განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
330310018002622145
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002622145

საქმე №3ბ/495-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე

 

სხდომის მდივანი: თეა გობეჯიშვილი

 

აპელანტი - ვ-–- გ---–--;

წარმომადგენელი - მ------------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვტილებით ვ-–- გ---–--ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

მოსარჩელე ვ-–- გ---–-- 2010 წლიდან მსახურობს საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობზე, ხოლო 2014 წლის 14 ივლისიდან მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ №1------ კონტრაქტი (ს.ფ. 11-16, 158-169);

 

2018 წლის 5 აპრილს, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს მიმართ შედგა დისციპლინური ოქმი იმის გამო, რომ იგი ნაცვლად 2018 წლის 27 მარტისა, სამხედრო ნაწილში დაბრუნდა 2018 წლის 28 მარტს.

 

სადისციპლინო საბჭომ, 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე იმსჯელა, მოსარჩლე - ვ-–- გ---–--ს მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე და გამოარკვია, რომ მოსარჩელე ვ-–- გ---–--მ შვებულება ითხოვა ქ. თბილისში ავტოფარეხის გაქირავების მიზნით და ვინაიდან მის მიერ დასახელებული მიზეზი არ წარმოადგენდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევას და ამასთან, ბატალიონის მეთაური არ იმყოფებოდა ადგილზე, მისი თხოვნა იმავე დღეს ვერ დაკმაყოფილდა. მას განემარტა, რომ მომდევნო დღეს გამოცხადებულიყო სამსახურში და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს შვებულებასთან დაკავშირებით. საბჭოსთვის, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს ხელმძღვანელი პირების მიერ მიცემული განმარტებების მიხედვით, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს, არც სამხედრო სამსახურის მიტოვებამდე და არც შემდგომ, როდესაც იგი თბილისიდან რამოდენიმეჯერ ესაუბრა ასეულის მორიგეს და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელს, გამოუცხადებლობის მიზეზად არ უცნობებია დედის ავადმყოფობა.

 

საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს დედამ - ლ-------------ამ ექიმს მიმართა 2018 წლის 3 აპრილს და მას განესაზღვრა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური ინსულტის მდგომარეობა და გულის უკმარისობა.

 

სადისციპლინო საბჭოს მიერ, 2018 წლის 3 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოსარჩლე - ვ-–- გ---–--ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის ბრძანებით, მოსარჩლე - ვ-–- გ---–-- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი დახასიათების მიხედვით, საინჟინრო ტექნიკური და უზრუნველყოფის ასეულის მეთაურმა მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს თაობაზე აღნიშნა, რომ იგი ასეულის მეთაურის ბრძანებებს და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს არადამაკმაყოფილებლად. სამსახურის გავლის პერიოდში აქვს დისციპლინური გადაცდომები და ნაკლებად იცავს სუბორდინაციას, რის გამოც საინჟინრო ტექნიკური და უზრუნველყოფის ასეულის მმართველობა მას ახასიათებს უარყოფითად (ს.ფ.19, 45-47, 71-74, 140);

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს და სამხედრო შეკრებაზე გაწვეულ რეზერვისტებს სამხედრო დისციპლინის დარღვევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ სამხედრო ძალების სადისციპლინო წესდების თანახმად, ხოლო დანაშაულის ჩადენისათვის - კანონმდებლობის შესაბამისად.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ვ-–- გ---–-- 2010 წლიდან მსახურობს საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობზე, ხოლო 2014 წლის 14 ივლისიდან მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ №1------ კონტრაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების 43-ე მუხლის, შესაბამისად, სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სამსახურის ადგილის საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი დისციპლინური ზომები, ხოლო თავის მხრივ, სამსახურის მიტოვება გულისხმობს, სამხედრო მოსამსახურის მიერ, იმ დროს სამსახურში არ ყოფნას, როდესაც მას შესაბამისი შინაგანაწესით ევალება სამსახურში ყოფნა.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-12 მუხლის და მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა); გ1) დასვენების უფლების შეზღუდვა; დ) ხელფასიდან დაქვითვა; ე) საკრედიტო ქულის დაკლება; ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან დათხოვნა. მე-12 მუხლის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ. მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, რომ სამხედრო მოსამსახურის მიერ, სამსახურის ადგილის საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა - სამსახურიდან დათხოვნა, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღინიშნა კონტრაქტის საფუძველზე დანიშნული სამხედრო მოსამსახურის მიმართ, 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვა და სასწავლებლიდან გარიცხვა არ გამოიყენება.

 

საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილების მითითებული ნორმები ეწინააღმდეგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს, სასამართლომ განმარტა, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ეს კანონი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენება, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების პროცესში უპირატესად გამოიყენება სპეციალური კანონქვემდებარე აქტი - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის ნაწილს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 2018 წლის 5 აპრილს, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს მიმართ შედგა დისციპლინური ოქმი იმის გამო, რომ იგი ნაცვლად 2018 წლის 27 მარტისა, სამხედრო ნაწილში დაბრუნდა 2018 წლის 28 მარტს. ამასთან, სადისციპლინო საბჭომ, 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე იმსჯელა, მოსარჩლე - ვ-–- გ---–--ს მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე და გამოარკვია, რომ მოსარჩელე ვ-–- გ---–--მ შვებულება ითხოვა ქ. თბილისში ავტოფარეხის გაქირავების მიზნით და ვინაიდან მის მიერ დასახელებული მიზეზი არ წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობის შემთხვევას და ამასთან, ბატალიონის მეთაური არ იმყოფებოდა ადგილზე, მისი თხოვნა იმავე დღეს ვერ დაკმაყოფილდა. მას განემარტა, რომ მომდევნო დღეს გამოცხადებულიყო სამსახურში და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს შვებულებასთან დაკავშირებით. საბჭოსთვის, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს ხელმძღვანელი პირების მიერ მიცემული განმარტებების მიხედვით, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს, არც სამხედრო სამსახურის მიტოვებამდე და არც შემდგომ, როდესაც იგი თბილისიდან რამოდენიმეჯერ ესაუბრა ასეულის მორიგეს და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელს, გამოუცხადებლობის მიზეზად არ უცნობებია დედის ავადმყოფობა.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს დედამ - ლ-------------ამ ექიმს მიმართა 2018 წლის 3 აპრილს და მას განესაზღვრა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური ინსულტის მდგომარეობა და გულის უკმარისობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს მიერ, სამსახურის მიტოვების დროს - 2018 წლის 27 მარტს, მას სამედიცინო დაწესებულებისათვის მიმართული არ ჰქონდა. შესაბამისად, უსაფუძვლოა მისი განმარტება სამსახურის მიტოვების მიზეზად დედის ავადმყოფობის დასახელების თაობაზე.

 

ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სამსახურებრივი დახასიათების მიხედვით, საინჟინრო ტექნიკური და უზრუნველყოფის ასეულის მეთაურმა მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს თაობაზე აღნიშნა, რომ იგი ასეულის მეთაურის ბრძანებებს და მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს არადამაკმაყოფილებლად. სამსახურის გავლის პერიოდში აქვს დისციპლინური გადაცდომები და ნაკლებად იცავს სუბორდინაციას, რის გამოც საინჟინრო ტექნიკური და უზრუნველყოფის ასეულის მმართველობა მას ახასიათებს უარყოფითად.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სადისციპლინო საბჭოს მიერ, 2018 წლის 3 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოსარჩლე - ვ-–- გ---–--ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე, ხოლო მის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის ბრძანებით, მოსარჩლე - ვ-–- გ---–-- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში მიიჩნია, რომ „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 15 მარტის №--------------- ბრძანება გამოცემულია „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების შესაბამისად.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, მოსარჩელის სასარგებლოდ სამხედრო სამსახურის ოთხი წლის ვადით გავლის ჩათვლის თაობაზე ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემასთან დაკავშირებით, რამდენადაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

სასამართლოს მითითებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა კომპენსაციის, ერთჯერად დახმარების და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. გამომდინარე იქედან, რომ კომპენსაცია, ერთჯერადი დახმარება და განაცდური ხელფასი თავისი შინაარსით ზიანს წარმოადგენს და ანაზღაურდება მხოლოდ ზიანის მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის შემთხვევაში, ხოლო ვინაიდან სასამართლომ ბათილად არ ცნო გასაჩივრებული „თანამდებობიდან გათავისუფლებისა და საქართველოს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის №----------------- ბრძანება, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალოს მოსარჩლე ვ-–- გ---–--ს სასარგებლოდ კომპენსაციის, ერთჯერადი დახმარების და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 12.06.2018 წლის ბრძანებაში ვ-–- გ---–--ს სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ (შემდგომში - სადისციპლინო წესდება) 43-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება გამოიწვევს 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. აპელანტის მითითებით, აღნიშნული ნორმა შედგება ორი ნაწილისგან: პირველი წინადადებაში აღწერილი ქმედების შემადგენლობა არის გამოუცხადებლობა, ხოლო მეორე წინადადება ეხება სამსახურის ადგილის თვითნებურ მიტოვებას. აპელანტის მითითებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის ქმედება დააკვალიფიცირა სამსახურის ადგილის მიტოვებად, რაც მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს, ვინაიდან ხსენებული ქმედება გულისხმობს სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს სამსახურის ადგილის მოტოვებას. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით (საინჟინრო-მესანგრეთა ბატალიონის მეთაურის მაიორ ლ----------- 27.03.2018.წ. 28.03.2018 პატაკებით, სამწყობრო ბრძანებებით, სადისციპლინო სხდომის ოქმით, მოსარჩელის ახსნა-განმარტებით) უდავოდ დგინდება, რომ ვ-–- გ---–--მ 2018 წლის 26 მარტს 17:00 საათზე დაასრულა სამუშაო დღე (დათხოვნა). შესაბამისად, მას სამსახურში გამოცხადების ვალდებულება წარმოეშვა 2018 წლის 27 მარტს 08:00 საათზე.

 

აპელანტის მითითებით, დედის ავადმყოფობის გამო, მოსარჩელეს თბილისში გამზავრება მოუხდა, ამიტომ იგი 2018 წლის 27 მარტის (08:00 საათი) ნაცვლად სამსახურში გამოცხადდა 2018 წლის 28 მარტს 07:50 საათზე. ე.ი. სამსახურში გამოცხადების ვალდებულების წარმოშობიდან 23:50 საათის შემდეგ. სადისციპლინო წესდების 43.1 მუხლის მიხედვით სამხედრო მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მისი თანამდებობიდან გათავისუფლება დასაშვებია თუ იგი სამსახურში არ გამოცხადდა 2 დღის მანძილზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები ცხადჰყოფს, რომ ვ-–- გ---–-- სამსახურში არ გამოცხადდა მხოლოდ 23:50 საათი. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის ნორმები. ხსენებული კანონის 87.1 მუხლის თანახმად არავის არ შეიძლება დაეკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი საფუძვლისა და წესის დაცვის გარეშე. სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში (98-ე მუხლი). კანონი (85-ე მუხლი) აგრეთვე შეიცავს მძიმე დისციპლინური ცდომილებების ამომწურავ ჩამონათვალს: დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულების რეპუტაციას; გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებას; დ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა საჯარო დაწესებულებაში მომუშავე სხვა საჯარო მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს; ე) მოხელემ უარი თქვა ამ კანონით გათვალისწინებულ შეფასებაზე; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე პირმა ჩაიდინა ახალი დისციპლინური გადაცდომა. მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება არ აკმაყოფილებს აღნიშნული ნორმის პირობებს, შესაბამისად, მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება სადისციპლინო წესდების 43.1 მუხლის საფუძველზე არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესრიგს.

 

აპელანტს მიაჩნია, რომ სადისციპლინო წესდების 43.1 მუხლი (კანონქვემდებარე აქტი) კოლიზიაში მოდის „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან, ამიტომ უპირატესობა უნდა ამ უკანასკნელს მიენიჭოს, ვინაიდან იგი ითვალისწინებს სადისციპლინო წარმოებისას მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების სპეციალურ წესს და იგი უპირატესია კანონქვემდებარე აქტთან მიმართებით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება სამხედრო მოსამსახურეებზე ვრცელდება თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი (4.3 მუხლი). უნდა აღინოშნოს, რომ აღნიშნული ნორმის რეგულაცია ეხება საკანონმდებლო აქტებს, ვინაიდან ყოვლად დაუშვებელია ცალკეულმა ბლანკეტურმა ნორმამ ნორმატიული აქტების შესახებ კანონისგან განსხვავებული მოწესრიგება დაადგინოს. აპელანტის მითითებით, დისციპლინური წარმოების ერთ-ერთი მიზანია დისციპლინური გადაცდომისას თანაზომიერი პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, აგრეთვე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა დისციპლინური გადაცდომის თანაზომიერი უნდა იყოს. მართალია, სამსახურებრივი ურთიერთობისას დისციპლინური საქმის წარმოება ადმინისტრაციულ ორგანოში დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მისაღებ გადაწყვეტილებას წარმოადგენს, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა მოიძიოს სამართლის ნორმით აკრძალული ქმედების არსებობა და სწორად დაადგინოს საწყისი, რომელიც განაპირობებს ადეკვატური და სამართლიანი სახდელის დადებას. შესაბამისად, ასეთი სახის წარმოებისას საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ორგანომ უნდა მიიღოს ქმედების თანაზომიერი გადაწყვეტილება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის(დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ამდენად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის ან პროფესიული ვალდებულებების არასათანადო შესრულებისათვის არ შეიძლება, პირდაპირ ისეთი მძიმე ღონისძიების გამოყენება, როგორიც არის შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც: პირს (ვ-–- გ---–--ს) არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური სახდელი;

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება გაუკეთა რიგ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო მოთხოვნის დასაბუთებულობის შეფასების თვალსაზრისით პრინციპულად მიიჩნევს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მოსარჩელე ვ-–- გ---–-- 2010 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეირაღებულ ძალებში სხვადასხვა თანამდებობზე, ხოლო 2014 წლის 14 ივლისიდან მასსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დაიდო სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ №1------ კონტრაქტი (ს.ფ. 11-16, 158-169);

 

2018 წლის 5 აპრილს, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს მიმართ შედგა დისციპლინური ოქმი იმის გამო, რომ იგი ნაცვლად 2018 წლის 27 მარტისა, სამხედრო ნაწილში დაბრუნდა 2018 წლის 28 მარტს.

 

2018 წლის 3 მაისის სხდომაზე სადისციპლინო საბჭომ იმსჯელა მოსარჩლე - ვ-–- გ---–--ს მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების თაობაზე და გამოარკვია, რომ მოსარჩელე ვ-–- გ---–--მ შვებულება ითხოვა ქ. თბილისში ავტოფარეხის გაქირავების მიზნით და ვინაიდან მის მიერ დასახელებული მიზეზი არ წარმოადგენდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევას და ამასთან, ბატალიონის მეთაური არ იმყოფებოდა ადგილზე, მისი თხოვნა იმავე დღეს ვერ დაკმაყოფილდა. მას განემარტა, რომ მომდევნო დღეს გამოცხადებულიყო სამსახურში და მიიღებდნენ შესაბამის ზომებს შვებულებასთან დაკავშირებით. სადისციპლინო საბჭოსთვის, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს ხელმძღვანელი პირების მიერ მიცემული განმარტებებით დადგინდა, რომ ვ-–- გ---–--ს, არც სამხედრო სამსახურის მიტოვებამდე და არც შემდგომ, როდესაც იგი თბილისიდან რამოდენიმეჯერ ესაუბრა ასეულის მორიგეს და ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელს, გამოუცხადებლობის მიზეზად არ დაუსახელებია დედის ავადმყოფობა.

 

საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ვ-–- გ---–--ს დედამ - ლ-------------ამ ექიმს მიმართა 2018 წლის 3 აპრილს და მას განესაზღვრა დიაგნოზი არტერიული ჰიპერტენზია, იშემიური ინსულტის მდგომარეობა და გულის უკმარისობა.

 

სადისციპლინო საბჭოს მიერ, 2018 წლის 3 მაისს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, მოსარჩლე - ვ-–- გ---–--ს საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ რეკომენდაციის გაწევის თაობაზე.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 ივნისის ბრძანებით, მოსარჩლე - ვ-–- გ---–-- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივაცია ძირითადად ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფით. აღნიშნულის თაობაზე სააპელაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს შემდეგს: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამხედრო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური საქმის წარმოების წესი და პროცედურა განსაზღვრულია სპეციალური კანონქვემდებარე აქტით - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით, რომელიც, თავის მხრივ, წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის ნაწილს და ამავდროულად არ იკვეთება მითითებულ აქტსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს შორის იმ სახის წინააღმდეგობა, რაც გამორიცხავდა აღნიშნული დადგენილების გამოყენების შესაძლებლობას.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების 43-ე მუხლის შესაბამისად, სამსახურში, სასწავლებელში, მივლინების ადგილას ან სამკურნალო დაწესებულებაში საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით გამოუცხადებლობა ან სამსახურის ადგილის, სასწავლებლის, მივლინების ადგილის ან სამკურნალო დაწესებულების საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება, გამოიწვევს 4 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან სამსახურიდან დათხოვნას ან სასწავლებლიდან გარიცხვას. ამრიგად, პალატა განმარტავს, რომ სამსახურის ადგილის საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და მისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი დისციპლინური ზომები, ხოლო თავის მხრივ, სამსახურის მიტოვება გულისხმობს, სამხედრო მოსამსახურის მიერ, იმ დროს სამსახურში არ ყოფნას, როდესაც მას შესაბამისი შინაგანაწესით ევალება სამსახურში ყოფნა.

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული წესდების მე-12 მუხლის და მე-13 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე განწესში დანიშვნა (რიგგარეშე განწესში დანიშვნაში არ იგულისხმება სამხედრო სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნა); გ1) დასვენების უფლების შეზღუდვა; დ) ხელფასიდან დაქვითვა; ე) საკრედიტო ქულის დაკლება; ვ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) სასწავლებლიდან გარიცხვა; თ) სამსახურიდან დათხოვნა. მე-12 მუხლის „გ“ და „გ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზომა გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურის და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ. მე-12 მუხლის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება მხოლოდ იუნკერის მიმართ.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესს და პრინციპულად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის, როგორც სამხედრო მოსამსახურისთვის, სამსახურის ადგილის საპატიო მიზეზის გარეშე მიტოვების პირობებში, განსაზღვრულია დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთადერთი ღონისძიება - სამსახურიდან დათხოვნა. სხვა ალტერნატიულ ღონისძიებას მოქმედი კანონმდებლობა სამხედრო მოსამსახურის მიმართ არ ითვალისწინებს, მოქმედი კანონმდებლობა არ ტოვებს შეფასების ფართო ზღვარს, რაც სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას, პირის ყველა ინდივიდუალური მახასიათებლებისა თუ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთ შეპირისპირების საფუძველზე დაადგინოს სამართლიანი ბალანსი გადაცდომასა და გამოყენებულ ღონისძიებას შორის. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გადაცდომის სრულად გამორიცხვის ან/და სამსახურის მიტოვების საპატიოდ მიჩნევის შესაძლებლობას.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის N----------------- ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო სხდომის ოქმისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ს-----–--------------------------–-----------–----------–--------------------------–-----------–--------------------------------–--------------–---------------------–-------–--------–---–-------------–--–---–---–--------------–------------------------------------–-------------–-------–-------------–-------–--------–---–-------–-----------------------–---–-- ახსნა - განმარტებებს, რომელთა შესაბამისადაც ვ-–- გ---–--მ შვებულება ითხოვა თბილისში არსებული ავტოფარეხის გაქირავების მიზნით. მას არც შემდგომში (როდესაც თბილისიდან დაუკავშირდა ასეულის მორიგეს და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ესაუბრა ასეულის სერჟანტის მოვალეობის შემსრულებელი), არ დაუსახელებია დედის ავადმყოფობა გამოუცხადებლობის მიზეზად. აღნიშნულის შესახებ ვ-–- გ---–--მ განაცხადა 2018 წლის 28 მარტს, მას შემდეგ, რაც გამოცხადდა სამსახურში, ხოლო მოგვიანებით წარადგინა 2018 წლის 03 აპრილს გაცემული ცნობა დედის ავადმყოფობის შესახებ. საგულისხმოა, რომ დედის ავადმყოფობის მოტივით ვ-–- გ---–--ს მიერ სამსახურის გაცდენის ფაქტი ვერ იქნა დადგენილი ვერც სადისციპლინო საბჭოს მიერ 2018 წლის 3 მაისის სხდომაზე.

 

სააპელაციო სასამართლოს შეთავაზებაზე, დედის ავადმყოფობასთან დაკავშირებით წარმოდგენილიყო დამატებითი მტკიცებულებები, აპელანტმა განაცხადა, რომ დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა არ გააჩნია. შესაბამისად, საქმეში არ იძებნება იმ ტიპის დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება 2018 წლის 26 მარტიდან 2018 წლის 28 მარტამდე ვ-–- გ---–--ს დედის - ლ-------------ას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და მისთვის შესაბამისი სამედიცინო მომსახურეობის გაწევის ფაქტი.

 

სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების ვალდებულებაზე და აღნიშნავს, ფაქტის დადასტურებას საქმეში ენიჭება არა მარტო საპროცესო არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობით გამოწვეული არახელსაყრელი შედეგი ეკისრება იმ მხარეს, რომელმაც ვერ შესძლო მისი დამტკიცება. სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მხარე ვერ ადასტურებს მის მიერ სამსახურში საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 43-ე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევის ფაქტი. საპატიო მიზეზის გარეშე 2 დღე-ღამემდე ვადით სამსახურის ადგილის მიტოვება. არსებულ პირობებში სააპელაციო სასამართლო არ იზიარებს აპელანტის მითითებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მოთხოვნათა უგულვებელყოფის თაობაზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ვ-–- გ---–--ს თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად, რაც სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების გზით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ვ-–- გ---–--ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება;

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ნინო ქადაგიძე