განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 010100118002689455
საქმე №1/ბ-602-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ლერი თედორაძე
ბრალდების მხარე: ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ო-–-----------–---–ი
მსჯავრდებული: გ--–--------ე, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ო----------ის რაიონი, ს------–--–-----ა 2---------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ--–--------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ზემოაღნიშნულის გამო, გ--–--------ეს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენით: გ--–--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 (ასსამოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ--–--------ეს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, 2018 წლის 09 სექტემბრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 25 (ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად, განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
მსჯავრდებულ გ--–--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმდა და ყადაღა მოეხსნა - ზ-----------------ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქ. ბ----------–--------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
დადგინდა, რომ ნივთიერი მტკიცებულება - შსს სსიპ 112-დან მოწოდებული ი--------–--–---–ის შეტყობინების აუდიოფაილი, ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ--–--------ემ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორე წევრის სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 სექტემბერს, დაახლოებით 13:10 საათზე, ქ.ბათუმში, ბათუმის ზღვისპირა პარკში მდებარე კაფე-ბარ ,,თ----’’ ტერიტორიაზე ყოფნისას გ--–--------ემ სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლე ი--------–--–---–ს, რამაც ი--------–--–---–ს გაუჩინა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ო-–-----------–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულ გ--–--------ისათვის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, იმ საფუძვლით რომ მართალია, განაჩენი კვალიფიკაციის ნაწილში არის კანონიერი და დასაბუთებული, თუმცა, მსჯავრდებულისათვის განსაზღვრულ სასჯელის ზომასთან დაკავშირებით განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან, ვერ უზრუნველჰყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს და იქნება მსჯავრდებულისათვის წამახალისებელი ხასიათის.
დაცვის მხარე წარმოდგენილი შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენი.
სამოტივაციო ნაწილი:
სამართლიანი სასამართლოს უფლება უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ზოგიერთი საერთაშორისო აქტით, მათ შორის: საერთაშორისო პაქტით სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ (მე-9 და მე-14 მუხლები), ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (მე-5 და მე-6 მუხლი) ევროპის კავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიით (47-ე მუხლი) ადამიანის უფლებათა ამერიკული კონვენციით (მე-8 მუხლი).
სასამართლოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების დასაბუთება უნდა მოიცავდეს ყველა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: მტკიცებულებათა შეფასება, ფაქტების დადგენა, სამართლებრივი არგუმენტები და, მათ შორის, საპროცესო საკითხები, რა დროსაც, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება უნდა იყოს თანაზომიერი და, რაც მთავარია, ზიანს არ უნდა აყენებდეს თავად უფლების არსს.
რადგანაც, მართლმსაჯულებისათვის მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფა არსებული კანონით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და პირის ინტერესებს შორის, სააპელაციო პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. შესაბამისად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა, კერძოდ: თავად ბრალდებულ გ--–--------ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეების: ი--------–--–---–ის, დ--–-------–--ის, ა--–--------------ის, გ-------–----ის, ს--------------ის, ნ--------------ის, ო-----------ის, თ---------------ის გამოკითხვის ოქმებით, გ--–--------ის დაკავების და ჩხრეკის ოქმით, შემაკავებელი ორდერითა, გ--–--------ისა და ი--------–--–---–ის ქორწინების მოწმობის ასლით, ამოღებული მობილური ტელეფონითა და საქმის სხვა მასალებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ--–--------ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი განაჩენს ასაჩივრებს მხოლოდ სასჯელის ნაწილში და ითხოვს გ--–--------ისათვის სასჯელის გამკაცრებას, რასაც სააპელაციო პალატა არ ეთანხმება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ--–--------ე მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, მან აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი ქმედება, სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, შერიგებულია დაზარალებულთან, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია მისთვის საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნა.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს, ასევე, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება.
სააპელაციო სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (აღიარებს, ინანიებს) გარემოებები, დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა, კერძოდ, ის, რომ შეურიგდა დაზარალებულს, რაც, მის დადებით პიროვნულ მახასიათებელს წარმოადგენს, ასევე, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია. ყოველივე აღნიშნულის საფუძველზე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გ--–--------ის მიმართ დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნულია სამართლიანი და კანონიერი, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რადგანაც, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიღწევის საშუალებაცაა და ასევე, ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას საზოგადოებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენი, გ--–--------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1.ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-–-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 ივნისის განაჩენი, გ--–--------ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;
3.მსჯავრდებული გ--–--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 175 (ასსამოცდათხუთმეტი) საათის ვადით;
4.საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ--–--------ეს, პატიმრობაში ყოფნის პერიოდის გათვალისწინებით (2018 წლის 09 სექტემბრიდან 2018 წლის 13 სექტემბრის ჩათვლით), ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 25 (ოცდახუთი) საათით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით;
5.მსჯავრდებულ გ--–--------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით შეფარდებული გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, ყადაღა მოეხსნას ზ-----------------ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ-------------–------------------------------------------------------------------------------–-----------------------------------------------------------------------------------) - 3000 (სამი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
6.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შსს სსიპ 112-დან მოწოდებული ი--------–--–---–ის შეტყობინების აუდიოფაილი, ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი გამოტანისთანავე;
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე /ლ.თედორაძე/