განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.09.2019
საქმის ნომერი
330210018002627118
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210018002627118

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5440-19

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ვანო წიკლაური

 

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აპელანტი - სს ,,ს--------------------------------------------’’

წარმომადგენელი - ს--–---- წ---–------

 

მოწინააღმდეგე მხარე - ზ---- რ--------

წარმომადგენელი - პ----- ხ-------–---–-

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება

 

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების დასკვნებზე მითითება

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ---- რ-------ის სარჩელი სს "ს--------------------------------------------ს" მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს "ს--------------------------------------------ს" მოსარჩელე ზ---- რ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 12 538 ლარის გადახდა. მოპასუხე სს "ს--------------------------------------------ს" მოსარჩელე ზ---- რ-------ის სასარგებლოდ დაეკისრა 2017 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის სახით 12 538 ლარის წლიური 9.8 პროცენტის ანაზღაურება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის განჩინებით სს "ს--------------------------------------------ს" საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება 2/26520-18 საქმეზე, დარჩა ძალაში.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. 2018 წლის 11 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მომართა ზ---- რ-------ის წარმომადგენელმა სს "ს--------------------------------------------ს" მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2.2. საქმის განხილვის მიზნით მოცემულ საქმეზე 2019 წლის 14 თებერვალს გადაინიშნა სხდომა 2019 წლის 21 მარტისათვის 16:30 საათზე. სასამართლო სხდომის დღის შესახებ მხარეებს ეცნობათ საქართველოს სსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით - უშუალოდ სასამართლო სხდომაზე.

 

2.3. 2019 წლის 21 მარტს 16:30 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, გამოცხადდა მოსარჩელის წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე სს "ს--------------------------------------------ს" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა მ------–--- ც-------მ სასამართლოს კანცელარიის მეშვეობით წარმოადგინა შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 18 მარტს კომპანიის იურისტს ს--–---- წ---–-----ს გარდაეცვალა ბაბუა, რის გამოც იგი სარგებლობს კუთვნილი, კომპანიის შინაგანაწესით გათვალისწინებული ხუთდღიანი შვებულებით, ხოლო კომპანიის მეორე წარმომადგენელი ე----- ჟ----–---–----, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მოკლებულია შესაძლებლობას გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, რის დასტურადაც წარმოდგენილ იქნა 2019 წლის 20 მარტს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განმცხადებელმა ასევე მიუთითა, რომ კომპანიაში დასაქმებულია მხოლოდ ეს ორი იურისტი, რომელთაც გამოუცხადებლობის საპატიო საფუძველი აქვთ რის გამოც იშუამდგომლა სხდომის გადადების თაობაზე.

 

2.4. მოსარჩელის წარმომადგენელები არ დაეთანხმნენ აღნიშნულ შუამდგომლობას და ითხოვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

2.5. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში დამტკიცებულად ჩათვალა სარჩელში მითითებული შემდეგი გარემოებები:

 

•2016 წლის 28 სექტემბერს სადაზღვევო კომპანიასა და ს--------------–-----ს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ---- რ-------- დაზღვეულ იქნა სს „სადაზღვევო კომპანია ა------------ში“ - პოლისის N - გ---------- (სს "ს--------------------------------------------").

 

• 2017 წლის 05 თებერვალს პაციენტ ზ---- რ--------ს კლინიკა „ჰ--–-------ში“ ჩაუტარდა სასწრაფო კარდიოქირურგიული ოპერაცია, რის შემდგომაც ჩატარებული საოპერაციო მკურნალობისა და თანმდევი მკურნალობის ხარჯებმა შეადგინა 12538 ლარი.

 

• სადაზღვევო კომპანიამ უარი განაცხადა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ ზ---- რ-------ისათვის ჩატარებული მკურნალობა წარმოადგენდა ტრანსპლანტაციას და ჯდებოდა დაზღვევის ხელშეკრულების 19-ე საგამონაკლისო პირობაში, რაც გახდა სასამართლოსათვის მომართვის საფუძველი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.6. სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 230-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ მხარე, რომელსაც საქმის განხილვის თარიღი კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. არასაპატიო მიზეზით მხარის სასამართლოში გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს საქმის განხილვისადმი მისი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რასაც შედეგად მოჰყვება მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტიან საქმიანობას, დავების სწრაფ და გაუჭიანურებლად გადაწყვეტას, მხარეთა "იძულებას", განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები, საქმის განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და ხელი შეუწყონ სასამართლოს განხილვასა და გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის პროცესუალური ფორმა, რომლის გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, ანუ როდესაც მას აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ არ აქვს ნება.

 

სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა არწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა.

 

2.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 233-ე მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა","ბ" და "გ" ქვეპუნქტებში მითითებული ერთერთი გარემოების არსებობისას სასამართლო საქმის განხილვას სხვა დროისათვის ნიშნავს, რის შესახებაც ატყობინებს გამოუცხადებელ მხარეს და საქმეში მონაწილე სხვა პირებს, ხოლო "დ" ქვეპუნქტში მითითებული სარჩელის აღძვრის წინაპირობების არარსებობისას სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას 272-ე მუხლის შესაბამისად.

 

სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის განმარტება, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული მოცემულობა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას გამორიცხავდა, საჩივრის ავტორის აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით სასამართლომ დასახელებულ ნორმაზე მიუთითა და განმარტა, რომ დასახელებული ნორმა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებლად ისეთ შემადგენლობას ითვალისწინებს როდესაც სასამართლოსათვის ცნობილი ხდება, რომ ადგილი აქვს დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ დავის მხარეს წარმოადგენს არა ფიზიკური პირი, არამედ იურიდული პირი, შესაბამისად იურიდიულ პირს უფრო მეტად მძლავრი რესურსები გააჩნია საკუთარი ინტერესების დასაცავად და მისი საქმიანობა მკვეთრად გამოხატული ინტერესის არსებობის შემთხვევაში გამოიხატება დაცვის მაღალი სტანდარტების არსებობით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამხვილა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სხდომა სასამართლოს მიერ ერთხელ უკვე იყო გადადებული. მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 13 დეკემბერს და 2019 წლის 20 მარტს გაცემული ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასახავს წარმომადგენლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ორივე შემთხვევაში დაახლოებით იდენტური საფუძვლით (უმნიშვნელო სხვაობები) გართულების შედეგებს. ამასთანავე ის გარემოებები, რომლებზეც მხარე აქცენტს სვამს, არ არის აღმოცენებული პროცესის გამართვის დღეს გადაუდებელ მოცემულობაში, შესაბამისად საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით ორგანიზაციას უნდა უზრუნველეყო სხდომაზე სხვა წარმომადგენლის ჩართულობა.

 

სასამართლომ განმარტებით კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის ყველა წინაპირობა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

3.1. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს გასაჩივრებულ განჩინებაზე და შენიშნავს, რომ განჩინებაში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უზუსტობა, კერძოდ, განჩინებაში მითითებულია, რომ საჩივარს მხარი დაუჭირეს მისმა ავტორებმა ე----- ჟ----–---–---მა და თ----- მ------მ, აპელანტის განმარტებით კომპანიის იურისტებს წარმოადგენენ ე----- ჟ----–---–---- და ს--–---- წ---–------, თ----- მ------ დასაქმებულია სამედიცინო დაზღვევის დეპარტამენტში და შესაბამისად, ის როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქმის განხილვაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა.

 

3.2. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სს სადაზღვევო კომპანია ,,ე-------- ჯ--------ს’’ როგორც იურიდიულ პირს მძლავრი რესურსი გააჩნდა საქმის განხილვაში მონაწილეობა სხვა წარმომადგენლის მეშვეობით მიეღო. აღნიშნულთან დაკავშირებით აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სხდომის გადადების მიზეზის წარმოშობის პერიოდსა და სხდომის თარიღს შორის საკმაოდ მოკლე პერიოდი არსებობდა, რომლის განმავლობაშიც ნებისმიერი პირისთვის შეუძლებელი იქნებოდა საქმეზე ახალი წარმომადგენლის შერჩევა, რომელიც საქმის განხილვაში მონაწილეობას კვალიფიციურად განახორციელებდა. აღნიშნულ არგუმენტებზე მითითებით აპელანტი მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული გონივრული შესაძლებლობა სხდომის გადადების შესახებ სასამართლოსთვის დასაბუთებული შუამდგომლობით წინასწარ მიმართვის შესახებ. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, სახეზე იყო ისეთი ობიექტური მოცემულობა, რაც შეუძლებელს ხდიდა მოპასუხე მხარის სხდომაზე გამოცხადებას და იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულის შესახებ წინაწარ იყო ცნობილი სასამართლოსთვის დაუშვებელი იყო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

 

3.3. აპელანტი მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების ყველა წინაპირობა. აპელანტის განმარტებით დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის პროცესუალური ფორმა, რომლის გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწონილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით უარს აცხადებს საპროცესო თანამშრომლობაზე, კერძოდ, როდესაც აქვს პროცესზე გამოცხადების შესაძლებლობა, მაგრამ აქვს არ აქვს ნება. აპელანტის მითითებით მისი ნება საპროცესო თანამშრომლობაზე დადასტურებულია მისი აქტიური ჩართულობით საქმის განხილვის ყველა ეტაპზე, რაც შეეხება კონკრეტულად 2019 წლის 21 მარტის სხდომაზე გამოცხადებას მას მოსპობილი ჰქონდა სხდომაზე მონაწილეობის შესაძლებლობა.

 

4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

სააპელაციო პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ პროცესუალურ საფუძვლებზე, რომელთა გათვალისწინებითაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი განხილული იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის მე-3 ნაწილის და ამავე კოდექსის 3761-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთპიროვნულად.

 

ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება

 

პალატას მიაჩნია, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით სამოქალაქო საქმეზე მოსარჩელე - ზ---- რ-------- მოპასუხე - სს სადაზღვევო კომპანია ა------------’’ სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2018 წლის 18 დეკემბერს დაინიშნა (ტ.I, ს.ფ. 168-169);

 

4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოპასუხის წარმომადგენლის შუადგომლობა და სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა 2019 წლის 24 იანვარს 17:00 საათზე გადაიდო (ტ.I, ს.ფ.182-184). 2019 წლის 24 იანვრის საოქმო განჩინებით საქმის განხილვის გაგრძელება 2019 წლის 14 თებერვალს, ხოლო 2019 წლის 14 თებერვლის საქმო განჩინებით 2019 წლის 21 მარტს დადგინდა. (ტ.1.ს.ფ. 190-197; 143-253) საქმის განხილვის სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მხარეებს კანონით დადგენილი წესით ეცნობათ (ტ.I, ს.ფ. 270);

 

4.3. 2019 წლის 19 დეკემბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია ,,ე-------- ჯ--------ს’’ წარმომადგენელი, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა;

 

4.4. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2019 წლის 21 მარტს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ზ---- რ-------ის სარჩელი დაკმაყოფილდა (ტ.I, ს.ფ. 293-299).

 

4.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ 2019 წლის 21 მარტის სხდომაზე მოპასუხე სს სადაზღვევო კომპანია ,,ე--------’’ ჯ--------ს’’ გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით.

 

საპელაციო სასამართლო, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერების შემოწმების მიზნით, ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე გარემოებაზე:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

ამდენად, იმისათვის, რომ პირველი ინსტანიის სასამართლოში მოსარჩელის გამოუცხადებლობისას გამოტანილ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უნდა შემოწმდეს არსებობს თუ არა დასახელებული ნორმით დადგენილი წინაპირობები: ა) საქმის ზეპირ განხილვაზე არ უნდა გამოცხადდეს მოპასუხე მხარე; ბ) გამოცხადებული მოსარჩელე მხარე უნდა შუამდგომლობდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამ გარემოებათა კუმულატიურად არსებობა, წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დადგენის შემდეგ, სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს ხომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ, სახეზე ხომ არ არის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით ან/და 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე/აპელანტის წარმომადგენლების სხდომაზე გამოუცხადებლობა დასაბუთებულია ს--–---- წ---–------ს შემთხვევაში ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო შვებულებაში ყოფნით, ხოლო ე----- ჟ----–---–----ს შემთხვევაში ავადმყოფობით, რის თაობაზეც სასამართლო ინფორმირებული იყო 21.03.2019 წელს 14:05 საათზე წარდგენილი განცხადებით, რომლითაც მოპასუხე მხარე სხდომის გადადებას მოითხოვდა.

 

საკითხის სწორად გაანალიზების მიზნით, უპირველესად სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკაზე, სადაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა საკასაციო სასამართლოს მიერ საპატიოდ იქნა მიჩნეული, რადგანაც წარმომადგენელმა სააპელაციო სასამართლოს უწყების წარდგენის გზით აცნობა სხვა სასამართლოში დანიშნულ სხდომაზე მონაწილეობის თაობაზე. ეს გარემოება საკასაციო პალატამ საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საპატიო მიზეზად მიიჩნია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, უწყების წარდგენით მხარემ მისი ვალდებულება გამოუცხადებლობის შესახებ სასამართლოს წინასწარ ინფორმირების თაობაზე სათანადოდ განახორციელა, რაც არ უნდა გამხდარიყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს სადაზღვევო კომპანია ,,ე-------- ჯ--------’’ იურიდიული პირია, რომელის ინტერესებსაც სასამართლოში საზოგადოების იურიდული დეპარტამენტის უფროსი ე----- ჟ----–---–---- და მთავარი იურისტი ს--–---- წ---–------ წარმოადგენდნენ. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 21 მარტის განცხადებიდან, რომლითაც მოპასუხე მხარემ სასამართლოს მიმართა და ამავე დღეს 16:30 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის გადადება მოითხოვა ირკვევა, რომ საზოგადოების წარმომადგენელს ს--–---- წ---–-----ს 2019 წლის 18 მარტს ოჯახის წევრი გარდაეცვალა, რის გამოც ის 5 დღიანი შვებულებით სარგებლობდა, განცხადებაში სასამართლო სხდომაზე ე----- ჟ----–---–----ს გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებულია ამ უკანასკნელის ავადმყოფობის შესახებ, აღნიშნული გარემოების დადასტურების მიზნით კი განცხადებას ერთვის შ-------------------–---–----------–-----–------ის’’ მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა. აღნიშნული დოკუმენტით ირკვევა, რომ ე----- ჟ----–---–---მა სამედიცინო დაწესებულებას 2019 წლის 20 მარტს მიმართა რა დროსაც ჩივილების გათვალისწინებით მას ამბულატორიული მკურნალობა და მოსვენებით მდგომარეობაში ყოფნის 10 დღიანი რეჟიმი განესაზღვრა. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტით ირკვევა, რომ მოპასუხე აპელანტის წარმომადგენელმა ე----- ჟ----–---–---მა წელის ძლიერი ტკივილის და სიარულის გაძნელების ჩივილით სამედიცინო დაწესებულებას სხდომის გამართვის წინა დღეს, კერძოდ, 2019 წლის 20 მარტს მიმართა, რა დროსაც მას 10 დღიანი მკურნალობის რეჟიმი განესაზღვრა, რაც მისი გაადგილების შესაძლებლობას გამორიცხავდა, საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ საზოგადოების მეორე წარმომადგენელი ს--–---- წ---–------ ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო 2019 წლის 18 მარტიდან 5 დღიან შვებულებაში იმყოფებოდა, პალატა იზიარებს აპელანტის მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე აპელანტი დროის სიმცირის გამო ს--–---- წ---–------ს და ე----- ჟ----–---–---ის სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით ჩანაცვლებას და ამგვარად საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებდა. პალატა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოპასუხე აპელანტს წარმომადგენლის ჩანაცვლებისთვის დაახლოებით 24 საათი ჰქონდა, რადგან როგორც უკვე აღინიშნა ე----- ჟ----–---–---მა ჯანმართელობის მდგომარეობის გაუარესებით სამედიცინო დაწესებულებას სხდომის წინა დღეს 2019 წლის 20 მარტს მიმართა, რაც სხვა წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების მინიჭების პირობებშიც კი არ იძლევა გონივრული ვარაუდის დაშვების საფუძველს, რომ ახალი წარმომადგენელი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღებას და მოპასუხე მხარის ინტერესების დაცვას შეძლებდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დგინდება, რომ 2019 წლის 21 მარტის სხდომაზე მოსარჩელე და მოპასუხე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს სპეციალისტების ახსნა-განმარტებები უნდა მოესმინა, რა დროსაც საჭირო გახდებოდა საქმის განხილვაში წარმომადგენლების მაქსიმალური ჩართულობა. ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მარტოოდენ ის გარემოება, რომ საპროცესო მხარე იურიდიული პირია არ შეიძლება გახდეს ამ პირისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრების საფუძველი, რისი შესრულებაც, საქმეზე არსებული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით მათ შორის იურიდიული პირისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლო აქვე დასძენს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain).

 

სასამართლოს აზრით ის ფაქტი, რომ მოპასუხე აპელანტის წარმომადგენელმა 2019 წლის 21 მარტის განცხადებაში მითითებულ ავადმყოფობაზე დაყრდნობით საქმის განხილვის გადადება სხვა დროსაც მოითხოვა, მიჩნეული ვერ იქნება მოპასუხის მხრიდან საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად, რადგან მართალია საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2018 წლის 18 დეკემბრის სასამართლო სხდომა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობის საფუძველზე მართლაც გადაიდო, რა დროსაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელი 2019 წლის 21 მარტის განცხადებაში მითითებულ ავადმყოფობაზე უთითებდა, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე 2018 წლის 18 დეკემბრის შემდეგ გამართულ სხდომებზე აქტიურად მონაწილეობდა. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ 2018 წლის 13 დეკემბერს და 2019 წლის 20 მარტს მოპასუხის წარმომადგენელს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმენა, რაც როგორც ირკვევა ერთი და იგივე დაავადების გართულების შედეგს წარმოადგენდა, რომლის შედეგადაც მას გადაადგილების შესაძლებლობა მოესპო, მიჩნეული ვერ იქნება საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად და საბოლოოდ წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობის არასაპატიო მიზეზად.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება მოპასუხესთან მიმართებით არაპროპორციულად შეიზღუდა. ამის თავიდან ასაცილებლად სასამართლოს სხდომა სხვა დროისათვის უნდა გადაედო, შესაბამისად, იმავე სხდომაზე მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელი იყო (შდრ. სუსგ #ას-1033-953-2017, 30.01.2018 წ.).

 

შეჯამების სახით სააპელაციო სასამართლო მიუთითბს, რომ საკითხის სწორი შეფასებისათვის, განმსაზღვრელია ის უდავო ფაქტობრივი გარემოება, რომ სხდომაზე გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის მიერ შესრულებულია სასამართლოს წინასწარი ინფორმირების შესახებ ვალდებულება, ასევე ის ფაქტი, რომ სასამართლოსთვის წინასწარ ცნობილი გახდა მოპასუხე მხარის წარმომადგენლების ავადმყოფობის და შვებულებაში ყოფნის შესახებ. იმ დეტალის კვლევა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე მხარეს, რომელიც იურიდიული პირია დაახლოებით 24 საათის განმავლობაში შეეძლო სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მისი ორი წარმომადგენლის ჩანაცვლება პალატის მოსაზრებით, არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი მნიშვნელობის იმის შეფასებისათვის, გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა ობიექტური გარემოებით. პალატა მიიჩნევს, რომ ის მოცმულობა, რომ სასამართლო წინასწარ ინფორმირებული იყო მოპასუხე მხარის წარმომადგენელის სხდომის წინა დღით ავად გახდომის და ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო შვებულებაში გასვლის შესახებ, კონკრეტულ შემთხვევაში წარმოშობს საფუძველს იმ შეფასებისათვის, რომ ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელმაც ხელი შეუშალა მხარეს სასამართლოში გამოცხადებულიყო. აღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის "ბ" პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, რაც გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ საფუძელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების საფუძველი, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე და 233-ე მუხლებისა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატას მიაჩნია, რომ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალებით დგინდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. სს სადაზღვევო კომპანია ,,ე-------- ჯ--------ს’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვანო წიკლაური