განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 080100118002683837
საქმე №1/ბ-380-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
03 ოქტომბერი, 2019 წ. ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მარინა სირაძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - ქ------- უ-----ის
მსჯავრდებულის - ა---- ა--------ის
ადვოკატის - ვ--–---- კ-------–---ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---- მ-------ის ძე ა--------ის მიმართ - დაბადებული 0---------წ. საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, საშუალო განათლებით, მცხოვრები: ქუთაისი, თ---–-----------------–-------------;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ა---- ა--------ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2018 წლის 19 ივნისს, ღამის საათებში, ქურდობისთვის ნასამართლევმა ა---- ა--------ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, თ---–---------------ში ს------- ს--------–---ს საცხოვრებელ სახლში და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 1100 ლარად ღირებულ „LG” ფირმის ტელევიზორს და 30 ლარად ღირებულ ნოკიას ფირმის მობილურ ტელეფონს, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა 1130 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. 2018 წლის 16 ივლისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა---- ა--------ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, კ--------------------ში მდებარე ლ---- ლ------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ჩემოდანს, ენციკლოპედიის 12 ტომს, ჭურჭელს, ვერცხლის სამკაულებს. დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 351 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
3. 2018 წლის 26 ივლისს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა---- ა--------ემ უკანონოდ შეაღწია ქ. ქუთაისში, ს---–--------------–-------------ში მდებარე დ-------- ბ------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „SAMSUNG”-ის ფირმის ტელევიზორს, „ACER”-ის ფირმის ლეპტოპს, „HUAWEI”-ს ფირმის მობილურ ტელეფონს, ოქროს ჯვრებს და სამკაულებს. დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 3400 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
4. 2018 წლის 9 აგვისტოს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა---- ა--------ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, თ---–------------ში მდებარე ი---- მ-----------ს კუთვნილ საოჯახო ტიპის სასტუმრო „მ------“-ში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა „SONY”-ს ფირმის ტელევიზორს. დანაშაულებრივი ქმედებით ი---- მიზანდარს მიადგა 1100 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
5. 2018 წლის 17 აგვისტოს, ღამის საათებში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა---- ა--------ემ უკანონოდ შეაღწია ქუთაისში, პ----–-----–---–------------ში მდებარე რ--------- ბ--–-------ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ფულად თანხას და ვერცხლის ნივთებს. დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მიადგა 780 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით ა---- ა--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახით განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (19.06.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (16.07.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (26.07.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (09.08.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (17.08.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით ა---- ა--------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ა---- ა--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 სექტემბრიდან.
2. სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - მსჯავრდებული ა---- ა--------ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებლი გარემოებების გათვალისწინებით, ცვლილება შევიდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენში და საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელიდან - 05 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, სასჯელის 1/3, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.
პროკურორს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ა---- ა--------ეს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს ვ--–---- კ-------–---ს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ქ------- უ-----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა ა---- ა--------ის მიმართ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ მსჯავრდებული ა---- ა--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---- ა--------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით (5 ეპიზოდი), გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდაოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს------- ს--------–---ს გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ა---- ა--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთებით, გ--- ა----–--ის, გ--–-----–--ის გამოკითხვის ოქმებით, გ--- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ნივთებით, 2012 წლის 8 აგვისტოს განაჩენით, მოწმეების: თ------ ც-------ის, ნ-----–- კ-–--ის, შ------- ს--------–--ის, თ------ კ-----–---ს, ნ--- ს---–--ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ ლ---- ლ------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: ო-–--- ხ-------ის, ი-------------–---–ის, ც---- ხ-------–---–ის, თ------- კ--------ის, ნ---- ლ-------ის, ს---–---- ჩ-------ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ დ-------- ბ------ის გამოკითხვის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითა და ამოღებული ტელევიზორით, დაზარალებულ ი---- მ-----------ს გამოკითხვის ოქმით, მოწმეების: გ--- ა----–--ის, გ--–- გ--–---ს გამოკითხვის ოქმებით, გ--- ა----–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმითა და ამოღებული ტელევიზორით, ამოღების ოქმითა და გ--–-----–--ისგან ამოღებული ტელევიზორით, დაზარალებულ რ--------- ბ--–-------ის გამოკითხვის ოქმითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ა---- ა--------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი. აპელანტი (მსჯავრდებული და მისი ადვოკატი) ითხოვენ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
სააპელაციო პალატა ა---- ა--------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებს:
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან. საპროცესო შეთანხმების დადების გარდა, თუ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, პირობით მსჯავრად შეიძლება ჩაითვალოს დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედი, მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ერთი მესამედი, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში – სასჯელის ნახევარი.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღო ა---- ა--------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული და განუსაზღვრა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი, ამასთან, საბოლოო სასჯელის გასაზღვრისას დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელი განუსაზღვრა შთანთქმის წესის გამოყენებით.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, რომ ა. ა--------ისათვის შეფარდებული სასჯელი არის მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის (5 ეპიზოდი) თანაზომიერი და პროპორციული, რომ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
ამდენად, სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ა---- ა--------ის მიმართ დანიშნული სასჯელი სამართლიანად მიაჩნია და არ მიიჩნევს მიზანშეწონილად სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნას საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი ა---- ა--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა---- ა--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ა---- ა--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ,,გ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (19.06.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (16.07.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით;
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (26.07.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (09.08.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (17.08.2018 წლის ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული თანაბარი სასჯელებიდან, ერთმა სასჯელმა შთანთქოს სხვა სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ ა---- ა--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ა---- ა--------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 სექტემბრიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილიდან (ქუთაისი, პ----–---–----------–----------ში მდებარე საცხოვრებელი სახლი) ამოღებული ანაწმენდები, პოლიეთილენის პარკი, მეტალის ე.წ პინცეტი, ხელის ერთი კვალი - განადგურდეს;
- ა---- ა--------ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული: სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი სენსორული ეკრანით, იმეი-კოდით, 3--------------------- ვერცხლისფერი კორპუსის მქონე ნოკია 95, უკანა ხუფისა და ელემენტის გარეშე, იმეი კოდით 3---------------------- შავი ფერის კორპუსის მქონე ტელეფონი GENERAL MOBILE, კლავიატურით, ელემენტის გარეშე, იმეი- კოდით 35-------------------; მცირე ზომის LG-ის ფირმის მობილური ტელეფონი, წინა მხარეს თეთრი კორპუსით, იმეი-კოდებით 3-------------------- და 3--------------------; შავი ფერის კორპუსის მქონე ნოკიას ფირმის მობილური ტელეფონი, ფანრით, იმეი-კოდით 35-------------------. ტელეფონში მოთავსებულია სიმ-ბარათი. სამსუნგის ფირმის თეთრი კორპუსის მქონე მობილური, მოწითალო ფერის შალითით იმეი-კოდით 3--------------------; ალკატელის ფირმის შავი ფერის მობილური, იმეი -კოდით 3--------------------; ალკატელის ფირმის ლურჯი ფერის კორპუსის მქონე მობილური, იმეი-კოდით 3--------------------; სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, განივად გატეხილი ეკრანით, სიმ-ბარათის გარეშე, იმეი- კოდით 3--------------------; ჰუავეის ფირმის Y511- U 10-ი მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი-კოდებით 8------------------------; შავი ფერის კორპუსის მქონე SONY-ის ფირმის ვიდეოკამერა წარწერით SONY HANDYCAM, თავისივე შავი ფერის მოსათავსებელი ბუდით; ვერცხლისფერი კორპუსის მქონე SONY-ის ფირმის ფოტოაპარატი, წარწერით SONY CYBERSHOT. ფოტოაპარატს უკანა მხარეს აქვს ეკრანი და გადაღების რეჟიმის ღილაკები. წინა მხარეს გააჩნია მრგვალი ფორმის გამოსაწევი ობიექტივი. აპარატს აქვს თავისივე მუქი ფერის ჩასადები ბუდე; დიდი ზომის მაჯის საათი, ტყავის ყავისფერი სამაჯურით და ლურჯი ფერის ციფერბლატით, რომელზეც აღნიშნულია წარწერა G P; დიდი ზომის მაჯის საათი, ლურჯი ფერის ტყავის სამაჯურით და ღილაკებით. საათის ქვედა მხარეს ქარხნულად ამოტვიფრულია ლოგო ,,YK“ და წარწერა STAINLESS STEEL BACK, 9315; შავი ფერის ტყავის სამაჯურის მქონე საათი, ელიფსის ფორმის კორპუსით; კვადრატული ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით, წარწერით ROTARY; მრგვალი ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით, კორპუსის ქვედა მხარეს დატანილია ქარხნული ნომერი 441422. საათზე საფირმო ლოგო არ ფიქსირდება; მრგვალი ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით და შავი ფერის ციფერბლატით, რომელსაც წრიულად დაყვება წვრილი ოქროსფერი წერტილები; მრგვალი ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით, ციფერბლატზე წარწერით TIMEX; რვაკუთხა ფორმის საათი, სამაჯურის გარეშე, ოქროსფერი კორპუსით; ერთი წყვილი, ვერცხლისფერი მასიური ნაკეთობის რგოლი-საყურე; ა---- ა--------ისაგან ამოღებული თანხა 200 ლარის ოდენობით; გ--–- გ--–---საგან ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის ტელევიზორი; ბექა შალამბერიძისაგან ამოღებული თანხა 100 ლარის ოდენობით და გასაღები; გ--- ა----–--ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული „სონის“ ფირმის ტელევიზორი; ნოუთბუქი ელსადენით, ელსადენი, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამღებული „სამსუნგის“ ფრიმის ტელევიზორი და საბჭოთა ენციკლოპედია (12 ტომად); შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, კ--------------------ში მდებარე სახლი) დათვალიერების დროს ამოღებული: კოვზების შესანახი ყუთი, საფულე; შავი ფერის მეტალის ტელევიზორის 2 საკიდი, თეთრი ფერის ფერადი ნახატებიანი პატარა ზომის საფულე - დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს;
- შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, თ---–---------------ში მდებარე საოჯახო სასტუმრო) დათვალიერების დროს ამოღებული ხელთათმანის ფრაგმენტი, ანაწმენდი; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, ხელის ხუთი კვალი, ხელის ოთხი კვალი, შავი ფერის ნაწილაკები, ხელის ორი კვალი, შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, ს---–--------------–------------) დათვალიერების დროს ამოღებული კარების სახელურის შიდა ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ა---- ა--------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ა---- ა--------ისაგან აღებული ხელის კვლები - განადგურდეს;
- შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, თ---–---------------ში მდებარე სახლი) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი (მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში); შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, კ--------------------ში მდებარე სახლი) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი (მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში); შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, ს---–--------------–--------- N47) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი (მოთავსებულია სისხლის სამართლის საქმეში); შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, პ----–---–----------------–----------ში მდებარე სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი; შემთხვევის ადგილის (ქუთაისი, თ---–---------------ში მდებარე სახლის) დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე