განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100119002939077
საქმე №1/ბ-608-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
04 ოქტომბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარინა სირაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
გა--ხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---------- ა-----ს ძე ა-–--------ს მიმართ, დაბადებული 2---------წ. პირადი №6----------, საშუალო განათლებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაოჯახებული, მცხ. ქ. ბათუმი, ი---------ს ქ. N16ა, ბინა N25;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ბ---------- ა-–--------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2019 წლის 13 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მ. ა--–--ის ქ.N33-ში მდებარე სასტუმრო ,,ვ-------ი“-ში განთავსებული შპს ,,ვ---------------ს“ მასაჟის ოთახში, ბ---------- ა-–-------მა ხელის სახეში დარტყმით და თმების მოქაჩვით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ორსულ მეუღლის მ--- ა-–--------ს მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია;
- 2019 წლის 18 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, მ--–-–---–ის ქ.N7-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, ბ---------- ა-–-------მა, ხელის სახეში დარტყმით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ორსული მეუღლის მ--- ა-–--------ს მიმართ, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენით ბ---------- ა-–-------- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3. სააპელაციო საჩივრის არსი :
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-- ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გამამართლებელი განაჩენი ბ---------- ა-–--------ს მიმართ, იგი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდში) და განესაზღვროს შესაბამისი სასჯელი, თავისუფლების აღკვეთის სახით;
ბრალდების მხარეს გასაჩივრებული განაჩენი ბ---------- ა-–--------ს მიმართ მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით უტყუარად დასტურდება, რომ ბ---------- ა-–-------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (ორივე ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული.
გამართლებულ ბ---------- ა-–--------ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ს----- ასათია-- პროკურორის სააპელაციო საჩივარზე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს პროკურორის სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის გამამართლებელი განაჩენი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ბ---------- ა-–--------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ--- ა-–-------მა და მოწმე გ---–----- კ---–--–--ემ უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
საქმეში არსებული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და შეტყობინებით დადგენილია, რომ 2019 წლის 18 მარტს მ--- ა-–-------მა შეატყობინა 112-ს სამსახურს, რომ კონფლიქტი აქვს მეუღლესთან, რომელმაც წაიყვანა მისი 3 თვის ბავშვი სახლიდან, მეუღლე არის თურქი ეროვნების და ეშინია, რომ საზღვარი არ გადაკვეთოს და არ გადაიყვანოს ბავშვი, მეუღლე მოძრაობს მანქა--თ ,,პორშეს’’ ჯიპი ს/ნ B------ თუ B------ ზუსტად არ იცის.
მოწმის სახით დაკითხვისას ბ------ ხ-–----ამ განმარტა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება მოცემულ საქმეზე და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები. მან დაადასტურა მათი ავთენტურობა და კანონიერება; მოწმეები დაიკითხნენ პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრციულ შენობაში; მან გამოკითხა ასევე მ--- ა-–-------- - დაზარალებული, მისი განმარტება სრულად ასახა გამოკითხვის ოქმში; მისი ჩვენების საფუძველზე ჩაატარეს შემდგომი საგამოძიებო მოქმედება - საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა; ბ---------- ა-–-------- ამ დროს ბავშვთან ერთად იმყოფებოდა ქუჩაში ქვეითთა სავალ ნაწილზე, სადაც მოახდინა მისი დაკავება და შეადგინა შესაბამისი ოქმი; გამოკითხვისას მ--- ა-–-------ს დაზიანების რაიმე სახის კვალი გარეგნულად არ ეტყობოდა; ის განმარტავდა, რომ მეუღლემ სახეში დაარტყა, ის იყო აღელვებული, მთლიანად სახე გაწითლებული ჰქონდა და რაიმე დაზიანების კვალი არ შეუნიშნავს;
მოწმის სახით დაკითხვისას დ----- გ-----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 18 მარტს დაახლოებით 24:00 საათზე შემოვიდა შეტყობინება, ზ------ ა----–--ესთან ერთად გავიდა შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე, ქალბატონი დახვდათ, ტიროდა და ითხოვდა შველას; განმარტავდა, რომ მისმა მეუღლემ წაიყვანა ბავშვი და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა; გარგნულად რაიმე სახის დაზიანების კვალი არ ეტყობოდა;
მოწმის სახით დაკითხვისას ზ------ ა----–--ემ განაცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე გავიდა ბათუში მ--–-–---–ის ქ N7 ბინა N8-ში; ბინაში დახვდათ მ--- ა-–-------- დედასთან ერთად; მ--- იყო ნამტირალევი, აუხსნა მათ ვითარება, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ და გაიტაცა მათი საერთო მცირეწლოვა-- შვილი - სამი თვის ბავშვი, ასევე მ--- ა-–--------ს განმარტებით ბრალდებული ემუქრებოდა მას რომ თუ პოლიციაში დაუკავშირდებოდა, ბავშვს წაიყვანდა; იგივე გარემოებები დაადასტურა მ--- ა-–--------ს იქ მყოფმა დედამ - გ---–----- კ---–--–--ემ; წაიყვანეს განყოფილებაში; ამ დროს ესემესების მეშვეობით ბ----------მა შეატყობინა მისი ადგილსამყოფელის შესახებ, მივიდნენ ამ მისამართზე, ის იმყოფებოდა ბავშვთან ერთად, ის ამ მისამართზე დააკავეს; ბავშვი ჩააბარეს მ--- ა-–-------ს - დედას;
მოწმის სახით დაკითხვისას გ------- ა-----–--–--ემ განაცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე გამოძიება იყო დაწყებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე; გამოძიებელ ბ------ ხ-–----ასთან ერთად გავიდა ბრალდებულის დასაკავებლად, ის გადაადგილდებოდა ფეხით და დააკავეს; ბრალდებულს ხელში ეჭირა ბავშვი, რომელიც გადასცეს დედას;
მოწმის სახით დაკითხვისას კ------- კ-------იძემ და ჯ----– ც-–--–--ემ დაადასტურეს მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ავთენტურობა და კანონიერება;
ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილია, რომ ბ---------- ა-–-------- დაკავებულია 2019 წლის 19 მარტს, 01:45სათზე, ქ. ბათუმში, ბ----ს ქუჩა N56-ის მოპირდაპირე მხარეს ქვეითთა სავალ ნაწილზე, დაკავებულს ვიზუალური დათვალიერებით სხეულზე რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა, სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა;
2019 წლის 11 მარტის სამედიცინო ბარათით დადგენილია, რომ სამედიცინო ულტრაბგერითი გამოკვლევის შედეგად მ--- ა-–-------- არის 5 კვირის ფეხმძიმე.
სსგს ბათუმის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული ქორწინების მოწმობით დადგენილია, რომ ბ---------- ა-–-------- და მ--- ა-–-------- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.
შემაკავებელი ორდერის ოქმით დადგენილია, რომ პოლიციის III განყოფილების დეტექტივ თანაშემწე გამომძიებლის მიერ შედგენილი იქნა აღნიშნული ოქმი 2019 წლის 19 მარტს, საიდანაც ირკვევა, რომ 2019 წლის 18 მარტს თურქეთის მოქალაქე ბ---------- ა-–-------მა ხელი დაარტყა ლოყაზე, ფეხმძიმე მეუღლეს მ--- ა-–-------ს .
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ ჩხრეკა ჩატარებულია ქ.ბათუმში, ი---------ს ქ. N16ა, ბინა 25-ში, ბ---------- ა-–--------ს საცხოვრებელ ბინაში. 2019 წლის 20 მარტს, 12:10 სთ-დან 12:45სთ-მდე დროის მონაკვეთში, ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელ ბინაში კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერი მტკიცებულებები ნაპოვნი და ამოღებული არ ყოფილა .
ამოღების ოქმით 10.05.2019 წ დადგენილია, რომ შსს სსიპ 112 ადმინისტრაციული შენობიდან ამოღებული იქნა 2019 წლის 18 მარტს მ--- ა-–--------ს მიერ გაკეთებული შეტყობინების რეგისტრაციის ფორმის ასლი, სადაც მითითებულია შეტყობინების ინიციატორის და კონფლიქტის შესახებ მონაცემები, შეტყობინების შინაარსის მიხედვით, შეტყობინების ია--აციატორს კონფლიქტი აქვს მეუღლესთნ, მან წაიყვანა მათი სამი თვის ბავშვი და ეშინია, რომ საზღვარი არ გადაკვეთოს, რადგან არის თურქი ეროვნების;
აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ავთენტურობა და კანონიერება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხვისას პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძებელმა ნ--–------ კ---–--–--ემ;
საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ უდავოდ ცნო მომწეების ს---–--- ბ---–----ის, ც---- პ-–--------ის, რ----- ბ-----ის, ზ------ ა---------------ას და ჰ---- მ--–---ის ჩვენებები, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი; ექსპერტები: ი-----–- ჭ-----–--ე და ბ------- ა-----ე;
ბ---------- ა-–-------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განამარტა, რომ მას მეუღლესთან მხოლოდ სიტყვიერი შეკამათება მოუვიდა; მან თავისი შვილი მართლაც წაიყვანა, მაგრამ არ გატაცების მიზნით, მეუღლესაც იმ დღეს სთხოვდა წასულიყვნენ მათ საცხოვრებელ ბინაში, რომელიც დაქირავებული აქვს; ამის შემდეგ თავად დაუკავშირდა მეუღლეს და აცნობა ადგილსამყოფელის შესახებ, ასევე მისთვის ნამდვილად უცნობი იყო მეუღლის ფეხმძიმობის თაობაზე; მან ეს შეიტყო საქმეზე გამოძიების მიმდინარეობისას; მას უყვარს მისი მეუღლე, შვილები და სურს მათთან ერთად ცხოვრება; ისინი იმყოფებიან მის კმაყოფაზე;
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას, ბ---------- ა-–--------ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ--- ა-–-------მა ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის, ბ---------- ა-–--------ს წინააღმდეგ, ასევე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე მოწმემ გ---–----- კ---–--–--ემ.
პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული არის სწორედ ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ბ---------- ა-–--------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშულებრივი ქმედების (ორივე ეპიზოდის) ჩადენის თაობაზე.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ბ---------- ა-–--------ს მიმართ წარდგენილი ბრლადების ორივე ეპიზოდში დასადასტურებლად საქმეში წარმოდგენილი არ არის არცერთი პირდაპირი მტკიცებულება, რაც შეეხება საქმეზე დაკითხულ სხვა მოწმეთა (პოლიციის თანამშრომლები) ჩვენებებს, ისინი კონფლიქტის თვითმხილველები არ არიან, მათ არ დაუნახავთ ბ---------- ა-–--------ს მიერ მ--- ა-–--------ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, შესაბამისად, აღნიშნული ჩვენებები ირიბი მტკიცებულებებია და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).
ამდენად, პალატა სრულად ეთანხმება გასაჩივრებულ განაჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბ---------- ა-–--------ს მიერ წარდგენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებების ჩადენა (2019 წლის 13 მარტს და 2019 წლის 18 მარტს), ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბ---------- ა-–--------ს ბრალდების დადასტურება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---------- ა-–--------ს მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 270-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ა-- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის განაჩენი ბ---------- ა-–--------ს მიმართ დარჩეს უცვლელი:
ბ---------- ა-–-------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 13 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ბ---------- ა-–-------- ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2019 წლის 18 მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
გამართლებულ ბ---------- ა-–-------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოტანიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მარინა სირაძე