განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002929454
საქმე №1ბ/1425-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა
მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- და თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ე------- ჩ--–----------- (დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი N0----------), საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თ---–----------------------), მიმართ;
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ე------- ჩ--–---------ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპოიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:
წარდგენილი ბრალდების არსი:
2018 წლის 03 მარტს, ე------- ჩ--–---------ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რის შემდეგაც ცხოვროდა ქ. თ---–--–------------------ში, სიდედრთან - ფ---- ბ----–---–თან ერთად. თანაცხოვრების პერიოდში, ე------- ჩ--–---------ი ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა ფ---- ბ----–---–ს, რომელსაც ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რაც ფ---- ბ----–---–ში იწვევდა ტანჯვას და შიშის გრძნობას, რითაც მიადგა მორალური ზიანი. (საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი);
2018 წლის 10 მარტს, იმყოფებოდნენ რა ზემოაღნიშნულ მისამართზე, ურთშელაპარაკებისას, ე------- ჩ--–---------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქრა განახორციელა ფ---- ბ----–---–ის მიმართ, კერძოდ დაემუქრა, რომ ბაწარს მოაბმდა ყელზე და ისე დაახრჩობდა. ფ---- ბ----–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ე------- ჩ--–----------- ქმედებით მიადგა მორალური ზიანი. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი);
2019 წლის 13 იანვარს, კვლავ იგივე მისამართზე, ქ-------–--–-----------------ში, ურთერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფმა ე------- ჩ--–---------მა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა განახორციელა ფ---- ბ----–---–ის მიმართ, რომელსაც დაემუქრა, რომ დანით აჩეხავდა. ფ---- ბ----–---–ს გაუჩნდა რა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, სახლიდან გაიქცა ქუჩაში, საიდანაც დარეკა საპატრულო პოლიციაში და ითხოვა დახმარება. გამოძახების საფუძველზე მოსული პატრულ-ინსპექტორების მიერ ე------- ჩ--–---------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე. ე------- ჩ--–----------- აღნიშნული ქმედებით ფ---- ბ----–---–ს მიადგა მორალური ზიანი. (საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი).
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე------- ჩ--–---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ე------- ჩ--–----------- მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ე------- ჩ--–---------ი 2019 წლის 07 იანვარიდან - 2019 წლის 13 იანვრის ჩათვლით ცხოვრობდა ქ. თ---–--–------------------ში, ყოფილ სიდედრთან - ფ---- ბ----–---–თან ერთად. თანაცხოვრების განმავლობაში ე------- ჩ--–---------ი მოიხმარდა ალკოჰოლურ სასმელს და სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა ფ---- ბ----–---–ს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის ტანჯვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენით:
ე------- ჩ--–---------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 მარტის და 2019 წლის 13 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში.
ე------- ჩ--–---------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე------- ჩ--–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 9(ცხრა) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ე------- ჩ--–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 იანვრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ე------- ჩ--–---------მა და თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ც-------–---–---ემ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებული ე------- ჩ--–---------ი ითხოვს მის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და გამამართლებლი განაჩენის დადგენას, შემდეგ გარემოებათა გამო, აპელანტის აზრით, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული მტკიცებულებები (რომლებიც არ არსებობს), დაზარალებულის არაერთმა მოგონილმა ბრალდებამ ხელი შეუწყო უკანონობას და მის დამნაშავედ ცნობას. ამასთან, დაზარალებულს ფსიქლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარეს მისი დაკავებიდან 9 დღეში.
თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორი ც-------–---–---ე სააპელაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანას კერძოდ, ითხოვს ე------- ჩ--–----------- საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთან ერთად, მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 მარტის და 2019 წლის 13 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში და მსჯავრდებულისთვის ამ დანაშაულთათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში მკაცრი სასჯელის განსაზღვრას, შემდეგ გარემოებათა გამო, აპელანტის აზრით პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ სწორი შეფასება მისცა ე------- ჩ--–----------- მიერ განხორციელებულ ქმედებას, და არ იზიარებს სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების გამართლების ნაწილში, ვინაიდან საქმეში არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც მიუთითებს, რომ ე------- ჩ--–---------მა ნამდვილად ჩაიდიანა ზ/აღნიშნული დანაშაულები. კერძოდ, საქმეში არსებობს გარდაცვლილი დაზარალებულის ფ---- ბ----–---–ის გამოკითხვის ოქმი, ასევე მოწმეების - ს----- ხ-----–---–ის და დ----- ა------ის ჩვენებები, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ე------- ჩ--–----------- პიროვნების შეფასებისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის პერიოდში. სასამართლოს მიერ მსჯავრდებულს განესაზღვრა მის მიერ ჩადენილი ქმედების არათანაზომიერი - მსუბუქი სასჯელი. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ე------- ჩ--–----------- მიმართ აღნიშნული სასჯელის გამოყენების შემთხვევაში ვერ იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზანი - ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.
სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- და თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
დაზარალებული ფ---- ბ----–---–ი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ დაკითხულა, რადგან სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო რეესტრის ამონაწერით დადგინდა, რომ ჯერ კიდევ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას ფ---- ბ----–---–ი გარდაიცვალა. ბრალდების მხარის შუამდგომლობით, სასამართლო სხდომაზე საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულის გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია, თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა, რომლის მიხედვითაც: „თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ... საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა ... დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა... არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.“
დაზარალებული ფ---- ბ----–---–ის მიერ გამოძიების დროს მიცემული ინფორმაციით დგინდება, რომ იგი ცხოვრობდა ყოფილი სიძის, ე------- ჩ--–----------- სახლში, მისამართზე - ქ-------–------------------- 2010 წლის 17 ნოემბერს ავტოავარიის შედეგად დაეღუპა ქალიშვილი, რა დროსაც დაშავდა ე------- ჩ--–---------იც. 2018 წლის 03 მარტს ე------- ჩ--–---------ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და დაბრუნდა შინ. დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში ე------- ჩ--–---------მა ფსიქოლოგიური წნეხის განხორციელება დაიწყო მასზე, კერძოდ, 2018 წლის 10 მარტს უცენზურო სიტყვებით აგინა და სიცოცხლის მოსპობით, დახრჩობით, დაემუქრა, რომ კისერზე ბაწარს გამოაბამს და ისე დაახრჩობდა. ამ ინციდენტის შემდეგ ე------- ჩ--–---------ი მასთან თითქმის აღარ ჩნდებოდა, 2019 წლის 07 იანვარს კი მივიდა და პოლიციის თანამშრომელთა მიერ მის დაკავებამდე აღარსად წასულა. ამ ხნის განმავლობაში ე------- ჩ--–---------ი სისტემატიურად სვამდა ალკოჰოლს და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, აგინებდა და ამცირებდა, რის გამოც თავს შეურაცხყოფილად და დამცირებულად გრძნობდა. დაკავების დღეს, 2019 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, ე------- ჩ--–---------ი შინ ნასვამ მდგომარეობაში დაბრუნდა, წამოწვა ლოგინზე და უაზროდ ლაპარაკი დაუწყო. როცა სთხოვა თავი დაენებებინა მისთვის, რადგან ძილს აპირებდა, ე------- ჩ--–---------ი ძალიან აგრესიული გახდა, დაუწყო უშვერი სიტყვებით გინება და მუქარა, რომ თუ ადგებოდა, დანით აჩეხავდა. შეეშინდა მისი და გავარდა ქუჩაში, საიდანაც საპატრულო პოლიციაში დარეკა და დახმარება ითხოვა. დაზარალებულმა განმარტა, რომ სიძის თითოეული შეურაცხმყოფელი სიტყვა მორალურ ტანჯვას აყენებდა, რადგან ორივე შვილი დაღუპული ჰყავდა, უბედური შემთხვევის გამო. ე------- ჩ--–----------- მუქარას რეალურ საფრთხედ აღიქვამდა, ვინაიდან იგი არაერთხელ იყო ნასამართლევი და ბევრჯერ უთქვამს, რომ ციხე მისი მეორე სახლი იყო და იქ მოხვედრა არ აშინებდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორების - დ----- ა------ის და ს----- ხ-----–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებებით ირკვევა, რომ 2019 წლის 13 იანვარს, ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც, დაახლოებით 21:00 საათზე, მიიღეს შეტყობინება ქ. თბილისში, ბზიფის ქუჩა N3-ში არსებული ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. მითითებულ მისამართზე მისვლისას, ბინაში შესასვლელ კართან, დახვდათ ფ---- ბ----–---–ი, რომელმაც განაცხადა, რომ ყოფილი სიძე, ე------- ჩ--–---------ი დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მანვე აღნიშნა, რომ ე------- ჩ--–----------- მხრიდან მსგავს მუქარას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი ხშირად ჰქონდა. ფ---- ბ----–---–მა განაცხადა, რომ ეშინოდა სიძის და ითხოვა მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება. რადგან სახეზე იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, ე------- ჩ--–---------ი, რომელიც ფ---- ბ----–---–ის ბინაში წამოწოლილი ნახეს, დააკავეს ბრალდებულის სახით. ასევე მის მიმართ, 30 დღე-ღამის ვადით, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი.
N0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ იგი გამოცემულია ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორ ს----- ხ-----–---–ის მიერ, 2019 წლის 13 იანვარს, 23:05 სთ-ზე, 30 დღის ვადით, ე------- ჩ--–----------- მიერ ფ---- ბ----–---–ის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ფ---- ბ----–---–ი ე------- ჩ--–----------- მხრიდან განხორციელებული ქმედებების გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
ექსპერტ-ფსიქოლოგ მ------ მ-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ მან სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ამბულატორიული კლევისას ფ---- ბ----–---–მა განუცხადა, რომ სიძე სისტემატურად ამცირებდა, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. გამოსაკვლევი პირის მიერ საკუთარი ემოციური მდგომარეობის აღწერისას მასში რეალურად იგრძნობოდა დათრგუნულობა, ხიფათის შეგრძნება და შიში, რამაც საფუძველი მისცა დაესკვნა, რომ სიძესთან ურთიერთობის არსებული ფორმა ფ---- ბ----–---–ისთვის იყო ფსიქოლოგიური ტანჯვის მომტანი.
ე------- ჩ--–---------მა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ დაზარალებული ფ---- ბ----–---–ი მისი სიდედრი იყო და მიუხედავად იმისა, რომ მეუღლე 2010 წელს დაეღუპა, ფ---- ბ----–---–ი, გარდაცვალებამდე, მის სახლში ცხოვრობდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, შინ არ დაბრუნებულა და დასთან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, რადგან დაზარალებულს ამ დროისთვის მეორე შვილიც გარდაეცვალა. შვილების დაღუპვას მას აბრალებდა და ციხეში ამოლპობით ემუქრებოდა. მხოლოდ მაშინ, როცა უმუშევარი დარჩა, იძულებული გახდა დაბრუნებულიყო შინ და ფ---- ბ----–---–თან ერთად ეცხოვრა. ერთად მხოლოდ სამი დღე, 2019 წლის 13 იანვრამდე, იცხოვრეს. აღნიშნულ დღეს ალკოჰოლი დალია, სასმელმა ცუდი რეაქცია მისცა და მას ფ---- ბ----–---–თან კამათი მოუვიდა, რა დროსაც იგი დაზარალებულს აგინებდა, ეს უკანასკნელი კი - წყევლიდა. რაც შეეხება სხვა ინციდენტებს, ე------- ჩ--–----------- განმარტებით, მათ ადგილი საერთოდ არ ჰქონია და მოგონილია დაზარალებული ფ---- ბ----–---–ის მიერ, რომელიც დაინტერესებული იყო მისთვის სახლის წართმევით.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ე------- ჩ--–----------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლით დასჯადია - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული გამოიხატება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. დანაშაულის შემადგენლობისთვის მუქარის განხორციელებასთან ერთად სავალდებულოა, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მტკიცებულებათა შეფასებამ ცხადჰყო, რომ სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული, დაზარალებული ფ---- ბ----–---–ის გამოკითხვის ოქმი წარმოადგენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას, ე------- ჩ--–----------- ქმედებაში საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების დასადგენად, რადგან მხოლოდ ეს ოქმია პირდაპირი მტკიცებულება. დაზარალებული ფ---- ბ----–---–ის გამოკითხვის ოქმში მოცემული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა, დამოუკიდებელი მტკიცებულებით და, ამასთან, არც სასამართლოს და არც დაცვის მხარეს არ მიეცა ფ---- ბ----–---–ის, როგორც ბრალდების ძირითადი მოწმის, დაკითხვის შესაძლებლობა, მაშინ, როცა დაზარალებულის დაკითხვას შეეძლო გავლენა მოეხდინა ფ---- ბ----–---–ის, ინფორმაციის პირველწყაროს, სანდოობის შეფასებაზე და ნათელი მოეფინა გარემოებებზე, რომლებიც რელევანტური იქნებოდა ე------- ჩ--–----------- მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. საქმეში არ მოიპოვება სხვა რაიმე დამატებითი მტკიცებულება, რომელიც პალატას მისცემდა შესაძლებლობას დადასტურებულად მიეჩნია ე------- ჩ--–----------- მიერ ფ---- ბ----–---–ის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტები, სააპელაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს პირის მსჯავრდების საფუძვლიანობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ე------- ჩ--–----------- ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში. წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით კი, არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს. საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა, დამოკიდებულია შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და შესაბამისად სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.
საქმეზე შეკრებილი, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, შეფასების და გაანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ე------- ჩ--–---------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა გამოძიებაში მისცა არასწორი ჩვენება, ვინაიდან დასტურდება, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს მიცემული ჩვენება არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ასევე დაზარალებულის მიერ გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც პალატას არ აძლევს ეჭვის შეტანის საფუძველს დაზარალებულ ფ---- ბ----–---–ის მიერ მიცემული ჩვენების სისწორეში. დაზარალებულის გამოკიხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას ასევე ამყარებს საქმეში არსებული მტკიცებულებები მოწმეების - დ----- ა------ის, ს----- ხ-----–---–ის და მ------ მ-----–---–ის ჩვენებები, რადგან მათში ასახული ფ---- ბ----–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი დამატებით დასტურდება სხვა, ობიექტური მტკიცებულებებით - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ მ------ მ-----–---–ის ჩვენებით, რომელთა საფუძველზეც დგინდება, რომ ე------- ჩ--–---------ი ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულზე, რაც ფ---- ბ----–---–ისთვის იყო მატრავმირებელი და იწვევდა მის სულიერ ტანჯვას. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი გარემოება, ე------- ჩ--–----------- მიერ დაზარალებულისთვის მიყენებული სულიერი ტრავმა, თავისთავად გამორიცხავს ერვან ჩ--–----------- ვერსიის ნამდვილობას, იმასთან დაკავშირებით, რომ ფ---- ბ----–---–ის მიერ გამოძიებაში გამოკითხვის ოქმში მითითებულია მოგონილი ფაქტები, რაც გახდა კიდეც სამართალდამცველებისთვის მიმართვის საფუძველი, რადგან დაზარალებულისთვის მხოლოდ ერთხელ მიყენებულ შეურაცხყოფას, ლანძღვა-გინების სახით, არ შეეძლო მის ფსიქიკაზე ამდენად მატრავმირებელი ეფექტის მოხდენა.
ოჯახში ძალადობა, როგორც ძალადობის ერთ-ერთი ტიპური გამოვლინება, სისხლის სამართლის კოდექსით ფორმირებულია 1261-ე მუხლით, რაც შესაძლებლობას აძლევს სახელმწიფოს სისხლისსამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ოჯახში ძალადობაზე, როგორც დღესდღეობით სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე მდგარ ურთულეს სოციალურ და სამართლებრივ პრობლემაზე. სისხლის სამართლის კოდექსით ოჯახში ძალადობა განიმარტა, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, აგრეთვე - პატივი და ღირსება.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, მსხვერპლის ოჯახის წევრი, მიღწეული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს. საქართველოს სსკ-ის მე-111 მუხლზე დართული შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში (ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება), შედეგსა (ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. „სისტემატური შეურაცხყოფა“ არის სისტემატურად სხვისი პატივისა და ღირსების დაკნინება სიტყვიერი ძალადობის მეშვეობით (გინება, სალანძღავი სიტყვებით ჩხუბი), განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. ძალადობის „სისტემატურობა“ დროის ახლო მონაკვეთში მის არაერთგზისობას გულისხმობს და მისი განსაზღვრისას არსებითია არა მოქმედების გამეორების მექანიკური ჯამი, არამედ შინაგანი კავშირი - განმეორების ტენდენცია. სუბიექტური მხრივ, განსახილველი დანაშაულის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ბრალის ფორმის მიხედვით, იგი განზრახი დანაშაულია.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ე------- ჩ--–----------- ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის (ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგინდა, რომ ალკოჰოლური სასმელის მოხმარებისკენ მიდრეკილი ე------- ჩ--–---------ი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი, სისტემატურად ლანძღავდა და აგინებდა მასათან ერთად მცხოვრებ სიდედრს - ფ---- ბ----–---–ს.
უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ე------- ჩ--–----------- ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ე------- ჩ--–----------- მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილი კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ე------- ჩ--–----------- მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.
სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილზე, რომლის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,Suominen v. Finland“, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე ,,Van de Hurk v. the Netherlands“, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ,,Georgiadis v. Greece“, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ,,Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე ,,Telfner v.Austria“, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
სახელმწიფო ბრალმდებელი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარით არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამამართლებელ ნაწილს მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- მიმართ საქართველოს სსკ-ის 111151-ე მუხლით (ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულ ფ---- ბ----–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოში კანონის დაცვით იქნა გამოკვლეული, ასევე მოწმეების: ს----- ხ-----–---–ის და დ----- ა------ის ჩვენებებით და ფაქტი ბ----–---–ის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ე------- ჩ--–----------- მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, - ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaia and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახლმძღვანელო პრინციპები, რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობის და შესაბამისად მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია პირველი ტესტი და დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა გამოწვეულია დაზარალებულის გარდაცვალებით. შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მისი გამოძიებაში მიცემული ჩვენება წაკითხულ იქნა საჯაროდ. რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის დაზარალებულის ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებულ ფ---- ბ----–---–ის ჩვენებაში გაჟღერებული ინფორმაცია ე------- ჩ--–----------- მიერ სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ჩადენის შესახებ არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებით, არც სასამართლო სხდომაზე დაკითხული სხვა მოწმეთა ჩვენებებით (რომლებიც ირიბი მტკიცებულებაა, ვინაიდან არ არიან ფაქტის თვითმხილველი) და არც სისხლის სამართლის საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებებით. განსახილველ შემთხვევაში ვერ იქნა დაკმაყოფილებული ვერც მესამე ტესტი ვინაიდან გონივრულად ვერ მოხდა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორების შექმნა, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიების უზურნველყოფა, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას. ვინაიდან სასამართლოც და დაცვის მხარეც მოკლებული იყვნენ შესაძლებლობას მიეღოთ რაიმე ფორმით მონაწილეობა დაზარალებულის დაკითხვაში და მისი ჩვენების გამოკვლევაში გარდა მათი სასამართლო სხდომაზე საჯარო წაკითხვისა. ასევე არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნებოდა მხარეთა მონაწილეობით და რომელიც გაამყარებდა და დაადასტურებდა დაზარალებულ ფ---- ბ----–---–ის გამოძიების დროს მიცემული ჩვენების გაჟღერებულ ფაქტობრივ გარემოებებს. აქედან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ საჯაროდ წაკითხული და უშუალოდ გადაუმოწმებელი ჩვენების საფუძველზე ე------- ჩ--–----------- მსჯავრდება ეჭვქვეშ დააყენებს მთლიანობაში სასამართლო პროცესის სამართლიანობას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს პირის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები მიუხედავად იმისა, თუ რა კატეგორიის და ბრალდების საქმე განიხილება. საკითხის იმგვარად განმარტება, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეთა სპეციფიკიდან გამომდინარე, დადგინდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დაბალი სტანდარტი (ანუ გამამტყუნებელი განაჩენი არ ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს), ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტს, რითიც ირღვევა ადამიანის ერთ-ერთი მთავარი და ფუნდამენტური უფლება - სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნების უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული დანაშაული და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალურობით ხასიათდება, შესაბამისად, ამ გარემოებების გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილ დანაშაულთან.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- მიმართ განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები (ნასამართლობა, დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- და პროკურორის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ე------- ჩ--–----------- მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ე------- ჩ--–----------- და თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ც-------–---–---ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 23 ივლისის განაჩენი ე------- ჩ--–----------- მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ე------- ჩ--–---------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2018 წლის 10 მარტის და 2019 წლის 13 იანვრის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში;
ე------- ჩ--–---------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 17 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ე------- ჩ--–---------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 9(ცხრა) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ე------- ჩ--–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 13 იანვრიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ე------- ჩ--–----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულება:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
დისკი დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.
ფულადი თანხა, მეტრომანის ბარათი და მობილური ტელეფონი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაკა გველესიანი