განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
110100119003053384
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110100119003053384

საქმე №1/ბ-596-2019წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ლერი თედორაძე

 

ბრალდების მხარე: საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორი ი-–------–------ი

 

გამართლებული: ჯ--------------ე, დაბადებული 1----–-–----------------–-, პირადი №5----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ჭ----------------------------–------------ი;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი);

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

აღწერილობითი ნაწილი

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჯ--------------ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე, ჭ----------------–----–------ის სოფელ ნ---------ში, საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ჯ--------------ემ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ო-----ი მ---------ეს, ხოლო შემდეგ ხელ-ფეხის გამოყენებით ცემა მას, რამაც დაზიანების მიყენება და ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

2019 წლის 13 მაისს, დაახლოებით 13:00 საათზე საცხოვრებელი სახლში ყოფნის დროს ო-----ი მ---------ემ უსაყვედურა შვილს - ჯ--------------ეს 2019 წლის 30 აპრილს მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, რა დროსაც ჯ--------------ე გაღიზიანდა და პლასტმასის ტარიანი იატაკის საწმენდი „ჩოთქი“ ერთხელ დაარტყა მამას მუცლის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

ზემოაღნიშნულის გამო, ჯ--------------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენით: ჯ--------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი) და სსკ 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში;

 

ჯ--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა; შესაბამისად, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის N12/7-19 განჩინებით ჯ--------------ის (პ/ნ 5----------) და მ-----------–--ის (პ/ნ4----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N3-----------);

 

გამართლებულ ჯ--------------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

დადგინდა, რომ საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გრძელტარიანი იატაკის საწმენდი ,,ჩოთქი’’ რომელიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-–------–------მა და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, ჯ--------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგი საფუძვლით: მიუხედავად იმისა, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაზარალებულმა გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს წარუდგინა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის შესაბამისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დგინდება, რომ ჯ--------------ემ ჩაიდინა მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაული.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).

 

სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.

 

რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტებს ჯ--------------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ჯ--------------ის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა, მსჯავრდებულის მამა ო----- მ---------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია საქმეზე არსებული წერილობითი მტკიცებულებები და ასევე, აღარ მოითხოვა მოწმეების: შ--–----------–---–ის, დ------–------–--ის, ე-–--------------–--ის, მ-----------–--ის, ლ-–---------ის და ჯ--------------ის დაკითხვა.

 

მოწმე მ-----------–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2019 წლის აპრილის თვის ბოლოს, მასთან სახლში მივიდა მამამისი ე-–--------------–--ე, რომელსაც თან ახლდა შ--–----------–---–ი და დ------–------–--ე. მან გააწყო სუფრა სახლის ეზოში, სუფრას მიუსხდნენ ე-–--------------–--ე, შ--–----------–---–ი, დ------–------–--ე და მისი მეუღლის მამა ო----- მ---------ე. რამდენიმე ხანში, სახლში მივიდა მისი მეუღლე ჯ--------------ე და შეუერთდა სუფრაზე მყოფ პირებს. გარკვეული დროის შემდეგ, შემოესმა ო----- მ---------ის ხმამაღალი საუბარი, რომელიც იძახდა, რომ იქ ყველაფერი მისი იყო და ყველაფერი თვითონ გააკეთა, მის შვილს კი არაფერი გაუკეთებია, აღნიშნულზე კი ჯ--------------ე ამშვიდებდა ო.მ---------ეს, ეუბნებოდა, რომ არ იყო აღნიშნული საკითხი სუფრაზე განსახილველი. აღნიშნულ დროს, სტუმრები ადგნენ და წავიდნენ. სახლში დარჩა მეუღლესთან და მამამთილთან ერთად. არც სუფრაზე ყოფნის დროს და არც შემდგომ, ჯ--------------ეს მამამისისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. 2019 წლის 13 მაისს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში და შემოესმა ო----- მ---------ის ხმამაღალი გინების ხმა, რომელსაც ამშვიდებდა ჯ--------------ე. აღნიშნულ დროს, არ შესწრებია რაიმე ფიზიკურ დაპირისპირებას ჯ--------------ესა და ო----- მ---------ეს შორის.

 

მოწმე ე-–--------------–--ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, 2019 წლის 30 აპრილის სტუმრად მივიდა მის შვილთან მ-----------–--ესთან, დ------–------–--ესთან და შ--–----------–---–თან ერთად. იქ მისვლისას მ-----------–--ემ გაშალა სუფრა. სუფრის მსვლელობის დროს გაღიზიანდა მ-----------–--ის მამამთილი ო----- მ---------ე, რომელსაც ამშვიდებდა პირადად და მ---ს მეუღლე ჯ--------------ე, აღნიშნულის შემდგომ კი, დატოვეს სუფრა და წავიდნენ. სტუმრად ყოფნის დროს, ო----- მ---------ესა და ჯ--------------ეს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს გამოძიებას მოწმის სახით გამოკითხულებმა: შ--–----------–---–მა და გ--------–------–--ემ.

 

საქმეზე უდავოდ ცნობილი მოწმეების: ე-–--------------–--ის, დ------–------–--ისა და შ--–----------–---–ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, 2019 წლის 30 აპრილს, როდესაც იმყოფებოდნენ ო----- მ---------ის ოჯახში სტუმრად, ჯ--------------ესა და ო----- მ---------ეს შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. მოწმე მ-----------–--ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2019 წლის 30 აპრილს და 2019 წლის 13 მაისს არ შესწრებია, რომ ჯ--------------ეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინოს მამის - ო----- მ---------ისთვის.

 

2019 წლის 14 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ჭ----------------–----–------ის სოფელ ნ---------ში და წარმოადგენს ო----- მ---------ის საცხოვრებელ სახლს და ეზოს.... შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ო----- მ---------ის მიერ, მითითებული იქნა ადგილი, სადაც მისი განმარტებით, 2019 წლის 30 აპრილს, დაახლოებით 15:00 საათზე მისმა შვილმა, ჯ--------------ემ განახორციელა მის მიმართ ფიზიკური ძალადობა, კერძოდ, ცემა მუშტებითა და ფეხებით........ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ო----- მ---------ის მითითებით, ამოღებული იქნა იატაკის საწმენდი გრძელტარიანი ,,ჩოთქი’’, რომლითაც მას შვილმა ჯ--------------ემ მუცლის არეში მიაყენა დაზიანება..... ამოღებული „ჩოთქი“ შეიფუთა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ერთ პაკეტად.

 

ლევან სამხარაულის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტიზის N0---------- დასკვნით დასტურდება, რომ 13.05.2019წ. 19:52-19:04 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ო-----ი მ---------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნება დაზიანება ნაჭდევის სახით (მარჯვენა სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნება უსწორო ფორმის ნაჭდევი ზომით 0.6x0,4სმ - დაფარული მოყავისფრო-მორუხო ფერის, სქელი, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან მაღლა მდებარე, კიდეებზე თითქმის სრულად აცლილი ფუფხით - აცლილ მიდამოებში ზედაპირი მოვარდისფრო ფერის, პრიალა) დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს 29.04.2019წ. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ--------------ემ.

 

მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განსაზღვრულია, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ხსენებული კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ანალოგიური შინაარსის შემცველია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭიროა უტყუარი მტკიცებულებები. ამასთან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების არსებობის აუცილებლობა, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და იძლევა პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე, გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტი, თავისი შინაარსით, ეს არის სასამართლოს მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. ეს არის მტკიცებულებითი სტანდარტის ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება, რადგანაც, მოცემულ შემთხვევაში, მთავარი აქცენტი გადატანილია არა ვარაუდზე, არამედ, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად, ცალკეული ფაქტების არსებობაზე, რომელთა გამოკვლევის შედეგად არ უნდა დარჩეს გონივრული ეჭვი ბრალდებულისათვის წარდგენილი ბრალდების ჭეშმარიტებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. პირდაპირი მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო, რაც მთლიანად გამყარებული მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა, გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება.

 

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლოს მიერ ბრალდების მხარის მტკიცებულებები სწორად არ იქნა მიჩნეული უტყუარად და საკმარისად იმისათვის, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულიყო ჯ--------------ის ბრალეულობა ოჯახურ ძალადობაში, რადგანაც, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა რაიმე პირდაპირი უტყუარი მტკიცებულება, იმისათვის, რომ 2019 წლის 30 აპრილსა და 13 მაისს, ჭ----------------–----–------ის სოფელ ნ---------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, ჯ--------------ემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - ო----- მ---------ეს, რის შედეგადაც, ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ო----- მ---------ემ, რომელიც მას გამოძიების ეტაპზე ამხელდა ძალადობის ჩადენაში, გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ჯ--------------ის მიერ 2019 წლის აპრილის და მაისის თვეში მამის - ო----- მ---------ის - მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარუდგენია. მტკიცების ტვირთის თვალსაზრისით, ბრალდების მხარის მიერ მითითებული გარემოებები ვერ სცილდებოდა ვარაუდს, რადგანაც ისინი არსებობდა მხოლოდ ეჭვის დონეზე, რაც, არ შეიძლება საფუძველი გამხდარიყო პირის დამნაშავედ ცნობასათვის, აღნიშნული შეფასებული იქნა სასამართლოს მიერ და ჯ--------------ე სწორად იქნა ცნობილი უდანაშაულოდ და გამართლებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მიერ, ჯ--------------ის მიმართ, 2019 წლის 29 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-–------–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ივლისის განაჩენი, ჯ--------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

3.ჯ--------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 30 აპრილის ეპიზოდი);

 

4.ჯ--------------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (2019 წლის 13 მაისის ეპიზოდით);

 

5.ჯ--------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია. შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 15 მაისის N12/7-19 განჩინებით ჯ--------------ის (პ/ნ 5----------) და მ-----------–--ის (პ/ნ4----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე დადებული ყადაღა (საკადასტრო კოდით N3-----------);

 

6.გამართლებულ ჯ--------------ეს განემარტოს, რომ მას უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

 

7.ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული გრძელტარიანი იატაკის საწმენდი ,,ჩოთქი’’, რომელიც ინახება ჭიათურის რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლ.თედორაძე/