განაჩენი

სისხლის სამართლის 25.09.2019
საქმის ნომერი
110100119003101350
ინსტანცია
თარიღი
25.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 110100119003101350

საქმე №1/ბ-560-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

18 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაკა გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------- ი---------ს ძე ზ--------ის მიმართ, დაბადებული: 198- წლის 14 ა-----–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი:1----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ზესტაფონის მუნიციპალიტეტი, სოფელი რ----------–ი.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული გა--ჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ნ------- ზ--------ემ ჩაიდინა: 1. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. (2019 წლის 6 ივნისის 01:00 საათის ეპიზოდი); 3. (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2019 წლის 6 ივნისის 09:00 საათის ეპიზოდი).

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ რ----------–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ------- ზ--------ემ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მასთან არარეგისტირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–-–- ჩ-----–---ს, ეჭვიანობის ნიადაგზე ხელი დაარტყა სახეში და თმებით ათრია იატაკზე, რის შედეგადაც ა-–-–- ჩ-----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ რ-----------–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ------- ზ--------ემ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–-–- ჩ-----–---ს, რომელმაც შეძლო ნ------- ზ--------ისგან თავის დაღწევა და თავი შეაფარა მეზობლის - ლ--- ზ--------ის სახლს, სადაც მივიდა ნ------- ზ--------ე და ლ--- ზ--------ის საცხოვრებელი სახლის აივანზე ხელი დაარტყა სახეში ა-–-–- ჩ-----–---ს და ათრია თმებით, რის შედეგადაც ა-–-–- ჩ-----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 6 ივნისს, დაახლოებით 09:00 საათზე, ზესტაფონის რაიონის სოფელ რ----------–ში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ნ------- ზ--------ემ, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ა-–-–- ჩ-----–---ს, ხელი დაარტყა ლოყაში და ფეხი ამოარტყა საჯდომზე, რის შედეგადაც ა-–-–- ჩ-----–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გა--ჩენით ნ------- ზ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 01:00 საათის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 09:00 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 01:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 09:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თა--ბარ სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე და საბოლოოდ ნ------- ზ--------ეს და--შაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე;

 

ნ------- ზ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

აპელანტი - ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორი ვ------- ნ-----ძე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გა--ჩენში სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტა--ს და მსჯავრდებულ ნ------- ზ--------ის მიმართ ისეთი სასჯელის დანიშვნას რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან. შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ სასაჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ნ------- ზ--------ის მიერ ჩადენილი და--შაულის ხასიათი და მისგან გამოწვეული შედეგი, კერძოდ, მსჯავრდებულმა და--შაულებრივი ქმედება გა--ხორციელა მეუღლის მიმართ. და--შაულის ხასიათის და საშიშროების გათვალისწინებით, არსებობს და--შაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი, რომლის აღსაკვეთად აუცილებელია მკაცრი სასჯელის გამოყენება, რაც გახდება ახალი და--შაულის ჩადენის თავიდან აცილების მყარი გარანტი. მსუბუქი სასჯელის დანიშვნით არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ მსჯავრდებული მომავალში ჩაიდენს ა--ლოგიურ და--შაულს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ გააა--ლიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გა--ჩენი ნ------- ზ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ნ------- ზ--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, და--შაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 01:00 საათის ეპიზოდი),1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 09:00 საათის ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ა-–-–- ჩ-----–---ის გამოკითხვის ოქმებით; მოწმეების: ეთ---------------------------------------------–----------------------–-----------------–----------------------–--–-------–----–---- გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

 

ამდენად, მსჯავრდებულ ნ------- ზ--------ის ქმედებას გასაჩივრებული გა--ჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), გა--ჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი და--შაული, და--შაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება და სამართლიანობის აღდგენის და ახალი და--შაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ ნ------- ზ--------ის მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ ვ------- ნ-----ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის გა--ჩენი დარჩეს უცვლელი:

 

ნ------- ზ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 01:00 საათის ეპიზოდი), სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 09:00 საათის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 01:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 6 ივნისის 09:00 საათის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, თა--ბარ სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ ნ------- ზ--------ეს და--შაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.

 

ნ------- ზ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის N---------- განჩინებით, ა-- ზ--------ის (პ/ნ 1----------), გ--–- ზ--------ის (პ/ნ 1----------), მ------ ზ--------ის (პ/ნ 1----------) და ს------- ჩ-------- (პ/ნ 1----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი რ----------–ი, საკადასტრო კოდით N-------------);

 

ნ------- ზ--------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2019 წლის 6 ივნისიდან, 2019 წლის 8 ივნისის ჩათვლით;

 

საქართველოს სსკ 65-ე მუხლის საფუძველზე, პირობითი მსჯავრის აღსრულების პერიოდში, ნ------- ზ--------ეს დაეკისროს მოვალეობა პრობაციის ეროვნული სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო სსკ 66-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში პირობითი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ეროვნულ სამსახურს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

საქმეზე დართული ნივთები და საგნები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც საექსპერტო კვლევისათვის გადაგზავნილია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

სსიპ 112-ის ჩანაწერი დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე