განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
160141318002643337
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160141318002643337

საქმე №1ბ/1186-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ანა გოცირიძის მდივნობით,პროკურორ - გ-----------------ის,ადვოკატების - ტ------–--------ის, კ-------------ას, თ-------------ას,მსჯავრდებულ - ა-–---------------ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა-–---------------ის ადვოკატების ლ---------------ს და კ-------------ას, ასევე ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ-----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა-–----------------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, პირადი N1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლეობის მქონე, რეგისტრირებული: ქ------–------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი);

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად:

 

ა-–---------------ს ბრალი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (ოთხი ეპიზოდი);

 

მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 05-13 ივლისის შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, შესასველელი კარის გაღებით, შეაღწია ქ-----–---–---–-----------ს ქუჩა N---ში მდებარე დ--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის 1 200 (ათასორასი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და ნ-------------–---–ის კუთვნილ 4400 (ოთხიათასოთხასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2018 წლის 25 ივლისს ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, სამზარეულოს კარის გაღებით, შეაღწია ქ-----–---–-----–-------------------------ში მდებარე ლ--–---------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ 7 859 (შვიდიათას რვაასორმოცდაცხრამეტი) ლარად და 50 (ორმოცდაათი) თეთრად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2018 წლის 05-12 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, ფანჯრის გაღებით, შეაღწია ქ-----–---–----------–--------–---–-ს ქუჩა N---–---------------------------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის 580 (ხუთასოთხმოცი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და მ--------------–---–ის კუთვნილ 4000 (ოთხიათასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2018 წლის 13-18 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, შესასველელი კარის გაღებით, შეაღწია ქ-----–---–-----------–---–-ს ქუჩა N---ში მდებარე ნ-----------–-ას საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას და 2 670 (ორიათასექვსას სამოცდაათი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2018 წლის 2-3 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, ფანჯრიდან შეაღწია ქ.ბოლნისში, ა----------–------–-------------ში მდებარე თ-----------------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას 1 300 (ათასსამასი) ლარის ოდენობით და 12 500 (თორმეტიათას ხუთასი) ლარად ღირებულ ოქროს და ვერცხლის სამკაულებს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენით:

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ნ-----------–-ას ეპიზოდი);

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (ნ---- და დ--------------–---–ების ეპიზოდი);

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (ლ--–---------–---–ის ეპიზოდი);

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (კ-------------ის და მ--------------–---–ის ეპიზოდი);

 

ა-–---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (თ-----------------ს ეპიზოდი);

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ-----------------ს ეპიზოდი) განსაზღვრულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ნ---- და დ--------------–---–ების, ლ--–---------–---–ის, კ-------------ის და მ--------------–---–ის ეპიზოდები) განსაზღვრული სასჯელებიდან თავისუფლების აღკვეთა 6-6 (ექვს-ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით ა-–---------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი - 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 7 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ ა-–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ა-–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

 

ა-–---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით (ოთხი ეპიზოდი)

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 05-13 ივლისის შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, შესასველელი კარის გაღებით შეაღწია ქ-----–---–---–-----------ს ქუჩა N---ში მდებარე დ--------------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის 1 200 (ათასორასი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და ნ-------------–---–ის კუთვნილ 4400 (ოთხიათას ოთხასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2018 წლის 25 ივლისს, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, სამზარეულოს კარის გაღებით შეაღწია ქ-----–---–-----–-------------------------ში მდებარე ლ--–---------–---–ის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ 7 859 (შვიდიათასრვაასორმოცდაცხრამეტი) ლარად და 50 (ორმოცდაათი) თეთრად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2018 წლის 05-12 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, ფანჯრის გაღებით, შეაღწია ქ-----–---–----------–--------–---–-ს ქუჩა N---–---------------------------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის 580 (ხუთასოთხმოცი) ლარად ღირებულ ოქროს ბეჭედსა და მ--------------–---–ის კუთვნილ 4000 (ოთხიათასი) ლარად ღირებულ ოქროს სამკაულებს.

 

2018 წლის 2-3 აგვისტოს შუალედში, ქურდობისათვის ნასამართლევმა ა-–---------------მა, ფანჯრიდან შეაღწია ქ.ბოლნისში, ა----------–------–-------------ში მდებარე თ-----------------ს საცხოვრებელ სახლში, საიდანაც ფარულად დაეუფლა მის კუთვნილ ფულად თანხას 1 300 (ათასსამასი) ლარის ოდენობით და ოქროს და ვერცხლის სამკაულებს.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა-–---------------ის ადვოკატებმა ლევან აფრასიძემ და კ-------------ამ, ასევე, ბოლნისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ-----------------მა.

 

დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ა-–---------------ის მიმართ სრულად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ვერცერთი უტყუარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა-–---------------ის მხრიდან რომელიმე დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში ყოფნის ფაქტს. აპელანტების განმარტებით, პირს, რომელიც არის ოჯახისთვის უცხო და არ არის ოჯახის ახლობელი, იმისათვის, რათა იპოვოს კონკრეტული ნივთი, ჭირდება ნივთის ძებნა. დალაგებული სახლის დატოვება და მხოლოდ ნივთების აღება კი ცალსახად მიუთითებს იმას, რომ ნივთები აღებულია ოჯახთან დაახლოვებული პირის მიერ, რომელიც ნამდვილად არ არის ა-–---------------ი. მხოლოდ ნაქურდალი ნივთის პირისთვის აღმოჩენა არ ნიშნავს იმას, რომ სწორედ ამ პირმა ჩაიდინა ქურდობა, თუკი ასეთი ფაქტი დადასტურებული არ არის კიდევ სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც პირს უშუალოდ ამხელს დანაშაულის ჩადენაში. ამგვარი ხასიათის მტკციებულებად მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ჩაითვლება ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ვინაიდან ექსპერტმა პირდაპირ დაადასტურა, რომ სუნი შეიძლება გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე და მეორე ადამიანმა გადაიტანოს იგი სხვა ადგილას. დამცველის განმარტებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად არ ადასტურებს მსჯავრდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს, აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს სააპელაციო და უზენაესი სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა და უამრავი განაჩენი. ალექსანდრე გურჯიევის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტის ჩვენებით დგინდება, რომ ძაღლი შეიძლება შეცდეს და ამის დადგენა შეუძლებელია; სუნი შეიძლება გადავიდეს ერთი ადამიანიდან მეორეზე ქარის მეშვეობითაც და კონკრეტულ ადგილზე სუნის ამოსვლა უპირობოდ არ ნიშნავს პირის იქ ყოფნას.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არ არის ცნობილი ქურდობის ზუსტი დღე. შესაბამისად, დადასტურებულად რომც მივიჩნიოთ მსჯავრდებულის ყოფნა კონკრეტულ სახლში, უცნობია, თუ როდის იმყოფებოდა იგი აღნიშნულ სახლში - ქურდობიდან მეორე ან მესამე დღეს, თუ ქურდობის დღეს. შესაბამისად, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ამ მხრივაც არ უნდა იქნეს გამოყენებული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძვლად. რაც შეეხება ეპიზოდების სიმრავლეს, აპელანტის შეფასებით აღნიშნული არ ნიშნავს მტკიცებულებათა სიმრავლისა და ერთობლიობის არსებობას. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, თითოეულ ეპიზოდზე სათითაოდ უნდა შემოწმდეს შესაბამისი სტანდარტის არსებობის საკითხი და თუკი თითოეულ ეპიზოდებზე სახეზე არ არის უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ეპიზოდების სიმრავლის გამო არ უნდა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ბრალდების მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენში ცვლილების შეტანა და ა-–---------------ის დამნაშავედ ცნობა მისთვის ბრალად წარდგენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში, იმ საფუძლით, რომ ა-–---------------ის მიმართ განაჩენი ნ-----------–-ას და თ-----------------ს საცხოვრებელი სახლების გაქურდვის ეპიზოდებში არ არის კანონიერი და დასაბუთებული. მოსამართლის მიერ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში არსებული მტკიცებულებები თ-----------------ს საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხისა და ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ქურდობასთან მიმართებაში. კერძოდ, საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები, სადაც იგი მიუთითებდა მიყენებული ზიანის ოდენობას - 13 800 ლარს, რაც როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა. გარდა აღნიშნულისა, ბრალდების მხარის მიერ ამოღებული და წარმოდგენილი იქნა თ-----------------საგან მოპარული ოქროს სამკაულების მხოლოდ ნაწილი, რის გამოც მათზე ექსპერტის ჩატარების შემთხვევაშიც სრულყოფილი პასუხი ვერ გაეცემოდა კითხვას, თუ რა ღირებულების ქონებას დაეუფლა ა-–---------------ი თ-----------------ს სახლიდან. ამასთან, გაურკვევევლია სასამართლოს პოზიცია, როდესაც თ-----------------ს ჩვენებას არ იზირებს ზიანის თვალსაზრისით, ხოლო დანარჩენ სამ ეპიზოდთან მიმართებაში, რომელზეც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ა-–---------------ის მიმართ, სრულიად იზიარებს დაზარალებულების ჩვენებებს, მიუხედავად იმისა, რომ მოპარულ სამკაულებზე არც იმ შემთხვევებში ყოფილა ექსპერტიზა ჩატარებული. რაც შეეხება ნ-----------–-ას ფულადი თანხისა და ე-----------------–-ას ოქროს სამკაულების ქურდობის ეპიზოდს, საქმეზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ლომბარდებიდან ამოღებული ოქროს სამკაულები და სალომბარდე ხელშეკრულებები, ასევე ოქროს სამკაულების ამოცნობის ოქმები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ ნ-----------–-ას სახლიდან ფულადი თანხა და ოქროს სამკაულები მოპარული ჰქონდა ა-–---------------ს.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ბრალდების და დაცვის მხარემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ როგორც მსჯავრდებულ ა-–---------------ის ადვოკატების, ისე პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება ა-–---------------ის ბრალეულობა სწორედ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რისთვისაც მას მსჯავრი დაედო ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ, კერძოდ:

 

ოდოროლოგიური ექსპერტიზის N4-------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ნ-------------–---–ის, ლ--–---------–---–ის, თ-----------------სა და მ--------------–---–ის საცხოვრებელი სახლებიდან ოქროს სამკაულებისა და ფულადი თანხის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილებიდან კერძოდ: ქ------–---–---–------------------------ში მდებარე ნ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში კომოდის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ქ------–---–-------------------------ში მდებარე ლ--–---------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში სეიფის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ამავე საძინებელ ოთახში სარკიანი კომოდის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ქ. ბოლნისში, ი---–------–-------------ში მდებარე თ-----------------ს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე საძინებელ ოთახში კარადის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან და ამავე სახლის მეორე სართულზე ფანჯრის ხის რაფის ზედაპირიდან, ქ------–---–----------–--------–---–-------------ში მდებარე მ--------------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფის ზედაპირიდან და ამავე სახლის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულ ა-–----------------------------ისაგან (დაბადებული 1993 წელს, მცხოვრები; ქ------–---–-------------------------ში) ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა გ------------------მ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი იყო სუნის კვლის ნიმუში 8 ქილად, რომლებიც იყო დალუქული და ლუქების მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. მათგან 7 ქილა იყო შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, ხოლო მე-8 ბრალდებულ ა-–---------------ისაგან აღებული სუნის კვლის ნიმუში. ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების მიერ და თუ რომელი სუნი გააიგივა ძაღლმა, ეს არის კვლევის საგანი. თუმცა მათ მიერ ექსპერტიზა ტარდება სამჯერ, სამი ძაღლის მეშვეობით, რა დროსაც თუ იდენტურობა არ დადგინდა, დადებითი დასკვნა არ გაიცემა. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ შესაძლებელია პიროვნება რამდენიმე სუნის მატარებელი იყოს, რომელიც შეიძლება მასზე გადავიდეს შეხების ან სხვა სახის კონტაქტის დროს, თუმცა უფრო მძაფრია თვითონ ამ პიროვნების სუნი და ძაღლიც ირჩევს იმას, რომელიც უფრო მძაფრი და პროცენტულად უფრო მეტია. ძაღლი, რათქმაუნდა, არ ეუბნებათ რომელ სუნს ირჩევს, თუმცა თვითონ ექსპერტები იმიტომ არიან იქ, რომ კვლევის დროს გამორიცხონ ყველანაირი შეცდომა. სამჯერაც იმის გამო ტარდება ექსპერტიზა, რომ სამივე ძაღლი შეცდომას ვერ დაუშვებს. ადვოკატის კითხვაზე, თუ პიროვნების სუნის კვალი ამოვიდა კონკრეტულ ადგილზე, შესაძლებელია თუ არა ეს პიროვნება საერთოდ არ ყოფილიყო იქ და სხვას გადაეტანა მისი სუნის კვალი, მოწმემ დაადასტურა, რომ მის წინაშე წარმოდგენილი იყო სუნის კვლის ნიმუშები და გასცა დასკვნა მათი იდენტურობის შესახებ, ხოლო როგორ მოხვდა კვალი შემთხვევის ადგილზე, გამოძიების კვლევის საგანია და არა მისი. ექსპერტის განმარტებით, ზოგადად ბუნებაში ყველაფერია შესაძლებელი, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული მსგავსი გარემოებები და წარმოადგენს კვლევის საგანს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ექსპერტიზაზე უნდა ეძიონ ბრალდებულის სუნი კვალი, ხოლო ზოგადად ადგილზე შეიძლება მოხვედრილი იყოს ზედაპირული სუნიც და სხვა. ამ კონკრეტულ შემთხევაში ექსპერტი სრულად იზიარებს და ეთანხმება მის მიერ ჩატარებულ კატეგორიული ხასიათის ექსპერტიზის დასკვნას. მისი განმარტებით, თუ საეჭვოა ძაღლის მოქმედება, კატეგორიული დასკვნის გაცემა არ ხდება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ, რის გამოც ისინი მხარეთა შეთანხმებით, საქმის არსებითი განხილვისას არ გამოკვლეულა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. მათგან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს და წარმოადგენს იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მსჯავრდებულ ა-–---------------ის ქმედების შეფასებისა და მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული განაჩენის გამოტანის თავლსაზრისით, კერძოდ:

 

2018 წლის 14 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ნ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ------–------–------------- ქუჩა N--, დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა სუნის კვალი, ხელის კვლები და გულის ფორმის შავი ფერის ზარდახშა. აღნიშნული ნივთები დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 26 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ლ--–---------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ------–---–----------------------------ში. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა დ.ნ.მ.-ის ანაწმენდები, თითის ანაბეჭდები, მომწვანო მუყაოს კოლოფი, ხის ზარდახშა, პოლიეთელინის ზარდახშა, გასაღები და მეტალის დეტალი, საყურე და სუნის ნიმუში.

 

2018 წლის 13 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა მ--------------–---–ის და კ-------------ის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ-----–----------–-------–---–---------. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა თითის კვლები, სუნის ნიმუშები. ამოღებული მტკიცებულებანი დაილუქა კანონით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 7 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებულ იქნა გ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ------–---------–-----------. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა, ანაწმენდები, ერთი წყვილი ნასკი, საფულე, თითის კვლები, ზარდახშა და სუნის ნიმუში ორი ქილა. აღნიშნული მტკიცებულებები დაილუქა კანონის მოთხოვნათ დაცვით.

 

2018 წლის 18 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ჩატარდა ქ------–--------------–---–-------------ში - მდებარე ნ-----------–-ას საცხოვრებელი სახლის დათვალიერება. დათვალიერების შედეგად ამოღებულ იქნა ორი ხელის თითის კვალი დაქტილოფირზე, შავი ფერის მუყაოს ყუთი, შესასვლელი კარის სახელური.

 

შპს „გ-------------–-------–-------------------------–-“ ჩატარებული ამოღების ოქმების თანახმად, ამოღებულ იქნა ა-–---------------ის მიერ დალომბარდებული ოქროს ნივთები და მასთან გაფორმებული სალომბარდე ხელშეკრულებები.

 

შპს „პ---“ ლომბარდში ჩატარებული ამოღების ოქმების თანახმად, ამოღებულ იქნა 2018 წლის 12 აგვისტოს სესხისა და მფლობელობითი გირავნობის ხელშეკრულება N8----დ, გაფორმებული ა-–---------------თან.

 

მოწმე ც-–------------–---–-ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მუშაობს შპს „პ---“ ლომბარდში მოლარე ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 12 აგვისტოს მასთან ახალგაზრდა მამაკაცმა - ა-–---------------მა დააგირავა ოქროს რგოლი, რომელშიც მოწმემ გადაუხადა 632 ლარი. ხსენებული ოქროს რგოლი ინახება ქ.თბილისში, ქ--------–-------–------–--------------------------“ საცავში.

 

2018 წლის 29 აგვისტოს ამოღების ოქმის თანახმად, ქ.თბილისში, ქ--------–-------–------–--------------------------------“ ამოღებული იქნა ა-–---------------ის მიერ ჩაბარებული ოქროს რგოლი.

 

2018 წლის 19 სექტემბრის პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ციცინო ბადუაშვილმა ამოიცნო ა-–---------------ი, რომელმაც 2018 წლის 12 აგვისტოს შპს „პ----“ ლომბარდში დააგირავა ოქროს რგოლი.

 

2018 წლის 16 სექტემბრის ობიექტის ამოცნობის ოქმების თანახმად, ნ-------------–---–ს ამოსაცნობად წარედგინა ბოლნური ჯვარი, ე.წ. რუსული ჯვრები და ოქროს ცეპები. ნ-------------–---–ის მიერ წარდგენილი ნივთებიდან ამოცნობილი იქნა მისი კუთვნილი სამკაულები.

 

2018 წლის 17 სექტემბრის ობიექტის ამოცნობის ოქმების თანახმად, ლ--–---------–---–თან ჩატარდა ამოცნობები, კერძოდ მას ამოსაცნობად წარედგინა ოქროს ბეჭდები და საყურეები. ლ--–---------–---–ის მიერ წარდგენილი სამკაულებიდან ამოცნობილ იქნა მისი კუთვნილი ნივთები.

 

2018 წლის 30 აგვისტოს ნივთის ამოცნობის ოქმების თანახმად, მ----------------–---–მა და კ-------------მა წარდგენილი ოქროს ნივთებიდან ამოიცნეს კ-------------ის კუთვნილი ოქროს რგოლი.

 

2018 წლის 16-17 სექტემბრის ობიექტის ამოცნობის ოქმების თანახმად, თ--------------------ან ჩატარდა ამოცნობები. მას ამოსაცნობად წარედგინა მაჯის ოქროს საათი, საყურეები, ოქროს ბეჭდები, ოქროს სამეულები, ვერცხლის მედალიონი, ვერცხლის ბეჭდები, ვერცხლის გრეხილი ბეჭედი, ვერცხლის სამეული - ბეჭედი და საყურე, ვერცხლის კულონი, ვერცხლის კულონი გულის ფორმის, საიდანაც თ----------------ემ ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები.

 

2018 წლის 17 სექტემბრის ობიექტის ამოცნობის ოქმების თანახმად, ე-----------------–-ასთან ჩატარდა ობიექტის ამოცნობები და მას ამოსაცნობად წარედგინა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული ნივთები: ოქროს სამი ცალი ჯვარი, კულონი, სამეული, ძეწკვი და ბეჭდი, საიდანაც ე-----------------–-ამ ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები.

 

2018 წლის 4 ოქტომბრის გრაფიკული ექსპერტიზის N1---/გრ დასკვნის თანახმად: შპს „გოა კრედიტიდან“, შპს „მისო რიკო ექსპრესიდან“ და შპს „პ---დან“ ამოღებული სალომბარდე ხელშეკრულებებზე და მიღება-ჩაბარების აქტებზე ა-–---------------ის სახელით არსებული მოკლე და ასოითი ჩანაწერის მქონე ხელმოწერები შესრულებულია ა-–---------------ის მიერ.

 

დაზარალებულების - ნ-------------–---–ის და დ--------------–---–ის, ასევე მოწმე ნ-----–-----–-----ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 05 ივლისიდან 13 ივლისის პერიოდში ქ-----–---–---–-----------ს ქუჩა N---ში მდებარე მათი საცოხვრებელი ბინიდან მოპარული იქნა ოქროს სამკაულები. კერძოდ: დ--------------–---–ის კუთვნილი ოქროს ბეჭედი, რომელიც მისი და ნ-------------–---–ის განამრტებით არის 1 200 ლარად ღირებული და ასევე ნ-------------–---–ის კუთვნილი სამკაულები, რომლებიც ნ-------------–---–ის განმარტებით, საერთო ჯამში იყო 4400 ლარად ღირებული.

 

დაზარალებულ ლ--–---------–---–ის და მოწმეების ა-–---------–--–---–ის და ს--–---------–--–---–-ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 25 ივლისს ქ------–---–----–-------------------------ში მდებარე მათი საცხოვრებელი ბინიდან მოპარული იქნა ლ--–---------–---–ის კუთვნილი ოქროს სამკაულები.

 

დაზარალებულების მ--------------–---–ის და კ-------------ის, ასევე მოწმე თ-----------ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 5 აგვისტოდან, 12 აგვისტოს შუალედში ქ------–---–----------–-------–---–-------------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული იქნა კარენს სააკიანის კუთვნილი 580 ლარად ღირებული ოქროს ბეჭედი და მ--------------–---–ის კუთვნილი 4000 ლარად ღირებული ოქროს სამკაულები.

 

დაზარალებულის თ-----------------ს და მოწმეების გ-------------–---–ის და გ--------------–---–-ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 2-3 აგვისტოს შუალედში, ქ.ბოლნისში, ა----------–------–-------------ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული იქნა თ-----------------ს კუთვნილი ფულადი თანხა 1 300 ლარის ოდენობით და 12 500 ლარად ღირებული ოქროსა და ვერცხლის სამკაულები.

 

დაზარალებულების ე-----------------–-ას და ნ-----------–-ას გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2018 წლის 13 აგვისტოდან 18 აგვისტოს შუალედში, ქ-----–---–-----------–---–-ს ქუჩა N---ში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული იქნა ნ-----------–-ას კუთვნილი ფულადი თანხა და ე-----------------–-ას კუთვნილი ოქროს სამკაულები.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენის თანახმად, ა-–---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით ჩაეთვალა პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულებისა და მათი ოჯახის წევრების გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, შპს „გ-------------–ი“, შპს „მ--------------------–-“, შპს „პ---“ ლომბარდსა და სს „ტ---------–ი“ ჩატარებული ამოღების ოქმებით, ამოღებული ხელშეკრულებებითა და ოქროს ნივთებით, დაზარალებულების მიერ მათი კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის სამკაულების ამოცნობის ოქმებით, ასევე სალომბარდე ხელშეკრულებებსა და მიღება ჩაბარების აქტებზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ დაზარალებულების: ნ---- და დ--------------–---–ების, მ--------------–---–ის და კ-------------ის, ლ--–---------–---–-ს, თ-----------------ს და ე-----------------–-ას საცხოვრებელი სახლებიდან დანაშაულებრივი ქმედების შედეგად იქნა დაუფლებული მათი კუთვნილი ოქროს ნივთები, ასევე თ-----------------ს კუთვნილი ფულადი თანხა 1300 ლარის ოდენობით, მისი ვერცხლის ნივთები და ნ-----------–-ას კუთვნილი ფულადი თანხა - 300 ლარის ოდენობით. ხოლო ზემოაღნიშნული ნივთების უდიდესი ნაწილი შპს „გ-------------–ი“, შპს „მ--------------------–-“ და შპს „პ---“ ლომბარდში ჩაბარებული იქნა სწორედ ა-–---------------ის მიერ.

 

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ, მისი პოზიციით, წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ა-–---------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისათვის, ვინდაიდან მხოლოდ დანაშუალებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული ნივთის პირთან აღმოჩენა უპირობოდ არ მიუთითითებს მის ბრალეულობაზე. რაც შეეხება საქმეზე წარმოდგენილ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, აპელანტის შეფასებით, იგი არ არის უტყუარი და შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის ამგვარ მსჯელობას, ვინაიდან აღნიშნული განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზი უტყუარად იძლევა დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ა-–---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს მისცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია. პალატა სრულიად ეთანხმება საერთო სასამართლოების მიერ არაერთი გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული ნივთის აღმოჩენა ბრალდებულთან, სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის გარემოებას პირის მსჯავრდებისათვის. თუმცა, გარდა იმისა, რომ დაზარალებულებმა ამოიცნეს მათი კუთვნილი ნივთები, რომლებიც სწორედ ა-–---------------ის მიერ იყო ჩაბარებული შპს „გ-------------–ი“, შპს „მ--------------------–-“ და შპს „პ---“ ლომბარდში, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების ნ-------------–---–ის, ლ--–---------–---–ის, მ--------------–---–ის და თ-----------------ს ეპიზოდებთან დაკავშირებით, ასევე წარმოდგენილია კიდევ ერთი პირდაპირი და უტყუარი ხასიათის მტკიცებულება - ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც დაზარელბულთა სახლებში სხვადასხვა ადგილებიდან და მათ შორის უშუალოდ ფულადი თანხისა და ძვირფასი ნივთების შენახვის ადგილიდან ამოღებული სუნის კვლები, ა-–---------------ის სუნის ნიმუშის იდენტურია.

 

პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს ზემოაღნიშნულ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დაკსვნაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული დასკვენით უტყუარად იქნა დადასტურებული დაზარალებულების ნ-------------–---–ის, ლ--–---------–---–ის, მ--------------–---–ის და თ-----------------ს საცხოვრებელ სახლებში ა-–---------------ის ყოფნის ფაქტი. დაცვის მხარე არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს ექსპერტ გ------------------ს განმარტებას, რომელმაც ზოგადი ხასიათის კითხვებზე - სუნის ნიმუშის გადატანასა და კონკრეტულ ადგილას აღმოჩენასთან დაკავშირებით განმარტა, რომ ბუნებაში ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს. ექსპერტი უთითებს, რომ სუნი საყოფაცხოვრებო კომუნიკაციის საშუალებებით შეიძლება გადავიდეს ადამიანიდან ადამიანზე, მისგან კი თავის მხრივ, სხვა საგანზე ან ადგილზე. თუმცა, მისი განმარტებით, თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში უფრო მძაფრია იმ პიროვნების სუნი, ვინც უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და კვლევის დროს ძაღლიც ირჩევს იმ სუნს, რომელიც უფრო მძაფრი და პროცენტულად უფრო მეტია. გ------------------მ ნათლად დააფიქსირა, რომ მათ მიერ ექსპერტიზა ტარდება სამჯერ, სამი ძაღლის მეშვეობით, სწორედ იმის გამო რომ შედეგი იყოს რეალური, სამივე ძაღლი ვერ შეცდება, ამასთან, კვლევის პროცრესს ექსპერტები იმიტომ ზედამხედველობენ, რომ გამორიცხონ ყველანაირი შეცდომა. ექსპერტი სრულად ეთანხმება მის მიერ გაცემულ დასკვნას და ამბობს, რომ იგი არის კატეგორიული ხასიათის, რაიმე საეჭვო რომ აღმოჩენილიყო ძაღლების ქცევაში, ამ ხასიათის დასკვნას არ გასცემდა. მას წარედგინა სუნის ნიმუშები, რომელთა იდენტურობის შესახებაც გასცა დასკვნა, ხოლო ექსპერტის მიერ გაკეთებული ზოგადი განმარტებები, რომ „ბუნებაში ყველაფერია შესაძლებელი“, „შეუცდომელი არავინაა ღმერთის გარდა“, ეჭვის ქვეშ არ აყენებს მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის, როგორც პირდაპირი მტკიცებულების, რეალობას. ის ფაქტი, რომ ა-–---------------ის სუნის ნიმუში დაემთხვა შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ: ნ-------------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში კომოდის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან, ლ--–---------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში სეიფის წინ, ხის იატაკის ზედაპირიდან და ამავე საძინებელ ოთახში სარკიანი კომოდის წინ, ხის იატაკის ზედაპირიდან, თ-----------------ს საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე საძინებელ ოთახში კარადის წინ, ხის იატაკის ზედაპირიდან და ამავე სახლის მეორე სართულზე ფანჯრის ხის რაფის ზედაპირიდან, ასევე, მ--------------–---–ის საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში მეტალოპლასტმასის ფანჯრის რაფის ზედაპირიდან და ამავე სახლის საძინებელ ოთახში ტანსაცმლის კარადის წინ ხის იატაკის ზედაპირიდან ამოღებულ სუნის კვალის ნიმუშებს, ექსპერტის ჩვენების შინაარსიდან გამომდინარე, ნათლად ადასტურებს ამ პირის ყოფნის ფაქტს თითოეულ ადგილას.

 

ამასთან, დაუსაბუთებელია დაცვის მხარის პოზიცია შემთხვევის ადგილზე მსჯავრდებულ ა-–---------------ის სუნის კვალის აღმოჩენასთან დაკავშირებით. პალატა განმარტავს, რომ მართალია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა და ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს, თუმცა იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარე სუნის კვალთან დაკავშირებით ითხოვს, რომ იგი არ იქნეს გაზიარებული როგორც ა-–---------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება და სასამართლოს სთავაზობს განსხვავებულ ვერსიას, მიზანშეწონილია შესაბამისი მტკიცებულებებით მოხდეს ამ ვერსიის გამყარება, რაც დაცვის მხარის მიერ არ მომხდარა.

 

პალატა ასევე ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის არგუმენტაციაზე, რომლის თანახმადაც თითოეულ დანაშაულთან მიმართებაში ცნობილი არ არის ქურდობის ჩადენის ზუსტი დღე, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს საკითხს, თუ როდის იმყოფებოდა ა-–---------------ი აღნიშნულ სახლებში. პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დანაშაულების ჩადენის ზუსტი დროის დაუდგენლობა არცერთ შემთხვევაში არ გამორიცხავს ა-–---------------ის დაზარალებულების ბინებში ყოფნის ფაქტს. მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულების ნაწილს არ შეუძლია მიუთითს კონკრეტულად რომელ დღეს დაიკარგა მათი კუთვნილი ფულადი თანხა და ძვირფასი ნივთები, რომელთა ყოველდღიური გამოყენების საჭიროებაც არ ჰქონდათ, ვერ გახდება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში ბრალდებული პირის უდანაშაულოდ ცნობის საფუძელი და დასკვნები გამოტანილი უნდა იქნეს სხვა მტკიცებულებების ერთობლიობიდან გამომდინარე. ოდოროლოგიური და გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნების, სალომბარდე ხელშეკრულებების, ამოღებული ნივთების და მათი ამოცნობის ოქმების ურთიერთანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-–---------------ი ნამდვილად იმყოფებოდა ნ-------------–---–ის, ლ--–---------–---–ის, მ--------------–---–ის და თ-----------------ს საცხოვრებელ სახლებში. საქმის მასალების მიხედვით კი, მას არანაირი ნაცნობობა არ აკავშირებს არცერთ დაზარალებულთან და მათ ბინებში ყოფნის არანაირი კანონიერი საფუძველი არ ჰქონია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ა-–---------------ის უდანაშაულობის თაობაზე მისთვის წარდგენილ ყველა ბრალდებაში. პალატა განმარტავს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების ნ---- და დ--------------–---–ების, ლ--–---------–---–ის, მ--------------–---–ისა და კ-------------ის, ასევე თ-----------------ს ეპიზოდებთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; მათი შეფასების საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ა-–---------------ის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია ქურდობის ჩადენაში პირის მსჯავრდებისათვის.

 

ასევე სახეზეა ა-–---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენა არაერთგზის და ბინაში უკანონო შეღწევით, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ა-–---------------ი კი ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენის თანახმად, ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მოცემულ შემთხვევაში განსახილველი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის დროს მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ხოლო დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებებიდან გამომდინარე უტყუარად დგინდება, რომ ა-–-------------ი უკანონოდ შევიდა ნ-------------–---–ის, ლ--–---------–---–-ს, მ--------------–---–ის და თ-----------------ს ბინებში და ამ გზით დაეუფლა იქ არსებულ ფულად თანხასა და ძვირფასეულობას.

 

რაც შეეხება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატა ამ ნაწილშიც სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებულ მსჯელობას. ბრალდების მხარის არგუმენტაცია, რომ თითქოს თ-----------------ს ეპიზოდთან დაკავშირებით ა-–---------------ის მიერ ჩადენილია სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით, ხოლო ნინო და ე-----------------–-ების ეპიზოდთან დაკავშირებით წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ქმნიან ა-–---------------ის დამნაშავედ ცნობის საფუძველს, არ ემყარება ურთიერთშეთავსებად და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით, რაც მოცემულ შემთხვევაში უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს დაზარალებულ თ-----------------ს ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს. ა-–---------------ის მიერ მისი ფულადი თანხისა და სხვა ნივთების ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ამ უკანასკნელის ჩვენება საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან კავშირში, ქმნის შეთანხმებულ და დამაჯერებელ ერთობლიობას პირის დამნაშავედ ცნობისათვის. თუმცა მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით წარმოდგნილია მხოლოდ ერთი მტკიცებულება - თავად თ-----------------ს ჩვენება, რაც სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული. ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თ-----------------ს მიმართ დიდი ოდენობით ზიანთან დაკავშირებით სახეზეა მხოლოდ ეჭვი, რომელიც უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში ასევე განმარტავს, რომ ა-–---------------ის მიერ ნ-----------–-ას სახლიდან ფულადი თანხისა და ოქროს სამკაულების მოპარვის ფაქტი დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ლომბარდებიდან ამოღებული ოქროს სამკაულებით და სალომბარდე ხელშეკრულებებით, ასევე ოქროს სამკაულების ამოცნობის ოქმებით.

 

პალატა მიუთითებს, რომ როგორც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის კატეგორიული მოთხოვნის თანახმად, განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ნ-----------–-ას და ეკატერინა დანელიას საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხისა და ოქროს ნივთების დაუფლებასთან ა-–---------------ის შემხებლობა კი დგინდება მხოლოდ იმ გარემოებით, რომ ე-----------------–-ას მიერ ამოცნობილი ნივთები ლომბარდში ჩაბარებული აქვს ა-–---------------ს. დაზარალებულები ჩვენებას იძლევიან მხოლოდ მიყენებულ ზიანთან დაკავშრებით და მათთვის უცნობია, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული. ასევე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და იქიდან ამოღებული კვლების შედეგად, ვერ დადასტურდა ბინაში ა-–---------------ის ყოფნის ფაქტი. ამდენად, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხოლოდ დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაუფლებული ნივთის ბრალდებულთან აღმოჩენა, მაშინ, როდესაც სხვა არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება, თუ რა გზით შეიძლება გადასულიყო ნივთი მის ხელში, ვერ გახდება საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. ამ შემთხვევაში, დანაშაულებრივი ქმედების სხვა ეპიზოდებისაგან განსხვავებით, არცერთი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ხსენებული ნივთები სწორედ ა-–---------------ის მიერ ჩადენილი ქურდობის შედეგად იქნა დაუფლებული დაზარალებულების ბინიდან. ამდენად, მოცემულ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებები სრულყოფილად ვერ პასუხობენ უტყუარობის იმ მაღალ სტანდარტს, რაც საკმარისია პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.

 

განაჩენის გამოტანისას სასამართლო ხელმძღვანელობს და ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში მკაცრად გაწერილ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, რომლებიც იცავენ პიროვნებას უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდების შემთხვევაში დამნაშავედ გამოცხადებისაგან. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლში მითითებულია, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ყოველივე ზემოთაღნიშნულის მხედველობაში მიღებით, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ა-–---------------მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის (ნ---- და დ--------------–---–ების, ლ--–---------–---–ის, მ--------------–---–ისა და კ-------------ის და თ-----------------ს ეპიზოდები), დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ „გ“ ქვეპუნქტებით (ოთხი ეპიზოდი).

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა-–---------------ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა ითვალისწინებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, მსჯავრდებულის პიროვნებას და ინდივიდუალურ მახასიათებლებს, იმ გარემოებას, რომ მან პირობითი მსჯავრის ქვეშ ჩაიდინა სოციალურად მომეტებული საფრთხის შემცველი დანაშაული და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით განსაზღვრულია სამართლიანი, ადეკვატური და თანაზომიერი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

შესაბამისად, პალატა მიჩნევს, რომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი ა-–---------------ის მიმართ, როგორც კანონიერი დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

პროკურორის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

მსჯავრდებულ ა-–---------------ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის განაჩენი;

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში (ნ-----------–-ას ეპიზოდი);

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (ნ---- და დ--------------–---–ების ეპიზოდი);

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (ლ--–---------–---–ის ეპიზოდი);

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით (კ-------------ის და მ--------------–---–ის ეპიზოდი);

 

ა-–---------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (თ-----------------ს ეპიზოდი) გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებზე;

 

ა-–---------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით (თ-----------------ს ეპიზოდი);

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (თ-----------------ს ეპიზოდი) განსაზღვრულ სასჯელს - თავისუფლების აღკვეთას 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით, ნაწილობრივ დაემატოს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ნ---- და დ--------------–---–ების, ლ--–---------–---–ის, კ-------------ის და მ--------------–---–ის ეპიზოდები) განსაზღვრული სასჯელებიდან თავისუფლების აღკვეთა 6-6 (ექვს-ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ა-–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 თებერვლის განაჩენით ა-–---------------ის მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი 3 (სამი) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 7 (შვიდი) წლის ვადით, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ა-–---------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ა-–---------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

 

ა-–---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- ნ---- და დ--------------–---–ის, თ-----------------ს, კ-------------ის და მ--------------–---–ის, ლ--–---------–---–ის კუთვნილი ოქროს ნივთები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.

 

- ლ--–---------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მომწვანო მუყაოს კოლოფი, ხის ზარდახშა, „პლასტმასის“ ზარდახშა, გასაღები, საყურე დაუბრუნდეს ლ--–---------–---–ს.

 

- ლ--–---------–---–ის სახლიდან ამოღებული დნმ-ის ანაწმენდები, თითის ანაბეჭდები, მეტალის დეტალი, მეტალის ფრაგმენტი, სუნის ნიმუში განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

- ნ-------------–---–ის სახლიდან ამოღებული გულის ფორმის შავი ფერის ზარდახშა დაუბრუნდეს ნ-------------–---–ს.

 

- ნ-------------–---–ის სახლიდან ამოღებული სუნის ნიმუში და თითის კვლები განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

- სალომბარდე ხელშეკრულებები დაკავშირებული დაზარალებულ ნ---- და დ--------------–---–ების, თ-----------------ს, კ-------------ის და მ--------------–---–ის, ლ--–---------–---–ის ნივთებთან დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნეს მისი შენახვის ვადით.

 

- სისხლის სამართლის საქმეზე დართულ სხვა ნივთიერი მტკიცებულებების ბედი გადაწყდეს გამოყოფილ საქმეებზე საბოლოოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე