განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002963575
საქმე №1/ბ-598-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 ს----------ი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე
განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------ ა------ის ძე ჩ-------ას მიმართ, დაბადებული: 198- წლის 03 ს----------ს, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფელი დ-----------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.ბათუმი, ა-–-----–----- ქუჩა N10.
პ------ ჯ----–ის ძე ე-------ას მიმართ, დაბადებული 198- წლის 07 ა-----–ს, პ/ნ 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ზუგდიდი, სოფელი ა---–---–---ი, შ-------------–ის ქ. #7-, ფაქტობრივად მცხოვრები ხელვაჩაურის რაიონი სოფელი შ----------ი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ 1. ზ------ ჩ-------ამ ჩაიდინა ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. პ------ ე-------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117- ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
რაც გამოიხატა შემდეგში:
1. 2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბათუმში, ი-–-- ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზ------ ჩ-------ამ ფიზიკური ძალადობა განახორციელა ე----- ჯ--------ის მიმართ, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. 2019 წლის 25 მარტს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქ. ბათუმში, ჭ-------ის ქუჩაზე მდებარე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, პ------ ე-------ამ ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის მიმართ, კერძოდ ე----- ჯ--------ეს, ვისთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, მარჯვენა ხელის მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით:
1. ზ------ ჩ-------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ--ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის - 2019 წლის 29 მარტიდან 2019 წლის 04 აპრილის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ ზ------ ჩ-------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ზ------ ჩ-------ას მიმართ 2019 წლის 01 აპრილის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმებულია.
2. პ------ ე-------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ პ------ ე-------ას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 04 ა-----–იდან 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდი.
მსჯავრდებულ პ------ ე-------ას მიმართ 2019 წლის 06 ა-----–ის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილე ი-----–- გ------–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენში, სასჯელის ნაწილში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულების ზ------ ჩ-------ას და პ------ ე-------ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას, რაც დაკავშირებული იქნება მათ მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი დანიშნული სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი და არ შეესაბამება ჩადენილი ძალადობრივი დანაშაულის ხასიათს, მსჯავრდებულების პიროვნებებს და არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კანომდებლობით დადგენილი სასჯელის მიზნებიდან.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ------ ჩ-------ას და პ------ ე-------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ზ------ ჩ-------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, პ------ ე-------ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, გარდა მსჯავრდებულების აღიარებითი ჩვენებებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ე----- ჯ--------ის ჩვენებით, მოწმეების - ხ---------------------------–------- ჩვენებებით, დაკავების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმით, ფოტოცხრილით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ზ------ ჩ-------ას და პ------ ე-------ას ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულებს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულების ზ------ ჩ-------ას და პ------ ე-------ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მათ მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულების პიროვნება, მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, (აღიარებენ ჩადენილ ქმედებას), დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მათი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულებს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულების ზ------ ჩ-------ას და პ------ ე-------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის ი-----–- გ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
1. ზ------ ჩ-------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის 2019 წლის 29 მარტიდან - 2019 წლის 04 აპრილის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ ზ------ ჩ-------ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ზ------ ჩ-------ას მიმართ 2019 წლის 01 ა-----–ის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - თ------ ჩ-------ას (პ/ნ 2----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N-------, დასტურის №ა 0-----).
2. პ------ ე-------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ პ------ ე-------ას სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 04 აპრილიდან 2019 წლის 14 მაისის ჩათვლით პერიოდი.
მსჯავრდებულ პ------ ე-------ას მიმართ 2019 წლის 06 აპრილის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით გაუქმებულია და იგი გათავისუფლდა სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.
პირობით მსჯავრდებულის პ------ ე-------ას ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე