განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.07.2019
საქმის ნომერი
340210015001202238
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები, დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
23.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 340210015001202238

საქმე №2ბ/6230-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ივლისი, 2019 წ. ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი - ნატალია ტ---------–---–ი, ლ------- ბ-–----–---–ი, ე---------ე ბ-–----–---–ი

წარმომადგენელი - თ----------------–-

 

მოწინააღმდეგე მხარე _ მ--–---- ბ-–----–---–ი, ი-----------ე

წარმომადგენელი - გ--------–---–---–ი

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, თანამესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით ნატალია ტ---------–---–ის, ე---------ე ბ-–----–---–ის და ლ------- ბ-–----–---–ის სარჩელი, მ--–---- ბ-–----–---–ისა და ი-----------ის მიმართ, სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობის, თანამესაკუთრედ ცნობისა და ქონების ყადაღისგან გათავისუფლების მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.1. მოპასუხე მ--–----ი ბ-–----–---–ი მოსარჩელეების - ე---------ე ბ-–----–---–ის შვილია, ნატალია ტ---------–---–ის - მეუღლე და ლ------- ბ-–----–---–ის მამაა, ხოლო აწ გარდაცვლილი ლ-------–----–---–ი - მ--–----ი ბ-–----–---–ის მამა და ე---------ე ბ-–----–---–ის მეუღლეა.

 

2.2. ლ-------–----–---–ი გარდაიცვალა 2002 წლის 25 დეკემბერს. 2009 წლის 19 მაისს გურჯაანის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მ--–---- ბ-–----–---–ის სასარგებლოდ ლ-------–----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: გ-----------------------------–--–-–----. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი და ეზო, მდებარე: გ-----------------------------–-–-–---ში, მიწის ფართით 1106 კვ.მ და შენობის ფართი 162.7 კვ.მ. სამკვიდრო ქონების ფასი 8000 ლარად განისაზღვრა .

 

2.3. სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მ--–---- ბ-–----–---–ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ და 2009 წლის 24 სექტემბერს მიყიდა მ-------------ეს, კერძოდ მ--–---- ბ-–----–---–მა გაყიდა და მ-------------ემ იყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1106.0, შენობის საერთო ფართი 320.1 კვ.მ, საკადასტრო კოდით N5-----------, 8000 ლარად, რაც 2009 წლის 29 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მ-------------ის საკუთრებად დარეგისტრირდა .

 

2.4. თელავის რაიონული სასამართლოს 23.12.2010 წლის გადაწყვეტილებით N2---- სამოქალაქო საქმეზე ნ-----–- ბ-–----–---–ის სარჩელი, ი---- და მ-------------ეების მიმართ, რითაც იგი ითხოვდა 2009 წლის 29 სექტემბერს მ--–---- ბ-–----–---–ს და ი-----------ეს შორის გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე უძრავ ნივთზე, ს/კ N5----------- დადებული გარიგების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების - ნატალია და ლ------- ტ---------–---–ების სარჩელი, მოპასუხეების მ------ და ი-----------ეების და მ--–---- ბ-–----–---–ის მიმართ, რითაც ისინი, როგორც ლ-------–----–---–ის კომლის წევრები, ითხოვდნენ გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე სადავო უძრავი ნივთის, ს/კ N5----------- თანამესაკუთრედ ცნობას.

 

2.5. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, NN2------- სამოქალაქო საქმეზე დაკმაყოფილდა მ--–---- ბ-–----–---–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 24 სექტემბერს მ--–---- ბ-–----–---–ს და მ-------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე გ-----------------------------–--–-–----, ს/კ N5-----------. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი-----------ის შეგებებული სარჩელი მ--–----ი ბ-–----–---–ის და ნ-----–- ბ-–----–---–ის მიმართ და სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა.

 

2.6. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში არ გასაჩივრებულა, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მ--–----ი ბ-–----–---–ი საჯარო რეესტრში კვლავ აღირიცხა უძრავი ნივთის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი 1106.0, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 320.1 კვ.მ, საკადასტრო კოდით NN5-----------, მესაკუთრედ.

 

2.7. თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბოლოოდ მ--–----ი ბ-–----–---–ს და ნ-----–- ბ-–----–---–ს ი-----------ის სასარგებლოდ დაეკისრათ 16 900 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაზეც ამავე სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ი-----------ე, ხოლო მოვალე - მ--–---- ბ-–----–---–ი და ნ-----–- ბ-–----–---–ი.

 

2.8. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია მ--–---- ბ-–----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი შ-–---ი, ს/კ 5-----------.

 

2.9. გ-----------------------------–-–-–---ის კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით, ნ-----–----ს ძე ბ-–----–---–ი გამოეყო მშობლების ოჯახიდან. ლ-------–----–---–ის კომლში დარჩა მ--–---- ბ-–----–---–ი დედასთან - კ-----სთან (ე---------ე) ერთად. კომლს, სადაც დარჩა მ--–---- ბ-–----–---–ი, შეხვდა 1 ოთახი.

 

2.10. 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, მ--–----ი ბ-–----–---–ის კომლი შედგება თავად მ--–---- ბ-–----–---–ის, ნ-----–- ბ-–----–---–ის, ნატალია ტ---------–---–ის და ლ------- ბ-–----–---–ისაგან და წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლს.

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2.11. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე: გ-----------------------------–-–-–---ში, ს/კ 5-----------, მოსარჩელეების, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის განხილვისას არსებითი იყო იმის დადგენა, თუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე ამყარებდნენ მოსარჩელეები თავიანთ მოთხოვნას ქონების თანამესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით. როგორც წარმოდგენილი სარჩელით, ასევე სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა მიმართულია ლ-------–----–---–ის კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლების დადგენისკენ, რომელზეც მ--–---- ბ-–----–---–ის სასარგებლოდ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელეები სადავო ქონებაზე თანასაკუთრების უფლების წარმოშობას უკავშირებენ 1) ამავე მხარეებს შორის თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტს, კერძოდ კი გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტს, რითაც დადგენილია, რომ მ--–---- ბ-–----–---–ის მამის ლ-------–----–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა და 2) 2009 წლის 19 მაისს სამკვიდრო მოწმობა გაიცა 1106 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია 162.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ხოლო აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში მ--–---- ბ-–----–---–ი დარეგისტრირდა 1106.0 მიწის ფართობის მესაკუთრედ, რომელზეც განთავსებულია 320.1 კვ.მ შენობა-ნაგებობა, მოსარჩელის მოსაზრებით, საჯარო რეესტრში ასახული 157.4 კვ. მეტრით გაზრდილი საცხოვრებელი სახლის ფართობი ადასტურებს, რომ კომლის სხვა წევრები სადავო საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეები გახდნენ. ამდენად, მოსარჩელეთა მოთხოვნა ლ-------–----–---–ის საკოლმეურნეო კომლის წევრობიდან გამომდინარეობს.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველ დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტებს, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტები პრეიუდიციულად არ მიიჩნევა და ისინი უნდა იქნან შეყვანილი მტკიცების საგანში, ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დათქმა, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

მოცემულ შემთხვევაში N2---- სამოქალაქო საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ა) სოფელ შ-–---ის სასოფლო საბჭოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერები მოსარჩელეების ლ-------–----–---–ის კომლის წევრობის იურიდიულ საფუძველს არ წარმოადგენს ბ) მოსარჩელეები საჯარო რეესტრში არ არიან რეგისტრირებული საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრეებად, გ) სადავო საცხოვრებელი სახლი და ეზო, მდებარე გ-----------------------------–-–-–---ში N ს/კ 5----------- წარმოადგენს ლ-------–----–---–ის საკუთრებას, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მ--–---- ბ-–----–---–მა. ამდენად, სასამართლოს შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი 23/12/2010 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ადგენს იმ ფაქტს, რომ ლ-------–----–---–ის საკუთრებაში არსებული გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, მაგრამ სასამართლოს აღნიშნული დავის ფარგლებში არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები ლ-------–----–---–ის საკოლმეურნეო კომლის წევრები იყვნენ და მათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სადავო გარემოება მოსარჩელემ ვერც განსახილველი დავის ფარგლებში დაამტკიცა.

 

სსს კოდექსის 102-ე მუხლის 1 ნაწილის და 103 მუხლების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია, ამ ფაქტების მითითება და საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების შესაბამისი მტკიცებულებით დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეს ეკისრება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს როგორც მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებების მითითების, ასევე ამ ფაქტების შესაბამისი მტკიცებულებებით დამტკიცების ვალდებულებას. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების დამტკიცების ტვირთი. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დასადგენად განსახილველ საქმეზე სარჩელთან ერთად კვლავ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურჯაანის არქივის 2010 წლის 28 სექტემბრის საარქივო ცნობა წარმოადგინა. აღნიშნული საარქივო ცნობით მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ მოსარჩელეები ნატალია ტ---------–---–ი და ლ------- ბ-–----–---–ი 2001-2006 წლებში მ--–---- ბ-–----–---–ის კომლის წევრები იყვნენ, ხოლო ე---------ე ბ-–----–---–ის მიმართ ეს ცნობა საერთოდ არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას. საარქივო ცნობა ასევე არ შეიცავს ინფორმაციას ქონების შესახებ, რომელზეც მოსარჩელეები თანამესაკუთრედ აღიარებას ითხოვენ. საქმეზე არ არის წარმოდგენილი ლ-------–----–---–ის საკოლმეურნეო კომლთან დაკავშირებით მტკიცებულება, კერძოდ, 1993 წლის მდგომარეობით მისი კომლის შემადგენლობის და ქონების შესახებ, მათ შორის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები ლ-------–----–---–ის კომლის წევრები იყვნენ და კომლის ქონება მათი შრომით და სახსრებით გაიზარდა, ამიტომ წარმოდგენილი საარქივო ცნობით მოსარჩელეების ლ-------–----–---–ის კომლის ქონებაზე უფლება არ დასტურდება. აღნიშნულ საარქივო ცნობაზე სასამართლომ 23/12/2010 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც იმსჯელა და მიუთითა, რომ საარქივო ცნობით მოსარჩელეების ლ-------–----–---–ის კომლის წევრობა არ დასტურდება, რაც განსახილველი დავისთვის პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტს წარმოადგენს.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე გ-----------------------------–-–-–---ში, ს/კ 5-----------, მოსარჩელეთა, როგორც კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება არც პრეიუდიციულად დგინდება და ვერც განსახილველი დავის ფარგლებში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება. მხოლოდ ის გარემოება, რომ გ-----------------------------–-–-–---ის კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით ლ-------–----–---–ის კომლის გაყრის შედეგად ლ-------–----–---–ის კომლში დარჩა მ--–---- ბ-–----–---–ი დედასთან კ-----სთან (ე---------ე) ერთად და კომლს შეხვდა 1 ოთახი, ხოლო 2001-2006 წლებში მოსარჩელეები ნატალია ტ---------–---–ი და ლ------- ბ-–----–---–ი მ--–---- ბ-–----–---–ის კომლის წევრები იყვნენ, არ ადასტურებს არც 1993 წლის მდგომარეობით მოსარჩელეების ლ-------–----–---–ის კომლის წევრობას და არც მისი კომლის ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობას. ამდენად, სასამართლომ ვერ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე: გ-----------------------------–-–-–---ში ს/კ 5-----------, მოსარჩელეთა, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების, საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ, ვინაიდან საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი კი მოსარჩელე მხარეს აწევს.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.12. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ საკოლმეურნეო კომლთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირებული იყო 1964 წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსით, რომლის 122-ე მუხლის თანახმად, კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, ხოლო ამავე კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს კომლის ქონება თანაბარი წილით ეკუთვნის. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსით გათვალისწინებული კომლის არსებობა სამართლებრივად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობის არსებობასთან. საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების და სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №21 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან კოლმეურნეობები გაუქმდა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა, ამიტომ სამოქალაქო კოდექსის 122-ე და 125-ე მუხლების (1964 წლის რედ) შესაბამისად, კომლის ქონება თანასაკუთრების უფლებით გადანაწილდა კომლის წევრებზე და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც იმ დროისთვის კომლის წევრებს წარმოადგენდნენ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, განსახილველ დავაში მონაწილე მხარეების მიმართ სხვა სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭების საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება იმ ფაქტებს, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფაქტები პრეიუდიციულად არ მიიჩნევა და ისინი უნდა იქნან შეყვანილი მტკიცების საგანში, ასევე გასათვალისწინებელია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის დათქმა, რომლის თანახმადაც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

 

მოცემულ შემთხვევაში, N2---- სამოქალაქო საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლ-------–----–---–ის საკუთრებაში არსებული გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა. აღნიშნული დავის ფარგლებში სასამართლოს არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები ლ-------–----–---–ის კომლის წევრებად იყვნენ რეგისტრირებული და 1993 წელს მიწის რეფორმის შედეგად საკოლმეურნეო კომლების გაუქმების გამო კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ, აღნიშნული სადავო გარემოება მოსარჩელემ ვერც განსახილველი დავის ფარგლებში დაამტკიცა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1328-ე მუხლის 1 ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).

 

დადგენილია, რომ ლ-------–----–---–ი გარდაიცვალა 2002 წლის 25 დეკემბერს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. 2009 წლის 19 მაისს გურჯაანის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მ--–---- ბ-–----–---–ის სასარგებლოდ ლ-------–----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე - მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი შ-–---ი, რაზეც პრეტენზია პირველი რიგის მემკვიდრეს - ე---------ე ბ-–----–---–ს არ ჰქონია, რაც დადასტურებულია სანოტარო აქტით. მოსარჩელეებმა გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე უძრავ ქონებაზე ს/კ 5----------- მათი უფლება ვერ დაადასტურეს, ამიტომ სამკვიდრო მოწმობა გაცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

იმის გათვალისწინებით, რომ 2009 წლის 19 მაისს მ--–----ი ბ-–----–---–ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილში ბათილად ცნობის და ამ ქონების ყადაღის აქტიდან ამორიცხვის მოთხოვნა გამომდინარეობს მოსარჩელეების, როგორც ლ-------–----–---–ის კომლის წევრების, თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნიდან, და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, 2009 წლის 19 მაისს მ--–----ი ბ-–----–---–ის სასარგებლოდ გაცემული სამკვიდრო მოწმობის ნაწილში ბათილად ცნობის და ამ ქონების ყადაღიდან ამორიცხვის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტებს მიაჩნიათ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი, უსაფუძვლოა, იგი უნდა გაუქმდეს და ნატალია ტ---------–---–ის, ე---------ე ბ-–----–---–ის და ლ------- ბ-–----–---–ის სარჩელი სრულად დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით:

 

მიუხედავად იმისა, რომ ი-----------ე მოპასუხე იყო მხოლოდ სადავო უძრავი ნივთის ყადაღისაგან გათავისუფლების ნაწილში და პირველ სასარჩელო მოთხოვნასთან მის მოსაზრებას არანაირი სამართლებრივი მნიშვნელობა არ ჰქონდა, როგორც წარმოდგენილი შესაგებელით, ასევე საქმის სასამართლო განხილვის დროს მან სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლო იყო და არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელე ნატალია ტ---------–---–ს და ლ------- ბ-–----–---–ს თელავის რაიონულ სასამართლოში, როგორც მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით, უკვე ჰქონდათ აღძრული სარჩელი, (სადაც მოპასუხე მხარეს დავის ამ ნაწილში არ წარმოადგენდა მ--–----ი ბ-–----–---–ი) მოპასუხე მ------ და ი-----------ეების მიმართ, სადაც იმავე საფუძვლებზე მითითებით - როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრები, ითხოვდნენ გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე სადავო უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობას. მოპასუხის მითითებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც შესულია კანონიერ ძალაში, ამიტომ მოპასუხის მოსაზრებით, ვინაიდან არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც გამოტანილია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით, განსახილველ საქმეზე საქმის წარმოება უნდა შეწყვეტილიყო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ მხარი დაუჭირა თავის შუამდგომლობას და ითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტა, რასაც მოსარჩელეები არ დაეთანხმნენ და განმარტეს, რომ არ არსებობდა საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან განსახილველი სარჩელი აღძრულია იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე, მაგრამ სხვა საფუძვლით, აღნიშნულთან დაკავშირებით იქვე განმარტეს, რომ სასამართლომ ეს არგუმენტაცია არ გაიზიარა და საქმისწარმოება არ შეწყვიტა სწორედ იმ მოტივით, რომ დავის ამ ნაწილში მოპასუხე მხარე სხვა იყო წინა დავისაგან განსხვავებით, რის მიუხედავადაც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტისას მას პრეიუდიციული ძალა მიანიჭა. აღნიშნულის შედეგად კი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ფაქტობრივი გარემოებები კი, აპელანტთა შეფასებით, შემდეგია: სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბოლოოდ მ--–----ი ბ-–----–---–ს და ნ-----–- ბ-–----–---–ს ი-----------ის სასარგებლოდ დაეკისრათ 16 900 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაზეც ამავე სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ი-----------ე, ხოლო მოვალე - მ--–---- ბ-–----–---–ი და ნ-----–- ბ-–----–---–ი; აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია მ--–---- ბ-–----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე - გურჯაანის რაიონი სოფელი შ-–---ი, ს/კ 5-----------; გ-----------------------------–-–-–---ის კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით, ნ-----–----ს ძე ბ-–----–---–ი გამოეყო მშობლების ოჯახიდან, ლ-------–----–---–ის კომლში დარჩა მ--–---- ბ-–----–---–ი დედასთან - კ-----სთან (ე---------ე) ერთად. კომლს, სადაც დარჩა მ--–---- ბ-–----–---–ი, შეხვდა 1 ოთახი. 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, მ--–----ი ბ-–----–---–ის კომლი შედგება თავად მ--–---- ბ-–----–---–ის, ნ-----–- ბ-–----–---–ის, ნატალია ტ---------–---–ის და ლ------- ბ-–----–---–ისაგან და წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლს.

 

სასამართლომ დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება, რომ მის მიერ ვერ იქნა დადგენილი სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე გ-----------------------------–-–-–---ში, ს/კ 5-----------, მოსარჩელეების, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება. აპელანტი უთითებს, რომ სადავო უძრავი ნივთის ნაწილი - 1106 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული 162.7 კვ.მ საცხოვრებელი სახლი ნოტარიუსს ც---–--------–---–-ს მიერ 2009 წლის 19 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მიიღო მ--–----ი ბ-–----–---–მა, რაც არასწორად მიჩნეულ იქნა ლ-------–----–---–ის დანაშთ სამკვიდროდ, თუმც შეფასება არ მიუცია იმ ფაქტობრივი გარემოებისათვის, რომ სარჩელის აღძვრისას მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა შეადგენდა 320 კვ.მ.-ს, მ--–----ი და ე--------- ბ-–----–---–ები, ისევე როგორც ნატალია ტ---------–---–ი და ლ------- ბ-–----–---–ი, ცხოვრობენ ამავე საცხოვრებელ სახლში და ერთ მეურნეობას დღემდე ეწევიან და სწორედ ამ თანაცხოვრების შედეგად მოხდა ქონების მნიშვნელოვანი გაზრდა. ამავე უძრავი ნივთის ამონაწერში საჯარო რეესტრიდან, სკ N5-----------, საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია ნოტარიუსს ც---–--------–---–-ს მიერ 2009 წლის 19 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, თუმც შენობა-ნაგებობის ფართი 320,10 კვ.მ.-ია ანუ 157,4 კვ.მ.-ით მეტი, რის მიუხედავადაც სასამართლოს ეს გარემოება არ შეუფასებია და ესაა ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც მ--–----ი ბ-–----–---–მა სარჩელი ცნო, აღიარა კომლის სხვა წევრების თანასაკუთრების უფლება სადავო უძრავ ნივთზე და ეს აღიარება სასამართლოს მსჯელობის და შეფასების საგნად საერთოდ არ გაუხდია.

 

3.2. აპელანტების მითითებით, სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში სასამართლომ განმარტა, რომ ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დასადგენად განსახილველ საქმეზე სარჩელთან ერთად კვლავ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურჯაანის არქივის 2010 წლის 28 სექტემბრის საარქივო ცნობაა წარმოდგენილი, რომლითაც მხოლოდ ის გარემოება დასტურდება, რომ მოსარჩელეები - ნატალია ტ---------–---–ი და ლ------- ბ-–----–---–ი 2001-2006 წლებში მ--–---- ბ-–----–---–ის კომლის წევრები იყვნენ, ხოლო ე---------ე ბ-–----–---–ის მიმართ ეს ცნობა საერთოდ არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას. საარქივო ცნობა ასევე არ შეიცავს ინფორმაციას ქონების შესახებ, რომელზეც მოსარჩელეები თანამესაკუთრედ აღიარებას ითხოვენ. საქმეზე არ არის წარმოდგენილი ლ-------–----–---–ის საკოლმეურნეო კომლთან დაკავშირებით მტკიცებულება, კერძოდ, 1993 წლის მდგომარეობით მისი კომლის შემადგენლობის და ქონების შესახებ, მათ შორის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეები ლ-------–----–---–ის კომლის წევრები იყვნენ და რომლის ქონება მათი შრომით და სახსრებით გაიზარდა. აღნიშნულ საარქივო ცნობაზე სასამართლომ 23/12/2010 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც იმსჯელა და მიუთითა, რომ საარქივო ცნობით მოსარჩელეების ლ-------–----–---–ის კომლის წევრობა არ დასტურდება, რაც განსახილველი დავისთვის პრეიუდიციულად დადგენილ ფაქტს წარმოადგენს, რაშიც აპელანტები სასამართლოს არ ეთანხმებიან იმ ფაქტობრივი გარემოების გამო, რომ პრეიუდიციად მიჩნეული გარემოებით დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი და ეზო, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მ--–---- ბ-–----–---–მა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ--–---- ბ-–----–---–ის მამის - ლ-------–----–---–ის სახელზე, სამკვიდრო ქონება კი წარმოადგენს სულ რაღაც 1627 კვ.მ. რაც მ--–---- ბ-–----–---–ის კომლის სხვა წევრებთა თანაცხოვრებისას და საერთო მეურნეობის შედეგად გახდა 320.10 კვმ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს საწინააღმდეგო არგუმენტაციაზე უნდა ემსჯელა. ამასთან, თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე No2/41 განმარტებულია, რომ მოცემულ შემთხვევაში მ--–---- ბ-–----–---–ის ოჯახი წევრებს, რომელთა შორისაც არიან მოსარჩელეები, საკომლო ქონებაზე არ ჰქონიათ საკომლო-სამეურნეო ქონებაზე საკუთრების უფლება, რომ ისინი არ ყოფილან რეგისტრირებულები საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრეებად, ხოლო სოფელ შაშიაშიანის სასოფლო-საბჭოს 2001 2006 წლების საკომლო წიგნის ჩანაწერები, სასამართლოს აზრით, არ წარმოადგენს კომლის არსებობისა თუ მისი წევრობის იურიდიულ საფუძველს და ვერ გამოდგება წინამდებარე დავაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად, რადგან გარდა იმის, რომ ამ წინა შემთხვევაში მოპასუხე მხარეს მ--–----ი ბ-–----–---–ი არ წარმოადგენდა, რომელმაც მიმდინარე სარჩელზე ცნო სარჩელი და მოსარჩელეები აღიარა კომლის წევრებადაც და კომლის ქონებაზე თანამესაკუთრეებადაც, 2010 წელს ნატალია ტ---------–---–ს და ლ------- ბ-–----–---–ს საკომლო მურნეობის ქონებაზე კი არ ჰქონდათ პრეტენზია, არამედ კომლის ქონებაზე, მოპასუხეს წინა შემთხვევაში მ------ და ი-----------ეები წარმოადგენდნენ და არა მ--–---- ბ-–----–---–ი, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით თვლიან აპელანტები, რომ ვერც ამ გადაწყვეტილებას ვერ ექნება პრეიუდიციული ძალა და შესაბამისად, არა სასამართლოს, არამედ კანონის გადასაწყვეტია, საკომლო საარქივო ცნობა არის თუ არა კომლის არსებობა-არარსებობის დამადასტურებელი საფუძველი, ანდა პირი წარმოადგენს თუ არა კომლის წევრს. სწორადაც რომ ზონარგაყრილი საკომლო წიგნების ჩანაწერიდან გამომდინარე დასტურდება ის გარემოება, მოსარჩელეები არიან თუ არა კომლის წევრები და ეს საკითხი მოპასუხეთაგან მხოლოდ მ--–---- ბ-–----–---–ის და არა ი-----------ის გადასაწყვეტია.

 

აპელანტები თვლიან, რომ კონკრეტული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1 ნაწილი, რომლის თანახმადაც, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო მასივი) ერითობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის, რადგან იგნორირება გაუკეთა ფაქტს, რომ მ--–----ი ბ-–----–---–ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ქონება თუნდაც სრულად წარმოადგენდა თუ არა სამკვიდრო ქონებას, რის გამოც დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა სასამართლოს მსჯელობა არამხოლოდ მოსარჩელეების, როგორც კომლის წევრების მიერ სამკვიდროს გარეთ დარჩენილ ქონებასთან დაკავშირებით, რაც კომლის ქონების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს და მისი მნიშვნელოვანი გაზრდით, რომლის სტატუსის გათვალისწინებით, მოპოვებულია თანასაკუთრების უფლება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). მოხმობილი მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს შეაფასებს მასში მითითებული ძირითადი ასპექტების ფარგლებში:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა იზიარებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოპასუხე მ--–----ი ბ-–----–---–ი არის მოსარჩელე ე---------ე ბ-–----–---–ის შვილი, ნატალია ტ---------–---–ის მეუღლე და ლ------- ბ-–----–---–ის მამა, ხოლო აწ გარდაცვლილი ლ-------–----–---–ი - მ--–----ი ბ-–----–---–ის მამა და ე---------ე ბ-–----–---–ის მეუღლეა.

ლ-------–----–---–ი გარდაიცვალა 2002 წლის 25 დეკემბერს. 2009 წლის 19 მაისს გურჯაანის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მ--–---- ბ-–----–---–ის სასარგებლოდ ლ-------–----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე: გ-----------------------------–--–-–----. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს საცხოვრებელი სახლი და ეზო, მდებარე: გ-----------------------------–-–-–---ში, მიწის ფართით 1106 კვ.მ და შენობის ფართი 162.7 კვ.მ. სამკვიდრო ქონების ფასი 8000 ლარად განისაზღვრა .

სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მ--–---- ბ-–----–---–ი საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა უძრავი ქონების მესაკუთრედ და 2009 წლის 24 სექტემბერს მიყიდა მ-------------ეს, კერძოდ მ--–---- ბ-–----–---–მა გაყიდა და მ-------------ემ იყიდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1106.0, შენობის საერთო ფართი 320.1 კვ.მ, საკადასტრო კოდით N5-----------, 8000 ლარად, რაც 2009 წლის 29 სექტემბერს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში მ-------------ის საკუთრებად დარეგისტრირდა .

თელავის რაიონული სასამართლოს 23.12.2010 წლის გადაწყვეტილებით N2---- სამოქალაქო საქმეზე ნ-----–- ბ-–----–---–ის სარჩელი, ი---- და მ-------------ეების მიმართ, რითაც იგი ითხოვდა 2009 წლის 29 სექტემბერს მ--–---- ბ-–----–---–ს და ი-----------ეს შორის გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე უძრავ ნივთზე, ს/კ N5----------- დადებული გარიგების ბათილად ცნობას, არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მესამე პირების - ნატალია და ლ------- ტ---------–---–ების სარჩელი, მოპასუხეების მ------ და ი-----------ეების და მ--–---- ბ-–----–---–ის მიმართ, რითაც ისინი, როგორც ლ-------–----–---–ის კომლის წევრები, ითხოვდნენ გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე სადავო უძრავი ნივთის, ს/კ N5----------- თანამესაკუთრედ ცნობას.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით, NN2------- სამოქალაქო საქმეზე დაკმაყოფილდა მ--–---- ბ-–----–---–ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 2009 წლის 24 სექტემბერს მ--–---- ბ-–----–---–ს და მ-------------ეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ნივთზე, მდებარე გ-----------------------------–--–-–----, ს/კ N5-----------. ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი-----------ის შეგებებული სარჩელი მ--–----ი ბ-–----–---–ის და ნ-----–- ბ-–----–---–ის მიმართ და სოლიდარულად დაეკისრათ თანხის გადახდა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში არ გასაჩივრებულა, ამიტომ აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე მ--–----ი ბ-–----–---–ი საჯარო რეესტრში კვლავ აღირიცხა უძრავი ნივთის, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი 1106.0, შენობა-ნაგებობის საერთო ფართი 320.1 კვ.მ, საკადასტრო კოდით NN5-----------, მესაკუთრედ.

თელავის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრდა ზემდგომ სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით საბოლოოდ მ--–----ი ბ-–----–---–ს და ნ-----–- ბ-–----–---–ს ი-----------ის სასარგებლოდ დაეკისრათ 16 900 აშშ დოლარის ანაზღაურება, რაზეც ამავე სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც კრედიტორია ი-----------ე, ხოლო მოვალე - მ--–---- ბ-–----–---–ი და ნ-----–- ბ-–----–---–ი. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებულია მ--–---- ბ-–----–---–ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება, მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი შ-–---ი, ს/კ 5-----------.

გ-----------------------------–-–-–---ის კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით, ნ-----–----ს ძე ბ-–----–---–ი გამოეყო მშობლების ოჯახიდან. ლ-------–----–---–ის კომლში დარჩა მ--–---- ბ-–----–---–ი დედასთან - კ-----სთან (ე---------ე) ერთად. კომლს, სადაც დარჩა მ--–---- ბ-–----–---–ი, შეხვდა 1 ოთახი.

2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერებით, მ--–----ი ბ-–----–---–ის კომლი შედგება თავად მ--–---- ბ-–----–---–ის, ნ-----–- ბ-–----–---–ის, ნატალია ტ---------–---–ის და ლ------- ბ-–----–---–ისაგან და წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლს.

 

4.2. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქმეზე ვერ იქნა დადგენილი სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე გ-----------------------------–-–-–---ში, ს/კ 5-----------, აპელანტების, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების, თანასაკუთრების უფლება.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არამარტო მოსარჩელეა ვალდებული ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხეცაა ვალდებული დაამტკიცოს მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.

 

განსახილველ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული სადავო გარემოების დასადგენად განსახილველ საქმეზე სარჩელთან ერთად სწორედ ის სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის გურჯაანის არქივის 2010 წლის 28 სექტემბრის საარქივო ცნობაა წარმოდგენილი, რომელიც ერთვოდა თელავის რაიონულ სასამართლოში მოსარჩელე ნ-----–- ბ-–----–---–ის მიერ წარდგენილ სარჩელს და რომელიც თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით დეტალურად იქნა შეფასებული. ცნობის შესაბამისად, აპელანტები - ნატალია ტ---------–---–ი და ლ------- ბ-–----–---–ი 2001-2006 წლებში წლის მ--–---- ბ-–----–---–ის კომლის წევრები იყვნენ. მითითებულ პერიოდისათვის კომლის წევრობა, არ გულისხმობს იმას, რომ საკუთრების უფლების წარმოშობის პერიოდისათვის ისინი წარმოადგენდნენ მ--–---- ბ-–----–---–ის კომლის წევრებს. ხოლო ე---------ე ბ-–----–---–ის მიმართ ეს ცნობა საერთოდ არ შეიცავს რაიმე ინფორმაციას, იგი ასევე არ შეიცავს ინფორმაციას ქონების შესახებ, რომელზეც მოსარჩელეები თანამესაკუთრედ აღიარებას ითხოვენ.საგულუისხმოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ საარქივო ცნობაზე სასამართლომ 23/12/2010 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით იმსჯელა და მიუთითა, რომ საარქივო ცნობით აპელანტების ლ-------–----–---–ის კომლის წევრობა არ დასტურდება. სწორედ ეს გარემოება მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლომ პრეიუდიციული ძალის მქონედ, რასაც აპელანტები არ ეთანხმებიან და მიუთითებენ, რომ პრეიუდიციულად ვერ ჩაითვლება ხსენებული გარემოება, ვინაიდან იმ დავაში მხარეს მ--–---- ბ-–----–--–ი არ წარმოადგენდა, ხოლო დადგენილია, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი და ეზო, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო მ--–---- ბ-–----–---–მა, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო მ--–---- ბ-–----–---–ის მამის - ლ-------–----–---–ის სახელზე, სამკვიდრო ქონება კი წარმოადგენს სულ რაღაც 1627 კვ.მ. რაც მ--–---- ბ-–----–---–ის კომლის სხვა წევრთა თანაცხოვრებისას და საერთო მეურნეობის შედეგად გახდა 320.10 კვმ. ამდენად, აპელანტები თვლიან, რომ ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლოს საწინააღმდეგო არგუმენტაციაზეც უნდა ემსჯელა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებში (ას-827-791-2014, ას-592-560-2015; ას-895-845-2015; ას-58-56-2016; ას-1199-1159-2016; ას-824-790-2016; №ას-75-72-2016) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სამართლებრივ ბუნებაზე ვკითხულობთ: „სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა, არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი იურიდიულად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რომლებიც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურ-სამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია ასევე სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.“

 

ასევე დადგენილი პრაქტიკით (საქმე №ას-1255-1175-2017 22 დეკემბერი, 2017 წელი), „სსსკ-ის 106-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნია, ანუ სასამართლოსთვის კვლევის, შეფასებისა და განსჯის საგანს აღარ წარმოადგენს, მასში დადგენილი ფაქტები მხარისთვის და სასამართლოსთვის წარმოადგენენ მატერიალურ-სამართლებრივ მტკიცებულებას, რომელიც გარკვეული სამართალურთიერთობის არსებობას პრეზუმირებს მანამ, სანამ მისი გაქარწყლება კანონით დადგენილი წესით არ მოხდება. პრეზუმირებული ფაქტები ერთმნიშვნელოვნად განაპიროებებს იმას, რომ მხარე, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს ასეთ ფაქტებზე აფუძნებს, თავისუფლდება მტკიცების ტვირთისგან და იგი უბრუნდება მოწინააღმდეგე მხარეს, რომელსაც მისი გაქარწყლება ევალება. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან განსახილველი დავის იმავე მხარეებს შორის სხვა სამოქალაქო საქმეზე პრეიუდიციული ფაქტები სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებითაა დადგენილი, ის შესაძლებელია გაქარწყლდეს (ბათილად გამოცხადდეს) მხოლოდ პროცესუალური საფუძვლით - სსსკ-ის 421-423-ე მუხლის საფუძველზე. მოხმობილი ნორმები ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას ითვალისწინებს. აღნიშნული საფუძვლით სრულებით შესაძლებელია, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომლებსაც გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი დაეფუძნა, სხვაგვარად წარმოჩინდნენ/შეფასდნენ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა განაპირობოს.“

 

ამასთან, აღსანიშნია 2016 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე №ას-341-326-2016, საკასაციო პალატის განმარტება პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილების ობიექტურ ფარგლებზეც: „პრეიუდიციული ძალის მქონე არ არის გადაწყვეტილების/განჩინების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ყველა გარემოება, ასევე, პრეიუდიციული ძალა არ ვრცელდება ამ ფაქტების სამართლებრივ შეფასებაზე. ეს საკითხი უნდა განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული, სასამართლოს მიერ დადგენილი რომელი ფაქტები ამართლებს სარეზოლუციო ნაწილში ჩამოყალიბებულ დასკვნებს“. მსგავსი მსჯელობაა განვითარებული საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის გადაწყვეტილებაშიც საქმეზე №ას-144-137-2013: „იმისათვის, რომ სასამართლომ მიიჩნიოს ფაქტი პრეიდიციალურად, ის უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ ამ ფაქტს გააჩნდა იურიდიული მნიშვნელობა, ანუ უნდა დარწმუნდეს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ეფუძნება ამ ფაქტს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ფაქტი არ შეიძლება მივიჩნიოთ პრეიდიციალურ ფაქტად და ის უნდა იქნეს შეყვანილი მტკიცების საგანში. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ისეთ ვითარებაში, როდესაც ერთმა მხარემ წარმოადგინა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც მიუთითებს ფაქტის პრეიუდიციურ მნიშვნელობაზე, ხოლო მეორე მხარემ თუნდაც წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავს ამ ფაქტის არსებობას, რომელიც დადგენილია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ფაქტის საკითხი უნდა გადაწყდეს პრეიდიციალური ფაქტისათვის პრიორიტეტის მინიჭებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი არ უნდა გახდეს მტკიცების კვლევის საგანი“.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით გვაქვს შემდეგი მოცემულობა: თელავის რაიონული სასამართლოს საქმე N2-----ის განხილვაში მონაწილეობდნენ აპელანტები - ნატალია ტ---------–---–ი და ლ------- ბ-–----–---–ი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირების სტატუსით, ხოლო მოპასუხეს წარმოადგენდნენ მ------ და ი-----------ეები, დავის არსი ეხებოდა იმავე ქონებაზე თანამესაკუთრეებად ცნობას, რომელიც წინამდებარე დავის საგანს წარმოადგენს. მართალია თელავის რაიონულ სასამართლოში საქმისწარმოებისას მხარეებს არ წარმოადგენდნენ ე---------ე ბ-–----–---–ი და მ--–---- ბ-–----–---–ი და ამ თვალსაზრისით პრეიუდიციას კლასიკური გაგებით ადგილი არ აქვს, მაგრამ სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას მასზედ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს მიერ განხილული დავის საგანი და წინამდებარე სააპელაციო საჩივრით შედავებული ქონება ერთსა და იმავე უძრავ ნივთს წარმოადგენს, განხილული დავის ფარგლებში კი დადგენილია, რომ მოცემული მდგომარეობით აპელანტები - ნატალია ტ---------–---–ი და ლ------- ბ-–----–---–ი სამოქალაქო საქმეზე N2---- დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირებად გვევლინებოდნენ და მათ მოთხოვნას წარმოადგენდა სწორედ, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრების, სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე თანასაკუთრების უფლების არღიცხვა.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ N2---- სამოქალაქო საქმეზე თელავის რაიონული სასამართლოს 23/12/2010 წლის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სოფელ შ-–---ის სასოფლო საბჭოს 2001-2006 წლების საკომლო წიგნების ჩანაწერები მოსარჩელეების ლ-------–----–---–ის კომლის წევრობის იურიდიულ საფუძველს არ წარმოადგენს, ხოლო მოსარჩელეები საჯარო რეესტრში არ არიან რეგისტრირებული საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრეებად, სადავო საცხოვრებელი სახლი და ეზო კი წარმოადგენს ლ-------–----–---–ის საკუთრებას, რომლის გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი ქონება მემკვიდრეობით მიიღო პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ - მ--–---- ბ-–----–---–მა. ამდენად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ადგენს იმ ფაქტს, რომ ლ-------–----–---–ის საკუთრებაში არსებული გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, მაგრამ სასამართლოს აღნიშნული დავის ფარგლებში არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეები ლ-------–----–---–ის საკოლმეურნეო კომლის წევრები იყვნენ და მათ კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლება წარმოეშვათ.

 

ხსენებული გარემოება აპელანტთა მიერ შედავებულ ფარგლებში ვერც განსახილველ დავაზე იქნა დადგენილი, რამდენადაც აპელანტთა მოთხოვნა მიმართულია ლ-------–----–---–ის კომლის ქონებაზე თანასაკუთრების უფლების დადგენისკენ, რომელზეც მ--–---- ბ-–----–---–ის სასარგებლოდ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, საარქივო ცნობა კი, რომელზეც აპელირებენ აპელანტები, უფლების დამდგენ ერთადერთ სათანადო დოკუმენტს წარმოადგენს და მასში, როგორც უკვე აღინიშნა, არ არის მითითებული ინფორმაცია, რომელიც გახდებოდა მოსარჩელეთა საკუთრების უფლების დადგენის საფუძველი. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ცნობაში არაფერია ნათქვამი ე---------ე ბ-–----–---–ის შესახებ, რომელიც, როგორც დადგენილია, გ-----------------------------–-–-–---ის კოლმეურნეობასთან არსებული ამხანაგური სასამართლოს 1982 წლის 22 დეკემბრის დადგენილებით, ლ-------–----–---–ის კომლში ირიცხებოდა შვილთან - მ--–---- ბ-–----–---–თან ერთად და მან შვილის სასარგებლოდ დათმო სამკვიდრო წილი.

 

რაც შეეხება აპელანტებს - ნატალია ტ---------–---–სა და ლ------- ბ-–----–---–ს, ისინი საქმეზე წარმოდგენილი მ--–---- ბ-–----–---–ის კომლის წევრებს წარმოადგენენ 2001-2006 წლის მონაცემებით, საქმეში კი არ მოიპოვება ლ-------–----–---–ის საკოლმეურნეო კომლთან დაკავშირებული მტკიცებულება, კერძოდ, 1993 წლის მდგომარეობით, მისი კომლის შემადგენლობის და ქონების შესახებ, მათ შორის მტკიცებულება იმის შესახებ, რომ აპელანტები იყვნენ ამ უკანასკნელის კომლის წევრები.

 

შესაბამისად, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო უძრავ ქონებაზე, მდებარე გურჯაანის რაიონის სოფელი შ-–---ში, ს/კ 5-----------, აპელანტთა, როგორც ყოფილი საკოლმეურნეო კომლის წევრთა თანასაკუთრების უფლება არ წარმოშობილა, ვინაიდან, საქმის მასალებით აღნიშნული არ დასტურდება არცერთი სახის მტკიცებულებით.

 

4.3. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტთა პოზიციას მასზედ, რომ 2009 წლის 19 მაისს სამკვიდრო მოწმობა გაიცა 1106 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც განთავსებულია 162.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ხოლო აღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში მ--–---- ბ-–----–---–ი დარეგისტრირდა 1106.0 მიწის ფართობის მესაკუთრედ, რომელზეც განთავსებულია 320.1 კვ.მ შენობა-ნაგებობა, ამასთან, საჯარო რეესტრში ასახული 157.4 კვ. მეტრით გაზრდილი საცხოვრებელი სახლის ფართობი ადასტურებს, რომ კომლის სხვა წევრები სადავო საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრეები გახდნენ. რაც შეეხბა აღნიშულ საკითხს, იმ პირობებში როდესაც აღიარებული არ არის მოსარჩელეთა რაიმე სახის უფლება სადავო ქონებაზე, შეუძლებელია მათ გააჩნდეთ იმაზე შედავების უფლება-მეტია თუ ნაკლები შეძენილი ქონების ფათი. აღნიშნულზე შეუძლებელია ამ დავის ფარგლებში მსჯელობა, მითუმეტეს მათი მხრიდან, როდესაც მათ არავითარი უფლება ამ ქონებაზე არ გააჩნიათ

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

პალატა შენიშნავს, რომ, როგორც დადგენილია, მ--–---- ბ-–----–---–ის მამის ლ-------–----–---–ის საკუთრებად ირიცხებოდა გ-----------------------------–-–-–---ში მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი, რომელიც ადრე საკოლმეურნეო კომლს წარმოადგენდა, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ - 2002 წლის 25 დეკემბერს, გაიხსნა სამკვიდრო. 2009 წლის 19 მაისს გურჯაანის ნოტარიუსმა გასცა სამკვიდრო მოწმობა მ--–---- ბ-–----–---–ის სასარგებლოდ ლ-------–----–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე - მდებარე გურჯაანის რაიონი სოფელი შ-–---ი, რაზეც პრეტენზია პირველი რიგის მემკვიდრეს -ე---------ე ბ-–----–---–ს არ ჰქონია, რაც დადასტურებულია სანოტარო აქტით. ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, თუ რა ირიცხებოდა 1993 წლის მდგომარეობით ლ-------–----–---–ის კომლის შემადგენლობაში, ასევე არ დგინდება ინფორმაცია სამკვიდრო ქონების. პალატა შენიშნავს იმასაც, რომ არ დგინდება, თუ როდის მოხდა 157.4 კვ. მეტრით საცხოვრებელი სახლის ფართობის გაზრდაოდის დაფიქსირდა მისი ფართობი 320 კვ.მ. მეტრის ოდენობით, რის საფუძველზე განხორციელდა გაზრდა, რა გახდა აღნიშნულის წინაპირობები, მოხდა თუ არა ქონების გაუმჯობესება, როგორ განხორციელდა საჯარო რეესტრში მ--–---- ბ-–----–---–ის სახელზე 1106.0 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 320.1 კვ.მ შენობა-ნაგებობის დარეგისტრირება საკუთრების უფლებით, თუკი სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა 162.7 კვ.მ შენობა-ნაგებობა. ამდენად, პალატის შეფასებით, საქმეში არ არის წარმოდგენილი და ვერც აპელანტები მიუთითებენ ისეთ მტკიცებულებასა თუ გარემოებაზე, რომლითაც დადგინდებოდა, რომ ისინი ლ-------–----–---–ის კომლის წევრები იყვნენ და კომლის ქონება მათი შრომით და სახსრებით გაიზარდა.

 

4.4. სააპელაციო სასამართლო განუმარტავს მხარეებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტმა ვერ დაამტკიცა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ დაუმტკიცა სასამართლოს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რის გამოც პალატა თვლის, რომ აპელანტის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რაც განაპირობებს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების საფუძველს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნატალია ტ---------–---–ის, ლ------- ბ-–----–---–ისა და ე---------ე ბ-–----–---–ის სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნატალია ტ---------–---–ის, ლ------- ბ-–----–---–ისა და ე---------ე ბ-–----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე მაია სულხანიშვილი

 

მოსამართლეები ნატალია ნაზღაიძე

 

ვლადიმერ კაკაბაძე