განაჩენი

სისხლის სამართლის 30.04.2019
საქმის ნომერი
330100118002688819
ინსტანცია
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002688819

საქმე #1/ბ-243-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

25 სექტემბერი, 2019 წელი თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე: ლევან თევზაძემ

 

გიორგი სვანიძის მდივნობით

 

სხდომის სახე - ღია;

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ან---------–--ლი;

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ოთ--------------–-ძე;

 

მსჯავრდებული - ალ---------- ღუ------–---–ი, დაბადებული 19-- წლის 1--------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------- ნასამართლევი, რეგისტრირებული: ჭ----------------------------–-------------, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--------------------------------------–---------------------------, ამჟამად პატიმარი.

 

ქმედების კვალიფიკაცია:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით);

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენით ალ---------- ღუ------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული (რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით) და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 10 (ათი) დღე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული (რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით) და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ალ---------- ღუ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ---------- ღუ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ალ---------- ღუ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

მსჯავრდებულ ალ---------- ღუ------–---–ის ადვოკატმა ოთ--------------–-ძემ (აპელანტი) სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ალ---------- ღუ------–---–ისთვის სასჯელის შემსუბუქება, ხოლო სააპელაციო პალატის სხდომაზე აპელანტმა შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და ითხოვა ალ---------- ღუ------–---–ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირება იმ საფუძვლით, რომ მსჯავრდებულს ქმედების ჩადენის დროს დანა არ ქონია და დაზარალებულს დანით არ დამუქრებია. მის მიმართ წარდგენილი ბრალის დასადასტურებლად საქმეში მოიპოვება მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება და დაზარალებულის ჩვენება. სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ ალ---------- ღუ------–---–ს დანა ეჭირა, წარმოდგენილი არ არის. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ დანაზე დანიშნული ტრასოლოგიური ექსპერტიზა, რომლის პასუხი არ მიგვიღია. მსჯავრდებულის მიერ გამოძიებაში აღიარებითი ჩვენების მიცემა კი განპირობებული იყო იმით, რომ დაპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის კანონიერი და სამართლიანი. დაზარალებულის ჩვენების გარდა საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს ალ---------- ღუ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ექსპერტიზის დასკვნები, სხვა მოწმეთა ჩვენებები, დათვალიერების, ამოღების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები, რომლებიც სწორად იქნა შეფასებული სასამართლოს მიერ. რაც შეეხება აღიარებას, თუ მსჯავრდებულს გამოძიებაში დაპირდნენ დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, საქმის არსებითი განხილვის დროს მისთვის ცნობილი გახდა, რომ საპროცესო შეთანხმებას არ უფორმებდნენ და შეეძლო შეეცვალა პოზიცია, ხოლო და თუ ვინმეს მხრიდან კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას ქონდა ადგილი შეეძლო განეცხადებინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის.

 

სასამართლომ დაადგინა:

2018 წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:55 საათზე, ქ. თ---–--–-- გ-–----------------- კორპუსი №2---- მიმდებარედ არსებულ სურსათის მაღაზიაში ალ---------- ღუ------–---–ი თავს დაესხა ას---------------ს, რა დროსაც დანა მიუტანა მუცლის მიმდებარედ და მოსთხოვა ფულის გადაცემა, რის შემდეგაც ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ძეწკვი, ჯვარი, პატარა ზომის კულონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განხორციელებული ქმედების შედეგად ას---------------ს მიადგა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ქონებრივი ზიანი.

 

განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება (სამართლებრივი შეფასება).

სააპელაციო პალატა საქმის განხილვის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ალ---------- ღუ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ოთ--------------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ალ---------- ღუ------–---–ის მიმართ უცვლელად უნდა დარჩეს.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიცია დასჯად ქმედებად მიიჩნევს ყაჩაღობას, ესე იგი თავდასხმას სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილს სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, თუ როგორ აღიქვამს და აფასებს დაზარალებული მის მიმართ განხორციელებულ მუქარას.

ყაჩაღობის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი მოქმედების საშიშროება და ის ზიანი, რაც შეიძლება მიადგეს დაზარალებულს და სურს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს მის ქონებას.

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქმეში მსჯავრდებულ ალ---------- ღუ------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებათა არარსებობის გამო მისი ქმედების საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილიდან საქართველოს 178-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, ვინაიდან საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ”გ” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო წესით საქმის განხილვისას დასაშვებია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი ახალი მტკიცებულების გამოკვლევა, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები მიიჩნევა გამოკვლეულად; (სააპელაციო სასამართლოში ახალი მტკიცებულებები არ ყოფილა წარმოდგენილი). საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, პირველი ინსტანციის სასამართლოში მსჯავრდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარემ სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რის გამოც სასამართლომ ისინი საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე მიიღო მტკიცებულებად. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა ალ---------- ღუ------–---–მა მტკიცებულებების გამოკვლევაზე საკუთარი სურვილით განაცხადა უარი. მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იყო დამცველით, მის ინტერესებს იცავდა ადვოკატი და დაცვის მხარის თანხმობით, საქმეში არსებული მტკიცებულებები ცნობილ იქნა უდავოდ, რის გამოც მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

პალატა მიიჩნევს, რომ ალ---------- ღუ------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა დადასტურებულია ეჭვის გამომრიცხავ, ურთიერთშეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და, შესაბამისად, პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ: დაზარალებულ ას--------------ის მოწმეების - ლა-–--------–---–ის და შა-–----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმით, პირის ამოცნობის ოქმით, ამოცნობის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ყაჩაღობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით, რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის მუქარა. ყაჩაღობის დროს პირი თავდასხმის გამოყენებით ზემოქმედებს დაზარალებულზე, რათა სხვის მოძრავ ნივთს დაეუფლოს. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია აგრეთვე დადგინდეს, თუ დაზარალებულმა როგორ აღიქვა და შეაფასა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი. რაც შეეხება ძარცვას, საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია დანაშაულის აშკარად, სხვა პირთათვის ხილულად ჩადენა და მას თავდასხმის ელემენტი არ გააჩნია.

დაზარალებულის ჩვენებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა მისი ნივთების დაუფლების მიზნით დანა გამოიყენა, კერძოდ: დაზარალებულ ას--------------ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეებმა უდავო მტკიცებულებად ცნეს, დადგენილია, რომ ქ.თ---–--–-- გლდანის მე-2 მიკრორაიონის #2--- კორპუსის მიმდებარედ აქვს საკუთარი სასურსათო მაღაზია, სადაც იმყოფებოდა 2018 წლის 18 სექტემბერს. დაახლოებით 15:55 საათზე მაღაზიაში ყავდა მის კორპუსში მცხოვრები მეზობელი ალ----------–-–---–ი, რომელმაც მაღაზიაში გააკეთა შენაძენი, შემდეგ გავიდა მაღაზიიდან და წავიდა სადარბაზოსკენ, რომელიც მაღაზიის პირდაპირ მდებარეობს. მან გარეთ გაიხედა და ალ---- გააყოლა თვალი, მაღაზიის გასასვლელ კარებთან ყოფნისას შენიშნა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მაღაზიის გასასვლელის მარჯვენა მხრიდან მოდიოდა. მაღაზიაში შესულმა უთხრა, რომ უნდოდა პატარა ბოთლით წყალი, რის შემდეგაც მან მიაწოდა 0,5 ლიტრი ტევადობის „ბაკურიანის“ წყალი. მსჯავრდებულმა მას მიაწოდა 2 ლარიანი მონეტა. ის მიბრუნდა მაგიდისკენ ხურდის დასაბრუნებლად, ასევე სალარო აპარატზე გაყიდული წყლის გასატარებლად და როდესაც მოტრიალდა დაინახა, რომ მამაკაცი მის გვერდით იდგა და მარცხენა ხელში ეჭირა დანა, რომელიც მაღაზიაში ჰქონდა. დანა მიუტანა მუცლის მიმდებარედ და უთხრა, რომ დროზე მიეცა ფული. ას--------------- მიხვდა, რომ მისი დაყაჩაღება უნდოდა და ის ხელი დაუჭირა, რომელშიც დანა ეჭირა, რა დროსაც მამაკაცმა ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ძეწკვი, ჯვარი და პატარა ზომის მრგვალი ფორმის კულონი. შემდეგ დანა გადააგდო და მაღაზიიდან გაიქცა. დაზარალებულის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი პალატას არ გააჩნია, ვინაიდან იგი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და ამასთან, სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მათ შორის დანაშაულის შეტყობინების შესახებ ოქმთან, რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, ქ.თ---–--–-- გ-–----------------- კორპუსი 2---- მიმდებარედ არსებულ სასურსათო მაღაზიაში ას---------------ს დანის მუქარით მისთვის უცნობმა პიროვნებამ ჩამოგლიჯა ოქროს ცეპი ჯვრით და მიიმალა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 18 სექტემბერს, ქ.თბილისის გ-–-------------------------------- 2--- კორპუსის მიმდებარედ არსებული ას--------------ის კუთვნილი სასურსათო მაღაზიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დაზარალებულის მითითებით ამოღებული იქნა ორი ცალი პლასტმასის 0,5 ლიტრი ტევადობის ბოთლი მასში არსებული გამჭვირვალე სითხით, დანაშაულის ჩადენის იარაღი დანა, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით და დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით, ხოლო დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #2------ დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ორ ცალ 0,5 ლიტრი ტევადობის ბოთლებზე აღმოჩენილი კვალი იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული ალ---------- ღუ------–---–ის მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდის. ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ დაზარალებულმა ას---------------მ ამოიცნო მსჯავრდებული ალ---------- ღუ------–---–ი როგორც მასზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირი და განმარტა, რომ ამოსაცნობი პირი ნახა 2018 წლის 18 სექტემბერს, ქ.თბილისის გ-–-------------------------------- 2--- კორპუსის მიმდებარედ მის მაღაზიაში, სადაც ამ უკანასკნელმა დანის მუქარით კისრიდან ოქროს ძეწკვი და ჯვარი ჩამოგლიჯა. ამასთან პალატა მიუთითებს, რომ რაიმე მტკიცებულება ან არგუმენტი, რაც დაზარალებულის მხრიდან დაინტერესებაზე მიუთითებდა, საქმის მასალებში არ მოიპოვება და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია.

მსჯავრდებულმა ალ---------- ღუ------–---–მა როგორც გამოძიებაში, ისე საქმის არსებითი განხილვისას თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა უარყო დაზარალებულის კუთვნილი ნივთების დაუფლების მიზნით დანის გამოყენების ფაქტი და განაცხადა, რომ მის მიერ დანაშაულის აღიარება განპირობებული იყო საპროცესო შეთანხმების დაპირების მოტივით, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ბრალდებულის სახით დაკავების მომენტიდან, საქმის არსებითი განხილვის ჩათვლით, ალ---------- ღუ------–---–მა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და არც გამოძიების, არც სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე არ განუცხადებია, რომ მისი აღიარება საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირებამ გამოიწვია. ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებული წარდგენილ ბრალს აღიარებდა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე პროკურორის უარის შემდეგაც.

სააპელაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმეები - საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები, ექსპერტები, რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი, არ დაკითხულან, ვინაიდან, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით დასტურდება, პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებების მოპოვება მხარეთა პრეროგატივაა. ისინი თავიანთი შეხედულებისამებრ მოიპოვებენ და წარადგენენ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ბრალდების მხარემ, საკმარისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში მითუფრო, რომ ბრალდებული აღიარებდა ჩადენილ ქმედებას, აღარ ჩათვალა მიზანშეწონილად დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება და სასამართლოსათვის (მათ შორის ექსპერტიზის დასკვნის) წარდგენა.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა და შეაჯერა ისინი. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ დაადგინა ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედება სამართლებრივად სწორად შეფასდა და იურიდიული კვალიფიკაცია სწორად დადგინდა.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ალ---------- ღუ------–---–ისთვის განსაზღვრულ სასჯელს, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.

საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით.

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას ალ---------- ღუ------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის განსაზღვრული სასჯელი შეესაბამება როგორც პასუხისმგებლობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაცის პრინციპს, ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ მოთხოვნებს.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი გარემოებები და ალ---------- ღუ------–---–ს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნის წესის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მირწევას. როგორც მსჯავრდებული, ასევე სხვა პირები განიმსჭვალებიან მართლწესრიგის დაცვით და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებებს, გამოიტანს სათანადო დასკვნებს, მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას და ღირსეულ წევრად დაუბრუნდება საზოგადოებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ ალ---------- ღუ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ოთ--------------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ალ---------- ღუ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ალ---------- ღუ------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ოთ--------------–-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 27 დეკემბრის განაჩენი ალ---------- ღუ------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

ალ---------- ღუ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული (რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით) და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 10 (ათი) დღე.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 აპრილის განაჩენით დანიშნული (რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 15 სექტემბრის განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით) და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ალ---------- ღუ------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ---------- ღუ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ალ---------- ღუ------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

მსჯავრდებულ ალ---------- ღუ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი 0,5 ლიტრი ტევადობის ,,ბაკურიანის“ წყლის ბოთლი დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სამზარეულოს დანა განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი 2 ლარიანი მონეტა დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში განადგურდეს.

ინდ. მეწარმე ,,შა-–----------–---–ი სტანდარტ პლიუსიდან“ ამოღებული ერთი ცალი ოქროს ჯაჭვი და ერთი ცალი ოქროს კულონი დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

ლომბარდ შპს ,,ოქროს საწმისიდან“ ამოღებული ერთი ცალი ოქროს ძეწკვი დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

ალ---------- ღუ------–---–ისაგან აღებული სუნის ნიმუში განადგურდეს;

ალ---------- ღუ------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში განადგურდეს;

ორი ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

განაჩენი საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლევან თევზაძე