განაჩენი

სისხლის სამართლის 10.10.2019
საქმის ნომერი
190100119002902927
ინსტანცია
თარიღი
10.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100119002902927

საქმე #1ბ/1486-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე მაკა გველესიანმა

 

მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა-----– ბ------–---–ის მიმართ (დაბადებულის 0--------- წელს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლობის მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ----------------------------–-------------), დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ს 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----– ბ------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში, გ------------------------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, ა-----– ბ------–---–მა სიდედრს გ----- ს--------–---–ს, ჯერ სახეში დაარტყა, ხოლო შემდეგ ჰკრა ხელი და წააქცია, რის შედეგადაც გ----- ს--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ასევე, იმავე დღეს, საღამოს საათებში, გ------------------------------------–- არსებულ საცხოვრებელ სახლში, ა-----– ბ------–---–მა მეუღლეს - ე---------- ს--------–---–ს ხელები რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა თავში, რის შედეგადაც ე---------- ს--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----– ბ------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 24 იანვარს, 14:00 საათზე, ე---------- ს--------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე მოძალადის, ა-----– ბ------–---–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი N0-----, რითაც მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი - ე---------- ს--------–---–ი ცხოვრობდა. 2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში ა-----– ბ------–---–ი მივიდა მეუღლის - ე---------- ს--------–---–ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე გ-----------------------------------–- და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულით ა-----– ბ------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით ა-----– ბ------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----– ბ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად გაუქმდა ა-----– ბ------–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 05.02.2018 წლის №1/18-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 05.02.2018 წლის №1/18-18 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ა-----– ბ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 15 თებერვლიდან.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა-----– ბ------–---–მა.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარემ, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ------------------- წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა რა მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგი გარემოებების გათვალისწინებით:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

მსჯავრდებული ა-----– ბ------–---–ი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ მის მიმართ მიიღო უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი საქმის გარემოებები, არასწორად იქნა შეფასებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენის გაუქმებას. სააპელაციო პალატის მიერ მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის აღნიშნული განმარტება ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან მის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ს 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. კერძოდ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:

 

დაზარალებულ ე---------- ს--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ა-----– ბ------–---–ის მეუღლე, რომელთანაც ოცდახუთი წელი ეწეოდა საერთო მეურნეობას და ჰყავთ სამი შვილი. ბოლო წლების მანძილზე ა-----– ბ------–---–ი ხშირად აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. მოკვლის შიშის გამო, საცხოვრებლად გადავიდა იმავე სოფელში მცხოვრებ დედასთან, გ----- ს--------–---–თან. 2019 წლის 24 იანვარს, ა-----– ბ------–---–ის მორიგი აგრესიის გამო, ამ უკანასკნელის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი. აღნიშნულის მიუხედავად, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდშიც ახდენდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. 2019 წლის 15 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე იმყოფებოდა სამსახურში, ს-----------------------–---------––-, რა დროსაც დედამისი, გ----- ს--------–---–ი მივიდა წარბგატეხილი და ამცნო, რომ მისი მეუღლე, ა-----– ბ------–---–ი მისული იყო მათთან სახლში, ამტვრევდა ყველაფერს და მასაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სახეში დაარტყა, ხოლო შემდეგ ჰკრა ხელი და წააქცია. იგი წავიდა სახლში და ნახა, რომ ალკოჰოლური სასმელის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ა-----– ბ------–---–ი იგინებოდა, დამტვრეული იყო ყველაფერი, აგრესიას გამოხატავდა დედამისის და მის მიმართ, ვერ წყნარდებოდა, ხელი დაარტყა მას თავის არეში 2-ჯერ, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ავადმყოფი დედა, რომელიც ცდილობდა მის დაცვას, მოახერხა და სახლიდან გაიყვანა. ვინაიდან ვერ შეძლო ა-----– ბ------–---–ის საკუთარი ძალებით დაწყნარება, გამოიძახა პოლიცია.

 

დაზარალებული გ----- ს--------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ა-----– ბ------–---–ის სიდედრი. მას ახსოვს მხოლოდ, რომ 2019 წლის 15 თებერვალს მან იჩხუბა და დაავადების გამო ვერ იხსენებს დანარჩენს.

 

შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს ვაზიანის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელების - ზ-----------–-----ის, გ-------------ის და გ---------–---–ის მოწმის სახით მიცემული ჩვენებებით დგინდება, რომ მათ დაადასტურეს სს საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტიკურობა და მიუთითეს, რომ 2019 წლის 15 თებერვალს, ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ ე---------- ს--------–---–ის სახლში, სადაც დახვდათ ალკოჰოლური სასმელის ზეგავლენის ქვეშ მყოფი ა-----– ბ------–---–ი, ასევე იყვნენ ამ უკანასკნელის მშობლები და სიდედრი. ცოლის და სიდედრის განმარტებით, ა-----– ბ------–---–მა მიაყენათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. იმის გამო, რომ იგი კვლავ გამოხატავდა აგრესიას მეუღლის მიმართ, ამტვრევდა ნივთებს, არ ემორჩილებოდა მათ მოთხოვნას შეეწყვიტა აგრესია, ა-----– ბ------–---–ი დააკავეს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 20 მაისის დასკვნით დგინდება, რომ პირადი გასინჯვის მონაცემებით (17.02.2019.წ.) გ----- ს--------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ყვრიმალზე, ნაჭდევი სისხლჩაქცევა მარცხენა წარბზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ----------------–---–---

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---- ბ------–---–მა (ა-----– ბ------–---–ის დედა) საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაკითული გამომძიებლების - თ----------------–-------------------------–---- ჩვენებებით დგინდება, რომ მათ დაადასტურეს სს საქმეზე მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ავთენტიკურობა.

 

შემაკავებელი ორდერი N0------ით დადგენილია, რომ 2019 წლის 24 იანვარს, 14:00 საათზე, ე---------- ს--------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე, მოძალადის, ა-----– ბ------–---–ის, მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას 30 დღით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი, ე---------- ს--------–---–ი ცხოვრობდა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარში მითითებულ პოზიციას, რომ საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა სასამართლოზე მის საასრგებლოდ მისცა ჩვენება, რომელიც ადასტურებდა მის უდანაშაულობას, რაც არ გაითვალისწინა სასამართლომ. მართალია, გ----- ს--------–---–მა, პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, ავადმყოფობის გამო, ვერ შეძლო ფაქტის გახსენება, მაგრამ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ე---------- ს--------–---–ის ჩვენებით დადასტურებეულია, რომ 2019 წლის 15 თებერვალს მასთან სამსახურში მივიდა გ----- ს--------–---–ი, რომელსაც წარბი ჰქონდა გატეხილი და მისგან გაიგო, რომ ა-----– ბ------–---–მა, რომელიც მისული იყო მათთან სახლში, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, დაარტყა სახეში და წააქცია. აღნიშნული დადასტურებულია ასევე ვაზიანის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, რომლებსაც გ----- ს--------–---–მა შემთხვევის ადგილზე მისვლისას განუცხადათ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-----– ბ------–---–მა. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად დადასტურებულია, რომ გ----- ს--------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ყვრიმალზე, ნაჭდევი სისხლჩაქცევა მარცხენა წარბზე და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. დაზარალებულ ე---------- ს--------–---–ისთვის მიმართ გახორციელებული ძალადობის ფაქტი დადასტურებულია, თვად ამ უკანასკნელის ჩვენებით, რომლის თანახმად, დგინდება, რომ 2019 წლის 15 თებერვალს სახლში მისვლისას ა-----– ბ------–---–მა ხელი დაარტყა თავის არეში 2-ჯერ, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი. ვაზიანის პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით ასევე დადასტურებულია, რომ ე---------- ს--------–---–მა შემთხვევის ადგილზე მისვლისას განუცხადათ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ა-----– ბ------–---–მა. 2019 წლის 24 იანვარს, 14:00 საათზე, გამოცემული შემაკავებელი ორდერის N0------ის თანახმად, მოძალადის, ა-----– ბ------–---–ის მიმართ ე---------- ს--------–---–ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტზე გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რითაც მას აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება, სადაც მსხვერპლი, ე---------- ს--------–---–ი ცხოვრობდა. ე---------- ს--------–---–ი ცხოვრობს ცალკე, დედასთან - გ----- ს--------–---–თან ერთად გარდაბნის რაიონ, სოფ. მარტყოფში, სადაც 2019 წლის 15 თებერვალს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ა-----– ბ------–---–ი. ბრალდებულის დაკავების ოქმის მიხედვით დგინდება, რომ 2019 წლის 15 თებერვალს, 20:00 საათზე, პოლიციის თანამშრომელთა მიერ ა-----– ბ------–---–ი დაკავებული იქნა ე---------- ს--------–---–ის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულით ა-----– ბ------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებები.

 

სააპელაციო პალატა შეფასებას აძლევს ზემოაღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულის განმარტება, იმის შესახებ, რომ სასამართლოს მიერ სამართალწარმოების პროცესში არასწორად შეფასებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია მისი დამნაშავედ ცნობა, ვერ იქნება გაზიარებული. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ა-----– ბ------–---–ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ, ასევე საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს (მათ შორის დაზარალებულების ჩვენებებს) განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს, რომ ა-----– ბ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი პირის მიმართ. მანვე ჩაიდინა საქართველოს სსკ-ს 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ (ე.წ. „სტამბოლის კონვენცია“), რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისაგან. დასახელებული კონვენციის 35-ე მუხლით ასევე დადგენილია ფიზიკური ძალადობისგან დაცვის ვალდებულება.

 

ევროპის საბჭოს კონვენციით „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ“ (CETS No. 210, „სტამბულის კონვენცია“) აღიარებულია, რომ ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახში ძალადობა, ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევის ერთერთ ყველაზე უფრო სერიოზულ ფორმას წარმოადგენს. კონვენცია ვრცელდება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმაზე, მათ შორის ოჯახურ ძალადობაზე. ევროპის საბჭოს კონვენცია ქალებზე ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის შესახებ არის ყველაზე მრავლისმომცველი საერთაშორისო კონვენცია, რომელიც ებრძვის ადამიანის უფლებების ამ სერიოზულ დარღვევას. ეს კონვენცია მიზნად ისახავს ნულოვანი ტოლერანტობის მიღწევას ამგვარი ძალადობის მიმართ და მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს ევროპისა და მის ფარგლებს მიღმა მდებარე ქვეყნებს უფრო უსაფრთხო ადგილად ქცევისათვის. კონვენციის ქვაკუთხედია ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალადობის პრევენცია, მსხვერპლთა დაცვა და მოძალადეებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება. კონვენცია მოუწოდებს საზოგადოების ყველა წევრს, განსაკუთრებით მამაკაცებსა და ბიჭებს, შეცვალონ მათი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ და ამგვარად, სათანადო ცვლილებები გამოიწვიონ თითოეული ადამიანის გულსა და გონებაში. არსებითად, ეს არის ხელახალი მოწოდება ქალებსა და მამაკაცებს შორის მეტი თანასწორობისაკენ, რამეთუ ქალთა მიმართ ძალადობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები საზოგადოებაში არსებულ ქალთა და მამაკაცთა უთანასწორობაში და საზრდოობს შეუწყნარებლობით, ან კიდევ პრობლემის არსებობის უარყოფის ჩვეულებით.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ა-----– ბ------–---–ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

რაც შეეხება სასჯელს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები (ნასამართლობა, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის შეფასებით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას. პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი ა-----– ბ------–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-----– ბ------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის სააპელაციო საჩივრი არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი.

 

ა-----– ბ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06(ექვსი) თვის ვადით;

- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----– ბ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის შესაბამისად, გაუქმდეს ა-----– ბ------–---–ის მიმართ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 05.02.2018 წლის №1/18-18 განაჩენით დანიშნული პირობითად ჩათვლილი მსჯავრი - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 05.02.2018 წლის №1/18-18 განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ნაწილობრივ - თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ა-----– ბ------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ ა-----– ბ------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 15 თებერვლიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-----– ბ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მაკა გველესიანი