განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002851852
საქმე №1ბ/1006-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ--------------–---;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ვ--–---------------–---–- (პ--------------, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----–---------------------------------------------------ში);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) დასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი (სამი ეპიზოდი);
სხდომის სახე - ღია.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 8 დეკემბერს თბილისი, ქინძმარაულის ქუჩა №3-ის მიმდებარედ განთავსებულ მაღაზია „ნ-----------“ ვ--–---------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა „ჯეკ დენიელსის“ ფირმის ორ ცალ ვისკის, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 167 ლარის და 60 თეთრის მატერიალური ზიანი.
2018 წლის 16 დეკემბერს თბილისი, კახეთის გზატკეცილზე მდებარე სს „ს----------------–--“ კუთვნილი მაღაზიიდან, ვ--–---------------–---–- ფარულად დაეუფლა 700 მლ მოცულობის „შატო მუხრანის“ წარმოების, „მუსკატის“ დასახელების ალკოჰოლურ სასმელს - სადესერტო ღვინოს, რითაც დაზარალებულ კომპანიას 52 ლარის და 35 თეთრის ზიანი მიაყენა.
2018 წლის 20 დეკემბერს თბილისი, მოსკოვის გამზირი, მეორე კვარტალი, კორპუსი №1-ში განთავსებულ მაღაზია „ნ-----------“ ვ--–---------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისკაუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა „ჰენესის“ ფირმის ვისკის, რითაც დაზარალებულ კომპანიას 195 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 17:20 საათიდან 17:30 საათამდე დროის პერიოდში, თ---–--–----------------------------------ში მდებარე სს „ფ------------“ კუთვნილ მარკეტიდან „ს-----“ ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, 207 ლარად ღირებულ, ერთ ცალ 0,7 ლიტრის ტევადობის „სარაჯიშვილი XO” ფირმის კონიაკს, რითაც დაზარალებულ სს „ფ----------ს“ მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 18:05 საათზე, თბილისი, ბ------------–-------------------------ის მიმდებარედ არსებულ სს „ნ----------------ის“ სავაჭრო ობიექტში, ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ ერთი ლიტრი ტევადობის „ჯეკ დენიელსის“ ფილმის ალკოჰოლურ სასმელს, რითაც სს „ნ----------------ს“ მიაყენა 95 ლარის და 95 თეთრის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 18:0 საათზე, თბილისი, ბ-------------–----–-----------ში მდებარე შპს „ზ-------ის“ სავაჭრო ობიექტში, ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ ერთი ლიტრი ტევადობის „ჯეკ დენიელსის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, რითაც შპს „ზ-------ს“ მიაყენა 81 ლარის და 50 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 18:15 საათზე, ქ.თბილისი, ბე------------–----–--------------------შიმდებარე, შპს „ფ--------–-------–------ის“ სავაჭრო ობიექტიდან, ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ 700 მლ ტევადობის „სარაჯიშვილი XO”-ს ბრენდის კონიაკს, რითაც შპს „ფ--------–-------–------ს“ მიაყენა 178 (ას სამოცდათვრამეტი) ლარის და 89 (ოთხმოცდაცხრამეტი) თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენით:
ვ--–---------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვ--–---------------–---–ს განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ვ--–---------------–---–ს სასჯელად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–---მ და ითხოვა მსჯავრდებულ ვ--–---------------–---–-სთვის სასჯელის დამძიმება.
მეორე მხარემ - მსჯავრდებულმა ვ--–---------------–---–მა ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი, ვ--–---------------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, რაც ქურდობის 7 ეპიზოდის ჩადენაში გამოიხატა, ზედმეტად ლმობიერია. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ: დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშვის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების ჩადენის შემდეგ, მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ვ--–---------------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა 4 წელი თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაუთვალა პირობითად. მოსამართლემ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და დანაშაულის მომეტებული საფრთხე, მით უფრო მაშინ, როდესაც მის მიერ დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურებულა და ამასთან მის მიმართ კიდევ განიხილება სხვა სისხლის სამართლის საქმეები როგორც გამოძიებაში ასევე სასამართლოში. ჩადენილი დანაშაულის ხასიათის მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი მსჯავრდებულზე ვერ იმოქმედებს იმგვარად, რომ ის განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ვინაიდან მსჯავრდებულ ვ--–---------------–---–ს ექნება განცდა, რომ მისი მხრიდან ქურდობების ჩადენის მიუხედავად, სასამართლო არ დაუნიშნავს მას სასჯელის მიზნების რელევანტურ სასჯელს, რაც ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ვერ იქნება ეფექტური შემაკავებელი მექანიზმი, რითაც ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.
მეორე მხარის - მსჯავრდებულ ვ--–---------------–---–-ს პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი სამართლიანია და უნდა დარჩეს ძალაში.
4. სასამართლოს შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე, განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ვ--–---------------–---–-ს ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით დათვალიერების ოქმებით (26.12.2018; 28.12.2018; 27.12.2018; 18.12.2018; 29.01.2019; 21.01.2019; 31.01.2019); საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით (27.12.2018; 26.12.2018; 12.01.2019; 19.01.2019; 22.01.2019; 12.01.2019; 31.01.2019); შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით (12.01.2019; 22.01.2019; 13.01.2019; 08.01.2019); პირის ამოცნობის ოქმებით (22.01.2019; 19.01.2019); მოწმეების მა------–----------–---------------------------------–-–---–-----–---–--–-----------------–-----------------------------------–---–--------------------–---–--------------------------------------–--------------–---------–---–-----------–--–---–-------–-----------------------–-----–-------------------–---–--------------------–---------–-----–------------------------–---–---–-------------------–---–---–---------------------ის და თავად ვ--–---------------–---–-ს (აღიარებს ჩადენილ ქმედებებს) გამოკითხვის ოქმებს), რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიღებული იქნა პრეიუდიციად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ვ--–---------------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ვ--–---------------–---–ს ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ვ--–---------------–---–-ს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დანაშაულები ჩადენილია ანგარებითი მოტივით), ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის მყარ სურვილს ფარულად დაუფლებოდა ძვირადღირებულ ალკოჰოლურ სასმელებს), ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია არაერთი დამოუკიდებელი დანაშაული), ასევე მართლსაწინააღმდეგო შედეგს (სახეზეა არაერთი დაზარალებული, რომელთა ზიანი ანაზღაურებული არ არის), ასევე ვ--–---------------–---–-ს პიროვნებას (აღიარა ჩადენილი დანაშაულები და ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას) და მიიჩნევს, რომ ვ--–---------------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა გაესაზღვროს ჯარიმა 1000-1000 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით იქნება ზომიერად მკაცრი სასჯელი და სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით. აღსანიშნავია, რომ სასჯელის დანიშვნის დროს უნდა მოხდეს ინდივიდუალური მიდგომა, ინდივიდუალური ქმედებისა და ამ ქმედებიდან მომდინარე კონკრეტული საფრთხის გაანალიზება, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად ვ--–---------------–---–-ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა, რადგან ეს იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც დანაშაუთა სიმრავლის გათვალისწინებით, არათუ ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების შესრულებას, არამედ პირიქით, წაახალისებს დამნაშავეს, რათა ჩაიდინოს ახალი დანაშაული.
ამასთან, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, 4. ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამასთან, ვ--–---------------–---–- შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით ნასამართლევია 2018 წლის 3 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულისთვის, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-4, მე-2 ნაწილების საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენი ვ--–---------------–---–-ს მიმართ უნდა შეიცვალოს სასჯელის ნაწილში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მაისის განაჩენში მსჯავრდებულ ვ--–---------------–---–-ს მიმართ შევიდეს ცვლილება;
ვ--–---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 დეკემბრის ეპიზოდი) – 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებულმა სასჯელმა შთანთქას სხვა სასჯელები და ვ--–---------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ვ--–---------------–---–ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ვ--–---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან.
მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2019 წლის 30 იანვრის განაჩენით მოხდილი სასჯელი 2019 წლის 15 იანვრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ლაზერული დისკები, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი