განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 210210117001971394
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/8039-18 8 აპრილი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
აპელანტი – ზ------- გ-----–-–---–ი
წარმომადგენელი – ლ--–- გ-------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-----–-ს მ------------ ლ-----------ს და ს---------“ (კ-------- შპს „მ---------------ს“ უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი – თ-------ე მ-----------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ს-------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე ზ------- გ-----–-–---–ისათვის მოსარჩელე შპს „მ---------------ს“ სასარგებლოდ 13 640 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. ს-------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოსარჩელე შპს „მ---------------ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე ზ------- გ-----–-–---–ს მოსარჩელე შპს „მ---------------ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 13 640 ლარის გადახდა.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე მუხლების საფუძველზე.
4. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელზე უარის თქმა მოითხოვა.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ------- გ-----–-–---–ის მიერ გადახდილია მხოლოდ 51 360 ლარი. აღნიშნული გარემოება მოპასუხემ სადავოდ გახადა შესაგებლით და მტკიცებულებად მიუთითა საბუღალტრო დოკუმენტები და წინა წლის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე ნათლად დგინდება, რომ ყოველი ახალი ხელშეკრულებისთვის გადახდა ხელშეკრულების დადების დღესვე, ან ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს იწყებოდა. სადავო 2----–-–-- ხელშეკრულებისთვის გადახდები დაიწყო ხელშეკრულების დადებიდან მეორე დღეს - 2----–-–-- 1-------ს და საბუღალტრო დოკუმენტაციის თანახმად, 2----–-–-- განმავლობაში ზ------- გ-----–-–---–ის მიერ გადახდილია სულ 52860 ლარი. მოპასუხემ ვერ წარმოადგინა მხოლოდ 440 ლარის (სხვაობა გადასახდელ 53300 ლარსა და დოკუმნტებში ასახულ გადახდას 52860 ლარს შორის) გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა რეალურად აღნიშნული თანხაც არის გადახდილი.
5.2. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსამართლის შეკითხვას - არის თუ არა ზ------- გ-----–-–--–ის მიერ 53300 ლარის ღირებულების სამუშაოს თანხა გადახდილი, შპს „მ---------------ს“ წარმომადგენელი დაეთანხმა, რითაც ფაქტობრივად აღიარა ვალდებულების შესრულება.
5.3. საქმის განმხილველმა სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი როცა დაასკვნა, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის ფაქტი. მტკიცების ტვირთის ასეთი გადანაწილება, საბოლოოდ, საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა გახდა.
5.4. მოსარჩელემ სხდომაზე წარმოადგინა სადავოდ ქცეული მიღება-ჩაბარების აქტები. სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა აღნიშნული დოკუმენტები როგორც სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულება, ვინაიდან იგი არ არის ხელმოწერილი და დადასტურებული მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
5.5. მართალია, 28.07.2----–-–-- მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმომწერი პირი - დ----- ლ----–---–ი არის მოპასუხის მეგობარი და საქმიანი პარტნიორი, თუმცა მოსარჩელესთან ურთიერთობაში ის ცალკე ფიზიკური პირია და შპს „მ-------------თან“ დამოუკიდებლად გააჩნია სახელშეკრულებო ურთიერთობები. მოწმის სახით დაკითხვისას დ----- ლ----–--–მა განმარტა, რომ მას არ ახსოვს ხელმოწერის ფაქტი და თუ ხელმოწერა მისია, ე.ი. დაშვებულია შეცდომა, რაც განპირობებულია იმ გარემოებით, რომ იგი თავადაც იყო სახელშეკრულებო ურთიერთობებში შპს „მ--------------თან“ და თვითონაც ხშირად აფორმებდა მიღება-ჩაბარების აქტებს. შესაძლოა, მას ეს დოკუმენტი თავისი ხელშეკრულების მიღება-ჩაბარების აქტი ეგონა და ამიტომ მოაწერა ხელი. მოსარჩელე მხარემაც არაერთხელ დაადსტურა სხდომაზე, რომ დ----- ლ----–---–ს ნამდვილად ჰქონდა დადებული ხელშეკრულებები შპს „მ--------------თან“ და ეს საკითხი სადავო არ არის. ყველა შემთხვევაში, მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის ირგვლივ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, რადგან აღნიშნული დოკუმენტი მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
8. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
8.1. შპს „მ--------------სა“ და ზ------- გ-----–-–---–ს შორის 2----–-–-- 1-------- გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება #-----, რომლის საფუძველზეც შემსრულებელმა იკისრა ვალდებულება დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად, დამკვეთის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული 1000 ჰა მიწის სავარგულებზე შესრულებინა აგროოპერაციები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 6----- ლარით.
8.2. ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, დამკვეთმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში გადაეხდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30% და ამავე ოდენობით თანხა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო დარჩენილი თანხის 40%-ის გადახდა განეხორციელებინა შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ორი კალენდარული დღის ვადაში.
8.3. საქმეში წარმოდგენილი 2----–-–-- 3--------- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „მ--------------მა“ დაამუშავა 820 ჰა მიწის ფართობი, სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 53300 ლარი.
8.4. 2----–-–-- 2-----–---- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შპს „მ--------------მა“ დაამუშავა 186 ჰა მიწის ფართობი, რა დროსაც გაწეული სამუშაოების ღირებულებამ 12090 ლარი შეადგინა.
9. 2----–-–------------ შპს „მ--------------მა“ სარჩელით მიმართა სასამართლოს და ზ------- გ-----–-–---–-სათვის მოსარჩელე შპს „მ---------------ს“ სასარგებლოდ 13 640 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ზ------- გ-----–-–---–ს, ზემოაღნიშნული ორი მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული 65000 ლარის ღირებულების შესრულებიდან, მხოლოდ 51360 ლარი აქვს გადახდილი.
10. მოპასუხემ შესაგებელით სადავოდ გახადა შესრულების ოდენობა და განმარტა, რომ შპს „მ--------------მა“ სამუშაოები შეასრულა მხოლოდ 820 ჰა მიწის ფართობზე, რომლის ღირებულებაც (53 300 ლარი) მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი. რაც შეეხება 2----–-–-- 2-----–---- მიღება-ჩაბარების აქტს, მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მიერ 186 ჰა მიწის ფართობზე სამუშაოების წარმოება მოპასუხის სასარგებლოდ და მიუთითა, რომ აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი არ უნდა იქნეს გაზიარებული სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან იგი არ არის დადასტურებული მოპასუხის ხელმოწერით.
11. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. გადასახდელი საზღაური არსებით პირობად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საზღაური ნარდობის ხელშეკრულებისათვის ნაგულისხმევი პირობაა, აღნიშნულ დასკვნას ამყარებს დათქმა „შეთანხმებული საზღაური“.
12. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს 2----–-–-- 1--------ს სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეთანხმებული საზღაურის გადახდა. წინამდებარე გადაწყვეტილებით საკვლევი საკითხია, შესრულდა თუ არა მხარეების მიერ ურთიერთშემხვედრი ვალდებულებები, კერძოდ, შპს „მ---------------ს“ მიერ - მიწის დამუშავების სამუშაოები (186 ჰა მიწის ნაკვეთზე), ხოლო ზ------- გ-----–-–---–ის მიერ - შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდა.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
14. მოცემულ შემთხვევაში, დავა გამომდინარეობს 2----–-–-- 1--------ს სამუშაოს შესრულების შესახებ ხელშეკრულებიდან, რომლის საფუძველზეც შემსრულებელმა იკისრა 1000 ჰა მიწის ს---------–-----------------–----- შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების 3.2. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების შესრულება და ანაზღაურების გადახდა დაფიქსირდებოდა მიღება-ჩაბარების აქტით. სარჩელზე თანდართული 2----–-–-- 3--------- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ა------------–-- განხორციელებულია 820 ჰა მიწის ფართობზე, ხოლო 2----–-–-- 2-----–---- მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად კი - 186 ჰა მიწის ნაკვეთზე.
15. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს 2----–-–-- 2-----–---- მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული სამუშაოების ღირებულება (12900 ლარი) საერთოდ არ აქვს გადახდილი, ხოლო 2----–-–-- 3--------- მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებული სამუშაოების ღირებულებიდან (53300 ლარი) გადახდილი აქვს 51 360 ლარი. შესაბამისად, გადასახდელად დარჩენილი აქვს 1940 ლარი. ჯამში მოპასუხის შესასრულებელი ვალდებულება შეადგენს 13 640 ლარს (12 900 ლარს+1940 ლარი).
16. დადგენილია, რომ მიღება-ჩაბარების აქტები ხელმოწერილია დ----- ლ----–---–ის მიერ. დ----- ლ----–---–ის მიერ ზ------- გ-----–-–---–ის სახელით მოქმედების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა) საქმეში წარმოდგენილი არ არის.
17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების არარსებობის პირობებში გადამწყვეტია წარმოდგენილი პირის ნება, დაეთანხმება თუ არა ის გარიგებას.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარე (წარმოდგენილი პირი) მიღება-ჩაბარების აქტების ნამდვილობას სადავოდ ხდის არაუფლებამოსილი პირის (დ----- ლ----–---–ის) მიერ ხელმოწერის გამო. მოპასუხე მხარე უარყოფს მისი მხრიდან დ----- ლ----–---–ის მიმართ სადავო აქტების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების ფაქტს.
18. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამუშაოს შესრულების მტკიცების ტვირთი მენარდეს ეკისრება, ხოლო საზღაურის გადახდის - შემკვეთს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების დადასტურება, რომ დ----- ლ----–---–ის მოქმედება ზ------- გ-----–-–---–ის ნამდვილ ნებას შეესაბამებოდა, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, თუმცა მოსარჩელემ ასეთი მტკიცება სასამართლოს ვერ წარუდგინა. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დ----- ლ----–---–ის ზ------- გ-----–-–---–ის სახელით მოქმედების უფლებამოსილებას დაადასატურებდა. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც არ არის დადასტურებული შემკვეთის მიერ, იურიდიული ძალის არმქონეა და სადავო სამუშაოს შესრულების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ განიხილება, რადგან „წარმოდგენილი პირის სახელით დადებული ხელშეკრულება, როდესაც შესაბამისი უფლება არ არის კანონის საფუძველზე წარმოშობილი, არ იწვევს წარმოდგენილი პირის მიმართ სამართლებრივ შედეგებს“. (სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, უშუალო წყარო MüKo/Schubert, BGB, 7. Aufl., 2015, § 177, Rn. 1; იხ. ასევე კერესელიძე,უზოგადესი ცნებები, გვ. 411).
19. სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 820 ჰა მიწის ფართობზე აგროოპერაციების შესრულების ფაქტი დადასტურებულია პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის აღიარებით (იხ: ს-------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- სხდომის ოქმი 15:06:51), ამასთან, საგულისხმოა გარემოება, რომ მოპასუხემ აღიარა 820 ჰა მიწის ფართობზე სამუშოების შესრულების ფაქტი და არა მიღება-ჩაბარების აქტზე დ----- ლ----–---–ის ხელმოწერის ნამდვილობა. მოპასუხემ მიუთითა, რომ მას აღნიშნული სამუშაოების ღირებულება - 53300 ლარი გადახდილი აქვს სრულად.
20. მოპასუხის მიერ 53300 ლარის სრულად გადახდის ფაქტი სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია თავად მოსარჩელე მხარის აღიარებითი ხასიათის განმარტების საფუძველზე. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელემ დაადასტურა, რომ 2----–-–-- 3--------- მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული თანხა სრულად არის გადახდილი. (იხ: ს-------ის რაიონული სასამართლოს 2----–-–---------–---- სხდომის ოქმი 15:42:47-15:42:52). აღნიშნული აღიარება მოსარჩელის მიერ არ არის გაქარწყლებული დადგენილი წესით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას). აღნიშნული გარემოება კი, მოპასუხის მიერ აღიარებული - 820 ჰა მიწის ფართობზე შესრულებული სამუშაოებიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნას (1940 ლარის ნაწილში) უსაფუძვლოდ აქცევს.
21. რაც შეეხება 186 ჰა მიწის ნაკვეთზე სამუშაოს შესრულების ღირებულებას (12 900 ლარი) პალატა აღნიშნავს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის სამუშაოები, რომლის შესრულების ფაქტი მოსარჩელისგან დადასტურებულია. მოცემულ შემთხვევაში, კი მოსარჩელე მხარემ ვერ ზიდა მტკიცების ტვირთი და ვერ მიუთითა ისეთ მტკიცებულებებზე, რაც მტკიცების საგანში შემავალ გარემეობას - 186 ჰა მიწის ნაკვეთზე სამუშაოს შესრულების ფაქტს დაადასტურებდა (იხ: ფაქტობრივი გარემოება 18). შესაბამისად, სარჩელი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
23. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, უნდა გაუქმდეს ს-------ის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ივნისის N-------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; კერძოდ, მოპასუხე ზ------- გ-----–-–---–ის (პ/ნ 3----------) მიმართ გაუქმდეს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ს-------ის რ------, ს------–-----–------–ი, ა-–------------, ს--------ს ტ------------ზე მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 5-----------, ნ----------------------------: ს----------------------------–----–---- ა-----------–--------------------------------–------------ი: 8-----------, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N------------- - გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
24. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ს-------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
საპროცესო ხარჯები
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მხარეს არ შეუძლია ადვოკატის ხარჯების ანაზღაურება, სასამართლოს უფლება აქვს ამ მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოიწვიოს ადვოკატი სახელმწიფოს ხარჯზე, თუ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გამო ადვოკატის მონაწილეობა ამ საქმის განხილვაში მიზანშეწონილია. ასეთ შემთხვევაში ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით. ამდენად, სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მეორე ნაწილი) გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს.
26. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნის ღირებულება შეადგენს 13 640 ლარს. მოპასუხის მიმართ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების სახით მოთხოვნილია 1400 ლარი, რაც სააპელაციო პალატის შეფასებით, არაგონივრულია. პალატას მიაჩნია, რომ სასამართლო ხარჯების ანაზღაურების სახით, „მხარის სამართლიანი დაკმაყოფილების“ სტანდარტის გათვალისწინებით, მოწინააღმდეგე მხარეს აპელანტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს თითოეული ინსტანციისათვის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც ჯამში 1091,20 ლარს შეადგენს (545.60+545.60).
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
28. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, შპს „ს-----–-ს მ------------ ლ-----------ს და ს---------ს კ--------ს“ ზ------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 545,60 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ზ------- გ-----–-–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. ს-------ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
3. შპს „ს-----–-ს მ------------ ლ-----------ს და ს---------ს კ-------ის“ სარჩელი ზ------- გ-----–-–---–ის მიმართ 13 640 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ს-----–-ს მ------------ ლ-----------ს და ს---------ს კ--------ს“ ზ------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 545,60 ლარის ოდენობით.
5. შპს „ს-----–-ს მ------------ ლ-----------ს და ს---------ს კ--------ს“ ზ------- გ-----–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება 1091,20 ლარის ოდენობით.
6. გაუქმდეს ს-------ის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 16 ივნისის N-------- განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება; კერძოდ, მოპასუხე ზ------- გ-----–-–---–ის (პ/ნ 3----------) მიმართ გაუქმდეს კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ს-------ის რ------, ს------–-----–------–ი, ა-–------------, ს--------ს ტ------------ზე მდებარე უძრავი ქონების საკადასტრო კოდი: 5-----------, ნ----------------------------: ს----------------------------–----–---- ა-----------–--------------------------------–------------ი: 8-----------, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N------------- - გასხვისების და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია გუჯაბიძე