განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010142219700092187
საქმე № 1 აგ/122-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მსჯავრდებულ დ-------- კ--------- შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენით დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
დ-------- კ-------ე (დაბადებული1----–-–----------------------------------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მესამე ნაწილის გამოყენებით, როგორც არასრულწლოვანს შეუმცირდა ერთი მესამედით და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, 2013 წლის 1 მარტის განჩინებით, მსჯავრდებულ დ-------- კ-------ეს, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის, საქართველოს კანონის მეორე მუხლის შესაბამისად, გაუნახევრდა ოზურგეთის რაიონულისასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლითა და 8 (რვა) თვით და მოსახდელად დარჩა 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის გამოსაცდელი ვადით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, დამტკიცდა მხარეთა შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
დ-------- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, როგორც 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე და 67-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლების შესაბამისად დამატებით სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს, 2012 წლის 12 ივლისის განაჩენით და ამავე სასამართლოს, 2013 წლის 1 მარტის განჩინებით (რაც დაზუსტებული იქნა 2013 წლის 28 მარტს ამავე სასამართლოს განჩინებით), 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შემცირებული პირობითი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მთლიანად დაემატა ამ განაჩენით დანიშნული სასჯელს და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------- კ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 4 (ოთხი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების და სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის და 4 (ოთხი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მასვე საქართველოს სსკ-ის 41-42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებითი სასჯელის სახედ დაენიშნა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენით, დ-------- კ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს, ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ-------- კ-------ეს, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზოამდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა ) წლის ვადით.
დ-------- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პტიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს, 2017 წლის 27 მარტის განაჩენით, მსჯავრდებულ დ-------- კ--------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ე---------- ბ------–---–ის და სხვათა სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს, 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენი, დ-------- კ--------- მიმართ დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით მსჯავრდებულ დ-------- კ--------- საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 27 მარტის განაჩენში შევიდა ცვლილება.
დ-------- კ-------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
დ-------- კ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, დანიშნული პირობითი მსჯავრი და იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2013 წლის 26 ნოემბრის, განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ-------- კ-------ეს განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;
დ-------- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან.
2019 წლის 3 სექტემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად შემოვიდა დ-------- კ--------- შუამდგომლობა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, ითხოვა განაჩენის გადასინჯვა.
სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა მსჯავრდებულ დ-------- კ--------- შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისათვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო.
საქმის მასალების მიხედვით, დ-------- კ-------ემ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, ცივი იარაღის - დანის ტარება, ნასამართლევი პირის მიერ, ჩაიდინა 2013 წლის 6 ივლისს, რა დროსაც ამ დანაშაულის პირველი ნაწილის შემადგენლობისათვის საკმარისი იყო ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას გვაძლევდა პირის წარსულში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობა. მოცემულ შემთხვევაში დ-------- კ-------ე ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისად, მისმა ქმედებამ მოგვცა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების დანაშაულის შემადგენლობა.
2013 წლის 11 დეკემბრის კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, ცვლილება შევიდა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, ამ მუხლის პირველი ნაწილი დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ან ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება და მნიშვნელობა არ ჰქონდა წარსულში მის ნასამართლეობას ან ასაკს. რაც შეეხება ამავე მუხლის მეორე ნაწილს, ის დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევდა მაშინ, როდესაც სახეზე იყო ამავე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის ან განზრახ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
კონკრეტულ შემთხვევაში, დ-------- კ-------ეს ჩადენილი არ ჰქონდა განმეორებით ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ან ნარკოტიკების მოხმარებისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუხედავად იმისა, რომ ის წარსულში ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის, 2013 წლის 11 დეკემბრის, N1701-Iს კანონით, რომელიც ძალაში შევიდა 2014 წლის 8 იანვარს, ქმედება, რომლის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, დ-------- კ-------ეს მსჯავრი დაედო აღარ წარმოადგენდა დანაშაულს.
საქართველოს სსკ-ის მესამე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად: სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა; თუ დანაშაულის ჩადენიდან განაჩენის გამოტანამდე სისხლის სამართლის კანონი რამდენჯერმე შეიცვალა, გამოიყენება ყველაზე მსუბუქი კანონი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 12 ივნისის N3705-IIს კანონით, დ-------- კ--------- მიერ ჩადენილი ქმედება, რის გამოც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით დაედო მსჯავრი, კვლავ გახდა სისხლის სამართლის წესით დასჯადი.
მიუხედავად ამისა, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, ვინაიდან მსჯავრდების შემდეგ, კერძოდ 2014 წლის 8 იანვრიდან ქმედება აღარ იყო სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული, დ-------- კ-------ე უნდა გამართლდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2014 წლის 8 იანვრამდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.
ამ ნაწილში გამართლების საფუძველი არსებობდა 2014 წლის 8 იანვრიდან, თუმცა მსჯავრდებულს იმ ეტაპზე, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს და შესაბამისად იმ დროისათვის სათანადო გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული „დაგვიანება“ არ უნდა იქნეს გამოყენებული მსჯავრდებულის საზიანოდ. პირიქით, საკითხი უნდა განიმარტოს მის სასარგებლოდ და შედეგი სახით: კანონის თანახმად, 2014 წლის 8 იანვრიდან, მსჯავრდებული ითვლებოდა პირად, ვისაც არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. შესაბამისად, მის მიმართ, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენით და ამავე სასამართლოს, 2013 წლის 1 მარტის განჩინებით, დანიშნული სასჯელის - 1 (ერთი) წლით და 4 (ოთხი) თვით თავისუფლების აღკვეთის და გამოსაცდელი ვადის - 1 (ერთი) წლისა და 10 (ათი) თვის რაიმე განაჩენზე დამატების და ხელახლა ათვლის საფუძველი მოისპო. ამდენად, ხსენებული განაჩენით დადგენილი გამოსაცდელი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ისევ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 12 ივლისის განაჩენის გამოტანის დღიდან, რაც ამოიწურა 2014 წლის 12 მაისს. გადახდილია ამ განაჩენით დანიშნული ჯარიმაც, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს, აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს N1/7318 წერილით. აღნიშნულის გათვალისწინებით, სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, 2014 წლის 12 მაისიდან, 2016 წლის 21 სექტემბრის განაჩენის გამოტანამდე, დ-------- კ-------ე იყო ნასამართლობის არ მქონე პირი.
ეს მოცემულობა იძლევა დ-------- კ--------- მიმართ გამოტანილი საბოლოო განაჩენის მის სასიკეთოდ შეცვლის საფუძვლებს შემდეგი სახით:
მსჯავრდებული დ-------- კ-------ე ამჟამად იხდის საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელს. ამ განაჩენის თანახმად, ამავე განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის, 2013 წლის 26 ნოემბრის, განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ვინაიდან დადგინდა, რომ ეს უკანასკნელი განაჩენი უნდა გაუქმდეს, აღარ არსებობს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით დანიშნულ სასჯელზე რაიმე სხვა განაჩენით დანიშნული სასჯელის დამატების საფუძველი.
გარდა ამისა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენით, სხვა მაკვალიფიცირებელ გარემოებებთან ერთად, დ-------- კ-------ეს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ 2016 წლის 14 იანვარს, იყო რა ნასამართლევი ქურდობისათვის, კვლავ ჩაიდინა ქურდობა. როგორც აღინიშნა, რეალურად ამ დანაშაულის ჩადენისას კ-------ე იყო ნასამართლობის არ მქონე. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს, 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენიდან, დ-------- კ--------- მიმართ უნდა ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე მითითება, რამდენადაც მის მიერ ჩადენილია მხოლოდ ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება 2016 წლის 14 იანვარს ჩადენილი დანაშაულის ნაწილში დანიშნულ სასჯელს, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დ-------- კ-------ეს შერაცხული მსჯავრიდან უნდა ამოერიცხოს დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი, კერძოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი. ეს კი ამცირებს მის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების ხარისხსა და ბრალდების მოცულობას, რაც თავის მხრივ ამცირებს სასჯელის სიმკაცრის საჭიროებას. ამავე დროს მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ამ დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებული სამართლებრივად წარმოადგენდა ნასამართლობის არ მქონე პირს, რაც თავის დროზე, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში ვერ მიიღო. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 6 (ექვსი) თვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ვინაიდან კანონის ცვლილება მოცემულ შემთხვევაში გავლენას ახდენს კვალიფიკაციასა და მსჯავრდებულისათვის დანიშნულ საბოლოო სასჯელზე, დ-------- კ--------- შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და ცვლილება უნდა შევიდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემრბის განაჩენში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ-------- კ--------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენში დ-------- კ--------- მიმართ შევიდეს ცვლილება.
დ-------- კ-------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
2017 წლის 9 ნოემბრის განაჩენში დ-------- კ--------- ბრალდებიდან ამოირიცხოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.
დ-------- კ-------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
დ-------- კ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2016 წლის 18 იანვრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №6) მისი მიღებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვახტანგ მრელაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვეფხია ლომიძე