განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 190100119002987254
საქმე №1ბ/1272-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი
მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ ა----- ს-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- კ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების N------------) - ა----- მ--------- ძე ს-------ის (დაბადებული - 1--- წლის 9 ივნისს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული მისამართზე: გარდაბნის რაიონის სოფელი ყ--------–----, მ---------- და დროებით მცხოვრები - ქ.რუსთავი, მ-------------- ) მიმართ დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენით:
ა----- ს-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 2 წელი 11 თვე და 25 დღე) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა----- ს-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ა----- ს-------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ა----- ს-------ს დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 4 აპრილიდან.
მხარეთა პოზიცია:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა----- ს-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ფ-------- კ------–---–მა, აპელანტმა ითხოვა მსჯავრდებულ ა----- ს-------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქება.
სააპელაციო საჩივრის ავტორი თვლის, რომ განაჩენი არის უკანონო სასჯელის ნაწილში. აპელანტი მიუთითებს, რომ ა----- ს-------მა დაკავებისთანავე აღიარა დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარებით ჩვენებაში გამოძიებას აცნობა იმ პირის ვინაობა, ვისგანაც მან შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ა----- ს-------მა უდავოდ გახადა საქმეში არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებას. ყოველივე ეს კი გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა----- ს-------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრის დროს.
სასამართლომ დაადგინა:
ა----- ს-------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი არაერთგზის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ა----- ს-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცვდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 24 ივლისის ჩათვლით.
ა----- ს-------ი, 2019 წლის 4 აპრილს, 17:25 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში პირადად, ქურთუკის ჯიბეში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2,2244 გრამ ჰეროინს, ასევე მის დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.რუსთავი, მ--------------ში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9,1096 გრამ ჰეროინს, ჯამში სულ 11,334 გრამ ჰეროინს.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა----- ს-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- კ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი ა----- ს-------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებულ ა----- ს-------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც, ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
პალატა, აანალიზებს რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს (ა----- ს-------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, ა----- ს-------ის სახლის ჩხრეკის ოქმი, მოწმეების შო------------------------–--------------ის ჩვენებები, 2019 წლის 05 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმე შ-------------------------–--------------ის ჩვენებებ, და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები) მიიჩნევს, რომ ბრალდების მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ა----- ს-------ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების, კერძოდ, კი მის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუსლიხ მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებით დასტურდება ის გარემოება, რომ ა----- ს-------ი, 2019 წლის 4 აპრილს, 17:25 საათზე, გარდაბნის რაიონის სოფელ ყ--------–---ში პირადად, ქურთუკის ჯიბეში უკანონოდ ინახავდა უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით 2,2244 გრამ ჰეროინს, ასევე მის დროებით საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.რუსთავი, მ--------------ში ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 9,1096 გრამ ჰეროინს, ჯამში სულ 11,334 გრამ ჰეროინს. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს ა----- ს-------ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების შინაარსობრივი მხარე და აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 05 აპრილის ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დგინდება, რომ ა----- ს-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ფერის საიზოლაციო ლენტის ნაჭრებით შემოგარსული, მოთეთრო ძაფით თავმოკრული ყვითელი პოლიეთილენის გაჭრილ ნაჭერში მოთავსებულ კუსტარული წესით მიღებული, მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება, წონით 3,5329 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშულება „ჰეროინს“ 2, 2244 გრამის ოდენობით. ა----- ს-------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული სამ ცალად დაფასოებული კუსტარული წესით მიღებული მოყავისფრო ფერის ნივთიერებები, საერთო წონით მშრალ მდგომარეობაში - 16,3114 გრამი (ნოტიოს საერთო წონა 24,6685 გრამი), შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს - 9,1096 გრამის ოდენობით. ა----- ს-------ის პირადი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებულ ნიოვთიერებებში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო ოდენობა შეადგენს 11,334 გრამს. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე სხვა რაიმე ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვნის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება და ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად ნარკოტიკული საშუალებაა – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში;
ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი” შეტანილია ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია I №181 რეგისტრაციით, ხოლო უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის თანახმად, დანართი №2, რიგითი ნომერი 189, ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი" 1 გრამი და მეტი მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ მიეკუთვნება სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკული საშუალებათა რიცხვს და მისი შეძენა-შენახვა საჭიროებს სპეციალურ ნებართვას.
დადგენილია, რომ ა----- ს-------ს არ აქვს სპეციალური ნებართვა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის” შეძენისა და შენახვის თაობაზე.
საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით ა----- ს-------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცვდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით; იმის გათვალისწინებით, რომ ა----- ს-------ს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ აქვს სახეზეა არაერთგზისი დანაშაული.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა----- ს-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა----- ს-------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ა----- ს-------ი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ითანამშრომლა გამოძიებასთან და ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართმსაჯულების განხორციელებას.
ა----- ს-------ის მიმართ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი ნასამართლევია ოჯახში ძალადობისთვის. აღნიშნული გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს კერძოდ, სსკ-ს 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელი სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის მინიმალურ ვადას.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი. სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
ყოველივე ზემო აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებულია ა----- ს-------ის აღიარება და მონანიება, ამასთან გამოძიებასთან თანამშრომლობა და მტკიცებულებათა უდაოდ ცნობა, რითაც ხელი შეეწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთანავე, იმ გარემობის გათვალისიწნებით, რომ მსჯავრდებული ა----- ს-------ი ნასამართლევია ოჯახში ძალადობისთვის, ასევე განსახილველ საქმეში მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო არაერთგზის შეძენა, შენახვაში, ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულ ა----- ს-------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი. ამასთანავე, სსკ-ს 58-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გათვალისწინებით არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამას გარდა, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც არ იყო ცნობილი სასჯელის განსაზღვრისას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ა----- ს-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- კ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი ა----- ს-------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა----- ს-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ფ-------- კ------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი ა----- ს-------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი:
ა----- ს-------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ”დ” და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 29 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი (თავისუფლების აღკვეთა 2 წელი 11 თვე და 25 დღე) და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ა----- ს-------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.
ა----- ს-------ს, ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში _ საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამისს ორგანოებს და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაიწყოს განაჩენით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის მომენტიდან;
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ა----- ს-------ს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 4 აპრილიდან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ ა----- ს-------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული ნარკოტიკული საშუალება 11,334 გრამი ჰეროინი, რომლიც ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ა----- ს-------ის პირადი ნივთები დაბრუნებულია.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე:
ხვიჩა კიკილაშვილი
მოსამართლეები:
გოჩა ჯეირანაშვილი
ვახტანგ მრელაშვილი