განაჩენი

სისხლის სამართლის 09.10.2019
საქმის ნომერი
120100118002709407
ინსტანცია
თარიღი
09.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 120100118002709407

საქმე №1ბ/1139-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - კ---------–---–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - ა--------------–---ი (დაბადებული 1----–-–------------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–-----------–---–-------------ში);

 

ადვოკატი - ნ------------------–---–ი;

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით); 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის ბინაში უკანონო შეღწევით);

 

თარჯიმანი - ი----------------ე;

 

სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 10 აგვისტოს დაახლოებით 03:00 საათზე ა--------------–---მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ------––---–--–--------------------------–-------------ში მდებარე გ-----------------ის საცხოვრებელ ბინაში, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ბინაში მყოფ გ-----------------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, კერძოდ, წებოვანი ლენტის გამოყენებით აუკრა პირი, დაუკოჭა ხელ-ფეხი და სცემა, რომელსაც თანამონაწილესთან ერთად სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით ყაჩაღური გზით გასტაცა 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის ფულადი თანხა, საპენსიო პლასტიკური ბარათი და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენით, ა--------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

 

ა--------------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ა--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა--------------–---ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

გაუქმდა ახალციხის 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა--------------–---მა და მისმა ადვოკატმა - ნ------------------–---–მა ითხოვეს მისი გაუქმება.

 

მეორე მხარემ - ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–----–---–მა შესაგებელით შემოიტანა სააპელაციო საჩივარზე და ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

აპელანტის პოზიციით: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას დაეყრდნო, საქმეზე შემდეგ მტკიცებულებებს ესენია: 1. დაზარალებულ გ-----------------ის ჩვენება, 2. საქმეზე ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და 3. საქმეზე ჩატარებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. დაზარალებულ გ-----------------ის ჩვენების სისწორეში დარწმუნება, მისი პიროვნებიდან და ასაკიდან გამომდინარე შეუძლებელია, ასევე დაზარალებულის ჩვენებით, ა--------------–---ი შემთხვევის ადგილზე ერთდროულად ორივე ოთახში ვერ იქნებოდა და გ-----------------ის მიერ აღწერილი დამნაშავის აღნაგობა აშკარად ეწინააღმდეგება ა--------------–---ის აღნაგობას, ხოლო რაც შეეხება ხსენებული ექსპერტიზების დასკვნებს წინააღმდეგობაშია როგორც ერთმანეთთან ასევე დაზარალებულის ჩვენებასთან, რაც საეჭვოს ხდის მათ სანდოობას. ასევე, ახალციხის რაიონულ სასამართლოშივე განიხილებოდა სხვა სისხლის სამართლის საქმეც ა--------------–---ის ძმის ს------ ა------–---ის და მათი მეგობრის ა------------------ის მიმართ, ამ და ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეებზე დაკითხული პოლიციის თანამშრომლები, თავიანთ ჩვენებებში აშკარად ავლენენ უარყოფით დამოკიდებულებას ამ სამი პიროვნების, ა--------------–---ის, ს------ ა------–---ის და ა------------------ის მიმართ, არც იმას მალავენ რომ, რამოდენიმეჯერ აუღეს ნიმუში, რომ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქალაქში თუ რამე ხდებოდა ყველაფერი ამ სამი პიროვნების გაკეთებული იყო.

 

მეორე მხარის პოზიციით: ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის თაობაზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომაც 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში, რომელშიც აღნიშნა: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხისთავიდან აცილებას. მსჯავრდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ამასთან, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ უნდა იქნეს დასუსტებულიისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 43.).

 

ამდენად, სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, რა ფაქტების ცალსახად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ამ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზი.

 

დაზარალებულ გ-----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ღამის 3 საათზე დაწვა დასაძინებლად. იგი სახლში მარტო ცხოვრობს და კარებიც დაკეტილი ქონდა. ორმა უცნობმა მისი კარიდან ამოიღო შუშა, კარი გააღო, შევიდა მის სახლში და ერთი თავზე დაადგა, მეორე სხვა ოთახში გავიდა. ფულს სთხოვდნენ. მეორე პირი შევიდა სხვა ოთახში, სადაც შუქი აანთო და ოთახში ტანსაცმელი აურ-დაურია. ეკითხებოდნენ ფული სად ჰქონდა შენახული. რომ არაფერი უპასუხა, დაიწყეს ცემა. თავდამსხმელებმა პენსიის ბარათი გასტაცეს, სახეში ურტყეს მუშტები, ყელში მოუჭირეს და ახჩობდნენ, სთხოვდნენ ფულის ადგილსამყოფელი გაემხილა. მას შეეშინდა და ცდილობდა ლოგინში დამალულიყო, თუმცა თავდამსხმელები მის დახრჩოიბას ცდილობდნენ. ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა, რაც მეორე დღეს შენიშნა, რადგან იმ დროს ბნელოდა. 400 ლარი ჰქონდა კარადის უჯრაში საშაქრეში შენახული. მოგვიანებით ნახა, რომ საშაქრე იატაკზე ეგდო და ფული აღარ იყო. მეორე ოთახში მყოფმა პირმა, ჯერ რუსულად გამოსძახა მასთან მყოფ პირს ,,სამველ დაამთავრეო?“, შემდეგ კი სომხურად. პირი და ფეხები წებოვანი ლენტით შეუკრეს. წებოვანი ლენტითვე დააბეს და ისე დატოვეს. დილამდე ასე იჯდა. მერე მოახერხა, დანა აიღო და წებოვანი ლენტი გადაჭრა. რომ გათენდა მეზობელთან გავიდა და ყველაფერი მოუყვა, რაც მოხდა. მეზობელმა პოლიციას დაურეკა. მან თავის დას დაურეკა და გააგებინა მისი ამბავი. ერთი თვის განმავლობაში ცუდად იყო, საჭმელს ვერ ჭამდა, სილურჯეები ჰქონდა სახეზე და ხელებზე, თვალზეც პრობლემები შეექმნა. მეორე თავდამსხმელი მას არ დაუნახავს, რადგან პირდაპირ მეორე ოთახში შევიდა. აღნაგობით სუსტი იყო, ტანზე ეცვა სვიტრი და კეპი ეფარა, რომელიც სახეზე ჰქონდა ჩამოფარებული და სახე ვერ დაინახა. თავდამსხმელები ერთად წავიდნენ. დილით ნახა, რომ მის საწოლთან ეგდო ერთი ცალი ხელთათმანი. მას სკოჩი სახლში არ ჰქონია, თავდამსხმელებმა მოიტანეს გამზადებული, სპეციალურად დაჭრილი. პირი, რომელმაც ცემა თავზე კეპი ეფარა, იყო სუსტი, მაღალი, სახე გაპარსული ჰქონდა და სვიტერი ეცვა შავი ყელით. მეორე პირი იყო მასთან ოთახში, და ფულიც მან გაიტანა. პოლიციის მისვლამდე სახლში არავინ შესულა.

 

მოწმე გ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაახლოებით 9 თუ 10 საათი იქნებოდა, როცა სამსახურიდან დაბრუნდა და მეზობლები დახვდნენ შეკრებილნი. შეიტყო, რომ ქურდობა იყო მომხდარი ერთ-ერთი მეზობლის - გ-----------------ის სახლში. ნახა, რომ მეზობლის ქალი იყო დალურჯებული, ყელზე ჰქონდა დაზიანებები, თვალზეც. გაარკვია, რომ ღამით ვიღაც იყო შეპარული მის სახლში, გაქურდა და იძალადა. მეზობლებს უთხრა, სასწრაფო გამოეძახათ. მალევე მივიდა სასწრაფო და პოლიციაც. მან რომ ნახა დაზარალებული შოკში იყო, დაზიანებები ჰქონდა სახეზე, თავი ჰქონდა დალურჯებული, გასიებული და ყელის არეშიც დალურჯებები აღენიშნებოდა.. დაზარალებულმა უამბო, რომ ღამის საათებში, 3 თუ 4 საათი იყო, სახლში მასთან შევიდნენ უცნობები, სახე დაფარული ჰქონდათ, მოსთხოვეს ფული და დაახლოებით 400 ლარის ოდენობით თანხა გამოართვეს. თავდამსხმელებმა დაზიანებები ხელით მიაყენეს, მერე სკოჩით დააბეს და როგორც კი უთხრა თანხა სად იყო, აიღეს და წავიდნენ. დაზარალებულმა თავისით გაიხსნა ხელები. მან ნახა სკოჩი, რომელიც დაზარალებულის კართან ეგდო.გ----- მარტო ცხოვრობდა, არც ქმარი არც შვილები როგორც მეზობლები ისე იცნობდნენ და თვითონ მარტო ცხოვრობდა, პენსიას იღებდა და თავისი პენსიით ირჩენდა თავს, ჰქონდა პენსიის თანხა და საჭიროებისამებრ უნდა დაეხარჯა.მაგრამ მაგ ღამეს 12 საათზე დაწვა დასაძინებლად და არაფერი ხმა არ გაუგია დახმარების თხოვნის და არც ყვირილი არ გაუგია. როდესაც იძინებს ტელევიზორი მაქვს ჩართული.

 

მოწმე ა-–---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ა---––---–---–--------------------------–-------------ში, გ-----------------ის მეზობლად, რომელიც მოხუცი ქალია, მარტო ცხოვრობს, პენსიონერია. შემთხვევის დღეს ნახა, რომ გ-----ს სახლთან იდგა პატრული და იყვნენ მეზობლები. მივიდა მათთან, რომ გაეგო რა მოხდა. გ----- ყვიროდა, რომ ორი ადამიანი შევიდა, ცემეს, ხელები გაუკოჭეს, ფული უნდოდათ, ძალა გამოიყენეს, ფული აიღეს და წავიდნენ, თუმცა არ იცის ვინ არიან. იგი არ დაკვირვებია, როგორ მდგომარეობაში იყო გ-----, რადგან სახლში 5 წუთით ჰყავდა შვილი დატოვებული და მალევე შებრუნდა. მოგვიანებით მეზობლები მოსული იყვნენ მასთან და ყვებოდნენ, რომ გ-----სთან იყო ორი ადამიანი, სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, ფული უნდოდათ, ხელები გაუკოჭეს, ფული წაიღეს და წავიდნენ. ამ ფაქტის მერე რამდენიმე დღე გ----- სახლში არ რჩებოდა, ნათესავთან იყო, როდესაც უკვე კარგად გახდა მაშინ დაბრუნდა შინ.

 

მოწმე ა-----------------ის ჩვენებით დადგენილია რომ 2018 წლის 10 აგვისტოს დილის 10 საათი იქნებოდა ქუჩაში გამოვიდა და გ-----------------ის სახლთან ბევრი ხალხი იყო და პოლიცია შენიშნა. გაარკვია, რომ გ-----------------თან ღამე ქურდები შესულიყვნენ. ქუჩაში გ-----ც ნახა, რომელიც ნაცემი იყო, სახე სულ გალურჯებული და გაწითლებული ჰქონდა. გ-----მ უთხრა, რომ ეძინა, მერე ხმები გაიგო და რომ გაიღვიძა ერთი ბიჭი იდგა მის საწოლთან, აიღო ზეწარი და მისი დახრჩობა უნდოდა, მერე ხელები და ფეხები დაუკოჭეს და ცემდნენ. ხმა გაიგო მეორე ოთახიდან ამბობდნენ ,,გაიგე სად არის ფულიო“ და გ-----ს უთქვამს რომ 400 ლარი ჰქონდა მხოლოდ, აუღიათ თანხა და წასულან. გ-----ს სახლს ორივე მხრიდან აქვს შესასვლელი. კარი გაუტეხავთ და ისე შეუღწევიათ სახლში. თავდამსხმელები რომ წასულან და ხმები რომ აღარ ესმოდა, თვითონ დაიწყო ტანჯვით წებოვანი ლენტის მოხსნა და მერე გამოვიდა გარეთ. გ----- მარტო ცხოვრობს. მისი ერთადერთი შემოსავალი პენსიაა.

 

მოწმე რ--------------ის (ექსპერტი) ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მორიგეები იყვნენ რ--------------ე და გ-----------------–---–ი, მათ დაუკავშირდა გამომძიებელი თ-----------------ი, უნდა მისულილიყვნენ აღნიშნულ მისამართზე, სადაც ძარცვის ბრალდებით იყო დაწყებული საქმეზე გამოძიება, შემთხვევის ადგილზე მისვლისას დააფიქსირეს შემთხვევის ადგილი ფოტოთი, სახლში შესვლისას აღმოჩენილი იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, რომელიც ამოღებული იქნა, ასევე წებოვანი ლენტი, საწოლის გადასაფარებელი თეთრეული, ანაწმენდები და თითის ანაბეჭდები, რომლებიც ამოღებული და დალუქული იქნა მათ მიერ სპეციალურ პაკეტში. დათვალიერების ოქმიდან გამომდინარე რ--------------ე აღნიშნავს, რომ შესასვლელი კარის ზღურბლთან იყო წებოვანი ლენტი, შევიდნენ მარჯვენა მხარეს პირველი ოთახიდან, საწოლის ზედაპირიდან იქნა ამოღებული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქა, ასევე იყო პატარა აივანი სადაც ფანჯარა იყო გაღებული და ამოღებული იქნა ფანჯრიდან თითების კვალი, შემდეგ აღებული იქნა ანაწმენდი საძინებელი ოთახის საწოლის ზედა სახელურებიდან და წყლის ჭურჭელი. როდესაც შევიდნენ სახლში იყო არეულობა, თუმცა არ ახსოვს ბინის მეპატრონე იყო თუ არა ადგილზე დათვალიერების დროს. საცხოვრებელ სახლში ჩატარდა რამდენიმე სახის ექსპერტიზა, ამოღებული იქნა რ--------------ის და გ-----------------–---–ის მიერ წითელი სისხლის მაგვარი ლაქები და ანაწმენდები, ამავე დროს სახლში შესრულებულია სხვა საგამოძიებო მოქმედებები, მანამდე სახლი დამუშავებული იქნა ექსპერტ კინოლოგების მიერ. რ--------------ის და გ-----------------–---–ის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების დროს ამოღებული სისხლის ლაქები და ანაწმენდები ადგილზევე დალუქული იქნა და მოთავსებული იქნა სპეციალურ პაკეტში და გადაეცა გამომძიებელს.

 

მოწმე გ-----------------–---–ის (ექსპერტი) ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს მისი და რ--------------ის მორიგეობის დროს შევიდა გამოძახება ძარცვის ფაქტზე და შემთხვევის ადგილზე გავიდა ჯგუფი, მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს თითის კვლები, ანაწმენდები, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები, ორი ცალი ზეწარი, წებოვანი ლენტი და ერთჯერადი ხელთათმანები, რომლებიც ამოღებული და დალუქული იქნა მათ მიერ სპეციალურ პაკეტში და ჩააბარეს გამომძიებელს. ადგილი დაათვალიერეს, გადაუღეს სურათები, კვლები სადაც იყო ამოიღეს. გ-----------------–---–ს არ ახსოვს ბინის მეპატრონე იყო თუ არა ადგილზე დათვალიერების დროს. წებოვანი ლენტები ამოღებული იქნა სახლის შესასვლელიდან, საწოლზე იყო დასვრილი ზეწრები, რომლებიც ასევე იქნა ამოღებული, გარეთ შუშაზე იყო ანაბეჭდები, ხოლო ანაწმენდები ამოღებული იქნა ტუმბოს სახელურებიდან და საწოლის სახელურებიდან. გ-----------------–---–თან და რ--------------ე როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, იქ არ ყოფილა ექსპერტ კინოლოგი. ექსპერტ კინოლოგის ნამუშევარი არაფერი არ შეუმჩნევია.

 

მოწმე დ-------------–---–ის (ექსპერტი) ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 11 აგვისტოს ახალციხის რაიონული სამმართველოს დადგენილების საფუძველზე დ-------------–---–ის მიერ შემოწმებული იქნა მოქალაქე გ----- ვ--------ის ასული, დაბადებული 1----–--–----–--------------––-----–--------------------------–------------. პიროვნება წარდგენილი იქნა საქმის ინსპექტორ-გამომძიებლის ა-–--------------------ის მიერ. როგორც საქმის გარემოებაშია მითითებული 2018 წლის 10 აგვისტოს ა---––---–---–--------------------------–-------------ში ღამის საათებში მისივე სახლში გ-----------------ი გაძარცვეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პირადი გასინჯვის მონაცემებით აღნიშნული პიროვნება უჩიოდა ტკივილს თავის არეში, ტკივილს მარცხენა თვალბუდეში და მარცხენა სახის არეში. ობიექტური მონაცემებით მარცხენა თვალბუდეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, მარცხენა ყვრიმალისა და ლოყის არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი ზომით 6X7 სმ-ზე, ყელის მარცხენა არეში აღენიშნებოდა ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი 5X6 სმ-ზე, მარჯვენა მხარზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი, რომელიც ცდებოდა კანის ზედაპირის დონეს მაღლა, ზომით 0.5X2 სმ-ზე, მარჯვენა წინა მხრის არეში ზურგის მხრის ზედაპირზე აღენიშნებოდა 6 ცალი ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, ასევე მარცხენა მხრის ზემო მესამედის ზურგისმხრის ზედაპირზე აღენიშნებოდა 3 ცალი ლურჯი ფერის სისხლნაჟღენთი, მარცხენა წინა მხრის ქვემო მესამედში ზურგის მხრის ზედაპირზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი, რომელიც ცდებოდა კანის ზედაპირის დონეს ზომით 0.1X0,5 სმ-ზე და ცხვირის წინა არეში აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ნაჭდევი ზომით 0.2X0.3 სმ-ზე. სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე, ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დასკვნის გაცემის თარიღია 2018 წლის 13 აგვისტო. გ-----------------ის შემოწმება პირადად მოხდა დ-------------–---–ის მიერ, პიროვნება მასთან მიყვანილი იქნა უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ, დ-------------–---–ი გაესაუბრა იმის შესახებ თუ როდის მიადგა დაზიანება და რა ტკივა. პირადი გასინჯვის მონაცემებით უჩიოდა ტკივილს თავის არეში, ტკივილს მარცხენა თვალბუდეში და მარცხენა სახის არეში. შემდეგ გადადიან ობიექტურ მონაცემებზე, ხდის პიროვნებას თავიდან ბოლომდე და ამოწმებს მთლიან სხეულს. საქმის გარემოებაში და პიროვნების გადმოცემით აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია 10 აგვისტოს ღამის საათებში, გ-----------------ი შემოწმებული იქნა 13 აგვისტოს. შუაში არის 3 დღე. მითითებულია რომ სისხლნაჟღენთი არის ლურჯი ფერის, ნაჭდევი, რომელიც აღენიშნებოდა მხარზე, ზურგზე, არის მოწითალო ფერის. საერთოდ ერთიდან სამ დღემდე ლურჯი ფერისაა სისხლნაჟღენთი, ნაჭდევები კანის ზედაპირს სცდება ორიდან ხუთ დღემდე და შემდეგ იწყებს მოცილებას, რაც შეესაბამება აღწერილობით ნაწილში არსებულ მონაცემებს. შესაბამისად, აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. როდის მიაყენეს პიროვნებას დაზიანება, ზუსტი დროის განსაზღვრა შეუძლებელია.

 

მოწმე გ-----------------ის (ექსპერტი) ჩვენებით დადგენილია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა შეადგინა 2018 წლის 24 აგვისტოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის ალ-------------------–---–ის მიერ იქნა წარმოდგენილი ოდოროლოგიური ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე დადგენილება, რომლის საფუძველზეც ჩაატარა გ-----------------ემ ოდოროლოგიური ექსპერტიზა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იქნა დადგენილება ორ ფურცლად, წარმოდგენილი იქნა სუნის კვალის ნიმუშების 4 ქილა, ახ--––---–--–--------------------------–-------------ში გ-----------------ის საცხოვრებელი სახლიდან სისხლის სამართლის საქმეზე ა---––---–---–--------------------------–--------------ში გ-----------------ის საცხოვრებელ სახლში ფაიფურის ჩაიდნიდან ნახშირით იყო ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, რომელიც მოთავსებული იყო ქილაში, დალუქული. აგრეთვე ა------------------ის და ს------ ა------–---ის სუნის კვალის ნიმუშები, რომელიც მოთავსებული იყო ცალ-ცალკე ორ სპეციალურ ქილაში, მთლიანობა დაცული იყო. სუნის ნიმუში ასევე აღებული იყო ა--------------–---ისაგან, მოთავსებული იყო სპეციალურ ქილაში, ლუქის მთლიანობა არ იყო დარღვეული. ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვებია: წარმოდგენილი სუნის ნიმუში არის თუ არა ა------------------ის, ს------ ა------–---ის და ა--------------–---ის სუნის ნიმუშების იდენტური. ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დაიდო დასკვნა სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე. ახ--––---–--–--------------------------–-------------ში გ-----------------ის საცხოვრებელი სახლიდან ფაიფურის ჩაიდნიდან კერძოდ ფაიფურის ჩაიდნიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტური იყო ა--------------–---ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, ხოლო არაიდენტურია არტურ მანუკაინის და ს------ ა------–---ისაგან ამოღებული სუნის ნიმუშების.. ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ნიმუშები დაილუქა და აღნიშნულ დასკვნასთან ერთად გადაეგზავნა გამომძიებელს. დადგენილებაში მითითებული იყო თუ რა ფაქტის თაობაზე ჩატარდა შესაბამისი საკვლევი ნიმუშების აღება, აღნიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამსახურის ოდოროლოგიური ექსპერტიზის განყოფილებაში. ექსპერტიზას ატარებს ოდოროლოგიური განყოფილების ექსპერტი, კვლევის პროცესში თითქმის არ არსებიობს არანაირი გადაცდომა. მის მიერ შედგენილ დასკვნაში მითითებულია რომ გ-----------------ის საცხოვრებელ სახლში ფაიფურის ჩაიდნიდან აღებული სუნის ნიმუში ერთი პიროვნების იდენტურია, ხოლო მეორე პიროვნების არაიდენტური. აღნიშნული ოდოროლოგიური ექსპერტიზა ტარდება როგორც დასკვნაშიცაა მითითებული სპეციალურად გაწვრთნილი სამსახურეობრივი ძაღლების მონაწილეობით. თუ სამივე ძაღლმა ერთი და იგივე შედეგი დააფიქსირა, დაწერენ ოდოროლოგიურ დასკვნას რომ იდენტურია. სუნის კვალი შესაძლებელია ადგილზე დარჩეს სამი დღეც კი დახურულ პირობებში.

 

მოწმე ნ-----------–---–ის (ექსპერტი) ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ გაცემულია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა 2018 წლის 14 სექტემბერს, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არის ა--------------–---ის ბრალდების საქმეზე, დაზარალებული არის გ-----------------ი. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ალ-------------------–---–ის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ექსპერტიზის ჩატარება დაევალა მას, ექსპერტიზის წინაშე წარდგენილი იყო საკვლევად 16 პაკეტი. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი იყო წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, ანაწმენდები ფაიფურის საშაქრეს სახელურიდან, ანაწმენდი ორ ცალ ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებ ჩხირზე, საძინებელ ოთახში არსებული საწოლის სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდი, საძინებელი ოთახში არსებული ხის კამოდის უჯრის სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდები, მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქების ნიმუშები, წებოვანი ლენტებიდან აღებული ანაწმენდები, ხელთათმანის ფრაგმენტები, წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერები, წებოვანი ლენტის ფრაგმენტები მოყავისფრო ლაქებით, ორი ცალი ზეწარი მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით, მოთეთრო ფერის ზეწარი, მოთეთრო ფერის ლეიბის შალითა, გ-----------------ის სისხლის ნიმუში, ა------------------ის ნერწყვის ნიმუში, ს------ ა------–---ის ნერწყვის ნიმუში, ა--------------–---ის ნერწყვის ნიმუში. სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: ,,წებოვანი ლენტის ფრაგმენტები“ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობN1) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, ობ N1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობN20, წარწერით გ-----------------ის სისხლის ნიმუში). წებოვანი ლენტების ფრაგმენტებიდან ამოღებულ თმისმაგვარ ბეწვებზე (ობN1ა) გენეტიკური იდენტიფიკაციის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობN2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ N2-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობN20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს (ობN23); პაკეტი, წარწერით ,,ნერწყვის ნიმუში აღებული ა--------------–---ისგან“...). პაკეტში წარწერით: ,,წებოვანი ლენტების ფრაგმენტებიდან განცალკევებული ხელთათმანის ფრაგმენტები...) მოთავსებულ ერთ-ერთ რეზინოვან ფრაგმენტზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები (ობN11) წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობN11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობN20). ამავე ფრაგმენტის და მეორე ფრაგმენტის გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ N12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობN20), ხოლო ამავე ფრაგმენტების შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის ობN13 გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთი წილი ეკუთვნის გ-----------------ს , ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს. ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ შედარებით დიდი ზომის რეზინოვან ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობN14-15) გენეტიკური პროფილები შერეულია, ობN14-ის შერეულკი გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობN20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს (ობ.N23). ობN15-ში ვლინდება გ-----------------ის (ობN20) და ა--------------–---ს (ობN23) გენეტიკური თანამონაწილეობა,, ხოლო ა------------------ის (ობN21; პაკეტი, წარწერით: ,,ა------------------ის ნერწყვის ნიმუში“ და ს------ ა------–---ის (ობN22; პაკეტი წარწერით: ,,ს------ ა------–---ის ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ნ-----------–---–ისთვის წარდგენილ საკვლევ ობიექტზე აღმოჩენილი იქნა ა--------------–---ის ნიმუშები, რომელი პაკეტებიც გახსნილი იქნა მის მიერ და ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. წებოვანი ლენტი რომელიც იყო ხსენებული ეს არის საზოგადოებისათვის ცნობილი ე.წ. ,,სკოჩი“. შერეული გენეტიკური პროფილი ნიშნავს, რომ ორ ადამიანს ჰქონდა შეხება რომელიმე საგანთან. სასამართლო ექსპერტიზის ადმინისტრაციას აღნიშნული პაკეტები ჩაბარდა დადგენილება 13/08/2018წელს.

 

