განაჩენი

სისხლის სამართლის 02.10.2019
საქმის ნომერი
330100118002473923
ინსტანცია
თარიღი
02.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 330100118002473923

საქმე N1ბ/1142-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

02.10.2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე: ხვიჩა კიკილაშვილი

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

ვახტანგ მრელაშვილი

 

სხდომის მდივანი - გ------- ს-----ე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე: თ----- პ----ა, მ--- ჟ-----

 

დაცვის მხარე: გ--- ს-----ე, ო---- მ--------, ს---–--- კ-------

 

მსჯავრდებული: გ------ ბ-----ს ძე ჩ-------–---–ი, დაბადებული 2----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, პ-----------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილით.

 

სასჯელი: შინაპატიმრობა 8 (რვა) თვის ვადით; რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებული: თ------ ი-----–-ს ძე ე-----, დაბადებული 2----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები თბილისი, გ---–---------------------------------------------------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენით:

 

თ------ ე-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

 

თ------ ე----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

თ------ ე-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2 მაისიდან - 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

გ------ ჩ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გ------ ჩ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 8 (რვა) თვის ვადით;

 

გ------ ჩ-------–---–ს დაეკისრა საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

 

საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, გ------ ჩ-------–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------ ჩ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2 მაისიდან - 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- პ----ამ, აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულ თ------ ე-----ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მსჯავრდებულ გ------ ჩ-------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტის პოზიციით პირველი ინსტანციის სასამართლომ კვალიფიკაციის შეცვლის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ ცალმხრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ასევე დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს, რასაც ადასტურებს საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერი. მსჯავრდებულების აგრესიის ხარისხი, მათ მოქმედებებში წარმოჩენილი განზრახვა და ჭრილობის მიყენების ადგილი ცალსახად ადასტურებს რომ მათ დაზარალებულები მათ გაიმეტეს სასიკვდილოდ. ვიდეოჩანაწერის ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება მსჯავრდებულმა თ------ ე-----ს როგორ ასწია ხელი დაზარალებულ ა---------– ხ----–--ს გულის მიდამოს სიმაღლეზე და შემავალი დარტყმა განახორციელა სასიცოცხლო ორგანოს დაზიანების მიზნით, ხოლო გ------ ჩ-------–---–მა მას შემდეგ რაც მეტროს კიბეებთან დაეწია დაზარალებულ გ------- ს--------–-ას, მას გამეტებით მთელი ძალით მოუქნია დანა გულ-მკერდის მიდამოს მიმართულებით. ამასთანავე არცერთ მსჯავრდებულს არ მიეცა დანაშაულებრივი ქმედების განმეორების შესაძლებლობა, დაზარალებულები თავად განერიდნენ თავდამსხმელებს. აპელანტს მიაჩნია, რომ თ------ ე----- და გ------ ჩ-------–---–ი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით, დანაშაული ჩადენილია ჯგუფის მიერ მკვლელობის მცდელობა.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ------ ე-----მ, 2018 წლის 1 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ ,,თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ა---------– ხ----–--ს ხულიგნური ქვენაგრძნობით, დანით გულმკერდის არეში დარტყმით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება.

 

გ------ ჩ-------–---–მა, 2018 წლის 1 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, მეტროსადგურ ,,თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ს--------–-ას დანით მიაყენა მარჯვენა მხარის არეში ნაკვეთი ჭრილობა , რომელიც მიეკუთვნება ს-----–-- დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

 

სააპელაციო პალატა სრული მოცულობით იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას კვალიფიკაციის შეცვლასთან დაკავშირებით- (თ------ ე-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე. გ------ ჩ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე), რადგან საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმისა, რომ მსჯავრდებულ თ------ ე-----მ და მსჯავრდებულ გ------ ჩ-------–---–მა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმის წარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02;08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84). მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, №10590/83; 06/12/1988; §68). შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, №24086/04; 08/04/2010; § 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია სუბიექტის განზრახი ქმედების შედეგად დანაშაულებრივი შედეგის დადგომა - სიკვდილის სახით. ასევე აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განზრახვის დადასტურება შესაძლებელია, არამხოლოდ ბრალდებულის განცხადებით, ან/და მოწმეთა ჩვენებებით, არამედ ჩადენილი ქმედების და თავად ქმედების ჩადენამდე არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით განმარტებულია, რომ დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით კი, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, რაშიც იგულისხმება, რომ პირთა შორის შეთანხმება დანაშაულის ერთობლივად ჩადენის თაობაზე დროში წინ უნდა უსწრებდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ანდა რომელმაც გამოიწვია მხედველობის, სმენის, მეტყველების ან რომელიმე ორგანოს ან მისი ფუნქციის დაკარგვა, ფსიქიკური ავადმყოფობა, ორსულობის შეწყვეტა, სახის წარუშლელი დამახინჯება ან ჯანმრთელობის სხვაგვარი ისეთი დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დაკავშირებულია საერთო შრომისუნარიანობის მყარ, არანაკლებ ერთი მესამედით დაკარგვასთან ან წინასწარი შეცნობით პროფესიული შრომისუნარიანობის სრულ დაკარგვასთან. აღნიშნული განზრახ, ძალადობრივ დანაშაულს წარმოადგენს, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია ობიექტური მხარე გამოიხატება ქმედებაში, მძიმე შედეგში ან შედეგის საფრთხეში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის აღნიშნული დანაშაულის (მე-5 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული) მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით კრიმინალიზებულია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ დანაშაულის სუბიექტმა დაზარალებულს განზრახ მიაყენოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც თავის მხრივ უნდა გამოიწვიოს: ა) ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა; ბ) საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ერთ-ერთი ამ გარემოების სავალდებულოდ არსებობის გარეშე სუბიექტის მიერ განხორციელებული ქმედება სსკ-ის 120-ე მუხლით ვერ დაკვალიფიცირდება. ამასთან, სავალდებულოდ უნდა დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი სუბიექტის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულმა თ------ ე-----მ ხულიგნური ქვენაგრძნობით, დანით გულმკერდის არეში მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება ა---------– ხ----–--ს, ხოლო მსჯავრდებულ გ------ ჩ-------–---–მა, გ------- ს--------–-ას დანით მიაყენა მარჯვენა მხარის არეში ნაკვეთი ჭრილობა , რომელიც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის და გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა მსჯავრდებულების თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ის მიერ ჯგუფურად, ურთიერთშელაპარაკლების ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა, რისი გათვალისწინებითაც თ------ ე-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ხოლო გ------ ჩ-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა გ------- ს--------–-ამ განმარტა, რომ 2018 წლის 1 მაისს ა---------– ხ----–--სთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,თავისუფლების მოედანთან“. იყო დღის მეორე ნახევარი. მაღაზია H&M-ს წინ არსებულ კიბეზე შეხვდნენ თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ს. თ------ ე----- მიესალმა ა---------–ს, კერძოდ ჩამოართვა ხელი, რის შემდეგ მოიკითხა აგდებული ტონით, ახლოს მიუტანა სახესთან თავი და დაჟინებული და აგრესიული ტონით უთხრა, გვერდით გასულიყვნენ სალაპარაკოდ. იგი ვერ მიხვდა, იცნობდნენ თუ არა ა---------– ხ----–-- და თ------ ე----- ერთმანეთს. მან ურჩია ა---------–ს, თავი დაენებებინა და გაცლოდნენ იქაურობას, რადგან თ------ ე----- იყო ,,შარზე“ და პრობლემებს გადაეყრებოდნენ. გ------ ჩ-------–---–ი საუბარში არ ჩარეულა. რაიმე შელაპარაკება ან შურაცხმყოფელი საუბარი, მათ შორის არ ყოფილა. მალევე, თ------ ე----- გაიყვანეს სხვა ბიჭებმა, მაგრამ იგი მალევე უკან დაბრუნდა და მარცხენა ხელი გადახვია ა---------–ს, რაც მას ამ უკანასკნელმა გააშვებინა და ერთი-ორი მეტრით მოშორდა. თ------ ე----- ისევ მიუახლოვდა ა---------– ხ----–--ს და სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე მარჯვენა ხელით დაარტყა დანა გულ-მკერდის არეში. ა---------–მა გულზე მოიკიდა ხელი და მოიხარა. ა---------–ს მაისურზე ჰქონდა სისხლი და იგი მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი იყო დაჭრილი, მოკიდა ხელი და მეტროსადგურის მიმართულებით გაემართა. ამ დროს, გ------ ჩ-------–---–მა მოუქნია ხელი, თუმცა არ დაურტყამს. მან დაინახა, რომ გ------ს ეკავა ხელში დანისმაგვარი საგანი. კიბის ბოლოს უკნიდან დაეწია მას გ------ ჩ-------–---–ი და ერთი მოქნევით მიაყენა ჭრილობა მარჯვენა მკლავში. ამ დროს გ------ ჩ-------–---–ის გვერდით არავინ იყო და ხელსაც არავინ უჭერდა. მალევე ჩაერივნენ სხვა პირები და გ------ ჩ-------–---–ი შეაჩერეს. შემთხვევის ადგილზე მივიდა პატრული და სასწრაფო დახმარება. ის და ა---------–ი გადაიყვანეს ,,ა-----–-----------–ში“, სადაც მას გაუკერეს ჭრილობა მკლავზე, რომელიც არ იყო შემავალი. მან მოგვიანებით მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათებით ამოცნობაში, რა დროსაც ამოიცნო თ------ ე----- და გ------ ჩ-------–---–ი. მას ბრალდებულებთან არავითარი პრეტენზია არ აქვს.

 

დაზარალებულ ა---------– ხ----–--ს გამოძიებაში გამოკითხვის ოქმის (03.05.2018) მიხედვით, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ირკვევა, რომ შემთხვევამდე დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში, მაღაზია ,,H&M“-ს მიმდებარედ არსებულ კიბეებზე, რომელიც უნდა გაევლო სახლისკენ მიმავალ გზაზე, იგი ხედავდა ახალგაზრდა ბიჭს (მოგვიანებით ამოიცნო, როგორც თ------ ე-----). შემთხვევამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე იგი შეაჩერა თ------ ე-----მ და უთხრა, რომ იგი იყო პირი, რომელმაც მეგრულად შეაგინა. მან აუხსნა, რომ ეშლებოდა და ასევე უარი უთხრა სალაპარაკოდ გვერდით გაყოლაზე. 2018 წლის 1 მაისს 19:30-20:00 საათისთვის, მაღაზია ,,H&M“-ს მიმდებარედ არსებულ კიბეებზე, მას და მის მეგობარ გ------- ს--------–-ას მიუახლოვდა 5-6 მამაკაცი, რომელთა შორის იყო თ------ ე-----, რომელმაც კვლავ გვერდით გაყოლა სთხოვა, რაზეც უარი მიიღო. თ------ ე-----მ შუბლი შუბლზე მიადო, ხელი გადახვია, თუმცა მან ხელი გააშვებინა. ამ დროს დაინახა, რომ თ------ ე-----ს მარჯვენა ხელში ეკავა დანისმაგვარი საგანი, მიუახლოვდა მას და ერთხელ მოუქნია, რა დროსაც მან მკერდის არეში, მარცხენა მხარეს იგრძნო ტკივილი და ჩაიკეცა. ასევე იგრძნო როგორ წამოუვიდა სისხლი და მიხვდა, რომ იყო დაჭრილი. შეეშინდა, კიდევ არ დაერტყა დანისმაგვარი საგანი და გაიქცა მეტროს მიმართულებით. მან დაინახა, რომ გ------- ს--------–-აც იყო დაჭრილი მხარში და სისხლი სდიოდა, თუმცა ვინ დაჭრა იგი და რა მომენტში, არ დაუნახავს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (01.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 1 მაისს 21:15-22:40 საათზე მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს თბილისში, შოთა რუსთაველის გამზირი N2/4, მეტროსადგურ ,,თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და წარმოადგენს მეტროსადგურსა და სავაჭრო ცენტრი ,,გალერიას“ და საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღს შორის გამავალი ფეხით სავალ გზას. გზის დასაწყისი მეტროსადგურიდან მიემართება ს---–----საბა ორბელიანის ქუჩის მხარეს, ქვის კიბეებით, რომელიც გაყოფილია სამ ფლიგელად, პირველი - 15 საფეხური, მეორე - 13, მესამე - 9. პირველი ფლიგელის მესამე კიბის მარჯვენა კუთხეში, ნანახი და ამოღებული იქნა მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები, საიდანაც 30 მეტრის მოშორებით, ასასვლელი კიბის მესამე ფლიგელის კიბის ხელმარჯვნივ არსებულ ქვის მოაჯირიდან ნანახი და ამოღებული იქნა მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები, კიბის დასასრულს, ხელმარჯვნივ მოსაზღვრე პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღის ცხაურებიანი ლითონის მესერიდან დაახლოებით 80 სმ. მოშორებით ნანახი და ამოღებული იქნა ვერცხლისფერი დაკეცილი დანა, ტარზე შავი ნახატით.

 

ამოღების ოქმის (01.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 1 მაისს 22:4-23:20 საათზე, თბილისში, წინანდლის ქ. N9-ში მდებარე ა-----–-----------–ის ექთნისგან - მ--- ფ---–---–---–-სგან ამოღებული იქნა ა---------– ხ----–--ს მაისური სისხლისმაგვარი ლაქებით.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის (02.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 2 მაისს 02:08-02:25 საათზე ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის დაზარალებულმა გ------- ს--------–-ამ ამოიცნო თ------ ე-----ს ფოტოსურათი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის (02.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 2 მაისს 02:32-02:46 საათზე ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის დაზარალებულმა გ------- ს--------–-ამ ამოიცნო გ------ ჩ-------–---–ის ფოტოსურათი.

 

ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის (03.05.2018) მიხედვით, 2018 წლის 3 მაისს 12:00-12:50 საათზე ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც, მისთვის წარდგენილ ოთხ ფოტოსურათს შორის დაზარალებულმა ა---------– ხ----–--მ ამოიცნო თ------ ე-----ს ფოტოსურათი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნით (16.07.2018), შპს ა-----–-----------–ის პირველი კლინიკური ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2653-ის ჩანაწერების თანახმად მოქალაქე ა---------– ხ----–-- მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 2018 წლის 1 მაისს 20:15 საათზე (03.05.2018-ის მონაცემებით აგრძელებს სტაციონარულ მკურნალობას), დაუდგინდა: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ, ლავიწშუა ხაზზე, მე-4-5 ნეკნთაშუა სივრცეში - შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, ნეკნთაშუა სისხლძარღვების და მარცხენა პლევრის ღრუში, ნეკნთაშუა სისხლძარვების და მარცხენა ფილტვის დაზიანებით, მარცხენამხრივი ჰემო-პნევმოთორაქსით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 1 მაისს. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა - ნ--------------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N0-------- დასკვნით (16.07.2018), შპს ა-----–-----------–ის პირველი კლინიკური ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N2652-ის ჩანაწერების თანახმად მოქალაქე გ------- ს--------–-ა მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 2018 წლის 1 მაისს 20:15 საათზე (გაეწერა იმავე დღეს 22:00 საათზე). აღენიშნებოდა ნაკვეთი ჭრილობა მარჯვენა მხრის შუა მესამედში, წინა ლატერალურ ზედაპირზე. დაზიანება ნაკვეთი ჭრილობის სახით განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება ს-----–-- დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 01.05.2018. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა - ნ--------------ემ.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N005607518 დასკვნით (15.08.2018), პაკეტში, წარწერით: „..ამოღებულია 1 (ერთი) ც. დანა მე-3 ფლიგელის (არ იკითხება) ხელმარჯვნივ სკვერის მესერთან ნიადაგის ზედაპირიდან...“, მოთავსებული დანის პირსა და ტარზე არსებული ბიომასალის (ობ. N1,2) გენეტიკური პროფილები შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია; პაკეტში, წარწერით: „...ობიექტი N1 N2 მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდები დოლბანდზე..“, მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N3,4) შეიცავს ადამიანის სისხლს. ობ. N3-ის (კონვერტი, წარწერით: „ობ N1. მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე აღებულ იქნა სკვერის კედელთან მე-3 კიბის საფეხურიდან“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება გ------- ს--------–-ას (ობ.N15; პაკეტი, წარწერით: „...გ. ს--------–-ს სისხლის ნიმუში“.) და ა---------– ხ----–--ს (ობ. N16; პაკეტი, წარწერით: „---ა. ხ----–--ს სისხლის ნიმუში“) გენეტიკური პროფილებისაგან. ობ. N4-ის (კონვერტი, წარწერით: „ობიექტი N2, მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი დოლბანდზე, აღებული ასასვლელი კიბეების მარჯვენა მხარეს მდებარე ფილაქნის ზედაპირიდან.“) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა---------– ხ----–--ს (ობ. N16); პაკეტში, წარწერით: „...ა. ნურციას ტყავის ჩანთა და მაისური.“, მოთავსებულ ჩანთაზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ა---------– ხ----–--ს (ობ. N16). ამავე პაკეტში მოთავსებულ მაისურზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; პაკეტში, წარწერით: „ა. ნურციას ტანსაცმელი...“, მოთავსებულ ჟაკეტზე, მაისურზე, ჯინსის შარვალსა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N6-12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ა---------– ხ----–--ს (ობ. N16). ამავე პაკეტში მოთავსებულ წინდებზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება; პაკეტში, წარწერით: „გ------- ს--------–-ს მაისური...“, მოთავსებულ მაისურზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N13,14) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის ა---------– ხ----–--ს (ობ. N16). ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა ექსპერტმა - ი------------ემ.

 

2018 წლის 1 მაისს, საღამოს საათებში, ქ.თბილისში, მეტრო ,,თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით თვითმხილველი მოწმეები უთითებენ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოწმე საბა ჭანჭალეიშვილი განმარატვს, რომ „მან დაინახა მეტროდან ამომავალი ორი ბიჭი, რომელთაგან ერთი იქნებოდნენ 18-19 წლის, მეორე ოდნავ უფროსი, რომლებიც მანამდე არასდროს უნახავს. ერთ-ერთს თ------ ე----- მიესალმა, რასაც მოყვა უცნობის მხრიდან შეურაცხყოფა, კერძოდ ამ უკანასკნელმა თ------ს შეაგინა დედა. თ------ი ბიჭებმა გვერდით გაიყვანეს, მაგრამ იგი ისევ უკან დაბრუნდა. თავად იდგა მოშორებით და ბიჭების საუბარი არ ესმოდა, თუმცა როდესაც დაინახა, რომ სიტუაცია დაიძაბა, მიუახლოვდა და დაინახა, როგორ დაარტყა თ------ ე-----მ ერთ-ერთ ბიჭს დანა გულ-მკერდის არეში, რის შემდეგ ბიჭი ძირს დაიხარა. გ------ ჩ-------–---–ს დაჭრილი ბიჭისთვის დანა არ მოუქნევია, მეორე ბიჭს უთხრა, ,,წადი, თორემ დაგჭრიო“, გაეკიდა და დანას უქნევდა. გ------ ჩ-------–---–ი თავად გააჩერა. მოხვდა თუ არა ბიჭს გ------ის მოქნეული დანა, არ დაუნახავს“.

 

მოწმე ნ-----–--------------–იძე განმარატვს, „მოულოდნელად დაიწყო შელაპარაკება თ------ ე-----სა და ერთ-ერთ უცხო ბიჭს შორის. შელაპარაკება იყო სიტყვიერი, ხელით შეხება მას არ დაუნახავს და გაგრძელდა სულ დაახლოებით ნახევარ წამს. იგი ძალიან დაბნეული იყო და სხვა ბიჭები რას აკეთებდნენ, არ დაუნახავს. გაიგო წამოყვირება, ,,ვაიმეო“ და რომ მიიხედა ერთი უცხო ბიჭი იყო ოდნავ მხრებში მოხრილი, ხოლო დანარჩენები გარბოდნენ. მან ვერ გაიგო რა ხდებოდა, ამიტომ ჯერ მეტროს მიმართულებით წავიდა და რადგან იქ ვერაფერი ნახა, მოტრიალდა და სახლისკენ აიღო გეზი. შემთხვევის შემდეგ, თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ის შესახებ არაფერი გაუგია და არც სხვა ბიჭებთან ჰქონია საუბარი ამ შემთხვევაზე. მოგვიანებით შეიტყო, რომ ადგილი ჰქონდა დაჭრის ფაქტს. შემთხვევის დღეს, გ------ ჩ-------–---–ის შეკამათება ან შელაპარაკება, არ დაუნახავს“.

 

მოწმე ლ-–-----–--------–---–ი განმარატვს, რომ „მან დაინახა, როგორ ამოვიდა მეტროდან ორი უცხო ბიჭი, მათ შორის ერთი იყო შედარებით მაღალი. იგი ელაპარაკებოდა საბა ჭანჭალეიშვილს და ნ-----–--------------–იძეს. გვერდით რომ გაიხედა, დაინახა თ------ ე-----, რომელიც ესაუბრებოდა ამ უცხო ბიჭებს და სიტუაცია არევისკენ მიდიოდა. იგი მიუახლოვდა და შეეცადა უცხო ბიჭები გაერიდებინა, მოუწოდა, წასულიყვნენ, თუმცა მათ ვერ გაიგეს. შელაპარაკება რომ დაიწყო, იგი ცდილობდა სიტუაცია დაემშვიდებინა, შუაშიც ჩადგა. მან დაინახა, როგორ მოიქნია თ------ ე-----მ ხელი, რომელიც ალბათ უცნობს მოხვდა თავში, რომელიც მოიხარა, რის შემდეგ ორივე უცნობი გაიქცა. თ------ ე-----ს მოქნეულ ხელში არაფერი ეკავა. ჩხუბი რომ დაიწყო, მან დაინახა, რომ გ------ ჩ-------–---–მა გაიწია, მაგრამ რას აკეთებდა, არ დაუნახავს, რადგან მისგან ზურგით იდგა. მან და საბა ჭანჭალეიშვილმა გ------ ჩ-------–---–ი დაიჭირეს კიბესთან, რადგან უკან არ გაკიდებოდა იმ ბიჭებს ან ისინი არ მიბრუნებულიყვნენ უკან. შემთხვევის დღეს დანა არავის ხელში დაუნახავს.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერზეც, რომელიც მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე და სააპელაციო პალატის საქმის განხილველი კოლეგია გაეცნო მას. ჩანაწერში ჩანს როგორ ხვდებიან თ------ ე----- და გ------ ჩ-------–---–ი, გ------- ს--------–-ასა და ა---------– ხ----–--ს, როგორ ესალმებიან თ------ ე----- და ა---------– ხ----–-- და თავებს ადებენ ერთმანეთს, რის შემდეგ თ------ ესაიავა გაყავთ სხვა ახალგაზრდებს, თუმცა თ------ ე----- მალევე უახლოვდება ა---------– ხ----–--ს, კისერზე ხვევს ხელს და მარჯვენა ხელს, რომელშიც უჭირავს დანისმაგვარი საგანი, ხელის ერთი მოძრაობით ა---------– ხ----–--ს ურტყამს გულ-მკერდის არეში , გ------ ხ----–-- წელში იხრება, თ------ ე----- კი გარბის რამოდენიმე მეტრის მოშორებით და ჩერდება. ამავე ჩანაწერებში ჩანს გ------ ჩ-------–---–იც, მასაც ხელში უკავია დანის მაგვარი საგანი და ხელის ერთი მოძრაობით ურტყამს გ------- ს--------–-ას მარჯვენა მკლავში. გ------- ს--------–-ა უყურებს მის მარჯვენა მკლავს და ამოწმებს მას. მალევე, გ------ ჩ-------–---–ს აჩერებს ორი ახალგაზრდა.

 

დაზარალებულების და თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებების გაანალიზებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ თ------ ე-----ს სურდა ა---------– ხ----–--ს მოკვლა (თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა), ხოლო გ------ ჩ-------–---–ს გ------- ს--------–-ასთვის გულ-მკერდის არეში დაზიანების მიეყენებინა და მოკვლის განზრახვა (დამოუკიდებელი მიზეზების გამო მხოლოდ მარჯვენა მხარის არეში მიაყენა ნაკვეთი ჭრილობა).

 

სააპელაციო პალატას არამართებულად მიაჩნია ბრალდების მხარის მსჯელობა -იმის თაობაზე, რომ „ვიდეოჩანაწერის ანალიზით ერთმნიშვნელოვნად დგინდება, მსჯავრდებული თ------ ე-----ს მიერ დაზარალებულ ა---------– ხ----–--სთვის გულის მიდამოს სიმაღლეზე შემავალი დარტყმის განახორციელებით მისი მოკვლის განზრახვა“ რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. ვიდეოჩანაწერი გვაძლევს მხოლოდ ვიზუალურ ინფორმაციას დანის დარტყმის შესახებ, გულ-მკერდის არე, როგორც ჭრილობის მდებარეობა, იმავდროულად ცალსახად არ გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სახეზეა ადამიანის მოკვლის განზრახვა. იმისათვის, რომ დამნაშავის განზრახვის არსებობა დადგინდეს გასააზრებელია დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება როგორც ზოგადად, ისე დაზიანების მიყენების მომენტში, ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს უშუალოდ შექმნილი სიტუაციის სწორ აღქმაზე, არანაკლებ მნიშვნელოვანია დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემდეგ.

 

ბრალდების მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა მტკიცებულებათა ერთობლიობა, თუმცა ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ ის ფაქტი, რომ თ------ ე-----მ და გ------ ჩ-------–---–მა, ჯგუფურად, მომხდარი სიტყვიერი შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, თანნაქონი დანების გამოყენებით, ჩაიდინეს ა---------– ხ----–--სა და გ------- ს--------–-ას მკვლელობის მცდელობა - არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

თ------ ე-----ს მიერ ჩადენილი ქმედებასთან დაკავშირებით, პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ------ ე-----ს მიერ დანით ჭრილობის მიყენება ხულიგნური ქვენაგრძნობით განხორციელდა, რომელიც საზოგადოებაში არსებული თანაცხოვრების წესების უგულველყოფის ნიადაგზე აღმოცენდება, ამ დროს დამნაშავის ქცევა განპირობებულია მისი სწრაფვით დაუპირისპირდეს გარშემომყოფთ, მოახდინოს ზნეობრივი ნორმებისადმი უპატივცემულობის დემონსტრირება და დამნაშავის მიერ მისი მოქმედების თავისუფლების არასწორ აღქმას ეფუძნება. დამნაშავის მიერ მსხვერპლის - ა---------– ხ----–--ს შერჩევა მოხდა შემთხვევით (გ------- ს--------–-ას ჩვენებიდან „თ------ ე----- უბრალოდ ,,შარზე“იყო) ანუ მისთვის დიდად არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვისთან წამოიწყებდა ჩხუბს. დაზარალებულმა გ------- ს--------–-ამ განმარტა, რომ 2018 წლის 1 მაისს ა---------– ხ----–--სთან ერთად იმყოფებოდა მეტროსადგურ ,,თავისუფლების მოედანთან“, თ------ ე----- მიესალმა ა---------–ს, რის შემდეგ მოიკითხა აგდებული ტონით, ახლოს მიუტანა სახესთან თავი და დაჟინებული და აგრესიული ტონით უთხრა, გვერდით გასულიყვნენ სალაპარაკოდ. იგი ვერ მიხვდა, იცნობდნენ თუ არა ა---------– ხ----–-- და თ------ ე----- ერთმანეთს. მან ურჩია ა---------–ს, თავი დაენებებინა და გაცლოდნენ იქაურობას, რადგან თ------ ე----- იყო ,,შარზე“ და პრობლემებს გადაეყრებოდნენ. მალევე, თ------ ე----- გაიყვანეს სხვა ბიჭებმა, მაგრამ იგი მალევე უკან დაბრუნდა და მარცხენა ხელი გადახვია ა---------–ს, რაც მას ამ უკანასკნელმა გააშვებინა და ერთი-ორი მეტრით მოშორდა. თ------ ე----- ისევ მიუახლოვდა ა---------– ხ----–--ს და სრულიად მოულოდნელად და ყოველგვარი მიზეზის გარეშე მარჯვენა ხელით დაარტყა დანა გულ-მკერდის არეში. ა---------–მა გულზე მოიკიდა ხელი და მოიხარა. ა---------–ს მაისურზე ჰქონდა სისხლი და იგი მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი იყო დაჭრილი, მოკიდა ხელი და მეტროსადგურის მიმართულებით გაემართა. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მათ შორის სასამართლოს მიერ გამოკვლეული შემთხვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერით დგინდება, რომ თ------ ე-----ს ჰქონდა საკმაო დრო და საშუალებაც, ა---------– ხ----–--ს მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში კიდევ მიეყენებინა ჭრილობები და დაერტყა დანა, თუმცა ამის ნაცვლად დანის დარტყმის შემდეგ თ------ ე----- თვითონვე განერიდა დაზარალებულს. ამავდროულად არ იკვეთება ისეთი წინაპირობა რაც უბიძგებდა თ------ ე-----ს მოეკლა ა---------– ხ----–--. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის N--------- დასკვნით (16.07.2018), დადასტურებულია, რომ თ------ ე-----ს მიერ ა---------– ხ----–--სთვის დანით მიყენებული ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ურომლისოდაც ეს უკანასკნელი არ განხორციელდებოდა.

 

გ------ ჩ-------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებასთან დაკავშირებით, დაზარალებული გ------- ს--------–-ამ განმარტავს, რომ გ------ ჩ-------–---–მა ერთხელ მოუქნია მას ხელი, რა დროსაც ხელში ეკავა დანისმაგვარი საგანი, რის შემდეგ უკნიდან დაეწია და ერთი მოქნევით მიაყენა ჭრილობა მკლავში. არც დაზარალებულ გ------- ს--------–-ას და არც სხვა თვითმხილველ მოწმეებს, არსად უხსენებით ის გარემოება, რომ გ------ ჩ-------–---–ი ცდილობდა გულ-მკერდის არეში მიეყენებინა ჭრილობა გ------- ს--------–-ასთვის, თუმცა ააცილა. პალატას მიაჩნია, რომ ასეთი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, წარმოუდგენელია დაზარალებულის თვალთახედვის მიღმა დარჩენილიყო. მითუფრო, დაზარალებულს არაფერი უთქვამს იმის თაობაზე, რომ იგი გაიწია ან არსებობდა სხვა რაიმე გარემოება, რასაც შესაძლოა ხელი შეეშალა გ------ ჩ-------–---–ისთვის მიზნის მიღწევაში. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ------ ჩ-------–---–საც ჰქონდა საკმაო დრო და საშუალება, რომ კიდევ მიეყენებინა ჭრილობა გ------- ს--------–-ასთვის მისი მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში. დაზარალებულმაც ცალსახდ დაადასტურა, რომ მისთვის ჭრილობის მიყენების დროს, გ------ ჩ-------–---–ის გვერდით არავინ ყოფილა და შესაბამისად, არც ხელს უჭერდა ვინმე. მოწმე საბა ჭანჭალეიშვილის ჩვენება, როდესაც მოწმემ დაადასტურა, რომ გ------ ჩ-------–---–მა გ------- ს--------–-ას უთხრა ,,წადი, თორემ დაგჭრიო“, რაც გამორიცხავს დაზარალებულის მოკვლის განზრახვას. არცერთ მოწმეს არ უთქვამს, ის გარემოება რომ გ------ ჩ-------–---–ი აპირებდა კიდევ მიეყენებინა ჭრილობები დაზარალებულისთვის და იგი სწორედ ამიტომ შეაჩერეს. ამდენად, გ------ ჩ-------–---–ის მიერ გ------- ს--------–-ასთვის მიყენებული ჭრილობის მიდამოს, ასევე ბრალდებულის ქცევის და დაზარალებულის მისეული აღქმის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უტყუარად ვერ დადასტურდა ის გარემოება, რომ გ------ ჩ-------–---–ი ცდილობდა გ------- ს--------–-ას მოკვლას.

 

ამდენად პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ პირისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემთხვევაში უნდა გაირკვეს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს მისი მოკვლის ან/და მისთვის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მიყენების განზრახვა, რაც უნდა დადგინდეს არა მხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ - ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ: უნდა შეფასდეს ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები და ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ. პირველი ინსტანციის სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ მსჯავრდებულებს დაზარალებულების განზრახ მოკვლის რაიმე საბაბი არ გააჩნდათ, რასაც მთლიანად ეთანხმება პალატა.

 

თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ის ბრალდება, ჯგუფურად, ორი პირის (გ------- ს--------–-ას და ა---------– ხ----–--ს) მოკვლის მცდელობაში, პალატისათვის არასარწმუნო და ფაქტობრივ გარემოებებთან შეუსაბამოა, როდესაც ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით (მათ შორის არც დაზარალებულების ჩვენებით) ირიბადაც კი არ ყოფილა მითითება იმაზე, რომ კონფლიქტის დროს გ------ ჩ-------–---–ს რაიმე შეხება ჰქონდა ა---------– ხ----–--სთან ან რომ მისი განზრახვა მოიცავდა თ------ ე-----ს ქმედებებსაც, ასევე საქმეში არსებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან შეუსაბამოა ის მსჯელობაც, რომ თ------ ე-----ს განზრახვა მოიცავდა გ------ ჩ-------–---–ის ქმედებებსაც.

 

ამდენად, პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა ორივე მსჯავრდებულის მიმართებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ------ ე-----ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გ------ ჩ-------–---–ის საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილით დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ არასრულწლოვნის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართალწარმოების პროცესში გათვალისწინებული იყოს მისი ასაკი, მისი სიმწიფის, ინტელექტუალური და ემოციური განვითარების დონე და შესაძლებლობები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე T v. the United Kingdom, №24724/94; 16/12/1999; §84.

 

სასამართლო თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემობად მიიჩნევს, დაზარალებულების გ------- ს--------–-ას და ა---------– ხ----–--ს პოზიციას, რომ კონფლიქტი მათ შორის ამოწურულია, მათ პრეტენზია არ გააჩნიათ და ითხოვეს ბრალდებულების მიმართ კანონისმიერი შეღავათების გამოყენება, ასევე თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ის კანონისშესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლოში, რაც შეეხება პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელ გარემოებებს, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასეთი არ დადგენილა.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას.

 

სასჯელის მიზნებში პირველ ადგილას არასრულწლოვანის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მითითებით, ნათელია კანონმდებლის ნება, რომ სწორედ ამ მიზნის მიღწევით არის შესაძლებელი ახალი დანაშაულის თავიდან აცილება. თუ არ მოხდა არასრულწლოვანის რესოციალიზაცია და საზოგადოებაში მისი სრულფასოვან წევრად რეინტეგრაცია, არსებობს დიდი რისკი მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენისა. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან თ------ ე-----მ ჩაიდინა მძიმე, ხოლო გ------ ჩ-------–---–მა ნაკლებად მძიმე დანაშაულები, არ არიან ნასამართლევები, ასევე მათი პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების ხასიათის გათვალისწინებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, რაც უკავშირდება ორივე შემთხვევაში შემდგომი განათლების მიღებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელები თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ს უნდა ჩაეთვალოთ პირობითად.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავდებულების თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ს მიმართ განსაზღვრული სასჯელი მათ მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მათ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედება, გამოიტანონ სათანადო დასკვნები, მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის ამსახველი 1 ცალი ლაზერული დისკი, დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „1“ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები, დალუქული „1“ პაკეტად NFCD828971, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული „1“ ცალი დანა, დალუქული 1 სპეც. პაკეტში NFCD873029, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; კლინიკა შპს „ა-----–-----------–იდან“ ამოღებული ა---------– ხ----–--ს ტანსაცმელი და ნივთები კერძოდ: 1 წყვილი წინდა, 1 წყვილი ბოტასი, 1 ცალი ზოლიანი გაჭრილი მაისური, 1 გრძელსახელოებიანი მოსაცმელი, 1 ცალი ცისფერი ფერის ჯინსის შარვალი, დალუქული 1 ფუთად N27/14/9 ლუქით, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; ტყავის პატარა ჩანთა და მასში მოთავსებული მაისური, დალუქული 1 ფუთად, N27/14/9 ლუქით, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; მოწმე გ------- ს--------–-ასგან ამოღებული ლურჯი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, დალუქული „1“ პაკეტად, N27/14/9 ლუქით, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; ა---------– ხ----–--ს სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად N27/147/9 ლუქით, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; გ------- ს--------–-ას სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად N27/147/9 ლუქით, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას; ბრალდებულ გ------ ჩ-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: 1 ცალი მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, მოსწავლის ბარათი, დალუქული 1 პაკეტად N27/147/9 ლუქით, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; სამგზავრო ჩანთა, მასში მოთავსებული ტანსაცმლით - გრძელმკლავიანი მონაცრისფრო ფერის ე.წ. კაპიუშონიანი მოსაცმელი, ლურჯი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ე.წ. კაპიუშონიანი მაისური, ქურთუკი, ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, შავი „ჟაკეტი“, შავი სპორტული ფეხსაცმელი და ლურჯი ე.წ. კაპიუშონიანი მოსაცმელი, დალუქული 1 ფუთად, N27/14/9 ლუქით, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი ლისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; ბრალდებულ თ------ ე-----ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი მობილური ტელეფონი და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ტანსაცმელი, დალუქული 2 პაკეტად, N27/14/9 ლუქით, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

საქართველოს სისსლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება.

 

ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. ფულადი თანხის ნაცვლად შეტანილ უძრავ ქონებას ედება ყადაღა. ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად თუ ბრალდებულმა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეულია გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით გირაო შეიცვლება უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით. ამავე განჩინებით გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო უძრავი ქონება გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით, აღსასრულებლად მიიქცევა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით, ბრალდებულ გ------ ჩ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო ბ---- ჩ-------–---–ის (პირადი ნომერი 6----------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას - მდებარე ლანჩხუთი, სოფელი ს------, საკადასტრო კოდი 2-----------, რომლის საბაზრო ღირებულება წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებელის დასკვნის თანახმად შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა, რომ გ------ ჩ-------–---–მა, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიებად შერჩეული იყო გირაო, დაარღვია ამ ღონისძიების გამოყენების პირობა ან კანონი, უნდა მოეხსნას გირაოს სანაცვლოდ ბ---- ჩ-------–---–ის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ----- პ----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 27 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

თ------ ე-----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

 

თ------ ე----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად, 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

თ------ ე-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტანს, განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.

 

თ------ ე-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2 მაისიდან - 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

გ------ ჩ-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

გ------ ჩ-------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს შინაპატიმრობა 8 (რვა) თვის ვადით;

 

გ------ ჩ-------–---–ს დაეკისროს საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან - 08:00 საათამდე პერიოდში;

 

საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, გ------ ჩ-------–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობითად, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

გ------ ჩ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 2 მაისიდან - 2018 წლის 19 სექტემბრის ჩათვლით.

 

გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 ოქტომბრის განჩინება ყადაღის დადების შესახებ.

 

ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით ბრალდებულ გ------ ჩ-------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით განსაზღვრული თანხის 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ნაცვლად შესატან, ბ---- ჩ-------–---–ის (პირადი ნომერი 6----------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას - მდებარე ლანჩხუთი, სოფელი ს------, საკადასტრო კოდი 2-----------, რომლის საბაზრო ღირებულება წარმოდგენილი დამოუკიდებელი შემფასებელის დასკვნის თანახმად შეადგენს 5000 (ხუთი ათასი) ლარს, ბრალდებულ გ------ ჩ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების - გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად.

 

თ------ ე-----ს და გ------ ჩ-------–---–ის მიერ პირობითი მსჯავრის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი, კერძოდ:

 

გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის ამსახველი 1 ცალი ლაზერული დისკი, დალუქული 1 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „1“ ცალ ლაზერულ დისკზე, დალუქული სახით, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო-მოყავისფრო ფერის ლაქები, დალუქული „1“ პაკეტად NFCD828971, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული „1“ ცალი დანა, დალუქული 1 სპეც. პაკეტში NFCD873029, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

კლინიკა შპს „ა-----–-----------–იდან“ ამოღებული ა---------– ხ----–--ს ტანსაცმელი და ნივთები კერძოდ: 1 წყვილი წინდა, 1 წყვილი ბოტასი, 1 ცალი ზოლიანი გაჭრილი მაისური, 1 გრძელსახელოებიანი მოსაცმელი, 1 ცალი ცისფერი ფერის ჯინსის შარვალი, დალუქული 1 ფუთად N27/14/9 ლუქით, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ტყავის პატარა ჩანთა და მასში მოთავსებული მაისური, დალუქული 1 ფუთად, N27/14/9 ლუქით, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

მოწმე გ------- ს--------–-ასგან ამოღებული ლურჯი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, დალუქული „1“ პაკეტად, N27/14/9 ლუქით, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ა---------– ხ----–--ს სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად N27/147/9 ლუქით, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

გ------- ს--------–-ას სისხლის ნიმუში, დალუქული 1 პაკეტად N27/147/9 ლუქით, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

ბრალდებულ გ------ ჩ-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები: 1 ცალი მობილური ტელეფონი, პირადობის მოწმობა, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი, მოსწავლის ბარათი, დალუქული 1 პაკეტად N27/147/9 ლუქით, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

სამგზავრო ჩანთა, მასში მოთავსებული ტანსაცმლით - გრძელმკლავიანი მონაცრისფრო ფერის ე.წ. კაპიუშონიანი მოსაცმელი, ლურჯი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, ე.წ. კაპიუშონიანი მაისური, ქურთუკი, ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, შავი „ჟაკეტი“, შავი სპორტული ფეხსაცმელი და ლურჯი ე.წ. კაპიუშონიანი მოსაცმელი, დალუქული 1 ფუთად, N27/14/9 ლუქით, რომელიც ინახება ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი ლისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;

 

ბრალდებულ თ------ ე-----ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული 1 ცალი მობილური ტელეფონი და პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ტანსაცმელი, დალუქული 2 პაკეტად, N27/14/9 ლუქით, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ხვიჩა კიკილაშვილი

 

გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვახტანგ მრელაშვილი