განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.09.2019
საქმის ნომერი
330310018002602271
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
19.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/1512-19

N330310018002602271

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ხატია არდაზიშვილი

 

სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - ე---------–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) - რ----–---------–-ა, ე-----------–------ი, ბ------------–-ა, ა---------–-ა

წარმომადგენელი - თ-------–----–----ა

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება

 

გასაჩივრებული საოქმო განჩინება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის საოქმო განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში; გაუქმდეს ამავე სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის საოქმო განჩინება, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ.

 

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილებით რ----–---------–-ას, ე-----------–------ის, ბ------------–-ას და ა---------–-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- ბრძანება და დაევალა მოპასუხე - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.2.1. რ----–---------–-ა, ე-----------–------ი, ბ------------–-ა და ა---------–-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.

 

1.2.2. N------ დაბადების მოწმობის თანახმად, ა---------–-ა დაიბადა 2009 წლის 03 ივლისს, რომლის მშობლები არიან რ----–---------–-ა და ე-----------–------ი.

 

1.2.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 23 ივლისის N0------------- წერილის თანახმად, რ----–---------–-ას 2018 წლის 17 ივლისის N3------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტრინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, ა-----–--–---–---------ში მდებარე, ყოფილი ,,ჭ------------------------–ის“ შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. მოკვლევის შედეგად წარმოდგენილი ინფორმაციით, განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე, როგორც მუდმივი მაცხოვრებელი არ ფიქსირდება, შესაბამისად დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N21) უარი ეთქვა განმცხადებელს მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №21 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ქ. თბილისში ახლადაშენებულ კორპუსში.

 

ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რ----–---------–-ას, ე-----------–------ს, ბ------------–-ას და ა---------–-ას უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე (ქ. თბილისში ბ--–--–---–-------- ,,ჭ------------------------–ა“) ფაქტობრივად არ ცხოვრების გამო.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის №0--------- ბრძანებით რ----–---------–-ას ოჯახს ქ.თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ეთქვა უარი.

 

1.2.4. 2017 წლის 22 თებერვლის აღწერის ფორმის თანახმად, ქ. თბილისში ბ--–--–---–------ში ,,ჭ---------------------–-------–ა“ მდებარე ფართი ამჟამად არის გაქირავებული და ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთ შვილთან ერთად. ადგილზე სტუმრად დახვდათ ბ------------–-ა, ხოლო მისი მშობლები და და ცხოვრობს ტ------------------ში ახლადაშენებულ კორპუსში, ბაჩანას განმარტებით სახლი არის ოჯახის საკუთრება, თუმცა გაფორმებული ვის სახელზეა არ იცის. მისივე განმარტებით სახლი ტ-----------------აზე არის მისი მამიდის რ----------------–-ას შეძენილი, აღნიშნულ განმარტებას ესწრებოდა მეზობელი ბ-------------–---ე.

 

2018 წლის 12 მაისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მინიტორინგის ჯგუფი დამატებით მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------ი ტ------------------ში (ბ------------------–----), ადგილზე დახვდათ ოჯახის უფროსი რ----–---------–-ა და მისი მეუღლე ე-----------–------ი. მათი განმარტებით ბინა ეკუთვნის რ----–--ის სიდედრს მ---------–---ას, რომელიც ცხოვრობს ამავე ბინაში რ----–--ის შვილებთან ერთად. 25 კვ/მ დაკავებული აქვს ბ--–--–---–------ში, მაგრამ სივიწროვის გამო დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ 2016 წლის ბოლოდან. განმცხადებლის (ოჯახის უფროსის) განმარტებით მისი მეუღლე ე-----------–------ი არის დედისერთა. რ----–--ის სიმამრი 2017 წელს არის გარდაცვლილი. ამ ბინაში ოჯახში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიმამრის ავადმყოფობა, ვინაიდან სხვა მომვლელი არ ჰყავდა.

 

1.2.5. 2017 წლის 12 ივლისის საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, გ---------------------------------ში, არასასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე N1 ავტოსადგომი (მშენებარე), (22.00 კვ.მ, ს.კ N0-------------------------) 2013 წლის 10 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მ---------–---ას საკუთრების უფლება.

 

1.2.6. იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, რ----–---------–-ას (სარეგისტრაციო N0--------) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გ--–----------–------------. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ. თბილისი, დიდუბე აკ. ბ--–--–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დიდუბე, აკ. ბ--–--–---–--------.

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ბ------------–-ას (სარეგისტრაციო N0--------) დაბადების ადგილია თბილისი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გ--–----------–------------. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ. თბილისი, დიდუბე აკ. ბ--–--–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დიდუბე აკ. ბ--–--–---–--------.

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ა---------–-ას (სარეგისტრაციო N0--------) დაბადების ადგილია თბილისი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გ--–----------–------------. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ. თბილისი, დიდუბე აკ. ბ--–--–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დიდუბე აკ. ბ--–--–---–--------.

 

იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის ანკეტის თანახმად, ე-----------–------ის (სარეგისტრაციო N0--------) დაბადების ადგილია გალი. მუდმივ საცხოვრებელ ადგილს იძულებით გადაადგილებამდე წარმოადგენდა აფხაზეთი, გ--–-----------------ი. დროებით საცხოვრებელს ადგილს წარმოადგენს, ქ. თბილისი, დიდუბე აკ. ბ--–--–---–--------. ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს ქ. თბილისი, დიდუბე აკ. ბ--–--–---–--------.

 

1.2.7. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- ბრძანების თანახმად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N21) რ----–---------–-ას (პ/ნ 6----------) ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, (ბ--–--–---–---------ში მდებარე ,,ჭ------------------------–აში“) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

1.3.1. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. კანონის მე-2 მუხლი ადგენს რეგულირების სფეროს, რომლის შესაბამისადაც, ეს კანონი განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

აღნიშნული კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილია - სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა; ამავე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე მუხლის „ო“ პუნქტის შესაბამისად, კი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა (შემდგომ – გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა) არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა, ხოლო იმავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

1.3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა განსახლების ორგანიზების მიზნით, დამტკიცდა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია), რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-9 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კომისია, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებლ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. მითითებული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების კონტინგენტის განსაზღვრის შემდეგ, სამინისტრო, მისი ტერიტორიული ორგანოებისა და მუნიციპალიტეტების ჩართულობით, ახდენს ამა თუ იმ ადმინისტრაციულ ერთეულში მაცხოვრებელ დევნილთა ინფორმირებას გასანაწილებელი საცხოვრებელი ფართების, ასევე საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღების მკაცრად რეგლამენტირებული ვადების შესახებ. ამასთან, დევნილებს უნდა მიეცეთ ვადა საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წარსადგენად (გადაწყვეტილების მისაღებად მოსაფიქრებელი დრო, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, განაცხადზე დასართავი დოკუმენტების მოწესრიგება და სხვ). მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, რაც აისახება კომისიის სხდომის ოქმში. მე-4 პუნქტის შესაბამისად კი, ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ − დანართი №6 და „სოციალური კრიტერიუმის“ - დანართი №7 და ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნობის გათვალისწინებით“ - №8 დანართის შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ მითითებული მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენენ გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების მიღებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული კონტინგენტიდან. განაცხადის შევსება ხდება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლის/თანამშრომლების მიერ, რასაც ხელმოწერით ადასტურებენ როგორც აღნიშნული თანამშრომლები, ისე დევნილი ოჯახის ყველა სრულწლოვანი წევრი ან ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი, მასზე კანონმდებლობით დადგენილი წესით ოჯახის სრულწლოვანი წევრების მიერ მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე. გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის დევნილი ოჯახის მიერ ივსება ამ ბრძანებით პირველი მუხლის მე-2 პუნქტით დამტკიცებული დანართი №2 - „საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის ფორმა“ და ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-5 პუნქტით დამტკიცებული დანართი №5 – „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კითხვარის ფორმა“, რომლებსაც უნდა ერთოდეს მასში მოცემული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები ახდენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის, მასზე თანდართული დოკუმენტაციის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე შევსებული კითხვარის, ასევე მოპოვებული მონაცემების საფუძველზე თითოეული დევნილი ოჯახის მდგომარეობის შეფასებას კრიტერიუმებისა და საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტების მეშვეობით, რის საფუძველზეც აღნიშნული სამმართველოს შესაბამისი თანამშრომელი ან/და საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომელი/თანამშრომლები აფასებს, ავსებს და ხელმოწერით ადასტურებს სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებულ განაცხადის შეფასების ფორმას. თითოეული დევნილი ოჯახის მიერ შევსებული განაცხადი, მასზე თანდართულ დოკუმენტაციასთან და შესაბამის შეფასების ფორმასთან ერთად ინახება ამ დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის თაობაზე პირადი საქმის სახით. თუ აღნიშნული სამმართველოს ან/და სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული დეპარტამენტის სხვა თანამშრომლ(ებ)ის მიერ განაცხადების შეფასებისას აღმოჩნდა, რომ დევნილის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია არის არსებითად მცდარი, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაზე, განაცხადი რჩება განუხილველი, რის თაობაზეც დევნილ ოჯახს ეცნობება დეპარტამენტის უფროსის ან დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს უფროსის დასაბუთებული წერილობითი აქტის მეშვეობით. ამ პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდგომ, დეპარტამენტი კომისიას წარუდგენს განაცხადებს, სრული ინფორმაციითა და დოკუმენტაციით. კომისია, დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის მიღებისა და წინასწარი შეფასების სამმართველოს შეფასებაზე დაყრდნობითა და კონკრეტულ ობიექტზე არსებული ბინების რაოდენობის გათვალისწინებით, განსაზღვრავს განაცხადების რაოდენობას, რომელთა გადამოწმება უნდა განახორციელოს დეპარტამენტის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტორინგის სამმართველომ.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ კანონქვემდებარე აქტით დეტალურად არის გაწერილი დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები და პროცედურები, რომელიც რამდენიმე ეტაპიანია და იძლევა ობიექტური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე განმცხადებლის თაობაზე მოძიებული ინფორმაცია და წესით დადგენილი დანართების შესაბამისად შევსებული კითხვარი არ იძლევა მეტ-ნაკლებად კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, ამავე წესით განსაზღვრულია, რომ დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები ადგილზე შეისწავლიან დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს და საჭიროების შემთხვევაში, კომისია დამატებითი მასალის მოძიების დავალებას მისცემს დეპარტამენტს, რომლის თანამშრომლებიც ვალდებულები არიან მოიძიონ დამატებითი მონაცემები დევნილის შესახებ და ასევე, დევნილისგან მოითხოვონ აუცილებელი მონაცემების წარდგენა, რათა საკითხის შეფასება განხორციელდეს ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე, ხოლო სამინისტროს საქმიანობა ემყარებოდეს ამ სფეროში შემუშავებული და მიღებული სამართლებრივი დოკუმენტების დებულებებს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე კითხვარით გათვალისწინებულია და შეიცავს მთელ რიგ კრიტერიუმებს, რომელთა შეფასებაც ხდება შესაბამისი კომისიის მიერ და აღნიშნული შეფასება წარმოადგენს დევნილის გრძელვადიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის წინაპირობას და შესაბამისად, სამინისტროს დეპარტამენტების მხრიდან აღნიშნული პროცედურების დაცვას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს, იმისათვის, რომ შემდგომ კომისიის მხრიდან ადგილი არ ჰქონდეს უკანონო გადაწყვეტილების მიღებას და განმცხადებლის კანონით დაცული უფლებების შეზღუდვასა თუ დარღვევას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელეები - რ----–---------–-ა, ე-----------–------ი, ბ------------–-ა, ა---------–-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზეც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები.

 

საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 22 თებერვლის აღწერის ფორმით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისში, ბ--–--–---–------ში (,,ჭ---------------------–-------–ა“) მდებარე ფართი ამჟამად არის გაქირავებული და ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ერთ შვილთან ერთად. ადგილზე სტუმრად დახვდათ ბ------------–-ა, ხოლო მისი მშობლები და და ცხოვრობენ ტ-----------------ში, ახლადაშენებულ კორპუსში, ბ------------–-ას განმარტებით, სახლი არის ოჯახის საკუთრება, თუმცა გაფორმებული ვის სახელზეა, არ იცის. მისივე განმარტებით, სახლი ტ-----------------აზე არის მისი მამიდის - რ----------------–-ას შეძენილი.

 

2018 წლის 12 მაისის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადების, გასაუბრების ოქმის თანახმად, მონიტორინგის ჯგუფი დამატებით მოკვლევის მიზნით იმყოფებოდა ქ. თბილისში, დ------------ში, ტ-----------------ში (ბ------------------–----), ადგილზე დახვდათ ოჯახის უფოსი რ----–---------–-ა და მისი მეუღლე ე-----------–------ი. მათი განმარტებით, ბინა ეკუთვნის რ----–--ის სიდედრს - მ---------–---ას, რომელიც ცხოვრობს ამავე ბინაში, რ----–--ის შვილებთან ერთად, 25 კვ.მ დაკავებული აქვს ბ--–--–---–------ში, მაგრამ სივიწროვის გამო, დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ 2016 წლის ბოლოდან. განმცხადებლის (ოჯახის უფროსის) განმარტებით, მისი მეუღლე ე-----------–------ი არის დედისერთა. რ----–--ის სიმამრი 2017 წელს არის გარდაცვლილი. ამ ბინაში ოჯახში გადმოსვლის ერთ-ერთი მიზეზი იყო სიმამრის ავადმყოფობა, ვინაიდან სხვა მომვლელი არ ჰყავდა.

 

2017 წლის 12 ივლისის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, გ---------------------------------ში, ავტოსადგომი N1 მშენებარე (22.00 კვ.მ, ს.კ N0-------------------------) 2013 წლის 10 ოქტომბრიდან რეგისტრირებულია მ---------–---ას საკუთრებად.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ ფოტოსურათებზე, რომლებზეც დაფიქსირებულია თბილისში, დ------------ში, ტ------------------ში მდებარე საცხოვრებელი ბინის ამსახველი ფრაგმენტები, ამავე ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან მოსარჩელე რ----–---------–-ა და ე-----------–------ი. წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით მ---------–---ას საკუთრებაშია 22.00 კვ. ავტოსადგომი, ხოლო ფოტოსურათებზე დაფიქსირებული საცხოვრებელი ბინის ფართობი შეადგენს თუ არა 22.00 კვმ.მ-ს, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

 

სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 23 ივლისის N0------------- წერილის მიხედვით, რ----–---------–-ას 2018 წლის 17 ივლისის N3------- განცხადების პასუხად ეცნობა, რომ ქ. თბილისში, მიმდინარე ეტაპის ფარგლებში, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, სამინისტროს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების მონიტრინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, აკ. ბ--–--–---–---------ში მდებარე, ყოფილი ,,ჭ------------------------–ის“ შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა. მოკვლევის შედეგად წარდგენილი ინფორმაციით, განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე, როგორც მუდმივი მაცხოვრებელი, არ ფიქსირდება, შესაბამისად, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილებით (ოქმი N21) განმცხადებელს უარი ეთქვა მიმდინარე ეტაპის ფარგლებში ბინით უზრუნველყოფაზე.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის №21 ოქმით დგინდება, რომ კომისიამ ,,დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის’’ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანების შესაბამისად განიხილა დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსში. ამავე ოქმის თანახმად, კომისიის გადაწყვეტილებით, რ----–---------–-ას, ე-----------–------ს, ბ------------–-ას და ა---------–-ას უარი ეთქვათ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებაზე (ქ. თბილისში ბ--–--–---–-------- ,,ჭ------------------------–ა“).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2018 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი N21), რ----–---------–-ას ოჯახს უარი ეთქვა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში, (ბ--–--–---–---------ში მდებარე ,,ჭ------------------------–აში“) გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

სასამართლოს განმარტებით, დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები ეფუძნება იმ ზოგად პრინციპს, რომ დაცული იყოს დევნილი საცხოვრებელ ადგილას და უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო საცხოვრებლით, უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და სანიტარიული თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში და დაცული იყოს დევნილის ოჯახის ერთიანობის პატივისცემის უფლება. ეს პრინციპი საერთოა როგორც დევნილის დროებითი, ისე გრძელვადიანი განსახლებისას. სამინისტრო, როგორც აღნიშნული საკითხის მოწესრიგებაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ინდივიდუალურად შეაფასოს კონკრეტული ოჯახის საჭიროებები და ამგვარად საკითხის გამოკვლევის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

საქმის მასალების მიხედვით, მოსარჩელე რ----–---------–-ას ოჯახს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ მონიტრინგის სამმართველოს მიერ განხორციელდა ქ. თბილისში, აკ. ბ--–--–---–---------ში მდებარე, ყოფილი ,,ჭ------------------------–ის“ შენობაში დამისამართებული და ფაქტობრივად მცხოვრები დევნილი ოჯახების მოკვლევა და დადგინდა, რომ აღნიშნულ მისამართზე, განმცხადებელი, როგორც მუდმივი მაცხოვრებელი, არ ფიქსირდებოდა.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქმეში წარმოდგენილ 2017 წლის 22 თებერვლის აღწერის ფორმაზე და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მონიტრინგის სამმართველოს არ გამოუკვლევია, თუ ვინ იყო მესაკუთრედ რეგისტრირებული თბილისში, დ------------ში, ტ------------------ში (ბ------------------–----) მდებარე უძრავ ქონებაზე, ამასთან აღნიშნულ ოქმშივეა მითითებული, რომ ქ. თბილისში, ბ--–--–---–------ში (,,ჭ---------------------–-------–ა“) სტუმრად დახვდათ ბ------------–-ა. ყოველივე აღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, ადასტურებს იმ გარემეობას, რომ მოსარჩელეთათვის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმა არ ეფუძნება არსებულ ფაქტობრივ გარემოებას. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ იყო ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია უფრო დეტალური პროცედურის უზრუნველყოფით საკითხის სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღოს სათანადო, დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სპეციალური კანონით განსაზღვრული და კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული კრიტერიუმის შეფასებისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ჰქონდა სრული შესაძლებლობები და ბერკეტი იმისათვის, რომ ეფექტურად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, რომლის უფლებამოსილებაც მას კანონით აქვს მინიჭებული.

 

სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის 96-ე მუხლზე და განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს დევნილთა განსახლების საკითხზე პასუხისმგებელ უწყებას, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით. შესაბამისად, პრიორიტეტულობის საკითხის შეფასება ხდება დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა და თავად სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული უფლებამოსილებისა და მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და შეჯერების საფუძველზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კი დევნილთა გრძელვადიანი განსახლების პროცესი წარიმართება მაქსიმალურად ობიექტურად და სამართლიანად.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეჯერების შედეგად არ მიიღო კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, სასამართლოს კონტროლის პირობებში ქმნის სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობას.

 

საქალაქო სასამართლომ მიუთითა ზაკ-ის მე-601 მუხლზე, ასკ-ის 32.4 მუხლზე და მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- ბრძანება (დევნილი ოჯახისათვის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ) და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს განმარტებით, რაც შეეხება მოთხოვნას: დაევალოს მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელისთვის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ, ვინაიდან სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, აღნიშნული კი, ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ ზემოთ მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

2. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

აპელანტი საქალაქო სასამართლოს 08.04.2019წ. გადაწყვეტილებას ასაჩივრებს იმ ნაწილში, რომლითაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის 09 ოქტომბრის N0--------- ბრძანება და სააგენტოს დაევალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებასთან ერთად, აპელანტი ასაჩივრებს საქალაქო სასამართლოს 25.03.2019წ. საოქმო განჩინებას, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის შესახებ (საოქმო განჩინების თარიღი დაზუსტდა სააპელაციო სასამართლოს 19.09.2019წ. სხდომაზე).

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან, ასევე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის გასვლიდან 1 თვის ვადაში, ხოლო ნორმატიული აქტის შემთხვევაში - უშუალო ზიანის მიყენებიდან 3 თვის ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. მოსარჩელე რ----–---------–-ას 2018 წლის 22 ოქტომბერს კანონით დადგენილი წესით, ხელზე ჩაბარდა 2018 წლის 09 ოქტომბრის N0------ ბრძანება დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ, რაც ხელმოწერით დაადასტურა. ბრძანებით განმარტებულია მისი გასაჩივრების წესი. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლის მე-2 პუნქტით სასამართლო განჩინებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ იგი არ აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე–25-ე მუხლებით დადგენილ დასაშვებობის მოთხოვნებს. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას სასამართლო აღნიშნული საფუძვლით წყვეტს საქმის წარმოებას პროცესის ნებისმიერ სტადიაზე.

 

აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. ამასთანავე, განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ, არის დაუსაბუთებელი. სასამართლომ არასწორად განმარტა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 262 მუხლი, რის შედეგადაც საქმეზე დაუსაბუთებელი განჩინება იქნა მიღებული.

 

აპელანტი მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა ასკ-ის 32.4 მუხლი.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდებოდა საქართველოს მთავრობის 13.02.2017წ. N240 განკარგულებით დამტკიცებული "იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმისა" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. N320 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესის" შესაბამისად. "დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის წესი" ადგენს საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების მიღებისა და მისი განხილვის წესს. ამავე წესით რეგულირდება დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცედურა და კრიტერიუმები. თითოეული დევნილი ოჯახის განაცხადის შეფასება ხორციელდება სამინისტროს მიერ მოპოვებული და დევნილი ოჯახის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, დევნილთა გრძეევადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმების საფუძველზე. შეფასების შედეგად, თითოეულ დევნილ ოჯახს, ზემოაღნიშნული ინფორმაციის გათვალისწინებით, ენიჭება შესაბამისი ქულა. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად და იმ დევნილ ოჯახს, რომელიც სხვა დევნილ ოჯახებთან შედარებით მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. აღნიშნული „წესის“ 3.1 მუხლის თანახმად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროცესში, კონკრეტული დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართის შეთავაზებაზე, მიღებული განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია ამ ბრძანების მე-5 პუნქტით შექმნილი დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია. ამავე „წესის“ 4.8 მუხლის "ა" ქვეპუნქტის მიხედვით, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროექტ(ებ)ის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: ა) ნგრევად და სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში) მცხოვრებ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით. განსახილველ შემთხვევაში, რ----–---------–-ა, ე-----------–------ი, ბ------------–-ა და ა---------–-ა არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, რომლებზედაც გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობები. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 22 თებერვლის აღწერის ფორმით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ბ--–--–---–--------, ბ------------–-----), არის გაქირავებული და ცხოვრობს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ერთ შვილთან ერთად. ადგილზე სტუმრად იმყოფებოდა ბ------------–-ა, ხოლო მისი მშობლები და და ცხოვრობენ ტ--------------------ში, ახლადაშენებულ კორპუსში. ბ------------–-ას განმარტებით, აღნიშნული სახლი არის ოჯახის საკუთრება, თუმცა, ვის სახელზე არის გაფორმებული, არ იცის.

 

აპელანტი მიუთითებს ზაკ-ის 601.1, 96-ე, 53-ე მუხლებზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ, კანონმდებლობის მოთხონათა სრული დაცვით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესწავლისა და გამოკველვის საფუძველზე მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება: შესწავლილი და გამოკვლეული იქნა მოსარჩელეთა ოჯახის რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილების თაობაზე ინფორმაცია, ასევე ოჯახის წევრების მდგომარეობისა და საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაცია, განხორციელდა მონიტორინგები როგორც რეგისტრაციის, ისე ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილზე, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს არა სახელმწიფოს მიერ მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული საცხოვრებელი ფართით, არამედ სხვა მისამართზე, კერძოდ, ქ. თბილისში ტ--------------------ში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი სრულად არ დაკმაყოფილდება. აპელანტის მოსაზრებით, ასევე უნდა გაუქმდეს განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ და ახალი განჩინებით შეწყდეს საქმის წარმოება (საქმე N3/5414-18), ასკ-ის 262 მუხლის შესაბამისად.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

3.1. ფაქტობრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

3.2. სამართლებრივი დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებსა და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა, ხოლო „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს. ამავე კანონის 6.1 მუხლის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.

 

პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 09.08.2013წ. №320 ბრძანებით დამტკიცებულ „დევნილთა საცხოვრებელით უზრუნველყოფის წესზე“ (დანართი №1). აღნიშნული “წესის” მეორე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაში იგულისხმება ამ წესის შესაბამისად, დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვა; სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა იმ დევნილ ოჯახებზე, რომლებმაც 2018 წლის 1 იანვრამდე იპოთეკური სესხით შეიძინეს საცხოვრებელი სახლები/ბინები და აღნიშნული საცხოვრებელი სახლები/ბინები არის მათი ერთადერთი საკუთრება.

 

მითითებული „წესის“ სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 3.1 მუხლის თანახმად, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განცხადებების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია, რომელიც ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესის შესაბამისად, ანაწილებს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით სამინისტროსათვის გადმოცემულ ან სამინისტროს მიერ შესყიდულ/რეაბილიტირებულ საცხოვრებელ ფართებს და არსებული რესურსის გათვალისწინებით, განსაზღვრავს იმ დევნილი ოჯახების კონტინგენტს, რომელთაც გაუკეთდებათ გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის კონკრეტული შეთავაზებები. 3.3 მუხლის თანახმად, მიღებული განაცხადების საფუძველზე, კომისია ადგენს წინასწარ განსაზღვრული კატეგორიის დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების წინასწარი შეფასების, მინიჭებული ქულების გადამოწმებისა და კომისიის მიერ განხილვის ვადებს, ხოლო 3.4 მუხლის შესაბამისად, დეპარტამენტი ახდენს განაცხადების დამუშავებას ამ მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით დადგენილი პროცედურით. დეპარტამენტი დამუშავებულ მასალას წარუდგენს კომისიას საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, შესაბამისი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მიიღება კომისიის მიერ და ფორმდება კომისიის სხდომის ოქმის სახით, რომელიც, ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდგომ, წარედგინება მინისტრს. 14.10 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის გადაწყვეტილებისა და მე-12 პუნქტის გათვალისწინებული დევნილი ოჯახის წერილობითი თანხმობის საფუძველზე, გასანაწილებელი ფართების დაკავების მსურველთა განაცხადების დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ზემოაღნიშნული „წესის“ 6.1 მუხლის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. 6.3 მუხლის თანახმად, დევნილთა საჭიროებების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განისაზღვრება გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, რა რიგითობით მოხდება საცხოვრებელი ფართის შეთავაზება, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის შესყიდვა და გრძელვადიანი საცხოვრებელიფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად, იპოთეკური სესხის დაფარვის მიზნით ერთჯერადი ფულადი დახმარების გაცემა. 6.5 მუხლის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად. 6.6 მუხლის თანახმად კი, ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე კომისიის მიერ დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილებისათვის, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, დევნილ ოჯახს შეეთავაზება საცხოვრებელი ფართი ამ ბრძანების მე-7 პუნქტით დამტკიცებული „გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, საცხოვრებელი ფართის საორიენტაციო სტანდარტები დევნილი ოჯახის წევრთა რიცხოვნების გათვალისწინებით“ - №8 დანართის შესაბამისად.

 

ამავე „წესის“ მე-6 მუხლის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის მე-10 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან მათ ბალანსზე რიცხულ საცხოვრებელ ფართობში და ამ ფართის გამოთავისუფლების მოთხოვნით სამინისტროში შემოსულია შესაბამისი მომართვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ 05.06.2018წ. იმსჯელა ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხზე. 05.06.2018წ. N21 საოქმო გადაწყვეტილებით კომისიამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა რ----–---------–-ას, ე-----------–------ის, ბ------------–-ას და ა---------–-ას საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან არ დადასტურდა მათი ფაქტობრივად ცხოვრება ნგრევად ობიექტში -თბილისში, ბ--–--–---–------------ში მდებარე „ჭ------------------------–აში“. აღნიშნული საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 09.10.2018წ. N0--------- ბრძანებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ ქ. თბილისში, ახლადაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე, ბ--–--–---–---------ში მდებარე ,,ჭ------------------------–აში“ ფაქტობრივად არცხოვრების გამო.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმეში არსებული 22.02.2017წ. აღწერის ფორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ მონიტრინგის სამმართველომ არ გამოიკვლია, ვინ იყო მესაკუთრედ რეგისტრირებული თბილისში, დ------------ში, ტ------------------ში მდებარე უძრავ ქონებაზე. ამავდროულად, დოკუმენტში მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ბ--–--–---–------ში (,,ჭ---------------------–-------–ა“), მონიტორინგის ჯგუფს სტუმრად დახვდა ბ------------–-ა, თუმცა ეს გარემოება არ იქნა შეფასებული გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკითხის გადაწყვეტისას. მონიტორინგის ჯგუფს არ გამოუკვლევია და არ გამოუკითხია ის ცოლ-ქმარი, რომელიც ბ------------–-ამ მიუთითა ბ--–--–---–ის ქუჩაზე მდებარე ბინის დამქირავებლად, არ შეფასებულა გარემოება ოჯახი დროებით არის გადასული ტ-----------------აზე, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით თუ მათ საცხოვრებელ ადგილს რეალურად, ფაქტობრივად ტ-----------------აზე მდებარე ბინა წარმოადგენს, ვის საკუთრებაშია აღნიშნული ბინა, არ გასაუბრებია ბინის მესაკუთრეს. მოსარჩელეების გრძელვადიანი საცხოვრებლი ფართით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით მოპასუხემ სადავო გადაწყვეტილება დააფუძნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე და არგუმენტებზე, რომლებიც სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი არ ყოფილა ადმინისტრაციული წარმოების დროს. სპეციალური კანონით განსაზღვრული და კანონქვემდებარე აქტით დამტკიცებული კრიტერიუმის შეფასებისას, მოპასუხეს ჰქონდა შესაძლებლობა, ეფექტურად განეხორციელებინა თავისი საქმიანობა, ზუსტად განესაზღვრა დევნილი ოჯახის განსახლების პრიორიტეტულობის საკითხი, დევნილი ოჯახის მიერ მიწოდებული ინფორმაციის, თავად სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული უფლებამოსილების, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ასკ-ის 32.4 მუხლის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს 09.10.2018წ. N0--------- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377.3 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.

 

აპელანტი სადავოდ ხდის თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.03.2019წ. საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დარღვევის გამო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 09.10.2018წ. №0--------- ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოსარჩელე მხარეს სამინისტროს 09.10.2018წ. №0--------- ბრძანება ჩაბარდა 22.10.2018წ. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული ბრძანება მოსარჩელე მხარემ სასამართლოში კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინა 15.11.2018წ. მოსარჩელეებმა სასარჩელო მოთხოვნები დააზუსტეს საქალაქო სასამართლოს 11.02.2019წ. სხდომაზე და 05.06.2018წ. N21 საოქმო გადაწყვეტილებასთან ერთად, მოითხოვეს სამინისტროს 09.10.2018წ. N0--------- ბრძანების ბათილად ცნობა.

 

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც სამინისტროს 09.10.2018წ. №0--------- ბრძანება საქალაქო სასამართლოში წარდგენილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადის დაცვით (მოსარჩელე მხარეს ბრძანება ჩაბარდა 22.10.2018წ., ხოლო სასამართლოში წარადგინა 15.11.2018წ.), ფაქტობრივად დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მისი ნება - სასამართლოში წარდგენის თარიღიდან სადავოდ გაეხადა აღნიშნული ბრძანება, მიუხედავად იმისა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ მითითებულ იქნა საქალაქო სასამართლოს 11.02.2019წ. სხდომაზე. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ბრძანება, 05.06.2018წ. N21 საოქმო გადაწყვეტილეების საფუძველზეა გამოცემული, რომლის ბათილად ცნობის თაობაზეც დავა სასამართლოში უკვე მიმდინარეობდა ბრძანების წარდგენისას და ამ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დასაშვებობა სადავო არ ყოფილა. ამასთანავე, მოსარჩელემ 05.06.2018წ. N21 საოქმო გადაწყვეტილება გაასაჩივრა აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დაცვით, იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო გამოცემული მისი უფლების დაცვის სხვა საშუალება - სამინისტროს 09.10.2018წ. №0--------- ბრძანება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.03.2019წ. საოქმო განჩინებით აპელანტს საფუძვლიანად ეთქვა უარი, 09.10.2018წ. №0--------- ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ჰქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებულ ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. საპროცესო ხარჯები

 

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 9.1 მუხლის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 აპრილის გადაწყვეტილება და 2019 წლის 25 მარტის საოქმო განჩინება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: ხატია არდაზიშვილი