განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №83131051-001895366
საქმე №3/ბ-113-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 ივნისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე: მურთაზ მეშველიანი
სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი - ბ-----------–--ე
წარმომადგენელი - ი------------ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ-----------–--ე
მესამე პირი - ლ-----------ე
დავის საგანი - თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
201- წლის 21 აპრილს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ-----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა:
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2-.03.201- წლის N4----8 ბრძანების ბათილად ცნობა;
- ბ-----------–--ის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე აღდგენა;
- გადაწყვეტილების აღსრულებამდე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 0--------ის N4--- ბრძანებით ბ-----------–--ე დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე. ბ-----------–--ის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა ფ-------ის თემი და ბაღდათის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა 201- წლის 2- მარტს მიიღო N4---- ბრძანება სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ, რომელიც უკანონოა და იურიდიულად დაუსაბუთებელი, რაც ბ-----------–--ის მიერ გასაჩივრებულ იქნა კანონით დადგენილი წესით.
მოპასუხე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 2- მარტის №4----8 ბრძანება არ ეწინააღმდეგება კანონს და მისი მომზადებისა და გამოცემისას არ დარღვეულა კანონით დადგენილი მოთხოვნები. მოსარჩელე ვერ აღდგება პირვანდელ სამუშაოზე, ვინაიდან ის მის მიერ დაკავებულ თანამდებობას და მოვალეობას იყენებდა არაჯეროვნად, რასაც ადასტურებს 201- წლის 21-2- მარტის ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით ბ-----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილია რომ ბ-----------–--ე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 0--------ის N4--- ბრძანებით დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი ფ-------ი.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 201- წლის 1------------------ ბრძანებით, მოსარჩელე ბ-----------–--ე გათავისუფლდა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ“ და ,,ე.ე“ ქვეპუნქტები,” ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 2-----------–----- დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი.
დადგენილია, რომ ბ-----------–--ე 2015 წლის 08 იანვრიდან მუშაობდა გამგებლის წარმომადგენლად ფ-------ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს, ასევე დადგენილია რომ ბ-----------–--ე მუშაობის პერიოდში ადმინისტრაციული წესით არ ყოფილა დასჯილი.
დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 201- წლის 21-2- მარტს შემოწმებული იქნა ბაღდათის რაიონის სოფელი ფ-------ი, სოფლის მხარდაჭერის პროგარამის შესრულების შესახებ. დასკვნის თანახმად სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოიყო 64220 ლარი. კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტები. მათი სურვილით ისეთ სამუშაოებს, რომელიც ადამიანური რესურსით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მოსახლეობა აიღებდა საკუთარ თავზე, რათა თანხები მიზნობრივად გახარჯულიყო, ხოლო რომელიც მათ ძალებს აღემატებოდა კი ტენდერით. რაც გამოიყო პრიორიტეტად, იქნა შეძენილი და საკუთარი ძალებით არ გაკეთებულა. შესრულებული სამუშაოების 50%-ზე მეტი არის უვარგისი და განმეორებით გასაკეთებელი, ცხაურები გაკეთებულია საპროექტო ნორმების უხეში დარღვევით.
დადგენილია, რომ სოფელში არის რამოდენიმე სასაფლაო, აქედან ორი იყო შემოსაღობი, ერთი იყო მაღლობზე, რომელსაც ესაჭიროებოდა საყრდენი კედლის ჩასხმა რაც გაკეთებულია სანახევროდ და უხარისხოდ, მეორე იყო მავთულბადით შემოსაღობი. შეძენილი იქნა ბოძებიც და მავთულბადეც, მაგრამ ზოგი ბოძი ცემენტის ხსნარით არის გამაგრებული, ზოგი კი პირდაპირ მიწაშია ჩაფლული. სამუშაოები არის დაუსრულებელი, ცემენტი დაუხარჯავი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავა წარმოშობილია საჯარო შრომითი სამართლებრივი ურთიერთობიდან თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციასა და თვითმმართველობის მოსამსახურეთა შორის, რამდენადაც დავის საგანია ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის გათავისუფლების შესახებ მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მუშაკის თანამდებობიდან გათავისუფლებისას წყდება პირის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები და შესაბამისად, ასეთი აქტი წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის სამართლებრივი საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ექვემდებარება ბათილად ცნობას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ზოგადად, ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა, რომელიც მიმართულია ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულებისაკენ. საქმიანობის ამ პროცესში აუცილებელია მთელი რიგი ნორმების დაცვა, რომლებიც თავმოყრილია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის vI თავში და მოქმედებს ადმინისტრაციული წარმოების ყველა სახისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
სასამართლომ განმარტა, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. ამასთან, აქტის კანონიერების შემოწმება მისი მხოლოდ ფორმალური შემოწმების კუთხით შეფასებას არ გულისხმობს. აქტი ასევე, მატერიალურად კანონიერი უნდა იყოს, ანუ შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მისი გამოცემის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს, უნდა იკვეთებოდეს, თუ რა გარემოებებმა მოახდინეს გავლენა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე.
საქართველოს ორგანული კანონის ” ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” მე-5.1. მუხლის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროს მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან, ამოქმედდა საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ”ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი.
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - გამგეობის სტრუქტურა განისაზღვრა საქართველოს ორგანული კანონით - ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით”, რომლის მიხედვით, გამგეობის სტრუქტურა განისაზღვრა მხოლოდ სტრუქტურული ანუ დარგობრივი პრინციპით. კერძოდ,მითითებული ორგანული კანონის 50-ე მუხლის თანახმად, ...გამგეობა/მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის/მერის დავალებების შესრულებას. გამგეობის/მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება გამგეობის/მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
საქართველოს ორგანული კანონის ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ“ პუნქტის თანახმად გამგებელი/მერი: თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის/მერიის მოსამსახურეებს; ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე.ე“ პუნქტის თანახმად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
საქართველოს კონსტიტუციის 1012.1-ე მუხლის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები გამიჯნულია სახელმწიფო ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. თვითმმართველ ერთეულს აქვს საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებანი, ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებათა განსაზღვრის ძირითადი პრინციპები და უფლებამოსილებანი დგინდება ორგანული კანონით. ხოლო 1012.2-ე მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეული საკუთარ უფლებამოსილებებს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ორგანული კანონით განსაზღვრული საკუთარი უფლებამოსილებანი ექსკლუზიურია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მუშაკის სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების შემოწმებისას სასამართლომ უნდა გაარკვიოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა ადმინისტრაციული ორგანო მოსამსახურის სამუშაოდან განთავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი შესაძლებელია მხოლოდ თანამდებობიდან პირის გათავისუფლების თაობაზე ადმინისტრაციის ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
დადგენილია, რომ მოსარჩელე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 2- მარტის №4---- ბრძანებით გათავისუფლდა ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან მასზედ დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების მოტივით.
ვინაიდან განსახილველი დავა შეეხება მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებას, სასამართლო ამ აქტის კანონშესაბამისობას ამოწმებს ამ სფეროს მარეგულირებელი ნორმების ჭრილში.
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის პრეამბულის მიხედვით, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონითაა დადგენილი მოსამსახურეთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძვლები.
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მიხედვით, სამსახური ადგილობრივ თვითმმართველობაში, წარმოადგენს საჯარო სამსახურის სახეს, ხოლო მე-4 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე არის პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით ეწევა ანაზღაურებად საქმიანობას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებაში.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის უმნიშვნელოვანესი პრინციპი - კანონიერების პრინციპი მოიცავს ორ ასპექტს - გადაწყვეტილების მიღება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ და გადაწყვეტილების მიღება კანონის საფუძველზე და კანონის შესაბამისად.
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება გააჩნდა გამგებელს. ვინაიდან, მითითებული ნორმების თანახმად, გამგებელი (მერი) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავდა და თანამდებობიდან ათავისუფლებდა გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის (მერიის) სხვა თანამშრომლებს;
”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99.1 მუხლის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამ კანონის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება. ხოლო იგივე კანონის 79-ე მუხლის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა_არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოდგენილ აუდიტის დასკვნაში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს: სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მარტო საპროცესო სამართლებრივი, არამედ მატერალურ სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მართალია როდესაც დავის საგანი შეეხება ადმინისტრაციულ აქტს, მტკიცების მოვალეობა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ეკისრება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელმაც გამოსცა ეს აქტი ანუ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ამტკიცოს თავის მიერ გამოცემული აქტის კანონიერება და წარუდგინოს სასამართლოს ამის დამადასტურებელი ყველა მტკიცებულება. კანონმდებლის მიერ ადმინისტრაციული ორგანოსათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთი არ გულისხმობს მოსარჩელის გათავისუფლებას მოთხოვნის დასაბუთებისაგან და მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. მოთხოვნა მხარემ უნდა დაასაბუთოს, ხოლო შემდგომ ამ მოთხოვნათა უარყოფისა და საპირისპიროს დამტკიცების ვალდებულება ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. დასახელებული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნა, რომლის თანახმად 201- წლის 21-2- მარტს შემოწმებული იქნა ბაღდათის რაიონის სოფელი ფ-------ი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის შესრულების შესახებ. აღნიშნული დასკვნის თანახმად, გამოვლენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები. აღნიშნული მტკიცებულებების საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება, რომ აღნიშნულ დასკვნში მოყვანილი გარემოებები არ შეესაბამება სიმართლეს და სამუშაოები, რომლებიც ჩატარდა სოფლის მხარდაჭერის პროგარამის ფარგლებში ნამდვილად ხარისხიანად და ჯეროვნად არის შესრულებული.
სასამართლომ ადმინისტრაციული აქტების კანონიერება შეამოწმა, ასევე, ადმინისტრაციული აქტების მომზადების, გამოცემის, სრულყოფილად გამოკვლევისა და დასაბუთების თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ამ კუთხითაც კანონის მოთხოვნის იმგვარად დარღვევის ფაქტი, რაც შესაძლოა გამხდარიყო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, არ გამოვლენილა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.1-ე-53.2-ე მუხლებზე, რომლის მიხედვით, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას და დასაბუთება წინ უძღვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სარეზოლუციო ნაწილს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.
მითითებული ნორმების საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული აქტის დასაბუთება მოიცავს, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - გარკვევით და გასაგებად გამოკვეთოს ის გარემოებები, რამაც გავლენა მოახდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის დასაბუთების მოთხოვნა არა მარტო ადმინისტრაციული ორგანოს თვითკონტროლის განხორციელებას ემსახურება, არამედ აქტის კანონიერების შემოწმებასც უწყობს ხელს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის გასაჩივრებული ინდივიდუალურ- სამართლებრივი აქტი შეიცავს მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნის, როგორც ფაქტობრივ (სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულება), ისე სამართლებრივ (საქართველოს ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”, ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი) საფუძვლებს.
სასამართლომ მიჩნია, რომ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ აქტში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულად და გასაგებად არის ასახული ის ფაქტობრივი წინაპირობები და სამართლებრივი საფუძვლები, რამაც განაპირობა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელეთა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება.
ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის გასაჩივრებული აქტი ბ-----------–--ის თანამდებობიდან გათავისუფლბის შესახებ არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, ამ აქტების მომზადების ან გამოცემის წესის არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც გამოიწვევდა მოცემულ საქმეზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას, არ დადგენილა, შესაბამისად, არ არსებობდა გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მოსარჩელის მოთხოვნაზე სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე სასამართლომ განმარტა, რომ ”საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამსახურიდან უკანონოდ განთავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს განთავისუფლების უკანონოდ ცნობა, განთავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელო მოსამსახურეს მიეცემა არა უმეტეს 3 თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით.
იგივე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე.
მითითებულ ნორმებზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე პირდაპირ დაკავშირებულია სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტის დადგენასთან და მისი დადასტურების შემთხვევაში არის თანმდევი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ იყო კანონსაწინააღმდეგო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლომ აღნიშნა, რომ სამუშაოზე აღდგენას ექვემდებარება ის პირი, ვინც უკანონოდ არის გათავისუფლებული, ხოლო იძულებითი განაცდური მოხელეს მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ის აღდგება სამსახურში და იმ უფლებებში, რომელშიც იგი იმყოფებოდა სამსახურიდან გათავისუფლებამდე.
ვინაიდან არ დადგინდა მოსარჩელის სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი, მისი მოთხოვნა, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ-----------–--ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებად ჩაითვალა ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის 201- წლის 21-2- მარტის დასკვნა, აღნიშნული დასკვნის თანახმად გამოვლენილი იქნა მთელი რიგი დარღვევები, რომლის საწინააღმდეგოდ სასამართლოს აზრით რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა. სასამართლომ აღნიშნა ასევე, რომ შეამოწმა ადმინისტარაციული აქტების კანონიერება, ასევე ადმინისტრაციული აქტების მომზადების, გამოცემის, სრულყოფილად გამოკვლევისა და დასაბუთებულობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ ამ კუთხითაც კანონის იმგვარი დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, რაც ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველი გახდებოდა.
აპელანტის განმარტებით გასაჩივრებული ბრძანება არის დაუსაბუთებელი, მასში არ იყო მითითება 201- წლის 21-2- მარტის ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის დასკვნაზე, მისი განთავისუფლების დროს ეს დასკვნა არ არსებობდა ბაღდათის მუნიციპალიტეტში და მხოლოდ შემდეგ დაურთო შესაგებელს. ეს დასკვნა შექმნილია მისი სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ.
ამავე დროს აუდიტის დასკვა არის ყალბი. რაც დასტურდება იმით, რომ ერთ-ერთი ხელმომწერი აუდიტორი გაჩეჩილაძე თანამდებობაზე დანიშნულია 201- წლის 22 მარტს, ხოლო შემოწმება დაიწყო 201- წლის 21 მარტს. ასევე არ არსებობს გამგებლის ბრძანება აუდიტორული შემოწმების დავალდებულების შესახებ.
გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობრივი ფუნქცია და უფლება-მოვალეობა გაწერილია ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლში. აღნიშნული ნორმის თანახმად დასკვნაში მითითებული ფაქტები არ შედიოდა მის სამსახურებრივ კომპეტენციაში.
საქმესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 201- წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ბ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 201- წლის 2- მარტის N4---- ბრძანება. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 11 დეკემბრის Nბს-376-376 (2კ-18) განჩინებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ბ-----------–--ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 201- წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება ბ-----------–--ის თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის სრულად ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 201- წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და ბ-----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. მითითებული კოდექსის 285-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
დადგენილია რომ ბ-----------–--ე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 0--------ის N4---- ბრძანებით დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე, მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი ფ-------ი.
დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 201- წლის 15 მარტის №4----8 ბრძანებით, მოსარჩელე ბ-----------–--ე გათავისუფლდა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან. ამავე ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიეთითა: საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ“ და ,,ე.ე“ ქვეპუნქტები,” ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა და ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 201- წლის 2-----------–----- დადგენილების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი.
დადგენილია, რომ ბ-----------–--ე 2015 წლის 08 იანვრიდან მუშაობდა გამგებლის წარმომადგენლად ფ-------ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. მისი დარიცხული ხელფასი შეადგენდა ყოველთვიურად 1000 ლარს.
დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ 201- წლის 21-2- მარტს შემოწმებული იქნა ბაღდათის რაიონის სოფელი ფ-------ი, სოფლის მხარდაჭერის პროგარამის შესრულების შესახებ. დასკვნის თანახმად სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გამოიყო 64220 ლარი. კრების გადაწყვეტილებით განისაზღვრა ჩასატარებელი სამუშაოების პრიორიტეტები. მათი სურვილით ისეთ სამუშაოებს, რომელიც ადამიანური რესურსით შეიძლებოდა გაკეთებულიყო, მოსახლეობა აიღებდა საკუთარ თავზე, რათა თანხები მიზნობრივად გახარჯულიყო, ხოლო რომელიც მათ ძალებს აღემატებოდა კი ტენდერით. შესრულებული სამუშაოების 50%-ზე მეტი არის უვარგისი და განმეორებით გასაკეთებელი, ცხაურები გაკეთებულია საპროექტო ნორმების უხეში დარღვევით.
დადგენილია, რომ სოფელში არის რამოდენიმე სასაფლაო, აქედან ორი იყო შემოსაღობი, ერთი იყო მაღლობზე, რომელსაც ესაჭიროებოდა საყრდენი კედლის ჩასხმა რაც გაკეთებულია სანახევროდ და უხარისხოდ, მეორე იყო მავთულბადით შემოსაღობი. შეძენილი იქნა ბოძებიც და მავთულბადეც, მაგრამ ზოგი ბოძი ცემენტის ხსნარით არის გამაგრებული, ზოგი კი პირდაპირ მიწაშია ჩაფლული. სამუშაოები არის დაუსრულებელი, ცემენტი დაუხარჯავი.
საქმეში წარმოდგენილი 201- წლის 2------------------------ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- დასკვნის შესაბამისად 1. ვიზუალური დათვალიერების საფიძველზე, სოფელ ფ-------ში ურატის სასაფლაოს შემოღობვის მოწყობისათვის შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია; 2. კოხოძეების უბანში არსებული სასაფლაოს საყრდენი კედლის ზედა ნაწილის სიგანე არ შეესაბამება წარმოდგენილი პროექტში მითითებულ მონაცემს. აღნიშნული ნაწილის ზომა წარმოდგენილ პროექტში მითითებულია 200 მმ, ხოლო ფაქტიურად შეადგენს 300 მმ, რაც 100 მმ-ით მეტია პროექტით გათვალისწინებულზე; 3. სოფელ ფ-------ში დუშა რობაქიძის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ცხაურის ხილული ზომები, შეესაბამება წარმოდგენილი 5 მეტრიანი რკ/ბეტონის ცხაურის პროექტში მითითებულ შესაბამის მონაცემებს; 4. ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე აღნიშნული ცხაურის მოწყობისათვის შესრულებული სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია.
საქმეში წარმოდგენილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომის 2018 წლის 2- მარტის N7 ოქმის თანახმად დადგენილია, რომ კომისიამ განიხილა ვაკანტური თანამდებობების - პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენელის ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში - შესავსებად უფლაბამოსილი პირისათვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევის საკითხი. კანდიდატი უნდა შერჩეულიყო ორ კონკურსანტ ლ-----------ესა და მალხაზ ყიფიანს შორის (ოქმი N6). კომისიის თავმჯდომარემ წევრებს გააცნო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებული საპასუხო წერილი N3------, რომლის მიხედვითაც მალხაზ ყიფიანის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის უმაღლესი განათლების გათანაბრებულობა არ დადასტურდა, ამდენად კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მერის წარმომადგენელის ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში - ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად რეკომენდაცია გაეწია ლ-----------ეს.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 2- მარტის N4----- ბრძანებით გადაყვანილ იქნა ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში ლ-----------ე გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში 201- წის 22 მარტიდან.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 3-------ის N4----- ბრძანებით თანამდებობების სამართლებრივი სტატუსის გარდაქმნის გამო, შეტანილ იქნა ცვლილება ,,ლ-----------ის გადაყვანის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 201- წლის 2- მარტის N4----- ბრძანებაში და სამართლებრივ აქტში მითითებული თანამდებობის სტატუსი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,გამგებლის წარმომადგენელი ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი).
ამავე ბრძანებით ლ-----------ის სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 იანვრამდე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 1--------–ის N4----- ბრძანებით ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.დ’’ და ,,ე.ე’’ ქვეპუნქტების, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, 45-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, ,,ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ’’ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის N1- დადგენილებისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის 2018 წლის 2------------------ მომართვის შესაბამისად ლ-----------ე დაინიშნა გამოსაცდელი ვადით ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის თანამდებობაზე ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში (I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 2018 წლის 1--------–იდან.
პალატა აღნიშნავს, რომ შრომითი უფლების სრულყოფილი რეალიზების გარანტიები გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის, როგორც ქვეყნის უზენაესი საკანონმდებლო აქტის 30-ე მუხლით, კერძოდ, აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია. შრომის თავისუფლება, ე.ი. უფლება თავისუფალ შრომაზე, მოიცავს როგორც ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებას, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/4-24, 28.02.1997), ასევე, „სახელმწიფოს ვალდებულებას, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებითვე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №2/2-389, 26.10.2007), კონსტიტუციის 30-ე მუხლის 1-ლი პუნქტით „დაცულია არა მარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო”.
საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სახელმწიფო სამსახურის პირობები განისაზღვრება კანონით.
საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, „კონსტიტუციის 29-ე მუხლის მიზნებისთვის სახელმწიფო სამსახური არის პროფესიული საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სხვა საჯარო ფუნქციის განხორციელების მიზნით ჩამოყალიბებულ ინსტიტუციებში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-3). ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი „მოიცავს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების სხვადასხვა უფლებრივ კომპონენტს, მათ შორის, სამსახურიდან დაუსაბუთებელი გათავისუფლებისგან დაცვის გარანტიას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 201- წლის 07 აპრილის №3/2/71- გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები მთვარისა კევლიშვილი, ნაზი დოთიაშვილი და მარინა გლოველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-13). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ანალოგიური პოზიცია აქვს დაფიქსირებული საქმეზე „საქართველოს მოქალაქე კახა კუკავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 201- წლის 1- მაისის №3/3/600 გადაწყვეტილებაში (იხ. გადაწყვეტილების მე-20 და 21-ე პარაგრაფები). „სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლების დაცვით საქართველოს კონსტიტუცია ესწრაფვის, ერთი მხრივ, უზრუნველყოს მოქალაქეთა თანაბარი დაშვება სახელმწიფო სამსახურში გონივრული და კონსტიტუციური მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო, მეორე მხრივ, დაიცვას სახელმწიფო მოსამსახურე მის საქმიანობაში გაუმართლებელი ჩარევისგან, რათა მან შეძლოს კონსტიტუციითა და კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობების ჯეროვნად შესრულება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის №1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-7).
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით რეგლამენტირებული თავისუფალი შრომისა და 29-ე მუხლით დაცული სახელმწიფო თანამდებობის დაკავების უფლებათა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გათვალისწინებულია არა მხოლოდ ეროვნული, არამედ საერთაშორისო საკანონმდებლო აქტებითაც. კერძოდ, პალატა მიუთითებს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. ამასთან, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში, ხოლო ამავე დეკლარაციის 2--ე მუხლის თანახმად კი, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის თანახმად, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევებში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ: ა) ყველა მუშაკის უფლება არ შეუწყდეთ დასაქმება ასეთი შეწყვეტის თაობაზე საპატიო მიზეზების გარეშე, რაც დაკავშირებული უნდა იყოს მათ შესაძლებლობასთან ან ქცევასთან ან განპირობებული უნდა იყოს შრომითი დაწესებულების, საწარმოს ან სამსახურის ოპერატიული მოთხოვნებით; ბ) მუშაკთა უფლება, რომელთა დასაქმება შეწყვეტილი იქნება საპატიო მიზეზების გარეშე, სათანადო კომპენსაციაზე ან სხვა შესაბამის დაკმაყოფილებაზე.
პალატა განმარტავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები, რომელთა სულისკვეთებით და გათვალისწინებით სახელმწიფოში უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებული ურთიერთობები; სამოხელეო სამართალი წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლის კერძო ნაწილს და შესაბამისად სრულად იზიარებს კანონიერების პრინციპის მნიშვნელობას საჯარო-შრომით ურთიერთობებში უფლება-მოვალეობების განხორციელებისას. აღნიშნული პრინციპი ბოჭავს გადაწყვეტილების მიმღებ საჯარო მოსამსახურეებს (მათ შორის თანამდებობის პირებს) მოქმედი კანონმდებლობის ნორმებით. ამავე კანონის ერთ-ერთ ძირითად პრინციპად აღიარებულია საჯარო მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვა. საჯარო მოხელის სამართლებრივი დაცვის პრინციპი წარმოადგენს მისი უფლების დაცვის გარანტიას, რომ მასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტებით და კანონის საფუძველზე განხორციელდება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი აღჭურავს მოხელეს იმ უფლებებით და შეღავათებით, რაც ამ კანონით არის დადგენილი.
ასევე აღნიშნული კანონი ადგენს განსაკუთრებულ უფლებებს მოხელის მიმართ, რომ ის განსხვავებით კერძო სექტორში მომუშავე მოსამსახურისაგან, საჯარო დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში სწორედ ამ საჯარო-სამართლებრივი ნორმატიული აქტით იქნება დაცული, რომ კანონით გათვალისწინებული პროცედურებით იქნება განხილული როგორც მისი შრომითი მოწყობის, დაწინაურების, აგრეთვე, მისი გათავისუფლების საკითხიც.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. თუ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სამსახურში აღდგენა შეუძლებელია იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის არარსებობის გამო, საჯარო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მოძიების თხოვნით. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელის სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა დასაშვებია უკანონოდ გათავისუფლებული მოხელისა და ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბ-----------–--ე ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 0--------ის N4--- ბრძანებით დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე. მის სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვრა სოფელი ფ-------ი.
ისიც უდავოდ დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის 201- წლის 15 მარტის N4---- ბრძანებით, ბ-----------–--ე უკანონოდ გათავისუფლდა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან, შესაბამისად აღნიშნულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა აღნიშნული თანამდებობა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2018 წლის 1--------–იდან N4---- ბრძანებით ლ-----------ე დაინიშნა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველს წარმოადგენდა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში ლ-----------ე გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის საკონკურსო კომისიის სხდომის 2018 წლის 2- მარტის N7 ოქმის თანახმად დადგენილია, რომ კომისიამ პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის მერის წარმომადგენელის ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში - ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად რეკომენდაცია გაუწია ლ-----------ეს.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბ-----------–--ეს აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურში მონაწილეობა არ მიუღია, არც კონკურსის მიმდინარეობის შეჩერების შესახებ უსარგებლია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით, ამასთან კონკურსის შედეგებსაც არ ხდის სადავოდ, შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ამ პირობებში სამართლებრივად და ფაქტობრივად შეუძლებელია ბ-----------–--ის აღდგენა გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობაზე ფ-------ის ადმინისტრაციულ ერთეულში, ამდენად პალატა თვლის, რომ აპელანტი აღდგენილი უნდა იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 201- წლის 15 მარტის N4---- ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე; კერძოდ ბ-----------–--ე აღდგენილი უნდა იქნეს იმავე რანგის (დონის) თანამდებობაზე, რომელიც არსებითად არ ცვლის შრომის პირობებს და რომლის განსახორციელებლად საკმარისია ის ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელსაც ახმარდა უწინდელი სამუშაოს შესრულებისას და თუ ახალი თანამდებობა უნარჩუნებს მატერიალურ და სოციალურ სიკეთეს, რაც გააჩნდა უწინდელ თანამდებობაზე მუშაობისას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაბამისად პალატა მიიჩნევს, რომ ბ-----------–--ეს უნდა აუნაზღაურდეს იძულებითი განაცდური - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება და ბ-----------–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება მოწინააღმდეგე მხარეს შესაძლოა დაეკისროს 2 000 ლარამდე ოდენობით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე ან სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ბ-----------–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს წარმომადგენლის (ადვოკატის) დახმარების გამო გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება, თანხის აღნიშნულ ოდენობას პალატა საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, სამართლიანად და გონივრულად მიიჩნევს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ბ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 201- წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება სამსახურში აღდგენაზე უარის თქმისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ბ-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ბ-----------–--ე აღდგენილი იქნეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 201- წლის 2- მარტის N4---- ბრძანების გამოცემამდე დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე;
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ბ-----------–--ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება - სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიას ბ-----------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის (ადვოკატის) დახმარების გამო გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება;
5. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
6. გადაწყვეტილება შეიძლება საკასაციო წესით გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან ოცდაერთი დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქ.№32).
მოსამართლე მურთაზ მეშველიანი