განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002105250
საქმე №1ბ/800-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
ვ------- ლობჟანიძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორების: ი-----–----------ას, ბ----------–---ას
ადვოკატების: რ-----------ის, კ----------------ის
მსჯავრდებულის: ნ-----–--------–-–---–ის, ვ-–------------------ის
მონაწილეობით,ქ.თბილისის ი---ი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილის ა-–---------------–------–---–ის, მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–ის ადვოკატის დ--–------–-----–---ს, ასევე, მსჯავრდებულ ვ-–------------------ის და მისი ადვოკატის ბ--–---------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–---------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ------–-----------------–--------–---------------------, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-----------------–------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ვ-–------------------ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–----------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის პირველი ნაწილით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარმოდგენილი საქმის მასალების თანახმად, ნ-----–--------–-–---–ს და ვ-–------------------ს ბრალი დაედოთ მასში, რომ მათ ჩაიდინეს ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------–--–------------–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვ-–------------------მა და ნ-----–--------–-–---–მა გადაინაწილეს როლები და ჯგუფურად თავს დაესხნენ შპს „ჯ-------“-ის დისტრიბუტორს ვ--------------–---–ს. ნ-----–--------–-–---–მა იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით და ძალადობის გამოყენებით ვ--------------–---–ს სხეულზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რის შემდეგაც თავდამსხმელები სადისტრიბუციო ავტომანქანიდან დაეუფლნენ ფულად თანხას 2980 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ჯ-------“-ს მიადგა 2980 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი, ხოლო ვ--------------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განაჩენით, ნ-----–--------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ-----–--------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ნ-----–--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 14 აგვისტოდან.
ვ-–------------------ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ-–------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის, 10(ათი)თვის და 23(ოცდასამი)დღის ვადით და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3, მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე ვ-–------------------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი ძირითადი სასჯელიდან 1(ერთი)წელი, დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1816.82 (ათას რვაას თექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ვ-–------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 1816.82 (ათას რვაას თექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის ოდენობით.
ვ-–------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 12 აგვისტოდან.
ნ-----–--------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით;
ვ-–------------------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დახმარება ყაჩაღობაში, ესე იგი თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ-------–--–------------–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ნ-----–--------–-–---–ი თავს დაესხა შპს „ჯ-------“-ის დისტრიბუტორს ვ--------------–---–ს, რა დროსაც მან იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით და ძალადობის გამოყენებით ვ--------------–---–ს სხეულზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები და სადისტრიბუციო ავტომანქანიდან დაეუფლა ფულად თანხას 2980 ლარის ოდენობით. ვ-–------------------მა მას გაუწია დახმარება, კერძოდ ფიზიკური და ფსიქიკური, რის შემდეგაც ვ-–------------------მა და ნ-----–--------–-–---–მა თანხა მიისაკუთრეს. აღნიშნული ქმედების შედეგად შპს „ჯ-------“-ს მიადგა 2980 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი, ხოლო ვ--------------–---–ს მიადგა ფიზიკური და მორალური სახის ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბილისის ი---ი სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე ა-–---------------–------–---–მა, მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–ის ადვოკატმა დალი სულაქველიძემ და ასევე მსჯავრდებულმა ვ-–------------------მა და მისმა ადვოკატმა ბ--–---------–---–მა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა და ნ-----–--------–-–---–ის და ვ-–------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მსჯავრდებულ ნ-----–--------–-–---–ის ადვოკატმა დალი სულაქველიძემ, ასევე მსჯავრდებულმა ვ-–------------------მა და მისმა ადვოკატმა ბ--–---------–---–მა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულების მიერ ჩადენილ ქმედებებს, რის გამოც ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. აპელანტის - ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის დასაბუთებული გარკვეულ ნაწილში, ვინაიდან მსჯავრდებულების ნ-----–--------–-–---–ის და ვ-–------------------ის მიერ ჩადენილი იქნა ჯგუფური ყაჩაღობა. სასამრთლოს განმარტება, რომ თითქოს დანაშაულის ჯგუფურად კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დაზარალებული ხედავდეს თავდამსხმელთან ერთად მდგომი მეორე პირის ქმედებას, რომელიც ხმას არ იღებს, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან მოცემულ შემთხვევაში იგი უნდა შეფასდეს ობიექტური გარემოების გათვალისწინებით. ვ-–------------------ი და ნ-----–--------–-–---–ი ერთად მონაწილეობდნენ ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, რა დროსაც მათ შორის როლები იყო გადანაწილებული, შეთანხმებულად, ერთად მივიდნენ მიკროავტობუსთან დანაშაულის ჩასადენად, ვ-–------------------ს არ გამოუყენებია დაზარალებულის მიმართ რაიმე მუქარა ან/და ძალადობა, თუმცა ნ-----–--------–-–---–მა ვ-–------------------ის თვალწინ იარაღის მაგვარი საგნის დემონსტრირებით და ძალადობის გამოყენებით ვ--------------–---–ს სხეულზე მიაყენა ფიზიკური დაზიანებები, რა დროსაც დაზარალებულმა აღნიშნული აღიქვა მისი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშად და ნ-----–--------–-–---–ი სადისტრიბუციო ავტომანქანიდან დაეუფლა ფულად თანხას 2980 ლარის ოდენობით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მასთან ერთად იმყოფებოდა ვ-–------------------ი და თანამონაწილე იყო ნ-----–--------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების, თავდასხმის დასრულების შემდგომ კი ორივემ მიისაკუთრეს აღნიშნული თანხა. ხსენებულს ადასტურებს საქმეში არსებული მთელი რიგი მტკიცებულებები (ვიდეოჩანაწერი, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა დაზარალებულის ჩვენება და ა.შ.) და მათ შორის მიკროავტობუსის კარებთან ასფალტზე დაგდებულ ნაჭერზე ვ-–------------------ის გენეტიკური პროფილის მონაწილეობა, ვინაიდან ზუსტად აღნიშნული ნაჭერი ხელში ეჭირა თავდასხმამდე ნ-----–--------–-–---–ს და თავდასხმისას სახეზე ააფარა დაზარალებულს.
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის შეფასებას, რომ ნ-----–--------–-–---–ის და ვ-–------------------ის ქმედებები წარმოადგენს თანაამსრულებელთა მიერ განხორციელებულ ქმედებებს, ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან.
პალატა უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად დაზარალებულ ვ--------------–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემულ ჩვენებაზე, რომლის მიხედვითაც იგი არის შპს „ჯ-------“-ის დისტრიბუტორი. მას ევალება გასაყიდი სიგარეტის დარიგება მაღაზიებში, რომლებიც მდებარეობს ვ---–-----------------–-----------------------–-----–ი. მოწმე პროდუქციას აბარებს „ფორდის“ მარკის მიკროავტობუსით, სახ.ნომრით W--------. ხსენებული ავტომანქანის მძღოლი არის ი---------–---–ი, თუმცა შვებულებაში ყოფნის გამო შემთხვევის დღეს მას ცვლიდა ზ-------------–--–---–ი. ვ---------------ში არსებული სავაჭრო ობიექტების მოვლის შემდეგ, დაზარალებული მძღოლმა მიიყვანა ი---ში „თ----------თან“, მათ ავტომანქანა გააჩერეს მაღაზია „ო----------ის“ წინ. ზ-------------–--–---–ი წყლის დასალევად გადავიდა ავტომანქანიდან, ხოლო ვ--------------–---–ი ჩამოვიდა და შევიდა მიკროავტობუსის საბარგულში, სადაც, როგორც წესი, ინახავდა თანხის ნაწილს. იმ მომენტისათვის მას თანხის ნაწილი - 2 660 ლარი ჯიბეში ჰქონდა, ხოლო საბარგულში იყო 3 000 ლარამდე. მოწმემ ამოიღო შენახული ფული მწკრივში ჩალაგებული სიგარეტის ყუთებიდან და წინა ყუთზე დადო, რა დროსაც მანქანის კარის ხმა გაიგო. მას ეგონა, რომ ზ-------------–--–---–ი მივიდა, თუმცა ზ-------------–--–---–ს მოკლე შარვალი ეცვა და როდესაც შეხედა თავდამსხმელს, მიხვდა რომ სხვა იყო. მისი სახის დანახვა ვერ შეძლო, მხოლოდ ის შენიშნა, რომ იმ პირს შავი ტანსაცმელი ეცვა და ხელში რაღაც პისტოლეტის მსგავსი ნივთი ეჭირა. ხსენებულმა მამაკაცმა დაზარალებულს ზურგიდან სახეზე ააფარა ძალიან მძიმე სუნიანი ქსოვილის ნაჭერი და უთხრა, რომ ხმა არ ამოეღო. შემდეგ თავში რამდენჯერმე ჩაარტყა მის ხელთ არსებული საგანი და აიღო ფული, თუმცა ვ--------------–---–ს მისგან თავის დაღწევის საშუალებას მაინც არ აძლევდა. დაახლოებით ორი წუთის შემდეგ გავიდა თავდამსხმელი გარეთ და მასაც ხელი გაუშვა, ვინაიდან ვეღარ იმორჩილებდა. ვ--------------–---–ი ავტომანქანის საბარგულიდან ჩავარდა და პირქვე დაეცა. როდესაც თავი წამოწია, მის უკან არავინ იყო, მანქანის წინ შეკრებილიყო ხალხი და იქვე იდგა ზ-------------–--–---–იც. თავდამსხმელი სად გაიქცა, მან ვერ დაინახა. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მანქანაში საშინელი სუნი იდგა, იქვე ეგდო ბოთლი და ქსოვილის ნაჭერი, ასევე ორი ქუდი, რომლებიც, სავარაუდოდ თავდამსხმელებს დარჩათ. მან ზ-------------–--–---–ის შეთავაზებით დაურეკა თანამშრომელს - მ-----–-------–---–ს. ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარებაც. მან თავდასხმის შედეგად დაზიანებები მიიღო თავზე (კოპები), ბეჭზე, ფეხზე, პერანგი ნაწილობრივ ჰქონდა შემოხეული და სისხლის პატარა კვალიც აჩნდა. მან თავდასხმის შედეგად განიცადა შიში და ჰქონდა სტრესი. დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მისგან დაუფლებული იქნა 2 980 ლარი, მან გამოძიებისას თქვა, რომ 2 950 ლარი იყო, თუმცა 30 ლარით მეტი აღმოჩნდა, რაც მისი დაანგარიშებითაც ასე უნდა ყოფილიყო. ვ--------------–---–ს არ შეუძლია მიუთითოს ერთის გარდა სხვა თავდამსხმელიც იყო თუ არა შემთხვევის ადგილზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულის წარმომადგენელმა ზ---------------მა განაცხადა, რომ იგი შპს „ჯ-------“-ის დირექტორად მუშაობს 2017 წლის თებერვლიდან. 2017 წლის 11 აგვისტოს მოწმე იმყოფებოდა სამსახურის ოფისში, ს-----ის ქუჩაზე, რა დროსაც მას დაურეკა კომპანიის გაყიდვების მენეჯერმა მ-----–-------–---–მა და უთხრა, რომ ი---ში, „თ----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მათი დისტრიბუტორი ვ--------------–---–ი დააყაჩაღეს. ის და მ-----–-------–---–ი შეტყობინებიდან 20-30 წუთში მივიდნენ ხსენებულ ადგილას, სადაც დახვდათ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ადგილზე მისვლისას, ვ--------------–---–ი სასწრაფო დახმარების მანქანაში იყო მოთავსებული, მას გარეგნულად ემჩნეოდა სისხლის ლაქები, ყური და თავი ჰქონდა გასიებული და გალურჯებულ-ჩაწითლებული. ამ უკანასკნელმა მოუყვა მასზე განხორციელებული ყაჩაღობის შესახებ. ზ---------------მა განმარტა, რომ როდესაც დიდი თანხა უგროვდებათ, დისტრიბუტორები ფულს საბარგულში ინახავენ, ჯიბით რომ არ ატარონ. მძღოლი ზ-------------–--–---–ი იმ დღეს პირველად ნახა, რადგან იგი მუდმივი თანამშრომელი არ იყო, შვებულებების დროს, ძირითადად ზაფხულში, დროებით აჰყავთ პირები სამუშაოდ და ისიც ამ გზით აიყვანეს. მომხდართან მისი შესაძლო კავშირების შესახებ ინფორმაციის მიღების გამო კი იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მოწმემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება.
ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ-----–-------–---–მა და დამატებით განმარტა, რომ ვ--------------–---–ისგან თავდამსხმელმა წაიღო 2980 ლარი, ხოლო ჯიბეში არსებული 2660 ლარი დაზარალებულმა მას გადასცა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ზ-------------–--–---–მა განაცხადა, რომ შპს „ჯ-------“-ში მუშაობდა მძღოლის პოზიციაზე. იგი ირიცხებოდა რეზერვში და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება უწევდა პერიოდულად. 2017 წლის 11 აგვისტოს დილის საათებში მოწმე და დისტრიბუტორი ვ--------------–---–ი გავიდნენ მაღაზიებში პროდუქციის დასარიგებლად. სამუშაოს დასრულების შემდეგ ისინი მივიდნენ ქ--------–-------–ის ქუჩაზე, რომ ვ--------------–---–ს „თ----------ში“ შეეტანა თანხა. ადგილზე მისვლისას მოწმე წყლის დასალევად გადავიდა მანქანიდან და შევიდა „თ----------ში“, უკან დაბრუნების შემდეგ კი მანქანის სალონის უკანა ნაწილში დაინახა შავებში ჩაცმული მამაკაცი და ძირს დაგდებული ვ--------------–---–ი. შავებში ჩაცმული მამაკაცი გაიქცა მაღაზია „ო----------ის“ უკან, ს-------------ისკენ, რის შემდეგაც მოწმე დაუყოვნებლივ მივიდა ვ--------------–---–თან. ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ფული წაღებული არ იყო და თავდასხმას უკავშირებდა წინა დღეებში მომხდარ პირად გაუგებრობას. დაზარალებულს დამნაშავე არ ჰყავდა დანახული, მაგრამ ეჭვი ჰქონდა, რომ იგი იყო ის პიროვნება, რომელთანაც წინა დღეებში მოუვიდა კონფლიქტი. ვინაიდან მ-----–---–ს მოსდიოდა სისხლი, გამოიძახა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. ადგილზე მისულმა პოლიციამ განაცხადა, რომ შეტყობინება შესული იყო ყაჩაღობაზე და გამოძიება უნდა დაეწყოთ ხსენებულ დანაშაულზე. ზ-------------–--–---–მა დაადასტურა, რომ შემთხვევის შედეგად თანხა არ იყო წაღებული, ეს ადგილზე დაზარალებულისა და მ-----–-------–---–ის მიერ ფულის დათვლის შედეგადაც გაირკვა. მას პოლიციის განყოფილებაში აჩვენეს შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეოჩანაწერი, მაგრამ თავდამსხმელი მან სახეზე ვერ იცნო. მას პოლიციის უფროსმა ოთახში შემუყვანა ვ-–------------------ი და ნ-----–--------–-–---–ი, რომელბიც მართლაც იყვნენ შემთხვევის ადგილას, უბრალოდ შეხვდნენ ერთმანეთს და მიესალმნენ. რაც შეეხება გამოძიების მიცემულ ჩვენებას, მან ჩვენება მისცა პოლიციის ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, რომელსაც არ ეთანხმება. დაკითხვის ოქმზე მისი ხელმოწერაა თუ არა, ზუსტად ვერ ამბობოს. შემთხვევის დღეს მას ნ-----–--------–-–---–ის მაისური ეცვა, რომელიც წინა დღეებში ათხოვა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ---------–---–---–მა განაცხადა, რომ ნ-----–--------–-–---–ი და ვ-–------------------ი მისი ბავშვობის მეგობრები არიან. 2017 წლის 11 აგვისტოს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც მას დაურეკა ნ-----–--------–-–---–მა და შესთავაზა გასულიყო ქ--------–-------–ის ქუჩაზე, „თ----------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ლუდის დასალევად. მოწმე გავიდა ხსენებულ ადგილას, სადაც დახვდნენ ნ-----–--------–-–---–ი და ვ-–------------------ი. ისინი შეთანხმდნენ, რომ მას(დ---------–---–---–ს) უნდა გაეჩერებინა ტაქსი, ხოლო გ--–-–---–ი და გ--------ი იქვე მდებარე მაღაზია „ო---------ში“ შეიძენდნენ ლუდს. მოწმე სანამ ტაქსს გააჩერებდა, დაინახა „თ----------ის“ ფილიალთან სამსახურებრივი მიკროავტობუსით მდგარი ზ-------------–--–---–ი, რომელსაც მიესალმა. ამის შემდეგ გააჩერა ტაქსი და ელოდებოდა მეგობრებს. ნ-----–--------–-–---–ი და ვ-–------------------ი დაახლოებით 10-15 წუთში დაბრუნდნენ, თუმცა მათ ლუდი ნაყიდი არ ჰქონდათ და თქვეს, რომ გზაში შეიძენდნენ. ისინი ტაქსით წავიდნენ მ--------------------კენ, საიდანაც ავიდნენ ა----------------–---ში და მივიდნენ ე.წ. მ----------ის ტერიტორიაზე. თავად ტანსაცმლის გამოცვლის მიზნით წავიდა სახლში და როდესაც უკან დაბრუნდა ლუდის დასალევად, მას ნ-----–--------–-–---–თან და ვ-–------------------თან ერთად დახვდნენ მეგობრები გ------------–-----ი და ა----------------ი. ლუდის დალევის შემდეგ ისინი დააკავეს სამართალდამცავებმა და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მას არ წაუკითხავს ხსენებული ჩვენება და დაბნეულობის ნიადაგზე მოაწერა ხელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ა----------------მა განაცხადა, რომ ვ-–------------------ი მისი ბიძაშვილია, ხოლო ნ-----–--------–-–---–ი - მეგობარი. 2017 წლის 11 აგვისტოს მოწმე იმყოფებოდა სახლში, შემდეგ, დაახლოებით 17:00 საათზე წავიდა ვარკეთილში მდებარე სამორინე ,,7--“-ში და ითამაშა. დაახლოებით 40 წუთში მას დაურეკა ვ-–------------------მა და უთხრა მისულიყო მ----------ის დასახლებაში ლუდის დასალევად. მოწმემ შეწყვიტა თამაში და წავიდა მ----------აში, სადაც მას დახვდნენ ვ-–------------------ი, დ---------–---–---–ი და გ------------–-----ი. იქიდან წამოსვლის შემდეგ მოწმე და მისი მეგობრები შეაჩერეს სამართალდამცავებმა, ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს განყოფილებაში. მას ჩხრეკის შედეგად ჯიბიდან ამოუღეს ფულადი თანხა, რომელიც მოიგო სამორინეში. გამოძიების ეტაპზე მიცმეულ ჩვენებასთან დაკავშირებით, სადაც იგი აცხადებს, რომ დაკავებამდე მას ფული გადასცა ვ-–------------------მა და სთხოვა წინდაში შეენახა, თუმცა მან თანხა უკანა ჯიბეში ჩაიდო, ა----------------მა განაცხადა, რომ ხსენებული ფაქტი არ შეესაბამება სინამდვილეს და მან გამოკითხვის ოქმს ხელი მოაწერა დაბნეულობის გამო, რადგან ვ-–------------------სა და დ---------–---–---–ზე პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ზეწოლას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმეებმა ი----------–---–--–---–----------------–-–---–-----------------------------------------–---–----------–-–----–-–---–-----------------–-------–--------–-----------------–---–-----------------------–-–---–------–-----------------------------–--–--–-–---–-------------------–---–-------–------------–---–-----------------–--------------------------------–-----------------------------------------------–-----------------------------------------–---–---------------------------------–--------------------–---------------------------–-–---–-----–---------------–-------------------–-–---–------–------------–---–-------------------–-------------------------------–-------------------------–-–---–------–------------------------------------–---–-------------------–---–------------------------მ დაადასტურეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა.
2017 წლის 11 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა ქ------–--------------–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ფუნქციონირებს მაღაზია „ო----------ი“, მაღაზიის ხელმარცხნივ მდებარობს „თ----------ის“ ფილიალი, ხოლო ხელმარჯვნივ განთავსებულია გასართობი ცენტრი. მაღაზიასა და სამანქანო გზას შორის, გზის პარალელურად მდებარეობს მგზავრთა სასიარულო ბილიკი. ბილიკზე დგას თეთრი ფერის მიკროავტობუსი „ფორდ ტრანზიტი“, სახ. ნომრით X--------, რომელსაც აქვს ორი კარი და უკანა სალონი გამოყენებულია საბარგულად. ავტომანქანა ეკუთვნის სიგარეტების სადისტრიბუციო კომპანია შპს „ჯ-------“-ს, რომლის დირექტორი და მძღოლიც მონაწილეობენ დათვალიერებაში. დათვალიერების უშუალო ობიექტია ხსენებული მიკროავტობუსი. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუშები, ანაწმენდები, ასფალტის ამონატეხი, მუქი ფერის ნაჭერი, პლასტმასის ბოთლი, ქაღალდის ფრაგმენტი წარწერით, კეპი და ნაჭრის გადასაფარებელი.
2017 წლის 12 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ვ-–------------------მა ქ------–--–------------–-------–-------ის მიმდებარედ გამოძიებას მიუთითა იქვე მდებარე სუპერმარკეტი „ო----------ი“-ს მგზავრთა სავალ ბილიკზე და განმარტა, რომ სწორედ მის მიერ მითითებულ ადგილზე იყო გაჩერებული თეთრი ფერის „ფორდის“ მოდელის მიკროავტობუსი, რომელშიც თანამზრახველთან ერთად თავს დაესხა ა/მანქანაში მყოფ პირებს და გასტაცა ფულადი თანხა. სუპერმარკეტი „ო----------ი“-ს გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეო-კამერები. ამის შემდეგ დამპალოს დასახლებაში მდებარე მ---------------------ის მიმდებარედ, საავტომობილო გზასთან ახლოს, მიწის ზედაპირზე მიუთითა და განმარტა, რომ სწორედ მის მიერ მითითებულ ადგილზე გადაყარა ტანსაცმელი, კერძოდ მაისური და შარვალი, თუმცა ვერ იხსენებს ნამდვილად ენთო თუ არა ცეცხლი ტანსაცმლის გადაყრის დროს. ვ-----------ის მიერ მითითებულ ადგილზე და მიმდებარედ ტანსაცმელი ან რაიმე ნივთის წვის კვალი ნანახი ვერ იქნა.
2017 წლის 12 აგვისტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, მოწმე დ---------–---–---–მა ქ-------–--–------------–-------–-------------ის მიმდებარედ არსებულ სუპერმარკეტ „ო---------თან“ გამოძიებას მიუთითა საავტომობილო გზის სავალ ნაწილზე, რის შემდეგაც განმარტა, რომ სწორედ მის მიერ მითითებულ ადგილზე ჰყავდა გაჩერებული ტაქსი, თეთრი ფერის, იაპონური წარმოების, მარჯვენა საჭიანი ა/მანქანა, სადაც ელოდებოდა მეგობრებს ვ-–------------------სა და ნ-----–--------–-–---–ს. აღნიშნულის შემდეგ დ---------–---–---–მა მიუთითა ქ--------–-------–ის გ-------------ში მდებარე სუპერმარკეტი „ო----------ის“ წინ, მგზავრთა სავალ ბილიკზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ ადგილზე იყო გაჩერებული თეთრი ფერის მიკროავტობუსი, საიდანაც გაიგონა ყვირილის ხმა და საიდანაც გადმოხტნენ ვ-–------------------ი და ნ-----–--------–-–---–ი, რომლებიც გაიქცნენ ს-------------ის მიმართულებით, თუმცა რამდენიმე წუთში ამოირბინეს უკან და ჩასხდნენ ზემოაღნიშნულ ტაქსში, რის შემდეგაც ერთად წავიდნენ. ამის შემდეგ მიუთითა მ-------------------------ის მიმდებარედ საავტომობილო გზასთან მოთავსებულ ნაგვის სამი ცალი ურნიდან ერთ-ერთზე, კერძოდ კი შუაში მოთავსებულ ნაგვის ყუთზე და განმარტა, რომ სწორედ მითითებულ ყუთში ჩაყარა მისი კუთვნილი ტანსაცმელი. ნაგვის ყუთში ტანსაცმელი ნანახი ვერ იქნა.
2017 წლის 15 აგვისტოს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად, გაჩხრეკილ იქნა ნ-----–--------–-–---–ის საცხოვრებელი სახლი მდებარე ქ-------–----------–-----–--------------ში. ჩხრეკის შედეგად, მეორე სართულზე მდებარე ოთახიდან, კერძოდ საწოლის ზედაპირიდან, ამოღებული იქნა მუქი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური წარწერით „NO-----------------K“, მწვანე ფერებში გაწყობილი მუქი ფერის სპორტული შარვალი წარწერით „C----“, ლურჯ და წითელ ფერებში გაწყობილი შორტი წარწერით „---- ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი წარწერით „M----I“. ჩხრეკის შედეგად ოთახში მდებარე მაგიდიდან ამოღებული იქნა ჩინური წარმოების „K---------“-ს ფირმის მობილური ტელეფონი გათიშულ მდგომარეობაში.
2017 წლის 29 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ-------–--–-------–-----------------------ში მდებარე სს „თ----------ის“ სათაო ოფისიდან, სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის ქ/განყოფილების უფროსი მენეჯერისგან თ-------–-------ან გამოთხოვილი იქნა ქ-------–--–----------------------–-----------------ში არსებული „თ----------ის“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ 2017 წლის 11 აგვისტოს 14:00 საათიდან 15:15 საათამდე დროის მონაკვეთში განხორციელებული ვიდეოჩანაწერი 1 ცალ DVD დისკზე.
2017 წლის 29 აგვისტოს ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმის თანახმად, ქ-------–--–---------–------------------- შპს „ო----------ის“ სათაო ოფისიდან, აიტი სპეციალისტი ნ----------------–---–-სგან გამოთხოვილი იქნა თ---–--–----------------------–-- გ-------------ის მიმდებარედ არსებულ მაღაზია „ო----------ის“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებულ სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ 2017 წლის 11 აგვისტოს 14:00 საათიდან 15:15 საათამდე დროის მონაკვეთში განხორციელებულ ვიდეოჩანაწერში 1 ცალ dvd დისკზე.
2017 წლის 20 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ზ-------------–--–---–ის მონწილეობით დათვალიერდა შპს „ო----------იდან“ გამოთხოვილი თ---–--–------------–-------–ის გ-------------ის მ/ტერიტორიაზე განთავსებული მაღაზია „ო----------ის“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, 2017 წლის 11 აგვისტოს 14:00 საათიდან 15:15 საათამდე დროის მონაკვეთში. N2 ფაილი იწყება თარიღით 11.08.2017, 14:46 სთ. აღნიშნულ ჩანაწერში 14:52 საათზე ფიქსირდება, რომ მაღაზია „ო----------ის“ შესასვლელის წინ არსებულ ტერიტორიაზე მოძრაობს ერთი პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, მუქი ფერის სპორტული შარვალი და მონაცრისფრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მას თავზე აფარია მუქი ფერის კეპი. აღნიშნული პირი მარჯვენა წინა ჯიბიდან იღებს მუქი ფერის ნაჭერს და მიემართება ქ--------–-------–ის გამზირზე არსებულ მგზავრთა სასიარულო ბილიკისკენ. აღნიშნულ ადგილზე ის ჩერდება რამოდენიმე წამი და ისევ ჯიბეში იდებს ამოღებულ მუქი ფერის ნაჭერს მოთეთრო ფერის რაღაც საგანს, 14:52:30 სთ-ზე ის ისევ მიემართება მგზავრთა სასიარულო ბილიკისკენ და ქრება სათვალთვალო კამერების თვალთახედვიდან. ამავე ფაილის ჩანაწერში ჩანს, რომ 14:52:36 საათზე მაღაზია „ო---------ში“ შედის შავებში ჩაცმული ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ფერის გრძელ სახელოებიანი მაისური, მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ფეხსაცმელი თეთრი ფერის ძირით. 14:53 საათზე ხსენებული პირი გამოდის მაღაზიიდან, დგება მაღაზიის წინ და იყურება მგზავრთა სასიარულო ბილიკისკენ, შემდგომ იწყებს მოძრაობას იქვე მდგარ თეთრი ფერის „მერსედესისკენ“ და შემდგომ აგრძელებს მოძრაობას ბილიკისკენ. დათვალიერებაში მონაწილე ზ------ ნ-----–--–---–ის განმარტებით, პიროვნება, რომელიც 14:52 საათზე ფიქსირდება ჩანაწერში, აცვია სპორტულები, ახურავს კეპი და ჯიბიდან იღებს ნაჭერს, არის მისი ნაცნობი ნ-----–--------–-–---–ი, ხოლო პიროვნება, რომელიც ჩაცმულია შავებში, გამოდის მაღაზიიდან და იყურება მგზავრთა სასიარულო ბილიკისკენ, არის მისი დის ქმარი ვ-–------------------ი.
2017 წლის 20 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ზ-------------–--–---–ის მონაწილეობით დათვალიერდა სს „თ----------იდან“ გამოთხოვილი თ---–--–------------–-------–ის გ-------------ის მ/ტერიტორიაზე განთავსებული სს „თ----------ის“ ფილიალის გარე პერიმეტრზეე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი, 2017 წლის 11 აგვისტოს 14:00 საათიდან 15:15 საათამდე დროის მონაკვეთში. დისკზე აღმოჩნდა სულ ორი ფაილი. N1 ფაილი იწყება თარიღით - 11.08.2017, 14:00 სთ და მთავრდება 15:15 საათზე. აღნიშნულ ჩანაწერში ჩანს „თ----------ის“ მარჯვენა და მარცხენა გარე პერიმეტრი, ბანკის შესასვლელი კარი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ასევე ჩანს ქ--------–-------–ის გამზირის ცენტრალური სავალი ნაწილი და მის პარალელურად არსებული მგზავრთა სასიარულო ბილიკი. ჩანაწერის 14:37:13 სთ-ზე ფიქსირდება, რომ ქ--------–-------–ის გამზირის პარალელურად, მგზავრთა სასიარულო ბილიკზე შედის თეთრი ფერის მიკროავტობუსი, საიდანაც გადმოდის ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც აცვია მუქი ვარდისფერი მოკლესახელოებიანი მაისური, ღია ფერის ჯინსის ბრიჯი და მუქი ფერის სპორტული ფეხსაცმელი, ასევე აქვს მუქი ფერის მზის სათვალე. აღნიშნული პიროვნება შედის „თ----------ში“, საიდანაც გამოდის 14:38:37 სთ-ზე და ისევ ბრუნდება მიკროავტობუსისკენ. 14:39:08 საათზე ჩაუვლის გვერდს ორ პიროვნებას, ამათგან ერთს აცვია მუქი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური, მუქი ფერის შარვალი, მას უკეთია სათვალე, ხოლო მეორეს მუქი ფერის მოკლე სახელოებიანი მაისური, მუქი ფერის სპორტული შარვალი და მონაცრისფრო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, მას თავზე აფარია მუქი ფერის კეპი. ამავე ჩანაწერის 14:41:56 საათზე მიკროავტობუსზე ინთება უკანა სამუხრუჭე ფარები, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანა დაიქოქა. დათვალიერებაში მონაწილე ზ------ ნ-----–--–---–ის განმარტებით, პიროვნება, რომელიც ფიქსირდება ჩანაწერში, აცვია სპორტულები და ახურავს კეპი, არის მისი ნაცნობი ნ-----–--------–-–---–ი, ხოლო პიროვნება, რომელიც ჩაცმულია შავებში და მოძრაობს სათვალით, არის მისი დის ქმარი ვ-–------------------ი. ხოლო პიროვნება, რომელიც გადმოდის მიკროავტობუსიდან და შედის ბანკში, არის თავად. ჩანაწერის 14:42:05 საათზე ჩანს, რომ მიკროავტობუსიდან სწრაფად ჩამოდის ზ-------------–--–---–ი და გარბის მანქანის წინ, მისი განმარტებით ის ამ დროს გაიქცა თავის თანამშრომლის ვ--------------–---–ის დასახმარებლად. 14:55 საათზე ჩანს, რომ ადგილზე მოდიან პოლიციის თანამშრომლები.
2017 წლის 22 სექტემბრის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია, სატელეფონო ნომრებზე: 5----------- და 5-----------, 2017 წლის 10 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით განხორციელებული შემავალი და გამავალი ზარებისა და სმს შეტყობინების დეტალური ნუსხა ანძების (ადგილმდებარეობის) და იმეი კოდების მითითებით, რომლის თანახმად, თარიღით - 11.08.2017წ. 08:06:55 სთ-ზე ნ-----–--------–-–---–ის სატელეფონო ნომრიდან - 5----------- ფიქსირდება ვ-–------------------ის სარგებლობაში არსებულ სატელეფონო ნომერზე - 5----------- გასული სმს შეტყობინება, რომლის შემდგომ ფიქსირდება საპასუხო სმს შეტყობინება 08:07:02 სთ-ზე. ამ პერიოდისთვის სატელეფონო ნომრის 5----------- ადგილმდებარეობად ფიქსირდება ფ-------–-, ხოლო სატელეფონო ნომრის - 5----------- ადგილმდებარეობად ფიქსირდება თ---–------------------ი. იმავე თარიღით - 11.08.2017 წ. ვ-–------------------ის სატელეფონო ნომრიდან - 5-----------, ნ-----–--------–-–---–ის სატელეფონო ნომერზე - 5----------- ფიქსირდება სმს შეტყობინების გაგზავნა 08:56:46 სთ-ზე, რა დროსაც აღნიშნულ ორ სატელეფონო ნომერს შორის ხორციელდება სმს მიმოწერა, ბოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება ფიქსირდება ნ-----–--------–-–---–ის სატელეფონო ნომრიდან - 5----------- ვ-–------------------ის სატელეფონო ნომერზე - 5----------- 08:58:01 სთ-ზე. ამ დროს სატელეფონო ნომრის - 5----------- ადგილმდებარეობად ფიქსირდება ფ-------–-, ხოლო სატელეფონო ნომრის - 5----------- ადგილმდებარეობად - თ---–-------------------. იმავე თარიღით - 11.08.2017წ. 09:48:35 საათზე სატელეფონო ნომრიდან - 5----------- ფიქსირდება სმს შეტყობინების გაგზავნა სატელეფონო ნომერზე - 5-----------, რა დროსაც ამ ორ სატელეფონო ნომერს შორის გრძელდება მიმოწერა, ხოლო მოკლე ტექსტური შეტყობინება ფიქსირდება სატელეფონო ნომრიდან - 5----------- სატელეფონო ნომერზე - 5-----------, 09:49:35 საათზე, რა დროსაც სატელეფონო ნომრის - 5----------- ადგილმდებარეობად ფიქსირდება თ---–-----------------–-----------, ხოლო სატელეფონო ნომრის - 5----------- ადგილმდებარეობად თ---–-------------------.
2017 წლის 12 აგვისტოს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და გამოკვლევაზე წარდგენილი ხელის კვლები გადატანილი დაქტილოფირებზე პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. კვალი #1 ამოღებული ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა ზედაპირიდან იდენტურია მონაცემთა ბაზაში რიცხული ვ-–-------- ს----------- გ--------ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ------------–---–მა.
2017 წლის 28 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, ვ--------------–---–ის მიერ წარმოდგენილ პერანგს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოებში აღენიშნება მექანიკური (შესაძლო ფიზიკური) ძალის ზემოქმედების შედეგად - რღვევით, ხევით და ღილის ამოგლეჯვით განვითარებული დაზიანებები. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე-–--------------–--ე.
2017 წლის 26 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „ამ----–-----------–--------–----–--------ის“ სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N5----ის ჩანაწერების მიხედვით, ვ--------------–---–ი აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2017 წლის 11 აგვისტოს 15:45 საათზე, საიდანაც გაეწერა - 11.08.18წ-ს 19:10 საათზე. დაუდგინდა დიაგნოზი: თავის ტვინის შერყევა. ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერების თანახმად, ვ--------------–---–ს აღენიშნება ექსკორიაციები და სისხლჩაქცევები სხეულზე, სისხლნაჟღენთები თავის მიდამოში, მხრებზე. დაზიანებები ექსკორიაციების, სისხლჩაქცევების და სისხლნაჟღენთების სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ს------------–-----მ.
2017 წლის 28 ნოემბრის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ პაკეტში წარწერით „1 ც. მოთეთრო ფერის პლასტმასის მცირე ზომის ბოთლი ამოღებულია ა/მ-ის უკანა საბარგულიდან იატაკი ზედაპირიდან (თავსახურის გარეშე)...“ მოთავსებულ მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ბოთლზე არსებული ბიომასალის (ობ. #1) გენეტიკური პროფილი შერეულია. მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ვ--------------–---–ს, მინორული წილი ეკუთვნის ნ-----–--------–-–---–ს; პაკეტში წარწერით: „...ა/მ-ის უკანა მარჯვენა კარის მიმდებარედ ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულია მუქი ფერის ნაჭერი...“ მოთავსებულ მუქი მოლურჯო ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. #3ა) და ფრაგმენტზე არსებულ ფლუორესცენტული ნათების მქონე ლაქებზე (ობ. #2,3), აღმოჩნდა ადამიანის ბიომასალა. ობ. #3-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ვ--------------–---–ს (ობ. #16). ობ. #2,3ა-ს გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #3ა-ს პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ--------------–---–ს (ობ. #16), მინორულ წილში ვლინდება ვ-–------------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა; პაკეტში წარწერით: „...ჩხირზე აღებულია მოწითალო ფერის ლაქის ანაწმენდი ა/მ-ის უკანა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირზე (ობ. #12), პაკეტში, წარწერით: „...ასფალტის ამონატეხი ამოღებულია ა/მ-ის უკანა მარჯვენა კარის მიმდებარედ...“ მოთავსებულ ასფალტისმაგვარ ფრაგმენტებზე (ობ. #13) და პაკეტში, წარწერით: „...ვ--------------–---–ის პერანგი“ მოთავსებულ პერანგზე (ობ. #14,15) არსებული მოყავისფრო და მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ვ--------------–---–ს (ობ. #16). დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ნი-------–----ემ.
2017 წლის 20 სექტემბრის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ-------–--–------------–-------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე შპს „ჯ-------“-ის დისტრიბუტორის ვ--------------–---–ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ვ-–------------------ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ: ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“ სახ. ნომერი X---------ის წინა სალონიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშის და არაიდენტურია უკანა სალონიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. ხოლო ნ-----–--------–-–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ა/მანქანა „ფორდ ტრანზიტი“ სახ. ნომერი X---------ის უკანა საბარგულიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშის და არაიდენტურია წინა სალონიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტი მ----------------ემ.
წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე ნათელი ხდება, რომ ნ-----–--------–-–---–ისა და ვ-–------------------ის მიერ ვ--------------–---–ის მიმართ ჯგუფურად ყაჩაღური თავდასხმის დასადასტურებლად არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი ხასიათის და აშკარა მტკიცებულება. ჯგუფური დანაშაულის დეფინიციას იძლევა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო მეორე ნაწილი ადგენს, რომ დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების - ყაჩაღობის შემთხვევაში, დანაშაულის ჯგუფურად ჩადენაში იგულისხმება როგორც ჯგუფის მიერ წინასწარ შეუთანხმებლობა, ასევე წინასწარი შეთანხმება.
პალატა იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ყაჩაღობის ჩადენისას არაა სავალდებულო ყველა თანაამსრულებელმა მიმართოს ქმედების შემადგენლობის აქტიურ ხერხებს, საკმარისია თუნდაც მხოლო ერთი მათგანი ახორციელებდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალდობას ან ძალადობის მუქარას და თანხის მოთხოვნას, რაც მოცული იქნება მეორე თანაამსრულებლის განზრახვითაც, რომელიც შესაძლოა მის გვერდით იდგეს და ხმას არ იღებდეს. თუმცა განსახილველ შემთხვევაში ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით არც ერთ შემთხვევაში არ დასტურდება ნ-----–--------–-–---–ის მიერ ვ--------------–---–ზე განხროციელებული თავდასხმისას კონკრეტულად სად იყო და რას აკეთებდა ვ-–------------------ი. მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს, დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულება უნდა არსებობდეს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ოდოროლოგიური, დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ავტომანქანის წინა სალონიდან ამოღებული სუნის ნიმუშები იდენტურია ვ-–------------------ის სუნის, ხოლო ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა ზედაპირიდან აღებული ხელის კვალი იდენტურია ვ-–------------------ის საჩვენებელი თითის ანაბეჭდის; ასევე, ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარის მიმდებარედ ასფალტის ზედაპირიდან ამოღებულ მუქი ფერის ნაჭერზე, რომელიც დაზარალებულის განმარტებით სახეზე ააფარა ნ-----–--------–-–---–მა, აღმოჩენილი ბიომასალის მინორულ წილში გამოვლინდა ვ-–------------------ის გენეტიკური თანამონაწილეობა. აღნიშნული გარემოებები მიუთითებენ მხოლოდ იმაზე, რომ ვ-–------------------ს ნამდვილად ჰქონდა შემხებლობა ნ-----–--------–-–---–ის მიერ განხორცილებულ ყაჩაღურ თავდასხმასთან და ასევე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. გარდა წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებისა, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული სს „თ----------ის“ და შპს „ო----------ის“ გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერებითაც მხოლოდ ვ-–------------------ის გადაადგილება დგინდება ქ--------–-------–ის გ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. რაც შეეხება უშუალოდ დაზარალებულის ჩვენებას, ვ--------------–---–მა განაცხადა, რომ მას მეორე თავდამსხმელი არ დაუნახავს შეთხვევის ადგილზე.
ამდენად, იმ პირობებში, როდესად ყაჩაღურ თავდასხმაში ვ-–------------------ის მონაწილეობის როლისა და ხარისხის შესახებ არ არის წარმოდგენილი არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, აპელირება იმ ფაქტზე, რომ იგი უშუალოდ ახორციელებდა ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობას, მოკლებულია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მტკიცების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და გამოიტანა შესაბამისი დასკვნები ბრალდებულების ქმედების შეფასების კუთხით. ბრალდების მხარის მტკიცებულებები არ არის ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი იმის დადასტურებულად მიჩნევისათვის, რომ ვ-–------------------ი იყო საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების უშუალო ამსრულებელი, რის გამოც ასევე ნ-----–--------–-–---–ს ბრალდებიდან უნდა ამოერიცხოს ყაჩაღობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმის, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობის გამოყენებით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენა ჯგუფურად.
2. აპელანტის - ნ-----–--------–-–---–ის ადვოკატის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გვერდი აუარა საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის იმ მოთხოვნებს, რომლებიც არეგულირებს სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და მტკიცებულებათა შეფასების ნორმებს. ყოველივე აღნიშნული კი გახდა ნ-----–--------–-–---–ის მიერ უკანონო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.
პალატა ვერ გაიზიარებს ზემოაღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან იგი მოკლებულია სამართლებრივ საფუძვლებს.
დაზარალებულმა ვ--------------–---–მა სასამართლოს მიაწოდა სრულიად დამაჯერებელი, თანმიმდევრული და ამომწურავი ჩვენება მის მიმართ განხორციელებული ყაჩაღობის შესახებ, მიუთითა, რომ თავდამსხმელმა სახეზე ააფარა მძიმე სუნის მქონე ნაჭერი, ასევე ხელში ეკავა პისტოლეტის მაგვარი საგანი, რომელიც მოგვიანებით თავში ჩაარტყა რამდენჯერმე და მისგან დაეუფლა კომპანიის კუთვნილ ფულად თანხას 2980 ლარის ოდენობით. მოწმის ჩვენება შესაბამისობაშია მისი თანამშრომლების ზ---------------ის და მ-----–-------–---–ის ჩვენებებთან, რომლებიც მიუხედავად იმისა რომ არ არიან ფაქტის შემსწრე პირები, დაზარალებულის იდენტურად გადმოსცემენ ამ უკანასკნელისგან მათთვის ცნობილ დანაშაულებრივი ქმედების დეტალებს. ხოლო ის გარემოება, რომ თავდამსხმელი იყო სწორედ ნ-----–--------–-–---–ი და იგი იმყოფებოდა შპს „ჯ-------“-ის კუთვნილი ავტომანქანის საბარგულში უტყუარად იქნა დადასტურებული ბიოლოგიური და ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით, რომელთა თანახმადაც, ავტომანქანის უკანა სალონიდან ამოღებულ მოთეთრო ფერის პოლიმერული მასალის ბოთლზე არსებული ბიომასალა ეკუთვნის ნ-----–--------–-–---–ს, ხოლო ავტომანქანის უკანა სალონიდან ამოღებული სუნის ნიმუშები ნ-----–--------–-–---–ის სუნის ნიმუშის იდენტურია. შემთხვევის ადგილზე ნ-----–--------–-–---–ის ყოფნის ფაქტი დასტურდება შპს „ო----------იდან“ და სს „თ----------იდან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერებით და თავად მსჯავრდებულის მეგობრების ზ-------------–--–---–ის და დ---------–---–---–ის ჩვენებებითაც.
ამდენად, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი ნ-----–--------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლი პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის გამართლების ნაწილში დაუსაბუთებელია, პირის მსჯავრდება ემყარება პირდაპირი ხასიათის უტყუარ მტკიცებულებებს და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი არ არსებობს.
3. აპელანტების - ვ-–------------------ის და მისი ადვოკატის ბ--–---------–---–ის მტკიცებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულებითი სტანდარტი, რომ ვ-–------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 24,179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. გამოძიებამ მთელი სისხლის სამართლის საქმე ფაქტობრივად დააფუძნა მოწმე ზ-------------–--–---–ის მიერ თითქოს წინასწარგამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, რომელიც მისივე განმარტებით არ შეესაბამება რეალობას და არის მხოლოდ გამოძიების ვერსია. ზ-------------–--–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ მასზე განხორციელდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, რის შესახებაც არ განუცხადებია არსად, რადგან კვლავ ქონდა შემდგომში ანალოგიური ქმედებების განმეორების განცდა და შიში. გადა ამისა, განაჩენში არ ჩანს მტკიცებულებათა სანდოობის, მათი უტყუარობის თაობაზე მსჯელობა, რის გარეშეც შეუძლებელია განაჩენი ჩაითვალოს დასაბუთებულად და კანონიერად. ზ-------------–--–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენების გარდა, სხვა ვ-–------------------ის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემთხვევის ადგილი არის ძალიან ხალხმრავალი, არის უამრავი მაღაზია, დიდი საცხოვრებელი კორპუსი, ამ პირობებში კი დაუჯერებელია, რომ დღის საათებში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას არ ჰყავს თვითმხილველი. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოწმე პოლიციელთა აბსოლიტურად წინააღმდეგობრივი ჩვენებებიც, რომლებიც არის კატეგორიულ წინააღმდეგობაში ერთმანეთთან. კერძოდ მოწმე ჯ-------–---–----ემ განაცხადა, რომ მან ოპერატიული ინფორმაცია დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ მიიღო 2017 წლის 12 აგვისტოს 00:05 სთ-ზე, თუმცა გ------------–-----ის სახელზე შედეგნილი უწყება მისი გამოძახების შესახებ გამომძიებელმა ი----------–---–--–---–მა 2017 წლის 11 აგვისტოს, ასევე პატაკში მითითებული პირების მიმართაც უწყებები მათი პოლიციაში გამოძახების შესახებ შედგენილია 2017 წლის 11 აგვისტოს. ამის შემდეგ კი საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან არაერთხელ განხორციელდა ზეწოლა ვ-–------------------ზე, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნითაც, რომ ვ-–------------------ს დაკავებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები.
დამცველის არგუმენტაცია მსჯავრდებულ ვ-–------------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ასევე, დამაჯერებლობას მოკლებულია და ეწინააღმდეგება პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სსკ-ის 24-ე მუხლის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. მას თავისი წვლილი შეაქვს ერთიანი უმართლობის განხორციელებაში. შესაბამისად, დახმარება მიზეზობრივ კავშირშია ერთიან დანაშაულებრივ შედეგთან, ცხადია, ამსრულებლის მოქმედების მეშვეობით და იგი არ შეიძლება გაუფრთხილებლობით განხორციელდეს.
დაცვის მხარე არასწორი ინტერპრეტაციით წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას, თითქოს მოსამართლემ უარყო მოწმეების ზ-------------–--–---–ის, დ---------–---–---–ის და ა----------------ის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული ჩვენებებით დადგენილი გარემოებები და გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო მათ მიერ გამოძიების ეტაპზე ზეწოლის შედეგად მიწოდებული ინფორმაცია.
როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის პირევლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში ვ-–------------------ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი გახდა ოდოროლოგიური, ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგები, ასევე შემთხვევის ადგილიდან გამოთხოვილი ვიდეოკამერების ჩანაწერები. აღნიშნულ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად მიუთითებს, რომ ვ-–------------------ი შემხებლობაში იყო თავდამსხმელ ნ-----–--------–-–---–თან, ასევე დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით გამოყენებულ საგნებთან და უშუალოდ იმ ავტომანქანასთან, სადაც განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება. ამდენად, მტკიცებულებები ქმნის პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციის გაზიარების საფუძველს, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი ვ-–------------------ი ფიზიკურ და ფსიქიკურ დახმარებას უწევდა თავდამსხმელს. ფიზიკური დახმარება გამოიხატებოდა ამსრულებლისათვის დანაშაულის ჩადენის გასაადვილებლად გარემოებების შექმნასა და დაბრკოლებების თავიდან არიდებაში, ხოლო ფსიქიკურ დახმარებაში მოიაზრება მხარდაჭერა, ინფორმაციის მიწოდება, დაპირება, რომ გადამალავდა ამსრულებელს და მის მიერ დანაშაულებრივად დაუფლებულ ქონებას.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას, რომ საქმის არსებითი განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა ზ-------------–--–---–მა, დ---------–---–---–მა და ა----------------მა სრულად გამორიცხეს ვ-–------------------ის მონაწილეობა ვ--------------–---–ზე განხორციელებულ ყაჩაღობაში, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. თუმცა მიუხედავად ამისა, სრულიად ლოგიკურია პირველი ინსტანციის სასამართლოს აპელირება აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების გაზიარებაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მოწმის ცვალებადი პოზიცია გამოძიებისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს მისი სანდოობის კუთხით და ქმნის მისი ჩვენების რეალურობაში ეჭვის შეტანის საფუძველს.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის აპელირებაზე იმასთან დაკავშირებითაც, რომ გამოძიების მიმდინარეობისას როგორც ბრალდებულ ვ-–------------------ზე, ასევე მის მეგობრებზე განხორციელდა ზეწოლა მათთვის სასურველი ინფორმაციის მიღების მიზნით. აღსანიშნავნია, რომ მოწმეებზე ზემოქმედების დადასტურებულად მიჩნევისათვის, სასამართლოს წინაშე არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები და მყარი არგუმენტები. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოწმეები განმარტავენ იძულებულები გახდნენ მიეცათ მათი მეგობრების საწინააღმდეგო ჩვენება, აღნიშნული თაობაზე მათ არ მიუმართავთ შესაბამისი ორგანოებისათვის საკუთარი და ბრალდებულების ინტერესების დაცვის მიზნით. რაც შეეხება სამართალდამცავების მხრიდან ვ-–------------------ის შესაძლო ცემის და მისთვის უფლებების შელახვის ფაქტს, როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ აღნიშნულ საკითხზე მიმდინარეობს გამოძიება.
ასევე, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას; მათი მიმდინარეობისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა. მათ შორის, სისხლის სამართლის საქმის მასალებში მოთავსებული უწყებები მსჯავრდებულებისა და მათი მეგობრების სამართალდამცავ ორგანოში გამოძახების შესახებ შედგენილია 2017 წლის 12 აგვისტოს თარიღით და შესაბამისად არ არის ცდომილება ინფორმაციული პატაკისა და უწყებების შედგენის დროსთან მიმართებაში. საგამოძიებო მოქმედების ოქმები შესრულებულია სრულყოფილად და მათი ავთენტურობა და კანონთან შესაბამისობა საქმის არსებითი განხილვისასაც იქნა დადასტურებული მონაწილე პირების მიერ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ობიექტურად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ნ-----–--------–-–---–ისა და ვ-–------------------ის ქმედებებს მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ნ-----–--------–-–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ვ-–------------------ის საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენაში და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს აკმაყოფილებენ სწორედ აღნიშნული კვალიფიკაციით მათ ბრალეულობაში.
ამდენად, ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა დაუსაბუთებელია და მათი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მაისი განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
4. ნ-----–---------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ნ-----–---------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ნ-----–---------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
6. ნ-----–---------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 14 აგვისტოდან.
7. ვ-–------------------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ვ-–------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 24,179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელს დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული და მოუხდელი სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ასევე დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1816.82 (ათას რვაას თექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ვ-–-------- გ--------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის ვადით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახედ დაეკისროს ჯარიმა 1816.82 (ათას რვაას თექვსმეტი ლარი და ოთხმოცდაორი თეთრი) ლარის ოდენობით.
8. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ვ-–-------- გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
9. ვ-–-------- გ--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 12 აგვისტოდან.
10. ნივთიერი მტკიცებულებები:
- ვ-–------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, ა-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1905 ლარის ოდენობით, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
- ვ-–------------------ისგან აღებული სუნის, ნერწყვის ნიმუშები და ხელის კვლები, ასევე ნ-----–--------–-–---–ისგან აღებული სუნის, ნერწყვის ნიმუშები და ხელის კვლები საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
- ნ-----–--------–-–---–ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ტანსაცმელი, მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ.
11. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
12. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი