განაჩენი

სისხლის სამართლის 01.10.2019
საქმის ნომერი
820100119002827290
ინსტანცია
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 820100119002827290

საქმე №1/ბ-415-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

12 ივლისი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----------–----ე

 

მსჯავრდებული: რ--------------ე, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე; მცხოვრები: ხ--–-------------------, ს------–-----------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი;

 

მსჯავრდებული: თ--------------ე, დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე; მცხოვრები: ხ--–-------------------, ს------–-----------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, ფ------------–--–---------------–-------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილი;

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რ--------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხარა შემდეგში: რ--------------ემ და მისმა ძმამ თ--------------ემ, 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ხ--–----------------–----–------ის სოფელ კ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხელებისა და ფეხების დარტყმით, მამას, თ---------------ეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც, თ---------------ისათვის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ--------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში: თ--------------ემ და მისმა ძმამ რ--------------ემ, 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ხ--–----------------–----–------ის სოფელ კ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხელებისა და ფეხების დარტყმით, მამას, თ---------------ეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც თ---------------ისათვის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია;

 

- ოჯახის წევრის ნივთის განზრახ დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: თ--------------ემ 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ხ--–----------------–----–------ის სოფელ კ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამას, თ----------------ეს, იატაკზე განზრახ ძლიერად დარტყმით დაუზიანა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც ამ უკანასკნელისათვის 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენით:

 

- ბრალდებული რ--------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა; გაუქმდა ბრალდებულ რ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა; მსჯავრდებული რ--------------ე დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

- ბრალდებული თ--------------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა; ასევე, ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111

 

- 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა; გაუქმდა ბრალდებულ თ--------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და დადგინდა, რომ გადახდილი გირაოს თანხა 8000 (რვა ათასი) ლარი, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდა გირაოს შემტანს ნ----–------–--ეს /პ/ნ: 6----------/.

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა რ----------–----ემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, რ--------------ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ასევე, მოითხოვა თ--------------ის დამნაშავედ ცნობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 111-187-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მათთვის შესაბამისი მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა თ----------------ემ გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან არსებითად ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს, კერძოდ, მან განაცხადა, რომ მის შვილებს, რ----- და თ--------------ეებს, იგი არ უცემიათ და სხეულზე არსებული დაზიანებები მიიღო წაქცევის შედეგად, რაც შეეხება, მობილურ ტელეფონს, ის დაეკარგა და თ--------------ეს არ დაუზიანებია, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ თ----- და რ--------------ეებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული, კერძოდ, განსახილველ საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა 2018 წლის 17 დეკემბრის დაზარალებულ თ---------------ის მიერ 112-ის ცენტრში განხორციელებული შეტყობინება, სადაც მითითებული იყო, რომ მის მიმართ შვილების მიერ ხორციელდებოდა ძალადობა; სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ასევე ემყარება თავად დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას; ასევე, მეზობლებისა და პოლიციელების ჩვენებები, რომლებიც სანდო და სარწმუნოა და არ არსებობს მათ სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი.

 

აპელანტის მითითებით, რ----- და თ--------------ეების ბრალდების სისხლის სამართლის საქმე წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ იმ საგამონაკლისო შემთხვევას, რომელიც არ გამორიცხავს ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას და გამართლებულად მიიჩნევს აღნიშნულს, რომლის თანახმად, დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა მისი ოჯახის წევრის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას ცდილობდეს, რის გამოც, მისი ჩვენების უტყუარობა საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოებისა და მტკიცებულების დეტალური ანალიზის შედეგად უნდა შეფასდეს.

 

მოწინააღმდეგე მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფია საქართველოს კონსტიტუციას 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს რ--------------ისა და თ--------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა რ--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო თ--------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულებმა: რ--------------ემ და თ--------------ემ თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა თ---------------ემ განმარტა, რომ მის შვილებს, რ----- და თ--------------ეებს, იგი არ უცემიათ და სხეულზე არსებული დაზიანებები მიიღო წაქცევის შედეგად, ხოლო, რაც შეეხება, მობილურ ტელეფონს, ის დაეკარგა და თ--------------ეს არ დაუზიანებია.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეებმა საქმეში არსებული ყველა დანარჩენი მტკიცებულება უდავოდ მიიჩნიეს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან, მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული, როგორც პრეიუდიცია.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეები არ წარმოადგენდნენ ფაქტის უშუალო შემსწრე (თვითმხილველი) პირებს, შესაბამისად, სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მათ მიერ გამოძიებაში მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდებოდა პირის ბრალდების დადგენილებებში მითითებული გარემოებები. ამდენად, აღნიშნული ჩვენებები სწორად ვერ იქნა მიჩნეული დანაშაულის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებებად, როგორც ირიბი ჩვენებები. ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც, არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გამხდარიყო.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო რ----- და თ--------------ეების ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ხ--–----------------–----–------ის სოფელ კ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ხელებისა და ფეხების დარტყმით მამას, თ---------------ეს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც, თ---------------ისათვის ფიზიკური ტკივილი და სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ასევე, ვერ იქნა დადასტურებული, რომ თ--------------ემ 2018 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე პერიოდში, ხ--–----------------–----–------ის სოფელ კ-------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, მამას, თ----------------ეს, იატაკზე განზრახ ძლიერად დარტყმით დაუზიანა სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, რამაც ამ უკანასკნელისათვის 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდებულებმა, რ----- და თ--------------ეებმა, თავი არ ცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა თ---------------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს უარყო ბრალდებულთა მხრიდან მის მიმართ ძალადობის ჩადენისა და თ--------------ის მიერ ნივთის დაზიანების ფაქტები. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თ----- და რ--------------ეების მიერ 2018 წლის 17 დეკემბერს თავიანთი მამის, თ---------------ის მიმართ ჩადენილი ძალადობისა თუ ნივთის დაზიანების ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და თ----- და რ--------------ეები სწორად იქნენ ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებებში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ რ--------------ისა და თ--------------ის მიმართ, 2019 წლის 18 აპრილს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 18 აპრილის განაჩენი, რ--------------ისა და თ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.რ--------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

4.გამართლებულ რ--------------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

5.ცნობად იქნას მიღებული, რომ რ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და იგი პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადებისთანავე, დაუყოვნებლივ, გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან;

 

6.თ--------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

7.თ--------------ე ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;

 

8.გამართლებულ თ--------------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

9.ცნობად იქნას მიღებული, რომ თ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, გადახდილი გირაოს თანხა, 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს გირაოს გადამხდელს - ნ----–------–--ეს (პN:6----------);

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

11.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/