განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002745473
საქმე №1ბ/1168-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
20 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი
სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–-----------;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ე--------------------ი (პ--------------, დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე: გ--------------------------------–--–-----------------------–-------------------–-------–----------–---------ში);
ადვოკატი - ზ----------------–---–ი;
დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილიbბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, უკანონო ჩხრეკა ან სხვა ქმედება, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას);
სასჯელი: 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობითად.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ქ-------–--–-----–--------–---–----------ში მდებარე, დ--–------------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, ე--------------------მა უკანონოდ შეაღწია, რა დროსაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა დ--–------------ს კუთვნილი ერთი კოლოფი სიგარეტი „პირველი“ და ფულადი თანხა 55 ლარის ოდენობით, რის შედეგადაც დ--–ი აბრამოვს მიადგა დაახლოებით 60 ლარის ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 29 სექტემბერს, საღამოს საათებში ე--------------------მა უკანონოდ შეაღწია ქ-------–--–-----–--------–---–----------ში მდებარე, დ--–------------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, რითაც დ--–------------ს ბინის ხელშეუხებლობა დაარღვია.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენით, ე--------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე.
ე--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ემ.
მეორე მხარემ - მსჯავრდებულ ე--------------------ის ადვოკატმა ზ----------------–---–მა შესაგებლით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ დ--–------------ს შეტყობინება, სადაც ის უთითებდა მისი კუთვნილი ბინიდან ქურდობის ფაქტზე, კერძოდ უთითებდა სავარაუდოდ ე---------------------ის მხრიდან 50 ლარის, ხურდების და სიგარეტის ქურობის ფაქტზე. აღნიშნული გარემობა დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, კერძოდ დ--–------------ უთითებდა კონკრეტულ ადგილებს სად ჰქონდა მას მოპარული ნივთები განთავსებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დადასტურეს პროცესზე დაკითხულმა გამომძიებელმა და ექსპერტმა. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა ჯ----------------მ განაცხადა, რომ მისმა მეუღლემ დ--–------------მ 2018 წლის 29 სექტემბერს საღამოს საათებში აღმოაჩინა, რომ მათ კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ფულადი თანხა მოპარული იყო, რაზეც მიმართეს სამართლადამცავებს. სასამართლო პროცესზე დისტანციურად დაიკითხა დ--–------------, რომელმაც განაცხადა, რომ მართალია თავდაპირველად მიმართა სამართალდამცავებს, თუმცა მოგვიანებით მას შემდეგ რაც ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში, ქურთუკის ჯიბეში იპოვნვა 1 ცალი 50 ლარიანი კუპიურა და დარწმუნებულია რომ ეს სწორედ ის 50 ლარიანი კუპიურაა, რომლის ქურდობის ფაქტზეც განაცხადა პოლიციაში. ბრალდების მხარის შეკითხვაზე ეჩვენებინა 50 ლარიანი კუპიურა დ--–------------მ. განაცხადა, რომ უცნობ პიროვნებას გამოატა საქართველოში. სასამართლო პროცესზე დაკითხულმა თ---------------ემ და რ-------------–-–---–მა დაადასტურეს 2018 წლის 29 სექტემბერს ე--------------------ის მიერ დ--–------------ს კუთვნილ საცხოვრებელ სახლში შესვლის ფაქტი, მოწმე თ---------------ე ასევე ადასტურებდა რომ დ--–------------ს საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლის შემდეგ ხელში ეჭირა სიგარეტის კოლოფი და ხურდები. აღნიშნული მტკიცებულებეის ერთობლიობა იძლევა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე---------------------ის მიმართ გამამტყუენებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
დაცვის მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).
თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და,საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.)
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი.
დაზარალებული დ--–------------ს ჩვენებით დგინდება, რომ შემთხვევის დღეს ესმოდა მის მეზობლად მყოფი ე--------------------ის ხმა. როცა ოთახში სიგარეტი, კომოდზე დატოვებული ხურდა ფული და ჩანთაში შენახული 50-ლარიანი მოისაკლისეს, მეზობელ რ-------------–-–---–ს გაესაუბრა და გაარკვია, რომ მის ბინაში ე--------------------ი შესულა, რის გამოც ქურდობის ფაქტის შესახებ პოლიციაში განაცხადა. თუმცა, თვენახევრის წინ 50-ლარიანი, რომელიც შემთხვევის დღეს მოპარული ეგონა, ერთ-ერთი ქურთუკის ჯიბეში აღმოაჩინა. აღნიშნულის გამო, ვინაიდან თავად იმყოფებოდა საზღვარგარეთ, ახლობელს, ი-------------ს სთხოვა ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის ეცნობებინა.
მოწმე ჯ----------------ს ჩვენებით ირკვევა, რომ ე--------------------ი მისი ყოფილი მეუღლის ძმაა, დაზარალებულ დ---- (დ--–ი) აბრამოვასთან კი ოჯახური ურთიერთობა აკავშირებს, მეუღლესთან გაშორების შემდეგ მასთან ერთად ცხოვრობდა. შემთხვევის დღეს სწორედ დ----მ მოისაკლისა 50-ლარიანი და ხურდა ფული, რომლებიც მანამდე სახლის შესასვლელში მდგარ კომოდზე ჰქონია დატოვებული (თავად ეს კუპიურა არ უნახავს). იმავე კომოდის ზედაპირიდან წაღებული აღმოჩნდა მისი სიგარეტის კოლოფიც. ვინაიდან რამდენიმე ხნით ადრე მათ ესმოდათ მათი მისამართით მეზობლად მყოფი ე--------------------ის აგრესიული გამონათქვამები, ჩათვალეს, რომ ბრალდებული დასალაპარაკებლად ან საჩხუბრად იყო მისული მათთან სახლში და შინ რომ არ დახვდნენ, ფული და სიგარეტი წაიღო. დ--–------------მ რ-------------–-–---–ს დაურეკა, რომელთანაც ემზარ ბაგდასარინი იმყოფებოდა სტუმრად და მასთან საუბრისას დადასტურდა მათი ეჭვების რეალურობა - როგორც აღმოჩნდა, შემთხვევის დღეს რ-----ს თავად დაუნახავს ე--------------------ი მათი ბინიდან რომ გამოდიოდა.
მოწმე თ---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს იტალიური ტიპის ეზოში, დაზარალებული დ--–------------ს მეზობლად. ბრალდებული ე--------------------ი, მისი მეუღლის, რ-------------–-–---–ის ნათესავია, იგი შემთხვევის დღეს მათთან იმყოფებოდა სტუმრად და მის მეუღლესთან, მამასთან და სტუმრად მყოფ სხვა მამაკაცებთან ერთად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს. სიგარეტის მოსაწევად ეზოში გასულმა ე--------------------მა იმავე ეზოში დ--–------------ და ჯ---------------- შენიშნა და მათი მისამართით რაღაც ჩაილაპარაკა. ვინაიდან ბრალდებული მიიჩნევდა, რომ დ----მ (დ--–იმ) ქმარი წაართვა ემზარის დას, მისსავე ნათლულს, და აღნიშნულის გამო თავს შეურაცხყოფილად თვლიდა, შეეშინდა, ბრალდებული რამე შარს არ გადაჰყროდა და სთხოვა ყურადღება არ მიექცია მათთვის. ე--------------------ი დაეთანხმა, მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი დ--–------------ს სახლისკენ გაემართა. ქმარს სთხოვა ემზარს გაჰყოლოდა, რამე უსიამოვნება რომ არ მოსვლოდა, მაგრამ ამასობაში ემზარი დ--–------------ს სახლიდან უკან გამობრუნდა და „შიგნით არ იყვნენ“-ო უთხრა. ბრალდებულს ხელში ხურდა ფული და სიგარეტ „პირველის“ კოლოფი ეჭირა. მიხვდა, რომ სიგარეტის კოლოფი დ--–------------ს ბინიდან გამოიტანა, რადგან ყოფილ სიძეს დასცინა - ნახეთ, რას აწევინებს დ---- ლევანსო (ჯ------ს). შემდეგ ბავშვს ფურცელი და მარკერი გამოართვა, ფურცელზე დაწერა „აქ იყო ემო პაპა“-ო და დ--–------------ს სახლში შეიტანა. ღამით დაზარალებულმა მის (მოწმის) მეუღლეს დაურეკა საყვედურით, შენი სტუმარი ჩემს სახლში რატომ იყო შესული, ვიჩივლებ, ჩანთიდან ფული დავკარგეო. მოგვიანებით შეიტყო, რომ დ--–------------მ ე--------------------ს მართლაც უჩივლა პოლიციაში მისი ბინიდან 50 ლარის მოპარვის გამო.
მოწმე რ-------------–-–---–ის ჩვენებით დადასტურდა მისი მეუღლის, თ---------------ის მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით განმარტა, რომ დ--–------------ს სახლიდან გამოსულ ე--------------------ს სიგარეტის კოლოფთან ერთად ხელში ერთი 2-ლარიანი და ორი 1-ლარიანი მონეტები ეჭირა. მოწმე რ-------------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, ღამის საათებში, დაზარალებულმა დ--–------------მ დაურეკა, რომელმაც პრეტენზია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ სტუმარი მის ბინაში შეუშვა. დაზარალებულს ამ საყვედურზე უპასუხა, რომ ე--------------------ი, რომელიც დ--–------------ს ნათესავად ეკუთვნოდა, მის სანახავად იყო შესული ბინაში და რომ ვერ ნახა, მაშინვე გამობრუნდა უკან. აღნიშნულზე დ--–------------მ უთხრა, რომ ე--------------------ს უჩივლებდა მისი სახლიდან 50 ლარის მოპარვის გამო.
მოწმე ი-------------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც ბრალდების მხარის მიერ სადავოდ არ იქნა მიჩნეული, 2018 წლის 18 აპრილს მას დაუკავშირდა დ--–------------ და სთხოვა ჯერ სანოტარო ბიუროში მისულიყო, შემდეგ კი ნოტარიუსის თანდასწრებით, „სკაიპის“ მეშვეობით, მის მიერ გაცხადებული ინფორმაცია ე--------------------ის ბრალდების საქმის განმხილველი სასამართლოსთვის მიეწოდებინა. ნოტარიუსის თანდასწრებით დ--–------------მ განაცხადა, რომ ტანსაცმლის ჯიბეში იპოვა ის 50-ლარიანი კუპიურა, რომლის მოპარვაც ე--------------------ს აქვს წარდგენილი ბრალად.
ე--------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის დღეს დარწმუნებული იყო, რომ დ--–------------ და ჯ---------------- იმყოფებოდნენ სახლში, რადგან ცოტა ხნით ადრე დაინახა ისინი. ვინაიდან მათთან დ--–აპარაკება და საყვედურის თქმა უნდოდა, შევიდა მათ სახლში, სადაც სხვა დროს უნებართვოდ არაერთხელ შესულა, მითუფრო, რომ კარი შეღებული იყო. როცა დ--–ი და ჯ------ი შინ ვერ ნახა, ბინიდან გამოსვლისას კომოდზე სიგარეტ „პირველის“ კოლოფი შენიშნა. გაეცინა, რადგან მის დასთან თანაცხოვრების პერიოდში ჯ------ი მხოლოდ კარგი ხარისხის თამბაქოს ეწეოდა, მიუხედავად იმისა, რომ მატერიალურად უჭირდათ. სიგარეტის კოლოფი აიღო, მეგობრებისთვის საჩვენებლად ბინიდან გაიტანა და თ---------------ის და რ-------------–-–---–ის წინაშე ჯ------ს დასცინა - ნახეთ, ალფონსი ახლა რა სიგარეტს ეწევაო. თ-----მ და რ-----მა სთხოვეს დ--–ისთვის და ჯ------ისთვის თავი დაენებებინა, რამე პროვოკაცია რომ არ მოეწყოთ მისთვის, ამიტომ, სიგარეტის კოლოფი სახუმარო წერილთან ერთად, - სადაც დაწერა „აქ იყო ემო პაპა“, - დააბრუნა დაზარალებულის ბინაში და დადო მაგიდაზე. შემდეგ კი, რ-------------–-–---–ის თხოვნით გაერიდა იქაურობას. ბრალდებულმა ე--------------------მა ასევე აღნიშნა, რომ ხურდები, რომლებიც მოწმეებმა სიგარეტის კოლოფთან ერთად მის ხელში შენიშნეს, ეკუთვნოდა მას და ხელში იმის გამო ეჭირა, რომ ჩვევად აქვს ხურდით ან გასაღებით თამაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ე--------------------ი დ--–------------ს ბინაში უკანონო შეღწევით ფარულად არ დაუფლებია ამ უკანასკნელის 60 ლარის ოდენობის ქონებას, არამედ უკანონოდ შეაღწია აბრამოვას ბინაში, რითაც დაარღვია ბინის ხელშეუხებლობა. შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო პროცესზე საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეულ იქნა წერილობითი მტკიცებულებები, კერძოდ დ--–------------ს შეტყობინება, სადაც ის უთითებდა მისი კუთვნილი ბინიდან ქურდობის ფაქტზე, კერძოდ სავარაუდოდ ე---------------------ის მხრიდან 50 ლარის, ხურდების და სიგარეტის ქურობის ფაქტზე. აღნიშნული გარემობა დადასტურებულია საქმეზე ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, კერძოდ დ--–------------ უთითებდა კონკრეტულ ადგილებს სად ჰქონდა მას მოპარული ნივთები განთავსებული საგამოძიებო მოქმედების სისწორე დადასტურეს პროცესზე დაკითხულმა გამომძიებელმა და ექსპერტმა, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის, მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნეს სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, რომლის საპირწონე მტკიცებულებად ნამდვილად ვერ გამოდგება მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე გაკეთებული განცხადება ან რაიმე სახის შეტყობინება, მითუფრო.რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, სადაც დაზარალებული უთითებდა გარკვეულ ფაქტობრივ გარემოებებზე, სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ ამ საგამოძიებო მოქმედებაში გაცხადებული ფაქტობრივი გარემოებების წყარო არის სწორედ დაზარალებული, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას ეს გარემოებები არ დაადასტურა.
სააპელაციო პალატა სრულად ზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სასამართლო სხდომაზე დაზარალებული დ--–------------ს მიერ გაცხადებული ფაქტობრივი გარემოება, - მის მიერ საკუთარ ტანსაცმელში იმ კუპიურის პოვნა, რომლის ქურდობაც დღესდღეობით ბრალდებულ ე--------------------ს ედება ბრალად, - გამორიცხავს ზემოაღნიშნული კუპიურის ქურდობისათვის ე--------------------ის მსჯავრდებას, მითუფრო, იმ პირობებში, როცა დაზარალებულის მიერ თანხის პოვნის ფაქტის უტყუარობას არც სახელმწიფო ბრალმდებელი აყენებდა ეჭვქვეშ.
აპელანტის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ დ--–------------ს ჩვენება არ ქმნის ე--------------------ის ქურდობაში გამართლების საფუძველს, მხოლოდ იმიტომ, რომ „დაკარგული“ კუპიურის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების არცოდნის პირობებში, დაზარალებულის მიერ იმის დანამდვილებით მტკიცება, რომ ნაპოვნი თანხა სწორედ ისაა შემთხვევის დღეს რომ მოისაკლისა, საფუძველს მოკლებულია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ ე--------------------ის ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტისას საკითხისადმი ამგვარი მიდგომა გამართლებული არ არის, რადგან უდავოა, რომ დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება, სულ მცირე, ეჭვის ქვეშ აყენებს ე--------------------ის მიერ დ--–------------ს კუთვნილი თანხის დაუფლების ფაქტს და აღნიშნული ეჭვი არც საქმის სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით ქარწყლდება - მოწმეებმა თ---------------ემ და რ-------------–-–---–მა დაკითხვისას განმარტეს, რომ დ--–------------ს ბინიდან გამოსულ ე--------------------ს სიგარეტის კოლოფთან და რკინის მონეტებთან ერთად ფულის რაიმე კუპიურა ხელში არ სჭერია; მოწმე ჯ----------------მ კი დაკითხვისას აღნიშნა, რომ ბინიდან თანხის დაკარგვის თაობაზე დ--–------------საგან შეიტყო (სხვა მტკიცებულება, რომელიც ნათელს მოჰფენდა სადავო საკითხს, სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა).
ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ბინიდან 50-ლარიანი კუპიურის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი საქმის სასამართლო განხილვისას არ დადგინდა. რაც შეეხება ბრალდებული ე--------------------ის მიერ დაზარალებულის ბინაში შესვლისა და რკინის მონეტების და სიგარეტის კოლოფის დაუფლების და მისაკუთრების ფაქტს, იგი უტყუარად დადასტურდა დაზარალებული დ--–------------ს, მოწმეების - ჯ----------------ს, თ---------------ის და რ-------------–-–---–ის ჩვენებათა ერთობლიობით (დაზარალებულის ბინიდან გამოტანილი სიგარეტის კოლოფის დაბრუნების ფაქტი, რაზეც მიუთითებს ბრალდებული ე--------------------ი, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ დადგინდა).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დ--–------------ს და ჯ------ არახამის სანახავად მათ ბინაში უნებართვოდ შესვლითა და იქედან ხურდა ფულისა და სიგარეტის კოლოფის გამოტანით ე--------------------მა ხელჰყო ბინის ხელშეუხებლობა, ხოლო საკუთრების უფლების იმგვარი ხელყოფა, რომელიც აუცილებელს გახდიდა ბრალდებულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, ე--------------------ის მიერ ჩადენილ ქმედებაში არ დგინდება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე“.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე--------------------ის მიერ დაზარალებული დ--–------------სთვის მიყენებული მატერიალური ზიანი იყო მცირე მნიშვნელობის, რადგან მოწმე რ-------------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ დაზარალებულის ბინიდან გამოსულ ე--------------------ს სიგარეტის კოლოფთან ერთად ხელში ეჭირა ოთხი ლარი - ერთი ორლარიანი და ორი ერთლარიანი მონეტა. თავად დაზარალებული კი არ განმარტავს თუ რა ნომინალის და ოდენობის იყო ე--------------------ის მიერ მისი ბინის შესასვლელში მდგარი კომოდის ზედაპირიდან წაღებული ის რკინის მონეტები, რომლებსაც მოიხსენიებს „ხურდად“. რაც შეეხება დ--–------------ს ბინიდან ბრალდებულის მიერ გამოტანილ სიგარეტის კოლოფს, საქმის სასამართლო განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დაუდგენელი დარჩა როგორც სიგარეტ „პირველის“ ერთი კოლოფის ფასი, ისე დაუფლებული კოლოფის შიგთავსი (ცარიელი იყო თუ სავსე) და ღირებულება.
ამდენად სააპელაციო პალატამ იმსჯელა აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და არ იზიარებს მათ, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასებით უტყუარად დადასტურდა, რომ ე--------------------მა ჩაიდინა არა ბინაში უკანონო შეღწევით ქურდობა, არამედ უკანონოდ შეაღწია დ--–------------ს ბინაში, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი გასაჩივრებულია ბრალდების მხარის მიერ კვალიფიკაციის ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ე--------------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ვქპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - ბინაში უკანონო შეღწევით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნულია, რომ ადამიანის პირადი სივრცე ხელშეუხებელია. არავის აქვს უფლება შევიდეს საცხოვრებელ ან სხვა მფლობელობაში მფლობელი პირის ნების საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ჩაატაროს ჩხრეკა. ამ უფლებათა შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლით კრიმინალიზებულია ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევა. დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა ითვალისწინებს ბინაში ან სხვა მფლობელობაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონო შესვლას ან ნებისმიერ სხვა კანონგარეშე ქმედებას, რომელიც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის (სახლი, ბინა ან ადგილი, რომელსაც კანონიერად ფლობს მესაკუთრე) ხელშეუხებლობას. უკანონო შესვლად კი ითვლება სხვა პირის ბინასა თუ სხვა მფლობელობაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გამოჩენა და ყოფნა. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა პირდაპირ განზრახვაში ვლინდება. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა და სურს ბინაში უკანონოდ შესვლა.
ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ დ--–ი აბრამოვსა და ჯ----------------ზე განაწყენებული ე--------------------ი, ჯერ ზემოაღნიშნულ პირებთან დ--–აპარაკების, შემდეგ კი - წერილობითი შეტყობინების დატოვების მიზნით, დაუკითხავად შევიდა მათ საცხოვრებელ ბინაში, სადაც უნებართვოდ გამოჩენისა და ყოფნის არანაირი სამართლებრივი საფუძველი მას არ გააჩნდა, რისი გათვალისწინებით სახეზეა საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ბინაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლა, ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის აუცილებელი ყველა სამართლებრივ ნიშანი, შესაბამისად, ე--------------------ისთვის საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 160-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ე--------------------ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ე--------------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ე--------------------ს ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ე--------------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (დაზარალებულებთან პირად მოტივზე უთანხმოება, რამაც განაპირობა საკუთრების უფლების დარღვევა), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის ურყევ ნებას ჩაედინა დანაშაული), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), მის პიროვნებას (წარმოდგენილი მტკიცებულებები ე--------------------ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიიჩნევს, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს, ხოლო ყველა ნაკლებად მკაცრი სასჯელი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება და ვერ უზრუნველყოფდა სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.
ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მსჯავრდებულ ე--------------------ის მიერ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, არ არის ნასამართლევი განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, აღიარებს/ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას და გააჩნია სხვა შემამსუბუქებელი გარემოებებიც, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ე--------------------ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას გამოსაცდელი ვადა უნდა იყოს არანაკლებ ერთი და არაუმეტეს ექვსი წლისა. სასამართლოს ე--------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და მისი პიროვნებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 წელი.
8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ლაზერული დისკი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; ინტერნეტის გამანაწილებელი და ე.წ ,,ვაიფაის“ როუტერი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაეცეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 13 ივნისის განაჩენი;
ე--------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ე--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 წელი.
ე--------------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ე--------------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 31 ოქტომბრიდან 2019 წლის 13 ივნისის ჩათვლით.
ნივთიერი მტკიცებულებები:
ლაზერული დისკი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის შენახვის ვადით;
ინტერნეტის გამანაწილებელი და ე.წ ,,ვაიფაის“ როუტერი - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი