განაჩენი

სისხლის სამართლის 30.09.2019
საქმის ნომერი
330100119003032801
ინსტანცია
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003032801

საქმე №1ბ/1306-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილმა

 

მსჯავრდებულების, ნ-----–-----------–---–ის, გ-----------------ის, ა--------–-------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ----------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ-----------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–-------–----------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ნ-----–-----------–---–ის მიმართ - დაბადებული 2----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--–-------------–--------------------------------------------, ბ--------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

ა--------–-------–---ის მიმართ - დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N------------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მისამართის გარეშე და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--–------------–-------------–--------------------------------------------ში,დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ-----------------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 აპრილს, 11:00 საათზე, ქ-------–--–------------–------------------------- -ე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ სს „ლ-------------ის“ ფილიალში ნ-----–-----------–---–მა, ა--------–-------–---მა და გ------------------მა ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით სს „ლ-------------ის“ მოლარე ოპერატორებზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს სს „ლ-------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხა ჯამში 2 045 (ორი ათს ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა--------–-------–---მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 აპრილს, 11:00 საათზე, ქ-------–--–------------–------------------------- -ე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ სს „ლ-------------ის“ ფილიალში ნ-----–-----------–---–მა, ა--------–-------–---მა და გ------------------მა ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით სს „ლ-------------ის“ მოლარე ოპერატორებზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს სს „ლ-------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხა ჯამში 2 045 (ორი ათს ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-----–-----------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 19 აპრილს, 11:00 საათზე, ქ-------–--–------------–------------------------- -ე კორპუსის პირველ სართულზე განთავსებულ სს „ლ-------------ის“ ფილიალში ნ-----–-----------–---–მა, ა--------–-------–---მა და გ------------------მა ჯგუფურად, იარაღის მაგვარი საგნითა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით სს „ლ-------------ის“ მოლარე ოპერატორებზე განახორციელეს ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის მუქარით გასტაცეს სს „ლ-------------ის“ კუთვნილი ფულადი თანხა ჯამში 2 045 (ორი ათს ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენით.

 

გ-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ა--------–-------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ნ-----–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.

 

ა--------–-------–--- მსასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.

 

ნ-----–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების, გ-----------------ის, ა--------–-------–---ის, ნ-----–-----------–---–ის ინტერესების დაცველმა ადვოკატმა, გ----------------ამ.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულების, გ-----------------ის, ა--------–-------–---ის და ნ-----–-----------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულების, გ-----------------ის, ა--------–-------–---ის და ნ-----–-----------–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ----------------ას სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულების, გ-----------------ის, ა--------–-------–---ის და ნ-----–-----------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების, გ-----------------ის, ა--------–-------–---ის და ნ-----–-----------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეზე შეკრებილი, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - ე-–----–---–-------------–-----------------------------------–------------------–---–----------–--------–---–------------------–---–-------------------–---–----------------–-–---–--------–---------–---–----------–--------------------------------------------------------–---–------------–-------–------------------------ის, გ---------------------------–---–---–ის და სხვათა გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულების, ა--------–-------–---ის, გ-----------------ის და ნ-----–-----------–---–ის მიერ დანაშაულის აღიარების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, დათვალიერების ოქმის და ამოღებული ნივთების, ჩხრეკის ოქმის, პირადი ჩხრეკის ოქმის და ამოღებული ფულადი თანხის, დაკავების ოქმის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ-----------------მა, ა--------–-------–---მა და ნ-----–-----------–---–მა ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულების ა--------–-------–---ის, გ-----------------ისა და ნ-----–-----------–---–ის მიმართ სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ - დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა გ-----------------ის, ა--------–-------–---ის და ნ-----–-----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი (ქმედება ჩადენილია იარაღისმაგვარი საგნისა და ფეთქებადი ნივთიერების გამოყენებით), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, დანაშაულის აღიარება და მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, დაზარალებულთა პოზიცია, და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მსჯავრდებულებს გ-----------------ს, ა--------–-------–---ს და ნ-----–-----------–---–ს განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული სასჯელი, რასაც სააპელაციო პალატა ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

 

პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულების, გ-----------------ის, ა--------–-------–---ის და ნ-----–-----------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რისი შემსუბუქების საფუძველიც არ არსებობს. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულების, ნ-----–-----------–---–ის, გ-----------------ის, ა--------–-------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის, გ----------------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 1 ივლისის განაჩენი გ-----------------ის, ა--------–-------–---ის და ნ-----–-----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

გ-----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ა--------–-------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ნ-----–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ გ-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა--------–-------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და ა--------–-------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 19 აპრილიდან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ნ-----–-----------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია და ნ-----–-----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 20 აპრილიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ექსპერტების მიერ ამოღებული მოშაო ფერის ცილინდრული ფორმის ნივთი, მომწვანო ფერის ლაქის ანაწმენდი, მეტალის რგოლი შებმული მოთეთრო ფერის ძაფით, 307-ე კორპუსის სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული სავარაუდოდ ფეთქებადსაშიში საგანი ზედ შემოხვეული წებოვანი ლენტით, საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული 1 ცალი ვაზნის მაგვარი საგანი, იქვე ბეტონის ზედაპირიდან ამოღებული 1 ცალი მასრა, საწვიმარი პლაშის ჯიბიდან ამოღებული პოლიეთილენის პარკში გახვეული მოწითალო ფერის ნივთიერება, შავი ფერის ე.წ. „კაბურა“ თავისი ქამრით, დანა ქარქაშით და ქამრით, ნაიკის ფირმის შავი ზურგჩანთიდან ამოღებული ცილინდრის ფორმის სავარაუდოდ ფეთქებადსაშიში საგანი, მცირე ზომის პლასტმასის ყუთი და პლასტმასის ბოთლი მასში მოთავსებული სითხით, გ------------------ისგან აღებული დაქტილობარათი, ფრჩხილის ნიმუშები, ხელის ანაწმენდები; ნ-----–-----------–---–ისგან აღებული ხელის ანაწმენდები, დაქტილობარათი, ფრჩხილის ნიმუშები; ა--------–-------–---ისგან აღებული ხელის ანაწმენდები, დაქტილობარათი - განადგურდეს.

 

სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რაც გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზაზე, ასევე ა--------–-------–---ის პ/ჩხრეკისას ამოღებული თანხა, გ-----------------ისაგან ამოღებული ფულადი თანხა, სიმ ბარათები, ტელეფონის ჩიპი, სს „საქართველოს ბანკის“ ბარათი, გასაღებები, მისი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნ-----–-----------–---–ისაგან ამოღებული ,,IPHONE 6S’’ მოდელის მოვერცხლისფრო ფერის მობილური ტელეფონი სიმ ბარათით, ნ-----–-----------–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, ნათია კუბლაშვილის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, სამი ცალი საწვიმარი ლაბადა და საწვიმარი შარვალი, მოწითალო ფერის ზურგჩანთა, შავი ფერის ,,ნაიკის’’ ფირმის ზურგჩანთა და 1 ცალი მოწითალო ბენდენა, - რაც ინახება ისანი-სამგორის პოლიციის მე-8 განყოფილებაში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდების 10 ნიმუში 20 ჩხირზე, სუნის კვალის ნიმუში ორ ქილად, სარდაფის დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები სამ ქილად, ორი ცალი შავი ნიღაბი, რამოდენიმე ცალი ხელთათმანი, ნ-----–-----------–---–ის, გ-----------------ის და ა--------–-------–---ის სუნის, ნერწყვის და თმის ნიმუშები, რაც ინახება ისანი-სამგორის პოლიციის მე-8 განყოფილებაში - განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ადგილმდებარეობის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, სს ,,ლ-------------იდან’’ გამოთხოვილი ვიდეო მასალა ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ,,ბილაინიდან’’ გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაწერილი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ერთვის საქმეს - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი