განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210115737632
საქმე №2ბ/1438-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წ. ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები - ოთარ სიჭინავა, თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე
აპელანტები - ო----- მ-----–-–---–ი, იბა ,,ი---- ს----ე’’ და მისი წევრები - მ------ შ-------ი, ა---- თ-----ე, ხ------- თ-----ე, ძ-----–ი ს---–----–---–ი, ს------ მ--------------ი, ლ-–- ჩ-------ე, პ----- უ----–--ე, მ-----– ტ-----ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - მ--- კ-----ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. მოსარჩელე მ--- კ-----ემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების - იბა ,,ი---- ს----ეს’’ და მისი წევრების - მ------ შ-------ი, ა---- თ-----ე, ხ------- თ-----ე, მ----- გ------ე, ო----- მ-----–-–---–ი, კ---- ა-–-----–---–ი, ე-–--------- ბ-----ე, ძ-----–ი ს---–----–---–ი, ს------ მ--------------ი, ლ-–- ჩ-------ე, პ----- უ----–--ე, მ-----– ტ-----ე, კ---- ლ---–----ე, თ----- ლ-----ე, ი----- ხ----–---–ი, ზ------ ა--–--ე, ი----- შ-------ის მიმართ სარჩელი აღძრა. მოსარჩელემ მოითხოვა შეწყდეს იბა ,,ი---- ს----ესა’’ და მ--- კ-----ეს შორის 2007 წლის 30 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება და მოპასუხეებს - იბა „ი---- ს----ესა“ და მის წევრებს: მ------ შ-------ს, ბ---- თ-----ის უფლებამონაცვლეებს - ა---- თ-----ესა და ხ------- თ-----ეს, მ----- გ------ეს, ო----- მ-----–-–---–ს, კ---- ა-–-----–---–ს, ე-–--------- ბ-----ეს, ძ-----–ი ს---–----–---–ს, ს------ მ--------------ს, ლ-–- ჩ-------ეს, პ----- უ----–--ეს, მ-----– ტ-----ეს, კ---- ლ---–----ეს, თ----- ლ-----ეს, ი----- ხ----–---–ს, ზ------ ა--–--ესა და ი----- შ-------ს მ--- კ-----ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში გადახდა (ს.ფ. 265, 2018 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს - ამხანაგობა ,,ი---- ს----ეს’’ და მისი წევრებს - ა---- თ-----ეს, ხ------- თ-----ეს, მ----- გ------ეს, ო----- მ-----–-–---–ს, კ---- ა-–-----–---–ს, ე-–--------- ბ-----ეს, ძ-----–ი ს---–----–---–ს, ს------ მ--------------ს, ლ-–- ჩ-------ეს, პ----- უ----–--ეს, მ-----– ტ-----ეს, კ---- ლ---–----ეს, თ----- ლ-----ეს, ი----- ხ----–---–ს, ზ------ ა--–--ეს, ი----- შ-------ს და მ------ შ-------ს მოსარჩელე მ--- კ-----ის სასარგებლოდ დაეკისრათ 5 000 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარში ანაზღაურება;
4. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
5. 2005 წლის 24 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) „ი---- ს----ეს“ დაფუძნების შესახებ.
6. ხელშეკრულების თანახმად დადგენიულია, რომ ზ------ ა--–--ემ, მ------ შ-------მა, აგრეთვე, როგორც ი----- შ-------ის წარმომადგენელმა, ა---- თ-----ემ, როგორც ბ---- თ-----ის წარმომადგენელმა, მ----- გ------ემ, ო----- მ-----–-–---–მა, კ---- ა-–-----–---–მა, ე-–--------- ბ-----ემ, ძ-----–ი ს---–----–---–მა, ს------ მ--------------მა, ლ-–- ჩ-------ემ, პ----- უ----–--ემ, მ-----– ტ-----ემ, კ---- ლ---–----ემ, თ----- ლ-----ემ, ი----- ხ----–---–მა დააფუძნეს იბა ”ი---- ს----ე”.
ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, დ-----–---–ის ქ. №22/18-ში და დ-----–---–ის ქუჩა №22-ში მდებარე 543 და 224 კვ.მ. მიწის ნაკვეთებზე, სულ 767 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული საცხოვრებელი სახლების დანგრევა, მათ ნაცვლად მრავალსართულიანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ფართების, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების, მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვ (იხ. ტომი I, ს.ფ. 24-39).
7. 2007 წლის 30 იანვარს მ--- კ-----ესა და ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „ი---- ს----ე 3“-ის თავმჯდომარეს, ზ------ ა--–--ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება №12, ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ი---- ს----ე 3’’-ის წევრობის შესახებ.
8. ხელშეკრულების გაფორმების დროს ამხანაგობის თავმჯდომარე იყო ზ------ ა--–--ე, ხოლო შემდეგ არჩეულ იქნა მ------ შ-------ი (იხ. ტომი I, ს.ფ. 40-42).
9. 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების საფუძველზე, ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა მ--- კ-----ესა და იბა ”ი---- ს----ეს” შორის.
10. მ--- კ-----ე ამხანაგობა „ი---- ს----ეს“ ჩვეულებრივი წევრია, შესაბამისად, მხარეებს შორის ურთიერთობა ამხანაგობის მარეგულირებელი ნორმებით წესრიგდება და არა ნარდობის მომწესრიგებელი ნორმებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, ამხანაგობიდან გასვლის სამართლებრივ შედეგებს ამხანაგობის წევრებს შორის ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმა არეგულირებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
11. პალატა მ--- კ-----ესა და ამხანაგობა „ი---- ს----ესა“ და ამხანგონის სხვა წევრებს შორის სამართალურთიერთობის მოწესრიგების მიზნებისათვის ყურადღებას ამახვილებს 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულებაზე, რომლის 2.2. პუნქტის თანახმად, ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება წილობრივი მონაწილეობისათვის წევრისათვის საკუთრებაში გადაეცა შენობის პირველ სადარბაზოში, მე-6 სართულზე პროექტით გათვალისწინებული 91.5 კვ.მ. (საერთო ფართი 81 კვ.მ; საზაფხულო ფართი 10.5 კვ.მ.) ფართობის ბინა. ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად, ამხანაგობაში წილობრივი მონაწილეობისთვის და ობიექტის საკუთრებაში მისაღებად წევრს უნდა გადაეხადა ამხანაგობაში საწევრო შენატანი, რომლის ოდენობა და გადახდის გრაფიკი მხარეებს შორის შეთანხმდა დამატებითი წერილობითი ფორმით და დანართის სახით დაერთო ხელშეკრულებას. მ--- კ-----ეს დაუწესდა თანხის გადახდის გრაფიკი. გადასახდელი თანხა მთლიანად შეადგენდა 34 580 აშშ დოლარის შესაბამის ექვივალენტს ლარებში.
მ--- კ-----ემ განახორციელა პირველადი შენატანი 2007 წლის 30 იანვარს, 5 000 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარში ოდენობით. ბოლო შენატანი მოსარჩელის მიერ უნდა განხორციელებულიყო 2008 წლის 30 დეკემბერს, 8 780 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარში ოდენობით. მ--- კ-----ეს ამის შემდგომი შენატანები არ განუხორციელებია. ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, თუ რაიმე მიზეზით, რომელიც გამოწვეული არ არის წევრის მიერ საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობით, ამხანაგობა დროზე ადრე დაარღვევს ამ ხელშეკრულებას, იგი ვალდებულია, წევრის სურვილის შემთხვევაში, დაუბრუნოს უკვე გადახდილი თანხა და დამატებით პირგასამტეხლო გადახდილი თანხის 10%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მასზე ხელმოწერისთანავე და მოქმედებს 2008 წლის დეკემბრის თვის ბოლომდე. (2008 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით) (იხ. ტომი I, ს.ფ. 19-23). შესაბამისად, მითითებული ხელშეკრულების მიხედვით, ამხანაგობა ვალდებულია ამხანაგობის წევრს, მოცემულ შემთხვევაში, მ--- კ-----ეს, გადასცეს ამხანაგობის წევრობა და მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებები. თავის მხრივ, კი ამხანაგობის წევრი ვალდებულია, ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით, შეიტანოს ამხანაგობაში 34 580 აშშ დოლარი.
12. ამდენად, პალატა მხარეთა თავისუფალი ნების გამოხატვის შედეგად დადებული გარიგების დებულებათა შესაბამისად, დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--- კ-----ე ამხანაგობა „ი---- ს----ეს“ წევრია. ამასთან, პალატა აქვე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამხანაგობის ე.წ. „დამფუძნებელ“ და „ჩვეულებრივ“ წევრებს ერთმანეთისაგან არ განასხვავებს. ამხანაგობის მარეგულირებელი ნორმები ამხანაგობის წევრებისათვის ერთიან მოწესრიგებას აწესებს. მით უფრო, მაშინ, როდესაც ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეები ცალსახად და არაერთმნიშვნელოვნად თანხმდებიან საერთო მიზნის მისაღწევად ერთობლივ მოქმედებაზე, ასევე ყველა იმ თავისებურებაზე, რომელიც, სწორედაც, რომ ამხანაგობის ხელშეკრულებისათვისაა სახასიათო, როგორიცაა მაგალითად, წილის შეძენა, შენატანის განხორციელების ვალდებულება, წილის თავისუფალი განკარგვის შეზღუდვა და. ა. შ.
13. მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა ამხანაგობის წევრის ამხანაგობის ხელშეკრულებიდან გასვლა, რაც, რაღა თქმა უნდა, დასაშვებია ერთობლივი საქმიანობის შესახებ 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების მე-2 პუნქტიდან და ამხანაგობა „ი---- ს----ეში“ ფულადი შენატანის განხორციელების სანაცვლოდ უფლებების გადაცემისა და საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ 2007 წლის 30 იანვრის ხელშეკრულების 2.2. პუნქტიდან გამომდინარე. ამასთან, პალატა ადგენს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ--- კ-----ეს ამხანაგობაში შეძენილი წილის შესაბამისი ფართი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ გადასცემია, რითაც მ--- კ-----ის უფლება არსებითად დაირღვა. საქმის მასალებით არ დასტურდება ვალდებულების დროულად შესრულების პერსპექტივა, შესაბამისად, არ არსებობს ამხანაგობისათვის ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის დაწესების აუცილებლობა. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ მ--- კ-----ისთვის უფლება, ამხანაგობიდან გასვლის თაობაზე, საფუძვლიანია.
სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
ზემოდასახელებული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ ამხანაგობის წევრთა პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე სოლიდარულია და აღნიშნულ პასუხისმგებლობაზე გავლენას ვერ მოახდენს ვალდებულების შეუსრულებლობა განპირობებულია ერთი თუ ყველა მათგანის ბარლეული ქმედებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მ--- კ-----ის მოთხოვნა გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანად მიაჩნია და ვინაიდან, სახეზეა, სოლიდარული ვალდებულება 5000 აშშ დოლარის გადახდა ამხანაგობა ”ი---- ს----ეს" წევრებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.
14. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მ--- კ-----ის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
“ხანდაზმულობა” სამოქალაქო სამართალში გამოხატავს რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, რომელიც არსებობდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ვითარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
15. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ზემოდასახელებული ხელშეკრულებით ამხანაგობამ ვალდებულება აიღო გადაეცა საცხოვრებელი ბინა მ--- კ-----ისთვის. პალატა, წარდგენილ სარჩელს ხანდაზმულად არ მიიჩნევს, შემდეგ გარემოებათა გამო:
16. სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის ანალიზით დგინდება, რომ ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება ვალდებულების შესრულების მოთხოვნაზე. ვალდებულება, რომელიც უნდა შესრულდეს მხარეთა შორის ხელშეკრულებით არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში, ძირითად ვალდებულებას მ--- კ-----ისთვის, როგორც კრედიტორისათვის, საცხოვრებელი სახლის გადაცემის მოთხოვნა, ხოლო ერთობლივი საქმიანობა ”ი---- ს----ესთვის” მ--- კ-----ისთვის შეთანხმებული საზღაურის დაკისრების მოთხოვნა წარმოადგენს.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეა მ--- კ-----ე, გამოსაკვლევია რაში მდგომარეობს მისი მოთხოვნა ძირითადი ანუ პირველადი ვალდებულების შესრულებაში, რაც როგორც აღინიშნა საცხოვრებელი სახლის გადაცემაა თუ, სახეზეა, მეორადი ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. სასამართლოს წარმოდგენილი სარჩელის საფუძველზე მიაჩნია, რომ სახეზეა, სასარჩელო მოთხოვნა, ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ხელშეკრულებაზე უარის თქმის, სამართლებრივ შედეგებს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, ხოლო წინაპირობებს 405-ე მუხლები. თუ ვერ ხერხდება კრედიტორის პირველადი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოვალის მიერ (ვალდებულების შესრულება), მის ადგილს მეორადი მოთხოვნა იკავებს. პირველადი ვალდებულებებისაგან მეორადი ვალდებულებანი უნდა განვასხვავოთ. ეს უკანასკნელი უშუალოდ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან არ გამომდინარეობს. მეორადი ვალდებულება პირველადი ვალდებულებების (ქმედების განხორცილების) დარღვევის შედეგად წარმოიშობა და იკავებს ან მათ ადგილს, ანდა მათთან ერთად არსებობს.
ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე განსხვავებით მოთხოვნის უფლებებისაგან არ ვრცელდება ხანდაზმულობა. ხელშეკრულებიდან გასვლის დამახასიათებელი ნიშანი მხარეთა შორის ორმხრივი რესტიტუციის განხორციელებაა, რესტიტუცია კი, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას გულისხმობს, რა დროსაც მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გადაცემული ქონების უკუქცევა ხდება. საგულისხმოა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა და პირვანდელი მდგომარეობის აღგენა ერთობლივი, განუყოფელი და მყისიერი ქმედებაა, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ თუ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებაზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა, არც მისი თანმდევი შედეგი (ნატურით დაბრუნება) ექვემდებარება ხანდაზმულობას.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ ო----- მ-----–-–---–ის, იბა ,,ი---- ს----ეს’’ და მისი წევრების - მ------ შ-------ის, ა---- თ-----ის, ხ------- თ-----ის, ძ-----–ი ს---–----–---–ის, ს------ მ--------------ის, ლ-–- ჩ-------ის, პ----- უ----–--ისა და მ-----– ტ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ო----- მ-----–-–---–ის, იბა ,,ი---- ს----ეს’’ და მისი წევრების - მ------ შ-------ის, ა---- თ-----ის, ხ------- თ-----ის, ძ-----–ი ს---–----–---–ის, ს------ მ--------------ის, ლ-–- ჩ-------ის, პ----- უ----–--ისა და მ-----– ტ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტებს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება მის გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები ოთარ სიჭინავა
თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი