განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
820100118002744224
ინსტანცია
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 820100118002744224

საქმე №1/ბ-555-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მ--- გორგოძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ------– ჯ-------ის ძე ზ----ის მიმართ, დაბადებული: 199- წლის 07 მ---ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ფ-----.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ჯ------– ზ----ეს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა 1. ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლ--ნი შიში; 2. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 3. სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლ-- ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

1. 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე. ქ. ბათუმი, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი, №83-ში მდებარე სარიტუალო დარბაზ ,,კ-------ის’’ ეზოში ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ჯ------– ზ----ემ თავის მეუღლეს ნ--- ა----–--ეს ზურგში ჩაარტყა ხელი, წვდა თმებში და გაათრია ავტომანქანისკენ, ფიზიკური ძალადობის შედეგად ნ--- ა----–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. ბათუმი, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი, №83-ში მდებარე სარიტუალო დარბაზ ,,კ-------ის’’ ეზოში ჯ------– ზ----ე დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ოჯახის წევრს, მეუღლეს ნ--- ა----–--ეს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

3. 2018 წლის 04 ნოემბერს, დაახლოებით 23:50 საათზე. ქ. ბათუმი, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი, №83-ში მდებარე სარიტუალო დარბაზ ,,კ-------ის’’ ეზოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ჯ------– ზ----ემ მარჯვენა მხარეზე ხელი დაარტყა ლ-- კ---–--–--ეს და ყელზე ხელი მოუჭირა ბ---–--- ჩ------ეს, რა დროსაც ლ-- კ---–--–--ემ და ბ---–--- ჩ------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდა.

 

ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ ჯ------– ზ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ჯ------– ზ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა---- მ-------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანას და ჯ------– ზ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობას და მკაცრი სასჯელის დანიშვნას თავისუფლების აღკვეთის სახით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ სრულად არ შეამოწმა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით. საქმეში არსებობს ერთმანეთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჯ------– ზ----ის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ნ--- ა----–--ე არის ოჯახში ჩადენილი ძალადობის ობიექტი და სასამართლოს ეჭვი არ უნდა შეეტანა, როგორც დაზარალებულის მხრიდან საკუთარი ხელით განხორციელებული შეტყობინების შინაარსში, როდესაც საკუთარი ფეხით მისულმა დახმარება თხოვა სახელმწიფოს მეუღლის მხრიდან განხორციელებული ძალადობისათვის, ასევე მოწმეთა ჩვენებებში, რომლებმაც დაადასტურეს ნ--- ა----–--ის მიმართ მეუღლის ჯ------– ზ----ის მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი. სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, ის ფაქტი, რომ ჯ------– ზ----ემ განახორციელა საკუთარი მეუღლის ნ. ა----–--ის მიმართ ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

ამასთან, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ჯ------– ზ----ის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, ხასიათი, მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები.

 

აპელანტი - მსჯავრდებულ ჯ------– ზ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატი დ----- ჯ--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაქმებას და ჯ------– ზ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას, შემდეგ გაარემოებათა გამო: განაჩენი ჯ------– ზ----ის საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით დამნაშავედ ცნობის ნაწილში არის დაუსაბუთებელი და უკანონო. განაჩენის დასკვნების ნაწილი არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები თუ ფაქტობრივი გარემოებები საერთოდ არ არის მითითებული განაჩენში. დაზარალებულმა ლ-- კ---–--–--ემ სასამართლოში დაკითხვის დროს განაცხადა, რომ ჯ------– ზ----ისგან მან იგრძნო ,,შეხება“ და კატეგორიულად გამორიცხა ტკივილის არსებობა, რაც აუცილებელია სსკ-ის 126-ე მუხლის შემადგენლობისათვის, რაც შეეხება სამედიცინო დასკვნას მასში არ არის მითითებული თუ რა განიცადა კ---–--–--ემ ხელის მიკვრის შედეგად. ასევე განაჩენში საერთოდ არ არის აღწერილი მ--- ბ---–----ისა და მსჯავრდებულის ჯ.ზ----ის ჩვენებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის და მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ვერ გაიზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივარს ჯ------– ზ----ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ ცნობის ნაწილში შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა დაზარალებულმა ნ--- ა----–--ემ უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ბ---–--- ჩ------ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 04 ნოემბერს მისი მეუღლე ლ-- კ---–--–--ე იმყოფებოდა თანამშრომლის ქორწილში და მეუღლემ დაურეკა უთხრა, რომ მალე მიეკითხა მისთვის, რადგან თანამშრომლის ნ--- ა----–--ის ქმარმა აგინა და შეურაცხყოფა მიაყება. როდესაც მიაკითხა მეუღლეს სარიტუალო დარბაზის ეზოში, დახვდა ჯ------– ზ----ეც, რომელიც იჯდა თავის ავტომანქანაში და ხმაღლა იგინებოდა. მოწმის განმარტებით იგი მივიდა ჯ------–თან, რომ ეკითხა თუ რა მოხდა?! რატომ აგინებდა მის მეუღლეს ლ-- კ---–--–--ეს?!, როდესაც მიუახლოვდა ჯ------–მა ხელით წვდა ყელში, რა დროსაც შეწინააღმდეგა და მოხდა შეჭიდება, ისინი გააზავეს მეუღლემ და მისმა თანამშრომლებმა. მსჯავრდებულის მხრიდან და არც მისი მხრიდან დარტყმას ადგილი არ ქონია, მაგრამ ჯ------–მა მას ხელი მოუჭირა ყელში რა დროსაც მან განიცადა ტკივილი და მიიღო დაზიანებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაზარალებულ ლ-- კ---–--–--ის დაკითხვისას სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად, დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე გამოქვეყნებული იქნა მოწმის სახით დაკითხულ ლ-- კ---–--–--ის ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 04 ნოემბერს იგი და ნ--- ა----–--ე იყვნენ თანამშრომლის ქორწილში სარიტუალო დარბაზ ,,კ-------ში“. ქორწილის მიწურულს ნ--- ა----–--ეს ტელეფონით დაუკავშირდა მეუღლე ჯ------– ზ----ე და დაუწყო ლანძღვა გინება, ატირებულმა ნ---მ მას გადასცა ტელეფონი. მოწმის განმარტებით მან ჯ------– ზ----ეს უთხრა რომ ნ--- ტიროდა და ვერ ელაპარაკებოდა, რა დროსაც ჯ------–მა შეაგინა დედის მისამართით, იგი გაბრაზდა და გაუთიშა ტელეფონი. მოწმის ლ-- კ---–--–--ის განმარტებით შემდეგ სარიტუალო დარბაზის ეზოში ელოდებოდნენ მის მეუღლეს ბ---–--- ჩ------ეს, ამ დროს ავტომანქანით მივიდა ჯ------– ზ----ე აგრესიულად გადმოვიდა მანქანიდან პირველად მივიდა მასთან და მოქნეული ხელი დაარტყა მარჯვენა მხარზე, დარტყმის შედეგად მან იგრძნო ძლიერი ტკივილი და რამდენიმე ხანი ტკიოდა ძლიერად. მოწმე ლ-- კ---–--–--ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და დამატებით განმარტა რომ ჯ------– ზ----ემ მას დარტყა ხელი და იგრძნო შეხება.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, ლ-- კ---–--–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი გულმკერდის წინა ზედაპირზე მარჯვნივ, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 იანვრის დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით, ბ---–--- ჩ------ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი კისრის მარჯვენა გვერდით ზედაპირზე, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების მოპოვებისას, საპროცესო კანონმდებლობის ისეთ დარღვევებს, რაც გავლენას იქონიებდა საქმის საბოლოო შედეგზე, ადგილი არ ჰქონია. ისინი რელევანტურია, უტყუარია და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ჯ------– ზ----ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისი არ არის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდებით ჯ------– ზ----ის დამნაშავედ ცნობისათვის.

 

სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულ ნ--- ა----–--ეს სასამართლოსათვის არ მიუციათ ჩვენება, ასევე აღსანიშნავია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ ვერც სხვა პირებმა მისცეს სასამართლოს ისეთი ჩვენებები, რომლებიც სარწმუნო იქნებოდა და დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯ------– ზ----ის მიმართ.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ხოლო სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, მტკიცებულების შეფასებისას წარმოშვებული ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ასევე ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი სხვა მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებებიც, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარეს ჯ------– ზ----ის უდანაშაულობის დამადასტურებელი რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რაზეც სასამართლო იმსჯელებდა, წარმოდგენილი არ არის, ხოლო დაცვის მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ ლ-- კ---–--–--ემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა რომ მან იგრძნო შეხება, მაგრამ არ განუცდია ტკივილი, პალატა ვერ გაზიარებს, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე სსსკ-ის 243-ე მუხლის თანახმად გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომლის თანახმადაც ჯ------– ზ----ემ ლ-- კ---–--–--ეს დარტყა ხელი რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ტკივილი, აღნიშნული ჩვენება სხდომაზე თავად დადასტურა ლ-- კ---–--–--ემ. აქვე სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ლ. კ---–--–--ეს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით.

 

ამდენად, ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ჯ------– ზ----ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და გასაჩივრებული განაჩენით მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და ჯ------– ზ----ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.

 

მსჯავრდებულ ჯ------– ზ----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, კი სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები; სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად, მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ჯ------– ზ----ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა---- მ--------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

მსჯავრდებულ ჯ------– ზ----ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

ჯ------– ზ----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად (დაკავებისა და პატიმრობის ვადის გათვალისწინებით) შეუმცირდეს და საბოლოოდ ჯ------– ზ----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 100 (ასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მსჯავრდებულ ჯ------– ზ----ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მაკა გორგოძე