მოწმე თ-----------------ის (გამომძიებელი) ჩვენებით დადგენილია, რომ შევიდა შეტყობინება ახალციხის პოლიციაში, რომ იყო გაძარცვული ქალბატონი გ-----------------ი, შეტყობინების შემდეგ ისინი ავიდნენ შემთხვევის ადგილზე, თ-----------------მა დაათვალიერა შემთხვევის ადგილი გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო, რადგან დაზარალებულს მხედველობა დაქვეითებული ჰქონდა, არ იცოდა წერა-კითხვა, გარეშე პირი მოიწვიეს, ასევე თარჯიმანი და აღნიშნული პირების თანდასწრებით დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ასევე ესწრებოდნენ ექსპერტები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული იქნა სუნის ნიმუში, ნერწყვის ნიმუში, ანაბეჭდები, წებოვანი ლენტა, ანაწმენდები, შედგა სათანადო ოქმი, ხელს აწერენ როგორც ექსპერტები, დაზარალებულის, გარეშე პირის და თარჯიმნის. რაიმე შენიშვნა მონაწილეების მხრიდან არ დაფიქსირებულა. გარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა აქვს სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მიღებული მონაწილეობა, კერძოდ გამოკითხა მეზობელი, გამოკითხა დაზარალებული, სცნო დაზარალებულად, განმარტა დაზარალებულის უფლებები, თარჯიმნის და გარეშე პირის მონაწილეობით აქვს ეს საგამოძიებეო მოქმედებები განხორციელებული. გ-----------------მა დაასდასტურა თავისი წინა ჩვენება და სცნო დაზარალებულად. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ფანჯარა იყო ეზოს მხრიდან მოხსნილი, ფანჯრის მინა იყო მოხსნილი, აქედან აღებული იქნა ანაწმენდები და ანაწმენდები, შესასვლელ კარებთან ეგდო მოყვითალო ფერის წებოვანი ლენტა და ასევე რეზინის ხელთათმანები, შემდეგ შევიდნენ ოთახში, სადაც ეძინა დაზარალებულს, არეული იყო ოთახი, სისხლის კვალი იყო ოთახში, ლოგინში სისხლის კვალი იყო, შემდეგ დაზარალებულმა უთხრა, რომ ფული ჰქონდა მისაღებ ოთახში და მიუთითა ზუსტად ის ადგილი, სადაც ფული ჰქონდა შენახული 400 ლარი, იმ ადგილიდან ექსპერტის მიერ აღებული იქნა სუნის ნიმუში და ანაწმენდების ნიმუშიც აღებული იქნა ზუსტად იმ ჭურჭლიდან სადაც ედო 400 ლარი. ქალბატონი იყო ძალიან ნაცემი, ეტყობოდა სხეულის დაზიანება ხელების არეში, თითქმის ყველგან იყო დალურჯებული და სახეზე მოსდიოდა სისხლი. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის ექსპერტები და იყო ექსპერტ კინოლოგი ნ----------–-------ი. საგამოძიებო მოქმედებას მონაწილე არც ერთ პირს არ გამოუთქვამს არანაირი შენიშვნა. თ-----------------ს გარდა აღნიშნულისა ა--------------–---ის მიმართ სხვა საგამოძიებეო მოქმედება არ ჩაუტარებია. ექსპერტ კინოლოგს მიეთითა ის ადგილი სადაც ინახავდა ფარმანიანი ფულს, ექსპერტს ჰქონდა თავისი სპეციალური საშუალებები, რომელმაც ჩაყარა ჭურჭელში, ცოტა ხანს გააჩერა სპეციალური ფხვნილი და სპეციალურ მინის ქილაში გადაადგილა სუნის ნიმუში, დალუქა და გადასცა გამომძიებელს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ ბ-------------–-–---–ი (გამომძიებელი), ლ-----------ე (გამომძიებელი), დ-------------–---–ი (გამომძიებელი), ა-–--------------------ე (გამომძიებელი), გ-----------------ე (გამომძიებელი), ე-–-------------–---–ი (ექსპერტი), ფ-----------------ე (ექსპერტი), ა-------------ე (ექსპერტი), ნ----------–-------ი (ექსპერტი), რომლებმაც ძირითადად დაადასტურეს მათი მიერ ან მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენებები ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, სააპელაციო პალატა მათ სიღმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2018 წლის 10 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ახ--––---–--–--------------------------–-------------ში და წარმოდგენს გ-----------------ის ერთ სართულიან საცხოვრებელ სახლს,რომელიც დგას წმინდა ქ------------------–-- და გამსახურდიას ქუჩების გადაკვეთაზე. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში შეიძლება მისვლა,როგორც გამსახურდიას ქუჩიდან,ასევე წმინდა ქ------------------–-- ქუჩიდან,გ-----------------ის საცხოვრებელი სახლის ცენტრალური შესასვლელი და სახლის ფასადი არის წმინდა ქ------------------–-- ქუჩიდან,საცხოვრებელი სახლის ზომაა 7X13 მ,რომელსაც გააჩნია შესასვლელი კარები,როგორც წმინდა ქ------------------–-- ქუჩიდან,ასევე გამსახურდიას ქუჩიდან ეზოს მხრიდან. ცენტრალურ ფასადზე სახლს ჩრდილოეთიდან აქვს ორ ფრთიანი ხის მასალის კარებები,რომელიც დაკეტილი შიგნიდან მთელ კარების სიგანის ზომის ლითონის ურდული,კარების და კედლის წინ ალაგია ლითონის ფირფიტები,რომლებიც მიმაგრებულია 6 ცალი ქვით. ცენტრალურ ფასადზე ასევე არის ორი ცალი ხის მასალით დამზადებული ფანჯარა,რომელსაც შიგნიდან გააჩნია ხის დარაბები.აღნიშნული კარები და ფანჯარა არის დაზიანებული. საცხოვრებელ სახლს ჩრდილოეთიდან გააჩნია ერთი ცალი ხის მასალით დამზადებული ფანჯარა,რომელსაც ასევე შიგნიდან გააჩნია ხის დარაბა და არ არის დაზიანებული. საცხოვრებელის სახლის უკანა მხარეს სამხრეთით გააჩნია ეზო, რომლის შესასვლელი კარები არის აღმოსავლეთიდან.ეზო შემოღობილია ხის ღობით,რომლის სიმაღლე არის 1,5 მეტრი,ხოლო სიგრძე 10 მეტრი. საცხოვრებელ სახლს დასავლეთიდან ესაზღვრება ოგანეს ა------–---ის საცხოვრებელი სახლი,აღმოსავლეთიდან გამსახურდიას ქუჩის საავტომობილო გზა,ხოლო სამხრეთით გ-----------------ის ეზო შემდეგ მისი ძველი სახლი. ეზოს ჭიშკარი იკეტება ურდულით და არ არის დაზიანებული,რომელიც ექსპერტის მიერ დაინომრა #1-ით,ადგილი სადაც არის გადახეხილის კვალი.საცხოვრებელი სახლის ეზოში შესასვლელი კარებიდან მარცხნივ არის ონკანი და საპირფარეშო,ხოლო შემდეგ ძველი ამორტიზებული სახლი.ეზოში ასევე არის ძველი ფიცრებისგან გაკეთებული დამხმარე სათავსო და საზაფხულო სამზარეულო,აღნიშნულ ეზოს მხრიდანს სახლს გააჩნია ორ ფრთიანი ხის მასალით დამზადებული კარები და ერთი ცალი ხის მასალით დამზადებული ორ ფრთიანი ფანჯარა.საცხოვრებელ სახლის ეზოდან სახლში შესასვლელი კარების წინ გდია მოყვითალო ფერის ნახმარი სკოჩის ნაგლეჯი და ერთი ფერადი ორ ნაჭერად დახეულ მდგომარეობაში სამედიცინო ხელთათმანის მსგავსი ხელთათმანი ორ ნაწილათ,რომელიც ექსპერტის მიერ დაინომრა ნომერით #2,ამოღებული იქნა ამოღების წესით და დაილუქა ლუქით. საცხოვრებელ სახლს მარჯვენა ფრთის ქვედა მინა ადგილიდან არის ამოღებული, რომელიც მანამდე ფანჯრის ფრთაზე იყო მიმაგრებული პატარა ზომის ლურსმნებით და აღნიშნული ადგილი ექსპერტების მიერ დაინომრა ნომერით #3-ით ეზოში შესასვლელ კარების წინ მიწაზე ნანახი იქნა ის მინა,რომელიც ამოღებული იქნა სახლის ეზოს მხრიდან არსებული ფანჯრიდან,რომელიც დაინომრა #4-ით და აღნიშნული მინიდან აღებული იქნა ხელის თითის ანაბეჭდები,რომელიც გადატანილი იქნა დაქტიროფირზე და დაილუქა,ასევე აღებული იქნა აღნიშნული მინიდან ანაწმენდები,რომელიც დაილუქა აღნიშნული მინის ზომაა 38X40სმ.ეზოს მხრიდან სახლში ვხვდებით პატარა ზომის დერეფანში,სადაც მარჯვენა მხარეს დგას 5(ხუთი) ცალის სხვადასხვა ზომის ემალიროვანი ვედროები,აღნიშნული დერეფნიდან მარჯვნივ არის შესასვლელი ხის მასალის კარები, რომელშიც არის სამზარეულო სადაც დგას გაზქურა და ასევე პატარა ზომის მაგიდა და კედელთან ალაგია დაკოტრილი ხის მორები. პატარა ზომის დერეფნიდან გადავდივართ ზომით უფრო დიდ დერეფანში სადაც დგას ხის ტანსაცმლის ჩამოსაკიდი და ე.წ. ,,ლეჟანკა”,აღნიშნული დერეფნიდან მარჯვნივ ხის მასალით დამზადებული კარებით შევდივართ გ-----------------ის საძინებელი ოთახი,სადაც მოთავსებულია ორი ცალი რკინის საწოლი,ოთახის შუანაწილში მაგიდა და სკამი,შეშის ღუმელი, საძინებელი ოთახის კარების შესასვლელი კარების უკან დევს კომოდი, რომელზეც დევს სარკე,მის გვერდით არის პატარა ზომის მაგიდა რაზედაც დევს პატარა ზომის შავი ფერის ,,ლჯ”-ის მარკის ტელევიზორი. გ-----------------ის საწოლზე აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც ექსპერტის მიერ დანომრილი იქნა ნომერით #5-ით,ასევე მისაღები ოთახის ჭურჭლის კარადის უჯრის ზედაპირიდან აღებული იქნა სისხლის მსგავსი ლაქა, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად ლუქით,შემდეგ გადავდივართ მესამე დერეფანში საიდანაც პირდაპირ არსებულ კარების მეშვეობით გამოვდივართ გარეთ წმინდა ქ------------------–-- ქუჩაზე,ხოლო მარჯვენა აღმოსავლეთით არის მისაღები ოთახი, რომელსაც გააჩნია ხის შესასვლელი კარებები და ორი ცალი ხის მასალით დამზადებული ფანჯარა, რომელიც მდებარეობს წმინდა ქ------------------–-- ქუჩის მხარეს,აღნიშნულ ფანჯარას გააჩნია შიგნიდან დარაბა.. მისაღები ოთახი მთლიანად არის არეული იქ არსებული ყველა კარადა გაღებული და არსებული ნივთები გადაადგილებული. იგივე მდგომარეობაა საძინებელ ოთახში, გაღებულია კარადების უჯრები. მისაღებ ოთახში მოთავსებულია დივანი,ორი ცალი ლითონის საწოლი,დიდი ზომის ტანსაცმლის კარადა და პატარა ზომის ჭურჭლის კარადა.აღნიშნულ მისაღებ ოთახში არსებული ჭურჭლის კარადაში მოთავსებული ფაიფურის ე.წ. ჩაინიკიდან სადაც მოთავსებული იყო გ-----------------ის ფულადი თანხა აღებული იქნა სუნის ნიმუში,რომელიც დაილუქა ქილაში ლუქი, რომელიც ექსპერტის მიერ დაინომრა #6-ით,ასევე ჭურჭლის კარადის უჯრის ზედაპირიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში,რომელიც დაინომრა #7-ით, ასევე დერეფანში ამოღებული იქნა დერეფანში არსებული ორი ლოგინის ზეწარი, რომლებზეც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქები,რომელიც დაინომრა #8-ით, ამოღების წესით ამოღებულ იქნა და დაილუქა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ასევე აღებული და ამოღებული იქნა გ-----------------ის საძინებელ ოთახში არსებულ იმ საწოლიდან, სადაც თავად იწვა,საწოლის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდები,რომლებიც დაილუქა,გ-----------------ის საძინებელ ოთახში არსებულ კომოდის უჯრის სახელურიდან აღებული იქნა ანაწმენდები,რომელიც დაილუქა. მისაღები ოთახიდან ჭურჭლის კარადიდან,ასევე ამოღებული იქნა ფაიფურის საშაქრე ჭურჭელიდან სადაც გ-----------------ი ინახავდა ფულად თანხას.

 

2018 წლის 11 აგვისტოს N------- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი წებოვანი ლენტის ფრაგმენტების ზედაპირზე ხელის კვლები არ გამოვლინდა.

 

2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ-----------------ის სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

 

2018 წლის 14 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა რომ, პაკეტში, წარწერით: ,,1016100818001 11.08.2018 წ. წებოვანი ლენტის ფრაგმენტები...’’ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№1) წარმოადგენს ადამიანის სისხლის .ობ. №1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობ.№20; პაკეტი, წარწერით:,,....გ-----------------ს სისხლის ნიმუში...’’). წებოვანი ლენტების ფრაგმენტებიდან ამოღებულ თმისმაგვარ ბეწვებზე (ობ. №1ა) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.№2-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს (ობ.№23; პაკეტი, წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში აღებული ა--------------–---ისაგან...’’);

პაკეტში , წარწერით: ,,4 016100818001 10.08.2018 წ. ანაწმენდი №4 ნიშნულიდან ორ ცალ ბიოლოგიური ნიმუშის ასაღებ ჩხირზე...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიდან ბოლოებზე (ობ.№3) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვულ დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოაჩნდა.

პაკეტში , წარწერით: ,,9 016100818001 10.08.2018 №9 ნიშნულიდან ანაწმენდები ფაიფურის საშაქრეს სახელურიდან..’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ნოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.№4-ის ერთი წილი ეკუთვნის (ობ.№20) გ----- ფარმასიანს.

პაკეტში, წარწერით: 8 016100818001 10.08.2018 საძინებელში არსებული საწოლის სახელურიდან ამოღებული ანაწმენდი...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მონარინჯისფრო ლაქები (ობ.№5) სისხლი არ აღმოჩნდა. ობ. №5-ში გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბიღთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში, წარწერით: ,,2 016100818001 10.08.2018 ანაწმენდები №6 ნიშნულიდან ფაიფურის ჩაიდნის სახელურიდან...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე (ობ.№6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვულ დნმ-ის მინიმალური კომპეტენცია არ აღმოჩნდა.

პაკეტში, წარწერით: ,,...საძინებელში არსებული ხის კამოდის უჯრის სახელურებიდან ამოღებული ანაწმენდები...’’ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის (ობ.№7) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის (ობ.№20) გ----- ფარმასიანს.

პაკეტში , წარწერით: ,,6 016100818001 10.08.2018 №5 და №7 ნიშნულიდან ამოღებული მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქების ნიმუშები...’’ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№8-10-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფარმასიანს (ობ.№20)

პაკეტში, წარწერით:,,....წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან განცალკევებული ხელთათმანის ფრაგმენტები...’’ მოთავსებულ ერთ-ერთ რეზინოვან ფრაგმენტზე არსებული მოწითალო ფერის ლაქები (ობ.№1)წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№11-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფარმასიანს (ობ.№20)

ამავე ფრაგმენტის და მეორე ფრაგმენტის (რომელიც შედგება თითების ორი ფრაგმენტისაგან) გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.№12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფარმასიანს (ობ.№20), ხოლო ამავე ფრაგმენტების შიდა ზედაპირზე (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს (ობ.№23)

ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ შედარებით დიდი ზომის რეზინოვან ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.№14,15) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №14-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----- ფარმასიანს (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს (ობ.№23)

ობ.№15-ში ვლინდება გ----- ფარმასიანის (ობ.№20)და ა--------------–---ის (ობ.№23) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ა------------------ის (ობ.№21; პაკეტი, წარწერით:,...ა------------------ის ნერწყვის ნიმუში...’’) და ს------ ა------–---ის (ობ.№22; პაკეტი, წარწერით:,,...ს------ ა------–---ის ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.

პაკეტში, წარწერით:,,...წებოვანი ლენტის ფრაგმენტებიდან ამოღებული თმისმაგვარი ღერები..’’ მოთავსებული თმისმაგვარი ბეწვები (ობ.№16) წარმოადგენს ადამიანის თმის ღერებს, რომელიც ეკუთვნის გ----- ფარმასიანს (ობ.№20).

პაკეტში , წარწერით:,,...წებოვანი ლენტის ფრაგმენტები მოყავისფრო ლაქებით...’’ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№17) და. პაკეტში, წარწერით: ,,6 016100818001 10.08.2018 №8 ნიშნულიდან ამოღებული 2 (ორი)ცალი ზეწარი მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი ლაქებით...’’ მოთავსებულ ზეწარზე (ობ.№18) და შალითაზე (ობ.№19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ.№17-20-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფარმასიანს (ობ.№20).

 

2018 წლის 24 აგვისტოს N--------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რომ ქ-----––---–-, წმინდა ქ------------------–-- ქ-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ-----------------ის გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: გ-----------------ის საცხოვრებელ სახლში ფაიფურის ჩაიდნიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ა--------------–---ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის;

 

ა--------------–---მა გამოიყენა დუმილის უფლება.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

დაცვის მხარის მტკიცებასთან დაკავშირებით, რომ ა--------------–---ის მსჯავრდება ემყარება მხოლოდ დაზარალებულის არასანდო ჩვენებას, რომელიც თავის მხრივ წინააღმდეგობაშია ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტის დასკვნებთან, სააპელაციო პალატა დაზარალებულის ჩვენების შეფასებისას იშველიებს მტკიცებულების უტყუარობასთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ–ის 82–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები – ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამასთან, თითოეული მტკიცებულება, აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისად, უნდა შემოწმდეს საქმეში არსებულ სხვა პირდაპირ, ასევე ირიბ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათი ურთიერთთავსებადობის განსაზღვრის მიზნით, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისა და,საერთოდ, ნებისმიერი – გამამტყუნებელი თუ გამამართლებელი განაჩენის დასაბუთებულობისათვის (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.) და აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც თავის მხრივ არის ძალიან თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ცალსახად და დამაჯერებლად აღწერდა დანაშაულის დეტალებს და არ არსებობს ობიექტური საფუძველი მის სანდოობაში ეჭვის შესატანად, დანაშაულის ჩადენის დროის (გვიან ღამით) და ვითარების (დაზარალებული მარტო იყო სახლში), გათვალისწინებით, არის ის გადამწყვეტი მტკიცებულება, რომელსაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში, აქვს უპირობოდ ძალიან მაღალი ფასი. ამასთან, სააპელაციო პალატას სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ დაზარალებულის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ღამის 3 საათზე როდესაც დაწვა დასაძინებლად, მასთან სახლში შევიდა ორი პირი, რომლებიც რაღაცას ეძებდნენ, პენსიის ბარათი ამოაცალეს და წაიღეს ფული. თავდამსხმელებმა სახეში ურტყეს მუშტები, ყელში მოუჭირეს და ახჩობდნენ, პირი და ფეხები წებოვანი ლენტით შეუკრეს, დააბეს და ისე დატოვეს, სრულ თანხვედრაშია დაზარალებულის მეზობლების განმარტებასთან, რომ გ-----ს თავი ჰქონდა დალურჯებული, გასიებული და ყელის არეშიც დალურჯებები ჰქონდა. დაზარალებულის განმარტებით ღამის საათებში (3 თუ 4 საათი იყო), მასთან სახლში შევიდნენ თავდამსხმელები, მოსთხოვეს ფული, მიაყენეს დაზიანებები, სკოჩით დააბეს. სთხოვდნენ დამალული თანხის ადგილსამყოფელის გამხელას. მხოლოდ მას შემდეგ წავიდნენ, რაც თანხის ადგილსამყოფელი გაიგეს. 2018 წლის 13 აგვისტოს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ-----------------ის სხეულზე არსებული ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და როგორც თითოეული ცალ-ცალკე ასევე ყველა ერთად აღებული ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებები არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. ასევე, გარემოება ასევე დასტურდება 2018 წლის 14 სექტემბრის ბიოლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა რომ, პაკეტში, წარწერით: ,,1016100818001 11.08.2018 წ. წებოვანი ლენტის ფრაგმენტები...’’ მოთავსებულ წებოვან ლენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.№1) წარმოადგენს ადამიანის სისხლის .ობ. №1-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობ.№20; პაკეტი, წარწერით:,,....გ-----------------ს სისხლის ნიმუში...’’). წებოვანი ლენტების ფრაგმენტებიდან ამოღებულ თმისმაგვარ ბეწვებზე (ობ. №1ა) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა, ხოლო წებოვანი ლენტების ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.№2) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ.№2-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ-----------------ს (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს (ობ.№23; პაკეტი, წარწერით: ,,ნერწყვის ნიმუში აღებული ა--------------–---ისაგან...’’); ამავე ფრაგმენტის და მეორე ფრაგმენტის (რომელიც შედგება თითების ორი ფრაგმენტისაგან) გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ.№12) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გ----- ფარმასიანს (ობ.№20), ხოლო ამავე ფრაგმენტების შიდა ზედაპირზე (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს (ობ.№23); ხოლო ამავე პაკეტში მოთავსებულ შედარებით დიდი ზომის რეზინოვან ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ.№14,15) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. №14-ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის გ----- ფარმასიანს (ობ.№20), ხოლო მინორული წილი ეკუთვნის ა--------------–---ს (ობ.№23); ობ.№15-ში ვლინდება გ----- ფარმასიანის (ობ.№20)და ა--------------–---ის (ობ.№23) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ა------------------ის (ობ.№21; პაკეტი, წარწერით:,...ა------------------ის ნერწყვის ნიმუში...’’) და ს------ ა------–---ის (ობ.№22; პაკეტი, წარწერით:,,...ს------ ა------–---ის ნერწყვის ნიმუში...’’) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. 2018 წლის 24 აგვისტოს N--------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია რომ ქ-----––---–-, წმინდა ქ------------------–-- ქ-----ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გ-----------------ის გაძარცვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილიდან კერძოდ: გ-----------------ის საცხოვრებელ სახლში ფაიფურის ჩაიდნიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ა--------------–---ისაგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

სააპელაციო პალატას სურს აღნიშნოს კონკრეტული მტკიცებულების მაღალი სტანდარტი, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება ,,დნმ“-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას და ამ მტკიცებუელბის წონას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზრალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნულის საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Vronchenko v. Estonia no. 59632/09 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება §19, 64 და 66). ამდენად, თვალნათელია, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისთვის. ,,დნმ“-ის ექსპერტიზით დადგენილი მონაცემები გაცილებით უტყუარია და ითვლება უალტერნატივო საშუალებად დანაშაულის ჩამდენი პირის დასადგენად.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის მინიშნებას ა--------------–---ის მიმართ პოლიციელების შესაძლო ინტერესის თაობაზე, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასეთი ინტერესი არ იკვეთება. ამასთან, როდესაც მხარე სასამართლოს წინაშე აჟღერებს ამდაგვარ არგუმენტს, სააპელაციო პალატას უჩნდება გონივრული მოლოდინი, რომ ეს მტკიცება რაიმე ტიპის არგუმენტით იქნება დასაბუთებული და ეს არამც და არამც არ იქნებოდა მტკიცების ტვირთის შეცვლა.

 

ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ ა--------------–---მა გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად უკანონოდ შეაღწია ქ------––---–--–--------------------------–-------------ში მდებარე გ-----------------ის საცხოვრებელ ბინაში, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ბინაში მყოფ გ-----------------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, კერძოდ, წებოვანი ლენტის გამოყენებით აუკრა პირი, შეუკრა ხელ-ფეხი და სცემა დათანამზრახველთან ერთად სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით გასტაცა 400 ლარი და საპენსიო პლასტიკური ბარათი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ა--------------–---ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თავისუფლების უკანონო აღკვეთა თავისუფლების უკანონო აღკვეთა დაკავშირებულია პირის იძულებით დაკავებასთან, როცა მას ფაქტობრივად (ობიექტურად), წართმეული აქვს თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რომლის ხანგრძლივობას ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. თავისუფლების უკანონო აღკვეთა დენადი დანაშაულია. მისი ჩადენა იწყება, როცა პირს ფაქტობრივად წაართმევენ თავისუფალი გადაადგილების უფლებას. მისი დაწყებიდან ქმედების შეწყვეტის მომენტამდე (ამ ადამიანის გათავისუფლებამდე), შესაძლებელია მასში როგორც თანამონაწილეობა, ისე თანაამსრულებლობა. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ამსრულებელი არის ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია. კერძოდ, მისი ჩადენა ხდება პირდაპირი განზრახვით. პირს გაცნობიერებული აქვს, რომ სხვას უკანონოდ აღკვეთს თავისუფლებას და სურს ეს. საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოებაა იგივე ქმედება ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ, ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ, დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

სასამართლო პირველყოვლისა განმარტავს, რომ ყაჩაღობის კვალიფიკაციის წინაპირობებს წარმოადგენს: 1. თავდასხმისა და 2. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობა, რომელიც თავის მხრივ, 3. ჩადენილი უნდა იყოს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით. ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ თავდასხმა თავისი არსით გულისხმობს დაზარალებულზე უეცარ, აგრესიულ, ძალადობრივი სახის მოქმედებას. ამდენად, დასახელებული დანაშაული მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს, არამხოლოდ საკუთრების, არამედ ჯანმრთელობის და სიცოცხლის უფლების ხელყოფის კონტექსტში. სასამართლო განმარტავს, რომ ყაჩაღობა არც ერთ შემთხვევაში, თავის თავში არ მოიაზრებს ნივთის გადაცემის თხოვნას (და არა მოთხოვნას), ნივთის გადაცემამდე დაზარალებულსა და დამნაშავეს შორის ნივთის გადაცემაში დარწმუნებას ან/და მსგავს მოქმედებებს.

 

ამდენად, ვინაიდან უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 10 აგვისტოს ა--------------–---მა, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, უკანონოდ შეაღწია ქ------––---–--–--------------------------–-------------ში მდებარე გ-----------------ის საცხოვრებელ ბინაში, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ბინაში მყოფ გ-----------------ს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება, კერძოდ, წებოვანი ლენტის გამოყენებით აუკრა პირი, შუკრა ხელ-ფეხი, ცემა დათანამზრახველთან ერთად სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით გასტაცა 400 ლარი და საპენსიო პლასტიკური ბარათი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტები (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, არაერთგზის ბინაში უკანონო შეღწევით) დანაშაულების შემადგენლობის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც ა--------------–---ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ა--------------–---ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ა--------------–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რითაც სასჯელი უნდა დაენიშნოს ა--------------–---ს ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს ა--------------–---ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (რაც ერთ შემთხვევაში იყო ანგარება, ხოლო მეორე შემთხვევაში დანაშაულის გაადვილება) ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (დამნაშავის ურყევ ნებას ხანშიშესული ქალის მიმართ ჩაედინა ძალადობრივი დანაშაულები), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები), მის პიროვნებას (წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა) და მიიჩნევს, რომ ა--------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად, უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ვინაიდან დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, ვინაიდან სახეზეა ნასამართლევი პირის მიერ ჩადენილი დანაშაულთა ერთობლიობა, ა--------------–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

გასათვალისწინებელია, რომ ა--------------–---ი ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, როდესაც 2018 წლის 10 აგვისტოს განზრახი დანაშაული ჩაიაინა. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უნდა გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და ა--------------–---ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: ერთი ცალი დაქტილოფირი, წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, სისხლის, სუნისა და ნერწყვის, ანაწმენდების ნიმუშები, ერთი ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა განადგურდეს; შემთხვევის ადგილის ფოტოები დისკით შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით; 1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ლარიანი მონეტა და 3 ცალი ათ თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 1 ლარიანი მონეტა და 4 ცალი 20 თეთრიანი მონეტა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა--------------–---ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ------------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 მაისის განაჩენი;

 

ა--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით;

 

ა--------------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და ა--------------–---ს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ა--------------–---ს განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

ა--------------–---ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 19 სექტემბრიდან.

 

ა--------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ერთი ცალი დაქტილოფირი, წებოვანი ლენტის ფრაგმენტები, სისხლის, სუნისა და ნერწყვის, ანაწმენდების ნიმუშები, ერთი ზეწარი მოწითალო ფერის ლაქებით, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის ფოტოები დისკით შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

1 ცალი 5 ლარიანი კუპიურა, 1 ლარიანი მონეტა და 3 ცალი ათ თეთრიანი მონეტა, 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი 1 ლარიანი მონეტა და 4 ცალი 20 თეთრიანი მონეტა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი