განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002017840
საქმე №3ბ/3171-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
31 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – მ----- რ-------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება
განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
II ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია:
მ----- რ-------–---–ს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მ----- რ-------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 1-------ის №1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მოსარჩელე - მ----- რ-------–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2017 წლის 6----------ლს მ----- რ-------–---–მა პატაკი წარუდგინა საქათველოს შინაგან საქმეთა მინისტს, სადაც მიუთითა, რომ 1--- წლიდან მუშაობა დაიწყო შს ორგანოებში რ------------------ად, ხოლო შემდგომ სხვადასხვა თანამდებობაზე 2----–-–-მდე. განმცხადებელმა მოითხოვა, შსს 2----–-–-------------რის №9-- ბრძანების მე-18 მუხლის შესაბამისად, სამსახურის ვადის გაგრძელება, რათა მიეღო შს ორგანოების მუშაკის შესაბამისი პენსია.
2017 წლის 2------------–ს მ----- რ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ითხოვა საქმიანობის გაგრძელება დარჩენილი 6 თვის მანძილზე, რათა წელთა ნამსახურობის 20 წელი შესრულებოდა და მიეღო შესაბამისი კომპენსაცია.
საქმეში წარმოდგენილი მ----- რ-------–---–ის კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიშით დგინდება, რომ საქართველოს სსსრ შსს 1--- წლის 6-------ის №4---– ბრძანებით, მ----- რ-------–---–ი დაინიშნა პირველი მ-------------ის არასაუწყებო დაცვის განყოფილების ც----------------------------ს თანამდებობაზე, ხოლო ნამსახურობის ვადად მითითებულია 1----.1--- წლიდან – 1--------- წლამდე პერიოდი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავჯდომარის 2017 წლის 6-------ის №5----- ბრძანებით, შსს სსიპ - დ-–--------–-–--------------------------------------------------–----------------–-----------------------–---------------------------–---------------–-------–----------------------–----------------------------------------–------------–--------------–-----------------------------------–-–--------–-------- - მ----- რ-------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანებიდან 2017 წლის 5----------ან.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 2---------ს M---------------- წერილით მ----- რ-------–---–ს ეცნობა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მიმდინარე რეორგანიზაცია/შემცირების გათვალისწინებით მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა. წერილში მითითებულ იქნა, რომ განმცხადებელი შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის №5----- /0---------/ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2----–-–-------------რის №9-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის“ მე-18 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და 2017 წლის 5----------ან დათხოვნილი იქნა შს ორგანოებიდან.
2017 წლის 8-----ს მ----- რ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარეს და მიუთითა, რომ შსს №5----- 0--------- წლის ბრძანებით დაითხოვეს ზღვრული ასაკის შესრულების საფუძველზე. მისი წელთა ნამსახურების ნუსხის შესაბამისად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, შეადგინა 19 წელი, 7 თვე და 21 დღე. გარდა ამისა, გავლილი აქვს სამხედრო შეკრებები სხვადასხვა პერიოდში, რომელმაც საერთო ჯამში შეადგინა ხუთი თვე, რაც აგრეთვე ითვლება ნამსახურების სტაჟში „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ 1997 წლის 17 სექტემბრის №860-1 საქართველოს კანონის 31-ე და 32-ე მუხლების მიხედვით შესაბამისად, რომლის საფუძველზეც საერთო ნამსახურების სტაჟმა შეადგინა 20 წელი და 1 თვე. განმცხადებელმა მოითხოვა საპენსიო უზრუნველყოფისათვის მასალების მომზადება მთაწმინდის რაიონის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურში წარსადგენად.
2017 წლის 3-----სს მ----- რ-------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სპეციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურების გაანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. განმცხადებელმა ითხოვა აღნიშნული ნორმის განმარტება, თუ რის საფუძველზე ეთქვა უარი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 1-------ის №1------ წერილით მ----- რ-------–---–ს განემარტა, რომ შს ორგანოებიდან დათხოვნის მომენტისათვის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის /სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები/, ამავე კანონის მე-16 მუხლის /წელთა ნამსახურობის გაანგარიშება/ და იმ დროისათვის არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განმცხადებელს არ უგროვდებოდა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავჯდომარის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ წერილით დგინდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მ----- რ-------–---–ის მუშაობის სტაჟი შეადგენდა 20 წელს და 26 დღეს, თუმცა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება, ამავე კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან. ვინაიდან, შსს სისტემაში სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ჩარიცხვა გულისხმობს პირისთვის წოდების მინიჭებას, მ----- რ-------–---–ის ნამსახურობაც აითვლება წოდების მინიჭების დღიდან, რაც შეადგენს 19 წელს, 11 თვეს და 5 დღეს და არ არის საკმარისი კომპენსაციის დასანიშნად.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 1-------ის №1------ წერილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შემოწმდეს განსახილველი დავის ფარგლებში. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე და 24-ე მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს, შეესაბამება თუ არა საქართველოს კანონმდებლობას სარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურებისა და მოპასუხისთვის ახალი აქტის გამოცემის დავალების შესახებ.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-8 მუხლის თანახმად დადგენილია ს???????, ??????? ??????? ????????????, ??????????? ?????????? ???????????? ????????????, ??????????? ????????? ????????????, ?????????? ?????? ?????????? ????????????, ??????????? ????????????????? ?? ????????? ??????????? ?????????? ????????????, ??????????? ??????????????? ?? ?????????? ???????????? ???????????? ????????? ?????, ??????????? ???????? ??????????? ??????????? ?????????? ?????? ???????????????? ??????????????? ????? ???????????? ???????????? .
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 19-- წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმებით მოწესრიგებულია სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე და წელთა ნამსახურობის დაანგარიშების საფუძვლები. კერძოდ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას მოიპოვებენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მომსახურე რიგითი და უფროსი შემადგენლობის წოდების მქონე პირები, ამასთან, მათი წელთა ნამსახურობა დაითვლება ბრძანებით კადრში ჩარიცხვის დღიდან თადარიგში დათხოვნამდე.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2017 წლის 1-------ის №1------ წერილით მ----- რ-------–---–ს განემარტა, რომ შს ორგანოებიდან დათხოვნის მომენტისათვის „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის /სამხედრო მოსამსახურისათვის სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების განმსაზღვრელი პირობები/, ამავე კანონის მე-16 მუხლის /წელთა ნამსახურობის გაანგარიშება/ და იმ დროისათვის არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით განმცხადებელს არ უგროვდებოდა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ შსს სისტემაში სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ჩარიცხვა გულისხმობს პირისთვის წოდების მინიჭებას, საიდანაც აითვლება მოსარჩელის ნამსახურობის ვადა. სასამართლომ განმარტა, რომ კანონი პირდაპირ ითვალისწინებს წელთა ნამსახურობის ვადის ათვლას და აღნიშნულს უკავშირებს სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღეს. საქმეში წარმოდგენილი მ----- რ-------–---–ის კომპენსაციისთვის წელთა ნამსახურობის ანგარიშით დგინდება, რომ საქართველოს სსსრ შსს 1--- წლის 6-------ის №4---– ბრძანებით, მ----- რ-------–---–ი დაინიშნა პირველი მ-------------ის არასაუწყებო დაცვის განყოფილების ც----------------------------ს თანამდებობაზე. შესაბამისად მისი წელთა ნამსახურობის ვადის ათვლის თარიღად უნდა იქნას მიჩნეული სწორედ მისი დანიშვნის ბრძანების თარიღი - 1--- წლის 6--------ი და არა 1--- წლის 1------------–ი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება მოსაჩელის მიერ ნამსახურები პერიოდის - 1--- წლის 6-------იდან 1--- წლის 1-----------–ამდე საერთო ნამსახურობაში ჩაუთვლელობა. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე მხარე არ ასრულებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 1-------ის №1------ წერილი უკანონოა და ბათილად უნდა იქნას ცნობილი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაევალოს მოახდინოს მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ასევე მისი სამსახურიდან გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მათი ქმედებით გამოწვეული განაცდური კომპენსაციის ანაზღაურება, ყოველთვიური 350 ლარის ოდენობით. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების“ N2 დანართის მე-2 და მე-15 მუხლებზე. სასამართლომ განმარტა, იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმისა, რომ მოსარჩელემ მიმართა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით და მისგან მიიღო უარი იმ საფუძვლით, რომ არ იყო წარდგენილი მის მიერ შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის სტაჟთან დაკავშირებული წარდგინება, მოთხოვნა განაცდური კომპენსაციის ანაზღაურებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-4 პუნქტი. აპელანტი აღნიშნავს, კანონის ზოგადი შინაარსიდან და მოცემული ნორმის ჩანაწერიდან გამომდინარე, ნორმატიული აქტი ეხება მხოლოდ „სპეციალური წოდების მქონე პირებს“. კერძოდ, ჩანაწერში მოხსენებულია „სამხედრო მოსამსახურე“, რაც ნიშნავს, რომ თუ პირს სპეციალური წოდება არ აქვს მინიჭებული კონკრეტულ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, ამ პერიოდში იგი არ ითვლება „სამხედრო მოსამსახურედ ჩარიცხულ პირად“. შესაბამისად, პირი მხოლოდ წოდების მინიჭების შემდეგ ხდება სამხედრო მოსამსახურე და მასზე წოდების მინიჭების პერიოდიდან ვრცელდება სახელმწიფო კომპენსაციისთვის გასაცემად ნამსახურების დასაანგარიშებელი პერიოდი.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, მ----- რ-------–---–ი 1--- წლის 6-------იდან 1--- წლის 1-----------–ამდე პერიოდში იყო დანიშნული შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირველი მ-------------ის არასაუწყებო დაცვის განყოფილების ს.ს.პ მორიგე ინსპექტორის თანამდებობაზე, შესაბამისად, ის არ იყო დანიშნული პოლიციელად, მას იმ პერიოდში არ ჰქონდა მინიჭებული „სპეციალური წოდება" და საპოლიციო საპენსიო სტაჟში მას არ ეთვლება აღნიშნული დღეები.
აპელანტი მიიჩნევს, რომ მ----- რ-------–---–ის შრომითი სტაჟის გამოთვლა მოხდა მისი პირადი საქმის შესწავლის შედეგად, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური შესახებ“ კანონის შესაბამისად. ამდენად, აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეს სრულად უნდა ეთქვას უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, მისცა მათ სწორი სამართლებრივი შეფასება და არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი.
სააპელაციო პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ მოპასუხის - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ, ამდენად, სააპელაციო სასამართლო აფასებს რა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატამ უნდა იმსჯელოს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 1-------ის №1------ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისთვის მ----- რ-------–---–ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშების დავალების კანონიერებაზე. ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში კი სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
„სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა საპენსიო უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).
ამავე კანონის მე-11 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 19-- წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი.
ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც იგი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებულია სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის ვალდებულება შესაბამის უწყებაში კონკრეტული პერიოდით სამსახურის შემდეგ. პალატა აღნიშნავს, კანონმდებლობა ცალსახად ადგენს წელთა ნამსახურობის გამოანგარიშების დასაწყისსა და დასასრულს - წელთა ნამსახურობის გამოანგარიშება ხდება სამხედრო მოსამსახურის სამსახურში ბრძანებით ჩარიცხვის დღიდან იმ დღემდე, როდესაც პირი ბრძანების თანახმად თადარიგში იქნა დათხოვნილი ან გადადგა სამსახურიდან.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს სსსრ შსს 1--- წლის 6-------ის №4---– ბრძანებით მ----- რ-------–---–ი დაინიშნა პირველი მ-------------ის არასაუწყებო დაცვის განყოფილების ც----------------------------ს თანამდებობაზე. შესაბამისად, მისი წელთა ნამსახურობის ვადის ათვლის თარიღად უნდა იქნას მიჩნეული სწორედ მისი დანიშვნის ბრძანების თარიღი - 1--- წლის 6--------ი და არა 1--- წლის 1------------–ი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ უსაფუძვლოა აპელანტის მითითება მოსაჩელის მიერ ნამსახურები პერიოდის - 1--- წლის 6-------იდან 1--- წლის 1-----------–ამდე საერთო ნამსახურობაში ჩაუთვლელობა. ამასთან, არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომ აღნიშნულ პერიოდში მოსარჩელე მხარე არ ასრულებდა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანებიდან 2017 წლის 5----------ან. ამდენად, მ----- რ-------–---–ი აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ გამოყენებული საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს წელთა ნამსახურობასთან დაკავშირებით.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 1-------ის №1------ წერილი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაევალოს მოახდინოს მოსარჩელისთვის სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება იმგვარად, რომ მისი ნამსახურობის წლები შეადგენდეს 20 და 20-ზე მეტ კალენდარულ წელს.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 34-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე მანანა ჩოხელი