განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210116001462019
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/6200-18 20 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები - ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
I აპელანტი - თ-- ჩ------–---–ი (მოპასუხე)
წარმომადგენელი - ნ-------------ე, გ---–- ფ--–------–---–ი
II აპელანტი - ლ---- ჩ----ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ-–- ღ----–---ა (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - მ---- ა-–----ე
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. 2----–-–-----------------ის სესხისა და იპოთეკის №1-------- ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. ნ-----------------------–---–---- მიერ 2----–-–----------ს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა;
1.3. ნ-----------------------–---–---- მიერ 2----–-–----------- გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით ლ-–- ღ----–---ას სარჩელი თ-- ჩ------–---–ის, ნ----------------ის და ლ---- ჩ----ის მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების, სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა:
2.1. ბათილად იქნა ცნობილი ნ-----------------------–---–---- მიერ დამოწმებული 2----–-–-----------------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №1--------;
2.2. ბათილად იქნა ცნობილი ნ-----------------------–---–---- მიერ 2----–-–----------ს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------;
2.3. ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს ი-----------–---–---ს მიერ 2-----–-–------------ს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------;
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე, 316-ე, 317-ე, 50-ე, 54-ე, მე-12, 58-ე, 61-ე მუხლების, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის საფუძველზე.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს მოპასუხეებმა თ-- ჩ------–---–მა და ლ---- ჩ----ემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მ------, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს:
5.1. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მ--------- მხარის ქ.პ-------–---ს ნ-------–----------------------ს მიერ გაცემული ა------------------------------ ამონაწერების, ასევე, ს-----–----------------–ის ს----–-----------------–---------------ის ე---------–---------------- წ-–------------ დასკვნის და შ----------------------------–----ს და ნ--------------------–----–-------ს“ 2----–-–---------–--ის ა-----–-----------–-------------–------------------–---------------ს დასკვნის საფუძველზე, არასწორად დაადგინა, რომ ლ-–- ღ----–---ას სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას არ შეეძლო ნამდვილი ნების გამოვლენა.
5.2. სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ს-----–----------------–ის ს----–-----------------–---------------ის ეროვნული ბიუროს დასკვნა ეხება ლ-–- ღ----–---ას ფ-------------------------ს 2----–-–-- მდგომარეობით, ხოლო სადავო გარიგება დადებულია 2----–-–------------------ს. 2----–-–-----------------ის მდგომარეობით ლ-–- ღ----–---ას ფ--------------------------ს შეფასების ერთადერთ მტკიცებულებად წარმოდგენილია შ----------------------------–----ს და ნ--------------------–----–-------ს“ დასკვნა, რომელიც სასამართლომ არამართებულად მიიჩნია სარწმუნოდ. აღნიშნული დასკვნა ეჭვს აჩენს გამომდინარე იქედან, რომ დასკვნაში 2----–-–-----------------ისთვის არსებული ფ--------------------------ს შეფასება ხდება 2----–--–ს, მესამე პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით; ამასთან, დასკვნა მომზადებულია ექსპერტის - თ--------------------ს - მიერ, რომელიც ნასამართლევია მ-----------------------–----–------------------------–-----–-----------–-------–--- ჩადენისთვის.
5.3. სასამართლომ არასათანადო სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ შემდეგ მტკიცებულებებს: 1. ლ-–- ღ----–---ას სახელზე 2----–-–--------------- გაცემულია „-- კატეგორიიის მართვის მოწმობა; 2. 2----–-–-------------–-–----ე ლ-–- ღ----–---ა ქორწინებაში იმყოფებოდა ჟ----------–---–--სთან, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი; 3. 2----–-–---------------ს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ლ-–- ღ----–---ას სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ--–---------–---, დასახლება ვ---------–---, მ-----------, კ-----------, ბინა 3-- 4. ლ-–- ჯ---–--- (ღ----–---ა) და ლ---- ჩ----ეს შორის 2----–-–---------------ს, დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმდა ნოტარიუს ე-----------–-----–--ს მიერ; 5. ლ-–- ჯ---–-ამ 2----–-–-------------ს შეიცვალა გვარი და ამის შემდეგ გახდა ღ----–---ა; 6. ლ-–- ღ----–---ა მხოლოდ 2----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით იქნა ცნობილი მხარდაჭერის მიმღებად; ყოველივე აღნიშნული ცალსახად მიუთითებს, რომ სადავო წლებში ლ-–- ღ----–---ას ფ-------------------------- იყო დამაკმაყოფილებელი და იგი დებდა სხვადასხვა გარიგებებს.
5.4. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ დაუსაბუთებლად უგულებელყო ზემოაღნიშნული უტყუარი მტკიცებულებები, ასევე, ყურადღება არ მიაქცია ორი ნოტარიუსის მიერ ლ-–- ღ----–---ას ქმედუნარიანობის შეფასებას და მხოლოდ თ--------------------ს დაუსაბუთებელ, საეჭვო და მიკერძოებულ დასკვნაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ ლ-–- ღ----–---ას არ შეეძლო სადავო გარიგების დადების დროს ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც არასწორია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
9. პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
9.1. 2----–-–---------------ს ლ-–- ჯ---–--- და ლ---- ჩ----ეს შორის დაიდო ნოტარიუს ე-----------–-----–--ს მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ს-----------------------------------––-------–--ა, რომლის თანახმად, ლ-–- ჯ---–-ამ ლ---- ჩ----ისგან ისესხა 20 000 ლარი. 2----–-–------------------ს ნ-----------------------–---–---- მიერ დამოწმებული №1-------- სესხის და იპოთეკის გაუქმების შესახებ სანოტარო აქტის თანახმად, ლ---- ჩ----ემ ყოველგვარი ფიზიკური, ფსიქიკური და სხვა ნებისმიერი სახის იძულების გარეზე უარი განაცხადა 2----–-–---------------ს მის სასარგებლოდ დადებულ იპოთეკაზე.
9.2. 2----–-–------------------ს ლ-–- ჯ---–---, ლ---- ჩ----ეს, თ-- ჩ------–---–ს და ნ----------------ს შორის დაიდო სანოტარო წესით დამოწმებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თ-- ჩ------–---–მა ლ-–- ჯ---–--- ასესხა 9 500 აშშ დოლარი, ნ----------------მ - 5 500 აშშ დოლარი, ხოლო ლ---- ჩ----ემ - 20 000 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარგებლის, 3%-ის გადახდის პირობით.
ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გამსესხებელს სესხი დაუბრუნოს 6 (ექვსი) თვის ვადაში 2----–-–-----------–-მდე მსესხებლის მიერ გაცემულ ფულად ერთეულში. ამავე ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, სესხის ან სარგებლის (პროცენტის) დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს გამსესხებელს დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1%. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ლ-–- ღ----–---ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ--–---------–---, დასახლება ვ---------–---, მ-----------, კ-----------, ბინა 3-- ხელშეკრულების 7.1. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ დადგა მოთხოვნის დაკმაყოფილების ვადა (მათ შორის ვადაზე ადრე) და მესაკუთრე ნებაყოფლობით არ ასრულებს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით.
9.3. 2----–-–---------–--- ნოტარიუს რ----------------ის მიერ დამოწმებული მოთხოვნის დათმობის №1-------- ხელშეკრულების თანახმად, მოთხოვნის დამთმობმა - რ-----------–---–მა - ახალ მფლობელს - იგივე იპოთეკარს, თ----–---------–---–ს, გადასცა მოთხოვნა, რომელიც გააჩნდა ლ-–- ჯ---–--- მიმართ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან (რეესტრის ნომერი №1--------, დამოწმების თარიღი 0--------- წელს ნ--------------------–---–---ს მიერ) გამომდინარე. დათმობის პირობების თანახმად, მოთხოვნის დამთმობი - ახალ მფლობელს, თ----–---------–---–ს გადასცემს საკუთრების უფლებას 5 000 აშშ დოლარიდან 3 000 აშშ დოლარზე და მასზე დარიცხულ სარგებელსა და შესაძლო პირგასამტეხლოზე.
9.4. 2----–-–----------ს ნ-----------------------–---–---- მიერ გაცემულია №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებულია თ-- ჩ------–---–ი, ხოლო მოვალედ - ლ-–- ჯ---–-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2----–-–------------------ს ნ-----------------------–---–---- მიერ რეგისტრირებული სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის შესახებ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2----–-–-------------–ის მდგომარეობით შეადგენს შემდეგს: სესხის ძირითადი თანხა 9 500 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 0.1% ვადაგადაცილებულ დღეზე 2----–-–------------–-დან ყოველთვიურად 9.50 აშშ დოლარი აღსრულებამდე; ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი და 4.36 ლარი, სულ 124.36 ლარი.
9.5. 2----–-–----------ის №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2----–-–----------ს კერძო აღმასრულებელ მ---- ს--–----–---–ის მიერ მოვალე ლ-–- ჯ---–--- გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
9.6. 2----–-–----------- ნ-----------------------–---–---- მიერ გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომელშიც კრედიტორად მითითებულია ნ----------------, ხოლო მოვალედ - ლ-–- ჯ---–-ა. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია 2----–-–------------------ს ნ-----------------------–---–---- მიერ რეგისტრირებული სანოტარო აქტი სესხისა და იპოთეკის შესახებ. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2----–-–------------–ის მდგომარეობით შეადგენს შემდეგს: სესხის ძირითადი თანხა 5 500 აშშ დოლარი, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 120 ლარი და 4.36 ლარი, სულ 124.36 ლარი.
9.7. 2----–-–----------- გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, 2----–-–----------სს კერძო აღმასრულებელ მ---- ს--–----–---–ის მიერ მოვალე ლ-–- ჯ---–--- გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
9.8. 2----–-–-------------ს ლ-–- ჯ---–-ამ შეიცვალა გვარი და გახდა ღ----–---ა.
10. 2----–-–-------------- ლ-–- ღ----–---ას დროებითმა მხარდამჭერმა პირმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და 2----–-–-----------------ის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და მის საფუძველზე გაცემული სააღრულებო ფურცლების ბათილად ცნობა მოითხოვა იმ საფუძვლით, რომ ლ-–- ღ----–---ა დ-----------–-- ქ----------–----------------–-–--–------- რის გამოც მის მიერ სადავო გარიგებაში გამოვლენილი ნება არ არის ნამდვილი.
ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი მიიჩნია დასაბუთებულად და დააკმაყოფილა, რასაც არ ეთანხმება აპელანტი მხარე და მიაჩნია, რომ სასამართლოს ამგვარი დასკვნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასწორი სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარეობს.
11. სააპელაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო საჩივრის პრეტენზიას და მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ლ-–- ღ----–---ა არის მ--------------------------------------------------------------- იგი 2----–-–------------------ს, სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას საჭიროებდა ფ--------–---–------------------ს, არ-–----–---–---------------------------------–----–--ბა, რაც სადავო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველია, გ------–----–------------–--------.
11.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდამჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.
11.2. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ ლ-–- ღ----–---ამ 2----–-–-----------------ს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, თვეში 3%-ის ოდენობით სარგებლის გადახდის პირობით, ჯამში 30 000 აშშ დოლარი მიიღო სესხად, რომლის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე, ქ--–---------–---, დასახლება ვ---------–---, მ-----------, კ-----------, ბინა 3-- ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა ასევე, დამატებითი უზრუნველყოფის მიზნით, პირგასამტეხლოს სახით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.1% გადახდის ვალდებულება იკისრა.
11.3. მოსარჩელის წარმომადგენელი 2----–-–-----------------ს გარიგების ბათილობის საფუძვლად მსესხებლის ნების ნაკლზე მიუთითებს.
11.4. სააპელაციო პალატამ ლ-–- ღ----–---ას მიერ 2----–-–-----------------ს გამოვლენილი ნ-------------–-------------------ზნით, დეტალურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი ს------–-----–-------- ამო--–-------------------------------------- და ე-----------------------ი, ისევე როგორც ამგვარი გამოკვლევის შესაძლებლობა მისცა პროცესის მონაწილე ყველა მხარეს და შეაფასა ისინი მათი დამაჯერებლობის, ასევე - შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით.
11.5. საქმეში წარმოდგენილი მ--------- მხარის ქ.პ-------–---ს ნ-------–---------------------ის მიერ 2----–-–------------ს გაცემული ცნობის საფუძველზე, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–- ღ----–---ამ კლინიკას პირველად 1----–-–--------------------------–-------–----------------------–------------- ნ-–----თ. „--–-----–--------------–----------–---------------------------–-------–--------–---ქნა დ----–--- ნ-–----. პ-–-------------------------–-------------------------სი. აყვანილი იქნა აღრიცხვაზე. მ-------------------------------–---------------------------–---------------------------–---ს. 2----–-–-ს ბოლოს ლ-–- ღ----–---ას მ---------------------------ა. მ-----------------–-------------–---თ: ს---–-------–----–-------------------------------–-------–-- მ------, ჰ--–--–---–-----------–-–ი, ბ----–-, თ------------------------------------ა, ძ-–--------------–-----------------–ი. მას ჩ--------------------–-------------–-------------–------------–----------------ი: ალ-------–------------------–------------- მ-----------------------–--------–-ა, ა--------------------------
11.6. ქ.პ-------–---ს ნ-------–---------------------ის მიერ 2----–-–------------–- გაცემული ა------------------------------ ამონაწერის თანახმად: „პ-–----------------–--------–-----–---------------------------–--------–-–--–------. ო-------–----------------–-------------------------–----------------------–---------------–----–----- ასევე, შ-------------------–-----------------------------–-------–-------–--------------–-------- ო-------–---------------------–-------------. პ-–------------------------------–----------–---------------------------–------------------ხს, ა------------------------, მ----–---------------------------–-----------–------------“; 2----–-–--------–---- ამონაწერის თანახმად: „პ-–------------------------------------------- დ-----------–-------–----------------–--------–-----–-----------------------–-–--–----თ. ო-------–----------------–-------------------------–-------––--–-–--–--–------------------------------------------------------. მ---------------–-------------------------–---------------------------------- მ----–-------------------------–---------------------------------–----------------- პ-–---------------------------------–--------------------------------–-----------–----------–-----–---------“; 2----–-–------------------- ამონაწერის თანახმად: „პ-–----------------–--------–-----–---------------------------–--------–-–--–------, ს---–-------–----–------. ოჯახის წევრების გადმოცემით, მან გ---------------------–-------------–------–------------------–----------–ი, ი--------------–-----------------------–----- დ-----–-----------–----–--------------------------მ შ----------------------–---------------–-----–----–--ა“. ასევე ის რ-----–----------------------–------------–----–-------–----------------------–-------------–-------------------------------------–--------
11.7. თითოეული ზემოაღნიშნული ამონაწერი ა------------------------------ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, რომ პ-–---------------------------------–-----------–--–---–-------------------------------------------------
11.8. შ----------------------------–----ს და ნ--------------------–----–-------ს“ 2----–-–---------–--ის ამბულატორიული ს----------–------------------–--------------ს დასკვნის თანახმად, ლ-–- ღ----–---ა დ-----------–-- ქ----------–--------------------------------- ო--------–-------------–---–-–--–------------- ფ------------------------------------------------------- ფ----–------------------------------ (დ----–---, რასაც მოწმობს ა------------------–-----, წ-------------–---------–------------------–--, მ------–--------------------–-------------, მ----–-------------------------------, ხანგრძლივი ა-–-------–----–--- მ-----------------–---–-–--–----თ, ხ-------------------------, ა--------------------------–----------------, ს–----------------------------------------------–---–----–---------------–--------------------------------–--–-----–------, თ-----------------------------------------–---------------–------------------–--------------- რაც მ--–----–----------------–--ს ს--–---–-------------–---, ე---–----------------–------------------------–--------------------------------------–--- და თ----------------------------------------------------------------------–---------–----–-------------–---–--------- მ-----------–-----------ი (------------–---, ე--------------------------–--–---–----- ი-------–---------------–-----------–------------ მიმართ. კ------------------------------------–---------------------------------------------------------ა და შექმნილი სიტუაციის მიმართ კ-----------------–---ა... ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საექსპერტო კომისია მივიდა დასკვნამდე, რომ 2----–-–---------------ს და 2----–-–-----------------ს ლ-–- ღ----–---ას თ------------------------------------ არ-–----–---–---------------------------------–----–--ბა და გ----------- ამჟამად ლ-–- ღ----–---ას (ჯ---–---) თ------------------------------------ ა---–-----–---–--------------- მ---------------–----–--------------------ი“.
11.9. აპელანტების მოსაზრებით, ქ.პ-------–---ს ნ-------–---------------------ის მიერ გაცემული ცნობები სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული იმ მოტივით, რომ ისინი რ-------- ფ-------–--------------- გაცემული და მათი ავთენტურობის შემოწმება შეუძლებელია. შ----------------------------–----ს და ნ--------------------–----–-------ს 2----–-–-----------ის დასკვნა კი, სადავო გარიგების დადების შემდგომ არის გაცემული და შეუძლებელია იგი ზუსტად ასახავდეს მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას 2----–-–-ს მდგომარეობით. აპელანტები ლ-–- ღ----–---ას დამაკმაყოფილებელი ფ--------------------------ს დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მიუთითებენ ნოტარიუსთან გარიგების დადების ვიდეო ჩანაწერს (იხ: საქმეში წარმოდგენილი CD), სადაც, მათი მოსაზრებით, ლ-–- ღ----–---ა ვიზუალურად ჯანმრთელად გამოიყურება.
11.10. პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკითხი ეხება ისეთ ფაქტობრივ გარემოებას (პირის ფ--------------------------), რომლის დადგენაც სპეციალურ (სამედიცინო) ცოდნას მოითხოვს. „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სანოტარო მოქმედებებთან დაკავშირებით ნოტარიუსი სამართლებრივ კონსულტაციას უწევს პირებს და მათი თხოვნით ადგენს დოკუმენტების პროექტებს. გარიგების დადებაზე ნების ნოტარიუსთან გამოვლენის დროს, ნების ნამდვილობის პრეზუმფცია მოქმედებს მანამდე, სანამ იგი შედავებული და გაქარწყლებული არ იქნება საპირისპირო მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში, ს----–--–-------------–-------–-----–----------------–-----–---------------–--------------–----------------------------------------------------------–--------------–---------------------------------------------------–-–--------------–------------------------------–-–--------–-----------------------------------------–----------------------
11.11. პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც იმ პირის მიერ, ვისაც გააჩნია სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, მედიცინის, ხელოვნების ან ხელობის დარგში, გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ექსპერტიზაში; იმ მასალებისა და აქტების მონაცემებს, რომლებიც საჭიროებენ ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის მიმართ დავალებას; გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ სამეცნიერო და კვლევითი მეთოდების მონაცემებს; იმ გარემოებებს, რომლის დადგენაც შეადგენს ექსპერტის საბოლოო მიზანს. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ-ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს, რასაც პალატის მოსაზრებით, შ----------------------------–----ს და ნ--------------------–----–-------ს მიერ 2----–-–-----------ის დასკვნა სრულად აკმაყოფილებს. საგულისხმოა გარემოება, რომ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არის კომისიური სახის.
11.12. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილი წესით. მტკიცებულების სრულყოფილად გამოკვლევა გულისხმობს თავდაპირველად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ - მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (სუსგ. №ას-1125-1389-09, 26 მარტი, 2010 წელი).
11.13. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი ა-----–-----------–-------------–------------------–---------------ს დ------------–--–----------------------–--------------–----–--------–----------------------------–-------------------------------–----–---------------–-–-----------------------------------–--–-------------------------------------------------–-------------------------------------––-------–---------------------------–----–------------------- გა----------–----------------–------–------------------–------------------------------------–--------. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას არ იკვეთება მისი ე.წ. კვლევითი ნაწილის ნაკლოვანება, ასევე საეჭვო არ არის დასკვნის შემდგენთა კვალიფიკაცია, რასაც შეიძლებოდა არასარწმუნოდ ექცია წარმოდგენილი შეფასება. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტით შეფასების შედეგად, სააპელაციო პალატა ექსპერტიზის დასკვნას მიიჩნევს სარწმუნოდ და იზიარებს მასში მითითებულ დასკვნას, რომ 2----–-–---------------ს და 2----–-–-----------------ს ლ-–- ღ----–---ას თ----------------------------------------------------ე არ-–----–---–---------------------------------–----–--ბა და გ-----------
11.14. პალატა მხედველობაში იღებს ასევე, ს-----–----------------–ის ს----–-----------------–---------------ის ე---------–---------------- წ-–------------ დასკვნას, რომლის თანახმად ლ-–- ღ----–---ას მ-----------–------------------------------------ პ------–-----ს გ------–------------–-------–--------------------------------------–----------------–-----–---–-----–------------------------------–----------------------------------------------------------. ასევე პ----------–--–-----------ს პ------–-----ს გამო ს-------------–----------–--------–------------------------------–-------------------------------- მას არ შეუძლია ფ---–-------------------------------------–-----------–-–---------–---–------------------–----------------, კერძოდ, პ----------------------–ი. მას ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში ესაჭიროება მხარდამჭერი პირის დახმარება. (თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------------ის გადაწყვეტილებით ლ-–- ღ----–---ა ცნობილ იქნა მხარდაჭერის მიმღებად, შემდეგ სფეროებში: სახელმწიფო გასაცემლის (პენსია და სხვ.) დანიშვნის, აღდგენის, მიღებისა და განკარგვის სფეროში, ამავე მიზნით, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობის სფეროში; 2. მედიკამენტების (მათ შორის _ რეცეპტით გასაცემის) უსასყიდლოდ მიღებისა და შეძენის სფეროში; 3. მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის სფეროში; 4. საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში, ასევე ადმინისტრაციულ ორგანოებთან (მათ შორის - სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან და სხვ.), კერძო აღმასრულებელთან და ნოტარიუსთან ურთიერთობისას წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების სფეროში; 5. უძრავი ქონების მართვის სფეროში; 6. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სფეროში. ამავე გადაწყვეტილებით ქ---------------–--- დაინიშნა ოჯახის წევრის, შვილის – ლ-–- ღ----–---ას მხარდამჭერად ზემოაღნიშნულ სფეროებში და მას, როგორც მხარდამჭერს, მიენიჭა უფლებამოსილება განახორციელოს მისთვის, როგორც მხარდამჭერისთვის მინიჭებული უფლებები, მხარდასაჭერი პირის - ლ-–- ღ----–---ასთვის შესაბამისი ნების გამოხატვაში დახმარების გზით)
11.15. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის საწინააღმდეგოდ უსაფუძვლოა მოპასუხეთა მითითება ისეთ გარემოებაზე, როგორიცაა ლ-–- ღ----–---ას მიერ ოჯახის შექმნა (ვინაიდან ქორწინების დროს არ ხდება პირის ფ--------------------------ს შემოწმება), და მართვის მოწმობის არსებობა, ვინაიდან მოსარჩელეზე მართვის მოწმობა გაცემულია 2----–--–ს, განსახილველ შემთხვევაში კი, სადავოა 2----–-–-ს პერიოდი (საგულისხმოა გარემოება, რომ ლ-–- ღ----–---ა განქორწინებულია 2----–-–-----------------ან, ხოლო სსიპ სა---------–----–---------------------------------–------------–-------–-----------–-----–---–------------–-ის მიხედვით, მოსარჩელეს 2----–-–---------------------------------–----–-----------–-------------------------------------–-------------–-------------------–------–-–-------------------–ა; ასევე 2----–-–-ს 3-----------------------------–----–-----------–-------------------------------------–--------------------–----------------------------–---------------------------------–-----------------–---------–-–------------–-------
11.16. სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო მტკიცებულებათა შეფასებას ახდენს ორი თვალსაზრისით, მათი სარწმუნოობის და არასარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხედვით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნების გაკეთების უფლებას. სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში უნდა მიუთითოს მოსაზრებაზე, რის გამოც მან ზოგიერთი მტკიცებულება ცნო უტყუარად, ხოლო სხვები სარწმუნოდ. მტკიცებულებათა შეფასებაში სასამართლო თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა ფაქტისა და უფლების შესახებ საკითხის გადაწყვეტაში უზრუნველყოფილია შემდეგი პრინციპით: არავითარ მტკიცებულებას სასამართლოსათვის არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ნებისმიერი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება უარყოს და ან პირიქით, მიიღოს, თუ მტკიცებულების ობიექტური შინაარსი შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. საპროცესო კანონმდებლობით თითოეულ მხარეს ევალება წარადგინოს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ისეთი მტკიცებულებები, რომელიც მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტის შესატყვისად, აძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული გარემოება თუ ფაქტი დაადასტუროს. სასამართლო ერთობლივად აანალიზებს მტკიცებულებებს და მათი ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიდის დასკვნამდე მხარის მოსაზრების დასამტკიცებლად თითოეულის ვარგისიანობისა და სამართლებრივი წონადობის თაობაზე.
11.17. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ მოსარჩელე არის მ--------------------------------------------------------------- სადავო ხელშეკრულების დადების დროს ლ-–- ღ----–---ას მისი ჯ---------–------------------------- გამომდინარე არ-–----–---–---------------------------------–----–--ბა, შესაბამისად არ შეეძლო ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სადავო გარიგების და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლების ბათილად ცნობის საფუძველია, გ------–----–------------–--------.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
12. პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
13. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ-- ჩ------–---–ის და ლ---- ჩ----ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტების მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ნათია გუჯაბიძე
მოსამართლეები ვანო წიკლაური
გოდერძი გიორგიშვილი