განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
330100119003067283
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119003067283

საქმე №1ბ/1528-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

09 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მსჯავრდებულ ი-----–-----------------ას ადვოკატ ა-----------------–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-----–-----------------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–---------–--ს, ი--------------------ს მოქალაქე, ნასამართლეობის არმქონე, რეგისტრირებული ი--------------------, ქალაქი ამანი და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------–-----–-------- (ნომერი უცნობია) დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენით:

 

ი-----–-----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

ი-----–-----------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–-----------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რომ:

 

ი-----–-----------------ამ ჩაიდინა ყაჩღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; მანვე ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი გაადვილების მიზნით, კერძოდ:

 

2019 წლის 19 თებერვალს, დილით, ქ.თბილისში, კ----------------–--–-----------------ს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–-----------------ა თავს დაესხა ტაქსის მძღოლს - ნ-----------–---–ს და მის მიმართ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რაც გამოიხატა სხეულზე, თავისა და ტანის არეში ხელებისა და ფეხების არაერთგზის დარტყმაში, კბენასა და მანქანიდან გადაგდების მცდელობაში, ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა ამ უკანასკნელის კუთვნილი 4500 ლარად ღირებული ,,მიცუბიშის’’ (Mitsubishi) მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: S--------. ი-----–-----------------ა ძალადობდა ნ-----------–---–ზე მის მიერ განზრახული ყაჩაღობის გაადვილების მიზნით. ი-----–-----------------ას მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედების შედეგად ნ-----------–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც არის სიცოცხლისათვის სახიფათო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ი-----–-----------------ას ადვოკატმა ა-----------------–მა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის შემსუბუქების კუთხით. მისი განმარტებით, გამოყენებული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, ვინაიდან ი-----–-----------------ამ სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, აანაზღაურა მიყენებული ზიანი და ხელი შეუწყო სწრაფ და ეფექტურ მართლმსაჯულებას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება გამოკველევის გარეშე უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, კერძოდ: მოწმეების - ალ-------------------–-–---–ის, ნ-----------–---–ის, პაატა ხორავას გამოკითხვის ოქმებს; Mitsubishi-ის მარკის ავტომანქანის დათვალიერების ოქმს; ი-----–-----------------ას პირადი ჩხრეკისა და დაკავების ოქმს; სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნასა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

 

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-----–-----------------ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენის ფაქტს.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ი-----–-----------------ას დანიშნულ სასჯელს, პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის საჩივრის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას - აანაზრაუროს ზიანი, შეურიდგეს დაზარალებულს.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი; ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი - ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დანიშნული სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. ამასთან, სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს დამნაშავის რესოციალიზაციისათვის, ასევე დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის მისაღწევად.

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად იქნა შეფასებული და გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებს დაცვის მხარე, კერძოდ, სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი დანაშაულის აღიარების და მონანიების საკითხი; ასევე ის ფაქტი, რომ ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. სასამართლომ ასევე გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ბრალდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და მიიჩნევს, რომ მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. მსჯავრდებულის მიერ განხორციელებულ ქმედებათა ხასიათისა და სპეციფიკის, დანაშაულის ჩადენის ხერხის და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, ი-----–-----------------ას მიმართ დანიშნული თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, არის ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენი ი-----–-----------------ას მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ი-----–-----------------ას ადვოკატ ა-----------------–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 15 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ი-----–-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ი-----–-----------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ი-----–-----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

ი-----–-----------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-----–-----------------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი) წლის ვადით.

 

ი-----–-----------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 19 თებერვლიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

პირადი ჩხრეკისას ამოღებული, საფულე, ფულადი თანხა მონეტებით, 6 ცალი ფოტო სურათი, 2 ცალი მეხსიერების ბარათი, 1 ცალი სიმ ბარათი, 1 ცალი პლასტიკური ბარათი, მართვის მოწმობები, იორდანიის მოქალაქის აიდი ბარათი, ი--------------------ს შიდა გადაადგილების დოკუმენტი, გასაღების აცმა , ფრჩხილების ჰიგიენური საკვნეტი და 1 ცალი სანთებელა (დალუქული ერთ პაკეტად, ინახება შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარ სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

ბრალდებულისგან აღებული ნერწყვის ნიმუში და ავტომანქანიდან აღებული ანაწმენდები, რომელიც გადაგზავნილია ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს

 

ნ-----------–---–ის სამედიცინო ისტორიის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაწერები 1 ცალ კომპიუტერულ დისკზე, რომელიც დალუქული ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე