განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002418317
საქმე #1ბ/1321-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--------------–ის
ადვოკატის: ს---–--------–--ის
მსჯავრდებულის: ი-----–--------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–--------–--ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ი-----–--------–---–ის, დაბადებულის 1----–-–---------------–ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-----------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-----–--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 8 აგვისტოს განაჩენით ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.
ი-----–--------–---–ი სისტემატურად ახორციელებდა ძალადობას მისი ოჯახის წევრის - მასთან არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფი ნ-------------–---–ის მიმართ. 2018 წლის 19 მარტს, ღამის საათებში, ქ-------–--–-----–--------------------------------------------------------ში, ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევმა ი-----–--------–---–მა მის მეუღლეს ნ-------------–---–ს არაერთგზის მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა ხელი და თავი სახის არეში, ასევე რამდენჯერმე შეაჯანჯღარა, რის გამოც ნ-------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და სახის არეში მიიღო დაზიანებები. აღნიშნული ქმედებების შედეგად ნ-------------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით:
ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 19 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ი-----–--------–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს---–--------–--ემ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მოითხოვეს ი-----–--------–---–ის მიმართ გამოტანილი, ზემოხსენებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–--------–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე და სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ ი-----–--------–---–ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების - გ--------–----------ს, ლ-–------------–---–ის, ბ-----------------–ის, ი-–------------ის, მ-----------ის, ა-------------–---–ის ჩვენებებით, მოწმე ა---------------–ის გამოკითხვის ოქმით, შეტყობინების ოქმით, შემაკავებელი ორდერებით, სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, ექსპერტ - ს------------–-----ს ჩვენებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ი-----–--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
2018 წლის 4 ივნისის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულად ცნობილმა ნ-------------–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაპყრობს შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ, მოწმე გ--------–----------ს ჩვენებაზე, რომლის განმარტებით, 2018 წლის 19 მარტს, სამსახურში ყოფნისას, მიიღო შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, რაც უკავშირდებოდა ი-----–--------–---–ის მიერ მისი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. ინფორმაციაში ასევე აღნიშნული იყო, რომ მამნიაშვილმა შეიტყო მეუღლის მიერ პოლიციაში დარეკვის თაობაზე, რის გამოც აპირებდა მიმალვას. მოწმემ აღნიშნულის თაობაზე პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას.
შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელ, მოწმის სახით დაკითხული ლ-–------------–---–ის ჩვენებით, 2018 წლის 19 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მისმა თანამშრომელმა გ--------–----------მ მიიღო ინფორმაცია ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, თანამეწყვილე ბ-----------------–თან ერთად გამოცხადდნენ ქ-------–--–-----–-----------------–------------------------------ში. მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ი-----–--------–---–მა საკუთარ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა, რის გამოც აპირებდა მიმალვას. სადარბაზოში, კორპუსის მე-6 სართულზე, მათ (პოლიციელებს) დახვდათ პიროვნება, რომელიც აღმოჩნდა ი-----–--------–---–ი. ბ-----------------–მა ი-----–--------–---–ს განუმარტა მისი უფლებები, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მან (მოწმემ) ხსენებულ მისამართზე დაინახა ნ-------------–---–ი, რომელსაც დაზიანებები ვერ შეამჩნია, თუმცა ფსიქოლოგიურად აღელვებული ჩანდა, თავჩაღუნული ტიროდა და სახე გაწითლებული ჰქონდა. იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე ბ-----------------–მა.
მოწმე ი-–------------ის ჩვენებით, 2018 წლის 19 მარტს მუშაობდა შს სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-2 განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოადგენდა ძირითად გამომძიებელს. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, ქ-------–--–-----–-------------------------------------------------ში, ი-----–--------–---–მა საკუთარი მეუღლის - ნ-------------–---–ის მიმართ ჩაიდინა ძალადობა. როგორც ახსოვს, შეტყობინების ავტორი იყო თავად ნ-------------–---–ი. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მათ შორის დაკითხა ნ-------------–---–ი. შეტყობინების შემდეგ, 2018 წლის 19 მარტს, მასთან შეხვედრისას ნ-------------–---–ი იყო ძლიერ შეშინებული და ითხოვდა დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ი-----–--------–---–ი მას მოკლავდა. ვიზუალურად ნ-------------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები ყელისა და სახის არეში. ამასთან დაკავშირებით, ნ-------------–---–მა განმარტა, რომ დაზიანებები ი-----–--------–---–თან კონფლიქტის შედეგად მიიღო, კერძოდ, მისმა მეუღლემ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახეში და ხელი მოუჭირა ყელის არეში, ასევე თავი ჩაარტყა სახეში. აღნიშნულის გამო ნ-------------–---–ი განიცდიდა ტკივილს. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მსგავს ფაქტს ადრეც ჰქონდა ადგილი, რის გამოც ი-----–--------–---–ის მიმართ გაცემული იყო შემაკავებელი ორდერები. ჩვენების მიცემისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები ასევე დაადასტურეს დაზარალებულის ძმამ - ა-------------–---–მა და არასრულწლოვანმა შვილმა - ა---------------–მა. დაზარალებულისთვის მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით დაინიშნა სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც გაირკვა დაზიანებათა ლოკაცია და ხარისხი.
დაზარალებულ ნ-------------–---–ის ძმის, მოწმედ დაკითხული ა-------------–---–ის ჩვენებით, ი-----–--------–---–ი მისი ახლო მეგობარია. ი-----–--------–---–სა და ნ--------------–---–ს ერთმანეთთან ჰქონდათ მეგობრული ურთიერთობა და ისინი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ი-----–---------–---–ი 1-2 თვის განმავლობაში არ მიდიოდა ნ-------------–---–თან. ისინი ქირით ცხოვრობდნენ დაახლოებით 4-5 წლის განმავლობაში. ი-----–--------–---–ი პერიოდულად მიდიოდა ნ-------------–---–თან, რადგან მას (ი-----–-ს) მეუღლე ჰყავდა და ხოლო მის (მოწმის) დას ხვდებოდა, როგორც მეგობარს. ნ----ს და ი-----–-ს ერთად არასდროს უცხოვრიათ, თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევები, როდესაც ი-----–--------–---–ი რამდენიმე დღით დარჩენილა დაზარალებულთან. 2018 წლის 18 მარტს იგი (მოწმე) იმყოფებოდა თავის დასთან სახლში, სადაც ასევე იმყოფებოდნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი-----–--------–---–ი, ნ-------------–---–ი და ამ უკანასკნელის არასრულწლოვანი შვილი ა---------------–ი. დაძინებიდან დაახლოებით ერთი საათში მას (მოწმეს) მოესმა ი-----–--------–---–ის ყვირილისა და გინების ხმა, - ,,ნ----, რა გჭირს, დამშვიდდი, დაწყნარდიო!“. ასევე ნ-------------–---–იც უყვიროდა ი-----–-ს. იგი (ა-------------–---–ი) შევიდა მათ საძინებელში და იკითხა, რა ხდებოდა. მათ შეწყვიტეს ყვირილი და ი-----–--------–---–მა უპასუხა, რომ არაფერი არ ხდებოდა, შემდეგ ისინი გამოვიდნენ საძინებლიდან და შევიდნენ სამზარეულოში სიგარეტის მოსაწევად. ი-----–--------–---–ი უეცრად სახლიდან გავიდა. სახლში კი მივიდნენ პოლიციელები და გამომძიებლები. ნ----ს რაღაც აწუხებდა, რის გამოც ყვიროდა, თუმცა არ დაინტერესებულა ამით. მოწმეს მისმა დამ განუმარტა, რომ უბრალო შეკამათება იყო. შემთხვევის დღეს თავისი დისთვის დაზიანებები არ შეუმჩნევია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით გამოქვეყნდა დაზარალებულ ნ-------------–---–ის შვილის, მოწმე ა---------------–ის 2018 წლის 19 მარტის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად დასტურდება, რომ 2018 წლის 18 მარტს, საღამოს, გვიან, იგი (ა---------------–ი) დედასთან ნ---- და ბიძასთან - ა-------------–---–ებთან ერთად წავიდა წყნეთში, სადაც საქეიფოდ იმყოფებოდა მისი (მოწმის) მამინაცვალი ი-----–--------–---–ი, რომელიც იყო მთვრალი და საჭირო იყო მისი წამოყვანა წყნეთიდან. როდესაც სახლში დაბრუნდნენ, მათთან ასევე დარჩა მოწმის ბიძა ა-------------–---–ი. იგი (ა---------------–ი) შევიდა თავის ოთახში და დაიძინა, ასევე დაიძინა ა-------------–---–მა, ხოლო ნ-------------–---–ი და ი-----–--------–---–ი შევიდნენ თავიანთ საძინებელ ოთახში. ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, მას (მოწმეს) გაეღვიძა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ი-----–--------–---–ის ყვირილზე, რომელიც ეჩხუბებოდა ნ-------------–---–ს. მათი საძინებლიდან მას (ა---------------–ს) გარკვევით ესმოდა მამნიაშვილის ხმამაღალი გინებაც. ოთახში კონფლიქტისას შევიდა ა-------------–---–ი, რომელიც ცდილობდა ი-----–--------–---–ის დამშვიდებას. ი-----–--------–---–ის ლანძღვა-გინება გაგრძელდა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში, რის გამოც მან (მოწმემ) გადაწყვიტა შესულიყო ოთახში. ოთახში შესულს დახვდა მამინაცვალი ი-----–--------–---–ი და ბიძა ა-------------–---–ი, ხოლო ნ-------------–---–ი ოთახში აღარ იმყოფებოდა. იგი (მოწმე) ი-----–--------–---–სა და ნ-------------–---–ს შორის კონფლიქტს ადრეც შესწრებია. დაახლოებით 2-3 თვის წინ, როდესაც მათ კონფლიქტი მოუვიდათ ერთმანეთთან, ი-----–--------–---–მა ნ-------------–---–ს დაარტყა სახის არეში. როდესაც ი-----–--------–---–ი ნასვამია, იგი აგრესიული ხდება ნ-------------–---–ის მიმართ. ი-----–--------–---–ი ნ-------------–---–ის ცემისა და შეურაცხყოფის ფაქტზე პოლიციის მიერ დაკავებული იყო 2017 წელსაც (ტომი 1, ს.ფ. 79-81).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით 19.03.2018 წელს ნ-------------–---–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები კისრის წინა ზედაპირზე შუა ხაზიდან მარცხნივ ქვედა მესამედში გარდამავალი მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოზე და ლავიწქვეშა ფოსოზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლის სხეულის საპროექციოდ და მარცხენა მხრის ქვედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე; დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; სისხლნაჟღენთები კისრის წინა ზედაპირზე შუა ხაზიდან მარცხნივ ქვედა მესამედში გარდამავალი მარცხენა ლავიწის ძვლის სამკერდე ბოლოზე და ლავიწქვეშა ფოსოზე, გულმკერდის წინა ზედაპირზე მკერდის ძვლის სხეულის საპროექციოდ ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 19.03.2018წ. თარიღს; სისხლნაჟღენთები მარცხენა მხრის ქვედა მესამედში შიგნითა ზედაპირზე ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების 19.03.2018წ. თარიღს. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ს------------–-----მ. მანვე აღნიშნა, - ნ-------------–---–მა სამედიცინო შემოწმებისას განმარტა, რომ 2018 წლის 19 მარტს, მისმა მეუღლემ - ი-----–--------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი ჩაარტყა ცხვირის არეში და მიარტყა თავი.
2017 წლის 20 ივნისის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ი-----–--------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი იყო მის მიერ საკუთარი მეუღლის - ნ-------------–---–ის მიმართ ჩადენილი ფიზიკური ძალადობა, რაც გამოიხატა მოძალადის მიერ მსხვერპლის ცემაში, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და იძულებაში (ტომი 1, ს.ფ. 159-161).
2017 წლის 8 ოქტომბრის №0----- შემაკავებელი ორდერით დასტურდება, რომ ი-----–--------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რომლის საფუძველი იყო მის მიერ საკუთარი მეუღლის - ნ-------------–---–ის მიმართ ჩადენილი ფსიქოლოგიური ძალადობა (ტომი 1, ს.ფ. 167-169).
რეაგირების ოქმის (08.10.2017) მიხედვით, 2017 წლის 8 ოქტომბერს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის სამმართველოს გლდანის მე-2 ოცეულის პატრულ-ინსპექტორი მამუკა ხიმშიაშვილი დ--–----------–---–ის შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდა ქ-------–--–-----–---------------------------------------------------ში. გაესაუბრა დ--–----------–---–ს, რომელმაც განმარტა, რომ ტელეფონზე საუბრის დროს გაიგონა ჩხუბის ხმა. ადგილზე ასევე იყო ინიციატორის შვილი - ნ-------------–---–ი, რომელსაც აღენიშნებოდა დაზიანება სახის არეში. შეკითხვაზე ნ-------------–---–მა განაცხადა, რომ დაზიანება მიიღო დაცემის შედეგად და ეს ყველაფერი იყო მისი ბრალი. მიუხედავად მისი ასეთი განცხადებისა, პოლიციელებმა ჩათვალეს, რომ ნ-------------–---–ი იყო ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი და ი-----–---------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი (ტომი 1, ს.ფ. 171-172).
ი-----–--------–---–მა არ ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოს მოახსენა, რომ კონფლიქტი პროვოცირებული იყო დაზარალებულ ნ-------------–---–ის მიერ, რომელმაც სახლში ჭურჭელი დაამტვრია და იყო ძალიან აღელვებული და ნასვამი, ხოლო იგი (ი-----–--------–---–ი) მას ამშვიდებდა და აწყნარებდა. ბოლოს ისიც აღელდა და ხმამაღლა შეიგინა. შემდეგ ოთახში შევიდა ა-------------–---–ი, თვითონ კი გამოვიდა ოთახიდან და შევიდა სამზარეულოში სიგარეტის მოსაწევად. ამის შემდეგ ოთახში შევიდა დაზარალებულის არასრულწლოვანი შვილი ა---------------–იც. დაზარალებულმა გამოიძახა პოლიცია, რომლებმაც იგი სადარბაზოში, მე-6 სართულზე დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. ი-----–--------–---–მა დაზარალებულის მიერ პოლიციაში მის საწინააღმდეგოდ შეტანილი არაერთი განცხადება ახსნა მისი სუსტი ნერვებით და არასტაბილური მდგომარეობით, რაც გამოწვეული იყო სტრესული სამსახურით და დედამისის წაქეზებით. მანვე უარყო, რომ ნ-------------–---–თან აკავშირებდა ოჯახური ურთიერთობა, მისი თქმით, იგი ნ-------------–---–თან ერთ ღამეზე მეტ ხანს არ დარჩენილა სახლში და მასთან მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა და ამ დროის განმავლობაში არასდროს უძალადია მასზე.
სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლითაც სასამართლომ გამონაკლის შემთხვევებში არ გამორიცხა, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერება და მიუთითა, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი, როგორც მოწმის, უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს [...].თითოეული საგამონაკლისო შემთხვევის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხის შეფასება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნების და ამ მიზნების მისაღწევად გამოყენებული საშუალებების კონტექსტში უნდა მოხდეს (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება, პარ. 36, 38).
მოცემულ შემთხვევაში, მოწმე ი-–------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლოს განუმარტა მისთვის დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. კერძოდ, შეტყობინების შემდეგ, 2018 წლის 19 მარტს, მასთან შეხვედრისას ნ-------------–---–ი იყო ძლიერ შეშინებული და ითხოვდა დახმარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ი-----–--------–---–ი მას მოკლავდა. ვიზუალურად ნ-------------–---–ს აღენიშნებოდა დაზიანებები ყელისა და სახის არეში. ამასთან დაკავშირებით ნ-------------–---–მა განმარტა, რომ დაზიანებები ი-----–--------–---–თან კონფლიქტის შედეგად მიიღო, კერძოდ, მისმა მეუღლემ რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი სახეში და ხელი მოუჭირა ყელის არეში, ასევე თავი ჩაარტყა სახეში. აღნიშნულის გამო ნ-------------–---–ი განიცდიდა ტკივილს. ასევე, საგულისხმოა ექსპერტ ს------------–-----ს მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ნ-------------–---–მა სამედიცინო შემოწმებისას განმარტა, რომ 2018 წლის 19 მარტს, მისმა მეუღლემ - ი-----–---------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ მუშტი ჩაარტყა ცხვირის არეში და მიარტყა თავი. მტკიცების საგნის თვალსაზრისით, ხსენებულ მოწმეთა ჩვნებები სრულ თანხვედრაშია ინსპექტორ-გამომძიებლების - ლ-–------------–---–ისა და ბ-----------------–ის ჩვენებებთან, რომლებიც, მართალია, უშუალოდ არ შესწრებიან ფაქტს, - თუ როგორ განახორციელა ი-----–--------–---–მა ძალადობა დაზარალებულ ნ-------------–---–ის მიმართ, თუმცა, მათი ჩვენებები მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ვინაიდან ისინი მომხდარი ფაქტიდან მყისიერად გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და გადმოსცემენ და დეტალურად აღწერენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან.
რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მისი შეფასებისას სააპელაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის განაჩენს (საქმე №117აპ-18), რომელშიც უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ ნებისმიერი სახის სასამართლო ექსპერტიზის დასკვნა, როგორც მტკიცებულება, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ მისი ერთი რომელიმე ნაწილის ან რეკვიზიტის მიხედვით, არამედ მთლიანობაში, მისი კვლევითი ნაწილის ჩათვლით, რადგან მის თითოეულ ნაწილს გააჩნია მტკიცებულებითი მნიშვნელობა. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილშია მითითებული, რომ ნ-------------–---–ს დაზიანებები მიაყენა მისმა მეუღლემ. ამასთანავე, მართალია, სასამართლო სხდომაზე დაზარალებულს განცდილ ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით არ უსაუბრია, მაგრამ სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური ტკივილი უნდა შეფასდეს არამარტო სუბიექტური, არამედ ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებითაც. ის ფაქტი, რომ ნ-------------–---–მა მისი მეუღლის, ი-----–--------–---–ის მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებით განიცადა ფიზიკური ტკივილი და ექსპერტიზის ჩატარების დროსაც უჩიოდა თავის ტკივილს კეფის არეში, ასახულია ექსპერტიზის დასკვნაში.
უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ი-----–--------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ი-----–--------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.
ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნების უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს.
რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ისათვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი ხელს შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას, ამასთან გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ძალადობრივი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–--------–--ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ი-----–--------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ს---–--------–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი ი-----–--------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი-----–--------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-----–--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ ი-----–--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 19 მარტიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი-----–--------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე გ. კახეთელიძე