განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 820100119003010817
საქმე №1/ბ-620-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 სექტემბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ----–-- ვ-–--------ის ძე მ----–--ის მიმართ, დაბადებული: 0---------წ. პირადი ნომერი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ხელვაჩაური, სოფელი მ----;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ----–-- მ----–--ემ ჩაიდინა:
1.1 ოჯახის სისტემატური ცემა და სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
1.2 შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებლობა;
ზემოაღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1 რ----–-- მ----–--ე, 2016 წლის 05 მარტიდან - 2019 წლის 13 მარტამდე ჩათვლით პერიოდში, კერძოდ იმის გამო, რომ ის ურთიერთობდა მისთვის არასასურველ პირებთან, ასევე წინასწარ არ უთანხმებდა მის გეგმებსა და ქმედებებს, ფიზიკური ძალის გამოყენებით, ხელების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმებით, სისტემატურად ცემდა და სხვაგვარად ძალადობდა თავისი მეუღლის ნ---- ჟ----------ს მიმართ. კერძოდ, 2016 წლის 05 მარტს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, რ----–-- მ----–--ემ, ხელების სახის არეში დარტყმებით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ნ---- ჟ----------ს; ასევე, 2018 წლის ზაფხულში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, რ----–-- მ----–--ემ, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ნ---- ჟ----------ს; ასევე, 2019 წლის 10 თებერვალს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, რ----–-- მ----–--ემ, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმებით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ნ---- ჟ----------ს; ასევე, 2019 წლის 13 მარტს დაახლოებით 17:00 საათზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მ----ში მდებარე საცხოვრებელი სახლში, რ----–-- მ----–--ემ, ხელების სხეულის სხვადასხვა არეში და ჩექმის მარჯვენა ფეხის არეში დარტყმებით, ფიზიკური ტკივილი მიაყენა თავის მეუღლეს ნ---- ჟ----------ს, რამაც გამოიწვია სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
1.2 2019 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერით, რ----–-- მ----–--ეს აკრძალული ჰქონდა მეუღლესთან ნ---- ჟ----------სთან ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია, ასევე, აკრძალული ჰქონდა ამ უკანასკნელის სახლთან მიახლოვება, მიუხედავად აღნიშნული შეზღუდვისა, 2019 წლის 14 აპრილს რ----–-- მ----–--ე მივიდა ნ---- ჟ----------ს საცხოვრებელ სახლთან, რითაც ასევე მიუახლოვდა თავად ნ---- ჟ----------ს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით რ----–-- მ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 111-126 -ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 01 წლის გამოსაცდელი ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რ----–-- მ----–--ეს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 01 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 17 აპრილიდან 2019 წლის 29 ივლისის ჩათვლით.
2. სააპელაციო საჩივრის არსი:
1.1 აპელანტი - ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორი რ----- ბ---–----ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილება შევიდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენში და მსჯავრდებულ რ----–-- მ----–--ეს განესაზღვროს მუხლის სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი რ----–-- მ----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ რ----–-- მ----–--ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილითა და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, პალატას დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების - ნ---- ჟ----------ს, რ----–-- მ----–--ის, ფ------ე მ----–--ის, ვ-–-------- მ----–--ის, ნ---- მ----–--ის, ც------ მ----–--ის გამოკითხვის ოქმებით, 2019 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერის ოქმით, 2019 წლის 18 მარტის შემაკავებელი ორდერით, ქორწინების მოწმობით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით. შესაბამისად, მსჯავრდებულ რ----–-- მ----–--ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადაოდ გამხდარი.
სააპელაციო პალატა მსჯავრდებულ რ----–-- მ----–--ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ----–-- მ----–--ეს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება; სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, არ არის ნასამართლევი, სადაოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შერიგებულია დაზარალებულებთან, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და დანაშაულთა ერთობლიობით განუსაზღვრა სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით, რაც ჩაუთვალა პირობით, გამოსაცდელი ვადით.
პალატას მიაჩნია, რომ რ----–-- მ----–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებს, რის გამოც არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და მსჯავრდებულის მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორ რ----- ბ---–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი რ----–-- მ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი:
რ----–-- მ----–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილითა და სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111-126-ე მუხლის 12 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საქართველოს სსკ-ის 111-3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ რ----–-- მ----–--ეს, დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
რ----–-- მ----–--ეს დანიშნულ სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების და პატიმრობის დრო, 2019 წლის 17 აპრილიდან 2019 წლის 29 ივლისის ჩათვლით.
რ----–-- მ----–--ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთმტკიცების სახით არსებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე