განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 09.07.2019
საქმის ნომერი
330310019002849222
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
09.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310019002849222

საქმე №3ბ/1468-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

9 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ა-------–---–--ე;

წარმომადგენელი - ი---------------ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ს----------–-----------–------------------ ს--–---–--------------–-----------------ი;

წარმომადგენელი - ს--–---------------;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 04 აპრილის გადაწყვეტილება;

1. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

 

1.1. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მთხოვნა.

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

2.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით, ა-------–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. დასკვნები უდავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.2.1. ს----------–-----------–---------–-------------–--------------------–------------------------------------------------–---------–--ის დეპარტამენტის N------------------------------------–--------------------–-------------------–-------–--ის დირექტორის 2----–-–---------ის N-- ბრძანებით, ა-------–---–--ე დათხოვნილ იქნა დ-–-------–--------------–-----------–---------------–-------------------------------------------იდან.

 

2.2.2. 2----–-–---------–--ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ცამეტმა ფიზიკურმა პირმა, მათ შორის ა-------–---–--ემ, მოპასუხის - რ-----------------–-------–--ის მიმართ, სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის გადაწყვეტილებით, ა-------–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ა-------–---–--ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

2.2.3. 2----–-–------------ მოსარჩელე ა-------–---–--ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს ს------–---------–-----------------–-------------ს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ა-------–---–--ე 2----–-–---------ის N----– ბრძანებით დათხოვნილ იქნა ს------–---------–-----------------დან. მისი დათხოვნის საფუძველი გახდა ს------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------------------–------------–---------–-–------------–-- დასკვნა. ა-------–---–--ემ სხვა გათავისუფლებულ პირებთან ერთად სასამართლოში აღძრა სარჩელი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2-----–-–-------------- გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება ა-------–---–--ეს არ გაუსაჩივრებია, მაგრამ გაასაჩივრეს დანარჩენმა მოსარჩელეებმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------------------–------------–---------–-–------------–-- დასკვნაში, რომელიც საფუძვლად დაედო 2----–-–---------ის ბრძანებას, მითითებულ დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ა-------–---–--ე გათავისუფლებულია თანამდებობიდან იმ გადაცდომისთვის, რომელსაც ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა ა---------–---–--ის გათავისუფლების შესახებ 2------–-–-------------ის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.

 

2.2.4. ს----------–------------–---------–-------------------–----------------ოს 2-----–-–-----------ის M---------------- წერილით, ა-------–---–--ის წარმომადგენელს მისი 2------–-–------------ის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ წამოჭრილი საკითხის განხილვა სცილდებოდა მათ კომპეტენციას. შესაბამისად, სადავო საკითხის განსახილველად განმცხადებელს შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.

 

2.2.5. 2----–-–--------------ს, ა-------–---–--ის წარმომადგენელმა ს----------–-----------–---------–---------------------------–--------------------ოს 2---------–-–---------------------ის M---------------- წერილთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ს--–---–--------------–----------------------------–------------------- და კვლავ მოითხოვა ა---------–---–--ის გათავისუფლების შესახებ 2------–-–-------------ის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.

 

2.2.6. 2----–-–---------------ს ა-------–---–--ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა ს----------–-----------–------------------ ს--–---–--------------–----------------------------–------------------- და მიუთითა, რომ 2----–-–---------ის N----– ბრძანების გამო ა-------–---–--ე კარგავს დამსახურებული კომპენსაციის მიღების უფლებას და კვლავ მოითხოვა ა-------–---–--ის გათავისუფლების შესახებ 2----–-–---------ის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.

 

2.2.7. ს----------–------------–---------–-------------------–-----------------------------–-----------------ის 2----–-–--------------ის M---------------- გადაწყვეტილებით, ა-------–---–--ის წარმომადგენელს უარი ეთქვა მისი 2----–-–-------------ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გასაჩივრებული წერილი წარმომადგენელს ჩაბარდა 2----–-–---------–--ს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2----–-–--------------ს.

 

2.2.8. ს----------–-----------–---------–-----------------–---------------------------–---------------------------------–-------------------ის 2----–-–---------------ის M---------------- წერილით ა-------–---–--ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სამსახურმა განიხილა მისი 2----–-–--------------ის N------- განცხადება. მითითებულია, რომ ა-------–---–--ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა 2----–-–---------ის N-----– ბრძანების შესაბამისად, რომელსაც საფუძვლად დაედო გ-------–------------–---------–-–------------–-- დასკვნა. ა-------–---–--ემ სხვა გათავისუფლებულ პირებთან ერთად აღძრა სარჩელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2-----–-–--------------ის გადაწყვეტილებით, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საკითხი უკვე განხილულია სასამართლოს მიერ და ა-------–---–--ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესასრულებლად სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს--–---–--------------–-----------------ი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ა-------–---–--ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2----–-–-------------- გამოტანილი გადაწყვეტილებისგან განსხვავებული, რაიმე სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების, მათ შორის 2----–-–---------ის N-----– ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2----–-–---------ის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დეტალურად მიუთითა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, უკვე იდავა საქართველოს ს------–---------–-------------–--------------------–------------------------------------------------–---------–----------------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–-------------------- 2----–-–---------ის N-- ბრძანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ბრძანების კანონიერების საკითხი.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარის იმ პოზიციაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–------------ გადაწყვეტილებით (საქმე N---------) კონკრეტულ პირთა ნაწილში შეფასდა გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლად არ------–---------–---------–-------------–--------------------–-----------------------------------------------------–-------------–-----------–-–------------–-- დასკვნა და აღნიშნული პირების მიმართ არ დადგინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებით, დაინტერესებული პირის მიერ მითითებული მტკიცებულება - სხვა საქმის განხილვისას მსგავსი კატეგორიის დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და შეფასებები, უპირობოდ ვერ გამოიწვევს მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, ვერ შეცვლის მის მდგომარეობას, აღნიშნული მტკიცებულება საქმის გარემოებების განსხვავებულ მოცემულობას ვერ დაადგენს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა - განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-------–---–--ის სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ და განმარტა, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

 

3.1. ა-------–---–--ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს, ყურადღებას ამახვილებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგინდა სწორედ ის ფაქტი, რომ დისციპლინურ გადაცდომას არ ჰქონია ადგილი, მათ შორის ა-------–---–--ესთან მიმართებითაც. წარმომადგენლის განმარტებით, მართალია აღნიშნული გარემოება არ არის პრეზუმფცია, თუმცა სასამართლო აქტით დადგენილია გარემოება, რომელიც ადგენს ზოგადად ფაქტის არსებობას და მის გათვალისწინებაზე მითითება ა--------–---–---- მხრიდან, სწორედაც რომ რელევანტურია.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი და მიიჩნევს, რომ თუ ობიექტურად არსებობს მიზეზი, რომელიც აუცილებელს ხდის ცვლილების შეტანას. ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა იმოქმედოს მისი დისკრეციული უფლებამოსილებით, შეიტანოს ცვლილება ინდ. აქტში და უზრუნველყოს პირის დარღვეულ უფლებათა აღდგენა. მიიჩნევს, რომ სახეზეა ძალაში შესული ინდივიდუალური აქტი (გათავისუფლების შესახებ ბრძანება) თუმცა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც გახდა აქტის გამოცემის საფუძველი არ არსებობს და შესაბამისად, წარმომადგენლის განმარტებით ა-------–---–--ე გათავისუფლებულია არარსებული მიზეზით. მიუთითებს,რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანოსათვის მინიჭებული დისკრეცია მიმართულია სწორედ, რომ მსგავსი სიტუაციების დასარეგულირებლად. გათვისუფლების ბრძანებაში, გათავისუფლების საფუძვლად არამართლზომიერი ქმედების მითითება ა-------–---–--ეს ართმევს შესაძლებლობა მიიღოს კუთვნილი კომპენსაცია, ხოლო ს--–---–--------------–-----------------ის მიერ, თავისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, გათავისუფლების ბრძანების საფუძვლის გაუქმების ან შეცლის (ახალი საფუძვლად კი მიუთითოს თუნდაც ჩვენი სურვილი) შედეგად აღდგება სამართლიანობა და ა-------–---–--ეს მიეცემა მისი დამსახურებული კომპენსაციის მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული მას ასევე თავიდან აარიდებს საკითხის სასამართლო წესით გადაჭრის აუცილებლობას.

 

4. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების შემადგენლობას, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ - სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, როდესაც არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები (სსსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევები), სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოიტანოს გადაწყვეტილება, რა დროსაც სსსკ-ის 386-ე მუხლის მიხედვით გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

პალატა მიუთითებს, რომ რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია წარმოადგენს საერთაშორისო შეთანხმებას, რომლითაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ რიგი ძირითადი უფლებების დაცვის პასუხისმგებლობა იკისრა. ეს უფლებები უზრუნველყოფილია უშუალოდ კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით. სასამართლოსთვის მიმართვისათვის აუცილებელია, რომ ადგილი ჰქონდეს სწორედ იმ უფლებების დარღვევას, რომლებიც დაცულია კონვენციითა და მისი დამატებითი ოქმებით.

 

ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათ დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი ყველასათვის უზრუნველყოფს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რაც თავისთავად მოიცავს სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებასაც. ამ მუხლით გარანტირებული უფლებები გამოიყენება არა მარტო უშუალოდ საქმის განხილვის დროს, არამედ საქმის სასამართლოში განხილვამდე და განხილვის დამთავრების შემდეგ, გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ კონვენციის მე-6 მუხლით რეგულირების სფეროდ შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ურთიერთობა თუ იგი ემსახურება კანონიერ მიზნებს და თუ დაცულია პროპორციულობის პრინციპი გამოსაყენებელ საშუალებებსა და მისაღწევ მიზნებს შორის.

 

პალატა განმარტავს, რომ ადამიანის ძირითადი უფლება კანონიერ სასამართლოზე, სხვა საპროცესო ძირითად უფლებებთან ერთად, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, ეროვნული სასამართლოები, როგორც ამ სტანდარტის შესრულების და დაცვის უზრუნველმყოფი ორგანოები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ამ უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა. საერთაშორისო სამართლის შესატყვისად სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება აღიარებულია საქართველოს შიდა სახელმწიფოებრივი სამართლით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.

 

სასამართლო დაცვის, იგივე სამართლიანი სასამართლოს უფლება წარმოადგენს ძირითად საპროცესო უფლებას და საპროცესო სამართლის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს, რომელიც გრანტირებულია საქართველოს უზენაესი კანონის - კონსტიტუციის 31-ე მუხლით. მითითებული მუხლით აღიარებული უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად სამართლიანი სასამართლოსათვის მიმართვის უფლება შინაარსობრივად, ასევე უზრუნველყოფს პირის სრულყოფილ, ყოვლისმომცველ სამართლებრივ დაცვას.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის ანალოგიურად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები, ხოლო მე-2 პუნქტის შესაბამისად, მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ - ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.

 

ამდენად, კონსტიტუციური ნორმა წარმოადგენს გარანტიას სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად. სამართლიანი სასამართლოს უფლება, მსგავსად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათ დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლისა, პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფო ხელისუფლების ყველა იმ გადაწყვეტილების (ქმედების) სასამართლოში გასაჩივრებას და სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს. ეროვნული კანონმდებლობით, კონკრეტული დავის სამართლიანი განხილვა და ობიექტური სასამართლო გადაწყვეტილების მიღება მინიმუმ მოიცავს: პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის, საქმის საჯარო მოსმენის, მოსაზრებების გამოთქმის - პირადად ან დამცველის მეშვეობით თავის დაცვის, საქმის გონივრულ შემჭიდროვებულ ვადებში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ განხილვის უფლებას. ამდენად, ადამიანის ძირითადი უფლება სამართლიან სასამართლოზე, სხვა საპროცესო ძირითად უფლებებთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით და საქართველოს კონსტიტუციით 31-ე მუხლით აღიარებული, დაცული უფლებაა.

 

დავის საგნიდან გამომდინარე, პალატა მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის N3024-რს საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და ს--–---–--------------–-----------------ების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცა ს----------–-----------–------------------ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და ს--–---–--------------–-----------------ების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცა ს----------–-----------–------------------ სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − ს--–---–-------------–----------------ს და ს----------–-----------–------------------ სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − ს--–---–--------------–-----------------ი მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის ინტერესს წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2----–-–---------ის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით, რაც აპელანტის მიერ არგუმენტირებულია კუთვნილი კომპენსაციის მიღების საფუძვლით.

 

პალატა მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ ორგანოს. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.

 

მეტი სიცხადისთვის პალატა მიუთითებს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ა-------–---–--ე ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–----------------------------------------------------–---------–----------------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–---–- მუშაობდა ს--------–-----------–---------------–---------------------------ის თანამდებობაზე.

 

დადგენილია, რომ ს----------–-----------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------------------–---------–----------------------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–------------------ის 2----–-–---------ის N-- ბრძანებით, ა-------–---–--ე დათხოვნილ იქნა დ-–-------–--------------–-----------–---------------–-------------------------------------------იდან და განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნა ს------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------------------–------------–---------–-–------------–-- დასკვნა.

 

პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------–--ს სარჩელით მიმართა 13 ფიზიკურმა პირმა, მათ შორის ა-------–---–--ემ, მოპასუხის - რ-----------------–-------–--ის მიმართ, სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2------–-–----------------ის გადაწყვეტილებით, ა---------–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ა-------–---–--ეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.

 

პალატა აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2------–-–----------------ის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს დანარჩენმა მოსარჩელეებმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით მოთხოვნები დაკმაყოფილდა.

 

პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ყურადღების გამახვილებას იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–------------ გადაწყვეტილებით (საქმე N---------) კონკრეტულ პირთა ნაწილში შეფასდა გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლად არ------–---------–---------–-------------–--------------------–-----------------------------------------------------–-------------–-----------–-–------------–-- დასკვნა და აღნიშნული პირების მიმართ არ დადგინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, ისინი აღდგენილ იქნენ დაკავებულ თანამდებობებზე. აპელანტის შეფასებით აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებები თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ მას არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა. შესაბამისად, აპელანტი ცალსახად მიიჩნევს, რომ ს----------–------------–------------------ ს--–---–--------------–-----------------ის მიერ მისი გათავისუფლების ბრძანების სამართლებრივი საფუძველი სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით უნდა იქნეს გაუქმებული ან/და შეცვლილი.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს N--------- გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი და შესაბამისად ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიც.

 

საქმის მასალებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე ა-------–---–--ემ განცხადებით (2----–-–--------------ის N------- განცხადება) მიმართა დაწესებულებას და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ 2------–-–-------------ის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით. აღნიშნულ განცხადებაში მხარემ დეტალურად მიუთითა საქმის ფატობრივი გარემოებები. კერძოდ მიუთითა, რომ ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–----------------------------------------------------–---------–-----------------------------------------------------------–--------------------–-------------------–-------–---ში მუშაობდა ს--------–-----------–---------------–---------------------------ის თანამდებობაზე. 2-----–-–-----------ის N----– ბრძანებით დათხოვნილ იქნა ს------–---------–-----------------დან და მისი დათხოვნის საფუძველი გახდა ს------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------------------–------------–---------–-–------------–-- დასკვნა (დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი). ა-------–---–--ემ სხვა გათავისუფლებულ პირებთან ერთად სასამართლოში აღძრა სარჩელი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება ა-------–---–--ეს არ გაუსაჩივრებია, მაგრამ გაასაჩივრეს დანარჩენმა მოსარჩელეებმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–------------ გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ს------–---------–-------------–--------------------–-------------------------------------------------–------------–---------–-–------------–-- დასკვნაში (რომელიც საფუძვლად დაედო 2----–-–---------ის ბრძანებას) მითითებულ დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ა-------–---–--ე გათავისუფლებულია თანამდებობიდან იმ გადაცდომისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს სადავო ს----------–-----------–---------–-----------------–---------------------------–----------------------ის 2----–-–---------------ის M---------------- წერილზე, რომლითაც, ა-------–---–--ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სამსახურმა განიხილა 2----–-–--------------ის N------- განცხადება. მხარეს განემარტა, რომ ა-------–---–--ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა 2----–-–---------ის N-----– ბრძანების შესაბამისად, რომელსაც საფუძვლად დაედო გ-------–------------–---------–-–------------–-- დასკვნა. ა-------–---–--ემ სხვა გათავისუფლებულ პირებთან ერთად აღძრა სარჩელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საკითხი უკვე განხილული იყო სასამართლოს მიერ და ა-------–---–--ის მიმართ არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესასრულებლად სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ს--–---–--------------–-----------------ი მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ა--------–---–---- მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2-----–-–-------------- გამოტანილი გადაწყვეტილებისგან განსხვავებული, რაიმე სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების, მათ შორის--------- N-----– ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული პირის მიერ ერთსა და იმავე საკითხზე ადმინისტრაციულ ორგანოში განცხადების წარდგენაზე შეზღუდვებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას.

 

ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა უშვებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის იმ საკითხზე ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას, რომლის თაობაზეც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხოლოდ განსაზღვრულ პირობებში: როდესაც შეიცვალა ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო განცხადების ან ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტს, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან გამოვლენილი გარემოება (მტკიცებულება), რომელიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომლის თანახმად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

 

მითითებული ნორმის ანალიზის საფუძველზე, პალატა განმარტავს, რომ 102-ე მუხლზე მითითებით არსებითი განხილვის გარეშე განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებლის მიერ არ იქნა მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება. ამასთან, ეს გულისხმობს არა იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებას არ აფასებს ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებად, არამედ იმას, რომ განცხადება არ შეიცავს მითითებას ამგვარ გარემოებაზე. ამდენად, ერთსა და იმავე საკითხზე წარდგენილი განცხადების ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არსებითად განხილვისთვის საკმარისია, განცხადება თუნდაც ფორმალურად შეიცავდეს მითითებას ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებაზე, ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენს აღნიშნული გარემოება ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს.

 

განსახილველ შემთხვევაში დადენილია, რომ ა-------–---–--ემ 2----–-–--------------ის N------- განცხადებით მიმართა ს----------–-----------–------------------ ს--–---–--------------–----------------------------–------------------- და მოითხოვა გათავისუფლების შესახებ 2----–-–---------ის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით. აღნიშნულ განცხადებაში ნათლად არის მითითებული, რომ ადმინისტრაციულ ორგანოსთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველი - დისციპლინური გადაცდომის საკითხი არ იქნა დადგენილი სააპელაციო სასამართლოს მიერ და სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად საქმეზე დამდგარი შედეგი, უცვლელად დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებით. ცალსახაა, რომ ა-------–---–--ის ინტერესს წარმოადგენდა ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა კუთვნილი კომპენსაციის მიღების გამო.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ა-------–---–--ის 2----–-–--------------ის განცხადება შეიცავდა მითითებას ახალ გარემოებზე (მტკიცებულებებზე), ხოლო ის, თუ რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული გარემოება (მტკიცებულება) ახლად აღმოჩენილ ან გამოვლენილ გარემოებას, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უკვე განცხადების არსებითი განხილვის პროცესში შეფასების საგანს და განმცხადებლისთვის დასაბუთებული პასუხის გაცემის საფუძველს, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1 მუხლზე რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ ააქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნეს შემოწმებული. აღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრებული ს----------–-----------–------------------ ს--–---–--------------–--------------------------------–---------------------------------–-–-------------------ის M---------------- აქტის კანონიერად მიჩნევისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ მისი ფორმალური კანონშესაბამისობა, არამედ ამ შემთხვევაში გასაჩივრებული აქტის კანონიერება უნდა განისაზღვროს ასევე მატერიალურ - სამართლებრივი თვალსაზრისითაც. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ იქნა დაცული საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, რამეთუ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

რაც შეეხება ა-------–---–--ის სასარჩელო მოთხოვნას დაევალოს ს----------–-----------–------------------ ს--–---–-------------–----------------ს შეიტანოს ცვლილება ა-------–---–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2----–-–---------ის N----– ბრძანების საფუძველში და გათავისუფლების შესახებ ბრძანების საფუძვლად მიუთითოს - დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან, სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნო ს----------–-----------–------------------ ს--–---–--------------–-----------------ის გ-------–---------------------------------–-–-------------------ის M---------------- წერილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა იმსჯელოს 2----–-–--------------ის N------- განცხადებასთან დაკავშირებით სადაც მხარის მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2----–-–---------ის N----– ბრძანების საფუძველში ცვლილების შეტანა და ბრძანების საფუძვლად დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მითითება, ამ მოცემულობაში თავად სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მხარის მიერ დაყენებული მეორე სასარჩელო მოთხოვნა (დაევალოს ს----------–-----------–------------------ ს--–---–-------------–----------------ს შეიტანოს ცვლილება ა-------–---–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2----–-–---------ის N----– ბრძანების საფუძველში და ბრძანების საფუძვლად მიუთითოს - დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა).

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ ა-------–---–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და შეცვლით მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ა-------–---–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ს----------–-----------–------------------ ს--–---–--------------–-----------------ის გ-------–---------------------------------–-–-------------------ის M----------------- წერილი და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს იმსჯელოს 2----–-–--------------ის N------- განცხადებასთან დაკავშირებით და გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში ა-------–---–--ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. პროცესის ხარჯები

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. ვინაიდან განსახილველი დავა გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულნი არიან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-34 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა-------–---–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილება და შეცვლით მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

3. ა-------–---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

4. სადავო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად იქნეს ცნობილი ს----------–-----------–------------------ ს--–---–--------------–-----------------ის გ-------–---------------------------------–-–-------------------ის M----------------- წერილი და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს იმსჯელოს 2----–-–--------------ის N------- განცხადებასთან დაკავშირებით და გამოსცეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში.

5. დანარჩენ ნაწილში ა-------–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

6. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა