განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002939585
საქმე №1ბ/1296-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მოსამართლეები:კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე
მსჯავრდებულ გ--------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ--------------------ის, დაბადებულის 20---–-–--------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი №-----------), დასაოჯახებლის, საშუალო განათლების მქონის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–-----–--------------------- მიმართ, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 16 მაისს, გ--------------------ი გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 5 მარტს, გ--------------------მა და გ-----------------მ, განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ-------–--–------------–-------------ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო ნომრით Z--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ---–-----------ე. მძღოლს შეუთანხმდნენ 4 ლარად მიეყვანა ისინი კრ–------------------ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც გ--------------------ი და გ-----------------, ჯგუფურად თავს დაესხნენ ზ---–-----------ეს, კერძოდ გ-----------------მ ამოიღო თან ნაქონი დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა ზ---–-----------ე, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 35 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. ზ---–-----------ეს კი მიაყენეს 35 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 5 მარტს, გ--------------------მა და გ-----------------მ, განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ-------–--–------------–-------------ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მძღოლი გ----------------ე. მძღოლს შეუთანხმდნენ მიეყვანა ისინი კრ–------------------ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც გ--------------------ი და გ-----------------, ჯგუფურად თავს დაესხნენ გ----------------ეს, კერძოდ გ-----------------მ ამოიღო თან ნაქონი დანა და მიაბჯინა კისერზე, ხოლო გ--------------------მა, ასევე ამოიღო თან ნაქონი დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა გ----------------ე, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 90 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გ----------------ეს კი მიაყენეს 90 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--------------------მა ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ--------------------ი, ქ-------–--–------------–-------------ის მიმდებარედ, უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 2 ივნისს, გ----------------- გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. 2019 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–--–---------------------–-------------ში მდებარე, სს ,,ფ------------“ მაღაზია ,,ს-----დან“ გ----------------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ ,,ჯეკ დენიელსის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, ერთ ცალ ძეხვს და ერთ ცალ შებოლილ თევზს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 87 ლარის და 25 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 მარტს, გ-----------------მ და გ--------------------მა განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ-------–--–------------–-------------ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო ნომრით Z--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ---–-----------ე. მძღოლს შეუთანხმდნენ 4 ლარად მიეყვანა ისინი კრ–------------------ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც გ----------------- და გ--------------------ი ჯგუფურად თავს დაესხნენ ზ---–-----------ეს, კერძოდ გ-----------------მ ამოიღო თან ნაქონი დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა ზ---–-----------ე, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 35 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. ზ---–-----------ეს კი მიაყენეს 35 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 5 მარტს, გ-----------------მ და გ--------------------მა განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ-------–--–------------–-------------ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსი“, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მძღოლი გ----------------ე. მძღოლს შეუთანხმდნენ მიეყვანა ისინი კრ–------------------ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც გ----------------- და გ--------------------ი, ჯგუფურად თავს დაესხნენ გ----------------ეს, კერძოდ გ-----------------მ ამოიღო თან ნაქონი დანა და მიაბჯინა კისერზე, ხოლო გ--------------------მა, ასევე ამოიღო თან ნაქონი დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა გ----------------ე, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 90 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გ----------------ეს კი მიაყენეს 90 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------მ ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ-----------------, ქ-------–--–------------–-------------ის მიმდებარედ, უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენით:
გ--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–-----------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ----------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ----------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–-----------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 4 (ოთხი) წლით, 5 (ხუთი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
გ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 მარტიდან;
გ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–-----------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ----------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ----------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–-----------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერით) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 6 მარტიდან;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--------------------ის ინტერესების დაცველმა ადვოკატმა, დ-----------------ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულ გ--------------------ისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას ნაწილობრივი შეკრების ნაცვლად სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ გ--------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ გ--------------------ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--------------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულების - ზ---–-----------ის, გ----------------ის გამოკითხვის ოქმების, მოწმეების - ლ--------–-–---–-----------------–---–------–----------–---–------------------–--–-------–---–---------–--ის გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ გ--------------------ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმების, გ--------------------ის დაკავების ოქმის და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების, ამოცნობის ოქმების, ა/მანქანის დათვალიერების ოქმების, ფოტოსურათების დათვალიერების ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმების, ტანსაცმლის ამოღების ოქმის, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნების, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მაისის განაჩენის გ--------------------ის მიმართ და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ--------------------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი), ასევე მან ჩაიდინა განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ--------------------ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა გ--------------------ის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის აღიარება, ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის ჩადენის ხერხი (ქმედება ჩადენილია დანის გამოყენების მუქარით) მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის ქვეშ, გამოცდელ ვადაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულმა შეღავათებმა ვერ უზრუნველყო ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, მსჯავრდებულ გ--------------------ის რესოციალიზაცია ვერ განხორციელდა. პალატა მიიჩნევს, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ მსჯავრდებულ გ--------------------ს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ განუსაზღვრა სამართლიანი და კანონიერი სასჯელი, რომლის შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი განაჩენი გ--------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ--------------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ გ--------------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
გ--------------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–-----------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ----------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ----------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–-----------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, 4 (ოთხი) წლით, 5 (ხუთი) თვით და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გ--------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 6 მარტიდან;
გ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–-----------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ----------------ის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ----------------ის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–-----------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 19 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერთი) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ გ-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 6 მარტიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ
ზ---–-----------ის ა/მანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ხელის კვალის ნიმუშვი, ნაწმენდები - განადგურდეს;
გ----------------ის ა/მანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები - განადგურდეს;
გ--------------------ისგან და გ-----------------სგან აღებული სუნი კვალის, ხელის კვალის, ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები - განადგურდეს;
გ-----------------ს და გ--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი დანა - განადგურდეს;
გ-----------------ს და გ--------------------ის ტანსაცმელები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;
გ-----------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა 156 (ას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ბესიკ ბუგიანიშვილი
მოსამართლეები: კახაბერ მაჭავარიანი
მანუჩარ კაპანაძე