განაჩენი

სისხლის სამართლის 03.10.2019
საქმის ნომერი
330100117001972417
ინსტანცია
თარიღი
03.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330100117001972417- 1ბ-774-19წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: მაია თეთრაული

ვეფხია ლომიძე

სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

ბრალდების მხარე:

პროკურორი: დ----------------–---–----------------------

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: თ-----------------ა, დაბადებული 1----–-–-----------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–--------------------------–--

 

ადვოკატები: ი----------------------------–---

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები.

 

დისპოზიცია: ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წელი.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ---------------------------------------–-----------–--–---–--------–---------------–----------–-–-------------------------------------–-------–-–-------------------–---------------------–--------–---------–---------------------------------------------–--------------–--ემ და ითხოვა ცვლილების შეტანა განაჩენში. კერძოდ: თ-----------------ას დამნაშავედ ცნობა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ისე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

დაცვის მხარემ ითხოვა 260-ე მუხლის ნაწილში გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება. ამასთან სააპელაციო საჩივრით 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელის შემცირება მოითხოვა.

 

თ-----------------ას ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

თ-----------------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით 0,1292 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება და ტაბლეტის ნატეხები, რასაც უკანონოდ ინახავდა პირადად.

 

აღნიშნული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ ამოღებული იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ 2017 წლის 15 მაისს, ქ-------–--–----–----–----------------- მიმდებარე ტერიტორიაზე თ-----------------ას პირადი ჩხრეკის შედეგად.

 

2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე, ქ-------–--–-------–---------------- მიმდებარედ, თ-----------------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულად და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად თ-----------------ასგან ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით. პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე, ქ-------–--–-------–---------------- მიმდებარედ, თ-----------------ა მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატურ პისტოლეტს АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით. პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ვაზნები განკუთვნილია აღნიშნული პისტოლეტისათვის.

 

სასამართლომ დაადგინა

 

თ-----------------ა უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 6-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა

 

2017 წლის 15 მაისს, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ--------–---- ოპერატიული წერილობითი პატაკით მიმართა შ---–--------–---------------–---------–-–--------------------------------------–------–----–------------–-------------------------–-------------------------–----–---------------------------–-------------------------–-------–-----–----. პატაკში მითითებული ინფორმაციით, თ-----------------ა, 2017 წლის 15 მაისს, დღის საათებში, გადაადგილდებოდა თ---–--–----–----–--------------- რა დროსაც პირადად ან საცხოვრებელ სახლში უნდა ჰქონოდა მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ ცეცხლსასროლ იარაღს.

 

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა პატაკის ავტორმა მოწმე გ--------------–---მ განმარტა, რომ 2017 წლის 15 მაისს, კონფიდენტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ-----------------ა უნდა გადაადგილებულიყო ლ----–----- ქუჩაზე, კონკრეტულად სად უცნობი იყო, თუმცა თან ან მის საცხოვრებელ სახლში უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა მოწმის სახით. გამოკითხვის ოქმში დაადასტურა ოპერატიული პატაკის მიღების ფაქტი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაცია მიიღო მხოლოდ ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით, ინფორმაციაში არ იყო საუბარი ნარკოტიკულ ნივთიერებებზე.

 

დეტექტივ-გამომძიებლმა მოწმე ვა--------–---–--ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დეტექტივ-გემომძიებელმა გ--------–---- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმად თ-----------------ას თან ან სახლში უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 15-20 წუთში ოპერატიული ჯგუფი, გ-----------------------------–-–---–--------ა--------–---–--ას შემადგენლობით გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე ლ----–----- ქუჩაზე. დასახელებულ ქუჩაზე, კონკრეტულად კი რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარედ, მისვლიდან რამდენიმე წუთში შენიშნეს კლინიკიდან გამომავალი თ-----------------ა, შეაჩერეს და დაუყოვნებლივ გადავიდნენ საგამოძიებო ღონისძიებაზე, გააცნეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და დაიწყეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს, პირადად ამოიღო თ-----------------ას სპორტული ფეხსაცმლიდან პოლიეთილენის პარკი, რომელშიც სავარაუდოდ იყო ნარკოტიკული საშუალება. პირადი ჩხრეკის შემდეგ თ-----------------ა დააკავეს და გადაიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში.

 

დეტექტივ-გამომძიებლმა მოწმე გ------------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დეტექტივ-გემომძიებელმა გ--------–---- მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ-----------------ას თან ან სახლში უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი. ინფორმაციის მიღებიდან დაახლოებით 15-20 წუთში ოპერატიული ჯგუფი, ბ-------–-–---–--- ვა--------–---–--ას, გ-----------------ის შემადგენლობით გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე ლ----–----- ქუჩაზე. ლ----–----- ქუჩაზე მდებარე რკინიგზის საავადმყოფოს მიმდებარედ, შენიშნეს თ-----------------ა, შეაჩერეს, გააცნეს გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და დაიწყეს პირადი ჩხრეკა. მოწმის ჩვენებით, თვითონ პირადი ჩხრეკის ოქმს ავსებდა, ხოლო ბ-------–-–---–ი და ვა--------–---–--ა ჩხრეკდნენ თ---------------ას. ვა--------–---–--ამ თ-----------------ას ტანსაცმლიდან ამოიღო პირადი ნივთები, ხოლო ფეხსაცმლიდან პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებულული იყო ფხვიერი ნივთიერება, სავარაუდოდ ნარკოტიკი. ამოღებული ობიექტები გ------------------მ ადგილზევე დალუქა, ხოლო თ----------- დააკავეს და გადაიყვანეს ადმინისტრაციულ შენობაში.

 

დეტექტივ-გამომძიებლმა მოწმე ბ-------–-–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 15 მაისს, გ--------–------იერ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, თანამშრომლებისგან შემდგარი რამდენიმე ჯგუფი გავიდა პატაკში მითითებულ მისამართზე ლ----–----- ქუჩაზე. თავად იმყოფებოდა ვა--------–---–--ას და გ-----------------ის ჯგუფში. ლ----–----- ქუჩაზე შენიშნეს რკინიგზის საავადმყოფოდან გამომავალი თ-----------------ა, რომელიც შეაჩერეს, ვა--------–---–--ამ განუმარტა, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია კანონსაწინააღმდეგო ნივთთან დაკავშირებით. ბ-------–-–---–მა ხელით წელის არეში შეაკავა გასაჩხრეკი პირი, ამ დროს მათთან მივიდა გ------------------ც და დაიწყეს თ-----------------ს პირადი ჩხრეკა. ბ-------–-–---–ი ხელით აკავებდა თ-----------------ას, გ------------------ ადგენდა საგამოძიებო მოქმედებების ოქმს, ხოლო ვა--------–---–--ა ჩხრეკდა. ჩხრეკის პროცესში გასაჩხრეკი პირისგან ამოღებული იქნა პირადი ნივთები, ასევე ვა--------–---–--ამ თ-----------------ას ფეხსაცმლიდან ამოიღო პოლითილენის ჩამკეტიანი პარკი, რომელშიც სავარაუდოდ მოთავსებული იყო ნარკოტიკული ნივთიერება. გ------------------მ ადგილზევე დალუქა ამოღებული ობიექტები და შედგინა პირადი ჩხრეკის ოქმი, რომელზედაც ჯგუფის სამივე წევრმა მოაწერა ხელი, ხოლო თ-----------------ამ ხელმოწერაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ იგი დააკავეს და წარდგინეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.

 

თ-----------------ას პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, 2017 წლის 15 მაისს, თბილისში, ლ----–----- ქუჩა №------იმდებარედ თ-----------------ას 14:45 საათიდან - 15:05 საათის ინტერვალში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის დროს, თ-----------------ას მარჯვენა სპორტული ფეხსაცმლის შიდა ზედაპირიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა, აღნიშნული პოლიეთილენის პარკს თავი ჰქონდა მოკრული და მოთავსებული იყო პატარა ზომის ჩამკეტიან გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში. აღნიშნულის გარდა, ტანსაცმლიდან ამოღებული იქნა თ-----------------ას პირადი ნივთები. პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულია, რომ თ---------------ა გაეცნო პირადი ჩხრეკის ოქმს, გადაეცა ასლი, თუმცა ოქმის გაცნობის და ასლის გადაცემის დადასტურებაზე გაურკვეველი მიზეზით არ მოაწერა ხელი. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ დადგენილებას თ-----------------ამ ასევე არ მოაწერა ხელი.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით, პირადი ჩხრეკის შემდეგ 15:07 საათზე თ-----------------ა დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და გადაყვანილი იქნა შსს ც.კ.პ.დ-ს ადმინისტრაციულ შენობაში გულუას ქუჩა №16-ში.

 

2017 წლის 15 მაისს, 17:20 საათიდან - 17:45 საათის ინტერვალში ჩატარდა თ-----------------ას ბინის ჩხრეკა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღი, როგორც ეს ოპერატიულ პატაკში იყო მითითებული ამოღებული არ ყოფილა. დეტექტივ - გამომძიებლებმა ვა----–--–------------------------–---–-----მ დაადასტურეს, რომ თ-----------------ას ბინიდან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოღებულა.

 

ქიმიური ექსპერტიზის №993/სქ-1231/ქრ დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში ჩაყრილი თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება, წონით -0,05 გრამი და ამავე პაკეტში მოთავსებული უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის მილღობილთავიან და ძაფით თავმოკრულ პაკეტში ერთ ცალად დაფასოებული იგივე სახეობის თეთრი ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება თეთრი ფერის ტაბლეტის უმცირესი ზომის ნატეხებთან ერთად, წონით - 6,41 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე „ბუპრენორფინის“ შემცველ ნივთიერებას, საერთო წონით - 6,46 გრამი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ საერთო რაოდენობაა - 0, 1292გრამი.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის 2017 წლის 3 ივნისის №003076317 დასკვნის მიხედვით, თ-----------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა მოთავსებული გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე“ არსებული ბიომასალის (ობ.№1) გენეტიკური პროფილი შერეულია, ეკუთვნის ერთზე მეტ პირს. აღნიშნულ პაკეტში მოთავსებული მოთეთრო ფერის, გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტზე, რომელშიც მოთავსებულია ფხვნილისმაგვარი მასა, გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. სეების ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით, ობ. №1 ის გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ვერ მოხდა.

 

№003076317 ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის ავტორმა ექსპერტ-ბიოლოგმა ნი-------–-----მ დაადასტურა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და ზეპირ ჩვენებაში განმარტა, გამჭვირვალე პოლიეთილენის თვითმკეტ პაკეტზე აღებულ ანაწმენდებში გამოვლინდა შერეული გენეტიკური პროფილი, რომელიც ეკუთვნის ერთზე მეტ პირს. საექსპერტო კვლევის მომენტისთვის ბიოლოგიური ექსპერტიზის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახებოდა თ-----------------ას გენეტიკური პროფილი, თუმცა ობიექტზე ამოსული დნმ-ი მის დნმ-ს არ დაემთხვა, ამოღებული გენეტიკური პროფილის იდენტიფიკაცია ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით ვერ მოხდა. ექსპერტის განმარტებით, თვითმკეტ პაკეტზე არსებული ბიო მასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი-უმეტესი) წილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის მქონე პირს, პროფილის მცირე (მინორული) წილში გამოვლინდა ერთი ან ერთზე მეტი მამრობითი სქესის გენეტიკური თანამონაწილეობა, თუმცა თ-----------------ას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის 12.06.2017 წლის წერილით დგინდება, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ინახება სისხლის სამართლის №01025121500 საქმის ფარგლებში თ-----------------ას ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი, თუმცა მისი გენეტიკური პროფილი საკვლევ ობიექტზე არ ამოვიდა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა ექიმ-დერმატოლოგმა- ნ--------------–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დღისით, დერმატოლოგიური პროცედურა ჩაუტარა თ-----------------ას, რომელიც შევიდა დერმატოლოგიური სეანსის სპეციალურ კაბინეტში ტანზე შიშველ მდგომარეობაში, ფეხშიშველი, შიშველი ფეხით იდგა ქაღალდზე და ფორმით მთელ სხეულზე ჩაუტარდა ლაზერული მკურნალობა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე დავით ლორთქიფანიძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 15 მაისს, პირად საქმეზე იმყოფებოდა ლუბიანას ქუჩაზე, რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში, რა დროსაც შენიშნა, რომ კლინიკის შენობიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცი კიბეებზე დააკავეს. გაიგონა დაკავებული პირის ხმა, რომ მას არანაირი იარაღი არ ჰქონდა. ამის შემდეგ, იგი ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს. საღამოს შეიტყო, რომ დაკავებული პირი იყო თ-----------------ა. მოწმემ დამატებით განმარტა, თ-----------------ას კლინიკის შენობის გამოსავლელი კიბეებიდან პოლიციელების ავტომანქანაში ჩასმამდე უწყვეტად უყურებდა, პროცესი ძალიან მალე 2-3 წუთში დასრულდა, მოწმის ჩვენებით, მან ნათლად დაინახა, რომ თ-----------------ას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე ო---------------ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ თ-----------------ას დაკავების დღეს, ამ უკანასკნელს დაგეგმილი ჰქონდა დერმატოლოგთან ვიზიტი, სადაც იგი უნდა წაეყვანა ოჯახის ნათესავს მ------–-----–--–-–---–ს და მის მეგობარს რ--------------ას. ვინაიდან ჩქარობდნენ, მ------–-----–--–-–---–მა ახალგაღვიძებულ თ-----------------ას მიაწოდა ტანსაცმელი, ო---------------ა დაინახა, რომ თ-----------------ამ სახლიდან გასვლის წინ ჩაიცვა ნაჭრის ფეხსაცმელი, ისეთი რომელშიც თ-----------------ა წინდებს არ იცვამდა.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმე რ--------------ამ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 15 მაისს, მ-----–-----–--–-–--ლთან ერთად, თ-----------------ა სახლიდან ავტომანქანით მიიყვანა ლ----–----- ქუჩაზე მდებარე კლინიკაში. თავად მ------–-----–--–-–---–თან ერთად ეზოში, მანქანაში ელოდებოდა თ-----------------ას, რომელიც შევიდა კლინიკაში დერმატოლოგიური პროცედურების ჩასატარებლად. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დაინახა, რომ თ-----------------ა გამოვიდა კლინიკის შენობიდან, რა დროსაც მასთან მივიდა დაახლოებით 10 პოლიციელი და უცებ დააკავეს, ამ პროცესში მოწმის ჩვენებით თ-----------------ას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია. დაკავებული პირი პოლიციელების მანქანაში ჩასვეს. პოლიციელები მათთანაც მივიდნენ. ორივე პირი გადმოიყვანეს მანქანიდან და ჩასვეს სხვა მანქანაში. წაიყვანეს ნარკოლოგიურში, გადაამოწმეს ნარკოტიკზე და გამოუშვეს.

 

თ-----------------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და საბოლოო სიტყვაში განმარტა. 2017 წლის 15 მაისს, დღისით, იმყოფებოდა ლ----–----- ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კლინიკაში სამედიცინო პროცედურების ჩასატარებლად. კლინიკიდან გამოსვლის დროს, საავადმყოფოს კიბეებთან იგი დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. დაკავების ადგილზე პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია, ასევე არ გაუჩხრეკიათ ფეხსაცმელი. დაკავების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, მოგვიანებით შეიტყო რომ დაკავებული იყო იმ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის, რომელიც მას არ ჰქონდა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული “.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ. კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა, რომ თ-----------------ამ უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კერძოდ:

 

სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თ-----------------ას პირად ჩხრეკაში მონაწილეობდნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლები: გ------------------, ბ-------–-–---–ი და ვა--------–---–--ა, რომელთა ჩვენებები არის არსებითად წინააღმდეგობრივი, რაც სასამართლოს აძლევს იმის დასკვნის საშუალებას, რომ მათი ჩვენება არ არის დამაჯერებელი, თანმიმდევრული, იწვევს ბევრ კითხვის ნიშანს და გარკვეულ ბუნდოვანებას. კერძოდ, უშუალოდ ჩხრეკის ჩამტარებელმა პირმა ვა--------–---–--ამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მან ამოიღო თ-----------------ას ფეხსაცმლიდან ნარკოტიკული ნივთიერება, თუმცა მისი ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა სასამართლო სხდომაზე და განაცხადა, რომ ჩხრეკის პროცესში თ-----------------ას გახადა ფეხსაცმელი, რა დროსაც მარჯვენა ბოტასიდან ამოვარდა პოლიეთილენის პარკი. ხოლო, შემდეგ კვლავ შეცვალა და განაცხადა, ფეხსაცმელი რომ გადაღუნა და უნდა დაერტყა მიწაზე, მაშინ დაინახა, რომ პარკი, რომელიც ასფალტზე ეცემოდა, ფეხსაცმლის ქუსლსა და ასფალტს შორის გაიჭედა. ჩხრეკაში დამსრე პირმა გ------------------მ კი სასამართლოს განუცახდა, რომ მარცხენა ფეხსაცმელში თ-----------------ას არაფერი აღმოაჩნდა, მარჯვენა ფეხსაცმლის გახდის დროს, ვა--------–---–--ამ ჩაიხედა ფეხსაცმელში, არაფერი არ იყო, ამის შემდეგ ფეხსაცმელი მოღუნა და ზემოდან ქვემოთ დაიქნია, რა დროსაც ქუსლის უკანა მხარეს შიგნითა წინამხრიდან ჩამოვარდა მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტი. ხოლო, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ ბ. გელაშვილის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ მარჯვენა, სპორტული ფეხსაცმლის შიდა, წინა ზედაპირიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის თავმოკრულ პარკში მოთავსებული თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა. აღნიშნული მოწმეები ზუსტად ვერ აღწერენ თუ როგორ და რა ვითარებაში იქნა ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რის გამოც სასამრთლო ვერ დაეყრდნობა გამომძიებლების ჩვენებებს.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მეირ წარმოდგენილ მოწმეებზე, კერძოდ რ--------------ამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2017 წლის 15 მაისს თ-----------------ა მიიყვანა რკინიგზის საავადმყოფოში დერმატოლოგიური პროცედურის ჩასატარებლად და ელოდებოდა ავტომანქანში, დაინახა, რომ თ-----------------ა გამოვიდა კლინიკის შენობიდან, რა დროსაც მასთან მივიდა დაახლოებით 10 პოლიციელი და უცებ დააკავეს, ხოლო თ-----------------ას პირადი ჩხრეკა არ ჩატარებია. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ასევე, დ-------–---------------- ჩვენება, რომლის თანახმად, 2017 წლის 15 მაისს რკინიგზის საავადმყოფოს ეზოში, კლინიკის შენობიდან გამოსული მამაკაცი დააკავეს კიბეებზე. დაკავების პროცესიო გაგრძელდა დაახლოებით 2-3 წუთი და მას უწყვეტად უყურებდა, რომლისთვისაც პირადი ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ. ის ფაქტი, რომ თ-----------------ა აღნიშნულ დღეს ნამდვილად იმყოფებოდა რკინიგზის საავადმყოფოში დასტურდება ექიმ-დერმატოლოგ ნ--------------–---–-ს ჩვენებით, რომელმაც განაცხადა, რომ 2017 წლის 15 მაისს, დღისით, დერმატოლოგიური პროცედურა ჩაუტარა თ-----------------ას.

 

რაც შეეხება თ-----------------ას ფეხსაცმელს, მოწმე ო---------------ა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2017 წლის 15 მაისს, თორნიკემ სახლიდან გასვლის წინ ჩაიცვა ნაჭრის ფეხსაცმელი, რომელშიც წინდებს არ იცვამდა.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის ავთენტურობაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნი-------–-----მ, დასტურდება, რომ პაკეტზე აღებულ ანაწმენდებში გამოვლინდა შერეული გენეტიკური პროფილი, რომელიც ეკუთვნის მდედრობით და მამრობით სქესის წარმომადგენლებს, თუმცა თ-----------------ას გენეტიკური თანამონაწილეობა გამოირიცხა. ხოლო, ის თუ ვის ეკუთვნის აღნიშნული გენეტიკური პროფილი არ არის დადგენილი.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოში ნივთიერი მტკიცებულების - ნარკოტიკული ნივთიერების დათვალიერებაზე, რომელიც ეწინააღმდეგება თ-----------------ას პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებულ პაკეტის აღწერილობასა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ჩხრეკის ჩამტარებელ გამომძიებლების ჩვენებას. კერძოდ, გამოკვლეული ნარკოტიკული ნივთიერება, თეთრი ფერის ფხვნილისებრი მასა, რომელიც მოთავსებული უნდა ყოფილიყო გამჭვირვალე მცირე ზომის თავმოკრულ ერთ პოლიეთილენის პარკში, რეალურად აღმოჩნდა ორმაგ პარკში, რომელსაც თავიც და ფსკერიც ჰქონდა მოჭრილი. ექსპერტ-ქიმიკოსმა გ-------–------–-----მ დაადასტურა, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მილღობილთავიანი და ძაფით თავმოკრული პაკეტი იყო ორმაგი. ორმაგ პაკეტზე მითითება არ არის თ-----------------ას პირადი ჩხრეკის ოქმში და არც ზეპირ ჩვენებებში გამახვილებულა აღნიშნულზე ყურადღება, უფრო მეტიც, მოწმე გ------------- დეტალურად ისაუბრა ობიექტის შეფუთვაზე, თუმცა ორმაგ, ორივე მხრიდან - ზემოდან და ქვემოდან მოჭრილ პარკზე აქცენტი არ გაკეთებულა.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 135-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ჩხრეკის ოქმში უნდა მიეთითოს: რა ადგილას და რა ვითარებაშია აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი; ყველა ობიექტი ოქმში უნდა აღიწეროს რაოდენობის, წონის, ღირებულების (თუ ეს შესაძლებელია), ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. მითითებულ ნორმაში, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითება ემსახურება მიზანს, არ გაჩნდეს ეჭვი, მისი შესაძლო გამოცვლის თაობაზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება ასევე დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ“.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა თ-----------------ას მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ-----------------ამ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელსაც უკანონოდ ატარებდა. 2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე, ქ-------–--–-------–---------------- მიმდებარედ, თ-----------------ა დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით და ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად თ-----------------ასგან ამოღებულ იქნა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით. პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე, ქ-------–--–-------–---------------- მიმდებარედ, თ-----------------ა მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატურ პისტოლეტს АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით. პისტოლეტი, რომლის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. ვაზნები განკუთვნილია აღნიშნული პისტოლეტისათვის.

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება:

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

უდავო მტკიცებულებები:

 

№112 ეკიპაჟის წევრების პატრულ - ინსპექტორების ს---------–----–-------------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, 2018 წლის 21 ივლისს, საპოლიციო პატრულირების დროს, სამოქმედო ტერიტორიაზე, დაახლოებით 22:05 საათზე შეაჩერეს ა---–-------- ქუჩაზე მოძრავი მოპედი, რომელსაც მართავდა თ-----------------ა. ალკოტესტით შემოწმების პროცესში თ-----------------ა ისე ღელავდა და ნერვიულობდა, რომ წარმოიშვა გარეგანი დათვალიერების საფუძველი. თ-----------------ას შესთავაზა პატრულის ავტომანქანის საბარგულზე დაელაგებინა ყველა ნივთი რაც თან გააჩნდა. სწორედ ამ დროს თ-----------ს მაისურის შიდა მხრიდან გამოუჩნდა რაღაც საგანი, რომელსაც მალავდა. გაჩნდა ეჭვი, რომ დამალული საგანი შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი. პატრულ - ინსპექტორებმა თ-----------ს მოსთხოვეს ეჩვენებინა ნივთი რასაც მალავდა, იგი ამ დროს მომენტალურად მიბრუნდა გ. ა---–-------- ქუჩის მიმართულებით და გაიქცა. თ-----------ს გაქცევამ გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ დამალული ნივთი ნამდვილად ცეცხლსასროლი იარაღი იყო, პატრულ-ინსპექტორები გაქცეულს დაედევნენ. ს--–----–---------------------–---–-- ამოიღეს მათზე განპირობებული იარაღები და თ-----------------ას მოუწოდეს გაჩერებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ესროდნენ. ამ დროს გ. ა---–-------- ქუჩაზე შემოვიდა მთაწმინდის №116 ეკიპაჟის ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ პატრულ-ინსპექტორები გ---------------–---–--------------------–------- მათ დაინახეს, როგორ მისდევდნენ პატრულები თ-----------------ას, წინამხრიდან დახვდნენ და არ მისცეს გაქცევის შესაძლებლობა. პატრულ-ინსპექტორებმა დააკავეს თ-----------------ა. ს---------–----–--ემ პირადად გაჩხრიკა იგი და მაისურის ქვეშ, წინა მხარეს, შარვლის საქამრიდან ამოუღო ცეხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდით, მჭიდში მოთავსებული 18 ვაზნით, ხოლო ერთი ვაზნა მოთავსებული იყო ლულის სავაზნეში. ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები დაილუქა დაკავებისა და ჩხრეკის ადგილზე. ხოლო დაკავებული პირი გადაყვანილი იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

 

№116 ეკიპაჟის წევრების პატრულ - ინსპექტორების გ---------------–---–---------------------–------- გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, 2018 წლის 21 ივლისს, დაახლოებით 22:05 საათზე, ა---–-------- ქუჩაზე დაინახეს №112 ეკიპაჟის წევრები, რომლებიც მისდევდნენ ახალგაზრდა მამაკაცს, პარალელურ რეჟიმში გაიგონეს რ--------------–---–-ს და ს---------–----–--ის დაძახება, გაჩერდი თუ არა გესვრი. გ---------------–---–----------------------–------- №112 ეკიპაჟისთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით მომენტალურად გააჩერეს ავტომანქანა და გადაუდგნენ მორბენალ ახალგაზრდა მამაკაცს და დააკავეს. დაკავებული პირი აღმოჩნდა თ-----------------ა. თ-----------------ას დაკავების ადგილზევე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მაისურის ქვეშ, წინა მხარეს, შარვლის საქამრიდან ამოღებულ იქნა ცეხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდით, მჭიდში მოთავსებული 18 ვაზნით, ხოლო ერთი ვაზნა მოთავსებული იყო ლულის სავაზნეში. ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და ვაზნები დაილუქა დაკავებისა და ჩხრეკის ადგილზე. დაკავებული პირი გადაყვანილი იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში.

 

ნივთიერი მტკიცებულებით - ელექტრონულ დისკზე არსებული შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერების მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერებით უტყუარად დასტურდება პატრულ-ინსპექტორების მიერ გამოკითხვის ოქმში არსებული ინფორმაცია. ვიდეო ჩანაწერის მიხედვით პატრულ-ინსპექტორებმა მოპედის მძღოლს თ-------------------- მოსთხოვეს ალკოტესტით შემოწმება, რაზეც შესამოწმებელი პირი აღელდა, ვინაობის დადგენის და საპოლიციო საკითხების გარკვევის პროცესში თ-----------------ა გაიქცა, მას უკან დაედევნენ პატრულ-ინსპექტორები და დააკავეს. დაკავების ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად თ-----------------ასგან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. ჩანაწერში ასევე ჩანს ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდიც, ბრალდებულის ვინაობის დადგენის დროს, ეს უკანასკნელი ცრუ ინფორმაციას აწვდის პატრულ-ინსპექტორებს და აცხადებს, რომ არის სუსის თანამშრომელი.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადის ჩხრეკის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 21 ივლისს, 22:10 საათზე თბილისში, ახ---------------------- მიმდებარედ I სახაზო-საპატრულო სამმართველოს მთაწმინდის მე-4 ოცეულის პატრულ-ინსპექტორებმა ს---------–----–--ემ, რ--------------–---–--------------------–---–---------------------–------- დააკავეს თ-----------------ა და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად, თ-----------------ას შარვლის წინა მხარეს, ქამრის ბალთიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, ნომრის გარეშე, მჭიდითა და 18 ვაზნით, ასევე პისტოლეტის ლულიდან განმუხტვისას ამოღებული იქნა 1 ცალი ვაზნა და პირადი ნივთები. ამოღებული ობიექტები ადგილზევე დაილუქა და ლუქზე გაკეთდა ჩხრეკაში მონაწილე პირთა ხელმოწერები.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, თ-----------------ა პატრულ-ინსპექტორების მიერ შეჩერების შემდეგ გაიქცა და შეეცადა მიმალვას, იგი დაკავებულ იქნა რამდენიმე მეტრში, ა---–-------- ქუჩის №1-ის მიმდებარედ.

 

ბალისტიკური ექსპერტიზის №1796/ბ დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტი АПС მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. პისტოლეტის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე ნომერი გადაშლილია. პისტოლეტთან ერთად წარდგენილი მჭიდი არის ოცი ვაზნის ტევადობის და განუთვნილია 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის.

 

ექსპერტიზაზე წარდგენილი 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნა განკუთვნილია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის, სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისათვის და სხვა. ცხრამეტივე ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №007481818 დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტის და მჭიდის ზედაპირები ძირითადი ელემენტის სახით შეიცავს რკინას (Fe 99%), ხოლო10 ცალი ვაზნის ზედაპირი ძირითადი ელემენტების სახით შეიცავს სპილენძს (Cu90%) და თუთიას (Zn9%). თ-----------------ას ჯინსის შარვლის წელის მიდამოში მარჯვენა მხარეს გარე ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების ინტენსიური კონცენტრირებული რკინის კვლები. თ-----------------ას ქამრის შიდა ზედაპირზე დაფიქსირდა არასაგნობრივი გამოსახულების ინტენსიური კონცენტრირებული რკინის კვლები. თ-------------------- კუთვნილ ჯინსის შარვალზე და ქამრის ზედაპირზე დაფიქსირებული რკინის იონების კვლები შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილ პისტოლეტის და მჭიდის ზედაპირების შემადგენელ ძირითად ელემენტს რკინას.

 

ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის №208/ამ დასკვნით, ფიზიკო-ტექნიკურ ექსპერტიზაზე წარდგენილ პისტოლეტს ჩარჩოზე და ჩამკეტზე გარე მხრიდან ნომერი წაშლილი აქვს მექანიკური ზემოქმედების შედეგად.

 

სასამართლოს დასკვნა თ-----------------ას მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ გარდა ზემოთ დასახელებული მტკიცებულებებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ პრეიუდიციული მნიშვნელობის შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - შ--------–--------------------–---------–-------------------------–---------–-----------–---–-------------------------------------------------------–------------–-------------------------------ნის გამოკითხვის ოქმებს, ნიმუშის აღების ოქმს, ექსპერტიზის დასკვნებს, ნივთიერ მტკიცებულებებს - ელექტრონულ დისკებში არსებულ ვიდეო-ჩანაწერებს, ნივთიერი მტკიცებულებების დათვალიერების ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის მასალების თანახმად, მსჯავრდებულმა აღიარა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა, დაცვის მხარე დაეთანხმა ბრალდების დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და უდაოდ ცნო მათ დასადასტურებლად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრული მოცულობით, რითაც დაეთანხმა ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულის თაობაზე მხარეთა შორის შეთანხმების არსებობის საფუძველზე, ვინაიდან მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, ისინი სასამართლო სხდომაზე არ იქნა გამოკვლეული. საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის იმაში დარწმუნებისათვის, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება.

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლში პირდაპირ არ არის მინიშნება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობაზე, თუმცა ამის შესახებ დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილი, კერძოდ, მისი მე-10 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის მიხედვითაც გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამდენად, თუ გაუფრთხილებლობით ქმედების ჩადენის შესახებ არ არის მითითებული სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში, იგულისხმება, რომ ის მხოლოდ განზრახ ჩადენის შემთხვევაშია დანაშაული. ამდენად, დადგენილია, რომ სსკ-ის 236-ე მუხლის სუბიექტური შემადგენლობის აუცილებელი ელემენტია განზრახვა.

 

საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

იმისათვის, რომ მსჯავრდებულის ქმედება განზრახ ქმედებად ჩაითვალოს, აუცილებელია მას გაცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდეს შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდეს ის, ან ითვალისწინებდეს მის გარდუვალობას, ან არ სურდეს, თუმცა შეგნებულად უშვებდეს მას ან გულგრილად ეკიდებოდეს. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. ვინაიდან სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ფორმალური დანაშაულია და ქმედების გარდა რაიმე შედეგის დადგომას არ ითხოვს, ეს გარემოება გავლენას ახდენს ასევე განზრახვის კომპონენტებზეც. კერძოდ, ამ დანაშაულის განზრახვის დასადასტურებლად საკმარისია ქმედების მართლწინააღმდეგობის გაცნობიერებასთან ერთად მისი ჩადენის სურვილი ანდა შეგნებულად დაშვება ან გულგრილი დამოკიდებულება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ-----------------ას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენით, შენახვითა და ტარებით არღვევდა კანონს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მას არ შეუწყვეტია ქმედება, რაც მიუთითებს ქმედების განზრახ ჩადენაზე.

 

სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას,შენახვას და ტარებას. შეძენა გამოიხატება ნებისმიერი ფორმით მათი, როგორც საკუთარის მიღებაში (ყიდვა, საჩუქრის სახით მიღება, პოვნა და სხვა). შენახვა ნიშნავს ადგილსამყოფლის მიჩენას ნებისმიერ ადგილას (ბინაში, სარდაფში, მიწაში და სხვა). ხოლო, ტარება ნიშნავს მათთან ერთად გადაადგილებას. ამასთან, ეს ნივთები შესაძლოა მოთავსებული იყოს ჩანთაში, ტანსაცმელში, ეჭიროს სუბიექტს ხელში და სხვა. სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია აკრძალული ნივთების ტარებისთანავე მიუხედავად იმისა, მოჰყვა თუ არა მას რაიმე შედეგი.

 

ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ზოგიერთი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა და ტარება შესაძლებელი სპეციალური ნებართვით. ამდენად, ნებართვის გარეშე ამ ნივთების შეძენა, შენახვა და ტარება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა.

 

თ-----------------ასაგან ამოღებული საგნების - 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატურ პისტოლეტს АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით მსჯავრდებულის მიერ განზრახ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა და ტარება მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული ფაქტი მხარეთა მიერ პრეიუდიციულად იქნა მიჩნეული, ხოლო მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები - უდავო მტკიცებულებებად. განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია, რომ თ-----------------ამ ცეცხლსასროლი იარაღი - 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატურ პისტოლეტს АПС, მჭიდითა და 19 (ცხრამეტი) ცალი ქარხნული წესით დამზადებულ, 1951 წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის ვაზნით მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა, შეინახა და ატარა.

 

საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მსჯავრდებულ თ-----------------ას მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც თ-----------------ა ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ-----------------ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მან ნაწილობრივ აღიარა დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 236-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებთ თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

თ.კაჭარავასთვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, კერძოდ აკრძალული ნივთების რაოდენობას (ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა), ქმედების განხორციელების ხერხს და სახეს (ავტომატური პისტოლეტის და ვაზნების სპეციალური ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა და ტარება), მსჯავრდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (შეეცადა გაგქეცას, თუმცა დაკავების შემდგომ აღიარა დანაშაული, ხელი შეუწყო გამოძიებას და სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას), მსჯავრდებულის პიროვნებას.

 

პალატას მიაჩნია, რომ სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, დანიშნული სასჯელი შეესაბამება მჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ხასიათს, შესაბამისად პალატა თვლის, რომ დაცვის მხარის სააპელეციო საჩივარი სასჯელის შემსუბუქების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ - განადგურდეს; თ-----------------ას ,,აიფონის“ ფირმის 2 მობილური ტელეფონი, ორი ცალი ოცლარიანი კუპიურა, მზის 2 სათვალე, ტყავის სამაჯურიანი საათი, შავი ფერის რკინისტარიანი დანა, თ-----------------ას ტანსაცმელი, ქამარი, თასმები, მოპედი ჩაფხუტთან ერთად, პასპორტი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს; თ-----------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის; ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ-----------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის მ------------–----, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარატმენტის უფროსის მოადგილის ბ----------–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 14 მარტის განაჩენი თ-----------------ას მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

თ-----------------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

თ-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

თ-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ-----------------ას საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 21 ივლისიდან. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 15 მაისიდან - 2017 წლის 17 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.

 

ნივთიერი მტკიცებულება: ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ - განადგურდეს; თ-----------------ას ,,აიფონის“ ფირმის 2 მობილური ტელეფონი, ორი ცალი ოცლარიანი კუპიურა, მზის 2 სათვალე, ტყავის სამაჯურიანი საათი, შავი ფერის რკინისტარიანი დანა, თ-----------------ას ტანსაცმელი, ქამარი, თასმები, მოპედი ჩაფხუტთან ერთად, პასპორტი - დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ნდობით აღჭურვილ პირს; თ-----------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს სათანადო რეაგირებისათვის; ელექტრონული დისკები - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.

 

განაჩენი მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი

 

მოსამართლეები: მ. თეთრაული

 

ვ. ლომიძე