განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
010100119003030752
ინსტანცია
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010100119003030752

საქმე №1/ბ-610-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----- ა------ს ძე მ---------–---–ის მიმართ, დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქობულეთი, სოფელი მ-----------ე;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----- მ---------–---–მა ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ორის პირის მიმართ, წინასწრი შეცნობით არარსრულწლოვნის მიმართ და არასრულწლოვნის თანდაწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მულხით გათვალისწინებული შედეგი;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;

 

1.3. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიშიმ ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1 2019 წლის 29 აპრილს, ღამის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ----- მ---------–---–მა თავისი ოჯახის წევრების მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ არასრულწლოვანი შვილის ი--- მ---------–---–ის თანდასწრებით ოჯახის წევრს, თავის მეუღლეს ლ--- მ---------–---–ს ხელის სახის არეში დარტყმით, ასევე არასრულწლოვან შვილ ი--- მ---------–---–ს თმებში მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.2 2019 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ----- მ---------–---–მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, ხელის სახის არეში დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თავის მეუღლეს ლ--- მ---------–---–ს რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

1.3 2019 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მ-----------ეში მდებარე საცხოვრებელ სახლში რ----- მ---------–---–მა თავის მეუღლეს ლ--- მ---------–---–ს, ასევე თავის შვილებს კ--- მ---------–---–ს, ნ--- მ---------–---–ს და არასრულწლოვან შვილს ი--- მ---------–---–ს დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ--- მ---------–---–ს, კ--- მ---------–---–ს, ნ--- მ---------–---–ს და ი--- მ---------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით რ----- მ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,აა’’ ,,ბ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 02 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რ----- მ---------–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 29 აპრილიდან 2019 წლის 03 მაისის ჩათვლით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

1.1 აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი პ----- ც-–--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენში და მსჯავრდებულ რ----- მ---------–---–ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საშიშროება, მსჯავრდებულის პიროვნება.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----- მ---------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ რ----- მ---------–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ლ--- მ---------–---–ის ჩვენებით, კ--- მ---------–---–ის ჩვენებით, ნ--- მ---------–---–ის ჩვენებით, ი--- მ---------–---–ის ჩვენებით, დ----- ხ--–--–ის ჩვენებით, ჯ------- კ---–--–--ის ჩვენებით, რ----- მ---------–---–ის დაკავების ოქმითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ რ----- მ---------–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.

 

სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ რ----- მ---------–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მი---ნია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალი---ცია. სასჯელის მი---ნი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მი---ნს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ----- მ---------–---–ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მი---ნი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შერიგებულია დაზარალებულებთან და დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღკეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით. პალატას მიაჩნია, რომ რ----- მ---------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი რ----- მ---------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

რ----- მ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ,,ბ’’, ,,გ’’ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ "ბ" ,,გ’’ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111–151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით, 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- მ---------–---–ის საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ რ----- მ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 29 აპრილიდან 2019 წლის 03 მაისის ჩათვლით.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

მსჯავრდებულ რ----- მ---------–---–ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდეს და ყადაღა მოეხსნას - დ----- პ-----ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების მდებარე: ქობულეთი, დაბა ოჩხამური (ზ--------------–--------------------------------------------------------–-----------------------------------------------------) - 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე