განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
330100118002565541
ინსტანცია
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002565541

საქმე №1ბ/585-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ს--–----------–---–ის

ადვოკატ: ზ---–-----------ს, მ----------–-–---–ის

მონაწილეობით,გამართლებულ: რ-------------ს მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე--------ს და მსჯავრდებულ რ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე გამართლებულ რ-------------ს დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #------------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: წ--–--------------------------–---–--------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ხ------------------------------------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, რ-------------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ,აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

რ------------- და ნ-------------–--ე 2011 წლის 10 იანვრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის 14 მაისს, დღის საათებში, ქ.თბილისში, ხ--------------------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში რ-------------მ და მ------------–---–--მ ნ-------------–--ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების, მ--------------–---სა და დ--------------ს თანდასწრებით მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მეუღლემ, რ-------------მ ნ-------------–--ეს სახეში გაარტყა ხელი, ხოლო დედამთილმა, მ------------–---–--მ თმით ითრია. მეუღლისა და დედამთილის ძალადობრივი ქმედებებით ნ-------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

 

2018 წლის 3 ივნისს, დღის საათებში, ქ.თბილისში, ხ---------------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში რ-------------მ ნ-------------–--ეს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე არასრულწლოვანი შვილების, მ--------------–---ს, დ--------------სა და გ----------------ს თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიხატა გინებასა და ლანძღვაში, ხოლო ფიზიკური შეურაცხყოფა - ცემასა და სხვაგვარ ძალადობაში. კერძოდ, რ-------------მ ნ-------------–--ე თმით ითრია, თავი მიარტყმევინა კედელზე, ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და ჩანგალი ჩაარტყა მარცხენა ფეხის ბარძაყში. რ-------------ს ძალადობრივი ქმედებებით ნ-------------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.

 

2017 წლის 14 მაისს, 2018 წლის 3 ივნისს, 2018 წლის 5 ივნისს, ქ.თბილისში, ხ---------------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლსა და ამავე კორპუსის ეზოში რ-------------მ სცემა არასრულწლოვან შვილს, მ--------------–---ს. კერძოდ, სამივე შემთხვევაში რ-------------ს მხრიდან მ--------------–---ს ცემა გამოიხატა სახეში ხელის გარტყმაში, რაც ყოველ ჯერზე არასრულწლოვანს აყენებდა ფიზიკურ ტკივილს. რ-------------ს დანაშაულებრივი ქმედებით მ--------------–---ს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენით:

 

რ------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, რ-------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული – გირაო გაუქმდა და განისაზღვრა, რომ გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით უნდა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე განაჩენით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, რ-------------ს სასარგებლოდ გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, გირაოს პირობების დარღვევის გამო გადარიცხულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ე--------მ და რ-------------ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ---–-----------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს რ-------------ს მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და რ-------------ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით, სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ რ-------------ს მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით;

 

მსჯავრდებულ რ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა გასაჩივრებულ განაჩენსი ცვლილების შეტანა იმ მიმართებით, რომ სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 6000 ლარის ოდენობით დაუბრუნდეს მის შემტან პირს მ------------–---–--ს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი რ-------------ს მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ-------------ს მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ნ-------------–--ემ გამართლებულ რ-------------ს მეუღლემ, ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

არასრულწლოვანი დაზარალებულის მ--------------–---ს ჩვენებით, ცხოვრობს მშობლებთან ნ-------------–--ესთან, მამასთან - რ-------------სთან და ძმებთან ერთად. მამას, რ-------------ს ოჯახის წევრების მიმართ ყოველთვის ჰქონდა კარგი დამოკიდებულება და მისი მხრიდან რაიმე სახის ძალადობას ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არც მის მიმართ და არც ოჯახის სხვა წევრების მიმართ ადგილი არ ჰქონია.

 

არასრულწლოვანი მოწმის დ--------------ს ჩვენებით, ბრალდებულ რ-------------სთან, რომელიც არის მისი მამა, აქვს კარგი ურთიერთობა. მამის მხრიდან არასდროს ჰქონია ადგილი დედის - ნ-------------–--ის და დის - მ--------------–---ს მიმართ რაიმე სახის ძალადობას, სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს.

 

მოწმე თ-------------–---ს ჩვენებით, 2018 წლის 28 მაისს შვილებთან ერთად იმყოფებოდა დის - ნ-------------–--ის დაბადების დღეზე. საღამოს საათებში, საძინებელ ოთახში ყოფნისას, სამზარეულოდან შემოესმა დ--------------ს ტირილის ხმა, რასაც განსაკუთრებული ყურადღება არ მიაქცია, ვინაიდან ჩათვალა, რომ ბავშვებს შორის მოხდა წაკამათება. მეორე დღეს, დედასთან სატელეფონო საუბრისას შეიტყო, რომ ნ-----ს დაბადების დღეზე დ-----ს ტირილის მიზეზი იყო რ-------------ს მიერ სახეში ხელის გარტყმა, რასაც თავად არ შესწრებია. მოწმის განმარტებით, ნ-------------–--ეს და მის მეუღლეს შორის კონფლიქტურ სიტუაციას არასოდეს შესწრებია.

მოწმე დ--–---------–--ის ჩვენებით, მის შვილს ნ-------------–--ეს მეუღლესთან, რ-------------სთან ყოველთვის ჰქონდა კარგი ურთიერთობა და არასდროს შესწრებია მათ შორის რაიმე სახის ძალადობის ან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს. მოწმის განმარტებით, ნ-------------–--ეს ერთ-ერთი ორსულობის დროს მოეშალა მუცელი, თუმცა რა გახდა ამის მიზეზი, მისთვის უცნობია.

 

მოწმე გ--------------ს ჩვენებით, 2018 წლის 5 ივნისს იმყოფებოდა ხ------------------------–ი მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში და წმენდდა ა/მანქანას, რა დროსაც ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შემაკავებელ ორდერზე ხელი მოაწერინეს მის მეზობლად მცხოვრებ რ-------------ს. იმ პერიოდში, მის შვილებთან ერთად ეზოში ასევე იმყოფებოდნენ რ-------------ს შვილები. ერთ-ერთმა პოლიციელმა რ-------------ს აღშფოთებულმა უთხრა „ეს რატომ გააკეთეო“, თუმცა რასთან დაკავშირებით უთხრა აღნიშნული, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, რ-------------ს მხრიდან შვილზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს არ შესწრებია და არც ბავშვის ტირილის ხმა გაუგია.

 

მოწმე ვ-–----------–---–----ის ჩვენებით, 2018 წლის 4 ივნისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ნ-------------–--ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. დაზარალებული ითხოვდა შემაკავებელი ორდერის გამოცემას და უთითებდა, რომ მეუღლე - რ------------- ძალადობდა მასზე და აყენებდა როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას. დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე რ-------------ს მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულ დოკუმენტზე ხელის მოწერის მიზნით, 5 ივნისს თანამშრომელ ნ------------თან ერთად იმყოფებოდა რ-------------ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, რა დროსაც დაინახა თუ როგორ გაარტყა რ-------------მ ხელი მის მცირეწლოვან შვილს სახის არეში. მომხდარ ფაქტს ასევე შეესწრო მეზობლად მცხოვრები გ--------------.

 

საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე თ------------–-–---–ის 2017 წლის 1 ივლისის დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, ცხოვრობს ხ------------------------–ი რ-------------ს ოჯახის მეზობლად. 2018 წლის ივნისის თვეში, დაახლოებით 15:00 საათზე სახლში ყოფნისას, სადარბაზოდან შემოესმა კივილის ხმა. მისი საცხოვრებელი სახლის მოპირდაპირედ ბინის კარის გაღებისას დაინახა გულწასული ნ-------------–--ე, რომელიც ეგდო იატაკზე და გულზე ეწვინა მისი უმცროსი შვილი. ბავშვი იყო შეშინებული და ტიროდა. სახლში შესვლისთანავე რ------------- მაშინვე გაიქცა გარეთ. სახლიდან გამოსვლისას, მოპირდაპირე კარში შესვლამდე აშკარად ესმოდა რ-------------ს ყვირილისა და გინების ხმა, რომელიც იგინებოდა ნ-------------–--ის მისამართით. შეძლო ნ-----ს გონზე მოყვანა, რის შემდეგაც შეიყვანა სახლში. იგი იყო აღელვებული, ტიროდა და იძახდა, რომ რ-------------მ დაარტყა ხელი და შემდეგ ზედ აფურთხა. იქიდან გამომდინარე, რომ ნ----- იყო ნამტირალევი და სახე ჰქონდა დასიებული ვერ შეამჩნია ჰქონდა თუ არა მას რაიმე სახის დაზიანებები. მოწმის ჩვენებით, ნ-----ს მიმართ ასევე ძალადობდა მისი დედამთილი მ------------–---–--. ერთ-ერთ ასეთ ძალადობის ფაქტს შეესწრო დედამისი, რომელმაც ეზოში ყოფნისას დაინახა თუ როგორ ითრია თმით მ------------–---–--მ ნ-------------–--ე და აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას.

 

გამოქვეყნებული იქნა აგრეთვე მოწმე თ------------–-–---–ის 2017 წლის 15 ივლისის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2017 წლის ივნისის თვეში, დაახლოებით 15:00 საათზე, სახლში ყოფნისას შემოესმა ხმაური, ჩხუბის და გინების ხმა, რაზეც გავიდა გარეთ და შეაღო რ-------------ს საცხოვრებელი სახლის კარი, რა დროსაც რ-------------, რომელიც იყო განერვიულებული გამოვიდა სახლიდან. სახლში შესულმა დაინახა ნ-------------–--ე, რომელიც იწვა იატაკზე. მას რაიმე სახის დაზიანება სახეზე და სხეულზე არ აღენიშნებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეძლებდა მის შემჩნევას. ნ-------------–--ე, მოსულიერების შემდეგ ბავშვთან ერთად შეიყვანა თავის სახლში, სადაც ნ-----მ უთხრა, რომ მეუღლე რ-------------მ მხოლოდ შეაფურთხა. მოწმის ჩვენებით, როდესაც მან გაიგო ხმაური ისმოდა, როგორც ქალის ისე მამაკაცის ყვირილის ხმა. რაც შეეხება ნ-------------–--ეს და მის დედამთილს მ------------–---–--ს შორის მომხდარ დაპირისპირებას, როგორც დედისგან იცოდა, თავდაპირველად ჩხუბი დაიწყო მ------------–---–--მ, თუმცა დეტალების დაზუსტების შემდგომ, დედამ, რომელსაც გადატანილი ინსულტის გამო აქვს მახსოვრობის პრობლემა, უთხრა, რომ მას არ დაუნახავს თუ ვინ დაიწყო ჩხუბი.

 

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები მიჩნეული იქნა უდავოდ და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტის საფუძველზე მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ-------------–--ემ, რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. ნ-------------–--ე არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია რ-------------ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

რაც შეეხება მეორე დაზარალებულს მ--------------–---ს, მან სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდების დროს განმარტა, რომ მამას, - რ-------------ს არც მისთვის და არც ოჯახის სხვა წევრებისათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასოდეს მიუყენებია და არც სხვაგვარად უძალადია მათზე.

 

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით - ოჯახში ძალადობა, გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეუარცხყოფაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), დაზარალებულის ტანჯვა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს, ტანჯვას განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულების სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რ-------------ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღეს დაზიანება და განიცადეს ფიზიკური ტკივილი ან/და ტანჯვა. მართალია საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ნ-------------–--ეს სამედიცინო შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა ექსპერტის დასკვნით შესაძლებელია მხოლოდ დაზარალებულის სხეულზე დაზიანების არსებობის ფაქტის, მისი ლოკალიზაციის ან ხანდაზმულობის დადგენა, თუმცა ცალკე აღებული ამ მტკიცებულებით, შეუძლებელია იმის უტყუარად მტკიცება თუ რა ვითარებაში მიიღო დაზარალებულმა დაზიანება ან/და მიაყენა თუ არა იგი რ-------------მ. რაც შეეხება მოწმე თ------------–-–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებებს, 2017 წლის 1 ივლისს დაკითხვისას მან დაადასტურა რ-------------ს მიერ დაზარალებულ ნ-------------–--ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, მისივე განმარტებით, როგორც ნ-------------–--ისაგან მისთვის გახდა ცნობილი რ-------------მ ნ-------------–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. 2017 წლის 15 ივლისს, აღნიშნული მოწმე გამოკითხული იქნა რ-------------ს ადვოკატის მიერ, რა დროსაც თ-- ქ--------–-–---–მა განმარტა, რომ ნ-------------–--ისაგან მისთვის ცნობილია რომ ნ-----ს მეუღლემ მხოლოდ ,,შეაფურთხა“ და მისთვის ფიზიკური შეუარცხყოფა არ მიუყენებია. ხსნებული, არსებითი ხასიათის წინააღმდეგობის გამო, პალატა მიიჩნევს, რომ მოწმე თ-- ქ--------–-–---–ის ჩვენება არ უნდა იქნას გაზიარებული.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს, - დაცვის მხარის პოზიციით მართალია რ-------------მ დაარღვია აღკვეთის ღონისძიების, - გირაოს პირობები თუმცა იმის გამო, რომ გირაოს გადამხდელი პირი, მ------------–---–-- საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის თანახმად არ გაფრთხილებულა წერილობით აღკვეთი ღონისძიების პირობების დარღვევის შემთხვევაში შესაძლო შედეგების თაობაზე მის მიერ გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა უნდა დაუბრუნდეს უკან. სააპელაციო პალატა აპელანტის აღნიშნულ არგუმენტს არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს სასამართლოს სხდომაზე, როდესაც რ-------------ს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეიცვალა გირაოთი, სასამართლოს მიერ რ-------------ს დეტალურად განემარტა აღკვეთის ღონისძიების, - გირაოს როგორც გადახდის ისე დარღვევის სამართლებრივი შედეგები; საგულისხმოა ის გარემოებაც რომ აღნიშნულ სხდომას ესწრებოდა გირაოს გადამხდელი პირი რ-------------ს დედა, - მ------------–---–--.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ რ-------------მ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა რ-------------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე--------ს და მსჯავრდებულ რ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი რ-------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ე--------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ რ-------------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ---–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 11 თებერვლის განაჩენი რ-------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

რ------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქ/პუნქტებით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქ/პუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდეს.

 

გამართლებულ რ-------------ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით, რ-------------ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული – გირაო გაუქმდეს და გირაოს თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით დაუბრუნდეს გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

სისხლის სამართლის #0----------- საქმეზე, რ-------------ს სასარგებლოდ გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა 6000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით, გირაოს პირობების დარღვევის გამო გადარიცხული იქნას სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ნ-------------–--ის სახლის დათვალიერებისას ამოღებული დეფორმირებული ჩანგალი, რაც ინახება დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნ-------------–--ის სახლის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

ნ-------------–--ის ხმის ნიმუში დალუქული ერთ ფუთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი