი ს-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
ლ----ი მ----–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ლ----ი მ----–------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მეშვიდე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული, ამნისტიის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) თვით და 03 (სამი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ----ი მ----–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა - დ----- ლ-------მა, მსჯავრდებულმა - გ------ი ს-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---- ბ-----–--ემ; მსჯავრდებულმა ლ---- მ----–------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა---------– ბ----ემ და მსჯავრდებულმა შ----- შ----ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - რ----- ჩ-----–--ემ და მ----- ჩ-------მა.
აპელანტი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორი დ----- ლ-------ი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მსჯავრდებულ შ----- შ----ისა და ლ---- მ----–------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, ხოლო გ------ი ს-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნას სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპის გამოყენებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
აპელანტი მსჯავრდებულები - შ----- შ----ე, ლ---- მ----–------–---–ი, გ------ი ს-----–---–ი და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატები: რ----- ჩ-----–--ე, მ----- ჩ-------ი, გ------ი გ--------ს, ი---- ბ-----–--ე და ა---------– ბ----ე, თავიანთი სააპელაციო საჩივრებით ითხოვენ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენის (გამამტყუნებელ ნაწილში) გაუქმებას და მსჯავრდებულთა გამართლებას.
მსჯავრდებულების შ----- შ----ის, ლ---- მ----–------–---–ის, გ------ი ს-----–---–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების - რ----- ჩ-----–--ის, მ----- ჩ-------ის, ი---- ბაძელაძისა და ა---------– ბ----ის სააპელაციო საჩივრებზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა დ----- ლ-------მა, რომელიც ითხოვს არ დაკმაყოფილდეს მსჯავრდებულებისა და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრები.
პროკურორ დ----- ლ-------ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა გ------ი ს-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ი---- ბ-----–--ემ, რომლებიც ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტებს, პროკურორებს - დ----- ც-------ეს, რომელიც ეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს მთლი---დ და ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, მსჯავრდებულ შ----- შ----ისა და ლ---- მ----–------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ და ,,ე” ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით, ხოლო გ------ი ს-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილით, ამავე მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით დამნაშავედ ცნობას და მათთვის უფრო მკაცრი სასჯელების დანიშვნას სასჯელთა მთლიანი შეკრების პრინციპის გამოყენებით, დანარჩენ ნაწილში კი გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.
– აპელანტებს, მსჯავრდებულებს - შ----- შ----ეს, ლ---- მ----–------–---–ს, გ------ი ს-----–---–ს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს რ----- ჩ-----–--ეს, მ----- ჩ-------ს, გ------ი გ--------ს, ა---------– ბ----ესა და ი---- ბ-----–--ეს რომლებიც ითხოვენ თავიანთი სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებას, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას, კერძოდ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენის (გამამტყუნებელ ნაწილში) გაუქმებას და მსჯავრდებულთა სრულად გამართლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივრების მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული დაზარალებულის უფლებამონაცვლის კ---- ფ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ გ--- ფ---------ე იყო მისი ძმა. მისი ძმის გარდაცვალების შესახებ შეიტყო 2014 წლის 4 მარტს. მას დაურეკა ერთერთმა მსჯავრდებულმა, რომელსაც სახელი და გვარი არ უთქვამს და აცნობა, რომ მისი ძმა იყო პროზექტურაში. მას ძმასთან ხშირი ურთიერთობა ქონდა, ხშირად აკითხავდა. მხოლოდ თებერვლის თვეში არ შეხვედრია, რადგან იმ პერიოდში ციხის უფროსთან დაკავშირებით შიმშილობა იყო და ამ მოტივით ვერ შეხვდა. სამი დღით ადრე დაურეკა მას გ---მ და უთხრა, რომ მის საკანში ახალი პატიმრები შეიყვანეს. ამ ფაქტამდე ცოტა ადრე გ---ს კონფლიქტი მოსვლია საკანში მყოფ პატიმრებთან, გ------ი კ-------ას დაცვასთან დაკავშირებით. რის გამოც პატიმრებს უთქვამთ ,,ამ ადამიანს რომ იცავ, ჩვენ ,,კარგ ბიჭებს’’ რა პატივს გვცემო?!’’, რაზედაც გ---ს უპასუხნია მშობლებს გზავნილის შემოგზავნას ვთხოვ და ამით გცემთ პატივსო. გ---მ დარეკა სახლში და ითხოვა გზავნილის გაგზავნა, რაც დედამ გაუგზავნა. 2014 წლის 2 მარტს გ---მ დაურეკა დედას და უთხრა, რომ გზავნილი მიიღო, ცოტახანში ისევ დაურეკა და მადლობა გადაუხადა მისი და პატიმრების სახელით. მოწმე ფიქრობს, რომ ის პატიმრები იყვნენ, რომლებიც გ---ს საკანში ახალი გადმოყვანილი იყვნენ, რადგან მათზე თქვა გ---მ, ახალი ოჯახი შექმნესო და სწორედ ამიტომ გაუგზავნეს გზავნილი. გ--- ნათესავებმა ჩამოასვენეს. მისი სხეული ძალიან იყო დაზიანებული. ნორმალური ადამიანი ვერ შეძლებს ასე დაასახიჩროს ვინმე. გ---ს არც შუბლი ჰქონდა, არც თვალები, არც ცხვირი. სახის მიდამოში იყო ნაცემი, ეს იყო მიზანმიმართულად ჩადენილი იმ მოტივით, რომ ადამიანის გადარჩენა შეუძლებელი ყოფილიყო. როგორც მისთვის იყო ცნობილი, თბილისიდან იშვიათად გადმოყავთ პატიმრები დასავლეთ საქართველოში. მისი ძმა თურქი ეროვნების ადამიანის ცემის გამო, უსამართლოდ იჯდა ციხეში და მის საკანში გადმოიყვანეს ასეთი პატიმრები. მაშინ როცა დ---------–ი ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მათ სახლში მივიდა, მიხვდა, რომ ციხეში იყო რაღაც პრობლემა და წესების თანახმად არ იყო ყველაფერი, მით უფრო, რომ დ---------–ი ,,ქვემძრომულად’’ მივიდა, რაღაც ბინების პროექტები შეთავაზა, ანუ მოსყიდვის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. სწორედ მ----–--------ემ და დ---------–მა მოაწერეს ხელი პატიმრების თბილისიდან გადმოყვანას იმ მოტივით, რომ რადგან ყველა ციხეში საფრთხე ექმნებოდათ, მათივე უსაფრთხოების მიზნით განახორციელეს გადაყვანა და სწორედ დ---------–ი და მ----–--------ე უნდა დაისაჯონ, ასევე უნდა დაისაჯოს გ------ი კ-------ა, რომელმაც არ თქვა რა მოხდა, ასევე დამნაშავეა ბადრაგი, რომელიც ციხის მაყურებელმა ე.წ. ,,ბუწალიჩმა’’ გააჩერა და არ შეუშვა საკანში ფაქტის აღსაკვეთად. ეს იყო კარგად დაგეგმილი დანაშაული, რადგან გ--- ფ---------ე სიმართლის მოყვარული ადამიანი იყო. ის გარემოება, რომ კ-------ას შესახებ კონფლიქტი მოხდა ციხეში ფაქტამდე სამი დღით ადრე არ უცნობ----თ, აღნიშნულის შემდეგ გახდა მისთვის ცნობილი იმ პატიმრისგან, რომელიც ციხიდან გათავისუფლდა. ამ პირის სახელი და გვარი არ ახსოვს, მაგრამ შეუძლია გაიგოს და სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდოს. ამის შესახებ გამომძიებლისთვის არ უთქვამს, რადგან ფაქტის გაგებიდან ერთ საათში მოვიდა გამომძიებელი და იმ პერიოდში არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ე.წ. ,,ბუწალიჩის’’ მიერ ბადრაგის არ შეშვების შესახებ გაიგო პატიმრებისგან. ამ ფაქტამდე გ--- უკავშირდებოდა ტელეფონით, მაგრამ არანაირი აღელვება არ შეუნიშნავს. გ--- იყო მოჭიდავე, ევროპის ჩემპიონი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი პიროვნება. გ------ი კ-------ას იცნობს, ის მისი ძმის ბავშვობის მეგობარია.
მოწმის რ---- კ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის მარტის მდგო----ეობით მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულებაში რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორად. 2014 წლის 3 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე, რეჟიმის ინსპექტორ კონტროლიორ ა---------– გ----------ესთან და ოფიცრებთან - მ--–---- ბ--–-------ესა და ა------- ბ---------ესთან ერთად. დღის განმავლობაში არანაირი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 2014 წლის 3 მარტს ზონა დაიკეტა 1900 საათზე. მსჯავრდებულების შემოწმება თითოეული საკნის მიხედვით ხდება ვახშმის შემდეგ და ბოქლომებით იკეტება საკნები. შემთხვევის დღეს შემოწმებული იქნა №322 საკანიც, რომელშიც მოთავსებული იყვნენ მსჯავრდებულები: გ--- ფ---------ე, შ----- შ----ე, გ------ი ს-----–---–ი, ლ---- მ----–------–---–ი და გ------ი კ-------ა. საღამოს 2300 საათზე წესის შესაბამისად ორი თანამშრომელი გავიდა დასასვენებლად, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, ხოლო თვითონ, მ--–---- ბ--–-------ესთან ერთად განაგრძო ფხიზელ სმენაში ყოფნა, ახორციელებდნენ შემოვლას. არანაირი ხმაური არ გაუგონიათ. 4 მარტს, ღამის 0200 საათზე მ--–---- ბ--–-------ესთან ერთად იმყოფებოდა სამორიგეო მაგიდასთან, რა დროსაც გაიგონეს ტელევიზორის ხმამაღალი ხმა და ასევე მსჯავრდებულის ხმამაღალი ლაპარაკი. წავიდნენ დერეფნის სიღრმეში და №322 საკნიდან გაიგონეს ხმაური. სამორიგეო მაგიდიდან, №322 საკანი დაახლოებით 20 მეტრით არის დაშორებული. ხმის ტემბრზეც და კილოზეც იცნეს, რომ ხმამაღლა საუბრობდა პატიმარი გ--- ფ---------ე, ვინაიდან იგი დიდი ხნის განმავალობაში იხდიდა სასჯელს აღნიშნულ დაწესებულებაში. მ--–---- ბ--–-------ემ გამოაღო საკნის ფანჯარა ე.წ. ,,საკვებური’’, (რომელიც მდებარეობს კარის ზემოთ და კვადრატის ფორმა აქვს. არის დაახლოებით 20 სმ. და განსაზღვრულია მსჯავრდებულისთვის საჭმლის (თეფშის, ჭიქის) მიწოდებისათვის. საკვებურიდან საკანში თითქმის ყველაფერი ხვდება მხედველობის არეში, გარდა მარცხენა კარის კუთხის კედლისა, სადაც არის საპირფარეშოს შესასვლელი და ასევე მხედველობის არეში არ ხვდება საწოლის კუთხე) და დაინახეს, რომ გ--- ფ---------ე ხმამაღლა საუბრობდა, წინ ხელნაკეთ სკამზე ხელგადახვეულები ისხდნენ გ------ი კ-------ა და შ----- შ----ე, ხოლო გ--- ფ---------ე გულდაწყვეტით ამბობდა - ,,ძმურად მიგიღეთ, გული დაგანახეთ და თქვენგანაც იგივეს მოვითხოვო’’. მათ მოუწოდეს, რომ ტელევიზორისთვის დაეწიათ და ხმამაღალი ლაპარაკიც შეეწყვიტათ, რაზედაც გ---მ უპასუხა, რომ ,,მშვიდობა იყო და ხმადაბლა ილაპარაკებდა’’. ტელევიზორსაც დაუწიეს. რამდენიმე ხანი შეყოვნდნენ საკანთან და როცა უკვე ძალიან ხმადაბალი ხმა ისმოდა და თითქმის სიტყვების გარჩევაც შეუძლებელი იყო, დაბრუნდნენ სამორიგეო მაგიდასთან, რა დროსაც სართულზე ამოვიდნენ ოპერატიული მორიგე დ----- კ---–--ე და ოპერატიული უფროსი თ------ ჯ------ე. მათ აცნობეს №322 საკანში მომხდარი ფაქტის შესახებ. ისინი დარწმუნების მიზნით თვითონვე გაემართნენ აღნიშნული საკნისაკენ, საიდანაც არანაირი ხმაური აღარ ისმოდა, რის შემდეგაც დაიწყეს სხვა კორპუსებში მოძრაობა. №322 საკნისათვის პირველი შენიშვნის მიცემიდან დაახლოებით 20 წუთში გაიგონეს მძიმე საგნის დაცემის ხმა და შეურაცხმყოფელი სიტყვები დედის მისამართით. მ--–---- ბ--–-------ესთან ერთად გაიქცნენ დერეფნის სიღრმეში. №322 საკანთან მიახლოებისას გაიგონეს ყრუ დარტყმების ხმა, საკნის ფანჯრის გახსნისას დაინახეს, რომ კართან ახლოს საპირფარეშოში შესასვლელთან არსებულ ერთ საფეხურიან კიბესთან თავით ეგდო გ--- ფ---------ე, ფეხები საკნის მარჯვენა მხარეს ჰქონდა, მარცხნივ იდგა გ------ი ს-----–---–ი, ცალი ხელი კედელთან ჰქონდა მიყრდნობილი და თავის არეში ფეხებით სცემდა გ--- ფ---------ეს, მარჯვნივ იდგა ლ---- მ----–------–---–ი, რომელიც თავისა და გულ-მკერდის არეში (სადაც ფეხი მიუწვდებოდა) სცემდა გ--- ფ---------ეს ფეხებით, ხოლო შ----- შ----ე იმყოფებოდა ჩაკეცილ მდგო----ეობაში და გულაღმა დაწოლილ გ--- ფ---------ის თმების მოქაჩვით ბეტონის იატაკზე თავს არტყმევინებდა კედლის მხარეს, სადაც წითელი ლაქების გუბეც კი იდგა. საკნის ფანჯრიდან, დაახლოებით 1-1,5 მეტრის მანძილზე ხედავდა ცემის ფაქტს. მათ დაუყვირეს, რომ შეჩერებულიყვნენ, რა დროსაც გ------ი ს-----–---–ი მივიდა ფანჯარასთან და ფანჯარას ხელი ააფარა, რადგან მათი წესებით, როცა საკანში რაიმე კონფლიქტია, თანამშრომელს არ უნდა დაანახონ. როცა საკანში შეიხედეს და დაინახეს ცემის ფაქტი, მ--–---- ბ--–-------ე გვერდით იდგა, ინსტიქტურად მანაც შეიხედა საკანში. როცა ყრუ დაცემის ხმა გაიგონეს, საკანთან მისასვლელად, საკნის საკვებურის გამოსაღებად და №322 საკნის გასაღებად 2 წუთი დასჭირდათ. ვინაიდან მ.ბ--–-------ეს რადიო გადამცემი ჰქონდა, მას დაუძახა, რომ ექიმი გამოეძახა, რადგან გ--- ფ---------ე უგონო მდგო----ეობაში იმყოფებოდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა თანასაკნელებს. სამორიგეო სართულის ყველა საკნის გასაღების აცმა თან ჰქონდა და დაიწყო კონკრეტული გასაღების ძებნა. როცა კარი გააღო ცალმხრივად, რადგან ორ პატიმარს ერთად არ შეძლებოდა საკნის დატოვება, კარის გაღებისას გ------ი ს-----–---–მა წინააღმდეგობა გაუწია მათ იმ მხრივ, რომ ცდილობდა კარი არ გაეღოთ, თან იძახდა, რომ ,,ციხეში იყო გაზრდილი და პასუხს არაფერზე აგებდა’’, ამ დროს მეორე მხარის გაღებაც შეძლეს და ერთ ნაბიჯში უკვე გ--- ფ---------ესთან იდგა. მსჯავრდებულებს მოუწოდა შეჩერებულიყვნენ. ერთი შეხედვით დაინახა რომელი მსჯავრდებული რა მოქმედებას ასრულებდა. ამ დროს გ------ი ს-----–---–ი დერეფანში გავიდა, ხოლო შ. შ----ე და ლ. მ----–------–---–ი საკნის სიღრმეში შევიდნენ, ისე, რომ მისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. ციხის თანამშრომლების საკანში შესვლამდე კი გ--- ფ---------ის ცემას კვლავ აგრძელებდნენ. ამ დროს საკნის სიღრმიდან გამოვიდა გ------ი კ-------ა, რომელიც უცნაურად გამოიყურებოდა და ისიც დერეფანში გავიდა. გ--- ფ---------ის ცემის დროს გ. კ-------ა იქ არ ყოფილა. როცა შ----- შ----ე და ლ---- მ----–------–---–ი საკნის სიღრმეში გადავიდნენ, ამ დროს გ--- ფ---------ე უგონო მდგო----ეობაში იყო. სახეზე დაზიანებები ჰქონდა, ასევე იყო შეშუპებულიც. გამოიძახეს მორიგე ექიმი ი----- ჩხაიძე, რომელიც ცდილობდა პირველადი დახმარების გაწევას, მან თქვა, რომ პულსი ესინჯებოდა. სწრაფად, საკაცით გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში. როდესაც გ--- ფ---------ე სამედიცინო პუნქტში გადაყავდათ, №322 საკნის გასაღები, სხვა გასაღებებთან ერთად დ----- კ---–--ეს დაუტოვეს. მალევე მოვიდა ციხის უფროსი კ------- ბ----, რომელმაც მოითხოვა ახსნა-განმარტება მომხდართან დაკავშირებით. როდესაც დაბრუნდნენ №322 საკანთან, რისთვისაც 20 წუთი დასჭირდათ, დერეფანში იდგნენ თანამშრომლები. გ------ი ს-----–---–ი, შ----- შ----ე, ლ---- მ----–------–---–ი და გ------ი კ-------ა ჩაკეტილები იყვნენ საკანში. №322 საკნიდან ისმოდა ხმა, ერთ-ერთი მსჯავრდებული მღეროდა კიდეც რუსულ ენაზე. ამ დროს რაციით გაჟღერდა, რომ №322 საკანში მყოფი მსჯავრდებულები უფროსის კ------- ბ----ს ბრძანებით უნდა გადაეყვანათ ,,კარცერში’’. როდესაც გააღეს №322 საკანი, შიგ არ შესულან, კარიდან დაინახეს, რომ საკანში იატაკი ნახევრად მოწმენდილი და სველი იყო, კიბის სახელურთან, სადაც სისხლის ლაქების გუბე იდგა, აღარაფერი იყო, მაგრამ სულ წაშლილი არ იყო და სისხლის ლაქები მაინც შეიმჩნეოდა. მსჯავრდებულები კი ტანსაცმელს ალაგებდნენ და გამოხატავდნენ თავიანთ აზრს, თუ რომელ ციხეში გადაიყვანდნენ. მათ ტანზე გამოცვლილი ჰქონდათ, თბილად ეცვათ, რადგან ფიქრობდნენ, რომ სხვა ციხეში გადაიყვანდნენ. დ----- კ---–--ემ გამოიყვანა მსჯავრდებულები კარცერში გადაყვანის მიზნით. გამომძიებლების და ექსპერტების მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ №322 საკანში შევიდა დ----- გ-------, რომელმაც უკან დააბრუნა ,,კარცერში’’ გადაყვანილი მსჯავრდებულების ტანსაცმელი, რაც მოთავსებული იყო საშუალო ზომის 2-3 პარკში.
მოწმის მ--–---- ბ--–-------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 2014 წლის მარტის მდგო----ეობით მუშაობდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულებაში უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორად. 2014 წლის 3 მარტს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა სასჯელაღსრულების დაწესებულების მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე, ა---------– გ----------ესთან, რ---- კ------ესა და ა------- ბ---------ესთან ერთად. როდესაც ავიდნენ მე-3 სართულზე, გადაიბარეს ცვლა და აღნიშნულის შესახებ აცნობეს დ----- კ---–--ეს, ამის შემდეგ გააღეს 44-ივე საკანი და დაიწყეს დღის წესრიგის შესრულება. სადილის დარიგების დროს დაიკეტა საკნები, ხოლო შემდეგ კვლავ გაიღო. რაიმე ინციდენტს ან შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. 1800 საათზე ისევ დაიკეტა და დღის ბოლოს დაიწყო ე.წ. ,,პრავერკა”. საკნის კარებს აქვს საკვებური ე.წ. ,,კარმუშკა”, სადაც დაწერილია საკანში არსებული მსჯავრდებულების რაოდენობა, სახელები და გვარები. ასევე აქვთ სააღრიცხვო ბარათები, რაზეც მსჯავრდებულების სურათია მიკრული და მითითებულია მათი სახელი, გვარი და მამის სახელი. ,,პრავერკის” დროს ხორციელდება მათი შემოწმება სრულად. №322 საკანში როდესაც შევიდნენ, იქ დახვდათ გ--- ფ---------ე, გ------ი კ-------ა, შ----- შ----ე, ლ---- მ----–------–---–ი და გ------ი ს-----–---–ი. მოხდა საკნის ვიზუალური დათვალიერება. ,,პრავერკის” დასრულების შემდეგ ხდება სამედიცინო მომსახურება, ვისაც რა აწუხებს იმის მიხედვით. ამის შემდეგ განაწილდა ცვლა ანუ ორი თანამშრომელი ისვენებს საღამოს 2300 საათიდან ღამის 0300 საათამდე, ხოლო შემდეგი ორი თანამშრომელი ღამის 0300 საათიდან დილის - 0700 საათამდე. პირველად დასვენება მოუწიათ ა---------– გ----------ეს და ა------- ბ---------ეს, ხოლო ფხიზელ ცვლაში მყოფები ახორციელებდნენ შემოვლას პერიოდულად. 0200 საათს აკლდა წუთები, როდესაც შემოესმათ ხმაური და ტელევიზორის მაღალი ხმა. ისინი წავიდნენ ხმაურის წყაროსაკენ სადაც გაიგონეს №322 საკნიდან გამოსული გ--- ფ---------ის ხმა (ვინაიდან ის უკვე დიდხანს იჯდა №14 დაწესებულებაში, მისი ხმა იცნეს). მისი საუბრიდან გაიგონეს, რომ ,,მე თქვენ ძმურად მიგიღეთ და თქვენგანაც ანალოგიურს მოვითხოვ”, როდესაც შეიხედეს საკვებურში (№322-ე საკნის კარებზე არსებული საკვებური არის 20-25 სმ. კვადრატული ფორმის, რომელიც კარის ზედა ნაწილში მდებარეობს, როდესაც საკანი არის განათებული, შიგ ყველაფერი ჩანს) დაინახეს, რომ გ--- ფ---------ე მოძრაობდა საკანში, შ. შ----ე და გ. კ-------ა თვით ნაკეთ სავარძელში ხელგადახვეულები ისხდნენ, გ. ს-----–---–ი წამოწოლილი იყო მარჯვენა მხარეს განთავსებული ორ იარუსიანი ნარის პირველ სართულზე, ხოლო ლ---- მ----–------–---–ი არ დაუფიქსირებიათ. მათ გ--- ფ---------ეს მოუწოდეს, რომ შეეწყვიტა ხმამაღალი საუბარი და დაეწია ტელევიზორისათვის. გ--- ფ---------ემ დაუწია ტელევიზორს და განაცხადა, რომ ხმამაღლა აღარ ისაუბრებდა. ამის შემდეგ დაკეტეს საკვებური და როდესაც დარწმუნდნენ, რომ სრული სიწყნარე იყო, გააგრძელეს მოძრაობა სამორიგეო მაგიდისკენ. ამ დროს ამოვიდა უსაფრთხოების განყოფილების უფროსი თ--------ზ ჯ------ე, რომელსაც მოყვა დაწესებულების მორიგე დ----- კ---–--ე. მათ იკითხეს მდგო----ეობა, განუმარტეს, რომ მომხდარის გამო შენიშვნა მისცეს გ--- ფ---------ეს, ისინი წამოვიდნენ და შეჩერდნენ №322 საკანთან, ვინაიდან იქ სიმშვიდე იყო, გააგრძელეს შემოვლა. ამის შემდეგ 0215-დან 0220 საათის შუალედში გაიგონეს ბეტონის იატაკზე მძიმე საგნის დაცემის ხმა, რასაც მოჰყვა დედის მისამართით გინება. ჩქარი ნაბიჯით წავიდნენ იქეთ საიდანაც ხმა გამოდიოდა, ანუ №322-ე საკნისაკენ. რ---- კ------ემ გამოაღო საკვებური, შეიხედა საკანში და ემოც-----ად ხმამაღალი ხმით დაიძახა, რომ შეეწყვიტათ ცემა, თან დაიძახა მგონი მოკლესო და ექიმისათვის დაძახება მოითხოვა. რ. კ------ე მოსცილდა საკვებურს და დაიწყო გასაღების ძებნა (ვინაიდან გასაღებები მას ქონდა, რომ გაეღო №322 საკნის კარები) ამ დროს განთავისუფლდა ადგილი საკვებურთან და საკანში გამოჩნდა გ--- ფ---------ე, რომელიც ჰორიზონტალურ მდგო----ეობაში იწვა, ბეტონის იატაკზე, კარებიდან დაახლოებით 1 მეტრის - 1,5 მეტრის მოცილებით. გ. ს-----–---–ი გ--- ფ---------ის თავთან იდგა, ლ. მ----–------–---–ი გ---ს მარჯვენა მხარეს იდგა, ხოლო შ. შ----ე გ---ს მარცხენა მხარეს იყო ჩაცუცქული და გ. ფ---------ეს თავს არტყმევინებდა კეფით ბეტონის იატაკზე, ლ. მ----–------–---–ი წიხლებით სცემდა სხეულის ზედა ნაწილში, ხოლო გ. ს-----–---–მა მოიქნია წიხლი, რომელიც გ. ფ---------ეს მოხვდა თავის არეში, კერძოდ საფეთქელთან. ამასობაში რ---- კ------ემ გააღო საკნის კარები და როდესაც გამოაღო, გ------ი ს-----–---–მა გამოყო ხელები საკნიდან და თავისკენ იზიდავდა კარებს და თან იძახოდა ,,მე ზონაში გაზრდილი ბიჭი ვარ” თან მოაყოლა გინება თავისი დედის მისამართით. რადგანაც კრიმინალური სამყაროს წესია როდესაც ხდება საქმის გარჩევა ან დაპირისპირება, არ შეიძლება თანამშრომელი რომ შეესწროს ასეთ ფაქტს. საკნის კარი იღება 90%-ით და 180%-ით, 180 %-ით გაღებას ხელს უშლის სახელური, ხოლო ვინაიდან კარების გაღებაში გ------ი ს-----–---–ი ხელს უშლიდა რ.კ------ეს, გააღეს სახელური და კარი გამოაღეს 180%-ით რომელსაც (გაღებულ კარებს) გარეთ გამოყვა გ------ი ს-----–---–ი. საკანში შევიდა რ---- კ------ე და სანამ არ მივიდა გ--- ფ---------ესთან, მანამდე შ----- შ----ეს და ლ---- მ----–------–---–ს გ. ფ---------ის ფიზიკური შეურაცხყოფა არ შეუწყვეტიათ. ხმამაღალი და ემოც-----ი მოწოდების შემდეგ შეწყვიტეს ცემა. შ.შ----ეს გ.ფ---------ისათვის თმებში ჰქონდა ხელი ჩავლებული (რადგანაც გ--- გრძელ თმებს ატარებდა) და თავს არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე, ხოლო ლ.მ----–------–---–ი სცემდა გ---ს სხეულის ზედა ნაწილში. რ---- კ------ე როდესაც მივიდა გ---სთან ისინი გადავიდნენ საკნის სიღრმეში, გ------ი კ-------ა კი საკნიდან შეშინებული გამოვარდა გარეთ. გაფითრებულ გ. ფ---------ეს აღენიშნებოდა ცხვირის არეში და ერთ-ერთ წარბზე დაზიანებები, ასევე თვალები ჰქონდა შეშუპებული, მძიმედ სუნთქავდა და იმ ადგილას სადაც გ--- ფ---------ის თავი იყო, წითელი ფერის გუბე იდგა. მე-6 კორპუსში განთავსებული არის მცირე ზომის სამედიცინო პუნქტი, სადაც ღამით რჩება ექიმი, დაუძახეს ექიმს (ი----- ჩ----ეს), რომელიც მალე ამოვიდა და დაიწყო გ---ს გასინჯვა. ექიმმა თქვა, რომ პულსი ესინჯებოდა და მოითხოვა საკაცის მოტანა. ამ დროს მოვიდნენ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, გ. ფ---------ე დააწვინეს საკაცეზე და წაიყვანეს სამედიცინო ნაწილში. რ. კ------ემ წასვლამდე საკნების გასაღებები გადასცა დ----- კ---–--ეს. დაახლოებით 5-10 წუთი დაჭირდათ სამედიცინო ნაწილში მისვლამდე. შემდეგ დაბრუნდნენ ისევ მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე, სადაც №322 საკანი დახვდათ დაკეტილი, რომელშიც იმყოფებოდნენ შ----- შ----ე, გ------ი ს-----–---–ი, ლ---- მ----–------–---–ი და გ------ი კ-------ა, ჩართული იყო ტელევიზორი და ისმოდა სიმღერების ხმა, ხოლო ამ სიმღერების ხმას ღიღინს აყოლებდნენ. ცოტა ხანში რაციაში გაისმა ციხის დირექტორის - კ------- ბ----ს ხმა, რომ მსჯავრდებულები, რომლებიც მოთავსებული იყვნენ №322 საკანში გადაეყვანათ სამარტოო მოთავსების საკნებში. №322 საკანში შევიდა დ----- კ---–--ე და მსჯავრდებულებს განუცხადა, რომ სამარტოო საკნებში უნდა გადაეყვანა ისინი. მსჯავრდებულები პარკებში აწყობდნენ თავიანთ ნივთებს, საკანში იყო არეულობა, ასევე სისხლის გუბე იყო მოწმენდილი, საკნის იატაკი კი ნახევრად სველ მდგო----ეობაში.
მოწმის სახით დაკითხული: ა---------– გ----------ის ჩვენებით - რომელიც გეგუთის №14 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინპექტორ-კონტროლიორია და ა------- ბ---------ის ჩვენებით, რომელიც არის გეგუთის №14 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორი, დადასტურებულია, რომ ისინი ბრალდებულებს იცნობენ სამსახურიდან. 2014 წლის 3 მარტსაც 900 საათზე გამოცხადდნენ ისინი სამსახურში. ჩატარდა თათბირი და მ--–---- ბ--–-------ესთან და რ---- კ------ესთან ერთად გაანაწილეს მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე. დღის განმავლობაში რაიმე შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. საღამოს დაახლოებით 1930 საათზე დაიკეტა ყველა საკანი ბოქლომით, მათ დაარიგეს საჭმელი და ა---------– გ----------ემ და ა------- ბ---------ე მ--–---- ბ--–-------ესთან და რ---- კ------ესთან ერთად დაიწყეს მსჯავრდებულების შემოწმება და დათვლა, ასევე საკნების ვიზუალური დათვალიერება, კერძოდ, აღებდნენ საკნებს და მსჯავრდებულები გამოდიოდნენ გარეთ, რომლებსაც ამოწმებდნენ ბარათის მეშვეობით, სადაც აღნიშნულია მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი და ასევე არის მსჯავრდებულის ფოტო. ადგენენ რომ მსჯავრდებული არ იყოს გადასული და მოთავსებული სხვა საკანში, შემდეგ ახდენდნენ ერთერთი მსჯავრდებულის თანდასწრებით საკნის ვიზუალურ დათვალიერებას, რომ რაიმე არ ყოფილიყო დაზიანებული, რის შემდეგაც საკანში შეჰყავდათ მსჯავრდებულები და კეტავდნენ საკნის კარებს ბოქლომით, რაც განხორციელდა კიდეც აღნიშნულ დღეს მეექვსე კორპუსის მე-3 სართულზე მდებარე საკანებში. საღამოს შემოწმების დასრულების შემდეგ, 2300 საათამდე ახორციელებდნენ შემოვლას სართულზე დერეფანში და ამოწმებდნენ რაიმე ხმაური არ ყოფილიყო საკანიდან, თუმცა რაიმე დარღვევას ადგილი არ ჰქონია. ვინაიდან ოთხი თანამშრომლიდან 2300 საათიდან 0300 საათამდე ,,ფხიზელ ცვლაში’’ იმყოფება ორი თანამშრომელი, ხოლო ორი ისვენებს 0300 საათამდე, 2300 საათზე მათ დაისვენეს სამორიგეო ნაწილში, ,,ფხიზელ ცვლაში’’ კი დარჩა რ---- კ------ე და მ--–---- ბ--–-------ე. რამდენიმე ხნის გასვლის შემდეგ მათ გაიგონეს დაკაკუნება, რის გამოც ეგონათ, რომ უკვე მათი მორიგეობის დრო იყო მოსული, ადგნენ, მოწესრიგდნენ და გამოვიდნენ სამორიგეოდან, რა დროსაც დერეფანში მათ დახვდათ ოპერატიული მორიგე დ----- კ---–--ე და რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი - მე-6 კორპუსის უფროსი პ----- ჭ-------–ი, რომლებმაც მათ უთხრეს, რომ 322-ე საკანში მსჯავრდებულებს შორის მოხდა ჩხუბი და დაშავებული იყო გ--- ფ---------ე, რომელიც გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში. ამ დროს 322-ე საკნის კარები დაკეტილი იყო, საიდანაც ლაპარაკის ხმა ისმოდა. აღნიშნულის შემდეგ, დაახლოებით ათ წუთში, სართულზე ავიდნენ რ---- კ------ე, მ--–---- ბ--–-------ე და დ----- გ-------, რომლებმაც გამოიყვანეს საკანში დარჩენილი მსჯავრდებულები და გადაიყვანეს სამარტოო საკანში, ხოლო საკნის კარები დაკეტეს და საკნის გასაღები ა------- ბ---------ეს ჩააბარეს. აღნიშნულის შემდეგ ადგილზე მივიდნენ გამომძიებლები და ექსპერტები და დაიწყეს საკნის დათვალიერება, რაშიც მონაწილეობა მიიღეს ა---------– გ----------ემაც და ა------- ბ---------ემაც. საკნის კარები პირადად გააღო ა------- ბ---------ემ, ისინი ერთად შევიდნენ საკანში და დაიწყეს დათვალიერება, რა დროსაც მათ ნახეს, რომ საკნის შესასვლელ კარებთან მარცხენა მხარეს არსებულ საპირფარეშოს გარეთა კედელზე მიშხეფებული იყო წითელი ფერის ლაქები იმ ადგილას, სადაც მოწმენდილი იყო იატაკი. საკნის იატაკი იყო ნახევრად სველ მდგო----ეობაში, აშკარად ეტყობოდა რომ დაახლოებით მესამედი ნაწილი იყო მოწმენდილი, დანარჩენი ნაწილი კი იყო მშრალი. მაგიდაზე დადებული იყო ელექტრო ჩაიდანი, რომელიც ამოიღო ექსპერტებმა და დაანახეს, რომ ჩაიდანს ჩატეხილი ჰქონდა ბოლო და ამომტვრეულ ნაწილში იყო წითელი ლაქა. ტანსაცმელები იყო პარკებში მოუწესრიგებლად ჩალაგებულ მდგო----ეობაში და ნაწილი არეულ მდგო----ეობაში იყო საკანში. საკანში არსებულ ერთერთ ორსართულიანი საწოლის კიბეზე იყო მოსერო ფერის გრძელმკლავიანი მაისური წარწერებით, რომელსაც ასევე წითელი ლაქა ჰქონდა და ამავე საწოლის მეორე სართულზე იყო ჯინსის შარვალი. ასევე იატაკზეც იყო ორი ჯინსის შარვალი სველ მდგო----ეობაში, სულ ნანახი იქნა სამი შარვალი და სამივე სველ მდგო----ეობაში, მათგან ერთი იყო ,,მოსერო’’ ფერის; საპირფარეშოში იყო პოლიეთილენის პარკში პირსახოცი, რომელზეც აღინიშნებოდა წითელი ლაქები. რაც იყო იქ, ამოიღეს, დალუქეს და შეადგინეს ოქმი. მოწმეების განმარტებით, მესამე სართულზე არის ორი სამორიგეო - ერთ სამორიგეოში არის დოკუმენტაცია და დღის განმავლობაში იყენებენ, ხოლო მეორე სამორიგეოს საღამოს მოსასვენებლად იყენებენ. სამორიგეოს აქვს მეტალოპლასტმასის კარები და ფანჯარა, რის გამოც შეუძლებელია გაიგონო დერეფანში არსებული რაიმე ხმაური. მათ რ---- კ------ისაგან და მ--–---- ბ--–-------ისაგან გაიგეს მომხდარი ფაქტის შესახებ. 2014 წლის 03 მარტს მე-6 კორპუსის მე-3 სართულის 322-ე საკანში მოთავსებული იყვნენ მსჯავრდებულები - გ--- ფ---------ე, შ----- შ----ე, ლ---- მ----–------–---–ი, გ------ი კ-------ა და გ------ი ს-----–---–ი, რაც მათ პირადად შეამოწმეს და ნახეს.
მოწმის დ----- კ---–--ის ჩვენებით დადაგენილია, რომ მუშაობს გეგუთის №14 დაწესებულებაში ოპერატიული მორიგე-ინსპექტორის თანამდებობაზე და მას ევალება სადღეღამისო უწყისის მიხედვით განაწილებულ თანამშრომლებზე ზედამხედველობა და დღის წესრიგის შესრულება. 2014 წლის 03 მარტს, ის დილით გამოცხადდა სამსახურში, ათ საათზე ჩატარდა თათბირი, სადაც სადღეღამისო უწყისის მიხედვით მან გაანაწილა თანამშრომლები ობიექტებზე, რასაც ესწრებოდა ასევე თ--------ზ ჯ------ეც, რის შემდეგაც დღის განმავლობაში იმყოფებოდა თავის სამუშაო კაბინეტში. საღამოს, როდესაც ზონა იკეტება, რვის ნახევარზე, გადადის ზონაში, რვა საათისათვის, ამოწმებს რომ სასადილოდან დროულად მოხდეს საკვების მიწოდება და ესწრება მსჯავდებულებთან საჭმლის დარიგებას და ასევე საღამოს შემოწმებას, რაც მთავრდება ათის ნახევარზე, ხოლო შემდეგ ღამის საათებში, პერიოდულად აწარმოებს შემოვლებს, თუ როგორ ასრულებენ თანამშრომლები ობიექტებზე თავიანთ სამუშაოებს. 2014 წლის 04 მარტს დაახლოებით 120 საათზე გავიდა შემოვლაზე მე-6 კორპუსში, კიბეებით ავიდა მე-4 სართულზე და შეამოწმა თანამშრომლები და იქ არსებული სიტუაცია, რის შემდეგაც, დაახლოებით 150 საათზე, ჩამოვიდა მე-3 სართულზე, სადაც შესასვლელ კარებში მას დახვდა უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი მ--–---- ბ--–-------ე და სამართლებრივი რეჟიმის კონტროლიორი რ---- კ------ე, რომლებმაც უთხრეს, რომ №322-ე საკანში ტელევიზორი ჰქონდათ ხმამაღლა აწეული და ცოტა ხმამაღალი საუბარი იყო, შეიხედეს ,,საკვებურიდან’’ და შენიშვნა მისცეს, რის შემდეგაც დაუწიეს ტელევიზორს და ხმამაღლა საუბარიც შეწყვიტეს, მას შემდეგ სიმშვიდე იყო’’. ამ მომენტში იქ მივიდა უსაფრთხოების განყოფილების უფროსი თ--------ზ ჯ------ეც, რომელიც ასევე იმყოფებოდა შემოვლაზე და რომელსაც ასევე მოახსენეს აღნიშნულის შესახებ მ--–---- ბ--–-------ემ და რ---- კ------ემ. მათ გაიარეს 322-ე საკანთან, მაგრამ რაიმე ხმაური არ ყოფილა, სიწყნარე იყო, უსაფრთხოების განყოფილების უფროსმა თ--------ზ ჯ------ემ დაავალა იქ მყოფ თანამშრომლებს - მ--–---- ბ--–-------ეს და რ---- კ------ეს, რომ ყურადღებით ყოფილიყვნენ. აღნიშნულის შემდეგ თვითონ წამოვიდა მე-2 სართულის შესამოწმებლად, ხოლო თ--------ზ ჯ------ე წავიდა პირველი სართულისკენ. დაახლოებით 10-15 წუთში, როდესაც მე-2 სართულის შემოწმება დაამთავრა და გამოვიდა ზემოთ ასასვლელ კიბეებზე მან დაინახა ექიმი ი----- ჩ----ე, რომელსაც ეკავა სამედიცინო ყუთი და მიდიოდა მე-3 სართულისკენ. ი----- ჩ----ემ მის შეკითხვაზე უპასუხა, რომ გამოძახებული იყო მე-3 სართულზე, რის გამოც ისიც გაჰყვა. როდესაც ისინი ავიდნენ მესამე სართულზე, დ----- კ---–--ემ დაინახა, რომ 322-ე საკანი იყო ღია, კარებთან იდგა მ--–---- ბ--–-------ე და რ---- კ------ე, უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი დ----- გ-------, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორი პ----- (ვალერი) ჭ-------–ი და კიდევ რამდენიმე თანამშრომელი. ექიმი ი----- ჩ----ე შევიდა 322-ე საკანში და მას შეჰყვა მ--–---- ბ--–-------ე და რ---- კ------ე. ამ დროს იქ ავიდა თ--------ზ ჯ------ეც. მოწმის განმარტებით მან საკნის ღია კარებიდან დაინახა, რომ ერთერთი მსჯავრდებული - გ--- ფ---------ე იატაკზე იწვა და მას ექიმი ი----- ჩ----ე ადგა თავზე, რომელმაც თ--------ზ ჯ------ეს განუმარტა, რომ კონტაქტი არ ჰქონდა მსჯავრდებულს, წნევას უსინჯავდა და გადაიყვანდა სამედიცინო ნაწილში. აღნიშნულის შემდეგ თ--------ზ ჯ------ემ მოიკითხა თუ რა მოხდა და მალევე გაბრუნდა, რომ დირექტორისათვის ეცნობებინა ამ ფაქტის შესახებ. თვითონ კი ჰკითხა იქ მყოფ თანამშრომლებს თუ რა მოხდა, რაზედაც დ----- გ-------მ და პ----- (ვალერი) ჭ-------–მა უპასუხეს, რომ 322-ე საკანში მსჯავრდებულ გ--- ფ---------ესთან თანასაკნელებს მოუვიდათ ჩხუბი და გ--- ფ---------ე იყო დასისხლიანებული. ექიმი მალე გამოვიდა და თქვა, რომ სასწრაფო დახმარება უნდა გამოეძახებინათ. დაახლოებით ხუთ წუთში ერთ-ერთმა თანამშრომელმა, აიტანა საკაცე, მსჯავრდებული დააწვინეს საკაცეზე და დ----- გ-------მ, მ--–---- ბ--–-------ემ და რ---- კ------ემ, გ--- ფ---------ე გადაიყვანეს დაწესებულების სამედიცინო ნაწილში. მალევე მათ გაჰყვა თავადაც, ხოლო მესამე სართულზე დარჩნენ ა------- ბ---------ე და ა---------– გ----------ე და ამ დროისათვის 322-ე საკანში იმყოფებოდნენ ამავე საკანში განთავსებული მსჯავრდებულები. სამედიცინო ნაწილში მივიდა დაწესებულების დირექტორი კახა ბ----ც. აღნიშნულის შემდეგ დ----- კ---–--ე წავიდა, რათა სასწრაფო დახმარება და სასწრაფოს ექიმები დროულად შეეყვანათ, დაახლოებით 20-25 წუთში მივიდა სასწრაფო დახმარება და მან შეიყვანა სასწრაფოს ექიმები, სასწრაფო დახმარებაც და ის პირადად მიჰყვა მათ დაწესებულების სანიტარულ ნაწილამდე. აღნიშნულის შემდეგ კი მას უნდა მოეყვანა გამომძიებლები და ექსპერტები. როდესაც ისინიც შეიყვანა და მივიდა დაწესებულების სანიტარულ ნაწილში, თანამშრომლებისაგან გაიგო, რომ მსჯავრდებული გ--- ფ---------ე გარდაიცვალა. დაახლოებით საათ ნახევრის შემდეგ გადავიდა მე-6 კორპუსში და მ--–---- ბ--–-------ისაგან და რ---- კ------ისაგან გაიგო, რა მოხდა და რა მდგო----ეობა იყო.
ანალოგიური ჩვენება მისცა გეგუთის №14 დაწესებულების სპეცაღრიცხვის განყოფილების ინსპექტორმა თ--------ზ ჯ------ემ.
მოწმის დ----- გ-------ს ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუშაობს გეგუთის N14 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების მთავარ ინსპექტორად, 2014 წლის მარტის თვეში მუშაობდა უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორად, რომლის მოვალეობაშიც შედიოდა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერტიული ვითარების შესწავლა. 2014 წლის 3 მარტს, გამოცხადდა სამსახურში და განაწილდა მე-6 კორპუსის მე-4 სართულზე, სადაც ასევე განაწილებული იყვნენ უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი შ----- ჯ----–--ე, რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ-კონტროლიორები - მ------ და მ-----ა ზ--------ეები და ი-----–ი დ-------ე. იმ ღამეს, 2300 საათიდან 0300 საათამდე მე-4 სართულზე ,,ფხიზელ ცვლაში’’ მასთან ერთად იყო მ-----ა ზ--------ე. დღის განმავლობაში სიმშვიდე იყო, ხოლო დაახლოებით ღამის 220 საათი იქნებოდა, როდესაც მასთან მყოფი თანამშრომლის საძახილიდან გაიგონა ხმა, რომ სამედიცინო დახმარებას ითხოვდნენ მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე, რის გამოც ის ჩავიდა მე-3 სართულზე, სადაც 322-ე საკანთან იყვნენ თანამშრომლები, საკანი იყო ნახევრად ღია მდგო----ეობაში. იგი საკანში არ შესულა, კარებთან ახლოს დაინახა, რომ უგონო მდგო----ეობაში ძირს ეგდო მსჯავრდებული გ--- ფ---------ე, მასთან ახლოს იყო მოწითალო სისხლის გუბე. საკანში კიდევ იმყოფებოდა ოთხი მსჯავრდებული - შ----- შ----ე, გ------ი ს-----–---–ი, გ------ი კ-------ა და ლ---- მ----–------–---–ი. ამ დროს იქ მივიდა ექიმი და მიიტანეს საკაცე. აღნიშნულის შემდეგ, მსჯავრდებული გ--- ფ---------ე გადაიყვანეს სამედიცინო ნაწილში, რა დროსაც დაინახა, რომ მსჯავრდებულს სახეზე ეტყობოდა სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები. სამედიცინო ნაწილში გ--- ფ---------ეს ექიმმა გაუწია სამედიცინო დახმარება, ასევე სამედიცინო ნაწილში გადაყვანიდან 20 წუთში მივიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც. აღნიშნულის შემდეგ კი გამობრუნდა უკან. მოგვიანებით ხელმძღვანელისაგან მიიღო დავალება 322-ე საკნის პატიმრები გადაეყვანათ სამარტოო საკნებში, რის შემდეგაც სართულზე მყოფ თანამშრომლებთან ერთად გააღეს 322-ე საკნის კარები და პატიმრებს შ----- შ----ეს, გ------ი ს-----–---–ს, გ------ი კ-------ას და ლ---- მ----–------–---–ს მან განუმარტა, რომ სამარტოო საკანში უნდა გადაეყვანათ და გამოსულიყვნენ, რაზედაც მათგან რაიმე წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო როდესაც მიჰყავდათ, გზაში ისინი მხიარულად მიდიოდნენ. ამ დროს 322-ე საკანში უკვე სისხლის გუბე აღარ იყო, მოწმენდილი იყო. მსჯავრდებულების სამარტოო საკნებში შეყვანამდე ინსპექტორ-კონტროლიორმა გ------ი მუშკუდიანმა მათ ჩაუტარა ჩხრეკა-დათვალიერება. ამ დროს შ----- შ----ეს პოლიეთილენის პარკში ჰქონდა მისი განცხადებით საცვლები, მაგრამ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა მოლურჯო ფერის სველი ჯინსის შარვალი, რაზედაც როგორც კონტროლიორმა აღნიშნა, ემჩნეოდა წითელი ფერის ლაქები. აღნიშნულ შარვალზე შ----- შ----ემ განაცხადა, რომ ახალი გარეცხილი ჰქონდა და სურდა გასაშრობად შეტანა, შემდეგ შეიყვანეს მსჯავრდებულები სამარტოო საკანში, ხოლო შარვალი გადაკიდეს გასაშრობ ოთახში. მას მ--–---- ბ--–-------ემ უამბო მომხდარი ფაქტის შესახებ.
მოწმის სახით დაკითხულმა - გეგუთის №14 დაწესებულების თანამშრომლებმა - პ----- ჭ-------–მა, შ----- ჯ----–--ემ, ბ----ა ხ-–--–-ამ და მ-----ა ზ--------ემ თავიანთი ჩვენებებით, დაადასტურეს მოწმეების - მ--–---- ბ--–-------ის, რ---- კ------ის, ა---------– გ----------ის, ა------- ბ---------ის, დ----- კ---–--ის, თ--------ზ ჯ------ის და დ----- გ-------ს მიერ მითითებული გარემოებები, რომელთა თანახმადაც 2014 წლის 03 მარტს საღამოს 0700 საათზე დაიწყეს საკნების დაკეტვა, ნახევარი საათის შემდეგ მიეწოდა პატიმრებს ვახშამი და შემოწმდა საკნები, რის შემდეგაც დაიკეტა ყველა საკანი. მესამე სართულზე, 2300 საათიდან 300 საათამდე ფხიზელ ცვლაში იმყოფებოდნენ მ--–---- ბ--–-------ე და რ---- კ------ე, მე-2 სართულზე - ბ----ა ხ-–--–-ა და მ--–---- ა----–--ე, ხოლო მე-4 სართულზე დ----- გ-------, ი-----–ი დ-------ე და მ-----ა ზ--------ე. ღამის 200 საათის შემდეგ, 220 წუთი იქნებოდა, როდესაც პ----- ჭ-------–ს მისმა თანამშრომელმა - მორიგე კონტროლიორმა გ------ი ო----მა უთხრა - ე.წ. ,,რაციით’’, რომ მე-3 სართულის თანამშრომლებმა სასწრაფოდ მოითხოვეს ექიმის დახმარება, ასევე აღნიშნული გაიგონა ბ----ა ხ-–--–-ამ ,,რაციაში’’, რომელიც ჰქონდა მ--–---- ა----–--ეს. აღნიშნული ,,რაციის’’ მეშვეობით გაიგონა მ-----ა ზ--------ემაც. ბ----ა ხ-–--–-ამ მიირბინა კიბეებთან და გასძახა მე-3 სართულის თანამშრომლებს თუ რა მოხდა, რა დროსაც მას უთხრეს, რომ 322-ე საკანში მოხდა ჩხუბი. მ-----ა ზ--------ეც ჩავიდა მე-3 სართულის შესასვლელთან და იქ გაიგო, რომ 322-ე საკანში მოხდა ჩხუბი და ერთერთი პატიმარი იყო ნაცემი. პ----- ჭ-------–ი კი ავიდა მე-3 სართულზე 322-ე საკანთან, რომელიც იყო ღია მდგო----ეობაში და სადაც მას დახვდა უსაფრთხოების ოფიცრები - დ----- გ-------, მ--–---- ბ--–-------ე და მორიგე კონტროლიორი რ---- კ------ე, რომლებისგანაც გაიგო, რომ მსჯავრდებული გ--- ფ---------ე მისმა თანასაკნელებმა სცემეს და იყო ცუდად. ამ დროს ავიდა ექიმი-ი----- ჩ----ეც, რომელიც შევიდა საკანში და მას თან შეჰყვა მ--–---- ბ--–-------ე და რ---- კ------ე. ცოტა ხნის შემდეგ ექიმმა განაცხადა, რომ საკაცე იყო საჭირო, რომ მსჯავრდებული გადაეყვანათ სამედიცინო ნაწილში და მათაც დაუძახეს სამორიგეო ნაწილს, რომ გადაეტანათ საკაცე. როდესაც ამოიტანეს საკაცე, გამოიყვანეს უგონო მდგო----ეობაში მყოფი მსჯავრდებული გ--- ფ---------ე, რომელსაც სისხლით ჰქონდა მთლი---დ სახე მოსვრილი. მოწმეების განმარტებით, მათ მომხდარი ფაქტის შესახებ გაიგეს მ--–---- ბ--–-------ისაგან და რ---- კ------ისაგან.
მოწმის სახით დაკითხული - ნ-------- დ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის მარტის თვეში სასჯელს იხდიდა გეგუთის №14 დაწესებულებაში, მეექვსე კორპუსის მესამე სართულზე არსებულ 327-ე საკანში, სადაც მასთან ერთად იყვნენ მსჯავრდებულები გ--–- ბ----–--ე, რ----ი და ო----ი დ-------ეები, ი-----მ ჟ----------ე და ჯ--- ლ------ე. აღნიშნული საკანი მდებარეობს 324-ე საკნის წინ, ხოლო აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 322-ე საკანში, რომელიც არის 324-ე საკნის გვერდით. 327-ე საკანი 322-ე საკნიდან დაშორებულია დაახლოებით 5-6 მეტრით და 322-ე საკანი მდებარეობს 327-ე საკნის მოპირდაპირე მხარეს. 2014 წლის 3 მარტს საკნები დაიკეტა დაახლოებით შვიდ საათზე - რვის ნახევარზე, როგორც წესი და ჩვეულებრივი დღე იყო. გვიან ღამით, არ იცის რომელი საათი იქნებოდა, ძილში ჩაესმა რაღაც ლაპარაკის ხმა და წამოდგა, ამ დროს გ--–- ბ----–--ეს არ ეძინა, ის ტელევიზორს უყურებდა. ეს ხმები 322-ე საკნიდან მოდიოდა. ის კარგად იცნობდნენ გ--- ფ---------ეს, რომლის ხმასაც მიამსგავსა და მიხვდა, რომ გ--- ფ---------ის ხმა იყო, აქცენტით და ხმამაღალი ლაპარაკიც იცოდა. მოწმის განმარტებით ხმას ძალიან თუ აუწევდი, შეიძლებოდა გაგონება, ისე საუბარს ვერ გაიგონებდნენ. მას ესმოდა ხმები, სიტყვები არა, მრავლობითში ლაპარაკობდნენ და ვერ არკვევდა ვინ რას ლაპარაკობდა. გ--- ფ---------ესთან 322-ე საკანში მოთავსებული იყვნენ ს-----–---–ი, მოისრწაფიშვილი, შ----ე და ერთი ბათუმელიც. 5-6 წუთის შემდეგ შეწყდა საერთოდ ხმა, გაჩუმდა ყველაფერი, სიწყნარე იყო და შემდეგ არავითარი ხმაური არ გაუგონია. აღნიშნულის შემდეგ დაახლოებით 20 წუთი იქნებოდა გასული, ისევ გაგრძელდა ხმამაღალი ლაპარაკი დაახლოებით 5-6 წუთი, შემდეგ ისევ გაჩუმდა ყველაფერი, კარები გაიღო და მოგვიანებით გაიგონეს უკვე, რომ ვიღაც გამოიყვანეს საკნიდან, ასევე გაიგონეს ნათქვამი, რომ ,,ბალიშიც გაეყოლებინათ’’, რის გამოც იფიქრა, რომ საკაცით ვიღაც გამოიყვანეს და საავადმყოფოში წაიყვანეს, მეტი ვერაფერი ვერ გაიგო. მეორე დღეს ტელევიზორის მეშვეობით გაიგეს, რომ გ--- ფ---------ე გარდაცვლილი იყო.
ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმის სახით დაკითხულმა, გეგუთის №14 დაწესებულების პატიმარმა - გ--–- ბ----–--ემაც.
მოწმის სახით დაკითხული გ-------– კ----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ქუთაისის შპს ,,სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში’’ ექიმად. 2014 წლის 03 მარტს, ის დილის ცხრა საათზე გამოცხადდა სამსახურში და მორიგეობდა 4 მარტის დილამდე. 2014 წლის 04 მარტს, გამთენიისას, ოპერატორის მიერ გამოძახებული იქნა მათი ბრიგადა, გამოძახება იყო გეგუთის კოლონიაში, რადგან პატიმარი იყო ცუდად. მათ გამოძახება მიიღეს დაახლოებით ღამის 230 - 240 საათზე და გამოძახებაზე მივიდნენ ღამის 300 საათისათვის, სადაც გაიარეს შესაბამისი პროცედურა და შევიდნენ კოლონიის ეზოში, შემდეგ კი ამბულატორიაში. პატიმარი იატაკზე იწვა, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა თავი ისე, რომ ვერ გაარჩევდი მამაკაცი იყო თუ ქალი, თავზე აღენიშნებოდა დიდი ზომის გემატომები, საერთოდ თვალის გუგების გახელა არ მოხერხდა გემატომების გამო, გატეხილი ჰქონდა ცხვირი, ჭრილობა იყო სისხლმდენი, ასევე ყურიდან სდიოდა სისხლი და სითხე, ჭრილობა ჰქონდა წარბზე, თავი იყო მთლი---დ დეფორმირებული. ციხის ექიმი მას უტარებდა სამედიცინო დახმარებას, ხელოვნურ მასაჟს და ე.წ ,,ამბუს’’ აპარატით სუნთქვას პირში. როდესაც ის მივიდა, გასინჯა პულსაცია ძირითად მაგისტრალურ არტერიაზე და პულსაცია არ იყო, გულისცემა არ ჰქონდა და არ იყო სუნთქვა, პირიდან უკვე სისხლი მოდიოდა მასაჟის შედეგად და მან დააფიქსირა, რომ უკვე გარდაცვლილი იყო. ვინაიდან ამბულატორიაში კვალიფიც-----ი ექიმის მიერ ნახევარ საათზე მეტი უტარდებოდა გულის მასაჟი, ხელოვნური მასაჟი, ,,ამბუს’’ აპარატით სუნთქვა, გაკეთებული ჰქონდა ადრენალინი როგორც ვენაში, ასევე გულის კუნთში და მიუხედავად ამისა არც გულის ფუნქციონირება და სუნთქვა არ აღდგა, ამიტომ მის მიერ დაფიქსირებული იქნა, რომ ის იყო გარდაცვლილი, რის გამოც სასწრაფოს მიერ სტაციონარში გადაყვანა არ მოხდა. მოწმის განმარტებით, მათ გარდაცვლილისათვის რაიმე ღონიძიება არ ჩაუტარებიათ, რადგან ის სამედიცინო დაწესებულებაში იყო და ექიმი უტარებდა ყველაფერს რაც საჭირო იყო. გ--- ფ---------ეს თავზე ისეთი დიდი ზომის გემატომები ჰქონდა და თავის ქალა ისე იყო დეფორმირებული, რომ თავის ქალაში გემატომების გამო დაზიანებული იქნებოდა სუნთქვის ცენტრი, რომელიც უკან მოგრძო ტვინში მდებარეობს და მისი გემატომის და დაზიანების გამო ხდება ადამიანის სუნთქვის გაჩერება. როდესაც მან დააფიქსირა გ--- ფ---------ის სიკვდილი, საბოლოოდ ციხის ექიმიც დაეთანხმა, რომ იყო გვამი და შეწყვიტა გულის მასაჟი.
საქმეში წარმოდგენილი N14 დაწესებულების მორიგე ექიმის ი----- ჩ----ის მიერ შედგენილი 2014 წლის 04 მარტის ცნობით დადასტურებულია, რომ 2014 წლის 04 მარტს დაახლოებით 0220 საათზე მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე ი----- ჩ----ემ გამოძახებით ინახულა მსჯავრდებული გ--- ფ---------ე. მისვლისას მსჯავრდებული უგონო მდგო----ეობაში იმყოფებოდა. სახეზე, თავზე და ტანისამოსზეც იყო სისხლით დასვრილი, სუნთქავდა, სუნთქვა იყო რითმული, პულსი ესინჯებოდა. დათვალიერებით, სახეზე მარჯვენა თვალის მიდამოში წარბის ზემოდან აღენიშნებოდა ნახეთქი ჭრილობა 4-5 სმ. სიგრძით, 2მმ-მდე სიგანით. ცხვირი ჰქონდა დეფორმირებული, ზედა ტუჩი შეშუპებული, ციანოზური, სახის არეზე მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ორივე თვალბუდის მიდამო შეშუპებული, გუგის დათვალიერება შეუძლებელი იყო შეშუპებისა და სისხლჩაქცევების გამო. მსჯავრდებულს მის მიერ სასწრაფოდ გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. მისი მისვლისას სისხლდენა პრაქტიკულად შეჩერებული იყო. მსჯავრდებულს შეძლებისდაგვარად გაუთავისუფლდა ზედა სასუნთქი გზები სისხლისა და ლორწოსაგან და სასწრაფოდ გადაყვანილი იქნა დაწესებულების სამედიცინო ნაწილში, სადაც მიყვანის მომენტში TA-130/75mmHg. სუნთქვა რჩებოდა რითმული, დამატებით გაუკეთდა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. სისხლდენის შემაჩერებელი, საგულე საშუალებები, წნევას უსინჯავდნენ რეგულარულად, დაახლოებით ყოველ 5 წუთში. გადაყვანიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ დაიწყო წნევამ ვარდნა 100/60 mmHg-მდე, რის შემდეგ დამატებით გაუკეთდა საგულე საშუალებები. მიუხედავად ამისა წნევა განაგრძობდა ვარდნას, მსჯავრდებულს გაუკეთდა დამატებით ადრენალინის 2 ამპულა, დექსამეტაზონი 2 ამპულა, საგულე საშუალებები, დამატებით ადრენალინის 2 ამპულა ი/ვ-ად. მიუხედავად ამისა არტერიული წნევა განაგრძობდა ვარდნას, აღენიშნებოდა სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები, პულსის შესუსტება, რითმის დარღვევა და ბოლოს პულსაციის გაქრობა სხივის არტერიაზე. მსჯავრდებულს დიდი ხნის განმავლობაში უკეთდებოდა გულის გარეგანი მასაჟი და ხელოვნური სუნთქვა, რის ფონზეც პერიოდულად აღდგებოდა სუნთქვა, ისინჯებოდა პულსი სხივის არტერიაზე. ექიმი პერიოდულად ახდენდა პირის ღრუს გათავისუფლებას სისხლისა და ლორწოსაგან. ჩადგმული იქნა საინტუბაციო მილი, უგრძელდებოდა ხელოვნური სუნთქვა - ,,ამბუს’’ აპარატით და გულის გარეგანი მასაჟი. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, აღინიშნა წნევის სრული ვარდნა, პულსაციის სრულად გაქრობა სხივის არტერიაზე და საძილე არტერიაზეც, სუნთქვის სრულად შეჩერება. საბოლოოდ დაფიქსირდა გვამის არსებობა, ეს დრო დაახლოებით იყო 0325 სთ. წინასწარი დიაგნოზი - ქალა ტვინის დახურული ტრავმა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - გ--- ფ---------ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის N14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მიერ 04.03.2014წელს გაცემული ცნობის - მონაცემების თანახმად მოქ. გ--- ფ---------ის ბიოლოგიური სიკვდილის ფაქტი კონსტატირებული იქნა 04.03.14წელი 0325 საათზე. გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი ნაადრევი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომის ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება მითითებულ დროს. მოქ. გ--- ფ---------ის გვამის გამოკვლევით აღინიშნებოდა სიცოცხლისდრ----დელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარცხნივ და მარჯვნივ თხემ-კეფის საზღვარზე, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. გ--- ფ---------ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლისდრ----დელი დაზიანებები: მრავლობითი სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოში, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა, მიმდებარედ კისრის რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები, განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპეტრიზის შემთხვევაში ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. გ--- ფ---------ის გვამზე ასევე აღინიშნებოდა სიცოცხლისდრ----დელი დაზიანებები: უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე - ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე. მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები ორთავე თვალბუდის სკლერებზე - განვითარებულნი არიან სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. დაიზანებათა აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ გვამის გარეგნული და შინაგანი გამოკვლევის მონაცემებში. გარდა აღნიშნულისა გ--- ფ---------ის გვამზე აღინიშნებოდა სამედიცინო მანიპულაციების ინექციის შემდგომი კვლები - მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარჯვენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე და მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში (ექსპერტი გ------ი გ-------–აშვილი); ქიმიურ-ტოკსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ, გ--- ფ---------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1,15%0 ეთილის სპირტი. არ აღმოჩნდა მეთილის და იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ანტიეპილეფსიური საშუალება - კარბამაზეპინი, ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტი - ნორდიაზეპამი. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, მეტადონი, ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოკაინი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები, ფორმალინი, ფენოლი, კრეზოლი, ქლოროფორმი, ქლორალჰიდრატი, დიქლორეთანი, ოთხქლორნახშირბადი, ქლორორგანული და ფოსფორორგანული პესტიციდები, დარიშხანი.
დასკვნები დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - გ------ი გ-------–აშვილმა და ც-----ი მ---------ემ.
გ------ი ს-----–---–ის მიმართ ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N001064514 დასკვნის თანახმად - გ------ი ს-----–---–ს ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმება ჩაუტარდა 04/03/2014წ. - 1451 საათზე, რა დროსაც გ------ი ს-----–---–მა განმარტა, რომ ღამით მიიღო, სასმელი ,,ბრაგა’’, ხოლო მას ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა 0,00 პრომილე.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - მ-----ე ჭ--–-–---–მა დაადასტურა დასკვნის სისწორე.
შ----- შ----ის მიმართ ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნის თანახმად - შ----- შ----ეს ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმება ჩაუტარდა 04/03/2014წ. 10:52 სთ-ზე, რა დროსაც შ----- შ----ემ უარყო ალკოჰოლის მოხმარება, ხოლო მას ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა 0,13 პრომილე.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - თ----- ბ--------–---–მა დაადასტურა დასკვნის სისწორე
ლ---- მ----–------–---–ის მიმართ ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების N0-------- დასკვნის თანახმად - ლ---- მ----–------–---–ს ალკოჰოლურ თრობაზე შემოწმება ჩაუტარდა 04/03/2014წ. 11:33 სთ-ზე, რა დროსაც ლ---- მ----–------–---–მა უარყო ალკოჰოლის მოხმარება, ხოლო მას ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დაუდგინდა 0,00 პრომილე.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - მ-----ე ჭ--–-–---–მა დაადასტურა დასკვნის სისწორე.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 04.03.2014წ. 15:00-15:20 საათების პერიოდში ჩატარებული პირადი გასინჯვით გ------ი ს-----–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების, სისხლჩაქცევისა და დამწვრობითი უბნის სახით (პირადი გასინჯვის მონაცემები: მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა სხვადასხვა ზომისა და ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით მრავლობითი ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 1,5X1,0 სმ და მინიმალური ზომით 0,8X0,2სმ. ზედა ტუჩის მიდამოში მარჯვნივ ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა ზომით: 2,2X1,0 სმ. მარჯვენა წვივის გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის დამწვრობითი უბანი (პირველი ხარისხის) ზომით: 7,0X2,0 სმ. სხეულზე გარეგნულად მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა) – დაზიანებები ნაჭდევების და სისხლჩაქცევის სახით განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ხოლო დაზიანება დამწვრობითი უბნის სახით განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - მ-----ა ნ-----–--ემ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - 04.03.2014წ. 1210-1230 საათების პერიოდში ჩატარებული პირადი გასინჯვით შ----- შ----ის სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთის სახით (პირადი გასინჯვის მონაცემები: მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 7,0X0,8სმ. მარცხენა წინამხრის უკანა ზედაპირზე შუა მესამედში არსებული სისხლნაჟღენთის ფონზე აღენიშნებოდა გასწვრივად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით: 1,5X0,1სმ. მარცხენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა ზომისა და ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევები მაქსიმალური ზომით: 1,0X0,1 სმ და მინიმალური ზომით: 0,2X0,1სმ. შუბლის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა განივად მდებარე ზოლისებრი ფორმის ასეთივე ხასიათის ნაჭდევი ზომით: 2,0X 0,3სმ. სხეულზე გარეგნულად მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - მ-----ა ნ-----–--ემ.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N001140114 დასკვნის თანახმად - 04.03.2014წ. 12:30-12:45 საათების პერიოდში ჩატარებული პირადი გასინჯვით ლ----ი მ----–------–---–ს სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - მ-----ა ნ-----–--ემ.
ქიმიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - გამოსაკვლევად წარდგენილი ,,მომწვანო ფერის პლასტმასის სათლში მოთავსებული სპეციფიკური სუნის მქონე სითხე“ წარმოადგენს ბრაგის ნარჩენ მასას, რომლის წონა 950 გრამია. ნიმუში თავის შემადგენლობაში შეიცავს 3,1 მოც.% ეთილის სპირტს. საკვლევი სითხის ორგანოლეპტიკური მახასიათებლები და ფიზიკო-ქიმიური შემადგენლობა სავარაუდოდ მიუთითებს, რომ მასში არსებული ეთილის სპირტი წარმოქმნილია სითხეში მიმდინარე პროცესების შედეგად და არა გარედან დამატებით (ექსპერტი ლ.კ---------ე). ქიმიურ ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,სპეციფიკური სუნის მქონე სითხეში“ არ აღმოჩნდა ნარკოტიკული, პრეკურსორი, ფსიქოტროპული და მომწამლავი ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოკაინი; ეფედრინი, ნორეფედრინი, ფსევდოეფედრინი; ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, ბარბიტურის მჟავას, ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ნივთიერებები (ექსპერტი ც.გ--------ე).
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ლ---- კ---------ემ და ც----ა გ--------ემ.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარმოდგენილ: ,,შ----- შ----ის სისხლის ნიმუშში’’ (ობ.N1) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. ობიექტში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი, მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) ნორდიაზეპამი, დიბენზოაზეპინის ნაწარმი ანტიეპილეფსიური ნივთიერება კარბამაზეპინი; - ,,ლ---- მ----–------–---–ის სისხლის ნიმუშში’’ (ობ.N2) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. ობიექტში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი, მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) ნორდიაზეპამი; - ,,გ------ი ს-----–---–ის სისხლის ნიმუშში’’ (ობ.N3) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. ობიექტში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი, მისი მეტაბოლიტი (ორგანიზმში გარდაქმნის პროდუქტი) ნორდიაზეპამი, დიბენზოაზეპინის ნაწარმი ანტიეპილეფსიური ნივთიერება კარბამაზეპინი; - ,,გ------ი კ-------ას სისხლის ნიმუშში’’ (ობ.N4) არ აღმოჩნდა მეთილის, ეთილის, იზოპროპილის სპირტები. ობიექტში აღმოჩნდა ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ფსიქოტროპული ნივთიერება - დიაზეპამი, დიბენზოაზეპინის ნაწარმი ანტიეპილეფსიური ნივთიერება კარბამაზეპინი; ნ-------- ნ-----–--ის სისხლის ნიმუშში (ობ.N5) აღმოჩნდა 1,11%0 ეთილის სპირტი. ობიექტში არ აღმოჩნდა: მეთილის, იზოპროპილის სპირტები; ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კოკაინი; ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, ბარბიტურის მჟავას, ბენზოდიაზეპინის ნაწარმი ნივთიერებები; - შ----- შ----ის, ლ---- მ----–------–---–ის, გ------ი ს-----–---–ის, გ------ი კ-------ას სისხლის ნიმუშებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანა-ბინოლი, კოკაინი; ტრიციკლური ანტიდეპრესიული საშუალებები, ბარბიტურის მჟავას, ნაწარმი ნივთიერებები(ექსპერტი ც----აქ გ--------ე); ,,ნ-------- ნ-----–--ის სისხლის ნიმუშში’’ აღმოღენილი 1,11%0 ეთილის სპირტი შეესაბამება მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლურ თრობას(ექსპერტი - ა.ო-----------ე). ასევე ექსპერტმა დამატებით განმარტა, რომ შესაძლებელია როდესაც სისხლში არ აღმოჩნდა ალკოჰოლი, აღმოჩნდეს ბილოგიურ მასალა შარდში, რადგან როდესაც სისხლში იშლება ალკოჰოლი, შარდში შეიძლება დარჩეს; ალკოჰოლი იშლება დაახლოებით ყოველ ერთ საათში 0,15 პრომილე.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ც----ა გ--------ემ და ა-----– ო-----------ემ.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - გ--- ფ---------ის წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (მაისური, ორი ცალი სპორტული შარვალი, ტრუსი, ერთი წყვილი წინდა, ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი) მაისურზე დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ხევით, მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად; ორ ცალ სპორტულ შარვალზე, ტრუსზე, ერთ წყვილ წინდაზე, ერთ წყვილ სპორტულ ფეხსაცმელზე ექსპლუატაც-----ი ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლების გარდა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. ,,გ.ს-----–---–ის” წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ჟაკეტი, შარვალი) გარდა ექსპლუატაც-----ი ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლებისა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. 3. ,,შ.შ----ის” წარმოდგენილ ტანსაცმელზე (მაისური, სპორტული შარვალი) გარდა ექსპლუატაც-----ი ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლებისა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. ,,ლ.მ----–------–---–ის” წარმოდგენილ ტანსაცმელზე (სპორტული მოსაცმელი და შარვალი) ექსპლუატაც-----ი ხასიათის ცვეთის ნიშნების და კვლების გარდა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. ,,გ.კ-------ას” წარმოდგენილ ტანსაცმელზე (ჟაკეტი, მაისური, შარვალი) გარდა ექსპლუატაც-----ი ხასიათის ცვეთის ნიშნებისა და კვლებისა, სხვა რაიმე დაზიანება გამოვლენილი არ ყოფილა. ჩაიდანს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში (ჩაიდანს ძირის ქვედა სიბრტყის ფართზე, ცხვირის მიდამოს გასწვრივ აღენიშნებოდა რაიმე საკმაოდ მყარ ზედაპირთან კონტაქტის (შესაძლო იმპულსური) შედეგად ტეხვით განვითარებული დაზიანება ზომით: 6,5X1,5სმ. ამასთან ჩაიდანს ცხვირზე ზედა კიდესთან დაახლოებით 0,6X0,8სმ. ფართზე განიცდიდა დეფორმაციის კვალს, მასალის ჩაზნექილობის სახით) აღენიშნება რაიმე საკმაოდ მყარ ზედაპირთან კონტაქტის შედეგად ტეხვით განვითარებული დაზიანება და ნარჩენი დეფორმაციის კვალი.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - ნ---- ო---ემ და ე-–-----ა კ------–--ემ დაადასტურეს დასკვნის სისწორე.
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ”....N322-ე საკნიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები, სულ 6 ნიმუში...” მოთავსებული ნაცხის ასაღები ხუთი ჩხირის ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N2-6) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N2-5 -ის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ--- ფ---------ის (ობ.N34) გენეტიკური პროფილისა. ობ.N6-ის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის სულ მცირე ორ პირს. ობ.N6-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი იდენტურია გ--- ფ---------ის (ობ.N34) გენეტიკური პროფილისა. ობ.N6-ის პროფილში შ----- შ----ის (ობ.N29; პაკეტი წარწერით: ,,...შ----- შ----ისგან აღებული სისხლის ნიმუში...”, ნ-------- ნ-----–--ის (ობ.N30; პაკეტი წარწერით”...ნ-------- ნ-----–--ისგან აღებული სისხლის ნიმუში...”), გ------ი ს-----–---–ის (ობ.N31; პაკეტი წარწერით: ”...გ------ი ს-----–---–ის სისხლის ნიმუში...”), გ------ი კ-------ას (ობ.N32; პაკეტი წარწერით ”... გ------ი კ-------ას სისხლის ნიმუში...”) და ლ---- მ----–------–---–ის (ობ.N33; პაკეტი წარწერით: ”...ლ---- მ----–------–---–ის სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა. ამავე პაკეტში მოთავსებული, ნაცხის ასაღები ჩხირის ბამბიან ბოლოზე (კოლოფი, წარწერით ”#1 შავი ფერის მაგიდის ქვემოთ ბეტონის იატაკიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა 1”) არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ.N1) სისხლს არ წარმოადგენს; - პაკეტში წარწერით: ”.... ნაცრისფერი მაისური...” მოთავსებულ მაისურზე, პაკეტებში წარწერებით:”...საწოლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...”, ”...3(10) ... N322-ე საკნიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...” ”...4 (11)... N322-ე საკნიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...” მოთავსებულ სამ ცალ ჯინსის შარვალზე და პაკეტში, წარწერით: ”...პირსახოცი და დოლბანდის ნაჭრები...” მოთავსებულ პირსახოცსა და დოლბანდის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7-14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ--- ფ---------ის (ობ.N34) გენეტიკური პროფილისა; -პაკეტში წარწერით: ”...გ.ს-----–---–ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ ჯინსის შარვალსა და ჟაკეტზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N15,16) სისხლს არ წარმოადგენს; - პაკეტში წარწერით: ”...გ.კ-------ას ტანსაცმელი...” მოთავსებულ ჯინსის შარვალზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ.N17-19) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ------ი კ-------ას (ობ.N32, პაკეტი წარწერით:”...გ------ი კ-------ას სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური პროფილისა. ამავე პაკეტში მოთავსებულ ჟაკეტსა და მაისურზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ გამოვლინდა; - პაკეტში წარწერით: ”...შ.შ----ის ტანსაცმელი...”, მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N21) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის სულ მცირე ორ პირს. ობ.N21-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი გ--- ფ---------ის (ობ.N34), ხოლო მეორე წილი შ----- შ----ის (ობ.N29, პაკეტი წარწერით:”...შ----- შ----ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამავე პაკეტში მოთავსებულ სპორტულ შარვალზე არსებული მოყვითალო-ღია მოყავისფრო ლაქა (ობ.N20) სისხლს არ წარმოადგენს;- პაკეტში წარწერით ”...ლ. მ----–------–---–ის სპორტული შარვალი და ზედა...” მოთავსებულ სპორტულ შარვალსა და ჟაკეტზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; პაკეტში წარწერით”...გ.ფ---------ის ტანსაცმელი...” მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N23,24) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.N23,24-დან გენოტიპირებისათვის საჭირო ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ იქნა მიღებული სისხლის ლპობისა და დნმ-ის სავარაუდო დეგრადაციის გამო. ამავე პაკეტში მოთავსებულ: მოლურჯო ფერის სპორტულ შარვალსა და საცვალზე არსებული მოყვითალო ლაქები (ობ.N22,25) სისხლს არ წარმოადგენს; წინდების ზედაპირიდან ამოღებული თმებიდან (ობ.N26) გენოტიპირებისათვის საჭირო ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ იქნა მიღებული; წინდებსა და წყვილ ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; მოშავო ფერის სპორტული შარვალი ბიოლოგიური კვლევისათვის უვარგისია; პაკეტში წარწერით: ”...ელექტრო ჩაიდანი...” მოთავსებულ ჩაიდანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის სულ მცირე ორ პირს. ობ.N27-ის ერთი წილი ინდენტურია გ--- ფ---------ის (ობ.N34) გენეტიკური პროფილისა. ობ.N27-ის პროფილში შ----- შ----ის (ობ.N29; პაკეტი წარწერით: ”...შ----- შ----ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...”, ნ-------- ნ-----–--ის (ობ.N30; პაკეტი წარწერით: ”...ნ-------- ნ-----–--ისგან აღებული სისიხლის ნიმუში...”), გ------ი ს-----–---–ის (ობ.N31; პაკეტი წარწერით: ”...გ------ი ს-----–---–ის სისხლის ნიმუში...”), გ------ი კ-------ას (ობ.N32; პაკეტი წარწერით: ”...გ------ი კ-------ას სისხლის ნიმუში...”) და ლ---- მ----–------–---–ის (ობ.N33; პაკეტი წარწერით: ”...ლ---- მ----–------–---–ის სისხლის ნიმუში...”) გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა;- პაკეტში წარწერით: ”...თმის ნიმუშები, რომელიც აღმოჩნდა საკანში შესასვლელი მარცხენა მხარეს საპირფარეშოს კარების გვერდით არსებული ურნის თავზე კედელზე...” მოთავსებული თავის არედან ჩამოცვენილი ერთი ღერი თმიდან (ობ.N28) გენოტიპირებისათვის საჭირო ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ იქნა მიღებული;-პაკეტში წარწერით: ”... შ----- შ----ისაგან აღებული სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N29) მიეკუთვნება A (II), M ტიპს; -პაკეტში წარწერით: ”... ნ-------- ნ-----–--ისგან აღებული სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N30) მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს, M ტიპს;-პაკეტში წარწერით: (პაკეტი წარწერით: ”...გ------ი ს-----–---–ის სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N31) მიეკუთვნება AB (IV) ჯგუფს, M ტიპს;-პაკეტში წარწერით: ”... გ------ი კ-------ას სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N32) მიეკუთვნება A (II). ობ. N32-ში ტიპობრივი ფაქტორები არ გამოვლინდა;-პაკეტში წარწერით: ”... ლ---- მ----–------–---–ის სისხლის ნიმუში...” მოთავსებული სისხლის ნიმუში (ობ.N33) მიეკუთვნება 0 (I) ჯგუფს. ობ. N33-ში ტიპობრივი ფაქტორები არ გამოვლინდა.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე ასევე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტებმა - შ------ა კ--–-----ემ და ი--- მ--–----ოვამ.
ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - გ--- ფ---------ის შავი ფერის სპორტულ შარვალზე აღმოჩენილ ჩალისფერ ბამბის ბოჭკოებს და შ----- შ----ის სპორტული შარვლის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. - გამოსაკვლევად წარდგენილ გ------ი ს-----–---–ის, ლ---- მ----–------–---–ის, გ------ი კ-------ას და გ--- ფ---------ის ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი ნიშნების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა. - გ--- ფ---------ის, გ------ი ს-----–---–ის, ლ---- მ----–------–---–ის, შ----- შ----ის და გ------ი კ-------ას ტანსაცმელზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული პირსახოცის და ბინტის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
შ----- შ----ის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილი მუქი ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და გ--- ფ---------ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. - გ------ი ს-----–---–ის, ლ---- მ----–------–---–ის და გ------ი კ-------ას ფრჩხილების გადანაჭრებში გ--- ფ---------ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა - თ------- მგ--–-ძემ დაადასტურა დასკვნის სისწორე.
2014 წლის 04 მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად გამომძიებლის მიერ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა 2014 წლის 04 მარტს 0515 საათიდან 0825 საათამდე პერიოდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობდა წყალტუბოს რაიონის დაბა გეგუთში და წარმოადგენდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მე-6 კორპუსის მე-3 სართულზე განთავსებულ N322-ე საკანს. აღნიშნული საკნის კარებს თეთრი ფერის საღებავით გაკეთებული ჰქონდა წარწერა 322; მარჯვენა მხარეს ასევე იყო წარწერა - მ----–------–---–ი, კ-------ა, ფ---------ე, შ----ე, ს-----–---–ი. კარები იღებოდა შიგნიდან გარეთ, მარცხნიდან მარჯვნივ; კარებს შუა ნაწილში ჰქონდა საკვებური, ასევე საკეტი და საბოქლომე და შეღებილი იყო წითელი ფერის საღებავით. აღნიშნული კარების გავლით შესასვლელი იყო N322 - ე საკანში. კარებზე შიგნითა მხრიდან ზეწარის ნაჭრით დაკიდებული იყო ერთი ლიტრიანი ნაბეღლავის ბოთლი, რომელიც იყო წყლით სავსე. კარებს ასევე ჰქონდა სათვალთვალო. საკნის სიგრძე იყო 06 (ექვსი) მეტრი, ხოლო სიგანე 03 (სამი) მეტრი. იატაკი იყო ბეტონის. კედლები შეღებილი იყო მომწვანო ფერის საღებავით, ჭერი შეღებილი იყო თეთრი ფერის საღებავით. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს დამაგრებული იყო ხის საკიდი, რომელზეც ჩამოკიდებული იყო ორი ცალი პირსახოცი, ხოლო ასევე მარჯვენა მხარეს არსებულ კედელზე შუა ნაწილში დამაგრებული იყო მომწვანო ფერის ბრა. შესასვლელიდან მარცხენა მხარეს ნახევარ მეტრში აშენებული იყო საპირფარეშო, სადაც შესასვლელი იყო თეთრი ფერის პლასტმასის კარების გავლით, რომელიც იღებოდა შიგნიდან გარეთ, მარცხნიდან მარჯვნივ. საპირფარეშოს სიგრძე იყო ორი მეტრი, სიგანე ასევე ორი მეტრი. საპირფარეშოში აკრული იყო მოყავისფრო ფერის კაფელი, ჭერი შეღებილი იყო თეთრი ფერის საღებავით, ხოლო იატაკი იყო ბეტონის. საპირფარეშოში განთავსებული იყო თეთრი ფერის ნიჟარა, ხელსაბანი და სარკე, რომელსაც ჰქონდა სათავსები, სადაც დადებული იყო სხვადასხვა ჰიგიენური საშუალებები - საპონი, შამპუნი და ა.შ. გაკრული იყო თოკი, რომელზეც ჩამოკიდებული იყო წითელი ფერის და მორუხო ფერის პირსახოცები. საპირფარეშოში შესასვლელიდან პირდაპირ განთავსებული იყო მორუხო ფერის საღებავით შეღებილი საჰაერო. საპირფარეშოში შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს ბეტონის იატაკზე იდო თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო მოყავისფრო ფერის პირსახოცი და მარლის ნაჭრების ფრაგმენტები, რომლებსაც ჰქონდათ მოწითალო ფერის ლაქები, რაც მოთავსდა მუყაოს პარკში და დაილუქა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ლუქის ბეჭდით პაკეტი N2. შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული იყო მოყავისფრო ფერის მცირე ზომის მაგიდა, რომლის ქვემოთ იატაკზე იყო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა და აღებული იქნა შესაბამისი ნიმუში. საპირფარეშოს შესასვლელი კარების გასწვრივ კედლის ქვედა ნაწილში, საპირფარეშოს კარებთან მდებარე ურნის გარეთა ზედაპირზე და საფეხურზე იყო მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები და აღებული იქნა შესაბამისი ნიმუშები. ასევე საპირფაშოში შესასვლელი კარების ქვედა ნაწილში და შესასვლელიდან პირდაპირ მარჯვენა კედელთან არსებულ ორიარუსიანი საწოლის ფეხთან იატაკზე იყო და ამოღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ურნის თავზე კედელზე იყო სისხლისმაგვარი კვალი, რომელზეც შებჯნილი იყო თმის ღერი, რაც ასევე ამოღებული იქნა. თითოეული მათგანი მოთავსდა ცალ - ცალკე მუყაოს მცირე ზომის კოლოფებში. სულ აღებული იქნა 06 (ექვსი) ნიმუში, რის შემდეგ ერთად მოთავსებული და დალუქული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პოლიეთილენის პარკში - პაკეტი N1. შესასვლელიდან პირდაპირ მდებარე არსებული ორ იარუსიანი საწოლის მეორე სართულზე ასასვლელ საფეხურზე განთავსებული იყო რუხი ფერის გრძელმკლავიანი მაისური წარწერით ,,BOSTON. MA RENSSEIAER COUNTY’’, რომელზეც იყო სისხლის მაგვარი მოწითალო ფერის ლაქები, რაც მოთავსებულ იქნა მუყაოს პარკში და დაილუქა ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის პაკეტი N3. შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს მარჯვენა კედელთან არსებული მცირე ზომის მოშავო - მოყავისფრო ფერის მაგიდაზე იდო ელექტრო ჩაიდანი, რომელზეც იყო სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქა, რაც მოთავსებული იქნა და დალუქულ იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პარკში პაკეტი N4. შესასვლელიდან მარცხენა მხარეს საპირფარეშოს კარების გვერდით არსებული ურნის თავზე, კედელზე არსებულ მოწითალო ფერის სისხლისმაგვარ ლაქაზე აღმოჩენილი თმის ნიმუში მოთავსებული და დალუქული იქნა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს სპეციალურ პოლიეთილენის პარკში პაკეტი N5. საკნის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს ბოლოში სარკმელთან მდებარე ორიარუსიანი საწოლის მეორე სართულზე ასასვლელ საფეხურზე დაკიდებული იყო ჯინსის შარვალი, რომელსაც ჰქონდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები, რაც მოთავსდა მუყაოს პაკეტში და დაილუქა სასჯელაღსრულების სამინისტროს ლუქის ბეჭდით პაკეტი N6. საკანში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს არსებულ საწოლის ქვეშ, ბეტონის იატაკზე დადებული იყო მომწვანო ფერის ვედრო, რომელიც მოთავსებული იყო მალულად, მასზე ზევიდან დაყრილი იყო პოლიეთილენის პარკები, ზეწრის ნაჭრები და პირსახოცი. აღნიშნულ ვედროში აღმოჩნდა მძაფრი სუნის მქონე მოყავისფრო ფერის სითხე - სავარაუდიდ დაწესებულებაში აკრძალული საგანი, კუსტარული წესით დამზადებული ალკოჰოლური სასმელი ე.წ. ,,ბრაგა“, რაც მოთავსდა და დაილუქა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ლუქის ბეჭდით პაკეტი N7. შესასვლელიდან მარცხენა მხარეს სარკმელთან არსებული საწოლის ქვემოთ ბეტონის იატაკზე იდო ლურჯი ფერის ნაჭერი, რომელშიც სავარაუდოდ შეხვეული იყო ქვის ნატეხები და ქვიშა და გაკეთებული იყო ხელმოსაკიდი. ის იყო საკმაოდ მძიმე და სავარაუდოდ გამოიყენებოდა სავარჯიშოდ, რაც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პარკში და დაილუქა პაკეტი N8. შესასვლელიდან მარცხნივ საპირფარეშოს გარეთა კედელზე გაკეთებული იყო სპეციალური ხის დაფა, რომელზეც იდო სამსუნგის ფირმის შავი ფერის ტელევიზორი, დახლზე დადებული იყო ორი ცალი მეხსიერების ბარათი, რაც მოთავსდა საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პარკში და დაილუქა პაკეტი N9. შავი ფერის პოლიეთილენის პარკში, რომელიც იდო საკნის შუა ნაწილში, იყო მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც იყო სველი, რის გამოც არ დაილუქა პოლიეთილენის პარკში, ვინაიდან ექსპერტთა განმარტებით მისი პოლიეთილენის პარკში დალუქვის შემთხვევაში გამოსაკვლევად იქნებოდა უვარგისი, დალუქვის გარეშე იქნა გამოტანილი საკნიდან, ასევე საკნის შუა ნაწილში პოლიეთილენის პარკში იდო ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ასევე იყო სველი, რის გამოც ისიც არ დაილუქა, რადგან ასეთ შემთხვევაში უვარგისი იქნებოდა გამოკვლევისათვის და დალუქვის გარეშე გამოტანილი იქნა საკნიდან, ზემოაღნიშნული სველი შარვლების საგამოძიებო სამმართველოს ნივთმტკიცებათა ოთახში გაფენის და გაშრობის მიზნით. საკანში სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები ან რაიმე სხვა აკრძალული ნივთი ან საგანი აღმოჩენილი ვერ იქნა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტი-კრიმინალისტების მიერ ასევე განხორციელდა ფოტოგადაღება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ლ---- ბ--------ის ჩვენებით.
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 06 მარტის მტკიცებულებების დალუქვის შესახებ ოქმების თანახმად დგინდება, რომ გამომძიებელ ლ---- ბ--------ის მიერ 2014 წლის 06 მარტს განხორციელდა საგამოძიებო სამმართველოს ნივთმტკიცებათა შესანახი ოთახიდან ლურჯი ფერის ჯინსის შარვლის და მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვლების გამოტანა და აღნიშნული შარვლების მშრალ მდგო----ეობაში დალუქვა პოლიეთილენის პარკებში, სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების სამინისტროს ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. ამავე ოქმის თანახმად, აღნიშნული შარვლები 2014 წლის 04 მარტს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების №322-ე საკნიდან და ვინაიდან ისინი იყო სველი, ხოლო ექსპერტების განმარტებით დალუქვის შემთხვევაში შარვლები იქნებოდა გამოსაკვლევად უვარგისი, ისინი გამოტანილი იქნა საკნიდან და მოხდა მისი გასაშრობად გადატანა ნივთმტკიცებათა შესანახ ოთახში.
ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის - ლ---- ბ--------ის ჩვენებით.
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 04 მარტის გვამის დათვალიერების ოქმის თანახმად დგინდება, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის - გ------ი გ-------–აშვილის, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების - გ-------– ტ------ის და გ------ კ------ს მონაწილეობით გვამის დათვალიერება ჩატარდა 2014 წლის 04 მარტს 0700 საათიდან 0800 საათამდე პერიოდში ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტში. სასექციო მაგიდაზე გულაღმა მდგო----ეობაში ესვენა მამრობითი სქესის გვამი. გვამს ტანთ ეცვა მოშაო ფერის უსახელო მაისური, მოშაო ფერის მოთეთრო ფერის ზოლებით სპორტული შარვალი, მოლურჯო ფერის მოწითალო-მორუხო ფერის ჩანართებით სპორტული შარვალი, მოიისფრო ფერის ტრუსი, მოშაო ფერის წინდები, მოშაო ფერის ტყავის სპორტული ფეხსაცმელი თასმებზე შესაკრავით, გვამის ხელის შეხებით იყო ცივი, სითბო შენარჩუნებული იყო თვალის და ბოლქვნის მიდამოებში, გვამური გაშეშება სუსტად იყო გამოხატული სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში, მოწითალო მოიისფრო ფერის გვამური ლაქები განლაგებული იყო სხეულის უკანა და უკანა გვერდითა ზედაპირზე, თვალის ქუთუთოები იყო დახურული და თვალის გუგები იყო გაფართოებული ორივე მხარეს თანაბრად. პირის ღრუში ჩადებული იყო ყვითელი ფერის რეზინის საინტუბაციო მილი. სახის მიდამო მოსვრილი იყო მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით. კისერი ჰქონდა საშუალო სიმაღლის, გულმკერდი ცილინდრული ფორმის, მუცელი ოვალური. გვამზე გარეგნულად აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: თხემის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა მოწითალო - მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 3,5X3,0სმ; თხემის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი 4,5X2,5სმ; აღნიშნული მიდამოები იყო შეშუპებული. შუბლის მიდამოში თითქმის მის მთლიან ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი სხვადასხვა ზომის და ფორმის ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთები მაქსიმალური ზომით 3,0X1,0სმ და მინიმალური 1,0X0,5სმ; შუბლის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი ზომით 1,0X0,5სმ; მარჯვენა წარბის მიდამოში გარეთა კიდესთან აღენიშნებოდა განივად მდებარე ნაპრალისებური ფორმის უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით 3,0X0,7სმ; მარჯვენა და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ზედა და ქვედა ქუთუთოებზე თითქმის მათ მთლიან ზედაპირზე აღენიშნებოდა ვრცელი მოწითალო - მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთები, მარჯვნივ ფართობზე ზომით 6,5X5,0სმ და მარცხნივ - 6,0X4,0სმ, აღნიშნული მიდამოები იყო შეშუპებული. ორთავე თვალბუდის სკლერებზე თითქმის მათ მთლიან ფართობზე აღენიშნებოდა მუქი მოწითალო ფერის სისხლნაჟღენთები მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ზედა ქუთუთოზე შიგნითა კუთხესთან აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი ზომით 1,0X0,5სმ; მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა უსწორო კიდეებიანი ჭრილობა ზომით 2,5X0,3სმ; მარჯვენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნებოდა ნაჭდევი ზომით 2,0X1,5სმ; ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო კიდეებიანი ჭრილობა - აქვე ხელით გასინჯვისას აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების პათოლოგიური მოძრაობა ძვლოვანი კრეპიტაცია - ცხვირის ძვლის მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე; ცხვირის მარჯვენა ფრთის მიდამოში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაკაწრი. მარჯვენა და მარცხენა ლოყის მიდამოში, ნიკაპის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები; ზედა ტუჩის მიდამოში, მარჯვნივ შიგნითა ზედაპირზე ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო კიდეებიანი ჭრილობა, ირგვლივ მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევებით, აღნიშნული მიდამოები იყო შეშუპებული. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი; კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპიზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. კისრის წინა ზედაპირზე, ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა ყურის ნიჟარაზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა სხივმაჯის სახსრის გარეთა ზედაპირზე აღენიშნებოდა ნაჭდევი. მარჯვენა წინამხრის წინა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ნაჭდევი. მარჯვენა მტევნის მეორე თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა ორი ნაჭდევი. მარცხენა წინამხრის შიგნითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ნაჭდევი. მარცხენა მხრის შიგნითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ორი სისხლნაჟღენთი. ცხვირის ზურგზე თითქმის მის მთლიან ზედაპირზე აღენიშნებოდა ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი. მარჯვენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარჯვენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე და მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა მრავლობითი წერტილოვანი ხასიათის ნაჩხვლეტი ჭრილობები დიამეტრით 0,1სმ. (ინექციის კვლები). მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები. გვამზე გარეგნულად სხვა დაზიანებების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. გვამის დათვალიერებისას მიმდინარეობდა ფოტოგადაღება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის მიერ ,,ქსენონის“ ფირმის ფოტოაპარატით, ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ,,ნიკონის’’ ფირმის ფოტოაპარატით. გვამზე აღებული იქნა თმის ნიმუშები, ხოლო ფრჩხილის ნიმუშების აღება ვერ მოხერხდა ფიზიკურად, რადგან გვამს ხელის ფრჩხილები ჰქონდა ნუნებამდე ,,მოკვნეტილი’’. გვამის დათვალიერებისას ამოღებული იქნა მისი ტანსაცმელი, რომელიც დაილუქა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთმტკიცებათა პაკეტში.
ამოღების ოქმის თანახმად 2014 წლის 04 მარტს 0920 საათიდან 0940 საათამდე პერიოდში გამომძიებლის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების სამარტოო საკნის ტიპის შენობაში მსჯავრდებულ გ------ი ს-----–---–ისაგან ამ უკანასკნელის თანხმობით ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ: მუქი მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს დაკერებული ჰქონდა მოზრდილი ჯიბეები, უკანა მარჯვენა მხარეს ჯიბის თავზე საქამრეზე ამძვრალი ჰქონდა მარკა, აღენიშნებოდა მხოლოდ ძაფის კვალი; შარვალს ორივე ტოტები ჰქონდა ამოკეცილი და უკანა მხარეს აღენიშნებოდა შემოკეცილ ადგილას გახევის კვალი, რაც უნდა ყოფილიყო ცვეთის შედეგად დატოვებული. მოშავო ფერის პულოვერი, რომელსაც ჰქონდა გრძელი სახელური, პულოვერი წინიდან იკვრებოდა შავი ფერის ღილებით, სულ ჰქონდა ცხრა ღილი; შიგნითა მხრიდან პულოვერს დაკრული ჰქონდა მონაცრისფრო მარკა, რომელსაც ეწერა ,,GROSSBT”. გულმკერდის არეში ამოქარგული იყო ,,CR”. სხვა ინდივიდუალური ნიშნები პულოვერს არ გააჩნდა. ამოღებული ტანსაცმელი მოთავსებული იქნა ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ერთ პაკეტად ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.
ამოღების ოქმის თანახმად დგინდება, რომ 2014 წლის 04 მარტს 1705 საათიდან 1720 საათამდე პერიოდში გამომძიებლის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების სამარტოო და საკნის ტიპის სადგომების ადვოკატების შესახვედრ ოთახში მსჯავრდებულ გ------ი კ-------ასაგან ამ უკანასკნელის თანხმობით ამოღებული იქნა მისი კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ: მოშაო ფერის ნაქსოვი გრძელმკლავიანი სვიტერი, რომელსაც წინა მხრიდან ჰქონდა შავი ფერის ელვაშესაკრავი, ასევე, ორივე გვერდზე ჰქონდა ჯიბე, სვიტერს კისერთან შიგნითა მხარეს ჰქონდა დაკრული იარლიყი, რომელსაც ჰქონდა წარწერა ,,XSIDF”; მოშაო ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, რომელსაც გულმკერდის არეში ჰქონდა დაკრული მომწვანო, მოთეთრო და მოწითალო ფერის ხაზები, ხოლო კისერში უკანა მხარეს გადაკერილში ჩამაგრებული ჰქონდა მოშაო ფერის იარლიყი, რომელსაც ჰქონდა წარწერა ,,TOMMY-HILFIGER”, ზომა ,,XL“. ამოღებულ სვიტერს და მაისურს ვიზუალურად დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. ასევე ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც უკანა მხარეს საქამრეზე დაკრული ჰქონდა იარლიყი, სადაც ჰქონდა წარწერა ,,JEAN MACHIHE CO”; შარვალს ჰქონდა უკანა ორი ჯიბე, ჯიბეები ქვედა ნაწილში იყო გაცრეცილი; წინა ჯიბეებზე შარვალი იყო გაცრეცილი და ნაკერის მთლიანობა იყო დარღვეული; შარვალი იკვრებოდა ელვაშესაკრავით; მარცხენა მხარეს მუხლზე იყო გადახეული, შეინიშნებოდა მოთეთრო ფერის ძაფები, ასევე ორივე თათების ქვედა ბოლოში შემოკეცილი ადგილი იყო გაცრეცილი უკანა მხარეს. ამოღებული ტანსაცმელი მოთავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.
ამოღების ოქმებში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ე---–--- გ----–----ის ჩვენებით.
ამოღების ოქმის თანახმად დგინდება, რომ 2014 წლის 04 მარტს 1725 საათიდან 1740 საათამდე პერიოდში გამომძიებლის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების სამარტოო და საკნის ტიპის სადგომების ადვოკატების შესახვედრ ოთახში გამომძიებლის ლ---- ბ--------ის მონაწილეობით შ----- შ----ისაგან ამოღებული იქნა მისი ტანსაცმელი, კერძოდ: მოშაო ფერის მაისური, რომელსაც წინა მხრიდან ჰქონდა ორი ცალი შესაკრავი, მარცხენა მხარეს გულმკერდის არეში თეთრი საღებავით ჰქონდა გაკეთებული წარწერა ,,EVIS”, მარცხენა მხარეს ნაკერში ქვედა მხარეს ჩაკერებული ჰქონდა იარლიყი, რომელსაც თეთრი ფერის საღებავით ჰქონდა გაკეთებული წარწერა ,,LEVIS”, იქვე შავი ფერის ასოებით ჰქონდა წარწერა ,,REOTAB LARGE LOV LCOM’’; მარცხენა მხარეს სახელოზე ასევე ჰქონდა დაკერებული იარლიყი, რომელსაც ასევე ჰქონდა გაკეთებული წარწერა ,,LEVIS”. 2) მორუხო ფერის სპორტული შარვალი, რომელსაც სათავეში გაყრილი ჰქონდა მოთეთრო ფერის ზონარი, შარვალს ორივე მხარეს ჰქონდა ჯიბეები, ერთი ჯიბე ჰქონდა უკანა მარჯვენა მხარეს, ჯიბეზე დაკრული ჰქონდა თეთრი ფერის იარლიყი, რომელზედაც გაკეთებული იყო წარწერა ,,NEV BALANCE”, მეორე მხარეს დაკრული ჰქონდა მოწითალო ფერის იარლიყი, რომელზედაც თეთრი ფერის ძაფით ამოქარგული იყო ასო ,, N“. შარვალს წინა მხარეს, მარცხენა მხარის ჯიბის ქვემოთ მოწითალო ფერის საღებავით გაკეთებული ჰქონდა წარწერა: ,,NEV BALANCE”. სხვა ინდივიდულაური ნიშანი ზედას და შარვალს არ გააჩნდა და ვიზუალურად დაზიანება არ აღენიშნებოდა. ოქმის თანახმად მსჯავრდებულმა შ----- შ----ემ განაცხადა, რომ მას N322-ე საკანში შემთხვევის დროს ეცვა მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ის დასვრილი იყო სისხლით, რის გამოც ჰქონდა გარეცხილი, მაგრამ როდესაც თანამშრომლებმა გადაიყვანეს სამარტოო საკანში, მათ დაატოვებინეს გარეთ და არ შეატანინეს საკანში. აღნიშნული თანამშრომლები იყვნენ რეჟიმის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ სამარტოო და საკნის ტიპის შენობაში. ამოღებული ტანსაცმელი მოთავსებული იქნა შავი ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის. ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ, ხოლო შ----- შ----ემ ოქმზე გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ამოღების ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ის ხელს არ აწერს ადვოკატის გარეშე რაიმე სახის დოკუმენტზე.
ამოღების ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების - ე---–--- გ----–----ის და ლ---- ბ--------ის ჩვენებებით.
ამოღების ოქმის თანახმად 2014 წლის 04 მარტს 1745 საათიდან 1810 საათამდე პერიოდში გამომძიებლის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N14 დაწესებულების სამარტოო და საკნის ტიპის სადგომების ადვოკატების შესახვედრ ოთახში ლ---- მ----–------–---–ისაგან ამ უკანასკნელის თანხმობით ამოღებული იქნა მისი ტანსაცმელი, კერძოდ: მოშავო ფერის სპორტული ზედა, რომელიც წინიდან იკვრებოდა ელვაშესაკრავით, გულმკერდის არეში მარცხენა მხარეს ჰქონდა ადიდასის ფირმის ლოგო და გაკეთებული ჰქონდა წარწერა ,,adidas”, სპორტულ მოსაცმელს გვერდებზე ჰქონდა ჩადგმული ჯიბეები, რომლებიც იკვრებოდა ელვაშესაკრავით, ხოლო ელვაშესაკრავის ყუნწზე მიბმული ჰქონდა პლასტმასის ზონარიანი გამოსაბმელი. მოსაცმელს კისერთან ჰქონდა იარლიყი, რომელსაც ასევე ჰქონდა თეთრი ძაფით ამოქარგული ადიდასის ლოგოს გამოსახულება და თეთრი ფერის ძაფით წარწერა ,,adidas”, იქვე ჰქონდა საკიდი თეთრი ფერის ზონარით, რომელსაც შავი ფერის ასოებით ჰქონდა გაკეთებული წარწერა ,,OUTDOOR”, ხოლო უკან ასევე კისერთან გარეთა მხრიდან დაწებებული იყო მცირე ზომის იარლიყი თეთრი ფერის საღებავით გაკეთებული წარწერით ,,adidas” და ფირმის აღმნიშვნელი ლოგოთი, ასევე იყო მცირე ზომის ასოებით წარწერა ,,OUTDOOR’’. მარცხენა მხარეს შიგნითა მხრიდან ნაკერში ჩამაგრებული იყო თეთრი ფერის ნაჭერი, რომელზეც გაკეთებული იყო ჩანაწერები და ასევე მითითებული იყო უცხოური ასოებით იარლიყზე წარწერა ,,MADE IN VIETNAM”, სხვა ინდივიდუალური ნიშნები არ აღენიშნებოდა. მის ქვემოთ იყო წარწერა ,,FABRIQVE AV VIETNAM”. ასევე ამოღებული იქნა მოშავო ფერის ადიდასის ფირმის სპორტული შარვალი, რომელიც წინიდან გაწყობილი იყო შავი ფერის პლაშოვკის მაგვარი ნაჭერით, მარცხენა ჯიბესთან ჰქონდა ფირმის ლოგო და მის ქვემოთ ამოქსოვილი იყო ლოგოსთან ერთად წარწერა ,,adidas”, შარვალს წინიდან გვერდებზე ჰქონდა ორი ჯიბე, რომლებიც იკვრებოდა ელვაშესაკრავით. ელვაშესაკრავის ყუნწებზე ჰქონდა პლასტმასის თავი და მასზე ამოტვიფრული იყო ადიდასის ლოგოს გამოსახულება. შარვალს უკანა მხარეს ჰქონდა მარჯვენა მხრივ ჯიბე, რომელიც იკვრებოდა ელვაშესაკრავით. შარვალს სათავეში გაკეთებული ჰქონდა მონაცრისფრო ფერის ზონარი, ხოლო სათავეზე მიმაგრებული იყო იარლიყი, რომელსაც თეთრი ფერის საღებავით ჰქონდა წარწერა ,,adidas”, ფირმის ლოგო და იარლიყზე წარწერა ,,OUTDOOR“. სხვა ინდივიდუალური ნიშანი სპორტულ შარვალს არ აღენიშნებოდა. ვიზუალურად ზემოაღნიშნულ ტანსაცმელს დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. ამოღებული ტანსაცმელი მოთავსებული იქნა ორ ცალ მოშავო ფერის პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.
ამოღების ოქმში მითითებული გარემოებები ასევე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლის ე---–--- გ----–----ის ჩვენებით.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2014 წლის 13 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №01-04/9 დასკვნის თანახმად: 1. ექსპერტიზის დასკვნა N0---------ის მონაცემებით შ----- შ----ეს 04.03.14წ. შუბლზე მარცხნივ აღენიშნებოდა ზოლისებრი ფორმის დაზიანება ნაჭდევის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, დაზიანების ხასიათის (ბლაგვი ტრავმა) და ლოკალიზაციის გათვალისწინებით სავსებით დასაშვებია შ. შ----ეს დაზიანება მიეღო მისივე და საკანში მყოფი გ.ს-----–---–ის, გ.კ-------ას და ლ. მ----–------–---–ის მოწმის სტატუსით დაკითხვის ოქმებით ასახულ ვითარებაში, კერძოდ ელექტრო ჩაიდნის შუბლში ჩარტყმის შედეგად. შ.შ----ეს 04.03.14 წ. შუბლის დაზინების გარდა აღენიშნებოდა მარცხენა წინამხრის და მარცხენა იდაყვის სახსრის მიდამოს ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები; დაზიანებათა ხასიათის, მხარეობის (სხეულის მარცხენა ნახევარი) და ლოკალიზაციის (კიდურის უკანა ზედაპირი) მხედველობაში მიღებით სავსებით დასაშვებია შ. შ----ეს დაზიენებები მიეღო ჩაიდნის ჩარტყმის შედეგად საკუთარი სხეულის სიმაღლიდან მკვრივ-ბლაგვ ბეტონირებულ ზედაპირზე ერთჯერადი დაცემით. წარდგენილი სამედიცინო საბუთებით შ----- შ----ეს დროის წარსულ პერიოდებში მიღებული აქვს არაერთი ქალა-ტვინის ტრავმა, მათ შორის მძიმე ტრავმა თავის ტვინის შერყევა-დაჟეჟილობით. 2009 წელს გამოტანილია დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა-დაჟეჟილობის შემდგომი მდგო----ეობა (დადასტურებული კომპიუტერული ტომოგრაფიით), ტრავმული ენცეფალოპათია, ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია. ეპილეფსიური სინდრომი ფოკალური გულყრებით. 2011 წელს ფიგურირებს დიაგნოზი: პოსტკონტუზიური სინდრომი, ფსიქოზური მდგო----ეობა. ნევროლოგიური პრობლემატიკის გარდა სახეზეა ქვემო კიდურების საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის საკმაოდ რთული პათოლოგია: ზოგადი ოსტეოპოროზი. ორივე მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზია. ორმხრივი დისპლაზიური კოქსართროზი პირველი - მეორე მარჯვენა გავა-თეძოს შესახსრების არასრული ანკილოზი. ექსპერტიზების მიხედვით მოსალოდნელია პათოლოგიური პროცესის პროგრესირება და გადასვლა ქვემო კიდურების სხვა მსხვილ სახსრებზეც. ასევე ტკივილის ინტენსივობის მომატების შემთხვევაში მითითებულია, რომ აუცილებელია სიარულისას ყავარჯნის გამოყენება მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად. აღსანიშნავია, რომ პათოლოგიურმა პროცესმა 2014 წლის მდგო----ეობით გადაინაცვლა, როგორც იყო პროგნოზირებადი, ქვემო კიდურების მუხლის სახსრებზეც. ამდენად, ზემოთ მითითებული თავის ტვინის და ქვემო კიდურების პათოლოგიის ფონზე 04.03.14 წ. მიღებულ თავის ქალას ტრავმას შემდგომი დაცემით ნეგატიურად უნდა ემოქმედა შ.შ----ის ფიზიკურ ჯანმრთელობის მდგო----ეობაზე და შესაბამისად აქტიური ქმედებების განხორცილების უნარზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაკლებ სარწმუნოა შ.შ----ის მხრიდან გ.ფ---------ისთვის დაზიანებების მიყენების შესაძლებლობა სად N14 დაწესებულების თანამშრომელების რ.კ------ის და მ.ბ--–-------ის მოწმის სტატუსით დაკითხვის ოქმებით ასახულ ვითარებაში („....გ--- ფ---------ის სხეულთან მარცხენა მხარეს ჩამჯდარი ან ჩამუხლული იყო შ----- შ----ე, რომელიც თმებში ჩაბღაუჭებოდა გ--- ფ---------ეს და თავს კეფითა და თხემით ხშირი პერიოდულობით არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე“). გ--- ფ---------ის გვამის გამოკვლევით სისხლში აღმოჩნდა 1.15 პრომილე ეთილის სპირტი, ხოლო სისხლსა და შინაგან ორგანოებში ანტიეპილეფსიური მედიკამენტი კარბამაზეპინი და ფსიქოტროპული მედიკამენტი დიაზეპამი. აღნიშნული ინფორმაცია მათი მიმართვის საფუძველზე შეისწავლა პროფილურმა სპეციალისტმა ექიმ-ნევროლოგმა და ამავდროულად ექიმ-ნარკოლოგმა ე.იობაშვილმა, რომლის დასკვნით დადგენილ იქნა“...აღნიშნული ფარმაკოლოგიური ჯგუფების პრეპარატების მოქმედება იწვევს პიროვნების მოდუნებას, მოთენთილობას, მოძრაობების ქაოტურობას, ფიზიკური ძალის დაქვეითებას, მოძრაობების კოორდინაციის დარღვევას, შენელებულ ფიზიკურ აქტივობას, კონცენტრაციის და მეხსიერების გაფანტულობას და სხვ. აღნიშნული პრეპარატების ალკოჰოლთან ურთიერთქმედებით განპირობებული კლინიკური გამოვლინება ინდივიდუალურია“. გ.ფ---------ის გვამის გამოკვლევით არსებული დაზიანებების ხასიათის და ლოკალიზაციის მიხედვით მათი განვითარება მხოლოდ გ. ს-----–---–ის მხრიდან მისივე ჩვენებით მითითებულ ვითარებაში სავსებით დასაშვები იყო.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2015 წლის 27 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №R-----------მედ. დასკვნის თანახმად 2014 წლის 4 მარტს მსჯავრდებულ გ--- ფ---------ეს მიღებული ჰქონდა შემდეგი დაზიანებები: ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა სისხლნაჟღენთებით მარცხენა და მარჯვენა თხემ-კეფის საზღვარზე და ქალასარქველის კან-კუნთოვან ქსოვილში, სუბარაქნოიდალური სისხლჩაქცევა (თავის ტვინის რბილი გარსების ქვეშ) ორივე თხემ-კეფის მიდამოში, ნათხემის რბილი გარსების ქვეშ, (მ.ნ. შენიშვნა: სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0-------- ლოკალიზაცია დაუზუსტებელია), წვრილ და მსხვილკეროვანი სისხლჩაქცევები თავის ტვინის და ნათხემის ნივთიერებაში (მ.ნ. შენიშვნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0-------- ლოკალიზაციები და ზომები დაუზუსტებელია), სასამართლო-მედიკური დიაგნოზის მიხედვით სისხლჩაქცევები მოგრძო ტვინში (მ.ნ. შენიშვნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა N0---------ში ექსპერტის დასკვნის აღწერილობით ნაწილში და მიკროსკოპული კვლევის მონაცემებში სისხლჩაქცევები აღწერილი არ არის). -თავის ტვინის შეშუპება, თავის ტვინის დასლოკაცია და თავის ტვინის ღეროს ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში. ფილტვების შეშუპება. კეროვანი ემფიზემა, ტარდიეს ლაქები. -მრავლობითი სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოს კანზე, სისხლჩაქცევებით კისრის რბილ ქსოვილებში, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა. ნაჭდევები, სისხლნაჟღენთ-ები და დაჟეჟილი ჭრილობები სახის მიდამოში, ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე. მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდის სკლერებზე. სამედიცინო მანიპულაციების - ინექციების შემდგომი კვლები.
გ--- ფ---------ის ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმა გ--- ფ---------ეს შეეძლო მიეღო როგორც თავის მიდამოზე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ასევე თავის მიდამოთი დაცემით ისეთი ზედაპირის მქონე მკვრივ ბლაგვ საგანზე, რომელსაც აქვს შემაღლებები (გამორიცხულია ფართო სწორი ზედაპირის მქონე მკვრივ ბლაგვ საგანზე დაცემით), ან სახის მიდამოში მნიშვნელოვანი ძალის ზემოქმედების დროს სახის ძვლების ძლიერი დეფორმაციის გამო.
გ--- ფ---------ის სახის მიდამოში არსებული მრავლობითი სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები, ჭრილობები და ცხვირის ძვლების მოტეხილობა მიყენებულია შემოსაზღვრული ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების მოქმედებით, მათგან ჭრილობები, რომელთაც აქვთ ერთმანეთის მსგავსი მორფოლოგიური მახასიათებლები, შესაძლებელია, წარმოქმნილი იყვნენ შემოსაზღვრული, კუთხოვანი ზედაპირის მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის ამ მიდამოებზე არაერთჯერადი ზემოქმედებით.
გ--- ფ---------ეს უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე და ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა, სისხლჩაქცევები ორივე თვალბუდეში ზედა და ქვედა ქუთუთოების მიდამოებში და სკლერებზე განვითარებული უნდა იყვნენ ერთდროულად, ცხვირის ზურგზე მკვრივი ბლაგვი საგნით, მნიშვნელოვანი ძალის ერთჯერადი ზემოქმედებით და ერთიანი მექანიზმით, ე.წ. „სათვალის სიმპტომი“.
მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სახის მიდამოში სიცოცხლისდრ----დელია და განვითარებული არიან სიკვდილის დადგომამდე დროის მცირე მონაკვეთში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ცალკე აღებული ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
04.03.2014წ. ტრავმასთან დაკავშირებით გ--- ფ---------ეს აღენიშნებოდა სიცოცხლისდრ----დელი სიხლხლნაჟღენთები კისრის მიდამოში, სისხლჩაქცევებით კანქვეშა რბილ ქსოვილებში და ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ან საგნების კისრის მიდამოებზე არაერთჯერადი ზემოქმედებით, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა სიცოცხლისდრ----დელია და ცალკე აღებული, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებას.
გ--- ფ---------ის ენისქვეშა ძვლის მოტეხილობის მექანიზმის დადგენა შეუძლებელია საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით და ექსპერტის სასამართლოზე დაკითხვით არ დგინდება მოტეხილობის ხაზების ზუსტი ლოკალიზაციები).
კისრის მიდამოზე მექანიკური ძალის არაერთჯერადი, სიცოცხლისდრ----დელ ზემოქმედებას ენისქვეშა ძვლის მოტეხილობით შეეძლო გამოეწვია გ--- ფ---------ის სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობა, რაც დასტურდება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში ფილტვებში და გულში აღწერილი პოსტასფიქსიური ცვლილებების მაკრო და მიკრო მორფოლოგიური სურათით.
აღწერილი მორფოლოგიური სურათი - თავის ტვინის სწრაფად განვითარებულ შეშუპებასთან, დისლოკაციასა და კეფის დიდ ხვრელში ღეროს ჩაჭედვასთან ერთად წარმოადგენენ ზოგადასფიქსიური ნიშნების მორფოლოგიურ გამოვლინებებს და მიუთითებენ პოსტასფიქსიური(ასფიქსიის შემდგომი) მდგო----ეობის არსებობაზე.
ექსპერტიზას არ შეუძლია დაადგინოს, სასუნთქი გზების დახშობის და შესაბამისად გარეგანი სუნთქვის მძიმე, შეუქცევადი მოშლის პათოგენეზურ ჯაჭვში რომელი პათოლოგიური პროცესი გახდა გ--- ფ---------ის სიკვდილის მიზეზი - ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ასპირაციული ასფიქსია (სისხლით) თუ ასფიქსია სასუნთქი გზების ნაწილობრივი ან სრული დახშობის გამო.
ექსპერტიზას არ შეუძლია კისრის ორგანოებზე ზეწოლის გამო გარეგანი სუნთქვის დარღვევის სიმძიმის სარიხსის განსაზღვრა საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზით არ არის განსაზღვრული ენისქვეშა ძვლის მოტეხილობის მექანიზმი და საყლაპავის, ხორხის ლორწოვანის, სახმო იოგების მორფოლოგიური სურათი.
ექსპერტიზა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე ექსპერტის მიერ კისრის ორგანოებზე ზეწოლით გამოწვეული ასფიქსიის გამორიცხვას იმ მიზეზით, რომ „ასფიქსიით გარდაიცვლებოდა არა 1 საათში, არამედ 4-5 წუთში“. საექსპერტო პრაქტიკაში - ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში არ წარმოადგენს იშვიათობას და სპეციალური სამეცნიერო ლიტერატურაში აღწერილია კისრის ორგანოებზე ზეწოლის, მოხრჩობის და ჩამოხრჩობის გზით ასფიქსიის შემდეგ პირთა გადარჩენის შემთხვევები და პოსტასფიქსიური მოვლენების მიხედვით სიმძიმის ხარისხის განსაზღვრა ხდება სწორედ კისრის ორგანოებზე ზეწოლის გამო სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის ნიშნით ან გამოსავლით (პოსტასფიქსიური სიმპტომების ხანგრძლივობა).
გ--- ფ---------ის ზედა კიდურების მიდამოებში არსებული მრავლობითი ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მათგან მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე არსებული ნაჭდევები შესაძლებელია მიყენებული იყოს მკვრივი, ბლაგვი ზედაპირის მქონე საგანზე დაცემით.
გ--- ფ---------ის ზედა კიდურების მიდამოებში არსებული დაზიანებები ცალ-ცალკე და ერთობლიობაში ცოცხალ პირებზე შეფასდებიან როგორც მსუბუქი ხარისხის, ჯანმრთელობის მოუშლელად და სიკვდილის დადგომასთან მიზეზობრივ კავშირში არ იმყოფებიან.
გ--- ფ---------ის თავის მიდამოში არსებული არც ერთი დაზიანება არ არის მიყენებული მკვრივი, ბლაგვი, შემოსაზღვრული, კუთხოვანი ზედაპირის მქონე საგნის მოქმედებით, ვინაიდან ასეთი საგნის კვალწარმომქმნელი თვისებები თხემ-კეფის მიდამოში არსებულ დაზიანებებზე არ აისახა.
სახის მიდამოში არსებულ დაზიანებებს შეეძლოთ გამოეწვიათ გ--- ფ---------ის სახის ძვლების ანუ თავის ქალას სახის ნაწილის მნიშვნელოვანი დეფორმაცია და ქალა-ტვინის მძიმე ტრავმის წაროქმნა ქალასშიდა სისხლჩაქცევებით. პასუხი მე-5 კითხვაზე: 04.03.2014წ. მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით გ--- ფ---------ეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნა N0-------- მონაცემების მიხედვით თავის მიდამოში აღენიშნებოდა შემდეგი დაზიანებები: „თხემ-კეფის მიდამოში მარჯვნივ და მარცხნივ, თავის თმოვანი საფარის ფარგლებში, კანზე - უსწორო ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთები ზომებით 3,5 X 3,0 სმ და 4,5 X 2,5 სმ, ხოლო მათ შესაბამისად ქალასარქველის რბილ ქსოვილებში არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები ზომით მარჯნივ 4,5 X 3,5 სმ და 3,8 X 2,5 სმ. აღნიშნული დაზიანებების ერთდროული წარმოქმნა ფართო სწორი ზედაპირის მქონე მკვრივ ბლაგვ საგანზე ერთჯერადი დაცემით შეუძლებელია თავის ქალას ანატომიური შენებიდან გამომდინარე.
გ--- ფ---------ის მარცხენა და მარჯვენა თხემ - კეფის მიდამოებში კანზე და კანქვეშ აღწერილი სისხლნაჟღენთების არამკვეთრი კონტურები, არამკვეთრი კიდეები, გამორიცხავენ ამ დაზიანებების წარმოქმნას შემოფარგლული, კუთხოვანი გვერდების (ან დეტალების) მქონე მკვრივი, ბლაგვი საგნის ისეთი ნაწილების მოქმედებით, როგორიცაა ჩაიდნის კუთხოვანი კიდე, რადგანაც ასეთი საგნის საკონტაქტო ზედაპირის ინდივიდუალური კვალწარმომქმნელი თვისებები კანზე, ქალასარქვლის რბილი ქსოვილების შიგნითა ზედაპირზე და ქალასარქვლის ძვლებზე არ აისახა.
ბეტონის იატაკზე კეფით მრავალჯერადი დარტყმების მიყენება გ--- ფ---------ის თავზე ისე, როგორც ამას თავის ჩვენებებში მიუთითებენ რ.კ------ე და მ.ბ--–-------ე კატეგორიულად გამორიცხულია, ვინაიდან კეფის მიდამოში გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დაზიანებები არ აღინიშნება და შესაბამისად, არ არის ასახული მკვრივი, ბლაგვი, ფართო ზედაპირის მქონე საგნის ზემოქმედების არც ერთი კვალი. (იხ. რ---- კ------ის სასამართლოზე 05.02.2015 წ. მიცემული ჩვენება: „ შ----- შ----ე იმყოფებოდა ფ---------ისაგან მარცხნივ საპირფარეშოს მხარეს ჩაცუცქულ მდგო----ეობაში, ფ---------ეს თმები ჰქონდა გრძელი და ქოჩრის მხარეს ხელი ჰქონდა მოკიდებული და გ--- ფ---------ე გულაღმა იწვა, სახით ზევით და უკან კეფის მხარეს არტყმევინა თავს. წითელი ლაქების გუბეც კი იდგა’’.)(იხ. მ--–---- ბ--–-------ის სასამართლოზე 24.02.2015 წ. მიცემული ჩვენება : „შ----- შ----ეს ჩავლებული ჰქონდა ხელი თმებში და არტყმევინებდა კეფით ბეტონის იატაკზე...მე დავინახე ფ---------ის თავის ირგვლივ იყო მოწითალო ფერის გუბე.“)
ექსპერტიზა კატეგორიულად გამორიცხავს რ.კ------ის და მ.ბ--–-------ის მიერ სასამართლოზე მიცემულ ჩვენებებში მითითებული გ--- ფ---------ის გვამის სიახლოვეს აღწერილი სისხლის გუბის წარმოქმნას კეფის მიდამოდან თავის მრავალჯერადი დარტყმების შედეგად, ვინაიდან გ--- ფ---------ის თავის და კონკრეტულად კი კეფის მიდამოში ჭრილობები საერთოდ არ აღინიშნებოდა, ანუ კანის მთლიანობის დარღვევას ადგილი არ ჰქონდა და შესაბამისად, სისხლდენას ადგილი არ ექნებოდა.
ექსპერტიზას არ შეუძლია გამიჯნოს, გ--- ფ---------ის ქალასშიდა სისხლჩაქცევების წარმოქმნა გამოიწვია თხემ-კეფის მიდამოში არსებულმა დაზიანებებმა თუ ქალას სახის ნაწილის მნიშვნელოვანმა დეფორმაციამ, საკვლევი მასალების არასაკმარისობის გამო (სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკნაში არ არის მითითებული ტვინის ნივთიერებაში არსებული სასხლჩაქცევების ზუსტი ლოკალიზაციები, ფორმები, სიღრმე და ზომები).
სახის მიდამოში მკვრივი, ბლაგვი საგნების არაერთჯერდი, მნიშვნელოვანი ძალით ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს თავის ქალას სახის ნაწილის ძვლების მნიშვნელოვანი დეფორმაცია და სისხლჩაქცევების კონტუზიური კერების წარმოქმნა ძალის ზემოქმედების საპირისპირო მხარეს - ე.წ. „უკუდარტყმის“ მექანიზმით, ანუ თავის ტვინის ნივთიერებაში ისე, როგორც ეს აღწერილია კონკრეტულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნაში.
საქმის მასალებიდან გამომდინარე, დაზიანებების მიღებიდან გ--- ფ---------ის დაღუპვამდე გასულია დაახლოებით 30-40 წუთი. ქალა - ტვინის ტრავმის შედეგად განვითარებული ქალასშიდა პირველადი სისხლჩაქცევების წარმოქმნა, თავის ტვინის შეშუპება, ქალასშიდა სისხლის მიმოქცევის მეორადი მოშლა, მეორადი სისხლჩაქცევების წარმოქმნა თავის ტვინის ნივთიერებაში, ტვინის ღეროს დისლოკაცია და შემდგომ მოგრძო ტვინის ჩაჭედვა კეფის დიდ ხვრელში დროში მიმდინარე რთული პათოგენოზური პროცესების ჯაჭვია და ასეთ მოკლე დროში ამ პროცესის განვითარება გამორიცხულია.
გ--- ფ---------ის ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობას თან სდევდა ცხვირიდან სისხლდენა. ცხვირის ძვლების მოტეხილობის ფონზე გ--- ფ---------ის უგონო მდგო----ეობაში ყოფნის დროს დიდი ალბათობით შესაძლებელია განვითარებულიყო სისხლის ფილტვებში ასპირაცია (სისხლის მოხვედრა ფილტვებში). გ--- ფ---------ეს ცხვირის წინა ტამპონადა ან ცხვირის უკანა ტამპონადა არ გაკეთებია, რითაც შესაძლებელი იქნებოდა სისხლის ფილტვებში მოხვედრის რისკის შემცირება.
გ--- ფ---------ის თავის ტვინის შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით შესაძლოა გამოწვეული იყოს გარეგანი სუნთქვის დარღვევით გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობით, რომელიც შესაძლოა განვითარებულიყო როგორც კისრის ორგანოებზე ზეწოლით, ასევე ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო სისხლით ასპირაციით.
ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მონაცემებით გ--- ფ---------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 1.15 პრომილე ეთილის სპირტი, რაც ცოცხალ პირებზე შეესაბამება საშუალო ხარისხის სიმთვრალეს.
გ--- ფ---------ის გვამიდან აღებულ სისხლში და შინაგან ორგანოებში აღმოჩნდა ანტიეპილეფსიური საშუალება-კარბამაზეპინი, ფსიქოტროპული ნივთიერება დიაზეპამი და მისი მეტაბოლიტი - ნორდაზეპამი.
მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ა-----– გ-----ემ და მ--- ნ-----–--–---–მა, დაადასტურეს ექსპერტიზის დასკვნების სისწორე.
სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დებულებას და მიიჩნევს, რომ მიზეზობრივი კავშირი მსჯავრდებულთა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უდავოდ დასტურდება რ---- კ------ის ჩვენებით, რომლის მიხედვითაც მან დაინახა თუ როგორ იწვა გ--- ფ---------ე ზურგით იატაკზე. მსჯავრდებული გ------ი ს-----–---–ი იმყოფებოდა გ--- ფ---------ის თავთან, კარებიდან ერთი მეტრის ან მეტრნახევრის მოშორებით, მარჯვენა ხელით კედელს ებჯინებოდა და ფეხით სცემდა გ--- ფ---------ეს თავის არეში. გ--- ფ---------იდან მარჯვნივ იდგა ლ---- მ----–------–---–ი, რომელიც ფეხებით ურტყამდა გ--- ფ---------ეს წელსზედა კისრის, გულმკერდის, მუცლის და თავის არეში, სადაც მიუწვდებოდა ფეხი. ხოლო შ----- შ----ე იმყოფებოდა გ--- ფ---------იდან მარცხნივ, საპირფარეშოს კედლის კუთხეში, ,,ჩაკუზულ’’ მდგო----ეობაში, ვინაიდან გ--- ფ---------ეს თმები ჰქონდა საკმაოდ მოზრდილი, წინა მხარეზე ქოჩრის ადგილზე ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული, გ--- ფ---------ე გულაღმა იწვა სახით ზევით და უკან, კედლის მხარეს არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე, სადაც წითელი ლაქების გუბეც კი იდგა; მოწმე მ--–---- ბ--–-------ის ჩვენებით ასევე დგინდება, თუ როგორ იწვა გ--- ფ---------ე ჰორიზონტალურ მდგო----ეობაში ბეტონის იატაკზე, საპირფარეშოს კიბის საფეხურთან და ფეხები ჰქონდა საკანში მდებარე ფანჯრისკენ, გ------ი ს-----–---–ი იდგა გ--- ფ---------ის თავთან, ლ---- მ----–------–---–ი გ--- ფ---------ესთან მარჯვენა მხარეს, ხოლო შ----- შ----ე - მარცხენა მხარეს ჩაცუცქულ მდგო----ეობაში და გ--- ფ---------ეს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდა თავს, ლ---- მ----–------–---–იც ,,წიხლებით’’ გ--- ფ---------ეს სცემდა სხეულის ზედა ნაწილში, ანუ წელს ზემოთ და ამავდროულად მან დაინახა, როგორ ცემდა გ------ი ს-----–---–ი ფეხით გ--- ფ---------ეს თავის არეში; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად გ--- ფ---------ის გვამზე აღენიშნებოდა სიცოცხლისდრ----დელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთები მარცხნივ და მარჯვნივ თხემ-კეფის საზღვარზე, სისხლჩაქცევებით ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში - განვითარებულნი სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად ,,პაკეტში წარწერით: ”...ელექტრო ჩაიდანი...” მოთავსებულ ჩაიდანზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი შერეული ტიპისაა და ეკუთვნის სულ მცირე ორ პირს, ობ.N27-ის ერთი წილი ინდენტურია გ--- ფ---------ის (ობ.N34) გენეტიკური პროფილისა’’. ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად - ჩაიდანს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მიდამოებში (ჩაიდანს ძირის ქვედა სიბრტყის ფართზე, ცხვირის მიდამოს გასწვრივ აღენიშნებოდა რაიმე საკმაოდ მყარ ზედაპირთან კონტაქტის (შესაძლო იმპულსური) შედეგად ტეხვით განვითარებული დაზიანება ზომით: 6,5X1,5სმ და ასევე ჩაიდანი ცხვირზე ზედა კიდესთან დაახლოებით 0,6X0,8სმ. ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად. გ--- ფ---------ის შავი ფერის სპორტულ შარვალზე აღმოჩენილ ჩალისფერ ბამბის ბოჭკოებს და შ----- შ----ის სპორტული შარვლის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები; შ----- შ----ის ფრჩხილების გადანაჭრებში აღმოჩენილი მუქი ნაცრისფერი ბამბის ბოჭკოს ფრაგმენტს და გ--- ფ---------ის მაისურის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილების ნიშნები. შ----- შ----ის და გ------ი ს-----–---–ის მიმართ ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნებით მათ სხეულზე აღენიშნებოდათ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს; დამატებით გ------ი ს-----–---–ს აღენიშნებოდა დაზიანება დამწვრობითი უბნის სახით, რაც განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ადგილობრივი ზემოქმედების შედეგად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს იმას, რომ საქმეში წარმოდგენილი ტანსაცმლის ამოღების და გვამის დათვალიერების ოქმებით დასტურდება თუ რა ტანსაცმელი იქნა ამოღებული 322-ე საკანში მყოფი მსჯავრდეულებისაგან - შ----- შ----ისაგან, ლ---- მ----–------–---–ისაგან, გ------ი ს-----–---–ისაგან, გ------ი კ-------ასაგან და აწ გარდაცვლილ გ--- ფ---------ის გვამიდან. მოწმის რ---- კ------ის ჩვენებით, გ------ი ს-----–---–ს, რომელიც მის წინ იდგა და წინააღმდეგობას უწევდა, ეცვა ჭრელი პულოვერი, რომელსაც თეთრი და მწვანე ზოლები ჰქონდა, ასევე ეცვა ლურჯი ჯინსის შარვალი. ლ---- მ----–------–---–ს ეცვა მუქი ფერის ტანსაცმელი, ჯინსის შარვალიც და ზედა წელიც თითქმის ერთი ფერის იყო, შარვალიც რაღაც მოყავისფრო, მუქი ფერის, ხოლო შ----- შ----ეს ეცვა მუქი ფერის მაისური და ღია ფერის ჯინსის შარვალი, მაგრამ როდესაც მოწმე რ.კ------ე სამედიცინო ნაწილიდან დაბრუნდა უკან და მიიღო დავალება ხელმძღვანელიდან, რომ მსჯავრდებულები უნდა გადაეყვანათ სამარტოო საკნებში, გააღეს 322-ე საკანი და გამოიყვანეს მსჯავრდებულები, ამ მომენტისათვის მათ გამოცვლილი ჰქონდათ ხსენებული ტანსაცმელი. აღნიშნული გარემოება ასევე დადასტურებულია მოწმის მ--–---- ბ--–-------ის ჩვენებითაც, ხოლო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ 322-ე საკნიდან, ამოღებულ ჯინსის შარვალს ჰქონდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ასევე შავი ფერის პოლიეთილენის პარკიდან, რომელიც იდო საკნის შუა ნაწილში, ამოღებული იქნა მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც იყო სველი. ასევე საკნის შუა ნაწილში პოლიეთილენის პარკში იდო ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომელიც ასევე იყო სველი. შ----- შ----ისაგან ტანსაცმლის ამოღების ოქმში შენიშვნის სახითა დაფიქსირებულია, მსჯავრდებულ შ----- შ----ის განაცხადება, რომ მას N322-ე საკანში შემთხვევის დროს ეცვა მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, ის დასვრილი იყო სისხლით, რის გამოც ჰქონდა გარეცხილი, მაგრამ როდესაც თანამშრომლებმა გადაიყვანეს სამარტოო საკანში, მათ დაატოვებინეს გარეთ და არ შეატანიეს საკანში. ამოღების ოქმში მითითებული გარემოებები დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული გამომძიებლების ე---–--- გ----–----ის და ლ---- ბ--------ის ჩვენებებით. აგრეთვე მოწმის დ----- გ-------ს ჩვენებით დადგენილია ის გარემოება, რომ მსჯავრდებულების სამარტოო საკნებში შეყვანამდე ინსპექტორ-კონტროლიორმა გ------ი მუშკუდიანმა მათ ჩაუტარა ჩხრეკა-დათვალიერება, რა დროსაც შ----- შ----ემ მიუთითა, რომ პოლიეთილენის პარკში ჰქონდა თავისი საცვლები, მაგრამ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა მოლურჯო ფერის სველი ჯინსის შარვალი, რაზედაც როგორც კონტროლიორმა აღნიშნა ემჩნეოდა წითელი ფერის ლაქები, რაზედაც შ----- შ----ემ განაცხადა, რომ ახალი გარეცხილი ჰქონდა და სურდა გასაშრობად შეტანა..., დ----- გ-------ს პოლიეთილენის პარკში ჩადებული შარვალი მისცა გ------ი მუშკუდიანმა და მან აღნიშნული ჯინსის შარვალი შეიტანა 322-ე საკანში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ შ----- შ----ეს, გ------ი ს-----–---–ს და ლ---- მ----–------–---–ს მომხდარი ფაქტის დროს ეცვათ არა ის შარვლები, რაც ამოღებული იქნა მათგან სამარტოო საკანში ყოფნის დროს, არამედ - რაც ამოღებული იქნა შეთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, რომლებზედაც ჩატარებული ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, (პაკეტებში წარწერებით:”...საწოლიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...”, ”...3(10) ... N322-ე საკნიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...”, ”...4 (11)... N322-ე საკნიდან ამოღებული ჯინსის შარვალი...” მოთავსებულ სამ ცალ ჯინსის შარვალზე) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N7-14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი იდენტურია გ--- ფ---------ის (ობ.N34) გენეტიკური პროფილისა.
სააპელაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და დასაბუთებას ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნების შეფასების ნაწილში და დამატებით აღნიშნავს, რომ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია და საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ გ--- ფ---------ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით, ხოლო ალტერნატიული ექსპერტიზის №R-----------მედ. დასკვნაში მითითებული გარემოებები და დასკვნები გ--- ფ---------ის სიკვდილის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ზოგადი ხასიათისაა, სავარაუდოა და არსებითად ეწინააღმდეგება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა - №14 დაწესებულების ექიმმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმმა, ასევე სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა, სრულად და ნათლად მიუთითეს ჩატარებული მკურნალობის და კვლევების მიმდინარეობა და შედეგები, რაც უტყუარად ადასტურებს სამედიცინო ექსპერტის №0-------- დასკვნაში მითითებულ გ.ფ---------ის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ გარემოებებს და რაც ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაცვის მხარის ექსპერტმა ა-----– გ-----ემაც.
პალატა მთლი---დ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ არ უნდა იქნეს გაზიარებული ალტერნატიული ექსპერტიზის №R-----------მედ. დასკვნა იმ ნაწილში, რომლის თანახმადაც ,,ბეტონის იატაკზე კეფით მრავალჯერადი დარტყმების მიყენება გ--- ფ---------ის თავზე ისე, როგორც ამას თავის ჩვენებებში მიუთითებენ რ.კ------ე და მ.ბ--–-------ე, კატეგორიულად გამორიცხულია, ვინაიდან კეფის მიდამოში გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით დაზიანებები არ აღინიშნება და შესაბამისად, არ არის ასახული მკვრივი, ბლაგვი, ფართო ზედაპირის მქონე საგნის ზემოქმედების არც ერთი კვალი. ზემოაღნიშნულ ნაწილშიც დასკვნა არსებითად ეწინააღმდეგება როგორც ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებებს, ასევე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ: სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე რ---- კ------ემ განმარტა, რომ ,,მან დაინახა... შ----- შ----ე იმყოფებოდა გ--- ფ---------იდან მარცხნივ, საპირფარეშოს კედლის კუთხეში, ,,ჩაკუზულ’’ მდგო----ეობაში, ვინაიდან გ--- ფ---------ეს თმები ჰქონდა საკმაოდ მოზრდილი, წინა მხარეზე ქოჩრის ადგილზე ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული, გ--- ფ---------ე გულაღმა იწვა სახით ზევით და უკან, კედლის მხარეს არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე, სადაც წითელი ლაქების გუბეც კი იდგა; ხოლო დაცვის მხარის შეკითხვაზე -,,არტყმევინებდა თუ არა შ----- შ----ე გარდაცვლილ გ--- ფ---------ეს თავს თხემის არით იატაკზე?’’, მან განმარტა, რომ ,,უკან მხარეს ასე აღიქვამს, თხემის მხარეს და შესაბამისად ქოჩორში ეკიდა ხელი.... თხემის მხარეს, უკან მხარეს, ვინაიდან გულაღმა იწვა’’. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე მ--–---- ბ--–-------ემ კი აგრეთვე მიუთითა, რომ ,,მანაც დაინახა..., შ----- შ----ე მარცხენა მხარეს ჩაცუცქულ მდგო----ეობაში გ--- ფ---------ეს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდა თავს...შ----- შ----ეს გ--- ფ---------ისთვის კვლავ თმებში ჰქონდა ხელი წავლებული, რადგანაც გ--- ფ---------ე ატარებდა გრძელ თმებს, კვლავ არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე თავს...’’, ხოლო დაცვის მხარის დამატებით შეკითხვაზე მან განმარტა, რომ,, შ----- შ----ე ჩამუხლულ მდგო----ეობაში მარცხენა მხარეს იყო და თმებით თავის უკანა მხარეს არტყმევინებდა ძირს...’’. აღნიშნული ალტერნატიული ექსპერტიზის №R-----------მედ. დასკვნაში ექსპერტმა (მ--- ნ-----–--–---–ი) ასევე გამორიცხა ის გარემოება, რომ გ--- ფ---------ის თავზე მარცხნივ და მარჯვნივ თხემ-კეფის საზღვარზე არსებული დაზიანებების მიყენება ფართო სწორი ზედაპირის მქონე მკვრივ ბლაგვ საგანზე, მათ შორის ბეტონის იატაკზე დარტყმების შედეგად, თუმცა სასამართლოში დაკითხვისას შესაძლებლად მიიჩნია ზემოაღნიშნული დაზიანებების მიყენება ისეთი ზედაპირის მქონე მკვრივ ბლაგვ საგანზე დარტყმებით, რომელსაც აქვს შემაღლებები, მათ შორის როგორიც არის კიბის საფეხური, რასთან დაკავშირებითაც მისივე განმარტებით მას ექსპერტიზის დასკვნაში არ უმსჯელია. მაშინ, როდესაც მოწმეების - რ---- კ------ის და მ--–---- ბ--–-------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 322-ე საკანში შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეს არის საპირფარეშო, საპირფარეშოში შესასვლელად განთავსებული არის ერთი კიბის საფეხური, გ--- ფ---------ე გულაღმა იწვა იატაკზე, კიბის საფეხურთან ედო თავი, გვერდულად იყო დაწოლილი, საკანში მარჯვენა კედლის მხარეზე ჰქონდა ფეხები. მსჯავრდებული გ------ი ს-----–---–ი იმყოფებოდა გ--- ფ---------ის თავთან, კარებიდან ერთი მეტრის ან მეტრნახევრის მოშორებით, მარჯვენა ხელით კედელს ებჯინებოდა და ფეხით სცემდა მსჯავრდებულს თავის არეში. გ--- ფ---------იდან მარჯვნივ კედლის მხარეზე, დაახლოებით შუა ნაწილში წელთან იდგა ლ---- მ----–------–---–ი, რომელიც ფეხებით ურტყამდა გ--- ფ---------ეს წელსზედა არეში, კისრის არეში, გულმკერდის არეში, მუცელში, თავის არეში, სადაც მიუწვდებოდა ფეხი. შ----- შ----ე იმყოფებოდა გ--- ფ---------იდან მარცხნივ, საპირფარეშოს კედლის კუთხეში, ,,ჩაკუზულ’’ მდგო----ეობაში, ვინაიდან გ--- ფ---------ეს თმები ჰქონდა საკმაოდ მოზრდილი, წინა მხარეზე ქოჩრის ადგილზე ხელი ჰქონდა ჩაჭიდებული, გ--- ფ---------ე გულაღმა იწვა სახით ზევით და უკან, კედლის მხარეს არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე, სადაც წითელი ლაქების გუბეც კი იდგა. დაცვის მხარის შეკითხვაზე -,,არტყმევინებდა თუ არა შ----- შ----ე გარდაცვლილ გ--- ფ---------ეს თავს თხემის არით იატაკზე?’’, რ---- კ------ემ განმარტა, რომ ,,უკან მხარეს ასე აღიქვამს, თხემის მხარეს და შესაბამისად ქოჩორში ეკიდა ხელი.... თხემის მხარეს, უკან მხარეს, ვინაიდან გულაღმა იწვა’’; მ--–---- ბ--–-------ე კი განმარტავს, რომ ,,მანაც დაინახა..., შ----- შ----ე მარცხენა მხარეს ჩაცუცქულ მდგო----ეობაში გ--- ფ---------ეს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდა თავს...შ----- შ----ეს გ--- ფ---------ისთვის კვლავ თმებში ჰქონდა ხელი წავლებული, რადგანაც გ--- ფ---------ე ატარებდა გრძელ თმებს, კვლავ არტყმევინებდა ბეტონის იატაკზე თავს...’’, ხოლო დაცვის მხარის დამატებით შეკითხვაზე მან განმარტა, რომ,, შ----- შ----ე ჩამუხლულ მდგო----ეობაში მარცხენა მხარეს იყო და თმებით თავის უკანა მხარეს არტყმევინებდა ძირს...’’. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით ასევე დგინდება საპირფარეშოს შესასვლელთან კიბის საფეხურის არსებობა, რომლის ახლოს ჰქონდა თავი იატაკზე წაქცეულ გ--- ფ---------ეს და სადაც ირგვლივ მიშხეფებული იყო სისხლის მაგვარი ლაქები. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოწმეებმა - რ---- კ------ემ და მ--–---- ბ--–-------ემ ლ---- მ----–------–---–ის, გ------ი ს-----–---–ის და შ----- შ----ის მხრიდან გ--- ფ---------ის მიმართ განხორციელებული მოქმედებების და ძალადობის გარკვეული ეპიზოდი დაინახეს და პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე დადგენილად მიაჩნია, რომ გ--- ფ---------ემ სწორედ მსჯავრდებულთა მხრიდან განხორციელებული მოქმედებების და ძალადობის შედეგად, ბრალდების მხარის მოწმეების მიერ მითითებულ გარემოებებში და 322-ე საკანში განვითარებული მოვლენებების დროს მიიღო ის დაზიანებები, რაც დადგენილია გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტ ა-----– გ-----ის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ შ----- შ----ეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ქვემო კიდურებში და იგი ვერ მიაყენებდა დაზიანებებს სადის N14 დაწესებულების თანამშრომლების რ.კ------ისა და მ.ბ--–-------ის დაკითხვის ოქმებში ასახულ ვითარებაში, რადგან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილია ის გარემოება, რომ შ----- შ----ე იმყოფებოდა გ--- ფ---------იდან მარცხნივ, საპირფარეშოს კედლის კუთხეში, ჩამუხლულ მდგო----ეობაში, მას გ--- ფ---------ის თმებში ჰქონდა ხელი ჩაჭიდებული და თმებით გ--- ფ---------ეს ბეტონის იატაკზე არტყმევინებდა თავს, შესაბამისად შ----- შ----ე აქტიურ მოქმედებებს ახორციელებდა არა ქვემო კიდურებით, არამედ ხელებით, რის გამოც აღნიშნული დასკვნა ვერ გახდება ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებში ეჭვის შეტანის საფუძველი და არ გამორიცხავს, რომ გ--- ფ---------ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნაში მითითებული დაზიანებები მიეღო სწორედ მოწმეების რ---- კ------ის და მ--–---- ბ--–-------ის მიერ მითითებულ გარემოებებში და შ----- შ----ეს განეხორციელებინა ის მოქმედებები, რასაც მოწმეები მიუთითებენ.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ მოწმეების: რ.კ------ისა და მ.ბ--–-------ის ჩვენებები სინამდვილეს არ შეესაბამება და იგი გაზიარებული არ უნდა იქნეს, რადგან შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი სისხლის კვლები არ ეკუთვნის მსჯავრდებულებს, რაც მიუთითებს სხვა პირის მონაწილეობას სად-ის N14 დაწესებულების N322 საკანში მომხდარ დაპირისპირებაში, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით აღნიშნული გარემოებები ვერ მიიჩნევა უტყუარად იმის დასადასტურებლად, რომ 322-ე საკანში იმყოფებოდა, გარდა ზემოაღნიშნული მსჯავრდებულებისა, სხვა პიროვნებაც და მისი მხრიდან განხორციელდა გ--- ფ---------ის მიმართ ძალადობა, რადგან ექსპერტების ჩვენებების თანახმად, ვერ დგინება ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილიდან და ჩაიდნიდან ამოღებულ მოწითალო ფერის ლაქებში არსებული გენეტიკური პროფილი, რომელიც არ ეკუთვნის არც გ--- ფ---------ეს და არც მსჯავრდებულებს, წარმოადგენს სისხლს, ის შესაძლოა იყოს ნებისმიერი ბილოგიური მასალა, რომელიც შემთხვევამდე მოხვედრილიყო აღნიშნულ საკანში და ჩაიდანზე და არ ადასტურებს უტყუარად სხვა პირის შემთხვევის დროს საკანში ყოფნას და მის ჩართულობას კონფლიქტში, მაშინ, როდესაც გარდა მოწმეების - რ---- კ------ის და მ--–---- ბ--–-------ის ჩვენებებისა, ბრალდების მხარის სხვა მოწმეების ჩვენებებითაც დადასტურდა, რომ შემთხვევის დროს საკნები დაკეტილი იყო და 322-ე საკანში ნამდვილად იმყოფებოდნენ მხოლოდ შ----- შ----ე, ლ---- მ----–------–---–ი, გ------ი ს-----–---–ი, გ------ი კ-------ა და გ--- ფ---------ე. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება არც დაცვის მხარის მხრიდან არ წარმოდგენილა და არც ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევისას არ დადასტურებულა, რაც დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების საფუძველი გახდებოდა.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას შ.შ----ის და ლ.მ----–------–---–ისა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, ხოლო გ.ს-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით დამნაშავედ ცნობის შესახებ და სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას აღნიშნული კვალიფიკაციით მათი გამართლების ნაწილში, ვინაიდან საქმეში არსებული და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება, რომ მათ განზრახვას წარმოადგენდა გ--- ფ---------ისათვის განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის დაზიანების მიყენება და ამ უკანასკნელისათვის ელექტრო ჩაიდნის თავში ჩარტყმა და ხელფეხით ცემა ვერ გახდება შ----- შ----ის და ლ---- მ----–------–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, გ------ი ს-----–---–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით დამნაშავედ ცნობის და მსჯავრდების საფუძველი.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მესვიდე ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).
სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, უტყუარად და ერთმნიშვნელოვნად დგინდება ის გარემოება, რომ შ----- შ----ემ ორივე ხელის თმებში ჩაჭიდებით, სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებების მიყენების მიზნით, თავის, თხემით და კეფით საკნის ბეტონის იატაკზე მრავალჯერადი დარტყმევინებით, ლ---- მ----–------–---–მა და გ------ი ს-----–---–მა ფეხების დარტყმით გულმკერდის, სახის, კისრისა და თავის არეში გ--- ფ---------ეს მიაყენეს სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები, კერძოდ, სისხლნაჟღენთები მარცხნივ და მარჯვნივ თხემ-კეფის საზღვარზე, სისხლჩაქცევები ქალას რბილი საფარის ქსოვილში, თავის ტვინის რბილ გარსებში და თავის ტვინის ნივთიერებაში, ნათხემში და მოგრძო ტვინში. ასევე ნაკლებ მძიმე ხარისხის დაზიანებები - მრავლობითი სისხლნაჟღენთები კისრის მიდამოში, ენისქვეშა ძვლის მარჯვენა რქის მოტეხილობა, კისრის რბილ ქსოვილებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები, ასევე უსწოროკიდეებიანი ჭრილობა ცხვირის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე, ცხვირის ძვლების ღია მოტეხილობა შუა მესამედის დონეზე, მრავლობითი უსწოროკიდეებიანი ჭრილობები, ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში და მუქი მოწითალო სისხლჩაქცევები ორთავე თვალბუდის სკლერებზე, რის შედეგადაც გ--- ფ---------ე ქალა-ტვინის ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხატული შეშუპებით, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით გარდაიცვალა. ამდენად, ხსენებულ აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სააპელაცი პალატა მთლი---დ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ - შ----- შ----ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით. გ------ი ს-----–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილით. ლ---- მ----–------–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მათ ჯანმრთელობის მდგო----ეობას, ასევე იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულები - შ----- შ----ე, გ------ი ს-----–---–ი და ლ---- მ----–------–---–ი ნასამართლები არიან (დანაშაულის რეციდივი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დ----- ლ-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას - სასჯელების სრული შეკრების პრინციპის გათვალისწინებით სასჯელის დანიშვნის შესახებ და მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობით სასჯელთა ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით სამართლიანია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს აზრით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სრულად არის გამოკვლეული საქმეში არსებული კანონის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები, სწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მომხდარ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებებს მიეცა ზუსტი სამართლებრივი შეფასება. რის გამოც არ არსებობს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გამამტყუნებელ განაჩენში ცვლილების შეტანის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის - დ----- ლ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ შ----- შ----ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების რ----- ჩ-----–--ის და მ----- ჩ-------ის, მსჯავრდებულ გ------ი ს-----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ი---- ბ-----–--ის, მსჯავრდებულ ლ---- მ----–------–---–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა---------– ბ----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის განაჩენი მსჯავრდებულების: შ----- შ----ის, გ------ი ს-----–---–ის და ლ---- მ----–------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
შ----- შ----ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
შ----- შ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს წინა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 11 მაისის განაჩენით დანიშნული, ამნისტიის გამოყენების შესახებ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 04 დეკემბრის განაჩენით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 05 (ხუთი) წლით, 08 (რვა) თვით და 16 (თექვსმეტი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილობრივ დაემატოს - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით შ----- შ----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 15 (თხუთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
შ----- შ----ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
გ------ი ს-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-8 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ------ი ს-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლი---დ დაემატოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 6 მაისის განაჩენით დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------ი ს-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 09 (ცხრა) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელის სახით - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გ------ი ს-----–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2015 წლის 10 აპრილიდან 2015 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდი და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
გ------ი ს-----–---–ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 მარტის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
ლ----ი მ----–------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ლ----ი მ----–------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით, მე-6 ნაწილით, მე-7 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით, მე-8 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ივნისის განაჩენით დანიშნული, ამნისტიის გამოყენების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით შემცირებული და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განჩინებით საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 03 (სამი) თვით და 03 (სამი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ----ი მ----–------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ლ----ი მ----–------–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2015 წლის 15 დეკემბრიდან.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად - ლ---- მ----–------–---–ისგან აღებული თმის ნიმუში; გ------ი კ-------ასაგან აღებული თმის ნიმუში; გ------ი ს-----–---–ისაგან აღებული თმის ნიმუში; გ--- ფ---------ის გვამიდან აღებული თმის ნიმუშები; შ----- შ----ისაგან აღებული თმის ნიმუში; შ----- შ----ის სისხლის ნიმუში მშრალი სახით; ლ---- მ----–------–---–ის სისხლის ნიმუში მშრალი სახით; გ------ი ს-----–---–ის სისხლის ნიმუში მშრალი სახით; გ------ი კ-------ას სისხლის ნიმუში მშრალი სახით; თმის ნიმუში, რომელიც აღმოჩნდა საკანში შესასვლელიდან მარცხენა მხარეს; გ--- ფ---------ის გვამის მარჯვენა და მარცხენა ხელიდან აღებული ანაწმენდები; N322 საკნიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები - სულ 06 (ექვსი) ნიმუში; შ----- შ----ის, ლ---- მ----–------–---–ის, გ------ი ს-----–---–ის და გ------ი კ-------ას ფრჩხილების გადანაჭრები; პირსახოცი და დოლბანდის ფრაგმენტები; მოყვითალო ფერის პლასტმასის ვედრო, ე.წ. „ბრაგას“ მასით და ელექტროჩაიდანი - განადგურდეს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული გ--- ფ---------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს კ---- ფ---------ეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ლ---- მ----–------–---–ის ტანსაცმელი; გ------ი ს-----–---–ის ტანსაცმელი; შ----- შ----ის ტანსაცმელი; ასევე შემთხვევის ადგილის - №322-ე საკნის დათვალიერების შედეგად ამოღებული გრძელსახელოებიანი მონაცრისფრო მაისური, ჯინსის შარვალი (პაკეტი N10); ჯინსის შარვალი (პაკეტი N6), ჯინსის შარვალი (პაკეტი N11) - დაუბრუნდეთ ლ---- მ----–------–---–ს, გ------ი ს-----–---–ს და შ----- შ----ეს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული გ------ი კ-------ას ტანსაცმელი - დაუბრუნდეს გ------ი კ-------ას, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32) საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე თეიმურაზ სვანიძე
მოსამართლეები: ვერა დოლიძე
მარინა სირაძე