განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
050100119003013353
ინსტანცია
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119003013353

საქმე №1/ბ-626-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ ე------ს ძე ს-----–იას მიმართ, დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი №2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ლანჩხუთი, სოფელი ს------.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ გ------ ს-----–იამ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მულხით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 1999 წლიდან გ------ ს-----–ია და მ--- კ--–--ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის იანვრის თვიდან გ------ ს-----–იას და მ--- კ--–--ეს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე დაიძაბა ურთიერთობა, რა დროსაც გ------ ს-----–ია არასრულწლოვანი შვილების: 1--------- წელს დაბადებულ გ------- ს-----–იას და 2--------- წელს დაბადებულ ს--- ს-----–იას თანდასწრებით, 2019 წლის იანვრის შუა რიცხვებიდან 2019 წლის 29 აპრილის ჩათვლით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში საცხოვრებელ სახლში და სახლის ეზოში მ--- კ--–--ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა დედის მისამართით, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს, უყვიროდა უმიზეზოდ, მოიხსენიებდა აუგად, რა დროსაც დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას და დამცირებას.

 

1.2. 1999 წლიდან გ------ ს-----–ია და მ--- კ--–--ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. 2019 წლის იანვრის თვიდან გ------ ს-----–იას და მ--- კ--–--ეს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე დაიძაბა ურთიერთობა და ხშირად ხდებოდა მათ შორის ურთიერთკამათი.

 

2019 წლის 28 აპრილს მ--- კ--–--ე იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც დაუკავშირდა გ------ ს-----–ია მობილური ტელეფონით და მოსთხოვა მოსულიყო სახლში. მ--- კ--–--ემ იმის შიშით, რომ გ------ ს-----–ია მას მიაყენებდა შეურაცხყოფას, სახლში აღარ წავიდა და დარჩა სოფელ წყალწმინდაში დედასთან, ხოლო სამსახურის შემდეგ, შუადღისას დაბრუნდა სახლში. სახლში მისვლისთანავე გ------ ს-----–იამ მ--- კ--–--ეს უმიზეზოდ დაუწყო ლანძღვა, იეჭვიანა სახლში არ დაბრუნების გამო და დაუწყო გინება. მ--- კ--–--ემ მომხდარი ფაქტი, საცხოვრებელი სახლის ეზოდან მობილური ტელეფონით შეატყობინა 112-ის ოპერატორს და ითხოვა დახმარება. გ------ ს-----–იამ, როცა დაინახა, რომ მ--- კ--–--ე დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს, ლანჩხუთის მუნციპალიტეტის სოფელ ს------ში, დაახლოებით 13:45 საათზე საცხოვრებელი სახლის ეზოში, არასრულწლოვანი, 2--------- წელს დაბადებული ს--- ს-----–იას თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სამჯერ დაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო დაზიანება ცხვირის არეში.

 

ოზურგეთის რიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით გ------ ს-----–ია ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გ------ ს-----–იას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შეს---მისად, ჩაეთვალა პირობით 02 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 29 აპრილიდან 2019 წლის 25 ივნისამდე.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

1.1 აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი ნ------------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენში და მსჯავრდებულ გ------ ს-----–იას მისი პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის და საშიშროების გათვალისწინებით, დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

 

მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი გ------ ს-----–იას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ გ------ ს-----–იას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ - მ--- კ--–--ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ვ------ ს-----–იას, ე------ ს-----–იას, ბ---- ბ-------ის, გ------ ე------ს, გ------- ხ-----–---–ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ გ------ ს-----–იას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.

 

გ------ ს-----–იას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ გ------ ს-----–იას სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ გ------ ს-----–იამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი და დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღკეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც პალატას მსჯავრდებულის მიმართ საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი გ------ ს-----–იას მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

გ------ ს-----–ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და მსჯავრდებულ გ------ ს-----–იას საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ გ------ ს-----–იას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 29 აპრილიდან 2019 წლის 25 ივნისამდე.

 

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების გაწევა დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთმტკიცება - CD დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე