განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 130100119002846233
საქმე №1ბ/1407-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
მსჯავრდებულ რე-------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
რე-------–-----ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 თებერვალს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №4----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქარელის რაიონის ს------–--------------------–-- დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენით რე-------–-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე- 2 ნაწილის “ა“, „ბ“, „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე, გაუქმდა რე-------–-----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი (თ/აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, რე-------–-----ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, რე-------–-----ეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
რე-------–-----ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ძალადობა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანის და ორი პირის მიმართ, არაერთგზის.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2017 წლის 27 დეკემბერს რე-------–-----ე გასამართლებული იქნა ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. 2019 წლის 10 იანვარს რე-------–-----ე იმყოფებოდა ქარელის რაიონის ს------–--------------------–- თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი და გამოხატა აგრესია თავისი მეუღლის, ირ---------–---–ის მიმართ. ასევე ჩაიდინა ძალადობა ოჯახის სხვა წევრების მიმართ. კერძოდ, დაახლოებით 22 საათზე ყოველგვარი მიზეზის გარეშე ირ---------–---–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. წააქცია იგი და მუშტის დარტყმით სცემა სხეულის სხვადასხვა არეში. მომხდარს შეესწრნენ და ჩაერივნენ რე-------–-----ისა და ირ---------–---–ის არასრულწლოვანი შვილები - ლ----------–------–--------ი. რე-------–-----ემ ლი------–------საც რამდენჯერმე დაარტყა ხელი. თავისი ქმედებით რე-------–-----ემ შვილს - ლი------–------ს და მეუღლეს - ირ---------–---–ს მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რე-------–-----ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ისეთი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მისთვის სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დაზარალებულებს არ აქვთ დაზიანება, რე-------–-----ე არის 5 შვილის მამა და ის სახელმწიფო შემწეობა, რომელსაც იღებს მისი ოჯახი, არ არის საკმარისი, მისი უმუშევარი მეუღლე - ირ---------–---–ი მისი აქტიური დახმარების გარეშე ვერ უზრუნველყოფს შვილებს. აპელანტის აზრით, მისთვის საპატიმრო სასჯელის დანიშვნით ისჯებიან მისი შვილები. რე-------–-----ის მითითებით, ბრალდების მხარეც არ იყო კატეგორიული მის მიმართ, მან ბრალის აღიარებითა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობით, დაზოგა ფინანსები და ადამიანური რესურსი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რე-------–-----ემ მიიჩნია, რომ სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი მისთვის დაენიშნა საპატიმრო სასჯელი.
მსჯავრდებულ რე-------–-----ის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თე--------ემ, რომელმაც საჩივრის მოთხოვნის უარყოფა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: თავად რე-------–-----ის აღიარებით; დაზარალებულების - ლი------–-----ისა და ირ---------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების - გო--------–-----ისა და არასრულწლოვან ლი-----–-----ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ რე-------–-----ემ ნამდვილად ჩაიდინა გასაჩივრებული განაჩენით მისთვის ბრალად შერაცხული ქმედება – ძალადობა თავისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, არასრულწლოვანის და ორი პირის მიმართ, არაერთგზის, ე. ი. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით, რასაც სადავოდ არც მხარეები ხდიან.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას რე-------–-----ისათვის დანიშნული საპატიმრო სასჯელის სახის შეცვლის შესახებ, სააპელაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე, დამნაშავის პიროვნება, მხედველობაში მიიღო ის გარემოებები, რომ რე-------–-----ემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, ხასიათდება დადებითად, მისი ოჯახი განიცდის ეკონომიურ სიდუხჭირეს და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, რის გათვალისწინებითაც რე-------–-----ეს დაუნიშნა იმ სახისა და ზომის სასჯელი, რაც სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხასიათს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ რე-------–-----ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრისას გამოიყენა სასჯელთა შთანთქმის და არა ნაწილობრივ ან მთლიანად შეკრების წესი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი რე-------–-----ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ რე-------–-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
რე-------–-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე- 2 ნაწილის “ა“, „ბ“ , „გ“, „ე“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდეს რე-------–-----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. (თ/აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით).
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე რე-------–-----ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით რე-------–-----ეს მიესაჯოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა რე-------–-----ეს დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 11 იანვრიდან.
რე-------–-----ის მიმართ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 იანვრის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე