განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
050100119003041148
ინსტანცია
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119003041148

საქმე №1/ბ-618-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 სექტემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

განიხილა სისხლის სამართლის საქმე შ--–-- ალმაზას ძე ბ----ს მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი №2----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: მარტვილი, სოფელი ვედიდკარი, ფაქტობრივად მცხოვრები: ოზურგეთი, ბ---------------;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ შ--–-- ბ----მ ჩაიდინა:

 

1.1 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

1.2 ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში;

 

ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

1.1. 2017 წლიდან ოზურგეთში, ბათუმის ქუჩა N72-ში მცხოვრები შ--–-- ბ----, მასთან ოჯახში მცხოვრებ რძალს ლ--- დ------ს, ვინაიდან ასაკით უმცროსს მის შვილს ზ---- ბ----ს გაჰყვა ცოლად, აგრეთვე ხშირ შემთხვევში არასრულწლოვან შვილებთან დამოკიდებულებისა და მისი საოჯახო საქმიანობით უკმაყოფილო, არასრულწლოვანი შვილების - გ-------– და ბ-------- ბ----ბის თანდასწრებით, საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს სიტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, აგინდება მას დედის და ახლობლების მისამართით, რითაც ლ--- დ------ განიცდიდა სულიერ ტანჯვას. 2019 წლის 4 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე შ--–-- ბ----მ დაინახა, რომ რძალმა ლ--- დ------მ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, შვილებს - გ-------– და ბ-------- ბ----ბს, რადგანაც ისინი ერთმანეთში წაკამათდნენ, უსაყვედურა და მისცა შენიშვნა. აღნიშნულით განაწყენებულმა შ--–-- ბ----მ არასრულწლოვანი შვილების - გ-------– და ბ-------- ბ----ბის თანდასწრებით შეურაცხყო და დაამცირა რძალი ლ--- დ------, უწოდა მას ღირსებაშელახული ქალი და დაუწყო გინება დედის მისამართით. აღნიშნული ქმდებით კი, ლ--- დ------მ განიცადა სულიერი ტანჯვა.

 

1.2. 2019 წლის 04 მაისს, დაახლოებით 17:00 საათზე შ--–-- ბ----მ დაინახა, რომ რძალმა ლ--- დ------მ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს, არასრულწლოვან შვილებს - გ-------– და ბ-------- ბ----ბს, რადგანაც ისინი ერთმანეთში წაკამათდნენ, უსაყვედურა და მისცა შენიშვნა. აღნიშნულით განაწყენებულმა შ--–-- ბ----მ შვილების თანდასწრებით შეურაცხყო და დაამცირა რძალი ლ--- დ------, უწოდა მას ღირსებაშელახული ქალი და დაუწყო გინება დედის მისამართით. ამასთან, კონფლიქტის დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით ლ--- დ------ს, კერძოდ, უთხრა, რომ ,,თვალებს ამოგთხრი და დაგმარხავო’’, ამასთან, მოუღერა მუშტი ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. შ--–-- ბ----ს მხრიდან განხორციელებული ქმედების შედეგად, ლ--- დ------ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც გაიქცა ქუჩაში, დაუკავშირდა 112-ის ოპერატორს და ითხოვა პოლიციის დახმარება.

 

ოზურგეთის რიონული სასამართლოს 2019 წლის 04 ივლისის განაჩენით შ--–-- ბ---- ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შ--–-- ბ----ს განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით შეუმცირდა და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 285 საათის ვადით.

 

2. სააპელაციო საჩივრის არსი:

 

1.1 აპელანტი - ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორი შ----- ჩ----- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენში და მსჯავრდებულ შ--–-- ბ----ს მისი პიროვნების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის და საშიშროების გათვალისწინებით, დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

მსჯავრდებული შ--–-- ბ---- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მ------------------- წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვენ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი შ--–-- ბ----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

მსჯავრდებულ შ--–-- ბ----ს მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 111151-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულ - ლ--- დ------ს გამოკითხვის ოქმით; მოწმეების - ზ---- ბ----ს, ბ---- დ---–--ის, შ--- თ----------ის გამოკითხვის ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ შ--–-- ბ----ს ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.

 

შ--–-- ბ----ს მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასჯელის პროპორციულობის ანუ თანაზომიერების პრინციპი სამართლებრივი სახელმწიფოს იდეიდან მომდინარეობს. დანიშნულმა სასჯელმა საზოგადოებას სამართლიანობის განცდა უნდა გაუჩინოს. ამასთანავე სასჯელი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის არა აბსტრაქტულ იდეას, არამედ დამნაშავის რაციონალურ, მიზანშეწონილ დასჯას, მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების გამო, რაც ხელს უწყობს დანაშაულთან ეფექტიან ბრძოლას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ შ--–-- ბ----ს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ შ--–-- ბ----მ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული და იგი წარსულში არ არის ნასამართლევი, დაზარალებულმა მოითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება და დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ შ----- ჩ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი შ--–-- ბ----ს მიმართ დარჩეს უცვლელი:

 

შ--–-- ბ---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ასოთხმოცი) საათის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, შ--–-- ბ----ს განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 (სამასი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ--–-- ბ----ს, პატიმრობაში ყოფნის ვადის - 2019 წლის 4 მაისიდან 2019 წლის 7 მაისამდე - გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს დანიშნული სასჯელის, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდის ვადაში და შ--–-- ბ----ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 285 (ორასოთხმოცდახუთი) საათის ვადით.

 

მსჯავრდებულ შ--–-- ბ----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია; შ--–-- ბ----ს (პ/ნ 2----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ყადაღადადებული ხ------- ბ----ს (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ოზურგეთი, ბ-------------------–--–---------------------–----------------–--------------------–----------------------------------------------------------------------------------------–------------------, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.

 

მსჯავრდებულ შ--–-- ბ----ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის აღსრულება დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გურიის პრობაციის ბიუროს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - DVD დისკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, დაერთოს საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე