განაჩენი

სისხლის სამართლის 12.08.2019
საქმის ნომერი
330100118002653951
ინსტანცია
თარიღი
12.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002653951

საქმე №1ბ/886-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

სოფიკო კაპანაძის, ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - ნ--------------–ის,ადვოკატ - კ----------------ის,მსჯავრდებულ - ი-----–-----–--ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ი-----–-----–--ის ადვოკატ კ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-----–------------–---------–--ის მიმართ - დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------–-------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენით:

 

ი-----–-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, ასევე დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი - 51 (ორმოცდათერთმეტი) საათი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ი-----–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 სექტემბრიდან.

 

ი-----–-----–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

 

2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათიდან 15:40 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ. თ---–--–--------–---------------- მდებარე დენდროლოგიური პარკის მახლობლად არსებულ „ახალ ზოოპარკში“, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის - ქურდობისათვის ნასამართლევი ი-----–-----–--ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, ამავე ზოოპარკის საჯინიბოსთან ქვაზე განთავსებულ მ---------–---–ის კუთვნილ, 220 ლარად ღირებულ „SAMSUNG GALAXY J-5“ ფირმის, SM-J510FN-ის მოდელის მობილურ ტელეფონსა და 3 ლარად ღირებულ მობილური ტელეფონის შალითას, რითაც მ---------–---–ს მიაყენა 223 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-----–-----–--ის ადვოკატმა კ----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და არ გამომდინარეობს საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. საქმეში არ არსებობს თვითმხილველი მოწმე, რომელიც დაადასტურებდა ი-----–-----–--ის მიერ მ---------–---–ის ტელეფონის ქურდობის ფაქტს. დაცვის მხარე ასევე ეჭვქვეშ აყენებს მოწმეების გ---------------–--ასა და ბ------------ის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებულ ინფორმაციას და მიუთითებს, რომ ისინი ცდილობენ სასამართლოს შეცდომაში შეყვანას. ამასთან, სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარიმართა ცალმხრივად და არაობიექტურად, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის მოწმე გ--------------–---–ის გამოკითხვა და მობილური ტელეფონის ამოღება ჩატარდა კანონის არსებითი დარღვევით და მსგავსი სახით მოპოვებული მტკიცებულებები საფუძვლად არ უნდა დადებოდა ი-----–-----–--ის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

პროკურორმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ი-----–-----–--ის ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ---------–---–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, შუადღის საათებში იმყოფებოდა ლ-------ზე მდებარე ზოოპარკში, ცხენზე საჯირითოდ მის მეზობლებთან - ი-----–---------ესთან და ლ---------–------თან ერთად. ტანსაცმლის გამოცვლის შემდეგ, ცხენზე დაჯდომის წინ, პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი, დააწყო თავლიდან რამდენიმე მეტრში არსებულ ქვის ლოდზე. ცხენით სეირნობისას შორიდან შენიშნა იქ მყოფი პრობაციონერები, თუმცა მათ მოძრაობას არ დაკვირვებია. მოგვიანებით სურდა ფოტოები გადაეღო მობილური ტელეფონით, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ მისი კუთვნილი „სამსუნგი გალაქსი 5“-ს მოდელის ოქროსფერი ტელეფონი დაიკარგა თავის შალითასთან ერთად. გაარკვია, რომ აღნიშნულ პერიოდში ზოოპარკიდან გავიდა სამი პრობაციონერი, რის შემდეგაც ინსტრუქტორ დ----- სთხოვა მათთან დარეკვა და მობილური ტელეფონის დაბრუნება, თუ მათი წაღებული იყო. პრობაციონერებმა ყველაფერი უარყვეს, რის შემდეგაც დარეკა 112-ში. დაზარალებულმა განმარტა, რომ მობილურ ტელეფონი შეძენილი აქვს დაახლოებით 1200 ლარად.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა ი-----–---------ემ და ლ---------–------მა, რომლებიც 2018 წლის 12 აგვისტოს მ---------–---–თან ერთად იმყოფებოდნენ თ---–-------------- მდებარე ზოოპარკში არსებულ საჯინიბოში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ-------------ამ განაცხადა, რომ მუშაობს თ---–-------------- მდებარე ახალი ზოოპარკის საჯინიბოში მომვლელად და ამავდროულად, ევალება პრობაციონერების ზედამხედველობა. 2018 წლის 12 აგვისტოს, დილის 10 საათიდან საჯინიბოში იმყოფებოდნენ პრობაციონერები: ბ------------ე, ი-----–-----–--ე და გ---------------–--ა, რომლებიც თავლის მიდამოში ტრიალებდნენ. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაახლოებით სამ საათზე, სამივე მათგანმა დატოვა ზოოპარკის ტერიტორია. ამის შემდეგ გაირკვა, რომ დაიკარგა საჯინიბოს სტუმარი ქალბატონის კუთვნილი მობილური ტელეფონი. დაზარალებული აცხადებდა, რომ სანამ ცხენზე დაჯდებოდა, პირადი ნივთები, მათ შორის მობილური ტელეფონი დადო საჯინიბოს წინ არსებულ დიდი ზომის ქვაზე. დ-------------ას განმარტებით, ქვა, სადაც ქალბატონის პირადი ნივთები ეწყო, საჯინიბოდან დაახლოებით 10-15 მეტრში მდებარეობს. მან დაუყოვნებლივ დაურეკა გ---------------–--ას და კითხა დაკარგული მობილური ტელეფონის შესახებ, რაზედაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ სამივე პრობაციონერი ერთად იმყოფებოდა და დაზარალებულის კუთვნილ მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით მათ არაფერი იცოდნენ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ----–--------–--ემ განაცხადა, რომ იგი მუშაობს თ---–---------–- ზოოპარკის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლად. 2018 წლის 12 აგვისტოს, საჯინიბოში იმყოფებოდნენ ინსტრუქტორი - დ------------- და სამი პრობაციონერი. ამ დღეს ზოოპარკიდან დაიკარგა საჯინიბოს სტუმარი ქალბატონის - მ---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. დაზარალებული უთითებდა, რომ პირადი ნივთები ტელეფონთან ერთად დადო თავლასთან ახლოს მდებარე ქვაზე. მათ დაათვალიერეს აღნიშნული ტერიტორია, თუმცა, მობილური ტელეფონი ვერ იპოვეს. დ-------------მ მაშინვე დაურეკა პრობაციონერებს და კითხა მობილური ტელეფონის შესახებ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ დაკარგული ნივთის თაობაზე არაფერი იცოდნენ. ამის შემდეგ დაზარალებულმა მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტი შეატყობინა საპატრულო პოლიციას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ბ------------ემ განაცხადა, რომ გ---------------–--ასთან და ი-----–-----–--ესთან ერთად იხდიდა სასამართლოს განაჩენით დაკისრებულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას თ---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი ზოოპარკის საჯინიბოში. 2018 წლის 12 აგვისტოს, ვალდებულების შესრულების შემდეგ, დაახლოებით სამ საათზე, ი-----–-----–--ის თხოვნით, თვითონ, ი-----–-----–--ე და გ---------------–--ა წავიდნენ ვ-----–-----------ზე. ი-----–-----–--ემ უთხრა, რომ თან ქონდა ნათესავის კუთვნილი, „სამსუნგის“ ფირმის მოძველებული მობილური ტელეფონი, სურდა მისი გაყიდვა და ახლის შეძენა. ისინი ერთად მივიდნენ ვ-----–-----------ზე არსებულ მობილური ტელეფონების ბაზრობაზე, სადაც მობილური ტელეფონის გაყიდვის თაობაზე მყიდველებთან მოლაპარაკებებს ი-----–-----–--ე აწარმოებდა და ტელეფონის ფასიც სწორედ მან განსაზღვრა. მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც მას (ბ------------ეს) მონაწილეობა არ მიუღია, მობილური ტელეფონი გამოართვა ი-----–-----–--ეს და მყიდველს გადააწოდა, თანხა ჯიბეში ჩაიდო და ბაზრობიდან გასვლისას გადასცა ი-----–-----–--ეს. ისინი ტაქსით წავიდნენ გ-–----ის მიმართულებით, გ---------------–--ა ჩავიდა მეტროსადგურ „ღ--------–ეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო თავად ი-----–-----–--ეს დაშორდა მეტროსადგურ „ა-------–---------------“. მისთვის მხოლოდ მეორე დღეს, სამსახურში გახდა ცნობილი, რომ ი-----–-----–--ის მიერ გაყიდული მობილური ტელეფონი მოპარული იყო. ი-----–იმ უთხრა, რომ მობილური ტელეფონი მოიპარა საჯინიბოს წინ მდებარე ტერიტორიიდან, რაც თავად არ დაუნახავს. მოწმე ბ------------ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმის სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–--ამ განაცხადა, რომ თ---–---------– ზოოპარკში მდებარე საჯინიბოში იხდიდა სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას. 2018 წლის 12 აგვისტოს, დილის 10 საათზე, გ---------------–--ა გამოცხადდა ზოოპარკში სხვა პრობაციონერებთან - ბ------------ესთან და ი-----–-----–--ესთან ერთად. სამუშაოს დასრულების შემდეგ, დაახლოებით ოთხის ნახევარზე, ი-----–-----–--ის თხოვნით, სამივე წავიდნენ ვ-----–-----------ზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „----–ში“, სადაც ი-----–-----–--ეს სურდა გაეყიდა მობილური ტელეფონი - „სამსუნგ გალაქსი“. მათთან მივიდა ახალგაზრდა მამაკაცი - ვ------------–---ი, რომელმაც 100 ლარად შეიძინა აღნიშნული მობილური ტელეფონი. ეს უკანასკნელი ძირითადად ი-----–-----–--ეს ესაუბრებოდა. მას სურდა მობილური ტელეფონის ყუთი და მასზე კოდის მოხსნა, რაზეც ი-----–-----–--ემ უთხრა, რომ მობილური ტელეფონი მის ნათესავ ბავშვს ეკუთვნოდა და მისი ყუთი არ გააჩნდა. სავაჭრო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ, სამივენი ტაქსით წავიდნენ გ-–----ის მიმართულებით. გზაში ი-----–-----–--ეს კითხა მობილური ტელეფონის წარმომავლობის შესახებ, რაზედაც ი-----–იმ უპასუხა, რომ ტელეფონი „გაწეული“ ჰქონდა, ანუ მოპარული იყო. ხოლო მეორე დღეს შეიტყო, რომ ი-----–-----–--ის მიერ გაყიდული მობილური ტელეფონი საჯინიბოს სტუმარ ქალბატონს ეკუთვნოდა. გ---------------–--ამ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მისი მონაწილეობა და განაცხადა, რომ გამოძიების მიმდინარეობისას მის მიმართ არანაირ ზეწოლას ადგილი არ ქონია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ------------–---მა განაცხადა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, ვ-----–-----------ზე 100 ლარად შეიძინა „სამსუნგის“ ფირმის ოქროსფერი მობილური ტელეფონი. მოწმის განმარტებით, მამაკაცმა, რომელიც ტელეფონს ყიდდა, უთხრა, რომ ბავშვისთვის წამალი სჭირდებოდა და სწორედ ამიტომ შეეძლო მიეყიდა ტელეფონი ასე იაფად. მოწმე ვ------------–---მა დაადასტურა, რომ აღნიშნული პიროვნება მასზე დაბალი იყო, ეცვა ნაცრისფერი მაისური რაღაც ნახატით და ჰქონდა დიდი წვერი და თმა. იგი იმყოფებოდა ორ სხვა მამაკაცთან ერთად, ასევე გარშემო იყო კიდევ ბევრი ხალხი და არ ახსოვს კონკრეტულად ვის გადასცა თანხა. მოწმის განმარტებით, რამდენიმე საათის შემდეგ იმავე ტერიტორიაზე გაყიდა შეძენილი ზემოხსენებული მობილური ტელეფონი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ--------------–---–მა განაცხადა, რომ ს------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მის საკუთრებაში არსებულ ჯიხურში ვ------------–---ისგან, 280 ლარად შეიძინა სილიკონის შალითაში მოთავსებული, ოქროსფერი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოწმემ დაადასტურა, რომ მოგვიანებით მასთან მაღაზიაში მივიდნენ სამართალდამცავები, გამოკითხეს, წაიყვანეს ლ-------ზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში და ასევე მის მაღაზიაში ჩაატარეს ვ------------–---ისაგან შეძენილი მობილური ტელეფონის ამოღება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქართველოს შსს გ-–----ი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომლებმა გ--------------–---–მა, გ----------------–---–მა და ე-------------------- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და ავთენტურობა.

 

2018 წლის 14 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, გ--------------–---–ისგან ამოღებულ იქნა ოქროსფერი „სამსუნგის“ ფირმის სენსორული ეკრანის მქონე მობილური ტელეფონი იმეი კოდებით - 3----------------------------------------, სილიკონის ჩასადებთან ერთად.

 

ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 29 აგვისტოს, მოწმე შ--–-------------ისგან ამოღებულ იქნა შპს „----–ი 2000“-ის შიდა პერიმეტრზე არსებულ #------------ მაღაზიებთან განთავსებული #6 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის მიერ, 2018 წლის 12 აგვისტოს 15:50 საათიდან - 16:00 საათამდე დროის პერიოდში განხორციელებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს სავაჭრო ცენტრის შიდაპერიმეტრზე განთავსებული სავაჭრო ჯიხურები და მათ წინ არსებული მცირე მოედანი.

 

2018 წლის 29 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, შპს „----–ი 2000“-ის შიდა პერიმეტრზე არსებულ #------------ მაღაზიებთან განთავსებული #6 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის 2018 წლის 12 აგვისტოს ჩანაწერში, 15:56:06 საათზე, პ---–ის შესასვლელიდან შიდა პერიმეტრზე მცირე მოედნის მსგავსი ადგილისკენ, მიემართება სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცი, შავი გრძელი თმით და სახეზე წვერით, რომელსაც აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოკლესახელოიანი მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის მაისური. დათვალიერებაში მონაწილე ბ------------ემ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული მამაკაცი არის მისი ნაცნობი, პრობაციონერი - ი-----–-----–--ე. მოწმის განმარტებით, ჩანაწერში ფიქსირდება თავად და ასევე პრობაციონერი - გ---------------–--აც. 16:01:13 საათზე, ი-----–-----–--ესთან, ბ------------ესთან და გ---------------–--ასთან მიდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აცვია გრძელსახელოიანი ქურთუკი, ფეხზე მოლურჯო ფერის სპორტული ფეხსაცმელით. ბ------------ის განმარტებით, აღნიშნული პირი არის ვ-------------–---ი, რომელსაც ი-----–-----–--ემ, 2018 წლის 12 აგვისტოს, მიყიდა მობილური ტელეფონი.

 

2018 წლის 29 აგვისტოს და 2018 წლის 30 აგვისტოს ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმების თანახმად, გ---------------–--ას და ვ------------–---ის თანდასწრებით დათვალიერებული იქნა შპს „----–ი 2000“-ის შიდა პერიმეტრზე არსებული #------------ მაღაზიებთან განთავსებული #6 ვიდეოსამეთვალყურეო კამერის 2018 წლის 12 აგვისტოს ჩანაწერი, რა დროსაც გ---------------–--ამ დაადასტურა, რომ ჩანაწერში ფიქსირდებიან თვითონ, ი-----–-----–--ე, ბ------------ე და მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც 2018 წლის 12 აგვისტოს, ი-----–-----–--ემ მიყიდა ოქროსფერი „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ასევე, მოწმე ვ------------–---მა დაადასტურა, რომ სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცისგან, შავი გრძელი თმებით და წვერით, რომელსაც ჩანაწერში აცვია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოკლესახელოიანი მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის მაისური, 2018 წლის 12 აგვისტოს შეიძინა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი.

 

2018 წლის 22 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის №1----ს დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მობილური ტელეფონის - „SAMSUNG GALAXY J5“ (2016), მოდელი - SM-J510FN, საბაზრო ღირებულება, ექსპლოატაციაში ყოფნის გათვალისწინებით, შეადგენს - 220 ლარს; მობილური ტელეფონის შალითის საბაზრო ღირებულება, ექსპლუატაციაში ყოფნის დროის გათვალისწინებით, შეადგენს 3 ლარს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით, ი-----–-----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, განაჩენთა ერთობლიობით, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი; მასვე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათის ოდენობით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტების - ლ--------–----ასა და კ---------------ას მიერ განხორციელებული მოქმედებები და სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა (ექსპერტი - ე-–----–--–--–---–ი) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.

 

მსჯავრდებულმა ი-----–-----–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს იგი იმყოფებოდა თ---–----------ის ტერიტორიაზე, ზოოპარკში, სადაც სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას იხდიდა. დაახლოებით სამ საათზე დაასრულა სამუშაო და აღრიცხვის ჟურნალში ხელის მოწერის შემდეგ წამოვიდა ზოოპარკიდან სხვა პრობაციონებერთან - გ---------------–--ასთან და ბ------------ესთან ერთად. გზაში გ---------------–--ას დაურეკა საჯინიბოს უფროსმა - დ-----მ და ჰკითხა, ხომ არ აუღიათ ზოოპარკის ტერიტორიიდან მობილური ტელეფონი. გ---------------–--ამ გაღიმებით თქვა ასე მეკითხება ტელეფონი ხომ არ აგიღიათო, რაც სამივემ უარყო და გიორგიმ დ-----ს უპასუხა, რომ არაფერი იცოდნენ მობილური ტელეფონის შესახებ. ისინი ჩავიდნენ ს-------------------ზე, სადაც გ---------------–--ამ თქვა, რომ უნდოდა მობილური ტელეფონის გაყიდვა. მას (ი-----–-----–--ეს) გარკვეული ეჭვი გაუჩნდა მობილური ტელეფონის წარმომავლობასთან დაკავშირებით, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია. ტელეფონის გაყიდვის პროცესში სამივე იდგნენ ერთად, თუმცა გასხვისების პირობების დადგენაში აქტიურ მონაწილეობას არ იღებდა. როგორც შემდეგში მისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული ტელეფონი გ---------------–--ას საჯინიბოდან ქონდა აღებული. ეს უკანასკნელი მას დაპირდა, რომ პოლიციაში აღიარებდა ყველაფერს, თუმცა, მიუხედავად ამისა, 2018 წლის 31 აგვისტოს, ბრალი თავად წარუდგინეს. ი-----–-----–--ემ ასევე დაადასტურა, რომ ვ------------–---ს მობილური ტელეფონი ბ------------ემ გადასცა. იგი ვ------------–---ს არ იცნობდა და მასთან შეხვედრის ბოლოს ეს უკანასკნელი იმის გამო გადაკოცნა, რომ აღმოაჩნდათ საერთო ნაცნობები. ამ პერიოდში მისთვის უცნობი იყო მობილური ტელეფონის ქურდობის შესახებ. ი-----–-----–--ემ დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული მამაკაცი გრძელი თმით, წვერით და ნახატიანი მაისურით, არის თავად.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებებს მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ი-----–-----–--ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

 

სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულ მ---------–---–ის და მოწმეების: ი-----–---------ის, ლ---------–------ის, დ-------------ას, ვ----–--------–--ის, გ---------------–--ას და ბ------------ის, ასევე სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებების, მობილური ტელეფონის ამოღების, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმების, სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენის შეფასების შედეგად, უტყუარად დგინდება, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს, თ---–----------ასთან მდებარე „ახალ ზოოპარკში“, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ი-----–-----–--ე ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ---------–---–ის კუთვნილ, 220 ლარად ღირებულ „SAMSUNG GALAXY J-5“ ფირმის მობილურ ტელეფონსა და 3 ლარად ღირებულ მობილური ტელეფონის შალითას.

 

დაზარალებულმა მ---------–---–მა თანმიმდევრულად და დეტალურად მოახსენა სასამართლოს, თუ რა ვითარებაში დაკარგა მისი კუთვნილი „სამსუნგი გალაქსის“ მოდელის მობილური ტელეფონი. დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა: ი-----–---------ემ, ლ---------–------მა, დ-------------ამ და ვ----–--------–--ემ. მათ იდენტურად მოახსენეს სასამართლოს, რომ მას შემდეგ, რაც ცობილი გახდა მ---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაკარგვის ფაქტი, დ-------------ა დაუკავშირდა სასამართლოს განაჩენის საფუძველზე საჯინიბოში დასაქმებული პრობაციონერებიდან (ი-----–-----–--ე, ბ------------ე, გ---------------–--ა) ერთ-ერთს, თავად გ------ას განმარტებით - გ---------------–--ას და ჰკითხა, ხომ არაფერი იცოდნენ დაკარგული ნივთის შესახებ, რაზეც პრობაციონერებმა განუცხადეს, რომ არანაირ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით არ ფლობდნენ.

 

საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე თავად მსჯავრდებულ ი-----–-----–--ის ჩვენებით დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ი-----–-----–--ე, ბ------------ე და გ---------------–--ა 2018 წლის 12 აგვისტოს, დაახლოებით დღის 3 საათამდე ნამდვილად იმყოფებოდნენ ქ. თ---–--–--------–---------------- მდებარე დენდროლოგიური პარკის მახლობლად არსებულ ახალი ზოოპარკის საჯინიბოში და ასრულებდნენ მათთვის განსაზღვრულ სამუშაოს. ამასთანავე, სწორედ ამ დროს საჯინიბოს სტუმრობდა დაზარალებული მ---------–---–ი მეგობრებთან ერთად და ცხენით ჯირითობდა.

 

მოწმეებმა გ---------------–--ამ და ბ------------ემ მოახსენეს სასამართლოს, რომ 2018 წლის 12 აგვისტოს თ---–----------ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საჯინიბოში სამუშაოს დასრულების შემდეგ, ერთად წავიდნენ ს-------------------ზე, სადაც ი-----–-----–--ემ უთხრათ, რომ სურდა ნათესავის კუთვნილი მობილური ტელეფონის გაყიდვა. ისინი ერთად მივიდნენ ვ-----–-----------ზე არსებულ მობილური ტელეფონების ბაზრობაზე, თუმცა მობილური ტელეფონის შეძენის მსურველებთან მოლაპარაკებას ი-----–-----–--ე აწარმოებდა და ტელეფონის ფასიც სწორედ მან განსაზღვრა. ბ------------ემ დაადასტურა, რომ მას მოლაპარაკებაში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ გადააწოდა მყიდველს ი-----–-----–--ისათვის გამორთმეული მობილური ტელეფონი, ხოლო მისგან აღებული თანხა ბაზრობიდან გასვლისას გადასცა ი-----–-----–--ეს. მოწმეთა ჩვენებები ასევე სრულ შესაბამისობაშია შპს „----–ი 2000“-ის შიდა პერიმეტრზე არსებულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებთან და მათი დათვალიერების ოქმებთან, რაც განხორციელდა გ---------------–--ას და ბ------------ის თანდასწრებით. მათ დათვალიერების ოქმებში ნათლად მიუთითეს, რომ ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილნი არიან თვითონ ორივე მათგანი, ი-----–-----–--ე და ამ უკანასკნელისაგან მობილური ტელეფონის შემძენი პირი ვ------------–---ი. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ვ------------–---ი შეეცადა მისი ჩვენება არ გამხდარიყო ი-----–-----–--ის მიმართ უარყოფითი შედეგის მომტანი და განაცხადა, რომ არ არხსოვს კონკრეტულად ვისგან შეიძინა მობილური ტელეფონი, მან ვერ უარყო ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვლიერების ოქმში მითითებული გარემოებები, რომელთა თანახმადაც, ვ------------–---ი ადასტურებს, რომ მობილური ტელეფონი შეიძინა ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდილი სუსტი აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცისგან, შავი გრძელი თმებით და წვერით, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლით და მოკლესახელოიანი მოლურჯო-მონაცრისფრო ფერის მაისურით. საქმის არსებითი განხილვისას, ი-----–-----–--ემ დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში ასახული მამაკაცი გრძელი თმით, წვერით და მონაცრისფრო ნახატიანი მაისურით, არის თავად.

 

დაცვის მხარე ცდილობს არადამაჯერებლად წარმოაჩინოს მოწეების გ---------------–--ასა და ბ------------ის ჩვენებები და მათ სანდოობაში ეჭვის შეტანის გზით გამორიცხოს ი-----–-----–--ის მონაწილეობა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენაში. აპელანტი უთითებს, რომ იმ პირობებში როდესაც გ---------------–--ას საჯინიბოდან წამოსვლის შემდეგ დაუკავშირდა დ-------------ა და უთხრა, რომ მათმა სტუმარმა ქალბატონმა დაკარგა მობილური ტელეფონი, მათ ი-----–-----–--ის მიერ ვ-----–-----------ზე მობილური ტელეფონის გასხვისების სურვილის გამოთქმისას, რატომ არ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სწორედ ცოტა ხნის წინ საჯინობოდან დაკარგული ტელეფონი. პალატის შეფასებით, აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით შესაძლებელია მართლაც არსებობდეს გარკვეული ეჭვის წარმოშობის საფძველი, თუმცა შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ბ------------ესა და გ---------------–--ას აუცილებლად უნდა გაევლოთ პარალელი ი-----–-----–--ის ხელში არსებულ და დ-------------ას მიერ ხსენებულ დაკარგულ მობილურ ტელეფონებს შორის და ევარაუდათ მათი იდენტურობა. ამასთან, ყურადსაღებია, რომ ანალოგიურის მტკიცება შესაძლებელია თავად ი-----–-----–--ის ჩვენებასთან მიმართებაშიც. ეს უკანასკნელი ჩვენებაში უთითებს, რომ სამუშაოს დასრულების შემდეგ, ს-------------------ზე ჩასვლისას, გ---------------–--ამ გამოთქვა მობილური ტელეფონის გაყიდვის სურვილი. ამ დროს ი-----–-----–--ეს გარკვეული ეჭვი გაუჩნდა ტელეფონის წარმომავლობასთან დაკავშირებით, თუმცა ყურადღება აღარ მიუქცევია, არ უკითხავს გ---------------–--ასთვის და არ გამოუკვლევია - ხომ არ იყო ეს მათ სამუშაო ადგილზე დაკარგული სტუმარი ქალბატონის მობილური ტელეფონი.

 

პალატა ასევე, არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ თითქოს საქმეზე ობიექტურად არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და გამოძიება წარიმართა ტენდენციურად; ამასთან, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით. საქართველოს სსსკ-ის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. ბუნებრივია, თუკი გამომძიებელი სხვაგვარად წარმართავდა განსახილველ სისხლის სამრთლის საქმეზე გამოძიებას, საჭიროდ ჩათვლიდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას და მათ შედეგებს მტკიცებულების სახით წარადგენდა, მას მიეცემოდათ სათანადო შეფასება, თუმცა დაცვის მხარის მიერ საეჭვოდ მიჩნეული გარემოებები, რომ მსჯავრდებული ი-----–ი გ--–--ე დაიკითხა საქმეზე გამოძიების დაწყებიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ, ხოლო მოწმე გ---------------–--ა თვითონ გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში თანამშრომლობის მიზნით, ვერ გახდება გამოძიების ობიექტურად მიმდინარეობაში ეჭვის შეტანის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აპელანტი სათანადოდ ვერ ასაბუთებს - რაში მდგომარეობს მის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებების საეჭვო ხასიათი და რა მიზანს უნდა ემსახურებოდეს საქმეზე გამოძიების ტენდენციურად წარმართვა.

 

აპელანტი ასევე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებას და ცდილობს წინააღმდეგობები წარმოაჩინოს მისი და გამომძიებელ გ--------------–---–ის ჩვენებას შორის. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მოწმე გ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 2018 წლის 14 აგვისტოს, 21:20 საათზე და დასრულდა 21:50 საათზე, რის შემდეგაც 21:55 საათიდან, 22:25 საათამდე, ქ------–--–---------------------–-------------ში მდებარე გ--------------–---–ის მაღაზიაში ჩატარდა მობილური ტელეფონის ამოღება. გამოკითხვის ოქმში არ არის მითითებული, თუ სად განხორციელდა გ--------------–---–ის გამოკითხვა, თუმცა გამომძიებელმა გ--------------–---–მა სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ გ--------------–---–ი გამოკითხა მასთან მაღაზიაში, მობილური ტელეფონის ამოღების ჩატარებამდე. გამომძიებლის განმარტებას იმის შესახებ, რომ გამოკითხვა არ შემდგარა სამართალდამცავი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში, ამყარებს ის გარემოებაც, რომ გ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმზე გამომძიებლის ხელმოწერა შესრულებულია მატერიალურად (პირადად) და არა ელექტრონულად, რომელსაც ავტომატურად აფიქსირებს თანამშრომლების სამუშაო კომპიუტერში არსებული ელექტრონული პროგრამა. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ მან ოქმზე არ დააფიქსირა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ვერ გახდება მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. რაც შეეხება მოწმე გ--------------–---–ის ჩვენებას, მან მოახსენა სასამართლოს, რომ თავდაპირველად გამომძიებელი მივიდა მის სამუშაო ადგილზე და მისი გამოძახება არ მომხდარა სამართალდამცავ ორგანოში, იგი გამოკითხეს თავის კუთვნილ მაღაზიაში და შემდეგ იმყოფებოდა პოლიციის შენობაშიც; ასევე, მის მაღაზიაში ჩატარდა მობილური ტელეფონის ამოღება. თუმცა გ--------------–---–ის მიერ არ მოხდა იმ საკითხის დაკონკრეტება, თუ ქრონოლოგიურად როგორ განხორციელდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები - გამოკითხვის ოქმი შედგა მაღაზიაში გამოკითხვისას, თუ მაღაზიაში მოხდა ზეპირსიტყვიერი გასაუბრება და შემდეგ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხეს მოწმის სახით. ამდენად, ასეთ ვითარებაში შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მოწმე გ--------------–---–ისა და გამომძიებელ გ--------------–---–ის ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო.

 

წარმოდგენილი საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი განხორციელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. საგამოძიებო მოქმედებების ოქმები შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ. ამოღებული მტკიცებულება დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. აღნიშნული საგამძიებო მოქმედებების ოქმების, ასევე დაცვის მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გამომძიებელ გ----------------–---–ის პატაკის სისწორე, სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა ავტორებმა და პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს მათ სანდოობასა და ობიექტურობაში.

 

ასევე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად ვერ იქნება მიჩნეული ის გარემოება, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმკიცებად ცნობილი მობილური ტელეფონი საქმის განხილვის დასრულებამდე დაუბრუნდა დაზრალებულ მ---------–---–ს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანო მესაკუთრეს ან მფლობელს უბრუნებს მალფუჭებად საგნებს, ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში აუცილებელ საგნებს, შინაურ ცხოველებსა და ფრინველებს, თუ მათ ყადაღა არა აქვს დადებული“. განსახილველ შემთხვევაში როგორც ბრალდების მხარის, ასევე დაზარალებულის მიერ განმარტებული იქნა, რომ ამ უკანასკნელისათვის მოპარული მობილური ტელეფონი წარმოადგენდა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში, მათ შორის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მნიშვნელოვან და აუცილებელ ნივთს, რის გამოც იგი პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდა დაზარალებულს.

 

დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე გააჟღერა პოზიცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა წარმოდგენილი მკიცებულებები ბადებეს გარკვეულ ეჭვებს ი-----–-----–--ის, ბ------------ისა და გ---------------–--ას მიერ ჯგუფურად ქურდობის ჩადენასთან დაკავშრებით, თუმცა ვინაიდან ბრალდების მხარემ არ მიიჩნია სარწმუნოდ ბ------------ისა და გ---------------–--ას მიერ დანაშაულის ჩადენა და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, დამცველი თვლის, რომ ჩადენილ დანაშაულში უნდა გამოირიცხოს ი-----–-----–--ის ბრალეულობაც. დაცვის მხარის აღნიშნული არგუმენტები ვერ გახდება ი-----–-----–--ის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. გ---------------–--ას და ბ------------ის ქმედებების შეფასება არ წარმოადგენს მოცემული საქმის განხილვის საკითხს. აღნიშნული დანაშაულის ჩადენისათვის სხვა პირები ბრალდებულად არ ყოფილან ცნობილნი, საქართველოს სსკ-ის 166-ე მუხლის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება და განხორციელება მხოლოდ პროკურორის დისკრეციული უფლებამოსილებაა. პალატა აფასებს მხოლოდ იმ მტკიცებულებების სანდოობასა და რელევანტურობას, რაც წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა სასამართლოში ი-----–-----–--ის მიერ ქურდობის ჩადენაში მხილების მიზნით და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად, მტკიცების საკმარისი სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

რაც შეეხბა ი-----–-----–--ის მიერ ჩადენილი ქმედების დამამძიმებელ გარემოებებს, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ი-----–-----–--ე, იმ პირობებში, როდესაც ნასამართლობა მოსხნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, 2018 წლის 12 აგვისტოს ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „SAMSUNG GALAXY J5“ მოდელის 220 ლარად შეფასებულ მობილური ტელეფონს და მის შალითას, ღირებულს 3 ლარად, რითაც დაზარალებულს მიაყენა 223 (ორასოცდასამი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცების სტანდარტი უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა იყოს მაღალი დამაჯერებლობის ხარისხის მქონე. ამასთან, აუცილებელია არა, სახეზე იყოს მტკიცებულებათა სიმრავლე და მათი „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ მნიშვნელოვანია, წარმოდგენილი მტკიცებულებები იყოს ისეთი კატეგორიული ხასიათისა და ძალის, რაც გადაწონის დაცვის მხარის ვერსიას პირის უდანაშაულობასთან დაკავშირებით და ობიექტური დამკვირვებლისთვის არ დატოვებს ეჭვს, რომ ბრალდებულმა ნამდვილად განახორციელა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაასკვნას, რომ ი-----–-----–--ემ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით განხაზღვრული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები, დამნაშავის პიროვნება, სასჯელის კონკრეტული ზომის განსაზღვრის სამართლებრივი საფუძვლები და დანიშნა სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ი-----–-----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 აპრილის განაჩენი;

 

ი-----–-----–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის მოუხდელი ნაწილი - 51 (ორმოცდათერთმეტი) საათი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–-----–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;

 

ი-----–-----–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 01 სექტემბრიდან.

 

ი-----–-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

სავაჭრო ცენტრ „----–ი 2000“-დან გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოცხრილის შემცველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოცხრილის შემცველი 1 (ერთი) ცალი ელექტრონული დისკი, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.კაპანაძე