განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 170100119002914208
საქმე № 1ბ/1404-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
4 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გ------- ს----–---–-
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ა---------– ხ---------ა, საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–--------------------------------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლებით, უმუშევარი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თ------–----------------- სოფელ ა--------ში, ნასამართლობის არ მქონე.
ადვოკატი: გ---–- მ---------
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი; 187-ე მუხლის პირველი ნაწილი.
პირვლი ინსტანციის სასამართლოს კვალიფიკაცია: ა---------– ხ---------ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა---------– ხ---------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელი: ჯარიმა 2000 ლარი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს, 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ--------–-------------–- პროკურატურის პროკურორმა გ------- ს----–---–მა და ითხოვა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, ა---------– ხ----------- მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და ადეკვატური სასჯელის დანიშვნა.
ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს ასაბუთებს იმით, რომ საქმეზე დაკითხული დაზარალებულების და მოწმის ჩვენებებით, რომლებიც პოლიციის თანამშრომლები არიან, დასტურდება ა---------– ხ----------- მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება. ამავე მტკიცებულებებით დასტურდება ისიც, რომ პოლიციელები ა---------– ხ----------- მიმართ მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში. პირველი ინსტანციის სასამართლომ კი, უსაფუძვლოდ, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ეს პირები პოლიციის თანამშრომლები არიან არ გაიზიარა მათი ჩვენებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლომ გაიზიარა ა---------– ხ----------- მიერ სასამართლოსათვის კანონდარღვევით მიცემული ჩვენება, კერძოდ დაკითხვამდე ის სასამართლოს არ გაუფრთხილებია ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების მოცემის შესახებ პასუხიმგებლობის თაობაზე, ასევე არ დაუდია მოწმის ფიცი. ალოგიკურია, რომ სასამართლო ბრალდებული დამნაშავედ ცნო ქონების დაზიანებაში, რაც პოლიციელთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის გაგრძელებას წარმოადგენდა და არ გაიზიარა თვითონ პოლიციელების მიმართ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
დაცვის მხარე არ ეთანხმება წარმოდგენილ საჩივარს, სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.
წარდგენილი ბრალდების არსი:
2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ------–----------------- სოფელ ა------------- სოფელ კ--------- არსებული გზის მონაკვეთზე, ავტომანქანაში, ადმინისტრაციულად დაკავებულმა ა---------– ხ---------ამ, თ------–------------------–--------------–--- პოლიციის მუშაკებს - ლ---- გ-----ესა და ბ------- ა---–------ს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გაუწია წინააღმდეგობა, რა დროსაც, მათ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ------–----------------- სოფელ კ-----ში მდებარე ა--------ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ა---------– ხ---------ამ განზრახ, მარცხენა ფეხის დარტყმის გზით დააზიანა შ-----------------–-------–-–--ს დეპარტამენტის თ------–------------------–--------------–--- ა--------ის პოლიციის განყოფილების მინა და ფარდა-ჟალუზი, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 263,7 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დადგინდა 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 02:30 საათზე, თ------–----------------- სოფელ ა------------- სოფელ კ--------- არსებული გზის მონაკვეთზე, ავტომანქანაში, ადმინისტრაციულად დაკავებული ა---------– ხ----------- მიერ, თ------–------------------–--------------–--- პოლიციის მუშაკების - ლ---- გ-----ისა და ბ------- ა---–------ისათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც, მათ საქმიანობის შეწყვეტის მიზნით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 03:00 საათზე, თ------–----------------- სოფელ კ-----ში მდებარე ა--------ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, ა---------– ხ---------ამ განზრახ, მარცხენა ფეხის დარტყმის გზით დააზიანა შ-----------------–-------–-–--ს დეპარტამენტის თ------–------------------–--------------–--- ა--------ის პოლიციის განყოფილების მინა და ფარდა-ჟალუზი, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიადგა 213,7 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
პოლიციის წინააღმდეგობის ეპიზოდი
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
დაზარალებულმა ლ---- გ-----ემ სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თე-----–------------------–--------------–------------------------------------–-. 2019 წლის 13 იანვარს, ღამით, დაახლოებით 2-3 საათზე, თანამშრომლებთან - ბ------- ა---–------თან და კ------- ბ----–---–თან ერთად პატრულირებდა ა--------ში. ამ დროს ქუჩაში გადაადგილდებოდა უცხო მამაკაცი ე.წ. კაპიშონში, ვინაიდან სახე არ უჩანდა გადასამოწმებლად და ვინაობის გასარკვევად შეაჩერეს, სხვა არაფერი იქ არ ხდებოდა. ის და ბ------- ა---–------ი მივიდნენ, წარუდგნენ და მოსთხოვეს პირადობის მოწმობა. ამ დროს ეცვათ პოლიციელის ფორმის ტანსაცმელი. მოთხოვნისთანავე ბრალდებული გახდა აგრესიული, დაუწყო გინება და ეუბნებოდა თუ რატომ არ იცნობდნენ მას. ამის გამო დააკავეს, ჩასვეს ავტომანქანის სალონის უკანა მხარეს, კ------- ბ----–---–ი დაჯდა საჭესთან, თვითონ ბრალდებულის მარჯვნივ, ხოლო ბ------- ა---–------ი მარცხნივ დაუჯდა. ავტომანქანა განათებული იყო. ბრალდებულმა მანქანაში ჩასმის შემდეგ დაიწყო მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება. ეს ხდებოდა გზაში, ვიდრე პოლიციის განყოფილებამდე მივიდოდნენ. დაკავებული იქნევდა ხელებს და თავს ურტყამდა მას, რის შედეგადაც განიცდიდა ტკივილს. დაახლოებით 10-ჯერ დაარტყა თავში, შეიძლება 7-ჯერ ან 15-ჯერაც, ზუსტად არ ახსოვს. ძირითადად თავს ურტყამდა, იდაყვიც დაარტყა მკერდში, რა დროსაც განიცადა ტკივილი. პირადად მას დაზიანებები არ დარჩა. ხაინდრავა ურტყავდა ბ------- ა---–------საც, მაგრამ დეტალები არ ახსოვს. ასევე ის მანქანაში იგინებოდა და იძახდა, რომ იყო ა---------– ხ---------ა. მისი ვინაობა ზუსტად განყოფილებაში დაადგინეს. პოლიციის განყოფილებამდე მის მისაყვანად დაახლოებით 15 წუთი დასჭირდათ. მანქანიდან რომ გადმოიყვანეს მათ მიმართ წინააღმდეგობა შეწყვიტა. მიუხედავად ყველაფრისა არ ჩათვალეს საჭიროდ დამხმარე ძალის გამოძახება და როგორც შეძლეს თავად აჩერებდნენ მას. ხელები კი იმიტომ ვერ გაუკავეს, რომ ხელბორკილები არ ჰქონდათ თან.
დაზარალებულმა ბ------- ა---–------მა სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თე-----–------------------–--------------–------------------------------------–-. 2019 წლის 12 იანვრის დილიდან ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. ლ---- გ-----ესთან და კ------- ბ----–---–თან ერთად. 2019 წლის 13 იანვარს, ღამის 2-3 საათამდე პერიოდში მოძრაობდა ა--------ში. ამ დროს შეამჩნიეს პიროვნება ე.წ. კაპიშონით, რომელიც არაფერს აშავებდა. პრევენციის მიზნით, ის და ლ---- გ-----ე გადავიდნენ მანქანიდან და ამ პიროვნების ვინაობის დასადგენად მივიდნენ მასთან. ამ დროს იყვენ სამსახურებრივი ფორმით. ზოგადად ვიდეო კამერა აქვთ, თუმცა ამ დროს დიდი ხნის გამოსული იყო მწყობრიდან. წარუდგინეს საკუთარი თავი, ქუჩაც განათებული იყო და ჩანდა, რომ იყვნენ პოლიციელები. პიროვნება აღმოჩნდა ნასვამი, სთხოვეს პირადობის მოწმობა და ჰკითხეს სახელი, რაზეც ბრალდებულმა განუცხადა, თუ რატომ არ იცნობდნენ და დაუწყო გინება უწმაწური სიტყვებით. მოუწოდეს შეეწყვიტა აღნიშნული და ადეკვატურად მოქცეულიყო, რადგან მხოლოდ სახელს ეკითხებოდნენ, თუმცა ბრალდებული იგივეს აგრძელებდა, რის გამოც განუმარტეს, რომ აკავებდნენ ადმინისტრაციული წესით შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის. მოკიდეს ხელი და ჩასვეს მანქანაში, ამ დროს გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა, არ დაემორჩილა და ფიზიკური ძალის გამოყენება დასჭირდათ მანქანაში რომ ჩაესვათ. ხელბორკილი თან არ ჰქონდათ და ამის გამო ხელები ვერ შეუკრეს. მანქანაში ენთო შუქი, თავად მარცხნივ დაუჯდა, ხოლო ლ---- გ-----ე - მარჯვნივ, კ------- ბ----–---–ი დაჯდა საჭესთან. დაკავებული მანქანაში ჩასმის შემდეგ უფრო აგრესიული გახდა. გზაში აგინებდა, ყველაფერს ურტყამდა ხელებს, ფეხებს, თავს, მუხლებს, ძირითადად - თავს და მუხლს. შეძლებისდაგვარად უკავებდნენ ხელს, ამას მაქსიმალურად ცდილობდნენ, ერთი ხელი ლ---- გ-----ეს ქონდა გაკავებული, ერთი - მას, მაინც ვერ აკავებდნენ. თავად განიცდიდა ტკივილს, ზუსტად არ ახსოვს რამდენჯერ დაარტყა მას ბრალდებულმა, დაარტყა ბევრჯერ და მოხვდა სხეულის ყველა ადგილზე. დაახლოებით 15 წუთი დაჭირდათ პოლიციის განყოფილებამდე და ამ დროის განმავლობაში ბრალდებული აგრძელებდა ზემოაღწერილს. ხელს რომ უკავებდა, ფეხს ურტყამდა, მერე მუხლს, მერე თავს. ბრალდებულმა მანქანაში თქვა, რომ იყო ა---------– ხ---------ა. მან ფიზიკური ძალადობა შეწყვიტა მხოლოდ პოლიციის განყოფილებაში, როცა დაადეს ბორკილები. მანქანიდან გადმოყვანის მომენტშიც, პოლიციის განყოფილების შენობამდე მიყვანამდეც ურტყამდათ.
მოეწმე კ------- ბ----–---–ი შინაგან საქმეთა სამინისტროს თ------–------------------–--------------–----------------------------–--. მან სასამართლოში დაკითხვისას აჩვენა, რომ ცხოვრობს ა--------ში, ა---------– ხ----------- თანასოფლელია და იცნობს მას. ლ---- გ-----ესთან და ბ------- ა---–------თან ერთად, ღამის საათებში გადაადგილდებოდა ა--------ში პრევენციის მიზნით. ამ დროს შენიშნეს პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა ცენტრალურ გზაზე ე.წ. კაპიშონით და ამის გამო არ ჩანდა ვინ იყო. გ-----ე და ა---–------ი გადავიდნენ ავტომანქანიდან და მივიდნენ მასთან ვინაობის დასადგენად, რაზეც პიროვნება გახდა აგრესიული და დაუწყო ლანძღვა-გინება. ხმაურზე თვითონაც გადავიდა და მიახლოვებისას იცნო ხ---------ა, მოუწოდა დაწყნარებულიყო და დამორჩილებოდა კანონიერ მოთხოვნას. განუმარტეს, რომ დააკავებდნენ თუ არ დაემორჩილეობოდა, თუმცა ხ---------ამ განაგრძო მათ მიმართ გინება, რის გამოც დააკავეს და ჩასვეს მანქანაში, უკანა სავარძელში. დაკავებულს გვერდზე დაუსხდნენ ლ---- გ-----ე და ბ------- ა---–------ი, შესაბამისად, მარჯვნივ და მარცხნივ, თავად საჭესთან დაჯდა. მანქანაში სინათლე აანთო. ამ დროს ბორკილები არ ჰქონდათ. გზაში იყვნენ 10-15 წუთი და ამ ხნის განმავლობაში ბრალდებული გაუჩერებლივ იქცეოდა აგრესიულად, გვერდზე მჯდომებს ურტყამდა ხელებს, ფეხებს, აგინებდა. ხელების გაკავების შემდეგ თავს ურტყამდა, სარკეში უყურებდა მის ქმედებებს და თანამშროლებს მოუწოდებდა შეეჩერებინათ, ნუ არტყმევინებდნენ. ხ---------ა ორივეს მიმართულებით იქნევდა ხელებსა და ფეხებს. ხელები რომ შეუკავეს, შემდეგ თავის დარტყმა დაიწყო. ბრალდებული ავტომანქანიდან გადაყვანის შემდეგაც აგრესიული იყო, რის გამოც შენობაში შესვლისთანავე დაადეს ბორკილები.
თვითონ ა---------– ხ---------ამ სასამართლოში განმარტა, რომ 2019 წლის 12 იანვარს, ა--------ში ეხმარებოდა მეგობარს, შემდეგ იქეიფეს. საღამოს 12 საათის შემდეგ ფეხით ბრუნდებოდა სახლში, იყო ნასვამი. გზაში შეხვდა ავტომანქანა, რომელიც გაჩერდა. ისე დაელაპარაკნენ მანქანიდან, რომ ვერ გაიგო, ეგონა, რომ ნაცნობი იყო, თუმცა ვერ გაარკვია ნათქვამის შინაარსი. ამის გამო მიუახლოვდა მანქანას და მაშინ მიხვდა, რომ პოლიცია იყო, რადგან იქ მსხდომებს პოლიციისფორმა ეცვათ. საჭესთან იჯდა ლ---- გ-----ე, ხოლო გვერდით ეჯდა კ------- ბ----–---–ი. სთხოვეს პირადობის მოწმობა, რაც თან არ ჰქონდა. იცნობდა კ------- ბ----–---–ს. მას უთხრა რომ არ ჰქონდა საბუთები, მეგობართან იყო და აუხსნა სიტუაცია. უთხრა, რომ ა----- იყო, ხომ იცნობდა, მან კი შეურაცხმყოფელად უპასუხა, თუ საიდან უნდა სცოდნოდა, ვინ იყო და დაუწყო გინება. ანალოგიურად მანაც ვერ შეიკავა თავი. აღნიშნულზე აღელდა, გადმოვიდნენ მანქანიდან და დაუწყეს ჯიკაობა, შემდეგ მანქანაში შეტენეს, ამ დროს ფიზიკურ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი, სანამ ჩასვამდნენ, ურტყამდნენ და ისე ჩააგდეს მანქანაში. დააგდეს უკანა სავარძელზე და ზემოდან დაასხდნენ ორნი. სალონში გვერდზე იწვა, საჭის მხარეს ჰქონდა თავი. მძიმე რომელიც იყო, ის აჯდა ზურგზე, მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ზურგზე. მანქანაში ცუდად გახდა, თან შეურაცხყოფას აყენებდნენ, წყალს ითხოვდა და არ დაალევინეს, ასევე იძახდა, რომ ცუდად იყო. მას აგინებდა სამივე, გზაში საჭესთან იჯდა კ------- ბ----–---–ი. ბორკილების დადების ფაქტი ზუსტად არ ახსოვს. პოლიციის განყოფილებაშიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. პოლიციის განყოფილებაში სადაც იჯდა, იქიდან ძირს გადმოაგდეს და ურტყამდნენ, თუმცა არ ახსოვს კონკრეტულად ვინ. შემდეგ გადაიყვანეს იზოლატორში. ამ დროს ფეხზე ჰქონდა ტრავმა, სისხლი მოსდიოდა და ტუჩი ჰქონდა გახეთქილი. უთხრა, რომ სცემეს, მაგრამ არ მიაქციეს ყურადღება - უთხრეს, რომ არაფერი სჭირდა ისეთი. სასწრაფოს ექიმები მივიდნენ იზოლატორში, წნევა გაუსინჯეს, მათაც ეუბნებოდა რომ ცუდად იყო, თუმცა მათაც იგივე გაუმეორეს, რომ არაფერი სჭირდა სერიოზული. მეორე დღეს გაუშვეს სახლში. მინის ჩამსხვრევის მომენტი არ ახსოვს, ცუდად იყო და სასწრაფოს ითხოვდა, თუმცა დასცინოდნენ და აგინებდნენ. ფიზიკური შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თ------–------------------–--------------–-----ნსპექტორ-გამომძიებლის ლ---- გ-----ის პატაკის (N------------------- შინაარსის შესაბამისად, რომელიც თარიღდება 2019 წლის 13 იანვრით, იმავე დღეს პატაკის შემდგენი ბ------- ა---–------თან და კ------- ბ----–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც გადაამოწმეს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქე, რომელსაც ჰკითხეს ვინაობა, ის კი გაღიზიანდა აღნიშნულზე და მათ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, მოწოდების მიუხედავად არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა წესრიგის დარღვევა, რის გამოც იგი ადგილზევე დააკავეს. შემდგომ პატაკის ავტორი აღნიშნავს: „პოლიციის ავტომანქანაში ჩასმისას ა---------– ხ---------ამ მე და ბ------- ა---–------ს დაგვიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება“, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი მოულოდნელად ჩაამსხვრია ფასადის მინა/ჟალუზი;
ადმინისტრაციული დაკავების N------------- ოქმის მიხედვით, რომელიც შედგენილია ლ---- გ-----ის მიერ, ირკვევა, რომ 2019 წლის 13 იანვარს, თ------–----------------- სოფელ ა--------ში, არაფხიზელ მდგომარეობაში, ქუჩაში იმყოფებოდა ა---------– ხ---------ა, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას და პოლიციის თანამშრომლებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ოქმის შედგა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ან ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელება);
2019 წლის 13 იანვრის ხელწერილის მიხედვით, ა---------– ხ---------ა იმავე დღეს გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან. მან უარი განაცხადა გამოკითხვასა და ალკოტესტით შემოწმებაზე;
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის N------- დადგენილებით შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ა---------– ხ----------- მიმართ.
სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის მიხედვით, ლ---- გ-----ე შემოწმდა 2019 წლის 13 იანვარს, მას ფიზიკური დაზიანების რაიმე ნიშანი არ აღენიშნებოდა.
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N---------- დასკვნის მიხედვით, ბ------- ა---–------ი, შემოწმდა 2019 წლის 13 იანვარს, მას აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს. მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, N 0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2019 წლის 13 იანვარს თ------–----------------- სოფელ ა--------ში მცხოვრები ა---------– ხ----------- მიერ თ------–------------------–--------------–--- ა--------ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინა ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა და პალატაც ეთანხმება მის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. (ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N 995 ბრძანების დანართის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სსიპ-ში, მინიჭებული აქვს შესაბამისი სპეციალური წოდება და დადებული აქვს პოლიციელის ფიცი. (ბ) აღნიშნული დანაშაულის დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს პოლიციის მუშაკის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტია პოლიციელის პირადი უსაფრთხოება და ხელშეუხებლობა, თავისთავად ჯანმრთელობაც, ვინაიდან როდესაც ძალადობაზეა საუბარი ამან შეიძლება ჯანმრთელობის დაზიანებაც გამოიწვიოს. (გ) დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობაში, რომელიც აუცილებლად ძალადობრივი ხერხით ხდება (ან ძალადობის მუქარით, რაც მოცემული საქმისთვის არარელ----ტურია), ძალადობა შეიძლება გამოიხატოს როგორც ცემაში, ასევე სხვაგვარ ძალადობაში, მაგ. ერთჯერადი დარტყმა, მოქაჩვა, ყელში წაჭერა და ა.შ. აუცილებელი არ არის, რომ ძალადობამ აუცილებლად რაიმე სახის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვიოს. (დ) სსკ-ის 353-ე მუხლი მიზნით დაფუძნებული დელიქტია და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა უნდა განხორციელდეს მისი საქმიანობის შეწვეტის მიზნით, ბუნებრივია, ამგვარი საქმიანობა უნდა იყოს კანონიერი. ამიტომ დამნაშავე ყოველთვის პირდაპირი განზრახვით მოქმედებს, გაცნობიერებული აქვს რა თავისი ქმედების მართლწინაარმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი. (ე) დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ქმედების დაწყებისთანავე, მნიშვნელობა არ აქვს ძალადობამ გამოიწვია თუ არა პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტა ან რაიმე სახის დაზიანება.
აღნიშნული დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად ბრალდების მხარე ვალდებულია დაადასტუროს ზემოთ მოყვანილი ყველა ელემენტის არსებობა ერთობლიობაში. რაც შეეხება მტკიცების სტანდარტს, პალატა განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელ----ტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეცამეტე ნაწილით დადგენილია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის რაობა. კერძოდ, ეს სტანდარტი წარმოადგენს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ცალსახაა, რომ კანონის ამ ნორმის თანახმად დასახელებული სტანდარტის არსებობისათვის საჭიროა მტკიცებულებათა ერთობლიობა, ანუ რამდენიმე - არანაკლებ ორი მტკიცებულება. ამავდროულად პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მხოლოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით პირის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ის, თუ რომელი მტკიცებების ერთობლიობა ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, უნდა შეაფასოს და გადაწყვიტოს სასამართლომ კონკრეტული საქმის სპეციფიკიდან გამომდინარე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენში აღნიშნა, რომ: „საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია“.
კონკრეტულ შემთხვევაში უშუალოდ წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელი მოწმეები არიან პოლიციის თანამშრომლები. აღნიშნული განსახილველი საქმის სპეციფიკაა და პოლიციელის, როგორც მოწმის ჩვენების სანდოობაზე პალატა ქვემოთ უფრო დეტალურად მუთითებს. ამჯერად კი უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია ზემოთ დასახელებული, უზენაესი სასამართლოს განაჩენში მითითებული გარემეობებიდან განსაკუთრებული ყურადღება შეაჩეროს მეორე პუნქტზე და გაარკვიოს ამყარებს თუ არა არსებული წერილობითი მტკიცებულებები სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებებს, ხომ არ არის მათ შორის წინააღმდეგობები. აღნიშნულის შედეგად სასამართლო ვალდებულია დაადგინოს სახეზეა თუ არა ესა თუ ის ფაქტობრივი გარემოება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
თავის მხრივ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ყველა თეორული - შესაძლო, მაგრამ ძნელად წარმოსადგენი და პრაქტიკულად განუხორციელებადი ვარიანტის გამორიცხვას. გონივრული ეჭვი არის მოვლენათა ისეთი განვითარების დაშვების შესაძლებლობა, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება და აფიქრებინებს, რომ დაცვის მხარის მიერ დასახელებული ვერსია დასაშვებია, შესაძლოა პრაქტიკულად მომხდარიყო ასეთი რამ.
შესაბამისად პალატა, წარმოდგენილი მტკიცებულებების და კანონის დასახელებული ნორმების საფუძველზე, აფასებს რა სახეზეა თუ არა ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ისეთი მაღალი ალბათობით, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა გამოირიცხოს მოვლენათა სხვაგვარი განვითარების შესაძლებლობა, ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე ნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებაზე:
პოლიციის საქმიანობას არეგულირებს საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს პოლიციის საქმიანობის ძირითად პრინციპებს, პოლიციის ორგანიზაციული მოწყობის სამართლებრივ საფუძვლებს, პოლიციის ფუნქციებს, საპოლიციო ღონისძიებებსა და პოლიციის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების სამართლებრივ ფორმებს, პოლიციაში სამსახურის გავლის წესს, პოლიციელის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიებს, პოლიციის საქმიანობის კონტროლს.
ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციას უფლება აქვს, მოახდინოს პირის იდენტიფიკაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ პირის ვინაობის დადგენა იმავე პუნქტით გათვალისწინებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებით შეუძლებელია ან დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან და პირის იდენტიფიკაცია აუცილებელია სამართალდარღვევათა პრევენციისათვის, ან არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ამ პირს პირდაპირი კავშირი აქვს ჩადენილ სამართალდარღვევასთან. ხოლო მე-19 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით დაადგინოს პირის ვინაობა ღიად და უშუალოდ ამ პირისაგან, რისთვისაც შეუძლია შეაჩეროს იგი, გამოჰკითხოს პერსონალური მონაცემები და მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი საბუთების წარდგენა, თუ: ა) პირს აქვს ძებნილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები; ბ) არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირმა ჩაიდინა სამართალდარღვევა ან ჩაიდენს მას; გ) პირი იმყოფება სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან ობიექტზე ან სპეციალური საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე; დ) პირს თან აქვს „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იარაღი, რომლის ტარებაც საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, და ამ იარაღის ტარების უფლების დადგენა სხვაგვარად შეუძლებელია; ე) პირი იმყოფება დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე; ვ) პირის ან სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს. აღნიშნული საფუძვლები ამომწურავია და სხვა შემთხვევებს პოლიციის შესახებ კანონი არ ითვალისწინებს.
ლ---- გ-----ის, ბ------- ა---–------ისა და კ------- ბ----–---–ის განმარტებით ა---------– ხ----------- შეჩერების მიზეზი მხოლოდ ის იყო, რომ ე.წ. კაპიშონი ჰქონდა გადაფარებული, სახე არ უჩანდა და ღამის საათებში მოძრაობდა ქუჩაში. აღნიშნული მიიჩნიეს საეჭვოდ და საჭიროდ ჩათვალეს პიროვნების ვინაობის დადგენა. პალატა განმარტავს, რომ თვითონ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი (პოლიციელების) ვერსიით, ხ----------- პიროვნების დადგენის საჭიროება ფაქტიურად არ შეესაბამება კანონის ზემოთ დასახელებული ნორმის არცერთ შემთხვევას. პოლიციელების მხრიდან არა თუ დადასტურებული, სიტყვიერად გაჟღერებულიც კი არ ყოფილა ინფორმაცია, რომ ხ---------ა მიამსგავსეს ძებნილს, ან მის მიმართ არსებობდა რაიმე ეჭვი, ან იმყოფებოდა დანაშაულის ადგილზე, ან სპეციალური რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე და სხვა. ამდენად მეტად მცირეა ალბათობა იმისა, რომ მათ მიერ ა---------– ხ----------- შეჩერება იყო კანონიერი.
თუმცა ერთადერთი რითაც პოლიციელების მოქმედება შეიძლება აიხსნას არის დასახელებული ნორმის „ვ“ ქვეპუნქტი. შესაძლოა ღამით ქუჩაში მიმავალი ადამიანი, რომელიც პოლიციის ვარაუდით მალავს სახეს ჩაითვალოს საეჭვოდ და საჭირო გახდეს მისი ვინაობის დადგენა, სწორედ იმიტომ, რომ პირის გარეგნული ნიშნები ან პირის მოქმედება სამართალდარღვევაში მის შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც ყოველთვის, პოლიციის რეაგირება უნდა იყოს ადეკვატური და კანონის შესაბამისი.
პალატა განმარტავს, რომ პოლიციელის თითოეული ქმედება გაწერილია დასახელებულ კანონში „პოლიციის შესახებ“ და ეს ქმედებები მაშინაა კანონიერი, როდესაც შეესაბამება ამ კანონის მოთხოვნებს. ამავე კანონის თანახმად პირის იდენტიფიკაცია ერთ-ერთი საპოლიციო ღონისძიებაა და გაწერილია მისი ჩატარების საფუძვლები და წესი. დასახელებული კანონის მეთორმეტე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „საპოლიციო ღონისძიება უნდა ემსახურებოდეს ლეგიტიმური მიზნის მიღწევას. შერჩეული საპოლიციო ღონისძიება უნდა იყოს გამოსადეგი, აუცილებელი და პროპორციული“. ამავე კანონის მეხუთე ნაწილით კი დადგენილია, რომ „პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია“.
განსახილველ შემთხვევაში, თუ პოლიციელები კანონის დასახელებული ნორმებით იმოქმედებდნენ, გონივრული იქნებოდა ისინი მისულიყვნენ ხ-----------თან და ეკითხათ ვინაობა. როგორც კი დაადგენდნენ მის პიროვნებას, იქიდან გამომდინარე, რომ მის მიმართ არ გააჩნდათ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით დადგენილი არცერთი საფუძველი, უნდა შეეწყვიტათ სამართლებრვი ქმედება - ანუ პიროვნების ვინაობის დადგენა. ეს კი რეალურად ნიშნავს იმას, რომ უნდა გაეწყვიტათ მასთან კონტაქტი.
პალატა განმარტავს, რომ როგორც საქმის მასალებით, მათ შორის ერთ-ერთი პოლიციელის - კ------- ბ----–---–ის ჩვენებით ირკვევა, ის ხ----------- თანასოფლელია და იცნობდა მას. მანქანიდან გადასვლისთანევე იცნო იგი. საპოლიციო ღონისძიება ხორციელდებოდა მათი სოფლის ტერიტორიაზე - ა--------ში. ისიც ბუნებრივი და სავარაუდოა, რომ ღამის საათებში სოფელში ფეხით მოსიარულე და ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეს შესაძლოა არ ჰქონდეს თან პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ ფონზე, კანონით განსაზღვრული, შერჩეული საპოლიციო ღონისძიების გამოსადეგობა და პროპორციულობა ნიშნავს, იმას რომ უფრო გონივრული იქნებოდა თუკი სწორედ ბ----–---–ი, როგორც იმავე სოფლის მაცხოვრებელი, ვინც იცნობს სოფლის მოსახლეობას, გადავიდოდა და გაარკვევდა ამ პირის ვინაობას. ასეთი შემთხვევა იქნებოდა სწორედ გონივრული, რამდენადაც მხოლოდ ვიზუალური შეხედვითაც იქნებოდა შესაძლებელი პიროვნების ვინაობის დადგენა და არც რაიმე ძალისხმევას, მით უმეტეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფ პირთან კონტაქტში შესვლას საჭიროებდა. სანაცვლოდ პოლიციელები აჩვენებენ, რომ ყველა გადავიდა მანქანიდან იმის გარდა, ვისი გადასვლაც უფრო სწორი და ლოგიკური იქნებოდა.
ეს გარემოება, ხ----------- ჩვენებასთან ერთად, რომლის თანახმადაც არავინ ავტომანქანიდან არ გადასულა და იგი დაძახებაზე თავად მიუახლოვდა პოლიციის ავტომანქანის წინა მარჯვენა ფანჯარას, რა დროსაც შენიშნა ფორმიანი პირები, გარკვეულ ეჭვებს აღძრავს. ამ კონტექსტში გაუგებარია ისიც, თუ რატომ იყო საჭირო ორი პოლიციელის გადასვლა, თუკი მათ მიერ შემჩნეული პირი არაფერს „აშავებდა“, თანაც განათებულ ქუჩაზე, სადაც წესით ყველაფერი კარგად ჩანდა. ნიშანდობლივია, რომ ლ---- გ-----ისა და ბ------- ა---–------ის ჩვენებებით მათ მხოლოდ მანქანაში შეიტყვეს ა---------– ხ----------- ვინაობა პირადად მისგან, მაშინ როდესაც კ------- ბ----–---–ის ჩვენებით ხმაურის, კერძოდ ხ----------- მხრიდან პოლიციელების შეურაცხყოფის გაგონებისთანავე, ისიც გადავიდა ავტომანქანიდან და იცნო ა---------– ხ---------ა.
პალატა კიდევ ერთხელ დაუბრუნდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მეთორმეტე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც „პოლიციის სამართლებრივი ქმედება უნდა შეწყდეს, თუ ამ ქმედების მიზანი მიღწეულია ან აშკარაა, რომ მიზნის მიღწევა შეუძლებელია“. ამ ნორმის საფუძველზე, ბ----–---–ის მიერ ხ----------- ცნობისთანავე, პოლიციას უნდა შეეწყვიტა ყველა სამართლებრივი ქმედება რამდენადაც მიზანი - პიროვნების დადგენა მიღწეული იყო, ხოლო დადგენილი პირის მიმართ პოლიციას არანაირი კითხვები (იმხილებოდა რაიმე დანაშაული ჩადენაში, იძებნებოდა და ასე შემდეგ) არ გააჩნდა.
პოლიციელების ჩვენებების თანახმად, იმ დროს როდესაც ბ----–---–მა იცნო ხ---------ა, ეს უკანასკნელი შეურაცხოფას აყენებდათ მათ. ანუ ამ მომენტისათვის მას უკვე ჩადენილი ჰქონდა დარღვევა - პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევა, ქმედება რაც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით და აღნიშნულის გამო განაგრძეს მასთან ურთიერთობა, თუმცა ეს პოზიციაც საკმაო კითხვებს ბადებს. საქმე ისაა, რომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 იანვრის N------- დადგენილებით, შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ა---------– ხ----------- მიმართ. დადგენილების თანახმად პოლიციამ ამ ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს არცერთი მტკიცებულება არ წარუდგინა. ეს დადგენილება კანონიერ ძალაშია. (ფაქტია, რომ ამ დადგენილების არა თუ გაუქმების, არამედ გასაჩივრების შესახებაც კი ბრალდებას არანაირი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს). ამრიგად დადგენილია, რომ ა---------– ხ----------- არა თუ ბ----–---–ის მხრიდან მის ამოცნობამდე დროის მცირე მონაკვეთში, არამედ იმ ღამეს საერთოდ არ ჩაუდენია არანაირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
საფუძვლიან კითხვებს იწვევს პოლიციელების ჩვენებები იმ ნაწილში, თითქოს თან არ ქონდათ ხელბორკილი და სამხრე კამერები. სამი პოლიციელი დაკითხვისას აჩვენებს, რომ გასულები იყვნენ სამოქმედო ტერიტორიაზე პრევენციული ღონისძიებების ჩასატარებლად, თუმცა არცერთს ხელბორკილი არ ჰქონდა. მათივე ჩვენებებით არ ჰქონდათ ასევე სამხრე კამერები, რომელზეც განმარტეს, რომ დიდი ხანია გაფუჭებულია.
პალატა განმარტავს, რომ მოკლებულია შესაძლებლობას აკრიტიკოს კონკრეტული პოლიციელის ან მათი ხელმძღვანელობის საქმიანობის მეთოდები და ფორმები. მით უმეტეს გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხშირ შემთხვევებში პრობლემები შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური მიზეზებით. თუმცა ეს არ ნიშნავს სასამართლოს ვალდებულებას უაპელაციოდ, მხოლოდ ჩვენებების საფუძველზე, მიიღოს და გაიზიაროს პოლიციის ყველა ის ვერსია, რომელიც გონივრული ანალიზის შედეგად კითხვებს ბადებს და ეჭვს იწვევს. მით უმეტეს ასეთი ვერსიები ძნელად გამოყენებადია პიროვნების მიმართ ისეთი მკაცრი და უფლების შემზღუდავი ღონისძიების გატარებისას, როგორიცაა მისი დამნაშავედ ცნობა და სასჯელის დანიშვნა.
საუბარია მასზედ, რომ: 1. ღამით, სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების პროცესში პოლიცია მოძრაობს ქუჩაში, რათა აღკვეთოს დანაშაული, მაგრამ არ აქვს მისი ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვების შესაძლებლობა - სამხრე კამერა, რაც ოფიციალურად შედის პოლიციელის აღჭურვილობაში, 2. მოძრაობს იმიტომ, რომ გამოავლინოს და დააკავოს დამნაშავე, მაგრამ არ აქვს მისი დაკავებისათვის საჭირო ელემენტარული ინვენტარი - ხელბორკილი, რაც ასევე შედის მის აღჭურვილობაში. ამ ფონზე პოლიციელი ამტკიცებს, რომ მას თავს დაესხა მის მიერვე დაკავებული პირი ავტომობილში, იზოლატორში გადაყვანისას და ხელბორკილი რომ ჰქონოდა დიდი ალბათობით ეს თავდასხმა უბრალოდ ვერ მოხდებოდა. ეს პოზიცია ბუნებრივია ბადებს კითხვებს, რაც უცილობლად ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
ა---------– ხ----------- მანქანაში ჩასმის ეპიზოდთან დაკავშირებით მოწმეებმა - ლ---- გ-----ემ და კ------- ბ----–---–მა აღნიშნეს, რომ ა---------– ხ---------ა გახდა აგრესიული, დააკავეს და ჩასვეს მანქანის უკანა სავარძელზე. მაშინ, როდესაც ბ------- ა---–------მა აღნიშნა, რომ ფიზიკური ძალის გამოყენება დაჭირდათ ა---------– ხ----------- ავტომანქანაში ჩასასმელად, რადგან წინააღმდეგობას უწევდა და ნებით არ ჩაჯდა. როგორც ჩანს, ბ------- ა---–------ი თავად იყო ჩართული ბრალდებულის ავტომანქანქანაში ჩასმის პროცესში და თუ მის განმარტებას გავიზიარებთ, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით ამ მომენტს ადვილად არ უნდა ჩაევლო. შესაბამისად, ჩნდება ეჭვი იმის თაობაზე, სწორედ ამ მომენტში ხომ არ მიიღო მან ის დაზიანება, რაც სახეზე აღმოაჩნდა, მაგალითად ავტომანქანის ძარაზე ან კარზე, რადგან ამ ეპიზოდის დეტალები პოლიციელებს არ დაუკონკრეტებიათ. ბუნებრივია ბ------- ა---–------ისთვის, როგორც ამ პროცესში, ისე ავტომანქანაში მომხდართან დაკავშირებით მონაყოლის გათვალისწინებით შეუძლებელი იქნებოდა იმის აღქმა, თუ ასეთს მართლაც ჰქონდა ადგილი, რომელი დარტყმის ან მოქმედების შედეგი იქნებოდა ეს დაზიანება.
პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც პირის დამნაშავედ ცნობისათვის წარმოდგენილია მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო ვალდებულია მით უფრო გულმოდგინედ შეისწავლოს ეს ჩვენებები, გაანალიზოს და გაარკვიოს ხომ არ არის მათ შორის წინააღმდეგობა, ამით კი შეამოწმოს მათი სარწმუნოობა. საქმეში დაკითხული პოლიციელების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებების ამ კონტექსტში შეფასებისას, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს, განსაკუთრებით ჩვენებების იმ ნაწილის მიმართ, რომელიც ეხება ავტომანქანაში განვითარებულ მოვლენებს.
ლ---- გ-----ის ჩვენების თანახმად, ვინაიდან არ ჰქონდათ ხელბორკილი გაუძნელდათ ხ----------- შეკავება, რა დროსაც გზად მოძრაობისას, ვიდრე პოლიციის განყოფილებამდე მივიდოდნენ ავტომანქანაში ბრალდებული ყველაფერს იქნევდა, ხელებს და თავს ურტყამდა მას, რის შედეგადაც განიცდიდა ტკივილს. ერთი 10-ჯერ დაარტყა თავში, შეიძლება 7-ჯერ ან 15-ჯერაც, ძირითადად თავს ურტყამდა, იდაყვიც დაარტყა მკერდში, რა დროსაც ეტკინა. მას შემჩნევადი დაზიანებები არ დარჩა. ბრალდებული ბ------- ა---–------საც ურტყამდა, მაგრამ ამისი დეტალები არ ახსოვს.
ბ------- ა---–------ის განმარტებით, ყველაფერს ურტყამდა: ხელებს, ფეხებს, თავს, მუხლებს, ძირითადად - თავს და მუხლს. როგორც შეძლეს უკავებდნენ ხელს, ამას მაქსიმალურად ცდილობდა, თან ერთი ხელი ლ---- გ-----ეს ჰქონდა გაკავებული, ერთი - მას, მაგრამ მაინც ვერ აკავებდნენ. თავად დარტყმების შედეგად განიცდიდა ტკივილს. ზუსტად არ ახსოვს რამდენჯერ დაარტყა, თუმცა ბევრჯერ დაარტყა და სხეულის ყველა ადგილზე მოხვდა. დაახლოებით 15 წუთი დაჭირდათ პოლიციის განყოფილებამდე და ამ დროის განმავლობაში სულ ურტყამდა ბრალდებული. როდესაც ხელს უკავებდა, ფეხს ურტყამდა, მერე მუხლს, მერე თავს. თავი დაარტყა იმ ადგილას, სადაც დაზიანება აქვს, მანამდე აღნიშნული დაზიანება არ ჰქონია.
პოლიციელების განმარტებით დაახლოებით 15 წუთი დაჭირდათ პოლიციის განყოფილებამდე და თუ მათ ჩვენებებს გავიზიარებთ გამოდის, რომ ბრალდებული 15 წუთის განმავლობაში მოკლე შესვენებებით (რაც ენერგიის აღსადგენად ჭირდებოდა) ხელებს, ფეხებს, მუხლებს, იდაყვსა და თავს ურტყამდა ლ---- გ-----ესა და ბ------- ა---–------ს, რის შედეგადაც ლ---- გ-----ეს დაზიანება არ მიუღია, ხოლო ბ------- ა---–------ის განმარტებით, სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში, სწორედ ამ დარტყმის შედეგად მიიღო.
ფაქტობრივად გამოდის, რომ 15-წუთიანი ძალადობის მიუხედავად ლ---- გ-----ეს არავითარი დაზიანება არ მიუღია, ხოლო ბ------- ა---–------მა, როგორც აღინიშნა მიიღო ერთი (სავარაუდოდ ამ დროს მიღებული) სისხლნაჟღენთი. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული ინფორმაცია პოლიციელების მხრიდან სასამართლოში არ თქმულა, კერძოდ ლ---- გ-----ის ჩვენებით, ბრალდებული ბ------- ა---–------საც ურტყამდა, მაგრამ დეტალები არ ახსოვს, ბ------- ა---–------ი საერთოდ არ აღნიშნავს ბრალდებულის მიერ ლ---- გ-----ეზე ძალადობას, ხოლო კ------- ბ----–---–ის ჩვენებით, ხელები რომ შეუკავეს, თავის დარტყმა დაიწყო, თუმცა რამდენჯერ დაარტყა არ დაუნახავს. ხელებს რომ ურტყამდა და იქნევდა უფრო ხედავდა მარჯვენა მხარეს, ანუ გ-----ის მხარეს. როგორც სარკეში ხედავდა მარცხნივაც იქნევდა. გ-----ეს ორჯერ დაარტყა სახის არეში, როგორც მან დაინახა, მხოლოდ ხელი, თავით დარტყმა მას არ დაუნახავს. როცა ბ-------მა ხელები დაუჭირა, ბ-------მა დაიძახა „თავი დამარტყაო“. გამოდის, რომ კ------- ბ----–---–მა თან დაინახა თავს როგორ ურტყამდა და თანაც უარყოფს თავის დარტყმის დანახვის მომენტს. ერთი რამ ცალსახაა, რომ გარდა ბ------- ა---–------ისა არავის დაუნახავს მას რომ ურტყამდა ბრალდებული, ლ---- გ-----ეზე ხელის დარტყმას კი კ------- ბ----–---–ი ადასტურებს. ხელის დარტყმის ფაქტთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი იყო გარკვეულიყო ხელის რა ნაწილს ურტყამდა ბრალდებული ლ---- გ-----ეს, თუმცა აღნიშნული არცერთ მოწმეს დაუკონკრეტებია, რადგან თუკი ლ---- გ-----ესა და ბ------- ა---–------ს ბრალდებული შუაში ეჯდათ, სხეულითაც ხდებოდა ბრალდებულის განეიტრალება და ამას ემატება ხელების გაკავება, როგორ შეძლო ბრალდებულმა ასე ხელების ქნევა და დარტყმების განხორციელება ლ---- გ-----ისთვის სერიოულ ეჭვებს ბადებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს ა---------– ხ----------- მდგომარეობას განსახილველი შემთხვევის დროს, მის სიმთვრალეს, დაღლილობას და სხვა და ამ საკითხების გათვალისწინებით, აღნიშნავს, რომ ისმის ლოგიკური კითხვები: ბრალდებულმა, რომელიც ფიზიკურ შრომაში ეხმარებოდა მეგობარს, შემდეგ დალია ალკოჰოლური სასმელი და ღამის 2:00 საათზე ბრუნდებოდა სახლში, როგორ გამოაჩინა ისეთი ძალა, რომ 15 წუთის განმავლობაში ორმა პოლიციელმა მისგან მომდინარე აგრესია ვერ შეაკავა. ამასთან თუკი შეატყვეს, რომ ვერ ასეთი ძალა გააჩნდა ხ----------- და ვერ აკავებდნენ, რატომ არ გამოიძახეს დამხმარე ძალა. საქმის მასალებით არ დასტურდება ასეთი დახმარების გამოძახების ფაქტი და მოწმეთა განმარტებებითაც ირკვევა, რომ თითქოს არ ჩათვალეს საჭიროდ ასეთის გამოძახება.
ამ მიზეზის გამო კითხვის ნიშნები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, იყო კი საერთოდ ასეთი აქტიური ხ---------ა ან/და ინტენსიური მისი თავდასხმა. რთულია სასამართლოსათვის რეალურად მიიჩნიოს და უაპელაციოდ გაიზიაროს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ პოლიციის ოფიცრებს - ლ---- გ-----ეს და ბ------- ა---–------ს ასეთ დარტყმებს აყენებდა ხ---------ა, ფაქტიურად სცემდა და მათ კი არ ჩათვალეს საჭიროდ ავტომანქანის გაჩერება და ბრალდებულის გასანეიტრალებლად პროპორციული ძალის გამოყენება. მათ შორის, თუნდაც დამხმარე ძალის გამოძახება, რომელსაც მათგან განსხვავებით შესაძლოა ხელბორკილიც ჰქონოდა და დიდი ალბათობით პრობლემაც ამით მოგვარდებოდა.
აღნიშნულის საპირისპიროდ არსებითად განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობს ა---------– ხ---------ა, რომელიც უარყოფს მის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფას, აღნიშნავს, რომ არავინ არ გადასულა ავტომანქანიდან მისი ვინაობის დასადგენად, პირიქით მას დაუძახეს მისულიყო ავტომობილთან, მიაყენეს შეურაცხყოფა, შეაგდეს მანქანაში და ზედ ესხდნენ პოლიციელები.
პალატა განმარტავს, რომ უსაფუძვლოა ბრალდების მხარის მითითება, თითქოს ხ----------- ჩვენების, როგორც მტკიცებულების მოპოვება, კანონის დარღვევით მოხდა და ამიტომ სასამართლომ ის არ უნდა გაიზიაროს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად ბრალდებულს უფლება აქვს საერთოდ არ მისცეს ჩვენება. მიუხედავად ამისა სასამართლო ვალდებულია გულდასმით მოისმინის მის მიერ წარმოდგენილი ვერსია და შეამოწმოს იგი. თუ რა ფორმით და რა ეტაპზე გააჟღერებს ბრალდებული ამ ვერსიას, იქნება ეს ჩვენების მიცემა, მისი ან მისი ადვოკატის შესავალი ან დასკვნითი სიტყვა თუ სხვა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
დაკითხული პოლიციელების ჩვენებებს შორის არსებობს წინააღმდეგობა პოლიციის განყოფილებაში ა---------– ხ----------- მიყვანის ნაწილშიც. ამ მონაკვეთთან დაკავშირებითაც ლ---- გ-----ემ განმარტა: ა---------– ხ---------ა რომ გადმოიყვანეს მანქანიდან შეწყვიტა ძალადობა. ბ------- ა---–------მა განმარტა: ბრალდებულმა ფიზიკური ძალადობა შეწყვიტა, როცა დაადეს ბორკილები პოლიციის განყოფილებაში, მანქანიდან გადმოყვანის მომენტშიც პოლიციის განყოფილების შენობამდე მიყვანამდეც ურტყამდა, ხოლო კ------- ბ----–---–მა განმარტა: ბრალდებული ავტომანქანიდან გადაყვანის დროსაც აგრესიული იყო.
ამრიგად სახეზეა ურთიერთგამომრიცხავი მოწმეთა ჩვენებები. კერძოდ: ბ------- ა---–------ი აშკარა დარტყმებზე მიუთითებს, ხოლო კ------- ბ----–---–ი აგრესიულობაზე, ხოლო ლ---- გ-----ე გამორიცხავს აღნიშნულს. ამ შეფასებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და თალშისაცემია, რომ თუ ბ------- ა---–------ის ნათქვამს დავუჯერებთ, ის აცხადებს „ურტყამდა“. ეს ნიშნავს სხვას ურტყამდა. ამავე პირების ჩვენებით ეს სხვა შესაძლოა ყოფილიყო ან ლ---- გ-----ე, რომელიც საერთოდ გამორიცხავს ასეთს ან კ------- ბ----–---–ს, რომელიც ასევე დარტყმას გამორიცხავს.
იმის გასარკვევად, რამდენად სწორია მოწმეთა მიერ მიცემული ჩვენებები, მნიშვნელოვანია დადგენა იმისა, თუ რამდენად შეესაბამება ისინი არსებულ წერილობით მტკიცებულებებს. თავისთავად ამ შეფასებისას კრიტიკულად და ობიექტურად უნდა შეფასდეს თვითონ წერილობითი მტკიცებულებებიც.
განსახილველ შემთხვევაში ყურადღებას იქცევს გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ლ---- გ-----ის პატაკი და დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მათ შორის, ლ---- გ-----ის პატაკის, N M----------------, შესაბამისად ქუჩაში მიმავალი პიროვნება გააჩერეს გადამოწმების მიზნით. ის გაღიზანდა და მიაყენათ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ვინაიდან არ შეწყვიტა აღნიშნული დააკავეს ადმნისტრაციული წესით. „პოლიციის ავტომანქანაში ჩასმისას ა---------– ხ---------ამ მე და ბ------- ა---–------ს დაგვიწყო ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება“, რის შემდეგაც გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც ასევე პოლიციის თანამშრომლებს აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემდეგ კი მოულოდნელად ჩაამსხვრია ფასადის მინა/ჟალუზი. ამ პატაკის შინაარსი ცხადყოფს, რომ პოლიციელებს, ყოველ შემთხვევაში ლ---- გ-----ეს დადგენილად მიაჩნია მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი. ამავე დროს ის ცალსახად აღნიშნავს ა---------– ხ----------- მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას ავტომანქანაში ჩასმისას და არა უშუალოდ ავტომანქანაში გზად. ბუნებრივია ეს გარემოება მნიშვნელოვან კითხვებს ბადებს ამავე პირის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან დაკაშირებით.
ლ---- გ-----ის პატაკის შინაარსის ანალოგიურ ინფორმაციას შეიცავს დადგენილება ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. ამ საპროცესო აქტის თანახმად, მოხდარი ფაქტის ირგვლივ, შემთხვევიდან ორი დღის შემდეგ - 2019 წლის 15 იანვარს, პოლიციამ შეადგინა ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ა---------– ხ---------ა წარადგინა სასამართლოში. ოქმის თანახმად, 2019 წლის 13 იანვარს, 02:35 საათზე, თ------–----------------- სოფელ ა--------ში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ა---------– ხ---------ა, არ დაემორჩილა პოლიციის თანამშრომელთა კანონიერ მოთხოვნას და მიაყენა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა. იმავე დღეს, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს N------- დადგენილებით, შეწყდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება ა---------– ხ----------- მიმართ. დადგენილების თანახმად, გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ის, რომ პოლიციამ ამ ფაქტის დასადასტურებლად სასამართლოს არცერთი მტკიცებულება არ წარუდგინა. მათ შორის არ წარუდგინა სამხრე კამერების ჩანაწერები, რომელთა მოპოვებაც ადმინსტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას კანონით დაშვებულია და არსებითად შეიტანდა სიცხადეს მომხდარ ფაქტში. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს N------- დადგენილება კანონიერ ძალაშია რაც სამართლებრივად ნიშნავს, რომ ა---------– ხ----------- არანაირი სამართალდარღვევა არ ჩაუდენია და შესაბამისად არ არსებობდა მისი დაკავების და ავტომობილით პოლიციის დაწესებულებაში გადაყვანის საფუძველი.
ეს გარემოება საფუძველს აცლის ბრალდებას სისხლისსამართლებრივი ქმედების ნაწილშიც, რამდენადაც, როგორც ზემოთ აღნიშნა, საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, მისი კანონიერი საქმიანობისათვის ხელშეშლის მიზნით და არა მის მიერ ჩადენილი თვითნებობის პროცესში.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, N 0----------- საქმეზე გამოძიება დაიწყო, 2019 წლის 13 იანვარს, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, თ------–----------------- სოფელ ა--------ში მცხოვრები ა---------– ხ----------- მიერ თ------–------------------–--------------–--- ა--------ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინა ფასადის მინის დაზიანების ფაქტზე. აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ამყარებს სასამართლოს ეჭვებს იმ გარემოებების არარეალურობაზე, რასაც მოწმეები ყვებიან. პალატა ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის მიერ საჩივარში მითითებულ განმარტებას იმის შესახებ, რომ კანონმდებლობა იცნობს გამოძიების დაწყების შესაძლებლობას სისხლის სამართლის კოდექსის ერთი მუხლით, ხოლო შემდგომში ბრალდების სხვა მუხლით წარდგენას და განმარტავს შემდეგს: რა თქმა უნდა ბრალდების მხარის ზემოთმოყვანილი მოსაზრება სწორია და შესაბამის შემთხვევებში საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლა ჩვეულებრივი სამართლებრივი პროცედურაა. მაგრამ, კონკრეტულ შემთხვევაში საუბარია სხვა მოცემულობაზე. სწორედაც ეს არ არის ჩვეულებრივი შემთხვევა, რამეთუ ბრალდებისათვის გამოძიების დაწყებისთანავე ფაქტიურად ყველა მტკიცებულების შინაარსი ცნობილი და განჭვრეტადი იყო. ყველა ის პირი, ვინც საქმეზე მოწმედ დაიკითხა პოლიციელია და გამოძიების დაწყების ბარათის შემდგენი გამომძიებლის თანამშრომელია. ყველა მათგანი, 13 იანვარსვე დაიკითხა ნივთის დაზიანების ფაქტზე და იგივე ჩვენებებია გამოყენებული სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით წარდგენილი ბრალდების ნაწილშიც. მიუხედავად ამისა, 15 იანვარს, ძალადობის ნაწილში ხ----------- დასჯა პოლიციამ სცადა ადმინსტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის, როდესაც ამ ნაწილში გამართლდა, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა. აღნიშნული ტოვებს მომხდარი ფაქტის შეგნებულად დანაწევრების მცდელობის განცდას, რათა ნებისმიერი - ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი წესით, ხ----------- დასჯით, როგორმე გამართლდეს პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი ქმედებები. ამავე დროს ნაკლებად სარწმუნოა მტკიცება, თითქოს პოლიციამ და ზედამხედველმა პროკურორმა 13-დან 15 იანვრამდე არ იცოდნენ იმ მტკიცებულებების არსებობა, რაც შემდგომში გახდა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ბრალდების წარდგენის საფუძველი, რამეთუ ეს მტკიცებულებები გამომძიებლის მიერ მოპოვებულია სწორედ ამ დღეებში.
პალატის ყურადღების გარეშევე ვერ დარჩება ის გარემოებაც, რომ ა---------– ხ---------ა ადმინისტრაციული წესით დაკავებული იყო და დაკავებიდან გაათავისუფლეს იმავე ღამეს (2019 წლის 13 იანვრის ხელწერილის მიხედვით, ა---------– ხ---------ა გათავისუფლდა ადმინისტრაციული დაკავებიდან). ეს იმ დროს, როდესაც პოლიცია ამტკიცებს, რომ ხ---------ა იყო უმართავი, აგრესიული, მან სძლია მის დამკავებელ სამ პოლიციელს და ორ მათგანს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. თუ ამ ყველაფერს პოლიციელები ხედავდნენ და რეალურად აღიქვამდნენ, რა გარანტია იყო, რომ თავისუფლების შემთხვევაში ხ---------ა ახალ დარღვევას არ ჩაიდენდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა უთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, კონკრეტულად კი სასამართლოს დიდი პალატის 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილებაზე სერგეი ზოლოტუნიხინი რუსეთის წინააღმდეგ. ეს გადაწყვეტილება ეხება სწორედ ისეთ შემთხვევას, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი ერთი და იგივე პირების მიმართ შეურაცხოყოფა და ძალადობის მუქარა განხორციელდა დროის ვრცელ მონაკვეთში, მათ შორის სატრანსპორტო საშუალებაში - სავარაუდო დამნაშავის ტრანსპორტირებისას, მის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარების მიზნით. ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მართალია შიდა კანონმდებლობის მიხედვით, 2019 წლის 15 იანვარს, ა---------– ხ---------ა სასამართლოს წარედგინა ადმინისტრაციულსამართლებრივი ბრალდებით, მაგრამ ევროსასამართლოს მიერ დადგენილი "ენხელის კრიტერიუმები"-ის გათვალისწინებით, რეალურად ეს იყო სისხლისსამართლებრივი ბრალდება.
საქმე ისაა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით სანქციად შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან ჯარიმა ათასიდან ოთხი ათას ლარამდე. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ, ზემოთ დასახელებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ: ენხელის პირველი კრიტერიუმი გახლავთ დანაშაულის სამართლებრივი კლასიფიკაცია ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, მეორე გახლავთ დანაშაულის ბუნება, ხოლო მესამე კი სასჯელის სიმკაცრის დონე, რომელიც შესაძლებელია მიესაჯოს პირს. მოქმედებათა ,,წვრილმან" ხასიათზე მითითება თავისთავად არ გამორიცხავს მათ "სისხლისსამართლებრივად" კლასიფიცირებას კონვენციის ავტონომიური მნიშვნელობის საფუძველზე, რადგანაც კონვენციაში არ არსებობს დებულება, რომელიც მიუთითებს, რომ დანაშაულის სისხლისსამართლებრივი ხასიათი, Engel-ის კრიტერიუმის მიხედვით, აუცილებლად საჭიროებს სერიოზულობის გარკვეულ დონეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 158-ე მუხლი მაქსიმალურ სასჯელად აწესებდა თხუთმეტდღიან პატიმრობას და რომ მომჩივანს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი დღის ვადით. როგორც ეს უკვე არაერთგზის დაუდასტურებია სასამართლოს, საზოგადოება, რომელიც აღიარებს კანონის უზენაესობას, სადაც კანონით განსაზღვრული სასჯელი და რეალურად დაკისრებული სასჯელი მოიცავს ადამიანის თავისუფლების აღკვეთას, არსებობს პრეზუმფცია, რომ მომჩივნის წინაშე წაყენებული ბრალდება "სისხლისსამართლებრივი" ხასიათის გახლავთ. (დეტალურად იხ. 2009 წლის 10 თებერვლის გადაწყვეტილება ზოლოტუნიხინი რუსეთის წინააღმდეგ, პუნქტი 52- 57).
ეს მსჯელობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-7 ოქმის მე-4 მუხლი აწესებს გარანტიას მასზედ, რომ არავინ გასამართლდება ან დაისჯება იმ დანაშაულისათვის, რომლის ჩადენისთვისაც იგი უკვე იყო საბოლოოდ მსჯავრდებული ან გამართლებული. მომჩივნის წინაშე სისხლისსამართლებრივი ბრალდების სიმრავლის გათვალისწინებით, სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს თავიდანვე განსაზღვროს იყო თუ არა ის სისხლისსამართლებრივი დანაშაული, რომლის გამოც მოხდა მომჩივნის ბრალდება არსობრივად იდენტური იმ ადმინისტრაციული დანაშაულისა, რომლისთვისაც იგი მსჯავრდებულ იქნა (იხ. იქვე. პუნქტი 58). როგორც აღინიშნა, მე-7 ოქმის მე-4 მუხლი გამორიცხავს გასამართლებას ან დასჯას იმ შემთხვევაშიც, როდესაც იმავე დანაშაულისათვის პირი საბოლოოდ გამართლებულია.
ჩვენს შემთხვევაში კი სახეზეა მოცემულობა, რომლის თანახმადაც ა---------– ხ---------ა 15 იანვარს გამართლდა ბრალდებაში, რომელიც ევროკონვენციის თანახმად, თავისი არსით, სისხლისსამართლებრივია.
პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ბრალდება თვითონ წყვეტს რა სტრატეგია აირჩიოს მტკიცებულებების მოპოვებისა და პირის ბრალდებისათვის. მიუხედავად ამისა ეს დისკრეცია შეზღუდულია კანონით, მათ შორის საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მაგალითად ისეთით, როგორიცაა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია. შესაბამისად, მაშინ, როდესაც პოლიციამ ვერ შეძლო ადმინისტრაციული წესით პირის დასჯა, იმავე პირის და იმავე ბრალდებით მისი სისხლისსამართლებრივი წესით დასჯის მცდელობა დაუშვებელია. ფაქტია, რომ პირველ შემთხვევაში სასამართლოს არ წარედგინა მტკიცებულებები, რაც გადამწყვეტი ფაქტორი გახდა ხ----------- გამართლებისათვის. პოლიციის ეს პასიურობა არ შეიძლება გახდეს პირის ხელმეორედ გასამართლების საფუძველი იმ დასაბუთებით, რომ ამჯერად სისხლისსამართლებრივი წესით, სრულყოფილად იქნება საქმე გამოკვლეული.
ბრალდების მხარის შეფასებით, მის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მათ შორის პოლიციელების გამოკითხვის ოქმების შინაარსი ადასტურებს ხ----------- მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. თითქმის ყველა ეს მტკიცებულება კი, ბრალდებას გააჩნდა 15 იანვარს. ამ ფონზე, ხ----------- ადმინისტრაციული წესით სასამართლოში წარდგენა და მისი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით ბრალდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამართლდა ადმინისტრაციული წესით, ბრალდების მხარის მოქმედების მიმართ, ბადებს პასუხგაუცემელ კითხვებს, რაც მოქმედის კანონმდებლობის შესაბამისად ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე გამოკითხული მოწმეების ჩვენებების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გააკეთა აქცენტი ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე და განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ, 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება, განაცხადი N 17828/05, პუნ 90). საქმეზე ვირაბიანი სომხეთის წინააღმდეგ (2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება, განაცხადი N 40094/05, პუნქტი 153-154) ევროპული სასამართლოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა, როცა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის თაობაზე გაკეთებული დასკვნები მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებს ემყარებოდა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში შესაძლოა არ ყოფილიყვნენ მიუკერძოებელი მოწმეები.
პოლიციელის ჩვენების, როგორც მტკიცებულების შეფასებისას პალატა დამატებით უთითებს ასევე საქმეზე ბარაბანშიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც განმცხადებელი ასევე ჩიოდა პოლიციის მხრიდან მის მიმართ ძალადობაზე და სადაც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: გამომძიებელმა სარწმუნოდ მიიჩნია პოლიციის ოფიცერთა ჩვენებები მიუხედავად იმისა, რომ მათ ჩვენებებს შეიძლებოდა წარმოეჩინა თავდაცვითი ტაქტიკა და მიზნად ჰქონოდა განმცხადებლის სარწმუნოობის შერყევა. სასამართლოს აზრით, ჩვენებათა შეფასებისას გამოძიების მხარემ გამოიყენა სხვადასხვა სტანდარტი, რამდენადაც განმცხადებლის მიცემული ჩვენება ჩაითვალა სუბიექტურად, ხოლო პოლიციის ოფიცერთა – არა. ამ უკანასკნელთა ჩვენებების სარწმუნოობა ასევე კითხვის ნიშნის ქეშ უნდა დამდგარიყო, რადგან გამოძიებას უნდა დაედგინა, ეკისრებოდა თუ არა ოფიცრებს დისციპლინარული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა (იხ. ბარაბანშიკოვი რუსეთის წინააღმდეგ, 2009 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება, განაცხადი N 36220/02, პუნ 61).
აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსხაა, რომ იმისათვის რათა სასამართლომ გაიზიაროს პოლიციელთა ჩვენებები, საჭიროა ბრალდების მხარეს წარედგინა ამ ჩვენებების დამადასტურებელი, შინაარსობრივად მათი თანმხვედრი მტკიცებულებები, რაც არ მომხდარა. პირიქით, პალატამ ზემოთ მიუთითა, წარმოდგენილი პოლიციელთა ჩვენებების თუ წერილობითი მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად დადგენილ არაერთ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლებიც ეჭვს იწვევს და კითხვებს ბადებს იმ კუთხით, რომ შესაძლოა მოვლენები ისე არ განვითარებულიყო, როგორც ამას ბრალდება ამტკიცებს. პალატა განმარტავს, რომ ცალკ-ცალკე აღებული ამ ფაქტობრივი გარემოებების მიმართ, შესაძლოა ბრალდების მხარეს ჰქოდეს დასაბუთებული არგუმენტი. მიუხედავად ამისა, ობიექტური დამკვირვებლის მიერ, გონივრული და სამართლიანი შეფასების შედეგად, წარმოუდგენელია ამ გარემოებების ერთობლივად არსებობის შემთხვევაში არ გაჩნდეს საფუძვლიანი ეჭვი და ვარაუდი ა---------– ხ----------- სასაგებლოდ.
როგორც აღინიშნა, პირის მსჯავრდება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდება მის მიერ დანაშაულის ჩადენა. ამ სტანდარტთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ (2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება, N 1\1\548, პარაგრაფი II. 44-45) აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა კი სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდოდ და დასაშვებად მიიჩნევს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება შეაფასა საქმესთან მათი რელ----ტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ მოცემულ ბრალდებასთან მიმართებით ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ა---------– ხ----------- მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ საქმეზე შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ასეთის ეჭვი, რაც ვერ იქნება გაზიარებული სასამართლოს მიერ, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. მოცემულ შემთხვევაში, კი ასეთი არაერთი ეჭვის წამოჭრაა შესაძლებელი, რომელთა შესახებ სასამართლომ ზემოთ დეტალურად მიუთითა.
ნივთის დაზიანების ეპიზოდი
ამ ეპიზოდში მტკიცებულებების შეფასებისას პირველი ინსტანციის სასამართლომ პირველ რიგში აღწერა თუ რას წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და განმარტა, რომ ამ შემთხვევაში კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია სხვისი ნივთის განადგურება ან დაზიანება. ნივთი შეიძლება იყოს როგორც მოძრავი, ისე უძრავი. განადგურება უკავშირდება ნივთის იმგვარ მდგომარეობას, რომ იგი სრულიად უსარგებლო ხდება გამოსაყენებლად ან აღარ არსებობს, ხოლო დაზიანების დროს ნივთი კვლავ სახეზეა, თუმცა არა პირვანდელი სახით და მისი აღდგენა შესაძლებელია. აღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა და საჭიროებს მნიშვნელოვანი ზიანის დადგომას. ხსენებული კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის თანახმად, კოდექსის ამ თავში (იგულისხმება 25-ე თავი, რომელშიც შედის სსკ-ის 187-ე მუხლიც) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
ამ ნაწილში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, დგინდება შემდეგი:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელიც შედგენილია 13.01.2019 წელს, 05:25 საათიდან 05:50 საათამდე პერიოდში დადგენილია, რომ ა--------ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ფასადის მინა-პაკეტი ჩამსხვრეულია, ასევე დაზიანებულია ფარდა-ჟალუზი, რომელიც მასზეა მიმაგრებული შიდა მხრიდან.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მინის ნამსხვრევები და ფარდა ჟალუზი პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლევისას დათვალიერდა. ფარდა ჟალუზს ერთ ადგილას ეტყობა დაზიანების კვალი, ასევე რამდენიმე ნაწილადაა დამტვრეული მართვის ბერკეტი.
2019 წლის 16 იანვრის, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის N ინ-222 დასკვნის მიხედვით, აღნიშნული მინა-პაკეტის ღირებულებამ (პირდაპირი ხარჯებით) შეადგინა 133,70 ლარი, ხოლო მისი ადგილზე ტრანსპორტირებისა და მონტაჟის ღირებულებამ 50 ლარი. 2019 წლის 18 იანვრის სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის მიხედვით, აღნიშნული ფარდა-ჟალუზის საბაზრო ღირებულებამ, ექსპლუატაციის გათვალისწინებით, შეადგინა 80 ლარი. ნ---- დ--–---–---–-- (გამოძმიებელი) ჩვენებით, სახლში იყო, როდესაც დაურეკა ხელმძღვანელმა, რომ სჭირდებოდა დახმარება, 10 წუთში მივიდა სამსახურში, მინა ჩამსხვრეული დახვდა.
2019 წლის 26 მარტს ი-----------------------–-- ლ-–- ს---–----ას მიერ გამომძიებლისთვის წარდგენილ იქნა, 2019 წლის 13 იანვრას, 03:00 საათზე მისივე მობილური ტელეფონით დაფიქსირებული სავარაუდოდ ა---------– ხ----------- მიერ ა--------ის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის წინა ფასადის ჩამტვრევის ფაქტის ამსახველი სურათები ამობეჭდილი სახით, რაზეც ლ-–- ს---–----ამ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ გააკეთა ე.წ. „სქრინშოთები“ ვიდეოდან. მოწმე ლ-–- ს---–----ას ჩვენების მიხედვით, რომელიც არის შინაგან საქმეთა სამინისტროს თ------–------------------–--------------–--- თანამშრომელი, ღამის საათებში ლ---- გ-----ემ, ბ------- ა---–------მა და კ------- ბ----–---–მა პოლიციაში შეიყვანეს ა---------– ხ---------ა, რომელიც ამ დროს იყო აგრესიული და იგინებოდა, დაადეს ბორკილები და დასვეს. იგი თავისივე ტელეფონით აწარმოებდა ვიდეოგადაღებას, რის შესახებაც გააფრთხილა ბრალდებული, ამით იმედოვნებდა, რომ დაწყნარდებოდა. ბრალდებული უცბად ადგა და ჩაამტვრია ფასადის ფანჯარა, ჟალუზი რისთვისაც სულ რაღაც წამნახევარი, ორი წამი დასჭირდა. ამ მომენტში იმყოფებოდა მისგან დაახლოებით 4 მეტრში. ოთახში იმყოფებოდა თვითონ, ზემოთჩამოთვლილი პირები და ბექა გელაშვილი - მათი განყოფილების უფროსი.
ლ---- გ-----ის ჩვენების თანახმად, ა---------– ხ---------ა განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დასვეს სკამზე და ბორკილები დაადეს. გარკვეულ მომენტში ყველა პოლიციელი თავისი საქმით იყო დაკავებული, მათ შორის თვითონ ოქმს ავსებდა, ლ-–- ს---–----ა ვიდეოს იღებდა, ბ------- ა---–------ი კი ხელსახოცის მოსატანად გავიდა. ამ დროს ბრალდებული წამოდგა და მარცხენა ფეხი დაარტყა მინას, რასაც 2 წამი დასჭირდა, ვინაიდან მინასთან ახლოს იჯდა. ხ---------ა მინის ჩამსხვრევისას მისგან დაახლოებით 5 მეტრში იყო.
ბ------- ა---–------მა დაკითხვისას აჩვენა, რომ ა---------– ხ----------- განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაადეს ბორკილები და დარბაზში დასვეს. ამ დროს ის იგინებოდა და მოუწოდებდენენ რომ დაწყნარებულიყო. როდესაც თვითონ ხელსახოცის მოსატანად გავიდა ამ დროს ხ---------ა წამოხტა, შუშას მარცხენა ფეხი დაარტყა და ჩაამსხვრია, ამისათვის სულ ორი წამი დასჭირდა, რის გამოც ვერ შეძლეს შეჩერება.
იგივე ჩვენება მისცა სასამართლოს კ------- ბ----–---–მა.
რაც შეეხება ბრალდებულ ა---------– ხ----------- პოზიციას, მან სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არ ახსოვს ჩაამსხვრია თუ არა პოლიციის შენობის მინა.
პალატა კვლავ უთითებს კანონის ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებზე, რომლის თანახმადაც გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე უთითებს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც განსაზღვრავს ხსენებული სტანდარტის არსებობას და ამ მოცემულობის გათვალისწინებითა და საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების გაანალიზების შემდეგ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც არ არსებობს რაიმე გონივრული ეჭვი ა---------– ხ----------- მიერ მინის ჩამსხვრევასთან და ფარდა-ჟალუზის დაზიანებასთან მიმართებით.
ამავე დროს პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს იმ ნაწილშიც, რომ საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვეული უნდა იყოს უშუალოდ ნივთის ღირებულებიდან და არა რაიმე სხვა დამატებითი ხარჯებიდან გამომდინარე. ასეთად არ შეიძლება ჩავთვალოთ ისეთი ხარჯები, რაც დაკავშირებულია ნივთის ტრანსპორტირებასთან, შეკეთებასთან ან მონტაჟთან. სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მესამე ნაწილის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება სწორედ ნივთის (ნივთების) ღირებულება.
შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილია, რომ ხ---------ამ დააზიანა მინა, რომლის ღირებულებაა 133.7 ლარი და ფარდა-ჟალუზი, რომლის ღირებულებაა 80 ლარი. ამრიგად, მისი ქმედებით გამოწვეული ზიანი შეადგენს 213,70 ლარს და არა 263,7 ლარს.
პალატა განმარტავს, რომ ნივთის დაზიანების ნაწილში ავთანდილ ხ----------- მიერ განხორციელებული ქმედება დადგენილია უტყუარად და ფაქტიურად მის ჩადენას პირდაპირ არც თვითონ ხაინდარავა უარყოფს, აცხადებს რა, რომ არ ახსოვს რა მოხდა. თავის არსით ავტომანქანაში პოლიციელებზე თავდასხმა და პოლიციის შენობაში ყოფნისას ნითის დაზიანება სხვადასხვა ქმედებებია. შესაბამისად დაუსაბუთებელია ბრალდების მხარის მოსაზრება, თითქოს ვინაიდან ნივთის დაზიანების ნაწილში დადგინდა პირის ბრალეულობა, ეს ნიშნავს, რომ ის დამნაშავეა ბრალდების სხვა ნაწილშიც.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მეხუთე მუხლით დადგენილია სისხლის სამართლის პროცესის მნიშვნელოვანი პრიციპი, რომლის თანახმადაც არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ყველა შემთხვევაში ეკისრება ბრალმდებელს. ეს ნიშნავს, რომ ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მესამე ნაწილით მოთხოვნილი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, სასამართლოს უნდა წარუდგინოს ბრალდების მხარემ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებაა კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაცია, ან ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, რომლის საფუძველზეც მხარეები სასამართლოში ადასტურებენ, ან უარყოფენ ფაქტებს, სამართლებრივად აფასებენ მათ, ხოლო სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა, თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა და დამნაშავეა თუ არა იგი. კანონის ეს ნორმა ცხადყოფს, მტკიცებულებაა კონკრეტული ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება, ან სხვა ობიექტი, მათ შორის მოწმის მიერ მიცემული ჩვენება, მაგრამ ასეთს არ წარმოადგენს ბრალმდებლის მიერ სასამართლო სხდომზე გამოთქმული ვარაუდი თუ ვერსია.
წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა, რომ ა---------– ხ---------ამ განახორციელა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. აგრეთვე იმავე სტანდარტით ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ა---------– ხ---------ამ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ა---------– ხ---------ამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით. შესაბამისად, ა---------– ხ---------ა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ, ხოლო სსკ- ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში - დამნაშავედ.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების დასაბუთება
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და მიიჩნევს, რომ სასჯელი თანაზომიერი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.
სასჯელის დანიშვნის დროს პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას. მათ შორის პალატა ითვალისწინებს ა---------– ხ----------- პიროვნებას, მის ასაკს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს და საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე, ასევე, იმ გარემოებას, თუ რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
უშუალოდ ა---------– ხ----------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებთან დაკავშირებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ არსებობს. რაც შეეხება დამამძიმებელ გარემოებას, ასეთს წარმოადგენს დანაშაულის მთვრალ მდგომარეობაში ჩადენა. გარდა ამისა, სასჯელის დანიშვნისას პალატა ითვალისწინებს მიყენებული ზიანის ოდენობას, რაც მინიმალურ ზღვართან ახლოსაა და იმ ვითარებას, რის გამოც ა---------– ხ---------ა აღმოჩნდა პოლიციის განყოფილებაში - დააკავეს ადმნისტრაციული წესით დარღვევის ჩადენაში, მაგრამ გამართლდა ამ ნაწილში.
საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულისათვის სანქციად დადგენილია - ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე, ან გამასწორებელი სამუშაო ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობა ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან სამ წლამდე. ზემოთ დასახელებული გარემოებების და მითითებული სანქციის გათვალისწინებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ა---------– ხ----------- მიმართ სასჯელის სახედ და ზომად გამოყენებულ უნდა იქნეს ჯარიმა 2000 ლარი, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით და 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--------–-------------–- პროკურატურის პროკურორის გ------- ს----–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 ივნისის განაჩენი ა---------– ხ----------- მიმართ დარჩეს უცვლელი.
ა---------– ხ---------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ა---------– ხ---------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარი.
ა---------– ხ----------- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან 1 თვეში გირაოს თანხა 3000 ლარი დაუბრუნდა მის შემტან პირს - ლ---- ხ----------- (პ/ნ 2----------).
ნივთმტკიცებები - მინის ნამსხვრევები და ფარდა ჟალუზი - საქმეზე საბლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვახტანგ მრელაშვილი