განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.06.2019
საქმის ნომერი
200210017001977844
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
25.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე N2ბ/8246-18 25 ივნისი, 2019 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - ლევან გვარამია

მოსამართლეები: გელა ქირია

დავით ახალბედაშვილი

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტები – მ---- ქ----------–---–ი, გ------- ლ-------–ი (შეგებებული სარჩელის ავტორი);

წარმომადგენელი – თ----------------–-;

 

მოწინააღმდეგე მხარე – გ------------–---–-;

წარმომადგენელი - ა-–-------------–---–-;

 

დავის საგანი - მამობის დადგენა, მამის გვარის მინიჭება (ძირითად სარჩელში), შვილად აყვანის ფაქტის დადასტურება (შეგებებულ სარჩელში);

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება;

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე გ------------–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა შემდეგნაირად: გ------------–---–- (პირადი N1----------) ცნობილი იქნა მ----ა ლ-------–ის (პირადი N0----------) მამად და შევიდა ცვლილება 2016 წლის 02 აპრილს დაბადებული მ----ა ლ-------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში (ჩანაწერის ნომერი - 0----------) და გაიცა დაბადების მოწმობა: მამის გრაფაში გ------- ლ-------–ის ნაცვლად მიეთითა მამა - გ------------–---–- და ბავშვის გვარის გრაფაში მიეთითა - ტ------–---–-.

 

არ დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე გ------- ლ-------–ის სარჩელი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ უდავოდ მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. 2015 წლის მაისის თვეში გ-------------–---–- დაქორწინდა მ---- ქ----------–---–ზე, რომელიც იმ დროისათვის იყო არასრულწლოვანი, აღნიშნულის გამო გ------------–---–- მიცემული იყო სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-განაჩენი, გამოკითხვის ოქმი (ს.ფ. 16-29);

 

2.2. ერთად ცხოვრების პერიოდში გ------------–---–ს და მ---- ქ----------–---–ს 2016 წლის 02 აპრილს შეეძინათ შვილი - მ----ა ქ----------–---–ი (პ/ნ 0----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის ასლი, (ს.ფ. 36)

- გამოკითხვის ოქმი, განაჩენი (ს.ფ. 18-24);

 

2.3. მ---- ქ----------–---–ი და გ------- ლ-------–ი იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ---- ქ----------–---–ის და გ------- ლ-------–ის ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 40);

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.4. მ---- ქ----------–---–ი გ------------–---–ს შვილს არ აჩვენებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი; დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 1-15;212-225);

2.5. 2017 წლის 22 აგვისტოს, მას შემდეგ რაც დავა დაიწყო მამობის დადგენის თაობაზე, მ---- ქ----------–---–მა და მისმა მეორე მეუღლემ გ------- ლ-------–მა მიმართეს სამოქალაქო რეესტრს და ცვლილებები შეიტანეს მ----ას დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ მ----ას მამად მიეთითა გ------- ლ-------–ი და მ----ას გვარად განისაზღვრა - ლ-------–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მ----ა ლ-------–ის დაბადების მოწმობის ასლი (ს.ფ. 98);

 

2.6. 2018 წლის 13 აგვისტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკის ნ----------------–-–---–-ს მიერ გაცემული N3826 დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ ,,2015 წლის მაისში სიყვარულით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გ------------–---–- დაქორწინდა მ---- ქ----------–---–ზე. დაოჯახების შემდეგ დასახლდნენ სოფელ კარდენახში გ---ს მშობლების სახლში. გ---ს მშობლებმა სიხარულით მიიღეს რძალი. მაისის თვეში გაიგეს, რომ მ---- ორსულად იყო და მალევე დაყენეს აღრიცხვაზე ქ. თბილისში შპს კლინიკაში ,,ახალი სიცოცხლე“. გ---ს და მ---ს (ყოფილი დედამთილი) მ---- რეგულარულად დაჰყავდათ ექიმთან ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით.2016 წლის 2 აპრილს იმავე კლინიკაში შეეძინათ მდედრობითი სქესის ახალშობილი. რადგან იმ დროისთვის ბავშვის დედა არასრულწლოვანი იყო, ქორწინების რეგისტრაცია ვერ მოხერხდა მ---- ქ----------–---–ის ასაკიდან გამომდინარე. გ---ს სიდედრის რეკომენდაციით, ბავშვი გატარდა ბიოლოგიური დედის გვარზე - ქ----------–---–ზე. გ------------–---–- არასრულწლოვანთან ქორწინების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი მისცეს. მოპოვებული ინფორმაციით, თავდაპირველად ახალშობილი მ----ა ქ----------–---–ი ცხოვრობდა მამის ოჯახში. თვენახევრის ასაკში მ----ას შეხვდა ყივანახველა, რის გამოც სასწრაფოდ წაიყვანეს ,,ჯეოჰოსპიტალის“ გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, საიდანაც კატასტროფის ბრიგადამ ბავშვი გადაიყვანა ქ. თბილისში. საავადმყოფოში 16 დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად მზრუნველობას ახორციელებდა მ----ა ბიოლოგიური ბებია (მამის მხრიდან) - მ--- გ---–---–-. ბიოლოგიური მშობლები: გ--- და მ---- კი იმყოფებოდნენ გ---ს მამის ძმის ოჯახში და იქიდან დადიოდნენ ბავშვის სანახავად. ოჯახში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში გ---ს და მ----ს დაეძაბათ ურთიერთობები. რის შემდეგაც მ---- წავიდა სახლიდან. გ--- ყოველ კვირა დღეს აკითხავდა შვილს ხან სოფელ ბაკურციხეში, ხან ქალაქ რუსთავში, ხოლო გამზრდელ ბებიას (გ---ს დედას) არ აჩვენებდნენ შვილიშვილს მ----ს ოჯახის წევრები.

 

მ---- ქ----------–---–ის გათხოვების შემდეგ, გ--- ყოველთვის იჩენდა ინტერესს საკუთარი შვილის მიმართ, მაგრამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს ვერც შვილის ნახვას და ვერც სათანადო ზრუნვას.“ ამავე დასკვნის თანახმად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიური მამის - გ-------------–---–-ს ოჯახში არის კეთილსაიმედო გარემო არასრულწლოვან მ----ა ლ-------–ის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისათვის.

2018 წლის 03 აგვისტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის სოციალური მუშაკის ელენა ტორიაშვილის მიერ გაცემული N3688 დასკვნის თანახმად, შესრულდა ბავშვის მ----ა ლ-------–ის და მისი მშობლების გ------- ლ-------–ის და მ---- ქ----------–---–ის ოჯახის შეფასება. განხორციელებული ვიზიტების და მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იკვეთება, რომ გ------- ლ-------–ისა და მ---- ქ----------–---–ის ოჯახში ბავშვისათვის შექმნილია უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემო. გოგონას ყველა საჭიროება დაკმაყოფილებულია. ის იზრდება მზრუნველ და მოსიყვარულე გარემოში. ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობას და განვითარებას. დასკვნის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია იგი იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, მშობლების გვერდით. ამასთანავე მას აქვს უფლება იცოდეს სიმართლე საკუთარი წარმომავლობის შესახებ. მიზანშეწონილი აღნიშნული ინფორმაცია ბავშვისათვის მიწოდებულ იქნეს ასაკის შესაბამისად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები,მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.7. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დადგინდეს მოსარჩელე გ------------–---–-ს მამობა მისი მცირეწლოვანი შვილის, მ----ა ლ-------–ის მიმართ, მ----ა ლ-------–ს მიენიჭოს მამის გვარია - ტ------–---–- და შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი მ----ა ლ-------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში N 0----------, კერძოდ მ----ა ლ-------–ს მამის გრაფაში ნაცვლად გ------- ლ-------–ის გვარის გრაფაში ნაცვლად „ლ-------–ისა“ მიეთითოს მისი ბიოლოგიური მამის გ------------–---–-ს გვარი - ტ------–---–-.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით ბავშვის მამობის დადგენა შეუძლებელია, სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მამობის დადგენის შესახებ განმცხადებელი პირის (განცხადებაში მითითებული პირის) ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე ან/და მათ მიერ ბავშვის ერთად აღზრდის ან/და რჩენის ფაქტებს, ანდა სხვა დამამტკიცებელ საბუთებს ან/და გარემოებებს, რომლებიც სავსებით ადასტურებს განცხადებაში მითითებული პირის მიერ ბავშვის მამობის აღიარებას. ამავე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს. ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

მითითებული ნორმიდან გამომდინარე, მამობის დადგენისათვის არ არის აუცილებელი მოცემული მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ყველა პირობის არსებობა, მაგრამ აუცილებლად უნდა არსებობდეს ერთ-ერთი მათგანი. განსახილველი ნორმის მიხედვით, მამობის დადგენისას აუცილებელია ისეთი გარემოებების არსებობის დადასტურება, რომლებიც უკავშირდება საოჯახო ურთიერთობებს, ოჯახის შექმნის მიზანს ან პოტენციური მამის მიერ მამობის აღიარების ფაქტს.

 

„ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ქორწინების გარეშე დაბადებული თითოეული ბავშვის მამობის დადგენა შეიძლება დამყარდეს ან დადგინდეს ნებაყოფლობითი აღიარებით ან სასამართლო გადაწყვეტილებით.

 

დადგენილია, რომ მ---- ქ----------–---–სა და გ------------–---–ს შორის არსებობდა ფაქტობრივი თანაცხოვრება, რა დროსაც შეეძინათ შვილი, 2016 წლის 02 აპრილს დაბადებული მ----ა ქ----------–---–ი, ბავშვის დაბადებისას მოპასუხე მ---- ქ----------–---–ი იყო არასრულწლოვანი, მათ ვერ მოახერხეს ერთობლივად მისვლა

 

სამოქალაქო რეესტრში, ხოლო შემდეგ დაეძაბათ ურთიერთობა გ------------–---–სა და მ---- ქ----------–---–ს, მ----მ უარი განაცხადა გ------------–---–- ჩაწერილიყო მ----ას დაბადების მოწმობაში და ბავშვს მისცემოდა ბიოლოგიური მამის გვარი. მ---- ქ----------–---–მა 2016 წლის ნოემბერში შექმნა სხვა ოჯახი გ------- ლ-------–თან, ხოლო გ------------–---–-ს მიერ 2107 წლის 21 ივნისს სასამართლოსათვის სარჩელით მომართვის შემდეგ, უკვე 2017 წლის 22 აგვისტოს გ------- ლ-------–ი ჩაეწერა ბავშვის მამად და ბავშვს მისცეს გვარი ლ-------–ი.

 

„ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამასა და დედას ეკისრებათ იგივე ვალდებულებები ბავშვთა ზრუნვაზე, როგორიც მათ ექნებოდათ ქორწინების შემთხვევაში.

 

„ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მეორე მუხლი ადგენს თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. რაც შეეხება ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის უფლებებს, იგი დაცულია როგორც ეროვნული კანონმდებლობით - საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით, ასევე „ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ“ ევროპული კონვენციით.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-7 მუხლის შესაბამისად,ბავშვი რეგისტრირდება დაბადებისთანავე და დაბადების მომენტიდან აქვს სახელისა და მოქალქეობის მოპოვების უფლება, აგრეთვე რამდენდაც ეს შესაძლებელია, უფლება, იცნობდეს თავის მშობლებს და მათი მხრიდან ზრუნვის უფლება.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელს დაცილებული ბავშვის უფლებას, რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის ყველაზე ჭეშმ----ტ ინტერესებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. თავის მხრივ, არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესი“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის.

 

მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.

 

ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2016 წლის 02 აპრილს დაბადებული მ----ა ლ-------–ი არის მცირეწლოვანი და მის მიმართ მამობის დადგენა შეესაბამება ბავშვის ინტერესს, ვინაიდან მას აქვს უფლება შეინარჩუნოს კავშირი როგორც დედასთან ,ასევე ბიოლოგიურ მამასთან, აღიარებული იყოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების პატივისცემა, მოახდინოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების რეალიზება, მათ- შორის მიიღოს მშობლებისაგან სარჩო, საცხოვრისი, განათლებაში ხელშეწყობა, მისი აღზრდა-განვითარებისა და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო სიკეთეები.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავისა და გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ წარმოდეგნილი დასკვნების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, მხარეთა პოზიციის, მათ შორის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თელავის რაიონული განყოფილების წარმომადგენელის პოზიციის, მოცემულ შემთხვევაში მცირეწლოვანი ბავშვის ჭეშმ----ტი ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე, მ----ა ლ-------–ისათვის ბილოგიური მამის გვარის - ტ------–---–-ს მინიჭებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე მ----ა ლ-------–ის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ მ----ა ლ-------–ს მამის გრაფაში ნაცვლად გ------- ლ-------–ის გვარისა ლ-------–ი“ბიოლოგიური მამის გ------------–---–-ს გვარის - ტ------–---–-ს მითითების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.8. რაც შეეხება შეგებებულ სასარჩელო მოთხოვნას, რომ დადასტურდეს გ------- ლ-------–ის, მიერ 2016 წლის 2 აპრილს დაბადებული მ----ა ლ-------–ის, შვილად აყვანის ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბავშვს ჰყავს როგორც ბიოლოგიური დედა, ასევე ბიოლოგიური მამა, რომელსაც არ შეუწყვეტია ბავშვი დაბადების მომენტიდან ბავშვზე ზრუნვა, ხოლო მას შემდეგ რაც მ---- ქ----------–---–ი წავიდა გ------------–---–-ს ოჯახიდან, მისი მცდელობის მიუხედავად მ---- ქ----------–---–ი არ აჩვენებდა ბავშვს, არა მარტო გ------------–---–ს,არამდე მისი ოჯახის წევრებსაც, მოცემულ შემთხვევაში გ---ს დედას.

 

ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე გ------- ლ-------–ისათვის ცნობილი გახდა რა, რომ გ------------–---–ს სარჩელი ჰქონდა შეტანილი სასამართლოში მამად ცნობისა და ბავშვისათვის გვარის მინიჭების თაობაზე, იგი ჩაეწერა ბავშვის მამად და ბავშვს მიანიჭა თავის გვარი ლ-------–ი. მოცემულ შემთხვევაში განსახილველ საკითხზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს გაუმართლებლად მიაჩნია, ვინაიდან ბავშვის ბიოლოგიურ მამას მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა მ---- ქრიასტესიაშვილთან, არ განუცხადებია უარი თავისი შვილის მამობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია მათი თანხმობა.

 

გაეროს 1989 წლის კონვენციის მე-7 მუხლის თანახმადაც, ბავშვს აქვს უფლება, რამდენადაც ეს შესაძლებელია სცნობდეს თავის მშობლებს და მას ასევე აქვს უფლება მშობელთა მზრუნველობაზე.

 

ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე არ არსებობს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა 7.3.7. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ გ------- ლ-------–სა და მ----ა ლ-------–ს შორის ჩამოყალიბებულია ის ურთიერთობა, რაც ნამდვილ მამა-შვილს შორის შეიძლება არსებობდეს.

 

სასამართლომ არ იმსჯელა რატომ შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს მისი დაბადების სააქტო ჩანაწერში მოსარჩელის მითითება და რატომ არ შეესააბამება მის საუკეთესო ინტერესებს გ------- ლ-------–ის მიერ მისი შვილად აყვანა და მისი მამად მითითება.

 

3.3. აპელანტის მითითებით, გ------- ლ-------–ის კეთილშობილება უპირველეს ყოვლისა იმაში გამოვლინდა, რომ მ---- ქ----------–---–ს შესთავაზა ბავშვის თავისთან სახლში მიყვანა, ოჯახთან ერთად ცხოვრება და შვილად აღიარება. რადგან მოსარჩელე არ იყო დაბადების სააქტო ჩანაწერსა და დაბადების მოწმობაში მითითებული, როგორც მამა არანაირ ინტერესს არ იჩენდა ბავშვის მიმართ. სამართლებრივად და მორალურადაც სწორად გადაწყვიტა მ----ას არსებობისათვის მიეცა კანონიერი სახე. იგი მოპასუხესთან ერთდ გამოცხადდა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში და განაცხადა რომ იყო ბავშვის მამა. ბავშვმა იცის, რომ მისი მამა გ------- ლ-------–ია, მას ჰყავს ძმა ზ----ა ლ-------–ი რომელთან ერთადაც იზრდება და უყვარს. გ------- მშობლები - პაპა და ბებია იჩენენ მზრუნველ და თბილ დამოკიდებულებას მის მიმართ.

 

აპელანტების განმარტებით, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე წინააღმდეგი არიან სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის და გ------------–---–თან ბავშვის ურთიერთობის. როდესაც ბავშვი გაიზრდება და ექნება დამოუკიდებელი განსჯის უნარი, იგი შეიტყობს სინამდვილეს და თავად გადაწყვეტს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობის საკითხს, რომელსაც მამად ყოფნის ფაქტი მხოლოდ მაშინ გაახსენდა, რაც მ---- ქ----------–---–ის მეორედ ქორწინების შესახებ შეიტყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელ ად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------------–---–- და მოპასუხე მ---- ქ----------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაშე. ასევე, დადგენილია, რომ მხარეებს ფაქტობრივი თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი 2016 წლის 02 აპრილს დაბადებული მ----ა ქ----------–---–ი. შესაბამისად, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოდ არ ხდება ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე გ------------–---–- არის მ----ა ლ-------–ის ბიოლოგიური მამა (იხ. ტ.1, ს.ფ. 16-29; 36);

 

4.2. დავის მომენტისათვის მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ. მოპასუხე მ---- ქ----------–---–ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება გ------- ლ-------–თან (იხ. ტ. 1, ს.ფ. 40)

 

მცირეწლოვანი მ----ა ქ----------–---–ი ცხოვრობს დედის მ---- ქ----------–---–ის ოჯახში;

 

4.3. მ----ა ქ----------–---–ის სახელზე 5.04.2016წ. გაცემულ დაბადების მოწმობაში, მამის გრაფა თავისუფალია (იხ. ტ.1, ს.ფ. 17) ხოლო განმეორებით 22.08.2017წ. გაცემულ დაბადების მოწმობაში ბავშვის მამად მითითებულია გ------- ლ-------–ი, ხოლო ბავშვის გვარია - ლ-------–ი (იხ. ტ.1, ს.ფ. 98).

 

4.4. სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დადგინდეს გ------------–---–-ს მამობა მ----ა ლ-------–ის მიმართ და მიენიჭოს მამის გვარი - ტ------–---–-. მოსარჩელის მითითებით, მხარეები ერთად აღარ ცხოვრობენ, ხოლო მოპასუხე შვილს არ ანახებს. იმის გამო, რომ მოსარჩელის მამობა ოფიციალური დოკუმენტაციით არ არის დადასტურებული გ------------–---–ს არ ეძლევა საშუალება განახორციელობს მშობლის უფლებები, რომელიც მინიჭებული აქვს კანონის საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ ოჯახის შექმნის მომენტისათვის, 2015 წელს, მოპასუხე არ იყო სრულწლოვანი, რის გამოც არ მოხდა ქორწინების ფაქტის სამოქალაქო წესით რეგისტრაცია. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ ვინაიდან მოპასუხე იყო არასრულწლოვანი, მოსარჩელე სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყო მიცემული (ტ.1, ს.ფ. 16-29).

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი დაზარალებულის/მოწმის 13.05.2017წ. გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ვინაიდან მოპასუხე არ იყო მიღწეული 16 წლის ასაკს, და არსებობდა საფრთხე გ------------–---–-ს მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაყენების, მ---- ქ----------–---–მა მიიღო გადაწყვეტილება ბავშვის დაბადების მოწმობა აეღო მის გვარზე, ხოლო მამის გრაფა დარჩენილიყო ცარიელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 22-24)

 

4.5. დადგენილია, რომ გ------- ლ-------–მა აღძრა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა დადასტურდეს გ------- ლ-------–ის, პ/ნ2----------, მიერ 2016 წლის 2 აპრილს დაბადებული მ----ა ლ-------–ის, პ/ნ 0---------- შვილად აყვანის ფაქტი.

 

მოსარჩელის განმარტებით, მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ გ------- ლ-------–ს მ----ა მიღებული ჰყავს როგორც ბიოლოგიური შვილი, ოჯახთან ერთად ზრუნავს და ზრდის როგორც საკუთარს, შესაბამისად, მიაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს როგორც გამზრდელი მშობლის, ისე მცირეწლოვანი ბავშვის ინტერესები.

 

რაც შეეხება მოპასუხის შესაგებელს, მ---- ქ----------–---–ი აღნიშნავს, რომ გ------------–---–- არ აკითხავდა ბავშვს, არ იღებდა მონაწილეობას მის აღზრდაში. ამჟამად ჰყავს ოჯახი სადაც მ----ა უზრუნველყოფილია და იზრდება სასიამოვნო გარემოში, რის გამოც არ აქვს სურვილი დაბადების მოწმობაში ბავშვის მამად მიეთითოს გ------------–---–-.

 

სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების განსაზღვრის შემდეგ უნდა განსაზღვროს სადავო და უდავო ფაქტები. სადავო ფაქტები მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს წარმოადგენს და მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესიც სწორედ აქ ჰპოვებს გამოვლინებას. სასამართლომ, როგორც საპროცესო საქმიანობის სუბიექტმა, მტკიცების ტვირთი იმგვარად უნდა გაანაწილოს, რომ საფრთხე არ შეექმნას მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი უფლების რეალიზაციას.

 

მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პროცესუალური წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლში, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემული მუხლის საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლთან ერთობლიობაში განხილვის შედეგად შეიძლება დავასკვნათ, რომ მხარე, რომელმაც სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, მას აწევს როგორც ამ მოთხოვნის საფუძვლად არსებული ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების, ანუ მტკიცებულებების წარდგენის ტვირთი. როგორც წესი, ფაქტის მითითების და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი.

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 6.08.2018წ. გაცემული დასკვნის თანახმად.... მ----ა დაცულია ძალადობისა და უგულებელყოფისაგან. ოჯახის წევრებს ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება აქვთ. მ---- მეუღლის მშობლებს პატივისცემით ექცევა და ისინიც ასევე პასუხობენ მას.... გ------- ლ-------–ის მშობლებს მ----ა ლ-------–ი უყვართ საკუთარი შვილიშვილივით. მას მზრუნველობასა და სიყვარულს არ აკლებენ. ეფერებიან და ანებივრებენ. ბავშვიც სიყვარულს გამოხატავს მათ მიმართ.

 

სოციალური მუშაკის პოზიცია/დასკვნა/რეკომენდაციის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე სასურველია, იგი იზრდებოდეს სრულფასოვან ოჯახში, მშობლების გვერდით. ამასთანავე მას აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე საკუთარი წარმომავლობის შესახებ. მიზანშეწონილია, აღნიშნული ინფორმაცია ბავშვისათვის მიწოდებული იქნას ასაკის შესაბამისად (იხ. ტ.1, ს.ფ. 276-278);

 

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის მიერ 6.08.2018წ. გაცემული დასკვნის თანახმად.... 2015 წლის მაისში სიყვარულით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე გ------------–---–- დაქორწინდა მ---- ქ----------–---–ზე. დაოჯახების შემდეგ დასახლდნენ სოფელ კარდენახში გ---ს მშობლების სახლში. გ---ს მშობლებმა სიხარულით მიიღეს რძალი. მაისის თვეში გაიგეს, რომ მ---- ორსულად იყო და მალევე დაყენეს აღრიცხვაზე ქ. თბილისში შპს კლინიკაში ,,ახალი სიცოცხლე“. გ---ს და მ---ს (ყოფილი დედამთილი) მ---- რეგულარულად დაჰყავდათ ექიმთან ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით.2016 წლის 2 აპრილს იმავე კლინიკაში შეეძინათ მდედრობითი სქესის ახალშობილი. რადგან იმ დროისთვის ბავშვის დედა არასრულწლოვანი იყო, ქორწინების რეგისტრაცია ვერ მოხერხდა მ---- ქ----------–---–ის ასაკიდან გამომდინარე. გ---ს სიდედრის რეკომენდაციით, ბავშვი გატარდა ბიოლოგიური დედის გვარზე - ქ----------–---–ზე. გ------------–---–- არასრულწლოვანთან ქორწინების გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც კი მისცეს.

 

მოპოვებული ინფორმაციით, თავდაპირველად ახალშობილი მ----ა ქ----------–---–ი ცხოვრობდა მამის ოჯახში. თვენახევრის ასაკში მ----ას შეხვდა ყივანახველა, რის გამოც სასწრაფოდ წაიყვანეს ,,ჯეოჰოსპიტალის“ გურჯაანის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, საიდანაც კატასტროფის ბრიგადამ ბავშვი გადაიყვანა ქ. თბილისში. საავადმყოფოში 16 დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად მზრუნველობას ახორციელებდა მ----ას ბიოლოგიური ბებია (მამის მხრიდან) - მ--- გ---–---–-. ბიოლოგიური მშობლები: გ--- და მ---- კი იმყოფებოდნენ გ---ს მამის ძმის ოჯახში და იქიდან დადიოდნენ ბავშვის სანახავად. ოჯახში დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღეში გ---ს და მ----ს დაეძაბათ ურთიერთობები. რის შემდეგაც მ---- წავიდა სახლიდან. გ--- ყოველ კვირა დღეს აკითხავდა შვილს ხან სოფელ ბაკურციხეში, ხან ქალაქ რუსთავში, ხოლო გამზრდელ ბებიას (გ---ს დედას) არ აჩვენებდნენ შვილიშვილს მ----ს ოჯახის წევრები.

 

მ---- ქ----------–---–ის გათხოვების შემდეგ, გ--- ყოველთვის იჩენდა ინტერესს საკუთარი შვილის მიმართ, მაგრამ ყოფილი მეუღლის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებს ვერც შვილის ნახვას და ვერც სათანადო ზრუნვას.“ ამავე დასკვნის თანახმად გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები ბავშვის ბიოლოგიური მამის - გ-------------–---–-ს ოჯახში არის კეთილსაიმედო გარემო არასრულწლოვან მ----ა ლ-------–ის სრულფასოვანი ზრდა-განვითარებისათვის.

 

4.6. სამოქალაქო კოდექსის მეორე კარი ეძღვნება მშობლების, შვილებისა და სხვა ნათესავების სამართლებრივ ურთიერთობას. 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამდენად, პალატა განმარტავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა.

 

1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

 

პალატა მიუთითებს, რომ ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილია თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. ამავე კონვენციის მე-7 მუხლით კი ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში (Mikulić v. Croatia, no. 53176/99 judgment of 07.02.2002), მიიჩნია, რომ, ვინაიდან სადავო იყო მამობის საკითხი და ეს ნაწილი არ იყო დადგენილი, შესაბამისად, ოჯახური ცხოვრება არ იყო სახეზე. ეს შემთხვევა სასამართლომ განიხილა პირადი ცხოვრების ჭრილში, რომელიც, სასამართლოს აზრით, გულისხმობს ინდივიდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ინტეგრაციას, რაც ასევე მოიცავს უფლებას, სოციალურ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის შემთხვევაში სრულად გამოიყენება კონვენციის მე-8 მუხლი. სასამართლომ ამ საქმეზე მოიშველია მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება (Gaskin v. the United Kingdom) და განაცხადა, რომ პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის ბიოლოგიური მშობლების შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას ბავშვის მამობის დადგენაზე, თუ მისი დადგენა ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს.

 

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით კი, პირს, რომელსაც აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ თვითონ არის ბავშვის მამა, შეუძლია სადავო გახადოს ამ მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ბავშვის მამის შესახებ შესრულებული ჩანაწერი ერთი წლის განმავლობაში იმ დროიდან, როდესაც გაიგო ან უნდა გაეგო აღნიშნული ჩანაწერის თაობაზე.

 

საკასაციო პალატამ მის მიერ მიღებულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით აღიარებულია ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება, რომელიც ვრცელდება კონვენციის ყველა სუბიექტზე. ოჯახურის ცხოვრების პატივისცემის უფლება მოიცავს ასევე ბიოლოგიური მშობლის უფლებას, შვილის დაბადების სააქტო ჩანაწერში რეგისტრირებული იყოს მშობლად და განახორციელოს ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება-მოვალეობები (სკ-ის 1187-ე მუხლი).

 

ამდენად, როგორც ეროვნული ასევე საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულია ბავშვის თვითგამორკვევის უფლება, რომელიც თავის თავში მოიაზრებს ასევე უფლებას, იცოდეს საკუთარი ბიოლოგიური წარმომავლობა. ამასთან აღნიშნული უფლების წართმევის შემთხვევაში, ბავშვი უკანონოდ კარგავს თავისი ინდივიდუალობის ნაწილს მითითებული, კი, არ წარმოადგენს ბავშვის ჭეშმ----ტ ინტერესს. შესაბამისად, სახეზეა არასრულწლოვანის უფლებების დარღვევა. ამასთან, მ----ამის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო აკავშირებდეს გ------- ლ-------–თან ისეთი ემოციური მიჯაჭვულობა, რომ ბიოლოგიური წარმომავლობის დადგენა ეწინააღმდეგებოდეს მის ინტერესს. ამდენად, პალატის შეფასებით აღნიშნული ინტერესი დაცული იქნება ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერში მოსარჩელის სასარგებლოდ შესაბამისი ცვლილებების განხორციელებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ ბავშვისთვის მამის გვარის მისანიჭებლად სავალდებულო არ იყო ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია, თუმცა მოსარჩელეს ამ საკითხზე არ უზრუნია. რაც შეეხება, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აპელანტებს რაიმე დასაბუთებული არგუმენტები აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის არ წარმოუდგენიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით ბავშვად ითვლება ყოველი ადამიანი დაბადების მომენტიდან 18 წლის ასკამდე. აღნიშნული კანონით განისაზღვრება ბავშვის უფლებაუნარიანობა და ქმედუნარიანობა. 7 წლამდე ასაკის ბავშვი ქმედუუნაროა. მის უფლებას მისი კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე) ახორციელებს. 7-18 წლამდე ასაკის ბავშვი შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონეა და მისი ნების გამოსავლენად აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, ხოლო სრულად ქმედუნარიანი კი, 18 წლის დადგომისთანავე ხდება (სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი; ასევე ამავე კოდექსის მე-15 მუხლის მე-3 ნაწილი). უფრო მეტიც, ფიზიკური პირის უფლება თავად აირჩიოს სახელი გათვალისწინებულია სამოქალაქო კოდექსით, სახელდობრ, ყოველ ფიზიკურ პირს აქვს სახელის უფლება, რაც მოიცავს სახელსა და გვარს. სახელის შეცვლა დასაშვებია. ამისათვის საჭიროა პირის დასაბუთებული განცხადება, რომელიც დადგენილი წესით უნდა განიხილოს სათანადო ორგანომ (სამოქალაქო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი და მეორე ნაწილი). აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოქმედება სამომავლოდ დამოკიდებულია თავად არასრულწლოვანის ნებაზე, რომელსაც, სრულწლოვანების მიღწევის დროისათვის, სამართლებრივი შესაძლებლობა ექნება კიდევ ერთხელ გადახედოს მითითებულ საკითხს და თავად განსაზღვროს იგი.

 

რაც შეეხება, შეგებებულ სარჩელს, პალატის შეფასებით მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებას და გაზიარებული ვერ იქნება. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ბავშვს ჰყავს როგორც ბიოლოგიური დედა, ასევე ბიოლოგიური მამა, რომელსაც არ შეუწყვეტია ბავშვი დაბადების მომენტიდან ბავშვზე ზრუნვა და მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდა მ---- ქრიასტესიაშვილთან, გ------------–---–ს არ განუცხადებია უარი თავისი შვილის მამობაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მართებულად მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1251-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, იმ ბავშვის გასაშვილებლად, რომელსაც მშობლები ჰყავს, აუცილებელია მათი თანხმობა.

 

4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიდის იმ დასკვნამდე, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ იძლევა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისათვის საკმ----ს საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ---- ქ----------–---–ის და გ------- ლ-------–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ამ საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა);

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი), თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე ლევან გვარამია

 

მოსამართლეები: გელა ქირია

 

დავით ახალბედაშვილი